Jump to content
Planeta.Ge

ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას აპირებს


Recommended Posts

DATA TUTASXIA

ან რატომაა სტრატეგიული?

იმიტომ პატივცემულო, რომ ამის მფლობელს, შუძლია უზომოდ დიდი გავლენა მოახდინოს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ასპეკტებზეც.

და როდესაც ვიღაც კერძო ტიპს ამხელა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს საპირწონედ... ცოტა არ იყოს და ვერაა ეგ კაი ამბავი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ხომ სახელწმიფო არაა მეგობრებო,

ეს არის დროებითი სარგებლობის ტერიტორია, ასე რომ სტრატეგიული ობიექტი არ გააჩნია,

საქართველო თავად ობიექტია, გამზადებული ობიექტი გასაყიდათ,

 

როგორც ბენუმ თქვა გავყიდით ყველაფერს სინდისის გარდაო :018:

 

მე არ ვიცი რას ნიშნავს სტრატეგიული ობიექტი მაგრამ გუნებით ვხვდები რომ რაღაც მნიშვნელოვანია :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბენდუქიძის ძალისხმევის შედეგად ცნება სტრატეგიული ობიექტები საქ. კანონმდებლობაში

არ არსებობს,

 

საქ. ხელისუფლება თვლის რომ ქართ. სახელმწიფოს ასეთი რამ არ გააჩნია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შევახსენებთ ბატონ ბენდუქიძეს, რომ სტრატეგიული ობიექტის ცნება არ გამქრალა, უბრალოდ, მან სტრატეგიული ობიექტები გაყიდა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

იმიტომ პატივცემულო, რომ ამის მფლობელს, შუძლია უზომოდ დიდი გავლენა მოახდინოს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ასპეკტებზეც.

და როდესაც ვიღაც კერძო ტიპს ამხელა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს საპირწონედ... ცოტა არ იყოს და ვერაა ეგ კაი ამბავი...

ნუ ისიც გეცოდინება შინ მომგებიანია თუ არა ეს გაზსადენი დღეს და გაყიდვის შემთხვევაში რა სარგებელს ვნახავთ.

 

იქნებ გაყიდვის შემთხვევაში უფრო მეტი სარგებელი ვნახოთ ან პირიქით. თუ მომგებიანია საერთოდ არ გავყიდოთ.

 

დათვალა ვინმემ როდის მეტი სარგებლის ნახვა შეიძლება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰა გავარკვიეთ რატომაა სასომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენი საქართველოსთვის სტრატეგიული?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ენერგომატარებლებით ზემოქმედებისათვის საჭიროა შემდეგი ელემენტების ფლობა: მოპოვება, ტრანსპორტირება და რეალიზაცია. ნავთობისგან განსხვავებით გაზის ტრანსპორტირება გარდა მილსადენისა არარენტაბელურია და ამდენად მისი საბოლოო დანიშნულების მომხარებლამდე მისვლის სრული ციკლის კონტროლი სტრატეგიულ დანიშნულებას იძენს რუსეთისთვის. რუსეთ-საქართველო-სომხეთის გაზსადენის გაზპრომზე მიყიდვა კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის სომხეთს რუსეთზე ვიდრე აქამდე იყო. თუკი ჩვენი რეგიონის ქვეყნები კიდევ უფრო დამოკიდებულები გახდებიან რუსეთზე, ამით ჩვენც უფრო დამოკიდებულები გავხდებით. ომის შემთხვევაში თუკი აქამდე სომხეთმა თავი შეიკავა, რუსების მოთხოვნის მიუხედავად, ხვალ უკვე აღარ შეიკავებს, ვინაიდან საქართველოს აღარ გააჩნია არანაირი ბერკეტი.

 

ტვინგაყინული მიშმაკაკები მეთოდურად ებრძვიან ჩვენ სახელმწიფოებრიობას და თან უნამუსოდ გვეუბნებიან : მერე რაა, რო.

