Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://oxun.ge/uploads/posts/2011-12/1322976648_img.jpegსაქართველო სიდუხჭირის ზღვარზე, ანუ

პენსიები საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

(5 იანვარი, 2012)

 

 

საქართველოში 2003 წლის მასონური “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსახლეობის "პენსიით" უზრუნველყოფა, სხვა სახის შემწეობები და, საერთოდ მოსახლეობის კეთილდღეობა, მოსახლეობის მოსყიდვის საშუალებად იქცა. 2004 წლიდან მოყოლებული, ყოველი არჩევნების წინ, პენსიების მატებას 5 თუ 10 ლარით ყოველთვის მოსყიდვის მიზნით იყენებდნენ და, რაღა თქმა უნდა, შევარდნაძის მმართველობის დროიდან, მაშინ პენსია ძალიან ცოტა იყო რიგითი მოქალაქისათვის და 14 ლარს შეადგენდა.

რა თქმა უნდა, პენსიების ყოველი მომატებისას ხელისუფლება არაფერს ამბობდა ლარის მსყიდველუნარიანობაზე და დუმილით უვლიდა გვერდს მზარდ ფულის გაუფასურებას. რაც მთავარია, ნაც-ხელისუფლება გვატყუებდა, რომ პენსიების მიხედვით საქართველო მოწინავე იყო, ევროპაში თუ არა, ყოფილი რუსეთის იმპერიის ქვეყნებში მაინც.

 

საქართველოში საკმაოდ მაღალია საპენსიო ასაკობრივი ზღვარი: 60 წელი – ქალებისთვის, 65 – მამაკაცებისთვის.

სააკაშვილის ნაც-მთავრობის გადაწყვეტილებით, 2012 წელს პენსია 125 ლარამდე 67 წელს გადაცილებულ ადამიანებს მოემატება, ოღონდ ეს მოხდება არა 2012 წლის პირველი იანვრიდან, არამედ 1-ლი სექტემბრიდან, საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე. ამ 125 ლარში შედის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დამატებული თანხა და 67 წელს გადაცილებული ადამიანების ნაწილს 25 ლარით გაეზრდება პენსია, ნაწილს – 15 ლარით. ყველა ასაკის პენსიონერი კი 15-ლარიანი სადაზღვევო უფლებით ისარგებლებს.

 

საქართველოში ამჟამინდელი პენსია ადამიანს აღიარებულ საარსებო ზღვარზე დაბალია. რაც ხიფათს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს მათ.

დღეს საქართველოში, ყოფილ სსრკ-ის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალი საშუალო პენსია და ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკობრივი ზღვარი არსებობს.

2011 წელს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ 15 სექტემბრიდან ქვეყნაში პენსია 100 ლარი გახდებოდა. საქართველოს ნაც-პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამბობდა: “ყველა სოციალური შეღავათი იქნება შენარჩუნებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ათობით, ათასობით პენსიონერს ექნება 100 ლარზე მეტი, ხოლო პენსიის მინიმალური ზღვარი 100 ლარი იქნება. რეფორმა 670 ათასზე მეტ პენსიონერს და 24 ათას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეეხება”. თუმცა მალე გაირკვა, რომ საპენსიო საჩუქარი შეეხო მხოლოდ ასაკით პენსიონერებსა და პირველი ჯგუფის ხეიბრებს. სოციალური მომსახურების უწყების ცნობით (http://www.ssa.gov.ge/), 2011 წლის 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, ასლარიან პენსიას 663 ათასი ასაკით პენსიონერი და 23 ათას 500 მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (პირველი ჯგუფის ხეიბარი) იღებს. ანუ, სულ 686 500 პენსიონერი. ოფიციალური მონაცემებით კი, ქვეყანაში 828 ათას 203 პენსიონერია.

სხვა ჯგუფის პენსიონერებისთვის პენსიის ოდენობა უცვლელი დარჩა. პენსიონერები ზოგადად მოტყუებულნი დარჩნენ.

