Jump to content
Planeta.Ge

ann_waits

პლანეტელი
  • პოსტები

    22
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ann_waits

  1. http://i008.radikal.ru/0806/28/cedee6c9d2bf.jpg
  2. http://i028.radikal.ru/0805/87/31fcc24e44ea.jpg http://i031.radikal.ru/0805/8d/1c1b8f099a1c.jpg
  3. მუქი ლურჯი მუქი იასამნისფერი მუქი მწვანე ნაცრისფერი
  4. :rolleyes: ისე, ვარდისფერი ავტობუსის წიგნი უკვე გაყიდვაშია...
  5. ხოო... ისე, არ ვიცოდი გალაკტიონი რომ ხატავდა
  6. ანი ჩემი მეგობარია და მეც მეჩვენება...
  7. ეგ ლექსი არ მაქვს თუ ვიპოვე აუცილებლად დავდებ...
  8. zeferino ბევრს არაფერს კარგავ რომ არ უყურებ...
  9. http://i028.radikal.ru/0804/c7/261ae92b9f2b.jpg
  10. არ მითქვამს რომ არ მიყურებია... ეხლა არ ვუყურებ.
  11. - საა... გძინავს? ჯერ არ დაიძინო რა, სა... შენთან ლაპარაკი მინდა... სა, იცი, მე ისევ მაწუხებს სუიციდი, დღეს გიყურებდი და ვერც... სა, იცი, ისე რთულია გაძვრე უდაბნოში, რომ მე ისევ უწყლოდ ვრჩები... სიცივემ ხელები დაისერა და სისხლი სულ მე მასვა, მერე კი შენზე მელაპარაკა, სა... ჩემი თვალები თაღებად ეფარებიან ტკივილს და მე სულ ვსველდები, როცა წვიმს, რადგან შენ მახსენდები და ვტირი... სა, ვიცი ისევ გაწუხებს სუიციდი... ვიცი, რწმენამდე გზებია, რომლებზეც შენ ჩაგქოლავენ, სულ 3 გზაა, სა, ტკივილი, სიცივე და სევდა, იცი, მე სულ მინდოდა შენთან ერთად მეფრინა ცაში, სა, მოდი რა, ნუ ვივლით გზებით, უბრალოდ ერთხელაც დავიკიდოთ ეს დედანატირები მიმართულებები: მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან... მოდი რა, დავიკიდოთ და უბრალოდ ზემოთ წავიდეთ... შენ ხომ იცი ფრენა? ხომ შემპირდი გასწავლიო, ჰოდა... სა... იცი, გუშინ შენი დღიური წავიკითხე, ვიცი... ვიცი ისევ გაწუხებს წვივების ტკივილი, მე კი სულ მინდა დაგარწმუნო, რომ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ შენ ფეხს მოგაჭრიან... მე მაშინაც მიყვარდი, როცა მანქანამ დაგარტყა და 3 დღის განმავლობაში, ექიმები მხოლოდ შენს სიკვდილს ვარაუდობდნენ... სა... ალბათ დღესაც არაფერი გიჭამია... იცი, გუშინ ქუდი მოგიქსოვე, მინდა, რომ სულ თავზე გეფაროს, თორემ გამიცივდები... შენ ხომ ისეთი სუსტი ხარ, რომ სულ ავადმყოფობ... სა... მოიხსენი რა ეგ სათვალე, მოიხსენი ეგ შავი სათვალე, არ გიხდება, შენს თავს ვფიცავარ, არ გიხდება.. შეხედე მზეს და იფიქრე... ჩემზე ნუ იფიქრებ, უბრალოდ, მიხვდი, რომ მარტო არ ხარ და ის ხმელი ჭადარიც, რომელზეც ბავშვობიდან ცდილობ აძვრე, მხოლოდ ილუზიაა, და არანაირი ნატვრის ხე არ არსებობს... სა... გამიგონე რა... მე ისევ ვთოვ და არასოდეს მოგცემ იმის საშუალებას, რომ შენი ახალი პალტო ჩაიცვა, არ გიხდება შავი, სა... არა... ვიცი, ყოველ დილით უყრი ბეღურებს შენი საუზმიდან გადარჩენილ ნამცეცებს, არადა ამ ბოლო დროს სულ აღარ ჭამ, ხომ ვიცი... ვიცი... ვიცი, სა, მეც გახსოვარ, ვიცი შენ უკვე ისე შეეჩვიე უდაბნოს, რომ აღარც კი გახსოვს ბოლოს როდის იყავი მყინვარზე, მე კი სულ გელოდები... ჩემი სახლის უკან რომ ქუჩაა, იქ გელოდები... ქაშუეთის წინ რომ მათხოვარია, იქ გელოდები... ცაში ნაწვიმარზე გელოდები და ხვალ, მთაწმინდას რომ პანთეონში დაასაფლავებენ, იქაც დაგელოდები... და ვიცი, მოხვალ, ისევ ისეთი სევდიანი და მკრთალი, ვიცი მოხვალ და თვალებში ჩამაწვეთებ შენს კაპრიზებს, ვიცი... მოხვალ და ძველებურად მეტყვი: - სანდრო, მოვედი, გახსოვარ? მე საქართველო ვარ... და მე გაკოცებ...