 

მერე რა და დედა რომ მოედღნა ამ ქვეყანას თქვენი ბრალიც არის და ისევე მოგეთხოვებათ პასუხი, როგორც ამის უშუალო შემსრულებლებს. ის ფაქტი, რომ ნახირი ხართ, არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისაგან. დამბანეთ თუ გინდა, მარა ვინც ყველაფერზე მერე რას გაიძახის ტვინგაყინული ნახირია ჩემთვის. არც განათლება ყოფნით და არც სხვას უსმენენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ენერგომატარებლებით ზემოქმედებისათვის საჭიროა შემდეგი ელემენტების ფლობა: მოპოვება, ტრანსპორტირება და რეალიზაცია. ნავთობისგან განსხვავებით გაზის ტრანსპორტირება გარდა მილსადენისა არარენტაბელურია და ამდენად მისი საბოლოო დანიშნულების მომხარებლამდე მისვლის სრული ციკლის კონტროლი სტრატეგიულ დანიშნულებას იძენს რუსეთისთვის. რუსეთ-საქართველო-სომხეთის გაზსადენის გაზპრომზე მიყიდვა კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის სომხეთს რუსეთზე ვიდრე აქამდე იყო. თუკი ჩვენი რეგიონის ქვეყნები კიდევ უფრო დამოკიდებულები გახდებიან რუსეთზე, ამით ჩვენც უფრო დამოკიდებულები გავხდებით. ომის შემთხვევაში თუკი აქამდე სომხეთმა თავი შეიკავა, რუსების მოთხოვნის მიუხედავად, ხვალ უკვე აღარ შეიკავებს, ვინაიდან საქართველოს აღარ გააჩნია არანაირი ბერკეტი.

 

ტვინგაყინული მიშმაკაკები მეთოდურად ებრძვიან ჩვენ სახელმწიფოებრიობას და თან უნამუსოდ გვეუბნებიან : მერე რაა, რო.

 

მერე რა და დედა რომ მოედღნა ამ ქვეყანას თქვენი ბრალიც არის და ისევე მოგეთხოვებათ პასუხი, როგორც ამის უშუალო შემსრულებლებს. ის ფაქტი, რომ ნახირი ხართ, არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისაგან. დამბანეთ თუ გინდა, მარა ვინც ყველაფერზე მერე რას გაიძახის ტვინგაყინული ნახირია ჩემთვის. არც განათლება ყოფნით და არც სხვას უსმენენ.

 

პატივცემულო რატომ ილანძღებით?

 

ამ გაზსადენით ჩვენ ვერავიზე ვერ მოვახდენთ ზეწოლას. სომხეთს ალტერნატიული ვარრიანტიც აქვს ირანიდან. ასე რომ პოლიტიკურად არამგონია ამ გაზსადენით ვინმეზე რაიმე ზეწილა განვახორციელოთ. აი ეკონომიკური თვალსაზრისით კი_თუ მომგებიანია მაშინ რა თქმა უნდა არ უნდა გავყიდოთ.

 

მე პირადა ტყეების გაყიდვა უფრო დიდ დანაშაულად მიმაჩნია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ჰა გავარკვიეთ რატომაა სასომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენი საქართველოსთვის სტრატეგიული?

 

 

ერთ-ერთი მიმართულება რუსეთის საკუთრებაში თუ იქნა:

 

 

რუსები თავად აფეთქებენ მილსადენს რამოდენიმეჯერ, ვთქვათ სადმე სომხეთის საზღვართან. შემდეგ ტეხენ ხმაურს, რომ საქართველოს არ შესწევს ძალა დაიცვას თავის ტერიტორიაზე რუსეთის საკუთრება და ამ საბაბით, მისი საკუთრების დასაცავად იქ აყენებენ თავის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო მისიით, რა ოკუპაცია, რის ოკუპაცია. რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე სომხები იღებენ თავის თავზე ამ მისია და რუსებს "ათავისუფლებენ" ამ მძიმე მისიისგან, ანაცვლებენ რა იქ რუსებს საკუთარი ძალებით.

 

ყველა ბედნიერია, როგორც იქნა სტაბილურობა მიღწეულია და მილსადენს აღარაფერი ემუქრება.

 

 

 

ზღაპრებია ხომ? იმაზე მეტი, რაც 1991-ში სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ჩანდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსები თავად აფეთქებენ მილსადენს რამოდენიმეჯერ, ვთქვათ სადმე სომხეთის საზღვართან

 

 

არ არის გამორიცხული და პუტინს ბრძანებაზე აქვს ხელი მოწერილი,რომ გაზსადენები სამხედროებმა უნდა დაიცვან იარაღით.გაზპრომს თავისი შეარაღებული დანაყოფები ჰყავს გაზსადენების დასაცავად.

