Jump to content
Planeta.Ge

delfina

პლანეტელი
  • პოსტები

    18
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი delfina

  1. ჰმ.... პირდაპირ ჩემი სიტყვებია დაკოპირებული :rolleyes: მართალია ერთი შეხედვით სულ ქოლგები, წვიმა, ლამპიონებია და აშ მაგრამ შინაარსობრივად განსხვავდებული ტილოებია :yes2: http://i044.radikal.ru/0908/bc/38ba03356df1.jpg http://s19.radikal.ru/i192/0908/3c/3064d9d258aa.jpg http://i020.radikal.ru/0908/b1/2e0eb4df5631.jpg
  2. delfina

    CHAT

    შემოვისეირნე :hello: tb_parazitka ჰმ აქაც???
  3. delfina

    CHAT

    კაკუ კაკუუუუ არის ვინმე? :hello: დიდი ხანი აქ არ შემოვსულვარ :buchti:
  4. delfina

    CHAT

    :hello: ხომ მშვიდობაა :chups:
  5. აუუუ ჩემი კედლის მეზობელი მეზიზღება :hm: სულ დრელი აქვს ჩართული გახვრიტა კედლები და ყურებიც უF :husein:
  6. delfina

    CHAT

    :rolleyes: მეც მოვედიიი :hello:
  7. http://s49.radikal.ru/i125/0901/92/91144c692f0b.jpg http://i058.radikal.ru/0901/a9/43317151857d.jpg
  8. "რად ყვედრი კაცსა ბანოვანო, პირუმტკიცობას? თუ ემდური შენ ტრფიალობისა ცვალებადს გრძნობას, რომ არ გემჭვალვის საუკუნო ტრფიალობითა: ჰგავს არ პასუხს ჰცემ შენ სულით მშვენიერითა. სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების, და ვით ყვავილი თავის დროზე სწრაფად დაჭკნების, ადრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამჭვალები, ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცესი! მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსილი, რომლით ნათდება ყოვლი გრძნობა გული და სული, და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა, რად გწამს არ იყოს საუკუნე მადლი ტრფობისა? თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს, მას ვერც შემთხვევა და ვერ ხანი ვერ დააბერებს. მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა ჰშობს სიყვარულსა, ეგარდმო, ადლით დაუხსნულად დამტკიცებულსა! მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესრეთ სანიკველი, რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი! მას ცისა სხვით აცისკროვნებს მშვენიერება, და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება! სული ობოლი ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას, ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, - საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი: ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი! მეგობართა, ნათესავთ მოკლებული, ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული, მაგრამ ერთხელ დაობლებული სული მარად ითმენს უნუგეშობას კრული! არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის, ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის, ვის აუწყოს დაფარული მან ნდობა, ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა! ძნელი არის მარტოობა სულისა: მას ელტვიან სიამენი სოფლისა, მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა, ოხვრა არის შვება უბედურისა!
  9. სადღაც მინახავს ქალის სახე კარგი და წრფელი, არ მშორდება ის, დღეა ბადრი თუ ღამე ბნელი. ალერსის სიტყვებს ჩამჩურჩულებს ახლომდგომელი, მაგრამ მარადის დაფარული, მიუწვდომელი. ოჰ, დიდხანს, დიდხანს ვძებნე იგი და ვერსად ვპოვე. ვიცი შორს არის, მაშ, რად მტანჯავს ეგ სიახლოვე? ის მიდიოდა ქუჩაში ერთი ის მიდიოდა ქუჩაში ერთი მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი მისთვის იმწამში არ იყო ღმერთი მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი იგრძნო რომ მაინც საოცრად ცხელა გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი. წვიმის წვეთები მარცვლების ხელა, სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს როგორ საიდა... არ იცის თვითონ ის უცნობ ხიდზე დგას, სხვაა ხიდი. მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ ის ახლა გახდა წყნარი და მშვიდი.
  10. ისევ დადგება სურნელი ნისლის სულს წაიღებენ თეთრი ფიქრები, ამ უყრუო ადგილას ვინმე გაივლის მაშინ როდესაც მე არ ვიქნები. ჩვეულებრივი მთვარე ამოვა და გაქრებიან თეთრი ფიქრები, ან უყრუო ადგილას ვინმე სხვა მოვა მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები. და სულის ლანდი ისევ გაჩნდება და ისევ მოვა დღე შერიგების, ვიცი, ამ კლდეზე ვინმე დაჯდება მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები. გავიდა კვირა, ორშაბათია. ჩემს ირგვლივ ხშირად სხვები დადიან. ცას აბარია სულის ობლობა. ხომ ზღაპარია დღეს მეგობრობა. გულია - ღერძი, რა ქნას ხელებმა?! და დღესაც ვებრძვი საშინელებას. მე, როგორც ვატყობ, წავიდა მთვარე. სადღაც ავადმყოფს ახველებს მწარედ. გავიდა კვირა, ორშაბათია. ჩემს ირგვლივ ხშირად სხვები დადიან.
  11. delfina