  12. და თქვენ მეკითხებით: "როდის გადარჩება მსოფლიო"? მე კი გპასუხობთ: მაშინ, როცა რუსეთი უკვე ათასმეტრიალალაჯერ დაგვემუქრება ანექსიით, ჩვენი პასუხი კი იქნება: "შეტევამდე თითი ტრაკში გაითხარე, ყვერო"! და ისინი ამაზე ბევრს იცინებენ... როცა ტომაჰავკებს დიდ ყვითელ ასოს დაახატავენ და მხოლოდ სამხედრო ბაზების გასანადგურებლად გამოიყენებენ... როცა საიდუმლო ვიდეოჩანაწერს აღმოაჩენენ, სადაც ჯორჯ ბუში და ფიდელ კასტრო ერთმანეთთან სექსუალური აქტისას იქნებიან დაფიქსირებულები... როცა მსოფლიოს ყველაზე ხელგაშლილი დონორის პრიზს იაღოველს გადასცემენ... როცა "ჯაცკ ასს"-ის კონტრატულიფობიით შეპყრობილი წამყვანები ამერიკული ენის საწყისებს გამოიკვლევენ და ნაციონალურ ლექსიკონს შეადგენენ... როცა ანზორას ჟიგული ბერიჩას მერსედესს შეასკდება, ეს უკანასკნელი კი გაუღიმებს და მანქანას გაუცვლის... როცა ნომერ 11 მარშრუტკის მძღოლები ნომერ 148-ელებთან იქეიფებენ... როცა ლადო აღმოაჩენს, რომ მისი ახალი ცოლი ყოფილი ბოზია და ყვავილებს აჩუქებს მას... როცა ფილიპინელი გოგონები უბრალო ბიჭებსაც მისცემენ... როცა ერთხელ და სამუდამოდ მიხვდებიან ქართველი ქალები, რომ ჯობს მეტად გააქტიურდნენ საწოლში და ამით დაზოგონ ქმრის რუსეთში მივლინებისთვის განკუთვნილი დოლარები... და თქვენ მეკითხებით: "როდის გადარჩება მსოფლიო"? და მე გპასუხობთ: მაშინ, როცა აღარავინ მოკლავს ახალგაზრდა ბიჭს სასტიკი წამებით... როცა აღარ დაარბევენ ეკლესიებს... როცა აღარ შეამცირებენ მრავალშვილიან დედებს, ახალი შადრევნების გახსნის ხარჯზე... როცა აღარ ჩახოცავენ ეთნიკურ მოსახლეობას მოღალატეები და დამპყრობლები, ნავთობის გულისთვის... როცა ანარქიულ დროშაზე ანთებული წითელი ვარსკვლავი ღიმილაკის ფორმას მიიღებს... როცა მერსედესის ნიშანს კიდევ ერთი ფეხი დაემატება... როცა აღარავინ ჩახოცავს თოთო ბავშვებს, ტერორიზმის ბრალდებით... როცა აღარ იქნება მსოფლიო დიქტატურა! ამ ლექსს ავტობუსში ვწერ, ჩემს გვერდით მჯდომი კი მეკითხება: "ჟურნალისტი ხარ"? მე ვპასუხობ: "არა, პოეტი"... მაგრამ ასე არაფერი გამოვა... მსოფლიო მაშინ გადარჩება, როცა მე ვუპასუხებ: "არა, პოეტი, შეჩემა"... ის კი ამაზე ჯიბიდან დანის ნაცვლად ღიმილს ამოიღებს...
