Jump to content
Planeta.Ge

ს..

პლანეტელი
  • პოსტები

    21
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ს..

  1. მე ისე უცნაური დამთხვევით ვნახე 2ჯერ ბიჭის ტირილი.. ცხოვრების განმავლობაში 2 შეყვარებული მყავდა.. ორივე სულ ერთადერთხელ მყავს ნანახი მთვრალი.. არცერთი არ მიყვარდა (უბრალოდ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს) და ეს ორივემ იცოდა.. რომ დათვრნენ ორივემ იტირა იმაზე, "როგორ ძალიან მიყვარხარ და შენ არ შეგიძლია რომ გიყვარდე".. ორჯერვე ვიჯექი და საკუთარ თავს ვერ ვიტანდი ამ ზომამდე რომ მივიყვანე ადამიანები.. მერე თანდათან ორივე თავის გზაზე წავიდნენ და მე არაფერს ვნანობ მაინც..
  2. საშინელება იყო.. ძალდატანებით და უხეშად არა და პირველი კოცნა გოგოებს იმდენად ფაქიზად გვახსოვს ხოლმე :(
  3. თვალებით თამაშს ყველაზე დიდი მუღამი აქვს.. სულაც არ მინდა რომ მოვიდეს
  4. ვგიჟდები დაბალ წვერზე ვგიჟდებიიიიიი
  5. მე ძალიან მერიდება ხოლმე ვინმე რომ მიხდის ან მპატიჟებს სადმე.. არ აქვს მნიშვნელობა ბიჭია თუ გოგო, დისკომფორტს ვგრძნობ
  6. ვამაყობ, რომ ცხოვრებაში არც კი გამისინჯავს და არც ვაპირებ! დანებების მსურველი ბევრი მინახავს, ამსრულებელი - ცოტა.. ნებისყოფის ამბავია რა..
  7. პირადად ჩემთვის ქალური ბედნიერება არის: 1). თბილი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი და ერთგული მეუღლე, რომელთანაც თავს სრულყოფილ ქალად გრძნობ (ყველანაირი გაგებით); 2). ჭკვიანი, დამჯერი და ლამაზი შვილები; 3). სასიამოვნო სამსახური; 4). საყვარელი ადამიანების კეთილდღეობა. თუ ეს ყველაფერი არის, დამერწმუნეთ, ქალს მეტი არაფერი სჭირდება. ქალს ცოტა სჭირდება რომ ეწყინოს, მაგრამ იმაზე ცოტა სჭირდება რომ გაუხარდეს.. და თუ აწყენინეთ, მიუტანეთ ერთი კონა მინდვრის ყვავილები, ჩაიკარით გულში და უთხარით რაიმე თბილი და ტკბილი.. ამაზე სასიამოვნო არაფერია
  8. ღმერთი სატანას ცდუნებებს არ უგზავნის.. სილამაზეც ისეთივე ჯილდოა, როგორც ნიჭი, შესაძლებლობები, თვისებები.. ისეთივე გარეგნული საჩუქარია, როგორც თვალის ფერი ან ტუჩის ფორმა.. ამ შემთხვევაშიც არჩევანი ჩვენზეა - ამ სილამაზეს სატანას მივუგდებთ საჯიჯგნად თუ ღირსეულად ვიცხოვრებთ ამ საჩუქრით და მადლობას გადავუხდით უფალს.. მე მგონია, რომ სილამაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერებაა და როდესაც მართლა ლამაზი ხარ, ცხოვრებაში ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია
  9. ბუნებრივობა ყველაზე დიდი სილამაზეა
  10. მე პირადად ქმარი თუ მიღალატებს არც სკანდალს ავტეხ, არც ისტერიკებს მოვუწყობ, წავალ და მეც ვუღალატებ.. არ დამიწყოთ ეხლა მორალის კითხვა, ვინც როგორც მოგექცევა ზუსტად იმის ენაზე უნდა ელაპარაკო რომ იგრძნოს ის, რასაც სიტყვებით ახსნისას ვერ იგებს! მერე მოვალ და მშვიდად ვეტყვი: "ერთით ერთი ძვირფასო" ;) ამის შემდეგ თავად გადაწყვიტოს მოუნდება თუ არა ჩემთან დარჩენა და თუ არ მოუნდება, გზა ძალიან დიდია
  11. ძნელია მაგის დავიწყება მაგრამ უკვე აღარც არის სანერვიულო, ერთმანეთი ხომ დავკარგეთ და.. უღრმესი მადლობა რჩევებისთვის ყველას
  12. სულის ღრმულებს რამდენად ავსებს ყველა ურთიერთობა ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ თითებს შორის სიცარიელეს რომ ყოველთვის შეავსებს ეს უდაოა ;)