    CHAT

    :rolleyes: ჰმ თურმე რამდენი ყოფილან ;) აბა მე როცა არ უნდა შემოვიდე სულ მარტო რატო ვარ
  12. მართალია იშვიათად შემოვდივარ, მარა მაინც http://i068.radikal.ru/0901/4e/d75ae6e13133.jpg
  13. delfina

    CHAT

    :rolleyes: კაკუ კაკუ არის აქ ვინმე?
  14. მკვდარი სურვილები დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით. ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები. რა მწარეა ასე დროის გაგრძელება, ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია. რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია. სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით, ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება. თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას. და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი, დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით. ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი, არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების. მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა. გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია, ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია... შემეძლო მეტის მოცემა შემეძლო მეტის მოცემა, მე დავსნეულდი უდროოდ. შორს გამიტაცა ოცნებამ, სულში სიჩუმე მყუდროობს. მიდის ეს მტკვარი - მდინარე და მოიღრუბლა ცა უფრო. ძვირფასო, აბა, ვინ არი? ისევ მარტოკა ვსაუბრობ. ასეთი განწყობილება, - სამარე უკვე მზად არი. ეს შემოდგომა ილევა და მოდის თეთრი ზამთარი.
  15. ძაან გამაოგნებელია იმ მხრივ რომ, ასეთი "პარამპარამ" ადამიანი იყო - განათლება, გამოცდილება და ასე შემდეგ - როგორ აჭამა ცალთვალა კუტუზოვმა (ნალებს ვგულისხმობ, მაგრად რომ გააცურა ნაპოლეონ ბიძია)
  16. :rolleyes: ზაან დებილადაც ნუ ჩათვლით რა სწორედ დედამისის ერთგული პირების ბრალი იყო, რომ წესიერად ვერ მიყავდა საგარეო პოლიტიკა... თამარის ერთგული დიდებულები ყველა მას ეჯდა თავზე... გადამწყვეტ ბრძოლაში მონღოლებთან, ის ზაქარია მხარგრძელი რომელიც ნამდვილი გმირი იყო მაშინდელი საქართველოში, უღალატა ლაშა-გიორგის და ჯარის მეათედით დატოვა... არადა ეგ ბრძოლა რომ მოგვეგო მონღოლებისათვის კარგი იქნებოდა... ყაენს ისედაც პირი ჩრდილოეთისაკენ ჰქონდა, მაგრამ რადგან ომი მოიგო, თაან ძაან ადვილად საქართველოში შემოვიდა... ლაშა-გიორგი ერთადერთი მეფეა, რომელმაც საქართველოში რაინდობის ტიტული შემოიღო და არაერთხელ დაეხმარა რომის პაპს, ამ უკანასკნელმა კი გასაჭირში მიატოვა...
  17. გენდერული თანასწორობა ყველას ისე ესმის როგორც აწყობს... შესაბამისად, ვისაც როგორ აწყობს ისე იყენებს... და მაინც ყველაფერი შედარებითია გენდერული თანასწორობა საკუთარ თავში არ გულისხმობს მამაკაცსა და ქალს შორის როლების გაცვლას!!! თანასწორობა ნიშნავს თანაბარუფლებიანობას, ანუ 2-ვე სქესის წარმომადგენელს შეუძლია თავისუფლად აკეთოს რაც მოესურვება (კაცს თუ უნდა ხვეტოს, ქალიც, შესაბამისად, სურვილისამებრ დააჭედებს ლურსმანს). იდეაში, მშვენიერ აზრს ატარებს გენდერული თანასწორობა, მაგრამ მენტალიტეტთან შეუთავსებლობის გამო ხალხში იწვევს წინააღმდეგობის გრძნობას. დღესდღეობით ქალი თავისუფალია, არც არავინ ზღუდავს სახლში დაჯექი, გაუნათლებელი დარჩიო, ჩემი აზრით ეს დავა სხვა რამედან მოდის - გენდერული თანასწორობის იდეა იმაშია რომ მამაკაცს არავითარი უპირატესობა არ აქვს ქალთან მიმართებაში, მაგრამ ასე არ ხდება, მაგალითად ქალს კონსტიტუციური უფლება აქვს პრეზიდენტობის, მსოფლიოს 4-5 ქვეყანას უდგას ქალი სათავეში, მეორე მაგალითი მამაკაცებს საშინლად აღიზიანებთ ქალი უფროსები და კაცი მდივანიც ნამდვილად არ უნდათ ქალი ურჩევნიათ. აქედან გამომდინარე კაცებისთვის გენდერული თანასწორობა ძნელი ასატანია. აბა საკუთარ ნეკნს ხო არ ვაბლატავებთო ბევრისგამ გამიგია და საერთოდ ტერმინი "სუსტი სქესი" ეს მხოლოდ ფარსია, ამას ქალები ვიყენებთ ჩვენს სასარგებლოდ
  18. delfina