არადა, ნაც-მთავრობის წინასაარჩევნო დაპირებით, 2009 წლის ბოლომდე პენსია 100 დოლარი უნდა ყოფილიყო. ქართველ მცოდნეთა აზრით, “საშუალო” პენსიონერის პენსია საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის მხოლოდ 70%-ს ფარავს.

http://1.bp.blogspot.com/_BenyzKFJs8s/Sp0fAsbzBZI/AAAAAAAAAyo/X13tdYJ5RAQ/s320/DSC03834.JPG

მცოდნეებმა ისიც გამოითვალეს, რომ 2011 წლის 15 სექტემბრიდან 100 ლარამდე გაზრდილი პენსიის ნამდვილი მსყიდველობითი უნარი, 2003 წლის ფასებით, მხოლოდ 42 ლარს შეადგენს.

მაინც რამდენია მინიმალური ან საშუალო პენსია ყოფილი რუსეთის იმპერიის ქვეყნებში ლარზე გადაანგარიშებით?

სურათი ასეთია:

1. ესტონეთი – 660 ლარი;

2. ყაზახეთი – 585 ლარი;

3. ლატვია – 550 ლარი;

4. ლიტვა – 453 ლარი;

5. რუსეთი – 438 ლარი;

6. აზერბაიჯანი – 303 ლარი;

7. უკრაინა – 232 ლარი;

8. ბელორუსი – 185 ლარი;

9. სომხეთი – 129 ლარი;

10. საქართველო – 100 ლარი;

11. მოლდოვა – 93 ლარი; 12. უზბეკეთი – 82 ლარი; 13. ყირგიზეთი – 72 ლარი; 14. ტაჯიკეთი – 27 ლარი;

აღსანიშნავია, რომ რუსეთში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები საქართველოსგან ჩამორჩენასა და საბოლოო დაქცევას უწინასწარმეტყველებენ, სახელმწიფო პენსია მიბმულია საარსებო ზღვარზე და ის საარსებო ზღვარზე დაბალი არ შეიძლება იყოს. ამასთანავე, ფულის გაუფასურების გათვალისწინებით ხდება მისი გაზრდაც, ნაც-დამპყრობთა მიერ მართვად საქართველოში კი ჯერჯერობით ამაზე არც ფიქრობენ.

ნაც-დამპყრობლების მიერ მოტყუებულ საქართველოს მოსახლეობას გამუდმებით ჩაჩიჩინებდნენ, რომ საქართველოსი აღმავლობის გზაზეა. ქვეყნის წარმატებულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია მოქალაქეთა დასაქმების დონე, მათი შემოსავლები და ნამუშევარის მიხედვით დარიცხული პენსია. საქართველო კი უმუშევრობის დონით მოწინავე ქვეყნების რიგშია.

ახლა კი ვნახოთ, როგორია პენსიები სხვა ქვეყნებში: დანიაში საშუალო პენსია თვეში 2.800 დოლარია, პოლონეთში – 522, აშშ-ში – 1.164, ფინეთში – 1.344 ევრო, უნგრეთში – 410 დოლარი, გერმანიაში – 810 ევრო, ისრაელში – 1.354 დოლარი, შვეიცარიაში – 874, შვედეთში – 833, იაპონიაში – 717, ინგლისში – 700, საფრანგეთში – 700, კანადაში – 667, იტალიაში – 583, ესპანეთში – 850 ევრო.

ამ მონაცემების შედარება საქართველოს მოსახლეობის პენსიებთან ნათლად მეტყველებს, თუ როგორ მდგომარეობაშია საქართველო. და კიდევ – მცოდნეთა გაანგარიშებით, იმისათვის, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, ერთ სულ მოსახლეზე, ევროპის ამჟამინდელ საშუალო მაჩვენებელს გაუტოლდეს, საჭიროა, ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 25 წლის განმავლობაში 10 პროცენტით მაინც იზრდებოდეს.

 

ბოლოთქმა:

ევროპული ქვეყნების პენსიონერები პენსიებთან ერთად მთელი რიგი შეღავათებითაც სარგებლობენ და მათ არავინ არაფერს ამადლის. იქ, რა თქმა უნდა, არავის მოუვა აზრად, პენსიებისა და ფულადი შემწეობის მიღება მმართველი ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას დაუკავშიროს და არჩევნებზე ხმების მიღების საშუალებად (მოსყიდვად) გადააქციოს.

 

ზაზა შანიძე ყოველკვირეული გაზეთი “ყველა სიახლე”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.tetrebi.org/wp-content/uploads/2009/06/untitled.jpgშევარდნაძე უკმაყოფილოა:

საქართველოში ბევრი აზერბაიჯანელი და არმენია,

ქართველები გადაშენების გზაზე

 

 

ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში ქართველების შემცირებასთან დაკავშირებით უცნაური განცხადება გააკეთა:

„ქართველი ერი გადაშენების ზღვარზეა“ და სააკაშვის ნაც-ხელისუფლება „არაფერს აკეთებს მრავალშვილიანი ოჯახების წასახალისებლად“.

