დაჩი Posted June 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2011 http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2011/26/soso-copy-2.jpgთანამედროვე გმირები - სოსო ჯაჭვლიანი ეს იყო უკიდურესი აღშფოთება. მსგავსი რამ რომ არ მომენახა, გავგიჟდებოდი. ორი, სამი თვეც რომ მოესაჯათ, შანსი არ იყო, რამე მეჭამა...… თავისუფლებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. მეცოდებიან ესენი. არ ვიცი, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, ან რა ჯიშის არიან?! მე მგონი, გველზე დამყნობილი მორიელები არიან. ხალხის რისხვას ვეღარ გაასწარებენ! - ბატონო სოსო, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია? - თავს ჯერ ისევ სუსტად ვგრძნობ, გადასხმებს ვიკეთებ. თუმცა, ხორციელ მდგომარეობას რა მნიშვნელობა აქვს, გული ისევ ისეთი მაქვს - უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი არ დამიკარგავს. - რას აპირებთ? - ჯერ არ ვიცი… გონს რომ მოვალ, მერე გეტყვით. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო რა იყო, იცით? პატრიარქმა რომ დამლოცა და მომეფერა. საპატიმროდან გამოვედი თუ არა, ოჯახთან ერთად, უწმინდესისგან შენდობა ვითხოვე და ბოდიში მოვუხადე იმისთვის, რომ მისი თოვნა ვერ შევასრულე და შიმშილობა ვერ შევწყვიტე. რომ არ მეშიმშილა, სხვა გზა არ იყო, აღშფოთება აცილებლად უნდა გამომეხატა. - რისთვის? - რაც მე ნაც-პოლიციის სამმართველოს ეზოში ვნახე. დამიჯერეთ, იმის ნახვას სივდილი მერჩივნა. ეს ლაჩრები ხელებშეკრული ხალხის ცემაში რა კარგად ყოფილან გაწაფულნი! სხვა ხომ მაგათ არაფერი შეუძლიათ?! 26 მაისამდეც ვიცოდი, რა მხოხავ არსებებთან გვქონდა საქმე, მაგრამ დღეს ამათ სინაგვეს ძალიან აუვიდა სუნი. 30 დღე ვიშიმშილე და მაინც იმ საქმეს ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებდით. იცით, ეს რას ნიშნავს? დაემხო "ნაცმთავრობა", მხოლოდ ლაჩარი მკვლელების ხროვაღა დარჩა, რომლებსაც ეზიზღებათ საქართველო - საკუთარ სამშობლოს მხოლოდ პირადი მიზნებისათვის იყენებენ, ფულის მოხვეჭის მეტს არაფერს აკეთებენ. აღშფოთება იმისთვისაც გამოვხატე, რომ უსამართლოდ დამიჭირეს. რატომ დამაკავეს?! კანონი დარვაღვიე?! ხომ გვეუბნებიან, რომ "დემოკრატიულ" ქვეყანაში ვცხოვრობთ. სად გაგონილა, სამართლიან სახელმწიფოში ადამიანებს აზრის გამოხატვის გამო აპატიმრებდნენ? თუ თავისუფალი აზრის გამოხატვას გვიკრაძალავენ, მაშინ ეს წესებიც ჩაწერონ... აუცილებლად შევიტან სარჩელს სტრასბურგში. - ოფიციალური ინფორმაციით, თქვენ ნაც-პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაგაკავეს... - მაჩვენონ იმის საბუთი, ხედვითი ჩანაწერი, რომ ნაც-პოლიციას არ დავემორჩილე. - წინააღმდეგობა როგორ უნდა გამეწია? მუჰამედ ალიც რომ ყოფილიყავი, ხელს ვერ გაანძრევდი. ალყაში მოქცეულებს, ერთი მხრიდან მხუთავ გაზს გვესროდნენ, მეორედან - რეზინის ტყვიებს, მესამედან - წყლის ჭავლი მოგვიშვირეს. - ამბობენ, სოსომ ორი ხელბორკილი გაწყვიტაო. ეს მართალია? - კი, ეს სიმწრისგან გავაკეთე. სხვათა შორის, პირადად მე რამდენიმემ გამაფრთხილა, - თავს უშველე, დარბევა იქნებაო. ფეხი არ მომიცვლია. როგორ გავპარულიყავი და ქალები როგორ დამეტოვებინა? რაც იქ მოხდა, ალბათ, ჯერ არსად მომხდარა. ხელისფლება საკუთარ მოქალაქეებს - გაზით მოწამლულ, უსუსურ ქალებს, მოხუცებსა და ბავშვებს სასტიკად გაუსწორდა. - როდესაც თქვენ ნაც-საპატიმროში იყავით, ძალიან ბევრი გგულშემატკივრობდათ, თუმცა ისინი ხშირად სვამდნენ ასეთ კითხვას: "სოსოს ბურჯანაძის გვერდით რა უნდოდა?!" - მე ქართველი ხალხის გვერდით ვიდექი და სიცოცხლის ბოლომდე ვიდგები. - ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელობითაც შეკრება მოეწყო, რუსეთთან კავშირიშია დადანაშაულებული... - ეს ზღაპრები ენვერ ხოჯას და ჩაუშესკუს მოუყვნენ. ამ ხელისუფლებამ რა ქნა იცი?! ახლა მე რომ მერაბიშვილთან მივიდე და ვუთხრა, - აფეთქების მოწყობა მაქვს ჩაფიქრებული-მეთქი (ღმერთმა დამიფაროს ამისგან) და იმან დამიჭიროს, ხალხი მაინც აღარ დაიჯერებს, რომ მე ტერაქტის მოწყობას მართლა ვგეგმავდი. ასეა, ბატონებო, ამათმა იმდენი ტყუილი მითხრეს, იმდენი დადგმული სცენარი მაყურებინეს და იმდენ ვიღაცას უძახეს რუსეთის აგენტი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რომ ასეთი რაღაცების აღარ მჯერა. ზოგიერთმა "ფარჩაკმა" მეც მოღალატედ მომნათლა. მე სულ ვამბობ, რომ საქართველოს აგენტი ვარ. ნეტავ ეს ნაც-ხელისუფლება ვისი აგენტია? ცხადია, რომ სქართველოს აგენტები არ არიან, ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ არაფერს აკეთებენ, საკუთარ სამშობლოს ცეცხლი წაუკიდეს და ზედ ხელებს ითბობენ... - ბატონო სოსო, რას ნიშნავს ის, რომ თქვენ საპატიმროში აღმოჩნდით, მაგრამ შეკრების არც ერთი ხელმძღვანელი არ დაისაჯა? - ეს იცით რას ნიშვს? რასაც ახლა მეუბნებით, ზუსტად იმას! - რას გულისხმობთ? - ნაც-ხელისუფლებას სწორედ ის ჰქონდა გამიზნული, რომ თქვენ, ჟურნალისტებს, ჩემთვის სწორედ ეგ კითხვა დაგესვათ, მე კი შეკრების ხელმძღვანელებზე გავბრაზებულიყავი და მელანძღა. არ გამოუვათ ეგ ამბავი, ჩათვალონ, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ვისთანაც ერთხელ დავდექი, ბოლომდე იმასთან ვიდგები, ჩემს თანამოაზრეებს მზაკრული გეგმებით ვერ დამაპირისპირებენ, უმაგათოდაც გავარკვევთ ურთიერთობას. "კვირის პალიტრა"-ხათუნა ბახტურიძის წერილიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2011 სტუდია "ობიექტივის" ინფორმაციით, ხელისუფლების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის რეჟისორი ირაკლი გოგუაძე დააპატიმრეს20:42 29.06.2011 [პირველი] რადიომსმენელის მიერ სტუდია "ობიექტივისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის რეჟისორი ირაკლი გოგუაძე დააპატიმრეს. მისივე მტკიცებით, ირაკლი გოგუაძე პოლიციამ გუშინ დააპატიმრა, ამის მიზეზი კი მის მიერ ხელისუფლებისა და უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა. წყაროს ცნობით, ამ დროისათვის გოგუაძის ადგილსამყოფელი უცნობია. რეჟისორის დაცვაში "წინააღმდეგობის მოძრაობის" ადვოკატები ჩაერთვებიან. ცნობისთვის, კანონმდებლობაში შეტანილი სათანადო ცვლილებების თანახმად, პირი, რომელიც პრეზიდენტს შეაგინებს, დაპატიმრების ობიექტი ხდება. თავს კონტროლი გაუწიეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted June 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2011 ცნობისთვის, კანონმდებლობაში შეტანილი სათანადო ცვლილებების თანახმად, პირი, რომელიც პრეზიდენტს შეაგინებს, დაპატიმრების ობიექტი ხდება. ) პალიკოს დაწერილი კანონია???? ვაი მაგათ პატრონს... მთელი საქართველო უნდა დაიჭირონ მაშინ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted June 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2011 ცნობისთვის, კანონმდებლობაში შეტანილი სათანადო ცვლილებების თანახმად, პირი, რომელიც პრეზიდენტს შეაგინებს, დაპატიმრების ობიექტი ხდება. კი მაგრამ სად არის საქართველოში ამდენი ციხეები? აღსრულება არ გაუჭირდებათ ნეტა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted June 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2011 ტაშიი ყვარყვარე ხო გაქვს ნანახი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted June 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2011 ყვარყვარე ხო გაქვს ნანახი ხო მაგრამ, ამ შემთხვევაში ვფიქრობ ციხის კარებიც აღარ დაიკეტება იმდენი კეთილისმსურველი ეყოლება მიშას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted June 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2011 ცნობისთვის, კანონმდებლობაში შეტანილი სათანადო ცვლილებების თანახმად, პირი, რომელიც პრეზიდენტს შეაგინებს, დაპატიმრების ობიექტი ხდება.თუ ვიხელმძღვანელებთ პრინციპით: რაც არაა აკრძალული - დაშვებულიაგამოდის პირდაპირ მშობელი დედის მოკითხვა შეიძლება პრეზიდენტის მოხსენიების გარეშე პ.ს ისე მიშაც დამპალია: მთავრობა-პარლამენტარებს აგინეთ რამდენიც გინდათო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted June 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 30, 2011 http://a.pix.ge/u/g7gs1.jpg თანამედროვე გმირები-ლუკა კურტანიძე "მეცოდებიან ის მხეცები, რომლებიც ასე სასტიკად გამისწორდნენ. ხორციელზე მეტად სულიერ ტკივილს ვგრძნობ" 08-06-2011 - საშინელება, რომელიც 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიან ხალხს დაატყდათ თავს, მეც გადავიტანე. რამდენიმე ადგილას თავი მაქვს გატეხილი, მთელი სხეული კი დაჟეჟილი. ცემას და თავის გატეხას ადამიანი კიდევ გაუძლებს, მაგრამ ყველაზე მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო, ყველას რომ მოგვაყენეს. როდესაც სადამსჯელო რაზმი მოგვიხლოვდა, "სახალხო კრების" წინამძღოლებთან ერთად სცენაზე ვიყავი. როდესაც დარბევა დაიწყო, სცენიდან ჩამოვედი. ხალხის ტალღამ კინოთეატრ "რუსთაველში" შემაგდო და რაც იქ მოხდა, იმის გახსენება აღარ მინდა.- ეტყობა, ჩემთან ანგარიში ჰქონდათ გასასწორებელი, რატომ, არ ვიცი. იმ ღამეს ჯოჯოხეთი გამოვიარე. სიზმარში რომ მენახა, არ დავიჯერებდი, რომ ჩემი თანამემამულე ჩემსავე ქვეყანაში ასეთ ჯოჯოხეთს გადამატანინებდა. - მაინც რა გადაგხდათ?- იარაღს რომ მოგიშვერენ, გეტყვიან, არ გაინძრეო და ორასი კაცი დაგესევა, რა მდგომარეობაში იქნები? გაოცებული ვარ, რატომ გამიმეტეს ასე, რის გამო იყვნენ ასე დაუნდობლები. გამეტებით, დაუნდობლად მირტყამდნენ რკინის კეტებს. მაგრამ სადამსჯელო რაზმელთა შორისაც აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც ადამიანურად იქცეოდა. მათი დამსახურებაა, რომ ცოცხალმა გამოვაღწიე, ფეხზე რომ ვდგავარ და გესაუბრებით. ამ გამხეცებულ-მანქურთ ხალხშიც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც სასიკვდილოდ არ გამიმეტეს. კინოთეატრ "რუსთაველში" უამრავი ჯალათი დამესია, ადგილი არ დამრჩენია, სადაც ხელკეტი არ მომხვდა. მერე ხელბორკილები დამადეს და კიდევ ერთხელ დაუნდობლად გაიარ-გამოიარეს ჩემზე. ამის შემდეგ თავისუფლების მოედანზე ჩამიყვანეს უნიღბოებმა. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ჩემ გვერდით, გგამხეცებული ნიღბოსნები ცოცხალს არ დამტოვებდნენ და შეიძლება მეც სადმე მკვდარი სახურავზე ან მტკვარში აღმოვჩენილიყავი. თავისუფლების მოედნიდან ნაც-პოლიციის სამმართველოში გადამიყვანეს. ადამიანები, რომელთაც, ალბათ, გაახსენდათ, რომ ქვეყნისთვის რაღაც გამიკეთებია, იქაც დამხვდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთა შეურაცხყოფა არასოდეს დამავიწყდება. მიკვირს, საიდან ჰქონდათ ამხელა ზიზღი და დაუნდობლობა. მე ხომ ჩემი ქვეყნის სახელი უცხოეთში გამქონდა და როდესაც ჩემი სამშობლოს ჰიმნი ჟღერდა, სიხარულის ცრემლი მქონდა თვალებზე. ასეთი სიძულვილი რატომ უნდა ჰქონოდათ, ვერ გამიგია. მე არ მძულს ეს ადამიანები, პირიქით, მეცოდება იმის გამო, რომ ასეთი სისასტიკის ჩადენა შეუძლიათ. ამხელა ზიზღი მათ ცხოვრებას დაუნგრევს და სიცოცხლეს მოუწამლავს. არავის შერჩენია ამხელა ცოდვა. ღმერთია მოწამე, როგორც მომექცნენ, არაფრით დამიმსახურებია. როგორც ჩანს, ვიღაცის დავალება იყო, ისე გამსწორებოდნენ, რომ მთელი ადგილი არ უნდა დამრჩენოდა.ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რასაც მეუბნებოდნენ. ჩემს მტერსაც არ მინდა ისეთი რამ გადახდეს, რაც იმ ღამეს გადავიტანე, დავინახე და მოვისმინე, ღმერთმა დაიფაროს ყველა. დამამშვიდებელ წამლებს ვიღებ. მე ვნახე დასისხლიანებული, დასახიჩრებული ადამიანები, რომელთაც კიდევ გამეტებით სცემდნენ. ეს ისეთი წყევლა იყო, რომელიც მთელმა ერმა უნდა მოინანიოს, თორემ საქართველო ვერ გაიხარებს. ერთი ერის შვილები ასეთი დაუნდობლები თუ ვიქნებით ერთმანეთისადმი, უფალი მიგვატოვებს და ვერ გადავრჩებით. ყველამ უნდა ვილოცოთ იმისათვის, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს. ქართველები აქამდე ერთმანეთის სიყვარულით, ძმობითა და მეგობრობით ვამაყობდით და პირველები სიყვარულში კი არა, სისასტიკეში, ერთმანეთის გაუტანლობასა და დაუნდობლობაში ვყოფილვართ.სული, გული, ყველაფერი მტკივა. ეს არ მიგვიყვანს იმ საყდრამდე, რომელიც გადაგვარჩენს.ნაც-პოლიციის სამმართველოში ერთმა ბორკილდადებულს ტანსაცმელი შემომახია, შეურაცხყოფა მომაყენა და მერე ამით გახარებული ჩემთან სურათებს იღებდა. რა უხაროდა, ვერ გამიგია, ჩემი უბედურება და შეურაცხყოფა როგორ ახარებდა? ნეტავ ვისთვის უნდა ენახებინა ის სურათები? შვილისთვის თუ ნათესავისთვის? ტანსაცმელშემოხეული რომ დამინახა, სოსო ჯაჭვლიანმა გაიხადა პერანგი და მომაფარა. ნახევრად შიშველი წამიყვანეს სასამართლოში.როგორ შეიძლება ცილი დასწამო და სამშობლოს მოღალატე უწოდო კაცს, რომელსაც არაერთხელ დაუდვია თავი სამშობლოსთვის. სამშობლოს ღალატი სიკვდილზე უარესია ჩემთვის. ტყვია ესროლათ, მერჩივნა, ვიდრე მოღალატე ეძახებინათ. ღმერთმა ყველას შეუნდოს და აპატიოს. მადლობელი ვარ პატრიარქის, რომ დამიბარა. დამლოცა, მომეფერა და მითხრა, შენ ისეთი ადამიანი ხარ, ვისაც საქართველოსთვის დიდი სიხარული მოუტანიაო და გმირი მიწოდა. მისმა სიტყვებმა გამაძლიერა. თორემ ამხელა ზიზღისა და დაუნდობლობის მერე ვფიქრობდი, რამე ხომ არ დავაშავე, რომ ასეთი განსაცდელი დამატყდა-მეთქი. ორი დღეა ფეხზე დავდექი და ხალხში გავედი. ადამიანებისაგან სიყვარულსა და თანაგრძნობას რომ ვგრძნობ, ეს მაძლევს კიდევ იმედს. ნაც-პარლამენტში აკაკი მინაშვილს უთქვამს ჩემზე, საქართველოდან წავიდესო. თუ ამ სამოთხიდან ყველა წავიდა, ეს ქვეყანა ვის დავუტოვოთ? ომი და უბედურება გამოვიარე, ხმელ პურზე ვყოფილვარ და მაშინ არ მიფიქრია სამშობლოდან წასვლა, რადგან ეს ღალატად მიმაჩნდა, ახლა კი მით უმეტეს არ წავალ. მე არც თანამდებობა მინდა და არც ჩინი. მინდა ქართველებმა ღირსეულად ვიცხოვროთ და ამისთვის ვარ მოღალატე? თუ ქართველ ერს ეს მდგომარეობა და მონობა მოსწონს, რა გაეწყობა. მეც ჩემს ხალხთან ერთად მოვითმენ. მოვითმენ, მაგრამ როდემდე?! ”კვირის პალიტრა”- იზო რიკაძის წერილიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 3, 2011 http://b.pix.ge/m/tdn4q.pngჰერეთის ("საინგილოს") მიტაცება აზერბაიჯანის მიერ 1918 წლის 26 მაისს, "ამიერკავკასიის ფედერაციის" დაშლის შემდეგ საქართველოს მსგავსად დამოუკიდებლობა აზერბაიჯანმაც გამოაცხადა. 28 მაისს თბილისში, მთავარმმართებლის ყოფილ სასახლეში "ამიერკავკასიის ფედერაციის" საბჭოში აზერბაიჯანის წარმომადგენლობა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. კრებამ ერთხმად გამოაცხადა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა. აირჩიეს მთავრობა, რომელიც მოგვიანებით სამუშაოდ ბაქოში გადავიდა. 1919 წელს პარიზის სამშვიდობო შეკრებაზე, ამიერკავკასიის სხვა სახელმწიფოების დარად, აზერბაიჯანის მთავრობამაც წარადგინა თავისი მოთხოვნები და საგანგებო მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რა საზღვრებში ესახებოდა აზერბაიჯანის მუსავატების მმართველ პარტიას მომავალი აზერბაიჯანის სახელმწიფოს არსებობა. მოხსენების მიხედვით, "აზერბაიჯანის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო ჰერეთი (ზაქათალა), ბორჩალოს "მაზრა", ახალციხის "მაზრა", ბათუმის მხარე (აჭარა). მაშასადამე, აზერბაიჯანი მოითხოვდა,უძველესი ქართულლ მიწებს, აგრეთვე მესხეთს ბათუმითურთ (შავ ზღვაზე გასასვლელ)" (ვიქტორ ნოზაძე). ადვილი მისახვედრია აზერბაიჯანელ მოღვაწეთა მზაკვრული გათვლა. ისინი იმ ქართულ მხარეებს ადებდნენ ხელს, რომლის მოსახლეობის უმეტესობას მაჰმადიანები შეადგენდნენ. თითქოს, მათი მოთხოვნა უპირველესად სარწმუნოებრივ ნიშანს ემყარებოდა. ამასთანავე, ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში აზერბაიჯანს ზღვაზე გასასვლელი ეძლეოდა, რაც ესოდენ ესაჭიროებოდა ამ ქვეყანას. საერთოდ, როგორც აზერბაიჯანი, ასევე არმენიაც, ყოველთვის ცდილობდნენ საქართველოს მიწები მიეტაცებინათ და ზღვაზე გასასვლელი მოეპოვებინათ. 1920 წლის აპრილში აზერბაიჯანი "ბოლშევიკურმა" რუსეთმა თითქმის უბრძოლველად დაიპყრო. 