  13. და იქნებ იმიტომ არ მეზარებოდა მასთან გასვლა, რომ მასთან მე ვიყავი "მე" - მთელი ჩემი უარყოფით და დადებით მხარეებით, მასთან არ არსებობდა თემა რაზეც ვერ ვისაუბრებდი და საერთოდაც მასთან ბევრად უფრო საინტერესოდ გადიოდა დრო ვიდრე მაშინდელ ჩემს შეყვარებულთან.. უფრო მეტი საერთო მქონდა ამ ადამიანთან და ალბათ ეს ბუნებრივიც არის, როდესაც მეგობარი ქვია იქ აღარაფერია დამალული და თავს ბევრად უფრო თავისუფლად და გახსნილად გრძნობ.. და ვთვლი რომ ზუსტად ამიტომ მაკლია ეს ადამიანი ასე ძალიან, რომ იმის შემდეგ ასე ბოლომდე ვეღარ გავიხსენი ვერავისთან და ვერ ვიგრძენი თავი ასე კომფორტულად (ჩემი ჩაკეტილი ბუნების გამო) არ იფიქროთ რომ უაზროდ ავიხირე რაღაც და გეწინააღმდეგებით, უბრალოდ მინდა ყველანაირი ვარიანტი გამოვრიცხო ან რომელიმე ვარიანტი გავამართლო და დავამტკიცო რომ ეს იყო მეგობრობა.. თუმცა ალბათ გულის სიღრმეში კარგად უნდა ჩამეხედა თავის დროზე, აღარ ვიცი უკვე....
  14. მე პირადად როგორც ასეთი სექსი არ მინდა ჯერ (ანუ ქალიშვილობის დაკარგვა), მაგრამ მოფერება კოცნა ალერსი და საპირისპირო სქესის სხეულის შეგრძნება რა თქმა უნდა ყოველთვის მსიამოვნებს და არა მგონია ეს ვინმეს გაუკვირდეს.. მაგრამ ვცდილობ ასეთ ურთიერთობა მქონდეს ბიჭთან, რომელსაც მხოლოდ ჩემი მკერდი ან უკანალი არ დააინტერესებს და ჩემში ადამიანსაც დაინახავს.. სამწუხაროდ დღევანდელი ბიჭები მეორე შეხვედრაზევე ცდილობენ ხვევნა-კოცნა გაგიმართონ და თუ ამის საშუალებას არ აძლევ, აღგზნებული ხმით გეჩურულებიან: "მინდიხარ" "ცუდად ვხდები რომ გიყურებ" "გთხოვ მხოლოდ ერთხელ" და მსგავსი გულისამრევი ფრაზები (თან სულ მიკვირს ასე ერთი და იგივე ტექსტები ყველას ერთად ვინ დაურიგა ნეტა).. ვერ ვხვდები ნუთუ მართლა იმდენად ერთუჯრედიანია ყველა მამრი, რომ ქალური ფორმების დანახვა საერთოდ ართმევს საღი აზროვნების უნარს?? მე პირადად უკვე კომპლექსი ჩამომიყალიბდა, რომ ბიჭი ცდილობს დამიახლოვდეს მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც მიიღოს ჩემგან და ამის იქით არაფერი ფასეული არ აინტერესებს.. სამწუხაროდ ეს ზუსტად ასეა და ჩემს შემთხვევაში არაერთხელ დამტკიცებულა....
  15. ვიცი.. იმ ადამიანს სტატუსი უფრო ჰქონდა ვიდრე ნამდვილად შეყვარებულად ვთვლიდი.. ეს სხვა თემაა, შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი.. უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანი იყო, მასთან თავს დაცულად და კომფორტულად ვგრძნობდი, ცდილობდა გავებედნიერებინე და რაც მთვარია იცოდა, რომ არ მქონდა უზარმაზარი გრძნობა მისდამი (თუმცა რაღაც გრძნობა ნამდვილად იყო), არ ვატყუებდი, გულწრფელი ვიყავი მასთან, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ის მაინც თანახმა იყო ყოფილიყო ჩემს გვერდით და გაეგრძელებინა "ჩემთვის თავის შეყვარების" ცდა .. ეს მეორე ადამიანი კი (რომელზეც ზემოთ მოვყევი) ნამდვილად მეგობარი იყო! შემიძლია დავიფიცო, რომ სანამ ის უაზრო მთვრალი საღამო მოხდებოდა, მანამდე მთელი ის წლები 1 წამითაც კი არასოდეს მიფიქრია მასზე სხვანაირად..
  16. მონატრება.. ეს გრძნობა რომ არ არსებობდეს, არ იარსებებდა სხვა არცერთი განცდა, თვით სიყვარულიც კი..