 

შევარდნაძეს მიაჩნია, რომ საქართველო ახლა სწორედ ისეთ დღეშია, როგორშიც იყო გასული საუკუნის 30-იან წლებში, როცა „საქართველოში ქართველები უფრო ცოტანი იყვნენ, ვიდრე არმნები და აზერბაიჯანელები“.

 

„მაშინ საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი გახდა კანდიდ ჩარკვიანი, რომელმაც დაიწყო ზუნვა ქართველთა რაოდენობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ეროვნულობაში დასდეს ბრალი და თანამდებობიდან გადააყენეს. დღევანდელი სააკაშვილის ნაც-ხელისუფლება კი, ძალაუნებურად და გაუცნობიერებლად გეგმას - „საქართველო ქართველების გარეშე“.

 

შევარდნაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოს მეზობლები მრავლდებიან და ქართული მხარეების მიტაცებას იწყებენ“.

 

დრონი.ჯი 11.01.2012 წერილზე დაყრდნობით (შემოკლებით)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

სააკაშვილის ნაც-ხელისუფლებას 1.5 მილიონი „მკვდარი სული“ ჰყავს არჩევნებისათვის

 

http://solomonternaleli.files.wordpress.com/2010/03/omen.jpg

 

„წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოში გაყალბებულ საარჩევნო სიებზე და ხელისუფლების მიერ „მკვდარი სულებით“ გაბერვაზე ესაუბრა.

მან ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ამომრჩეველთა აღრიცხვის მნიშვნელოვან დარღვევად საარჩევნო სიებში „მკდარი სულების“ არსებობა დაასახელა და ევროკომისიას სიების გადამოწმებაში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართვა სთხოვა.

როგორც „წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარემ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, არასამთავრობო ჯგუფების გაერთიანება უნდა შექმნან და ამომრჩეველთა რაოდენობა ევროპელ დამკვირვებლებთან ერთად აღრიცხონ.

გაერთიანების შესაქმნელად მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და არასამთავრობო ჯგუფები ამომრჩეველთა აღრიცხვაში მონაწილეობის მისაღებად მზად არიან.

„ევროკომისიის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ამომრჩეველთა აღრიცხვისთვის არასამთავრობო ჯგუფების გაერთიანების შენახვა შესაძლებელია. უამრავი საერთაშორისო ფონდი ფულის გამოყოფისათვის მზად არის. აღრიცხვის წესიც დამუშავებულია. ერთადერთი, რაც გვჭირდება, საარჩევნო სიების ევროპელ დამკვირვებლებთან ერთად დაზუსტებაა, რომ ხელისუფლებამ ჩვენ მიერ აღრიცხულ სიებს უკანონო არ უწოდოს“,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

საქართველოში ნაც-ხელისუფლების განცხადებით 3 700 000 ამომრჩეველია, მაშინ როდესაც ქვეყანაში დაახლოებით 3 500 000 ადამიანი ცხოვრობს.

 

„პირველ რიგში „მკვდარი სულების“ საკითხი უნდა გადაიჭრას. საქართველოში ხუთი მილიონი ადამიანიც რომ ცხოვრობდეს, 3 700 000 ამომრჩეველი მაინც ვერ იქნებოდა. არჩევნებზე ხელისუფელბას ხმების 50% გარანტირებული აქვს, რადგან სიაში მილიონ ნახევარი მკვდარი სულია. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან დაწვრილებით ვისაუბრეთ“,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

 

წყარო ობიექტივი.ნეთ [obieqtivi.net ]

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

USAID-ის მონაცემებით, რუსეთში "დემოკრატიის" (ძირგამომთხრელი საქმიანობა) მხარდაჭერა გრანტების გაცემით განისაზღვრება. ფულს იღებენ რუსეთში მოღვაწე ის ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფოს შიგნიდან ანგრევენ, ე.წ - ადამიანის უფლებების, რეფორმების ხელშეწყობის "საქმით " არიან დაკავებულინი.