1920 წლის 28 აპრილს ვითომდა აზერბაიჯანის "კომუნისტური პარტიის ცკ-ის " თხოვნის მიზეზით" რუსეთის "ბოლშევიკურმა მთავრობამ" აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჯარი შეიყვანა და დაიპყრო - მოჩვენებით აზერბაიჯანის "რევკომმა" აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადა. 1920 წლის მარტში ვლადიმერ ლენინმა რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელს, სერგო ორჯონიკიძეს აზერბაიჯანის დაპყრობა დაუსახა მიზნად.http://www.kvirispalitra.ge/images/stories/istoriani2011/3/orjonikidze-copy-2.jpgსერგო ორჯონიკიძე - საქართველოს დამაქცევარი, მოღალატე აზერბაიჯანის დაპყრობის რკა (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო, პირადად სერგო ორჯონიკიძე და მე-11 წითელი ლაშქრის სარდლობა შესაძლებლად მიიჩნევდა საქართველოს დაპყრობასაც. საჭირო იყო საბაბი საქართველოში შეჭრისათვის. ამის საბაბად იქცა 1920 წლის 1-2 მაისს ღამით მოწყობილი შეიარაღებლი თავდასხმა ქართველ იუნკერთა სამხედრო სასწავლებელზე თბილისში. 2 მაისს აზერბაიჯანში დაბანაკებულმა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ საქართველოს საზღვარი გადმოლახა და დედაქალაქ თბილისისკენ დაიძრა. რუსეთის კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო და მე-11 წითელი არმიის სარდლობა თბილისის აღებას 15 მაისისთვის ვარაუდობდნენ. ქრთულმა ლაშქარმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მოხანათურად შემოჭრილ მტერს და დაამარცხა იგი. მასონ-ბოლშევიკური რუსეთი იძულებული გახდა საქართველოს დამოუკიდებლობა ეცნო, რათა შმდგომი თავდასხმისათვის დრო მოეგო და ქართველთა ყურადღება მოედუნებინა. 1920 წლის 7 მაისს, მოსკოვში ხელი მოეწერა მასონ-ბოლშვიკურ რუსეთსა და საქართველოს შორის საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც რუსეთმა ოფიციალურად აღიარა "ზაქათალის ოლქი" (ჰერეთი) საქართველოს შემადგენლობაში. ხელშეკრულების მე-4 მუხლში ვკითხულობთ: "რუსეთი ვალდებულობს, უეჭველად ცნოს საქართველოს შემადგენლობაში: ზაქათალისა და სოხუმის ოლქები". ვინაიდან იმხანად აზერბაიჯანი რუსეთის მიერ იყო დაპყრობილი, აზერბაიჯანმაც ბუნებრივია, ცნო "ზაქათალის ოლქი" (ჰერეთი) საქართველოს შემადგენლობაში. 1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ "საქართველოს კონსტიტუციაში" უკვე ერთმნიშვნელოვნად იყო მითითებული, რომ ზაქათალის ოლქი წარმოადგენდა საქართველოს განუყოფელ ნაწილს და მას ადგილობრივ საქმეებში მმართველობის უფლება ენიჭებოდა. რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დაპყრობის საკითხიც გარკვეული ხნით გადაიდო. მასონ-ბლშევიკური რუსეთი ამიერკავკასიის დაპყრობის გეგმებზე, ცხადია, ხელს არ აიღებდა. აზერბაიჯანის შემდეგ 1920 წლის ნოემბერში რუსეთის მე-11 წითელმა ლაშქარმა არმენიაც დაიპყრო. 1921 წლის დასაწყისში მასონ-კომუნისტური რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებდა "ანტანტის" მთავარ მოთამაშესთან - ინგლისთან და ათათურქის ხელისუფლებასთან. მოლაპარაკების დასრულებამდე კომუნისტური რუსეთი კავკასიაში დაპყრობით მოქმედებას ერიდებოდა.1921 წლის იანვარის ბოლოს მასონ-ბოლშევიკები გარიგდნენ დიდ ბრიტანეთთან. კომუნისტური რუსეთი ცენტრალურ აზიაში დიდი ბრიტანეთის ინტერესებს უპირობოდ ცნობდა. თავის მხრივ, დამპყრობი ინგლისი აღიარებდა, რომ კავკასია კომუნისტური რუსეთის სამფლობელოს წარმოადგენდა. მასონ-კომუნისტებმა ფარულ შეთანხმებას მოძალადე თურქეთთანაც მიაღწია. ქემალ ათათურქის მთავრობა საქართველოს ძირძველ კუთხეს - ტაო-კლარჯეთს ითხოვდა. 1921 წლის იანვარის ბოლოს საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ თუ მტაცებელი თურქეთი არდაგანის, ართვინის და ოლთისის ოლქებს მიიღებდა, დანარჩენი საქართველო მასონ-კომუნისტური რუსეთის დაქვემდებარებაში გადავიდოდა. 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამით "ბორჩალოს მაზრის" (ლორე) რუსი ჩამოსახლებულების სოფლებში, ასევე არმენულ სოფლებში დაიწყო „აჯანყება”, რომელიც რუსემა დამპყრობლებმა ხელოვნურა მოაწყვეს. ამის შემდეგ მოხდა არმენიაში დაბანაკებული მასონ-ბოლშევიკური მე-11 წითელი ლაშქრის თავდასხმა საქართევლოზე. ორკვირიანი შეუპოვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1921 წლის 25 თებერვალს დამპყრობმა მასონ-ბოლშევიკებმა საქართველოს დედაქალაქი თბილისი აიღეს.http://s53.radikal.ru/i140/0907/79/994d5312f411.gif 1921 წლის 2 მაისს რკპ(ბ) ცკ-ის კავკასიის ბიურომ შექმნა საგანგებო, შემათანხმებელი ჯგუფი, რომლის 26 ივნისის სხდომის ოქმში ვკითხულობთ: "კომისია გადადის მორიგი საკითხის - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გავლების საკითხის განხილვაზე. "ზაქათალის ოლქისა" (ჰერეთის) და ყარაიაზის უბნის საკითხებზე შემდეგი დადგენილება შეიმუშავეს: პოლიტიკური მოსაზრებით, აზერბაიჯანი პრეტენზიას არ აცხადებს, იურიდიულად ცნოს და დაუმტკიცოს თათარ გლეხებს, რომ მათ უდავოდ უფლება აქვთ, ფაქტობრივად, ისარგებლონ იმ მიწებით (საძოვრებითა და სხვა სავარგულებით), რომლებსაც მეფისა და მენშევიკების რეჟიმის დროს ფლობდნენ" (აღნიშნული დოკუმენტი მოიძია ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ლევან თოიძემ და პირველად მან შემოიტანა ქართულ საცნობარო სივრცეში). თითქოს ამ ჩანაწერიდან ისე ჩანს, რომ აზერბაიჯანის სსრ-ს მოთხოვნები არ ჰქონდა საქართველოსთან, მაგრამ რამდენიმე თვეში ვითარება მკვეთრად შეიცვალა, ისევ და ისევ "ზემოდან დაწოლით". საქმე ის არის, რომ ამ დროს რკპ(ბ) ცკ-ის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელობდა სერგო ორჯონიკიძე, სხდომას ესწრებოდა მოსკოვიდან ახლად ჩამოსული იოსებ სტალინი. სწორედ ორჯონიკიძესა და სტალინს შორის შეთანხმების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა საქართველოს ძირძველი კუთხის, საინგილოს აზერბაიჯანისადმი გადაცემა. 