    Moribund Oblivion

    უი მე ვიყავი მაგ კონცერტზე - ამათ მოსასმენად მივედი და ყველაზე ბოლოები გამოვიდნენ - იმდენად გამოშტერებული და დაღლილი ვიყავი რომ წესიარად არც კი მომისმენია... თან ხალხიც აღარ გაჩერდა, დაცვის წევრებიანად 15 კაცამდე თუ უსმენდა ვინმე, მაგდენიც არ იყო მგონი http://s42.radikal.ru/i097/0810/c9/d82047b7d8dd.jpg http://i021.radikal.ru/0810/4c/aaae3d19d476.jpg http://s59.radikal.ru/i166/0810/e8/df75a2103e48.jpg :rolleyes:
  19. "ისევ მარტო ვარ, ირგვლივ ქარია, გრიგალი მისდევს ოცნების ხომალდს. ეს დღე ძვირფასო სხვა სიზმარია, ეს დღე რომელიც გავს შემოდგომას. ისევ სიცოცხლე, სიკვდილი არ მსურს, და წმინდა გული მე შენთან მომაქვს. ეს დღე მაგონებს შორეულ წარსულს, ეს დღე რომელიც გავს შემოდგომას..." :boli: http://s59.radikal.ru/i165/0810/5b/d0c3e1f66907.jpg
  20. უი ვერ ვიქნები ამ თემის მიმართ გულგრილი რაც გამახსენდება დავწერ... სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ მიცვალებულის დღიურიდან (თემა სიკვდილის შემდეგ) შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ, სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით. მე წუხელ მოვკვდი შუაღამეზე, როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები. დაბნელდა სივრცე, დაბნელდა ბინა, დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც. მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა, მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები. ალბათ ჩემ სიკვდილს გრძნობდა სოფელიც (ვერ დავბრუნდები მე ბურუსიდან). მკვდარი ვიყავი და უგრძნობელი, ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა. და ეცემოდნენ სადღაც წვიმები შორეულ ღრუბლის სანაპიროდან. კუბოსთან იდგნენ სერაფიმები და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა. არც შორეული დების ლოცვები ჩემს გადარჩენას ხელს არ უწყობდა. მიმასვენებდნენ ანგელოზები და კუბოს ქრისტე წინ მიუძღოდა. ირგვლივ სიკვდილის ხელი მეხვია, რა მექნა, სულო, დაუცხრომელო, მსურდა სიბნელე რომ გამერღვია და კვლავ ქვეყნისთვის თვალი მომევლო. შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ, სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით. მე წუხელ მოვკვდი შუაღამეზე, როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები. ელავს ზეცა და ღრუბლები შავი ელავს ზეცა და ღრუბლები შავი, ისევ გაჩნდა მოგონების გრძნობა. დილა არის, ძლივს მიფრინავს ყვავი, გრიგალს მივსდევ და მიწევენ მტრობას. ნელა მივალ და ველია მშრალი, მთების იქით ჩანს ნაპრალის ბოლო. მთების იქით ღრუბელია შავი, წინ მძინარე მინდვრებია მხოლოდ. გრიგალს მივსდევ, ვარ მწუხარე სახის, მიმაქვს დარდი, მე არ ვიცი, რატომ? მინდა იყოს აქ პატარა სახლი, ხალხს მოვშორდე და ვიცხოვრო მარტომ. ელავს ზეცა და ღრუბლები შავი, ისევ გაჩნდა მოგონების გრძნობა. დილა არის, ძლივს მიფრინავს ყვავი, გრიგალს მივსდევ და მიწევენ მტრობას. აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე, შორს ხმაურია ქუჩის. უკვე გათენდა, ცა დავინახე, ცა სარკესავით ლურჯი. ციხეა, მხოლოდ მე ვიკარგები, საკუთარ ხელებს ვუმზერ. უკვე გათენდა, შავი დარდები