ოხ ეს დამპალი ბურჟუები :mad: როგორ ანგრევენ რუსეთს შიგნიდან, მოიგონებენ რაღაც სისულელეებს, ადამიანის უფლების დაცვა არა ის კიდე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილის ნაც-ხელისუფლებას 1.5 მილიონი „მკვდარი სული“ ჰყავს არჩევნებისათვის

მერე რას მიკეთებს ოპოზიცია, გადაამოწმონ სიები....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველო მევენახეობისა და ღვინის სამშობლო

არმენები ამ საკითხშიც გვედავებიან ქართველებს

 

http://24saati.ge/uploads/articles/2011/01/13544_4d43eff08510e.jpgღვინის წარმოების უძველესი მტკიცებულება 8000 წელი, საქართველოში, ხრამი

 

ცნობილ ქართველ ისტორიკოსსა და არქეოლოგს, ბატონ იულონ გაგოშიძეს გავესაუბრე. "სანამ აქ აღმოჩნდებოდა 8000 წლის წიპწები, საქართველო მაინც ითვლებოდა ღვინის სამშობლოდ სხვა მოსაზრებებით. ქართველებს გვაქვს 500-ზე მეტი ყურძნის ჯიში, რომლებიც რაიონირებულია გარკვეულ უბნებში და, როგორც ირკვევა, იქვეა მოშინაურებული: ეს მოშინაურებული ჯიშები გენეტიკურად უკავშირდება იქაურსავე ველურ ვაზს. ადრე ფიქრობდნენ, რომ მევენახეობის წარმოშობის კერა არის წინა აზიის რეგიონი, რომლის არეალში შედის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მცირე აზიის ნაწილი, ირანის ნაწილი, კვიპროსი. ველური ყურძენი იქ ყველგან არის გავრცელებული და ამდენად, ყველგან იყო შანსი მისი გაკულტურებისა. დღევანდელი არმენიაც შედის იმ განფენაში, სადაც შესაძლებელია ვაზი მოეშინაურებინათ. ამიტომ ეს აღმოჩენა სრულიად მოსალოდნელი იყო", - მითხრა ბატონმა იულონმა და გააგრძელა:

"შესაძლებელია იმის დაშვება, რომ ამ დედამიწის კუთხის ნებისმიერი ქვეყანა იყოს ღვინის სამშობლო, მაგრამ რადგან კულტურული ვაზის წიპწების ყველაზე ძველი ნიმუში (8000 წელი) ჩვენთან არის აღმოჩენილი, მანამ, სანამ უფრო ძველს არ აღმოაჩენენ, არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ღვინის სამშობლოდ იწოდებოდეს".

გარდა იმისა, რომ ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილ ჭურჭელში ღვინის კვალია დადასტურებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წიპწებსაც, რომელიც კულტურული ვაზისაა (Vitis Vinifera). ვაზის გაკულტურება დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა ღვინის დამზადება დაიწყო. 8000 წლის წინანდელი კულტურული, მოშინაურებული ვაზის წიპწების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ამ დროს საქართველოში უკვე არსებობდა მეღვინეობა. ჩემი ვარაუდი, ხომ არ შეიძლებოდა, რომ ის მხოლოდ საჭმელად მოეშინაურებინათ, ბატონმა იულონმა გააქარწყლა, როდესაც მითხრა, რომ სასუფრე ყურძნის ჯიშები უფრო გვიან გაჩნდა, ვიდრე საღვინე, თუმცა ყურძენს, მათ შორის ველურსაც, ადამიანი, ცხადია, ყოველთვის ჭამდა.

ამასთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, პალეობოტანიკოსს, ქალბატონ ნანა რუსიშვილსაც ვესაუბრე, რომელმაც განმიმარტა, რომ ხრამის გორაზე ნაპოვნ ქვევრში აღმოჩნდა არა მხოლოდ ღვინის მჟავა, არამედ ვაზის ყვავილის მტვერიც, რაც ადასტურებს იმას, რომ ღვინო შემოტანილი კი არაა, არამედ ადგილზეა დაყენებული. მისთვის მოულოდნენლი არ ყოფილა არმენების აღმოჩენა, თუმცა თვლის, რომ უძველესი შეიძლება იყოს მხოლოდ არენის ღვინის მარანი და არა ღვინის წარმოების საბუთი.

იულონ გაგოშიძე შეუსაბამობას ხედავს აღმოჩენის დათარიღებასთან დაკავშირებითაც.