1921 წლის 5 ივლისს გაირკვა, რომ ზაქათალა და ყარაიაზის უბანი აზერბაიჯანის შემადგენლობაში რჩებოდა. მოგვიანებით, 1921 წლის 15 ნოემბერს ეს, დაპყრობილ საქართველოს თავს მოხვეული შეთანხმება დაამტკიცა მასონ-ბოლშევიკების დასმულმა საქართველოს ხელმძღვანელმა ბუდუ მდივანისა და აზრბაიჯანის აევე დასმულმა მეთაურმა, მუხტარ გაჯიევის ხელმოწერამ.მთლიანად, 1921 წელს აზერბაიჯანმა მიიტაცა 4768 კვ.კმ ფართობი, აქედან:- ზაქათალის ოლქი მოიცავდა 3564 კვ.კმ-ს, - გარეჯის ველი და ქვემო ყარაიას ნაწილი - 658 კვ.კმ-ს, - ელდარის ველი 546 კვკმ-ს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2011 http://1.bp.blogspot.com/_iE7JNE4tMXk/SRFqNFDluzI/AAAAAAAAAfs/idXcn6NAIWE/s320/murman+dumbadze.jpg„ააა, დუმბაძე, დაგიჭირეთ! 29.06.2011 რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი შეკრების დარბევაზე ვესაუბრეთ საზოგადოებრივი გაერთიანება „ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარეს, მურმან დუმბაძეს, რომელიც ერთთვიანი პატიმრობიდან 25 ივნისს, ღამის 12 საათზე გაათავისუფლეს. მურმან დუმბაძე: ნაც-ხელისუფლების მხრიდან ეს იყო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული გაუგონარი, საგანგებო სამხედრო მოქმედება, რომელიც ჩატარდა იმისთვის, რომ ალყაში მოქცეული ადამიანები დაეჭირათ, ჩაეცხრილათ, მოეკლათ... ამიტომაც დასრულდა ეს დარბევა სასიკვდილოდ, ბევრი იქ მყოფისათვის.... - მომხდარზე პასუხისმგებლობა საქართველოს დამპყრობ ნაც- ხელისუფლებას ეკისრება. მშვიდობიან შეკრებილებს პასუხისმგებლობის ვერ გავუნაწილებ. პირსისხლიანი სააკაშვილის ხელისუფლებისგან ძალის გამოყენება, ხომ მოსალოდნელი იყოო, მაგრამ მგლის შიშით ფარა თუ გავწყვიტეთ, მშვირები დავრჩებით... - მე ვიყავი სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე. როცა რკალი ძალიან ვიწროვდებოდა, ნაც-სადამსჯელო რაზმელებმა სცენის უკან შეგვრეკეს. სადღაც წუთნახევრის განმავლობაში ჭ####ტვაში მოვყევი. ამის შემდეგ უკვე სიტყვები, დარბევა, კივილი, წივილი, ყველაფერი ერთმანეთში აირია. - იქ იყო ჭ####ტვა, წყლის ჭავლი, გაზი... სადამსჯელო რაზმელებმა კინო „რუსთაველის“ მიმართულებით დერეფანი გააკეთეს და მე ამ დერეფანში სხვებთან ერთად გავიარე. ფეხებთან ღობიდან ასხლეტილი დიდი რაოდენობით რეზინის ტყვიები ეცემოდა. - დერეფანის იქით-აქეთ მდგარი სადამსჯელო რაზმელები, რომელთა შორის მანძილი დაახლოებით ერთი მეტრი იყო, ხელკეტებს ფარებზე აბრახუნებდნენ და ყიჟინას სცემდნენ. კინო „რუსთაველში“ უამრავი ადამიანი დამხვდა. დარბაზში არეულობა იყო... დარბაზში ჯერ გაზის ბოთლები შემოაგდეს და შემდეგ შემოვარდნენ. თვალი მოვკარი სპეციალურად გაწრვთნილ ძაღლებს (ორი ძაღლი დავინახე), რომლებიც ალბათ, ადამიანებზე იყვნენ დაგეშილები. „ისინი, ვინც არ ხართ სველი და ვისაც გაქვთ ბილეთი, შეგიძლიათ აქაურობა დატოვოთო“, - მიმართეს შავფორმიანმა სადამსჯელო რაზმელებმა დარბაზში მყოფებს და იქიდან უამრავი ადამიანი გავიდა. ამის შემდეგ დარბაზში საშინელება დატრიალდა - ჯალათებმა ისეთივე დაუნდობლობა გამოავლინეს, როგორც რუთაველზე გამზირზე. ერთი ჯალთი ჩემთან მოვარდა - „ააა, დუმბაძე, დაგიჭირეთ! შენ გეძებდით! გეგონა ამ პირბადის გამო ვერ გიცნობდით?!“ ამან სხვა სადამსჯელო რაზმელთან მიმიყვანა, რომელმაც თავში ხელკეტი ჩამარტყა. სახე რომ გამითბა, ხელი მოვისვი და სისხლი მდიოდა, თავზე კი ღია ჭრილობა. შემდეგ ხელბორკილი გამიკეთეს. სხვა ხელბორკილდადებულები ერთმანეთზე ხუთ, ექვს წყებად დააწვინეს. იქ მამაო იყო შემოსული, როგორც ჩანს, ქვაშვეთის ტაძრიდან. „რას სჩადიხართ უგუნურებო, რას აკეთებთ, ადამიანები ცუდად არიან?!“ - მიმართავდა ჯალათებს. მეც რომ დამაწვინეს, სადამსჯელო რაზმელი მოვარდა, „არა, ეს უნდა გავასამართლო, სისხლით, აქ არ უნდა იყოსო“, - თქვა და დარბაზის უკან შემიყვანა. ამის შემდეგ დარბაზში დაახლოებით 20-წუთიანი დასჯა მიმდინარეობდა. მესმოდა კივილი, წივილი, ყვირილი... - ეს საშინელი მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება - ნაწვიმარი ხომ იყო?! ტროტუარსა და ქუჩას შორის მდგარ წყლის გუბეებში ადამიანების სისხლი წითლად ლივლივებდა. ხელბორკილდადებული ადამიანების ძირითადი ნაწილი სახაზო ტაქსებითა და ავტობუსებით გადაჰყავდათ. შავი ფერის „ჯიპით“ თბილისის ნაც-პოლიციის მთავარ სამმართველოში გადამიყვანეს. იქ არეული იყო ყველაფერი - სისხლის სუნი, ბამბები, ბინტები. შესასვლელში ასეულობით ადამიანი იდგა. ზოგს თავი ჰქონდა გატეხილი, ზოგს ხელიდან სისხლი მოსდიოდა. ვიფიქრე, კიბეებზე ამიყვანენ და დამაგდებენ-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა - გზა გავაგრძელეთ და მეხუთე სართულზე ავედით, კაბინეტში შემიყვანეს. რაც ამის შემდეგ სამმართველოს შენობაში მოხდა, პირდაპირი მნიშვნელობით წამება იყო. გათენებამდე იატაკზე გაშხლართული ვიყავი. ძირითადად ორი, ხან სამი მირტყამდა. - ნაც-პოლიციელები. როგორც კი ახედავდი და დააკვირდებოდი, ფეხს ჩაგაზელდნენ, რადგან ეგონათ სახეს იმახსოვრებდი. ვიმეორებ - ეს არ იყო ცემა, ეს იყო წამება. სხვათა შორის, ხელკეტები რეზინის არ გახლდათ - ისეთივე დროშის თეთრი ტარები იყო, როგორიც მომიტინგეებს ეჭირათ. „ამით აპირებთ თქვენო“... - ასეთი შეძახილები იყო დარტყმის დროს. თან მოითხოვდნენ შეკრების წინამძღოლების მისამართით შეგინებას. მსგავსი რამ კინო „რუსთაველშიც“ ხდებოდა და კიდევ - უნდა გეღიარებინა, რომ მიშა მაგარი იყო. ნაკლებსავარაუდო იქნებოდა ჩემი გადარჩენა, შედარებით მძიმეწონიანი, რომ ვყოფილიყავი - როგორც ჩანს, გამხდარი ადამიანისთვის უფრო ასატანია ის წამება, რასაც სამმართველოში ჰქონდა ადგილი. კარგად რომ გათენდა, მეშვიდე სართულზე, უმძიმეს მდოგმარეობაში გადამიყვანეს. იქაც ძირს დაჯდომის ბრძანება გასცეს. ძალიან პატარა ოთახი იყო, შიგნით რამდენიმე კაცი ირეოდა. გარედან მესმოდა - „დუმბაძე სად არის, დუმბაძე სად არის?