  13. იორიკი რა ლამაზი იყო ყვავილი სანამ მოწყვეტდი რა ლამაზი იყო მზე სანამ ამოვიდოდა რა ლამაზი იყო ტყვია სანამ ჩემში შემოვიდოდა რა ლამაზი იყავი სანამ ჩემი ცოლი გახდებოდი ღმერთო მიმყევი რა ჩემ თავთან მამა მიმყევი რა შვილთან დედა მიმყევი რა მიწასთან და ყველანი მიმყევით რა ერთმანეთთან ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მიწის ქვეშ და ჩვენ გავუღიმებთ ერთმანეთს მიწისქვეშ და ჩვენ გვეყვარება ერთმანეთი მიწისქვეშ და ჩვენ გავეპრანჭებით ერთმანეთს მიწისქვეშ და ჩვენ არასდროს ავიხედავთ მაღლა და ჩვენ ვიტყვით და ჩვენ გავიმეორებთ და ჩვენ გაგვიმეორებენ და ჩვენ გავუმეორებთ და ჩვენ გვეცოდინება და ჩვენ ვისწავლით რომ ლამაზი იყო მზე სანამ ამოვიდოდა და რომ ლამაზი იყო ღმერთი სანამ მოკვდებოდა და რომ ლამაზი იყო ტყვია სანამ ჩვენში შემოვიდოდა და რომ ლამაზები იყვენენ ისინი სანამ ჩვენი ცოლები გახდებოდნენ და რომ ლამაზები ვიყავით ჩვენ სანამ გვეცვა და ჩვენი გახდა შეიძლებოდა და სანამ ხორცი გვქონდა და სანამ ჩვენი სიშიშვლე ვიღაცას აღაგზნებდა და სანამ ღმერთი იყო ჩვენთან და სანამ ჩვენ ვიყავით ღმერთთან და სანამ ჩვენ გვჯეროდა ღმერთის და სანამ ღმერთს სჯეროდა ჩვენი და სანამ ჩვენ ყვავილებს ვკრეფდით და სანამ ყვავილები ფესვებით ჩვენს მოკრეფას დაიწეყებდნენ. იყო და არა იყო რა იყო ღმერთი და იყო ღმერთი და უბრალოდ იყო ღმერთი და უბრალოდ ვიყავით ჩვენ. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მიწისქვეშ ღმერთო და მოვყვებით როგორი გვეგონა ერთმანეთი და ბევრს ვიცინებთ და ვიტყვით რომ იყო და არა იყო რა და რა ლამაზი იყო მზე სანამ ამოვიდოდა...
  14. ალექსა ჩიღვინაძე მოგზაურობა ჯვარზე ჯვარი - მარტივი ლაბირინთია. მე ჭიანჭველა ვარ ქრისტეს ჯვარზე. ტაქსი ვარ ქრისტეს ჯვარზე. უხილავი დინოზავრი ვარ ქრისტეს ჯვარზე. მეტრო ვარ ქრისტეს ძარღვებში. გამიჩერეთ! მე ქრისტეს გულთან მინდა მივიდე. მინდა მივიდე ქრისტეს თითებთან ან... სად არის ფსიქიატრიული? ქრისტეს თავში. სასწრაფო მანქანა ვარ ქრისტეს ჯვარზე. მანქანის თავზე ტრიალებს და ანათებს სისხლის წვეთი. კვეთით, კვეთით, კვეთით ნუ მოხვალ. გვერდით, გვერდით, გვერდით გაიხედე. ნუ ჩაერევით ჩემს ცხოვრებაში ქირურგიულად. საერთოდ ნუ ჩაერევით ჩემში. ცარიელი ჯვრების ტყეში გააკარით ჩემი ჩრდილი ჯვარზე! ჩამოხსენით ჩემი სხეული! ელი, ელი! ლამა საბაქთანი? იესო, გადმოხტი ჯვრიდან პარაშუტით! ოდესმე ყველაფერი მოხდება. ჯვრიდან გამოხტა გუგული. ვარსებობ ყველაში. ვინ იყო გაკრული იესოს ჯვრის მეორე მხარეს? მოგზაურობა ჯვარზე გრძელდება. წამომყევით, დავათვალიეროთ ქრისტეს თვალები. ვინი პუჰი ჯვართან, ჯვარში - თაფლი. ბავშვები ცეკვავენ ჯვრის გარშემო. ვიცი თავს მოვიკლავ! დაგესიზმრე?