 

 

 

ეს სასომხეთან დამაკავშირებელი გაზსადენი და აი ჯეიჰანის გაზსადენის გაყიდვასაც აპირებენ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აი ჯეიჰანის გაზსადენის გაყიდვასაც აპირებენ.

 

 

ეგ როგორღა უნდა გაყიდონ? ეგ ასქართველოს საკუთრება არცაა, BP-ს ეკუთვნის, რამდენადაც ვიცი, შეიძლება არასწორად ვიცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ასქართველოს საკუთრება არცაა, BP-ს ეკუთვნის, რამდენადაც ვიცი, შეიძლება არასწორად ვიცი

 

არა მე მგონი,რადგან იმ დროს როცა გაყიდვას აპირებდნენ ამერიკელებმა ნება არ მისცეს და დამატებით მიშას მისცეს 50 მილიონი დოლარი ექსპლუატაციისთვის.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

 

 

 

ერთ-ერთი მიმართულება რუსეთის საკუთრებაში თუ იქნა:

 

 

რუსები თავად აფეთქებენ მილსადენს რამოდენიმეჯერ, ვთქვათ სადმე სომხეთის საზღვართან. შემდეგ ტეხენ ხმაურს, რომ საქართველოს არ შესწევს ძალა დაიცვას თავის ტერიტორიაზე რუსეთის საკუთრება და ამ საბაბით, მისი საკუთრების დასაცავად იქ აყენებენ თავის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო მისიით, რა ოკუპაცია, რის ოკუპაცია. რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე სომხები იღებენ თავის თავზე ამ მისია და რუსებს "ათავისუფლებენ" ამ მძიმე მისიისგან, ანაცვლებენ რა იქ რუსებს საკუთარი ძალებით.

 

ყველა ბედნიერია, როგორც იქნა სტაბილურობა მიღწეულია და მილსადენს აღარაფერი ემუქრება.

 

 

 

 

 

 

ზღაპრებია ხომ? იმაზე მეტი, რაც 1991-ში სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ჩანდა?

 

 

რუსეთის საკუთრების დაცვაზე თუ მიდგება საქმე, ამას ისედაც გააკეთებენ. რუსებს ბევრი ბიზნესი აქვთ საქართველოში.

 

 

 

მე ამ გაზსადენის გაყიდვის მომხრე არ ვარ უბრალოდ ვერ ვიგებ სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში რატომ იყო. არ არის ეს სტრატეგიული ობიექტი და ამ ობიექტიტ რაიმე პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტს კი არ ვკარგავთ.

 

აი ევროპას რომ მიეწოდებოდეს აქედან გაზი მაშინ მართლაც დანაშაული იქნებოდა გაყიდვა.

 

აქ საქმე სხვა რამეშია.

 

უბრალოდ გაუჭირდა მიშას და ყველაფერს ყიდის თავის გადასარჩენად. თორემ ნორმალური ხელისუფლების პირობებში არავითარი პრობლემა არ იქნებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგისტრალურ გაზსადენს და ენგურჰესს ერთი პრინციპით გაასხვისებენ

 

მაგისტრალური გაზსადენის არ გაიყიდება, მაგრამ მისი რუსეთან ერთობლივი მართვა შესაძლებელია, ისევე როგორც ენგურჰესის. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მკაცრი ტონით საზოგადეობის და დარწმუნებას შეეცადა, რომ გაზსადენი არ გაიყიდებოდა. თუმცა მინისტრმა იქვე დაუმატა, რომ მისი ერთობლივი მართვა კერძო კომპანიასთან შესაძლებელი იყო. სწორედ ერთობლივ მართვაზე მიდიოდა მოლაპარაკებები წლების განმავლობაში რუსეთან ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის ხელშეწყობით.

 

ასე რომ, რუსეთი „ენგურჰესისა“ და მაგისტრალური გაზსადენის დაუფლების შემდეგ, საქართველოში ენერგეტიკული სექტორის საკონტროლო პაკეტს გააკონტროლებს.

 

საყურადღებოა, რომ „ენგურჰესზე“ მოლაპარაკებები ისევ ძალაშია. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრო რუსეთიდან „ენგურჰესის“ ერთობლივი მართვის სახელშეკრულებო პირობებს ელოდება.