"აქ რამდენიმე უზუსტობაა: აღმოჩენას ისინი ათარიღებენ 6100 წლით. ეს არის ქრისტეშობამდე მეხუთე ათასწლეულის დასასრული. არადა (ნივთების მიხედვით) ეს არის კლასიკური მტკვარ-არაქსის კულტურა, რომელიც ჩაისახა კავკასიაში, მტკვრისა და არეზის აუზში. ეს კულტურა თარიღდება ქრისტეშობამდე დაახლოებით 3250 წლიდან 2600 წლამდე, ე.ი. 1000 წლით უფრო გვიან არსებობდა, ვიდრე ისინი ამ აღმოჩენას ათარიღებენ. თარიღი არ არის სწორი, ეს არის მესამე ათასწლეული ჩვ.წ.აღ-მდე, მეოთხე ათასწლეულის დასასრულზე, ჩვ.წ.აღ-მდე 3250 წელზე ძველი ეს აღმოჩენა ვერაფრით იქნება", - ამბობს ბატონი იულონი და არენის გამოქვაბულის ფოტოზე მიმითითებს, სადაც მკაფიოდ არის გამოსახული მტკვარ-არაქსის კულტურისთვის დამახასიათებელი ყური ჭურჭელზე, რომელსაც "მარანი" თვალსაჩინოებისთვის მკითხველსაც სთავაზობს. "ქრისტეშობამდე მეოთხე-მესამე ათასწლეულით დათარიღებული კულტურული ვაზის ნაშთები კი წინააზიის ბევრ მხარეშია აღმოჩენილი".

ასევე დავინტერესდი სიტყვა "ღვინის" წარმოშობის საკითხით. "ამბობენ, რომ საქართველოა ღვინის სამშობლო. ეს იმიტომ, რომ ქართულმა ენამ, იბერიული-კავკასიური ენების ოჯახმა, შეინახა მთელი სისტემა ღვინოსთან და ვაზთან დაკავშირებული სიტყვებისა, რომელიც ნასესხები კი არ არის სხვისგან, არამედ მისი საკუთარია", - ამბობს ბატონი იულონი და ჯიბიდან ქართული ღვინის ფონდის მოსაწვევს იღებს, რომელიც მას წიგნის წარდგინებაზე ეპატიჟება. ეს წიგნი, როგორც მოსაწვევზე ჩანს, საკმაოდ სქელტანიანია, სათაურით "მევენახეობა-მეღვინეობის სალექსიკონო მასალები". გაგოშიძე ამბობს, რომ არცერთ ენაში, მათ შორის არც არმენულში ამ სიტყვების ამხელა მარაგი არ არის და არც შეიძლება იყოს. მიზეზი მარტივია: მაშინ, როდესაც კავკასიაში მეღვინეობას საფუძველი ეყრებოდა, იბერიულ-კავკასიური ენის მატარებელი ტომები სახლობდნენ, არმენები კი, ინდოევროპული ტომის ხალხი, რეგიონში არენის აღმოჩენიდან 2500 წლის შემდეგ მოვიდნენ დასავლეთიდან. ღვინის უძველესი სიტყვები ინდოევროპულ ენებთან კავშირში არ არის. "ეს ღვინის სიტყვები არის მხოლოდ იმ ინდოევროპულ ენებში, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ქართველებთან, იბერიულ-კავკასიურ ენებთან. თოხარები ჩინეთში ცხოვრობენ, ინდოევროპული ენა აქვთ, სიტყვა "ღვინო" კი - არა, რადგან მანამდე წავიდნენ, სანამ ინდოევროპელები ამ სიტყვებს ისესხებდნენ".

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამორიცხულია ისაუბრო ღვინის წარმოების არმენულ კუთვნილებაზე. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ღვინის სამშობლო კავკასიაა და რომ ის არ უნდა მივაწეროთ ინდოევროპული წარმოშობის დღევანდელ არმენებს, რადგან "როდესაც წერ არმენიას, გულისხმობ არმენებს". მაშინ, როდესაც მეღვინეობის საფუძვლები იყრებოდა, კავკასიაში სომხები არ ყოფილან. ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ V საუკუნეში დღევანდელ არმენიაში, ჰეროდოტეს ცნობით, სასპერები, ალაროდიელები და მატიენები ცხოვრობდნენ. სასპერები, ყველამ ვიცით, ქართველები იყვნენ, მატიენები კი ხურიტული ტომია, ე.ი. ასევე კავკასიის ძირძველი ერები არიან, რადგან ჩეჩნებისა და ინგუშების მონათესავე ენაზე ლაპარაკობდნენ, ისევე როგორც ალაროდიელები ანუ ურარტუელები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი არმენიაში სახლობდნენ, არმნები არ არიან. ამიტომ მეუღვინეობის სამშობლო, ეს უნდა იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხი იყოს და არავითარ შემთხვევაში ინდოევროპელები. ის იბერიელი კი, ვინც დღემდე შემოინახა არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ღვინის დაყენების, შენახვისა და მოხმარების უძველესი კულტურა, საწნახელი, ქვევრი, ყანწი და ა.შ. ქართველი გლეხია.