  15. ხვიარა * * * გვამები ლეშები გვამები ლეშები გვამები ლეშები გვამები ლეშები სიშიშვლე სიშიშვლე სიშიშვლე სიშიშვლე სასაფლაოები ნაცრისფერ გზებზე სასაფლაოები სასაფლაოები გახრწნილი გვამები გამომპალ ფიცრებში ჩონჩხები ჩონჩხები ჩუმად! დღეს მთვარემ დათოვა... კუბოები ირწევიან, როგორც აკვნები... კაკუნი... სიჩუმე... სიჩუმე... კაკუნი... შორს დამშეული კოიოტები ყმუილი! უმთვარო ღამეში სახეალეწილი მიცვალებულები და თითოეულ ნაბიჯთან ერთად ყვავილებივით ამოდიან მიწიდან მკვდრები და ლორწონადენი თვალების ჩარჩოებში ირეკლებიან ბავშვობის ფოტოები ჩუმად! ნიავი... ჰაერში სუნი დგას ხუთვების... დროები... შრეები... წუთები... ჩვენ ჩავიდენთ ყველაზე დიდ ცოდვას, მკვდრები აღსდგებიან და თავს მოიკლავენ... სახრჩობელებზე... გილიოტინებზე... მაუზერებით... კოლტებით... ნაგანით... და ყველაფრით, რასაც ადამიანი იგონებს... ბებერი ლეშები საღამოობით თამაშობენ "counter strike"-ს, კუბოებში ჩამონტაჟებულ კომპიუტერებში და მათ არ ეშინიათ, რომ ტერორისტებმა ბაზა აიღეს და აფეთქება გარდაუვალია და აფეთქება გარდაუვალია და აფეთქება გარდაუვალია კატაფალკები! ჩვილების აკვნებად, კატაფალკები! კატაფალკები! ჩამოვსხდეთ ერთმანეთის ყურებზე და ვუსმინოთ სიჩუმეს... სიჩუმეს... სიჩუმეს... და კატაფალკები ჭოჭინებად და ციგებად კატაფალკები! კატაფალკები! ქალაქი იცლება... ვსეირნობთ ვიწრო ბილიკებზე და მთელი დანარჩენი დედამიწა სასაფლაოა და რითმები ირევიან, ტვინები ხოცავენ ჭიამაიებს, ჩუმად! ხელების ცეცებით ძაღლები პოულობენ ცარიელ კუბოებს და აერთებენ მათ... შლიან და აწყობენ... შლიან და აწყობენ... შლიან და აწყობენ... და დედამიწა კუბოა და დედამიწა კუბოა და დედამიწა კუბოა ჩვენ გვამები ვართ, იდიოტური ღიმილებით და ცისარტყელა აღარ არსებობს და გეტოები აღარ არსებობენ და უდაბნოები და ზღვები და... და... და... და... და... და... და... აღარ არსებობენ! და დარჩნენ მხოლოდ კატაფალკები. კატაფალკები... კატაფალკები... კოშკა *** ცრემლების მორებს მოვაგორებდი მე შენს ლოყაზე, მოვათრევდი ტკივილის ლოდებს. დრო გამოშვებით ვისვენებდი შენს წამწამთ ჩრდილქვეშ. დაფლეთილ ხელით, ნატკენ მკლავებით გულს ვიხუტებდი მიბნედილ მზერას. ქარიშხალივით მოვარდნილი შენივე სუნთქვა ჩადგა ჩვენს შორის. შენ თვალებიდან გადმოკიდე ცრემლის ძაფები მდინარეებად. მე მოვაპობდი სიცარიელეს, თავაწყვეტილი მივქროდი სადღაც და დამაგვიანდა. შენ ახლა ცისფერ კუბოში გძინავს. მე შავი ფერი ვარ და შენს სახეზე ვცეკვავ. მე ახლა სისხლის წვეთი ვარ და შენს კაბაზე ვცხოვრობ. ამ შეშლილ და მილეულ ღამით ფეხაკრეფით მივეპარები შენს დაღლილ და მძინარე თვალებს. მოგპარავ უცოდველ სიზმრებს, ბალიშის ქვეშ რომ მალავ. კართან დაგიტოვებ მარადისობას და ყოველ დილით ოთახში დაგვხვდება ჩემი დაწნული, ნატიფი დილა. მკერდზე მიგიკრავ, როგორც სითეთრეს. მეყვარები მაისის მსგავსად. ჩემი იქნები? დარჩები? გეყვარები? მე კი დავთვრები შენი თმების კოცნით, გამუდმებით მეყვარები, როგორც მზე.