 

ექსპერტების განცხადებით, ამ უდიდესი ელექტროსადგურის რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ენერგეტიკის საკონტროლო პაკეტს უკვე კრემლი გააკონტროლებს. როდესაც, ენერგეტიკაში რუსეთის დიდი წილის არსებობაზე მიდის საუბარი, ხელისუფლებაში გაოცებას ვერ მალავენ და აცხადებენ, რომ ექსპერტების ნაწილი ამ თემით საზოგადოების პროვოცირებას ახდენენ, სინამდვილეში ქართულ ენერგეტიკაში რუსეთის წილი უმნიშვნელოა.

 

რუსეთის სახელმწიფო კომპანიის „ინტერ რაოს“ მფლობელობაშია თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“, მე-9 დამე-10 ენერგობლოკები, ასევე „ხრამი-1“ და „ხრამი-2“-ის ჰიდროელექტროსადგურები. მაღალი ძაბვის სატრანზიტო ქსელებს ასევე რუსული კომპანია „საქრუსენერგო“ აკონტროლებს, რუსების მფლობელობაშია „ენერჯი ინვესტის“ გაზოტურბინაც.

 

რაც შეეხება „ყაზტრანსგაზს“, იგი „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანიაა, რომლის აქციების დიდი წილის მფლობელი რუსული „გაზპრომია“. საქართველოს 9 რაიონს გაზით რუსული კომპანია „იტერა“ ამარაგებს. ამ წილებს, როგორც ჩანს მალე „ენგურჰესი“ და მაგისტრალური გაზსადენიც დაემატება და პუტინის თავისუფლად შეუძლია განაცხადოს, რომ კავკასიის რეგიონის დაუფლების მისია შესრულებულია.

 

ექსპერტების განცხადებით, „თელასისა“ და სხვა ენერგოკომპანიების მფლობელ „ინტერ რაოს“, რომელიც ახლა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ხელშეწყობით „ენგურჰესის“ დასაკუთრებასაც ცდილობს პირდაპირ კრემლი აკონტროლებს.

 

გარდა იმისა, რომ იგი „რაო ეესის“ შვილობილი კომპანია იყო, მისი ხელმძღვანელი პირები რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნები არიან. „ინტერ რაო“ ღია ტიპის სააქციო საზოგადოებად 2008 წლის გაზაფხულზე გადაკეთდა. მისი ხელმძღვანელი (დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე) რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრი ვიკტორ ხრისტენკო გახლდათ, ხოლო მოადგილე ჩუბაისის მარჯვენა ხელი ანდრეი რაპოპორტი.

 

ცოტა ხნის წინათ რუსეთში „რაოეესი“ დაიშალა და ამოქმედდა გენერაციის 6 საბითუმო კომპანია, გენერაციის 14 ტერიტორიული კომპანია, „რუსჰიდრო“, ფედერალური ქსელური კომპანია, სისტემის ოპერატორი, ჰოლდინგი „მრსკ“, აღმოსავლეთის „რაო ეს“ და „ინტერ რაო ეეს“. სწორედ „ინტერ რაო“-ს დაქვემდებარებაში დარჩა თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“.

 

ანატოლი ჩუბაისის იმპერია დსთ-სა და ევროპის ბევრ ქვეყანას განაგებდა და ამ ქვეყნების ენერგეტიკულ სექტორში თამაშის წესებს ყველასთვის თვითონ განსაზღვრავდა. მაგალითისთვის, უცხოური კომპანიის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში აქტივების ყიდვა და მერე მათი „რაო ეესისთვის“ გადაყიდვა რუსეთის ცნობილი სქემა იყო, რომლის განხორციელებასაც იგი საკუთარი ინტერესების ქვეშ მყოფ ქვეყნებში ცდილობდა. ამ სქემით, რუსეთის ბიუჯეტიდანაც მნიშვნელოვანი ფული ქრებოდა, ანუ მასში ფართო ინტერესები იყო გაერთიანებული - პოლიტიკური, კორუფციული და ფინანსური.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2006 წლის ივნისში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ორი ჩეხური კომპანია მონაწილეობდა: „ენერგო პრო“ და „ფალკონ კაპიტალი“. „ფალკონ კაპიტალმა“ საპრივატიზაციო კონკურსში აჭარის სადისტრიბუციო კომპანიაზე გააკეთა განაცხადი და მთავრობას სულრაღაც 12 მილიონი დოლარი შესთავაზა, ამით ასპარეზი ყველაზე მეტის გადამხდელ „ენერგო პროს“ დაუთმო.