  17. როგორ შეიძლება მყვარებოდა, როდესაც შეყვარებული მყავდა? და მასაც ყავდა შეყვარებული.. თუმცა როდესაც შეყვარებული მეუბნებოდა "გნახავ" შეიძლება დამზარებოდა გასვლა და ამ ადამიანთან არასოდეს მეზარებოდა....
  18. მაინტერესებს შეიძლება ბიჭი გეუბნებოდეს მხოლოდ ვნება მაკავშირებს შენთანო და ამ დროს ეჭვიანობდეს ყველა და ყველაფერზე?ანუ გრძნობის გარეშე მხოლოდ ვნებას ეჭვიანობა ახასიათებს?
  19. მეგობარი მყავდა, ბიჭი.. 3 წლის განმავლობაში 24 საათს გადაბმულები ვატარებდით.. არ არსებობდა თემა (ძალიან პირადულიც კი) რომ არ გვესაუბრა, არ არსებობდა სიტუაცია სადაც ერთად არ ვიქნებოდით.. არც ერთი მეგობარი ასე ძალიან არ მიყვარდა და ასე მთელი სიცხადით არ მივსებდა გულს და სულს.. ჩვენი შეყვარებულები ჩვენზე ეჭვიანობდნენ იმდენად დიდ დროს ვატარებდით ერთად და ამაზე ყოველთვის გულიანად ვიცინოდით.. ერთხელ ერთად დავლიეთ და მაშინ აირია ყველაფერი.. სასმლისგან მითიშული და ნახევრად მძინარე აღარც მახსოვს როგორ ჩავწექი მის მკლავებში, ოდნავ რომ გამოვფხიზლდი ვიგრძენი როგორ მიკრავდა გულში მთელი ძალით და როგორ მკოცნიდა გიჟივით.. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ მეც ავყევი.. აღარც მახსოვს რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი.. ამის შემდეგ იყო საოცარი სირცხვილი, ამ საღამოს დავიწყების მცდელობა, ყველაფერის სიმთვრალეზე გადაბრალება და ძალიან დიდი სინანული.. მაგრამ ურთიერთობა ვერა და ვერ დაგვილაგდა, პირიქით, დროთა განმავლობაში ისე აგვერია, აგრესიაშიც კი გადავიდა.. ამ ამბის შემდეგ 2 წელიწადი ვცდილობდით ურთიერთობის შენარჩუნებას, ვებღაუჭებოდით იმ მეგობრობს, რომელიც აღარ არსებობდა! ის საოცრად გახსნილი და გულწრფელი ურთიერთობა სულ რამოდენიმე წამმა წაგვართვა და ჩვენში დამკვიდრდა მხოლოდ ვნება.. ეს არ იყო სიყვარული, არ იყო არანაირი განსაკუთრებული გრძნობა, ეს იყო უზარმაზარი ვნების ცუნამი, რომელმაც საბოლოოდ იმდენად წაგვლეკა და იმ ზომამდე მიგვიყვანა, არჩევანის წინაშე დავდექით: ან უნდა გავყოლოდით ამ გზას და ცხოვრებაში ყველაზე დიდი სისულელე ჩაგვედინა, ან არა და ერთმანეთი სამუდამოდ უნდა დაგვეკარგა! ამ არჩევანის გადაწყვეტასაც რამოდენიმე თვე დასჭირდა და ამ თვეების განმავობაში ყოველ შეხვედრაზე ვნება უფრო და უფრო გვერეოდა, ღვივდებოდა და მძაფრდებოდა.. ბოლოს მივხვდი, რომ მე ვღალატობდი ყველაფერ ფასეულს, ყველაფერ გულწრფელს და ამაღლებულს და მივხვდი რომ ღირდა ჩემი დიდი ტკივილი იმის ფასად, რომ თუნდაც სულ პატარა წრფელი კუთხე შემენახა ჩემს გულში.. და ამიტომ გადავწყვიტე ამ ადამიანის დაკარგვა! ის ადამიანი ამ გადაწყვეტილებას ძალიან მძაფრად შეხვდა და კარგა ხნის განმავლობაში გასაქანს არ მაძლევდა.. მაგრამ ბოლოს თვითონაც მიხვდა, რომ სჯობდა წასვლა, გაქრობა, გადაკარგვა.. დღესდღეობით აღარანაირი ურთიერთობა აღა რ გვაქვს, ქუჩაში თუ ვხვდებით ერთმანეთს, საპირისპირო მხარეს გადავდივართ რომელიმე.. არანორმალურად მენატრება.. სიგიჟემდე.. გადარევამდე.. არ ვიცი რა მოვუხერხო ამხელა სიცარიელეს რაც მისმა დაკარგვამ დამიტოვა.. რაც არ უნდა მოხდეს, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, სადაც და ვისთანაც არ უნდა ვიყო, ის ჩემს გულში ყოველთვის ყველაზე განსაკუთრებულ ადგილას იქნება!...
×
×
  • შექმენი...