  16. ვეწეოდი და დავანებე [ 1 ]
  17. მე მარტო ჩიფსების თაობას ვუყურებ...
  18. http://i018.radikal.ru/0803/f5/9d0177c2113b.jpg http://i036.radikal.ru/0803/d2/692822278654.jpg http://i020.radikal.ru/0803/15/7232127ff5ed.jpg
  19. ესეც იორიკის ლექსია * * * ჩვენ ერთ დიდ დარბაზში გვძინავს და ერთი და იგივე სიზმარს ვნახულობთ - ჭერზე გაჭიმულ ტილოს ეკრანზე... ყველაფერია ამ სამყაროში - მთავარია გააკეთო ორი საგნის, ორი არსების სწორი სინთეზი... შენი სხეული, სიყვარულის ბრაილი შრიფტი ბრმა თითებისთვის ერთადერთი პასუხია ყველა კითხვაზე. დღეს გადავწყვიტე, ყველაფერი უნდა მოგიყვე საუბარს ალბათ ასე დავიწყებ: - რა მარტოობის დღეა და რა დღეების მარტოობაა... და ვერ გეტყვი, ვიფიქრებ: - რა უჩემო ხარ რომ იცოდე და რა უშენო ვარ რომ იცოდე... მერე რამეს მოვიმიზეზებ და ისე სწრაფად წავალ შენგან თითქოს უკან მოსვლას ვჩქარობდე. და შენ იცი, რომ ყოველი ჩემი შენგან წამოსვლა არის ცდა შენთან დაბრუნებისა... და მაინც გაბუტულ მზერას მაყოლებ... დამაცადე უნდა მოგიყვე რომ ჩემი სიზმრები გუშინ ჩემმა შეშლილმა მეზობელმა ტილოზე დახატა და მეორე დღეს კედელის მეხსიერებას გადაულოცა სახლი, რომელშიც ვერ მიპოვე, სარკე რომელშიც მარტო ჩანდი, შენს ტელევიზორში არეკლილი - ბოთლში ჩარჩენილი გემია ზღვაში. სარდაფში ნაპოვნი ფრთები, კი რომლითაც ერთი ღამე ვიფრინეთ მხოლოდ, მოიპარეს ადამიანებმა, რომლებიც ქვიშის საათის წარამარა ამობრუნებით თამაშობენ დედამიწობანას. ჩვენ ყველას გვაქვს წარსულში დარჩენილი ისეთი რაღაც, რისი დაბრუნებაც ძალიან გვინდა. როგორც სიზმარში რომ იპოვნი, ან ვინმე მოგცემს იმას, რაც უკვე რა ხანია ძალიან გინდა და შემთხვევითი გამოღვიძებით გიწევს ამ ნივთთან დამშვიდობება. მერე თვალებს ხუჭავ და ცდილობ წამოიღო, ხელი მოკიდო, და გული გწყდება... ეს ხომ მხოლოდ სიზმარი იყო... მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გულის დაწყვეტა რომელიც გერგო რამდენი ფიქრი ხარ ერთდროულად ურთულესი მექანიზმით აწყობილი ლაბირინთები თავად რომ გკარგავს შიგნით და მერე მთელი ცხოვრება ეძებ გასასვლელს გამაგებინე რატომ გიჩანს ერთი ფერი თვალებიდან როცა იმდენ ფერს იტევ შიგნმით რომ უკვე გიჭირს მათი ტარებაც და მაინც ეს ღია ფერი გამოიტანე თვალებში ხალხისთვის დასანახავად... მოდი მეტად აღარ გავიზარდოთ... მოდი თვალები დავხუჭოთ და ერთმანეთს დავაკვირდეთ... დღეს სურათებს გადავიღებ: გადავუღებ მოწყენილ ბავშვს, მობუზულ ბეღურას, და დანგრეულ კედელს... მიკვირს მაგრამ ბედნიერ განწყობებს თითქმის არ ვიღებ... - რაც უფრო დიდ ხანს ეძებ, გზადაგზა უფრო მეტს კარგავ - აი ამ სახელს ვარქმევ ფოტოებს... გაახილე თვალები... ჩვენ ერთ დარბაზში გვეძინა და ერთი და იგივე სიზმარს ვნახულობდით და ამ სიზმრიდან გამოსულებმა ყველაფერი ვიცით რაც მოხდა... და მაინც, მომიყევი რა ნახე სიზმარში მომიყევი და მოგეშვება... დღეს სურათებს გადაგიღებ დღეს მოწყენილი ხარ დღეს მე და ფოტოაპარატი ერთნაირად დაგიმახსოვრებთ - რა უჩემო ხარ დღეს რომ იცოდე და რა უშენო ვარ... მოდი ხელი მაგრად ჩამჭიდე და გაახილე თვალები... გაიღვიძე...