 

„ფალკონ კაპიტალს“ რუსეთის თითქმის ყველა გავლენიანი პირი მფარველობდა და დღესაც მფარველობს. ანუ „რაო ეესის“ ხელმძღვანელის ანატოლი ჩუბაისის მიერ შექმნილი თეორია ლიბერალური იმპერიალიზმის შესახებ (რომელიც ეკონომიკურ დაპოლიტიკურ კომპონენტებს აერთიანებს), ამგვარი სქემების მიხედვით ხორციელდება.

 

რაც შეეხება, რუსულ კომპანია „ენერჯი ინვესტს“, ის 2004წელს დაფუძნდა. მის მმართველ გუნდში შედიან – გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ალექსეი ბელოვსკი, გენერალური დირექტორის მოადგილე ეკონომიკასა და ფინანსურ საკითხებში კირილ ვანდიშევი, გენერალური დირექტორის მოადგილე კომერციის საკითხებში ოლეგ ჟილინი. „ენერჯი ინვესტის“ მთავარი ფინანსური დონორი რუსული „ვნეშტორგბანკია“. 2005 წელს „ენერჯი ინვესტმა“ რუსთავის „აზოტი“ შეისყიდა.

 

2006 წელს, „ენერჯი ინვეტსმა“ ასევე ხელისუფლების დახმარებით, გარდაბანში აირტურბინული ელექტროსადგურის მშენებლობა დაასრულა, თუმცა ექსპერტების შეფასებით ამ ტურბინებში მილიონობით ლარი ტყუილად გადაიყარა, ვინაიდან ჰიდრორესურსებით მდიდარ ქვეყანაში „გაზოტურბინებით“ წარმოებული ძვირი ელექტროენერგია არავის სჭირდება.

 

„ყაზტრანსგაზი“ „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანიაა. ცნობილია, რომ რუსულ „გაზპრომი“ და „ყაზმუნაიგაზი“ დიდი ხნის პარტნიორები არიან და „გაზპრომი“ ამ კომპანიაში აქციების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. გარდა ამისა, „გაზპრომს“ ყაზახეთთან ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც ყაზახური გაზის ტრანსპორტირება-რეალიზაციას რუსები კურირებენ. ასე რომ, ქართულ ენერგეტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანია ორი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიების ინტერესების ქვეშ აღმოჩნდა.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენერგეტიკის სამინისტრომ აგვისტოსომის შემდეგ რუსულ „ინტერ რაოს“ „ენგურჰესის“ ერთობლივი მართვა შესთავაზა და 2008 წლის დეკემბრის მიწურულს მასთან მემორანდუმიც გააფორმა.

 

ამ ეტაპზე, სამინისტროსა და რუსულ კომპანიას შორის მოლაპარაკებები ხელშეკრულების დეტალებზე მიმდინარეობს. მემორანდუმის შინაარსი დღემდე უცნობია. სამინისტრომ, საზოგადოების რისხვა თავიდან რომ აეცილებინა, მას გრიფით საიდუმლო დაადო.

 

ენერგეტიკის მინისტრის ალეკო ხეთაგურის განცხადებით, ქვეყანა ჩრდილოელ მეგობართან გარიგებით მილიონებს მიიღებს.

(უთეგენათალე პუწინისტურ ლოღიკაში)

„ჩვენ „ინტერ რაო“-სთან წარმატებული ურთიერთობები გვაქვს, და ეს ურთიერთობები გაგრძელდება“, - დარწმუნებულია მინისტრი.

 

ამ ობიექტების გამყიდველი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებდა, რომ ფულს სუნი არ აქვსო და შესაბამისად რუსული ინვესტიციების შემოსვლაში საფრთხეს

ვერ ხედავდა. ამჯერად, ნოღადელისა და ბენდუქიძის იდეების რეალიზებას მათი გამოზრდილი კადრები შესანიშნავად ახრეხებენ.

 

ლელა კობერიძე

 

 

http://bp.ge/?p=15939

 

 

ამათი დედებს ################## დილა საღამოს.უკაცრავად თავი ვერ შევიკავე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...