“ ესე იგი, მომიტინგეს კი არ სცემდნენ, დუმბაძე აინტერესებდათ. კარის ყოველი გაღება საშინელება იყო, რადგან იცოდი, რომ ახალი ჯგუფი, ორი-სამი კაცის შემადგენლობით შემოვიდოდა და წიხლებით შეგდგებოდა... ხან პირჩამხობილი ვიყავი, ხან გვერდზე გადაწეული. დავინახე, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ადამიანმა ფორმიანი გაიყვანა და ეუბნება - „რას აკეთებთ? უნდა შემოგაკვდეთ?! საკმარისია!“მეშვიდე სართულზე, რომ გადამიყვანეს, ძირს გდების დროს წიხლებით დამუშავება, ჩვეულებრივი ამბავი იყო, რისი გამოცდილებაც მეხუთე სართულზე მიღებული მქონდა. „დადექი ფეხზეო“, - მითხრეს. ერთ-ერთმა გადაჭრილი ტყავის ხელთათმანები გაიკეთა, თითის წვერები უჩანდა. ამ დროს იქვე რაღაც საბუთს ამზადებდნენ. მეგონა გადაჭრილხელთათმანებიანს ჩემს ჯიბეებში რაღაც საბუთი უნდა მოეძებნა. ძალიან მაღალი და მძიმეწონიანი იყო (დაახლოებით 120 კილო იქნებოდა). უცებ, ორივე ხელი გაშალა და ყურებზე შემომარტყა. რამდენიმე წამით გავითიშე. ამის შემდეგ მომიჯნავე ოთახში გამიყვანეს. ეს უფრო ფართო ოთახი იყო. თავში ჩარტყმები და ცემა გააგრძელეს. იქაურობის უფროსს სამოქალაქო ფორმიანმა ადამიანმა უთხრა - „შეეშვით, ხელი არ დაარტყათო“. იქვე მყოფ დაპატიმრებულს, რომელსაც ხელბორკილი მხოლოდ ერთ ხელზე ეკეთა, დაახლოებით ორი წუთი ელაპარაკებოდა - „რა გინდა, რატომ აკეთებ ამასო“... ამ დროს, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილმა ადამიანმა, ვინც ჩემზე უბრძანა არ დაარტყათო, მოულოდნელად ჩამარტყა ფეხი სახის არეში. ანუ იმას ელაპარაკებოდა და მე ჩამარტყა. ძალიან დიდი რაოდენობით სისხლი დავკარგე. ამის შემდეგ პირდაპირი გაგებით შემათრიეს რაღაც ოთახში და წყლით სისხლი ჩამომრეცხეს. დავეცი. ნაც-პოლიციელი სადღაც გავარდა და რამდენიმე წამში ბინტი მომიტანა, „სისხლი პირში არ წაგივიდეს, დაიხრჩობიო". - იქ გია ბურჯანაძე დავინახე, ნაცნობი სახეებიდან სხვა არ შემიმჩნევია. მეგონა დასრულდა 6-7-საათიანი სიგიჟე. ავტობუსში ასვლისას, „დუმბაძე მოვიდაო“ და უკნიდან პოლიციელები გადმოცვივდნენ. დაახლოებით 10 წუთი ცემა და უბედურება გაგრძელდა. - მოსამართლის გვარი არ მახსოვს, ახალგაზრდა გოგო იყო. თუმცა, თანაშემწეს საინტერესო გვარი ჰქონდა, ჩემი ქალიშვილის ტოლი, 22-23 წლის იქნებოდა, გვარად ახალაია. მოსამართლემ მკითხა - „წესები იცითო?“ პირველად ვარ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადვოკატი მჭირდება-მეთქი. ჩემდა გასახარად, მოსამართლემ მითხრა „შემიძლია ადვოკატს დაგაკავშიროო“. ტელეფონზე მიკროფონი ჩართო. მე ადვოკატს, მედეა ვასაძეს დავურეკე. უბედნიერესი ვიყავი, რომ ზარი გავიდა. მოსამართლემ მომიგო - „თუ 20 წუთის განმავლობაში მოვა, თქვენ ადვოკატის გამოყენების უფლება გაქვთ. მე დარბაზს დავტოვებო“.დაახლოებით 3-4 წუთში უკან შემობრუნდა - „20 წუთი გავიდა, თქვენი დამცველი ვერ მოვიდა და ამიტომ, სასამართლო უნდა დავიწყოთო“. ერთთვიანი პატიმრობა შემიფარდეს. ამის შემდეგ ნაც-პოლიციის სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაბრუნებამდე, 2-3 საათი ეზოში ვიდექი. იზოლატორის შესასვლელში სოსო ჯაჭვლიანი ვნახე. ნაც-ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დასრულებულია. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხალხის ენით. ხალხს აქვს მოთხოვნა, რომ ეს ცვლილება მოხდეს, რაც გარდაუვალია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted July 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 ეხლა დუმბაძის მონაყოლი წავიკითხე და ერთი იდეა მომივიდა. ეს ზონდერები ხომ "ქვეყნის სიყვარულით" აკეთებენ ამას, ხოდა თუ მოვახერხეთ და სასურველი მთავრობა მოვიყვანეთ ქართველებმა, აუცილებლად სადმე საბრძოლო დავალებაზე უნდა გავაგზავნოთ "ქვეყნის ინტერესების" დასაცავად ეს ზონდერები, თან ვინც ბრძოლის ველიდან უკან მობრუნდება და დარწმუნებული ვარ ყველა გამოიქცევა, სტალინგრადში გამოყენებული საბჭოთა მეთოდით ტყვიამფრქვევით უნდა გააბრუნო ბრძოლის ველზე. ამ სადისტებს ნაღდად ეკუთვნით ქვეყნისთვის "გმირული" სიკვდილი. აი ესე პატრიოტული სულისკვეთებით უნდა მოხდეს ამ ჩირქის მოშორება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 8, 2011 http://fantastichemp.files.wordpress.com/2011/01/monsanto_pic.jpgდვრიტაშეცვლილი საკვები, როგორც ბიოლოგური იარაღი("გენმოდიფიცირებული") დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") საკვები (ზოგი მას "ფრანკენშტეინის" საკვებს უწოდებს) არის ისეთი მცენარე თუ ცხოველი, რომლის დვრიტა ("გენი") შეცვლილია ლაბორატორიული გზით - ერთ სახეობაში ჩაშენებულია სხვა სახეობის დვრიტა, რათა ამა თუ იმ ბუნებრივი სახეობის თვისებები გარკვეული მიმართულებით გაუმჯობესდეს (გამძლეობა, ზომა, მოსავლიანობა და ა.შ.). მაგალითად, იმისთვის, რომ პომიდორი იყოს სიცივის ამტანი, მისი შეცვლა ხდება ჩრდილოეთის ზღვების თევზების დვრიტის გამოყენებით, ხოლო მაღალი სიცხის პირობებში პომიდვრის მოსაყვანად მის დვრიტას უმატებენ მორიელის ან უდაბნოს ერთ-ერთი ჯიშის გველის გენს. მეცნიერებმა დვრიტის შეცვლის ("გენური ინჟინერიის") პირველი წარმატებული ცდა 1977 წელს ჩაატარეს. დვრიტა ("გენური") შეცვლილი სასოფლო-სამეურნეო მოსავალი კი პირველად 1987 წელს გამოიყვანეს, რომლის შედეგადაც მიიღეს ვირუსული დაავადებების ამტანი (მოწამლული) პომიდორი. 