  20. ავტომოპასუხე მე ავტომოპასუხე არ ვარ, მე ვერ გავიმეორებ იმას რასაც ჩემგან ითხოვენ. და მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ყველა ცოდვისთვის. მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ყველა სიკეთისთვის. მე მზად ვარ რომ პასუხი ვაგო ჩემი მოსვლით დედაჩემის დაღვრილი სისხლისთვის. და მე მზად არ ვარ რომ გავიზარდო. ღმერთო, გთხოვ ნუ მიგზავნი ყოველ დღე მლოცველებს, ნუ მიგზავნი ფანატიკოსებს, ნუ მიგზავნი მღვდლებს, ნუ ცდილობ ჩემს შემორიგებას, მე შენთან არ მიომია. ნუ მაიძულებ თაყვანი ვცე იმას, რაზეც გაგაკრეს. შენ ჩემი ცოდვებისთვის არავის უწამებიხარ, შენ შენი სიმართლისთვის გაგაკრეს ჯვარზე. მე არაფერ შუაში ვარ. და ნუ მიდგენ წესებს როგორ ვიცხოვრო. მე დადგენილი წესები მაიძულებენ რომ დავარღვიო ისინი. ნუ მაიძულებ ასე მოვიქცე. მე მირჩევნია ფეხზე დგომას ტროტუარზე ვიჯდე, მე მირჩევნია მგალობლების მოსმენას ქუჩის მუსიკოსს მოვუსმინო, რომელიც სულ ახლახანს ერთადერთმა ქალმა მიატოვა, რომელსაც ის უყვარდა. მე ასეთი ვარ ღმერთო, შენ ასეთი შემქმენი და უკვე ვეღარ შემცვლი. ღმერთო რატომ გახდა უპატრონო ბავშვების თემა ბანალური? ღმერთო რატომ გგონია რომ არ არსებობენ ნაბიჭვარი მორწმუნეები, რომლებიც ჩემზე ცოდვილები არიან და შენი სახელით სარგებლიბენ? ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ? ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ? ღმერთო რატომ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ? ღმერთო, როდესაც შენი მგალობლები იგალობებენ, მოდი და ერთად მოვუსმინოთ ქუჩის მუსიკოსს, რომელიც მღერის იმაზე, რომ ერთადერთმა ქალმა მიატოვა, რომელსაც ოდესმე ყვარებია. ღმერთო მოდი და უპატრონო ბავშვებთან ერთად ვიმათხოვროთ, რომლების თემაც, უკვე დიდი ხანია ბანალური გახდა და რომლებზეც არც ერთი ჟურნალისტი აღარ წერს. კარგი რა ღმერთო, შენც ხომ იცი, რომ არც მთლად ისეთი დიდი ხარ, როგორადაც თავს გვაჩვენებ. ღმერთო მოდი ერთხელ გულახდილი საუბარი გვქონდეს, მე ვეცდები შენთან გავიხსნა და მოგიყვე ჩემზე უფრო მეტს. ღმერთო შენც შეეცადე, ნუ გგონია რომ ყოველთვის მართალი ხარ, ეცადე ცოტა მარტივი იყო. და მე ვეცდები რომ გაგიგო. მე ხომ შენთან არ მიომია. ზღაპარი ზღაპარი მომიყევი რა დედა. მამას არ უთხრა რო ისევ გავიჩხირე. ჩემ შვილს უთხარი რო საზღვარგარეთ ვარ წასული? იმ გოგოს უთხარი რო წავიდეს ამ სახლიდან, უთხარი