seaside suicide Posted April 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2008 ეხლა ვკითხულობ კრებულს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ann_waits Posted April 8, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2008 ჰო კაი იქნებოდა მასეთი საიტები სხვებზეც იყოს... ხოო...ისე, არ ვიცოდი გალაკტიონი რომ ხატავდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted April 8, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2008 ხოო...ისე, არ ვიცოდი გალაკტიონი რომ ხატავდა ეჰ მღეროდა კიდეც ერთხელ მთვრალებმა, მაგან სარაჯიშვილმა და ვიღაცამ კდიე იმღერს პოერის წინხოდა არავის ისე არ უმღერია ჯერ, როგორც მე, სანდრომ და იმ ვიღაცამ ვიმღერეთ მაშინო. (რა თავხედი უნდა იყო რო სარაჯიშვილზე წინ სიმღერაში თავი დააყენო [კარგი გაგებით]) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
seaside suicide Posted April 28, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2008 წვიმა და თოვლი...რა მხარეები გიცდის სიბერისჩვენ გვესიზმრება ჩვენი სამშობლოსამშობლო შავი ლიუციფერის.სამშობლო ძველი...გზა დაფენილი მსხვერპლით, ცხედრებითდა სისხლით სველი.გზა, სასიკვდილო გადათეთრებითსამშობლო შავი ლიუციფერის.ჩვენ მწუხარებამ დაგვიძმობილაღამის ტყე ველიარასდროს ჩვენთან იქ არ ყოფილანაზარეველი. უკომენტაროდ :iagova: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
one Posted May 2, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2008 გალაკტიონის დღიურიდან... მე გახლდით ბათუმში... ზღვის პირას, მომესმა ქალის საამო ხმა, იგი მღეროდა მოტივს "გედის სიმღერა" ჩვეულებრივ, გედი სიკვდილის წინ მღერის, ეს იგი სიცოხლეში ერთხელ... ამ მოტივმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე... მაშინ ბავშვობის დროს, აქვე ზღვის პირად დავწერე ერთი ლექსი სათაურით "გედის სიმღერა" რომელშიც გამოვიყენე ის მოტივი, რომელზედაც მღეროდა ქალი... მღერის გედი, რომლის ხმა თანდათან ძლიერდება... ძლიერდება და ბოლოს წყდება... მთაწმინდის მთვარე / გედის სიმღერა ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!მდუნარებით შემოსილი შეღამების ქნარიქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...ასე ჩუმი ასე ნაზე... ჯერ ცა მე არ მახსოვს მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივითდა მის შუქშI გახვეული მსუბუქ სიზმარივითმოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...ოჰ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილითაქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილითეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული. და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედადოღონდ ვთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედათუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთებიდა გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
one Posted May 2, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2008 "დიდი იმედები" გალაკტიონის დღიურიდან არ ვიცი რის გამო, შეიძლება იმიტომ, რომ თითქმის მთელი ღამე, გათენებამდის ვკითხულობდი დიკკენსის "დიდ იმედებს" გამომეღვიძა გვიან, მზე კარგა მანძილზე იყო დაშორებული ჩვენი სახლის აღმოსავლეთით მწყობრად ჩამწკვრივებულ ალვის ხეებს, მზე, მთელი თავისი ახალი და დიადი ელვარებით, პირდაპირ ჩემს ფანჯარაზე მომდგარიყო... არასდროს არ დამავიწყდება მისი იმდღევანდელი შუქი... რაღაც აუწერელმა სიხარულმა ამიტაცა და მთელ სხეულში ჟრუანტელად დამიარა და ისიც ისე უმიზეზოდ, ისე უეცრად, ისე მოულოდნელად... ანგარიშმიუცემლად მივვარდი ფანჯარას, საიდანაც მზის შუქი შემოდიოდა და დავუწყე კოცნა ფანჯარას, ფანჯრის მინებს, გონებადაკარგული ვკოცნიდი. დიდხანს მზის შუქს...- შვილო, შვილო, შვილო!!! - მომესმა გაოცებული დედის ხმა... - გადაირიე შვილო?მე შევკრთი... იმ წუთშივე უდიდესი სიხარული უფრო დიდი დარცხვენის გრძნობად შემეცვალა... ან რატომ ვერ გავიგე, რომ ოთახში დედა შემოსულიყო, კარები ხომ უხმაუროდ არასდროს არ იღება... ვიდექი დედის წინ, როგორც უდიდეს დანაშაულობის ჩადენაზე წასწრებული... დიდხანს თავი მაღლა ვერ ამეღო. ნელა, ცალი ხელით ვიგრძენი როგორ მიწევდა უკან თავს დედაჩემი, სურდა ჩემს თვალებში ჩაეხედა... - შემომხედე, გატუნა! შვილო, რა მოგივიდა? - ალერსიანად მეუბნებოდა დედა, მაგრამ მე ხმას არ ვიღებდი... რა უნდა მეთქვა? განა შეიძლებოდა სიტყვებით იმის გამოთქმა, რასაც განვიცდიდი, და რის გამოხატვაც სრულიად არ შემეძლო? - რა? - ბოლოს ძვლივსღა ვთქვი "დიდი იმედები" რაო რას ამბობ? დიდი იმედები, დედა... დედი...დედას იმ წამშივე გული შეუწუხდა... მკერდზე მიიდო ხელი და ტახტს მიესვენა... ასე ემართებოდა ყოველთვის როცა რაიმეს მძლავრად განიცდიდა... "გული შეუწუხდა, მიზეზი კი მე ვარ" - გავიფიქრე... გავხედე ფანჯარას მზის შუქი ეხლა აღარ მეჩვენა ისე მიმზიდველად... გასცდა ჩვენს ფანჯარას ის მზის შუქიც...ვინ იცის, დაბრუნდება ისევ თუ არა... 1 თებერვალი - 1929 წელი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted May 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 7, 2008 მე გალაკტიონის სიცოცხლეშივე გამოცემული წიგნი მაქვს ავტოგრაფით! ძაან მიყვარს ეგ წიგნი დავკანკალებ ზედ კი ძალიან ძველია და ფურცელ-ფურცელაა სულ მარა მაინც ვცდილობ რომ არ დაიხეს ბოლომდე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შუშანა Posted June 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2008 გალაქტიონის მესაფლავეს ყოველ დღე ვკითხულობ. ვგიჟდები ამ კაცზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted August 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2008 წვიმა და თოვლი...რა მხარეები გიცდის სიბერისჩვენ გვესიზმრება ჩვენი სამშობლოსამშობლო შავი ლიუციფერის.