1993 წლიდან კი დაუშვეს დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") მოსავლის ფართო წარმოება და გაყიდვა მსოფლიოში. დვრიტაშეცვლილი საკვები ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. საცნობარო ქსელის ("ინტერნეტის) საშუალებით მოვიპოვეთ ცნობა, რომ თავის ნაწარმში დვრიტაშეცვლილ მასალებს იყენებენ ისეთი ცნობილი საწარმოები, როგორებიცაა: - "ნესტლე", - "ლიპტონი" (ჩაი), - "კალვე" (მაიონეზი, კეტჩუბი), - "რამა" (კარაქი), - "ნესკაფე" (ყავა და რძე), - "კოკა-კოლა", - "პეპსი" და სხვა. - დვრიტაშეცვლილი საკვებით გამოწვეული დაავადებების სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ძალიან ძვირი ჯდება და, როგორც წესი, აწარმოებენ ის საწარმოები, რომლებიც თვითონვე არიან ამ მოწამლული საკვების მწარმოებლები, შესაბამისად, რა შედეგსაც მიიღებენ, ადვილი მისახვედრია. ნებისმიერი ადამიანი შეგუებულია გარკვეული სახის საკვებზე. ბევრი ადამიანი კვებაში ცვლილებას ვერ იტანს, სულ ცოტა, 20-30%-ს მაინც აქვს ამაზე მკვეთრი მიუღებლობა. მოგეხსენებათ, რომ ქართველების ნაწილი ვერ იტანს ზღვის საკვებს - სხეული განსხვავებულ საკვებს როგორც შხამს, ისე აღიქვამს. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვიღებთ პომიდორს და მასთან ერთად, უხეშად თუ ვიტყვით, მივირთმევთ მორიელს, ხომ შეიძლება ამან სერიოზული ალერგიული შოკი გამოიწვიოს და, სავარაუდოდ, აქვს კიდეც რიგ შემთხვევებში ასეთი შედეგი. ადამიანთა გახშირებული მძიმე დაავადებები სხვადასხვა სახის კიბოს, ალერგიები, გულის დაავადებები წორედ დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") საკვების ბრალია. მთელი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია ალერგიული დაავადებების რიცხვი. თავის მხრივ, "იმუნიტეტის" დაქვეითება უამრავი სხვა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. მეცნიერები კიბოს დაავადებების ასეთი გახშირების ერთერთ მიზეზად სწორედ დვრიტაშეცვლილი საკვების გამოყენებას მიიჩნევს. დვრიტაშეცვლილ საკვებს დღეს უკვე იყენებენ საომარ იარაღად, როგორც ბიოლოგიური იარაღი. ბიოლოგიურ იარაღს შეუძლია მოსპოს უფრო მეტი ადამიანი ვიდრე სხვა იარაღს. სულ რაღაც ოცი წელია, ამგვარი საკვების გამოყენება დაუშვეს, შედეგები საშინელია.http://s001.radikal.ru/i193/1005/04/b400f54e992c.jpgამერიკელელი ქალებიამერიკელების ბოლოდროინდელ მომატებულ ჭარბწონიანობას დვრიტაშეცვლილ საკვებს უკავშირებენ. ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვისა ყოფილი მინისტრი:- დვრიტაშეცვლილი ("გენური მოდიფიკაციის") საკვებისაგან თავისუფალი სივრცე ნიშნავს, რომ ასეთ სივრცეში აკრძალულია დვრიტაშეცვლილი სათესლე მასალის შეტანა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ასეთ თესლში ცოცხალი დვრიტაა (" გენია") ჩანერგილი და საფრთხეს შეიცავს. ეს ძალიან ბევრმა ქვეყანამ აკრძალა. კიდევ არ არის ბოლომდე დაზუსტებული იმ ზიანის სიდიდე, რის მოტანაც შეუძლია ამ თესლს გარემოსთვის. გარდა ამისა, განსაკუთრებით საფრთხილოა ბავშვთა კვებაში დვრიტაშეცვლილი ნივთიერებების გამოყენება, არადა, საქვეყნოდ გახმაურებული ამბავია, რომ ცნობილი კომპანია "ნესტლე," რომლის პროდუქციაც დღეს ქართულ ბაზარზეა, დვრიტაშეცვლილ მასალებს იყენებდა. საქართველოში შემოტანილ საკვებსს კი არ აქვს მითითებული, არის თუ არა მასში დვრიტაშეცვლილი მასალები. არადა, მრავალ ქვეყანაში ეს მითითებულია ნებისმიერ საკვებზე. დედამ უნდა იცოდეს, რას აჭმევს ბავშვს. ამიტომაც სასწრაფო საქმედ მიმაჩნია ე.წ. საკვები საქონლის მონიშვნის დაწესება, დვრიტაშეცვლილ ("გენმოდიფიცირებულ") საკვებს უნდა ეწეროს, რომ ასეთ ნივთიერებებს შეიცავს. შემდგომ თვითონ მომხმარებელმა გადაწყვიტოს, რის ყიდვა ურჩევნია. რაც შეეხება სათესლე მასალას, მისი შემოტანა უნდა აიკრძალოს საქართველოში! თესლის მწარმოებელი ე.წ. საერთაშორისო საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ დვრიტაშეცვლილ (მოწამლულ) თესლს, გასაღების ბაზარს ეძებენ. შესაბამისად, არაფერს იშურებენ სხვადასხვა ქვეყანაში ამის შეტანისათვის. დვრიტაშეცვლილი საკვების და თესლის ძირითადი მწარმოებელია "მონსანტოს" საწარმოა და მასში შემავალი სხვადასხვა საწარმო, რომელთაც შემოჰქონდათ და დღესაც შემოაქვთ საქართველოში დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") დაავადებული თესლი. ამ ურჩხულმა საწარმომ იმდენი მოახერხა, რომ მთელი აფრიკა აითვისა. "მონსანტო" იქცა მთელი მსოფლიოს თავსატეხად, რადგან მისი მოქმედების ზომები დღითი დღე იზრდება, ის ჩვენთვისაც მნიშვნელოვან საფრთხის შემცველია. მათ შეუძლიათ მოგვიწყონ სოფლის მეურნეობის განადგურება, რაც უკვე გააკეთეს აფრიკაში. თუ ადგილობრივი სათესლე მასალა არ გვექნა და მუდმივად დამოკიდებული ვიქნებით ვიღაცის მოწოდებულ დაავადებულ თესლზე, ეს მძიმე შედეგებს მოგვიტანს. საქართველოში ნაც-ხელისუფლების გადამკიდე, თესლის წარმოება აღარ ხდება, სათესლე მეურნეობები აღარ არსებობს, განადგურებულია, ყველაფერი შემოტანილია, კარტოფილის თესლიც უმნიშვნელოა. არ ვამბობ, რომ სულ დვრიტაშეცვლილი შემოდის, მაგრამ ნელ-ნელა სრულიად დამოკიდებული ვხდებით უცხო ბაზარზე. ნაც-ხელისუფლებამ სათესლე მეურნეობები გაანადგურა. არ დაგავიწყდეთ, რომ დვრიტაშეცვლილ ("გენმოდიფიცირებულ") თესლს აღწარმოების უნარი არა აქვს - ერთხელ დათესავ, მიიღებ მოსავალს, მეორე წელს თესლი ისევ უნდა იყიდო. დაავადებული თესლის მწარმოებელი საწარმოები სწორედ ამით მდიდრდებიან. ამგვარად მომარაგებულ ქვეყნებს გამოფიტული ნიადაგები რჩებათ, რადგან დვრიტაშეცვლილი თესლი უფრო ძლიერია და დიდი რაოდენობით იღებს ნიადაგიდან მიკროელემენტებს, ფაქტობრივად, შლის ნიადაგს, რის აღდგენაც შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა დამტკიცებულია, რომ დვრიტაშეცვლილი ჯიშები სერიოზულად მოქმედებს ადგილობრივ ჯიშებზე და საბოლოოდ სპობს მათ. თუნდაც დამტვერვის გზით. - ცნობილია, რომ საქართველოში დვრიტაშეცვლილი სიმინდის თესლი შემოდიოდა, სხვათა შორის, თავდაპირველად ე.