რომ გუშინ მთვრალი ვიყავი და იმიტომ მოვიყვანე აქ. დედა ჩემი მეგობრები ნაღმებზე აფეთქდნენ, ვინც ჩამოვიდა ახლა პოლიტპატიმრები არიან. დედა გახსოვს ადრე მაღაზიები ცარიელი რო იყო? ახლა კი ყველაფერი იყიდება, სულ სულ ყველაფერი იყიდება დედა. დედა გახსოვს ადრე შავთეთრ ფილმებს რომ იღებდნენ და ყველაფერი ფერადი რო იყო? ახლა ფერად ფილმებს იღებენ და ყველაფერი შავთეთრი გახდა. დედა გახსოვს ნათია, ჩემი პირველი სიყვარული? ქმარს გაშორდა და გაბოზებულა. დედა გახსოვს როგორ მიყვარდა? დედა ისევ უფილტრო სიგარეტი მიყიდე დღეს? დედა ვახო და გიგა გახსოვს, შენ რო ერთად დაგყავდით ბაღში? ისინიც წამალზე ზიან და გუშინ დოზაზე მოგვივიდა ჩხუბი. დედა ჩემს ნაცნობებში ვერ ვიპოვნე ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში პეპლების საჭერი ქონდა. დედა წელს როგორი იყო ახალი წელი, ისევ ლამაზად მოვიდა? დედა რამდენი წლის ვარ გამახსენე რა, არ დამაკლო წლები, გამოვფხიზლდები და შევამოწმებ იცოდე. დედა ჩემ შვილს უთხარი რო მალე ჩამოვალ... დედა ლამაზი შვილი მყავს? დედა ზღაპარი მომიყევი რა... მერე რა რო გავიზარდე, დედა ნათია გახსოვს როგორ მიყვარდა? დედა მითხარი, რო ყველაფერი კარგად იქნება... მაგარ კაიფში ვარ დედა და დაგიჯერებ ბოზიშვილი ვიყო. თუ მოგეწონებათ მერე დავდებ სხვა პოეტების ლექსებსაც...
  21. სახლი (ავტორი - იორიკი) როცა გისოსები შუაშია, ძნელია მიხვდე რომელი მხარეა სატუსაღო, გისოსებს აქეთ, თუ გისოსებს იქით. არასდროს ყოფილხარ სულერთი, სულ ერთი იყავი. შენ კი ამ სიცარიელეს, სიტყვებს შორის ვერც კი ხედავდი. ჩემი საათი, რომელიც ყველას ჩემი სურათი ჰგონია, მუდამ ერთ დროს მიჩვენებს - შენ მე მაკლიხარ. თვალები - ჩემი სახლის ფანჯრები, წამდაუწუმ იხსნებიან და იხურებიან. კარი არ მაქვს, და შემოსასვლელად, ფანჯრებს გთავაზობ - დახურვამდე თუ შემოასწრებ... ჩემი სახლი კი - უფრო სწორად ერთი ოთახი, ფიქრების არქივით, ოცნებების სასაფლაოთი, და სიზმრების დამტვერილი თაროებით - ჩემში ეტევა. თუ კი სხვები სახლში ცხოვრობენ, ჩემი სახლი ჩემში ცხოვრობს და, ამ ხნის მანძილზე ისე გაზრდილა რომ ვეღარც გადის... შემოდი რა, შემოდი და ერთად ვიცხოვროთ. თორემ გისოსები შუაშია და ძნელია მიხვდე, რომელი მხარეა სატუსაღო, თორემ მანძილს სიტყვებს შორის ვეღარ ხედავ და ჩემი საათიც დროს აღარ მიცვლის. იქნებ ფანჯრიდან გადმოიპარო, თორემ... სახლიდან ვერ გამოვდივარ.
×
×
  • შექმენი...