სამშობლო ძველი...გზა დაფენილი მსხვერპლით, ცხედრებითდა სისხლით სველი.გზა, სასიკვდილო გადათეთრებითსამშობლო შავი ლიუციფერის.ჩვენ მწუხარებამ დაგვიძმობილაღამის ტყე ველიარასდროს ჩვენთან იქ არ ყოფილანაზარეველი.უკომენტაროდ :iagova: ეს ლექსი...მამაჩემს უყვარს ძალიან, ოდანვ შეზარხოშებული როა ხოლმე სულ კითხულობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted October 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2008 მე და ღამე! ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,სიო, სარქმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარით ნაფენს არემარე ვერ იჩილებს ვერცხლის საბანს,სიო არხევს და ათოკებს ჩემს სარქმლის წინ იასამანს. ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი. საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული. დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,არ ვუმჟღავნებ კვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ. რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული. ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიკრს წუთი წუთზე უამესი,საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი. ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიგრმეში მოვათავსე. მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარქმელში მოკამკამემ,იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ. იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
KALIA Posted December 14, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2008 გარეთ თოვს და სიმპოლურად ამ ლექსს დავპოსტავ თოვლი მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა.მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლისდა სიყვარულის ასე მოთმენა.ძვირფასო! სული მევსება თოვლით:დღეები რბიან და მე ვბერდები!ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდუდაბნო ლურჯად ნახავერდები.ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,მაგრამ მე მუდამ მემახსოვრებაშენი თოვლივით მკრთალი ხელები.ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.იელვებს, ქრება და კვლავ იელვებსშენი მანდილი ამ უდაბნოში...ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლისდა ზამბახების წყებად დაწვენა.თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯიდა დაღალული სიზმრით დამთოვა.როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
delfina Posted January 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2009 სადღაც მინახავსქალის სახე კარგი და წრფელი,არ მშორდება ის,დღეა ბადრი თუ ღამე ბნელი.ალერსის სიტყვებსჩამჩურჩულებს ახლომდგომელი,მაგრამ მარადის დაფარული,მიუწვდომელი.ოჰ, დიდხანს, დიდხანსვძებნე იგი და ვერსად ვპოვე.ვიცი შორს არის,მაშ, რად მტანჯავს ეგ სიახლოვე? ის მიდიოდა ქუჩაში ერთი ის მიდიოდა ქუჩაში ერთიმას მიჰყვებოდა წვიმა და ქარიმისთვის იმწამში არ იყო ღმერთიმისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი იგრძნო რომ მაინც საოცრად ცხელაგადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებსძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარესეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებსროგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს როგორ საიდა... არ იცის თვითონის უცნობ ხიდზე დგას, სხვაა ხიდი.მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონის ახლა გახდა წყნარი და მშვიდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mashiko Posted July 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2009 ახსნა ღამეს ელვარე დღე შეუცვლიათქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლიადაიმორჩილოს მთელი ხმელეთი. მომკალით! ყოფნა მაინც შუქია თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,შეხვედრა ენას ვერ შეუქია,შეხვედრა განა ასე გველოდა? თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქითრამდენი რამე ვერ აგიხსნიათვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით. რისთვის მიყვარხარ? მე არ მაქვს ნება?მაგნაირ გულით და სინაზეთი...არის ამქვეყნად დაგვიანება – მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი? არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...ამ რევორველშიც არის რვა ტყვია,ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mashiko Posted July 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2009 სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე. გული გაიხელე, სისხლით გაიხალე, ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე. განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება, ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა. ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა, უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა. ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია, სახე მწუხარებით მიუმწუთხებია... სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე. გული გაიხელე, სისხლით გაიხალე, ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mashiko Posted July 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 12, 2009 ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლოშენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადიოცნება, ნახაზი საგანთა უარით,ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტიდა ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთიამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,საღამო ნელდება და კვდება ვარდები...მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.