წ. ადამიანური ("ჰუმანიტარული") დახმარების სახით. ასევე შემოდის პომიდვრის და კარტოფილის თესლი.თავის დროზე ერთი მეტად სერიოზული წერილი მაქვს ნანახი, სადაც მწარმოებელი წერდა, დაარიგეთ ეს თესლი საჩუქრად, მაგრამ გლეხების სიმინდის თესლი შეისყიდეთო! დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიგვინდვია. სააკაშვილის ნაც-პარლამენტმა საკვების მონიშვნის საკითხი 2013 წლამდე გადადო და შეიძლება უფრო გვიანაც არ მიიღოს იგი.- აღსანიშნავია, რომ ნაც-პარლამენტმა მხოლოდ მესამე ცდაზე მოახერხა ე.წ. კარტახენას "ბიოუსაფრთხოების" ხელშეკრულებაზე მიერთება. მანამდე სააკაშვილის პარლამენტმა ორჯერ დაიწუნა, რასაც მოჰყვა ზეწოლა ევროპიდან და მოთხოვნა, რომ აუცილებლად დამტკიცებულიყო ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება-ვალდებულება ითვალისწინებს, რომ მოხდეს დვრიტაშეცვლილი საკვების მონიშვნა (" მარკირება"). გარდა ამისა, სახელმწიფოში უნდა იყოს ერთი ლაბორატორია მაინც, სადაც მოხერხდება ამგვარი საკვების კვლევა. ნაც-ხელისუფლებამ ძალდატანების შემდეგ კი დაამტკიცა, მაგრამ შესაბამის წესდების მიღება 2013 წლამდე გადადო. - ისევ და ისევ ვიღაცის ზეწოლა (მოსყიდვის) გამო. მეზობელ თურქეთს მთელი სოფლის-მეურნეობა დვრიტაშეცვლილ მეურნეობაზეა აგებული, უნდა ვიცოდით, რომ არაერთი თურქი საგანგებოდ ჩამოდის საქართველოში, რათა აქ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი შეიძინოს. ცნობილია, რომ მსხვილი საწარმოები ერთი სახის საკვებს ხშირად სამ ნიშნით უშვებენ: - პირველი, შიდა მოხმარებისთვის, ეს ძირითადად განვითარებულ ქვეყნებს ეხება, - მეორე - გასატანად განვითარებულ ქვეყნებში და - მესამე - გასატანად განვითარებად ქვეყნებში. მესამე ნიშნით დამზადებული საკვები იაფია, მაგრამ სახიფათო. როგორც წესი, ამ საკვების 80%-ში დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") ნივთიერებებია გამოყენებული. სამწუხაროდ, საქართველოში მეტწილად სწორედ ამგვარი მოწამლული საკვები ხვდება, თუმცა მაოხარი ნაც-ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამისგან თავდასაცავად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2011 http://georgian.georgia.usembassy.gov/uploads/uW/24/uW24oX871DLuFYznbzq64w/departmentseal2.gifამერიკამ მოამზადა ვანო მერაბიშვილის სადამსჯელო რაზმები 26 მაისის დარბევისათვის სწავლება, რომელიც ხალხმრავალი შეკრება-მსვლელობების დარბევის ერთწლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო მერაბიშვილის ნაც- შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დასრულდა თბილისში 2011 წლის 13 მაისს. სწავლების ჩატარება მოთხოვნილი იყო საქართველოს ნაც-მთავრობის მიერ, ხოლო ფული გამოყო აშშ-ს მთავრობამ. სწავლება ჩატარდა აშშ-ს სახელმწიფო საიდუმლო დანიშნულების ჯგუფის მიერ. წვრთნები გაიარეს როგორც მერაბიშვილის საგანგებო სადამსჯელო რაზმის წევრებმა, ასევე მათმა მეთაურებმა. http://tevzaoba.ucoz.com/_ph/1/2/689744071.jpgწვრთნები ითვალისწინებდა საგანგებო დანიშნულების სადამსჯელო პოლიციელების წვრთნას და მათ მოქმედებას ხალხმრავალი შეკრებების წინააღმდეგ მოქმედებისას. საბოლოო დამამთავრებელი წვრთნები მოიცავდა სავარჯიშოებს, მოქალაქეების თვალთვალი, დევნა, დარბევა- მართვას და მტკიცებულების შეგროვებას. ამ წვრთნების მიზანს წარმოადგენდა სადამსჯელო რაზმების ახალი, თანამედროვე საჭურვილით აღჭურვა და საჭურვილის ხმარებაში დახელოვნება. სწავლებას დაესწრენ შსს-სა და აშშ-ს საელჩოს წევრებიც, ჯონ ბასის ხელმძღვანელობით. http://journalist.ge/uploads/news_9364.jpeg აღნიშნული წვრთნების შედეგი გამოჩნდა 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი შეკრებილების დარბევის დროს. რასაც საქართველო აშშ-ს უნდა უმადლოდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted July 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2011 დაჩი, ვანოს კ............ რა. კაცო შეხედე რა ამ მდგომარეობას რეალური თვალებით. კარგ წერილებს სწერ და ხომ არ გინდა საპატრიარქოს გაუგზავნო ერთი წერილი?მიმართე საპატრიარქოს, რომ პროტესტის ნიშნად საპატრიარქომ დააბრუნოს ამ ხელისუფლების ე.ი. სატანის ნაჩუქარი ჯიპები. აბა სადაა სამართალი ამისდ დეავტირე მე, როდესაც სატანის ნაჩუქარით დაგულაობენ და კიდევ ჭკუას გვარიგებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 10, 2011 (edited) babuagiorgiმიმართე საპატრიარქოს, რომ პროტესტის ნიშნად საპატრიარქომ დააბრუნოს ამ ხელისუფლების ე.ი. სატანის ნაჩუქარი ჯიპები.ეს ჯიპები ღმერთმა აჩუქა საპატრიარქოს ხელისუფლების ხელით! და თან რომ დაუბრუნონ, მერე დაჩიმ რით იმოძრაოს სულების გადასარჩენად? Edited July 10, 2011 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.