ნელა იშლება გულზე. აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე, შორს ხმაურია ქუჩის. უკვე გათენდა, ცა დავინახე, ცა, სარკესავით ლურჯი. მარტო ვარ, გული გათავდა უკვე, ჩანს დედამიწა რუხი. და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ ბალალაიკის წუხილს. აქ შავი ღამე იწვა მინაზე, აქ ხმაურია ქუჩის. უკვე გათენდა, ცა დავინახე, ცა სარკესავით ლურჯი. დგას ანგელოზი ახლო ჩემ სულთან დგას ანგელოზი ახლო ჩემ სულთან და ეს იღბალი არ უდრის კრულვას. ათი საათი უკვე შესრულდა და ჯერ ქუჩაში მე არ გავსულვარ. შენ, აივანო! და თქვენ, კედლებო! ხომ მოისმინეთ ცრემლის შრიალი, ახლა ბინა მაქვს საუკეთესო და მაინც მინდა მე ხეტიალი. ვინ გაექცევა საკუთარ იღბალს, ხომ გვიანია, ვწევარ მე ისევ. რა ვქნა, ქუჩისკენ მეძახის ვიღაც ბინა მაქვს, მაგრამ მე ვერ ვისვენებ. დგას ანგელოზი ახლო ჩემ სულთან და ეს იღბალი არ უდრის კრულვას. ათი საათი უკვე შესრულდა და ჯერ ქუჩაში მე არ გავსულვარ. :rolleyes:
  21. (ეს იყო წელი...) ეს იყო წელი ოცდაცხრამეტი, გემთა მლეწავი და გამრიყავი, როცა დავკარგეთ ჩვენ ერთმანეთი და დამნაშავე ჩვენვე ვიყავით. როცა აყეფდნენ ჰაუბიცები და ზღვაში შავი ჩაწვნენ ნაღმები... გულის წამღებად სცრიდნენ ღრუბლები, გრიგალიც ჰქროდა გულისწამღები. იდგა ჩრდილებში სიკვდილის სვეტი და მრისხანებას სცდიდა ცელისას. ოცდაცხრამეტი, ოცდაცხრამეტი ბევრს აიწონის შემდეგ წელიწადს, ეს იყო წელი ოცდაცხრამეტი, გადაყოლილი ცეცხლსა და დემონს. როცა დავკარგეთ ჩვენ ერთმანეთი, სამარადისო წამებავ ჩემო. როცა წამოდგა ზამთრებით ქარი და დასავლეთში ფრთები გაშალა. როცა ჩამოჰკრავს ბრძოლების ზარი და ომის ღმერთებს შახსნეს ავშარა. თვალით სინჯავდნენ ერებს ერები, სიჩუმე სცემდა გარუჯულ ძარღვებს, წამოდგნენ ლურჯი კრეისერები, ზღვა გააპე და ეძებდნენ ნაღმებს. ტყვიაც ეძებდა სისხლიან წერტილს, ცაც ჩამოწვა და სისხლი წაიცხო. ასე დამთავრდა ოცდაცხრამეტი და მეორმოცე ასე დაიწყო. (იქ, სადაც...) იქ, სადაც სხვები ქვებს დაემსგავსნენ სისხლის წვიმაში, ტყვიების ჩქერში. მე არ ვკარგავდი სიმაღლეს ჩემსას, რომელიც ოდეს გიყვარდა ჩემში. და სასიკვდილო ტყვიების ფარფატს, ღამეში გაწვდილთ ცეცხლის ენებად, მე ვუცქეროდი, როგორც სანახავს, როგორც უცოდველ მშვენიერებას. ხანძრებს, ღამეთა კალთაზედ გაშლილთ, გზებზე ჩახერგილ ღამეთა ლოდებს, მე ვუცქეროდი თვალებით ბავშვის, რომელიც ასე გიყვარდა ოდეს. (მე მხოლოდ მახსოვს...) მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად ცას ეწვა ნისლი უკაბადონო. მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა, თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო, შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს, ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა. თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად. მე მხოლოდ მახსოვს, ქარი ულხინოდ მიაქანებდა ბედს უპატრონოს, თქვენ უსირცხვილოდ, ო, უსირცხვილოდ ჰო, უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო. ხომალდი ჩემი ტალღებს ქაფიანს არც შველას სთხოვდა, არც სთხოვდა შეხლას. მე მაქვს უბავშვო ბიოგრაფია და ერთადერთი ამით ვარ ქვეყნად. სამწუხაროდ მეტი არ ვიცი
×
×
  • შექმენი...