 

***

ახლახანს არმენიის (ე.წ. სომხეთის) მეღვინეთა კავშირის თავმჯდომარის, ავაგ არუთუნიანის მოსაზრებამ, რომ შესაძლოა საფერავი ყურძნის არა ქართული, არამედ არმენული ჯიში იყოს, ქართულ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

"მარანში" სულ ცოტა ხნის წინ კიდევაც დაიბეჭდა ქართველი მეღვინის, მალხაზ ჯაყელის პასუხი არუთუნიანის გამოცხადებულ მოსაზრებაზე. ბატონი ავაგის საბუთს, რომ საფერავი ათას წელზე მეტია, სომხეთის ჩრდილოეთით ხარობს და ამიტომ სადაო საკითხია, თუ ვინ დაიწყო მისი მოყვანა, ჯაყელმა ივანე ჯავახიშვილის ცნობები დაუპირისპირა, რომელთა მიხედვით, საფერავი ვაზის უძველესი, კახური ჯიშია.

 

როგორც ოდნავ მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ქართულ-არმენული დაპირისპირება ღვინის საკითხში მხოლოდ დასაწყისი იყო უფრო თავხედური განცხადებისა. ის გრეგორი არეშიანს (არმენი), კალიფორნიის (UCLA) უნივერსიტეტის პროფესორს ეკუთვნის, თუმცა მხოლოდ მისი აზრის გამეორება გაუგებრობას გამოიწვევს, ამიტომ ამბავს თავიდან მოგითხროთ.

ათიოდე დღის წინ, National Geographic-ის, ისევე როგორც BBC-ის ახალ ამბებში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც მოთხრობილი იყო არმენთა ახალი აღმოჩენის შესახებ. დღევანდელ არმენიაში, სოფელი არენის მახლობლად (ერევნის სამხრეთით, 100 კმ დაშორებით მდებარეობს) არსებულ გამოქვაბულში მეცნიერებმა საოცრად კარგად შენახული ტყავის ქალამანი და მასთან ერთად საწნახელი, ყურძნის წიპწები და ღვინის შესანახი ჭურჭელი იპოვეს. როგორც წერენ, გამოკვლევამ ცხადყო, რომ ფეხსაცმელი, რომელიც, სავარაუდოდ, ღვინის დასაწურად გამოიყენებოდა, 5,500 წლისა უნდა იყოს. ასევე თიხის ჭურჭლის ნამტვრევების ქიმიური შესწავლის შედეგად აღმოჩენილ იქნა ნახშირბადის კვალი, რომელიც ჩვ.წელთაღრიცხვამდე 4100 წლით თარიღდება, ანუ 6100 წლის არის. ქიმიური ცდის შედეგად თიხის ზედაპირზე გამოვლინდა მალვიდინის კვალიც, პიგმენტის, რომელიც მნიშვნელოვნად არის პასუხისმგებელი წითელი ღვინის შეფერილობაზე და ჯერჯერობით ღვინის კვალის გამოვლენის საუკეთესო მაჩვენებლად მიიჩნევა. არქეოლოგმა გრეგორი არეშიანმა, რომელიც გათხრების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, განაცხადა, რომ პირველად ხდება, როდესაც არსებობს სრული არქეოლოგიური სურათი ღვინის წარმოებისა. მან აქვე დაამატა, რომ ეს აღმოჩენა არის ღვინის წარმოების უძველესი და ყველაზე სანდო მტკიცებულება.

ცხადია, პირველ განცხადებაში სადაო არაფერია - თუ გამოქვაბულში ნამდვილად მარანი იქნა აღმოჩენილი, მაშინ მას შეიძლება მიენიჭოს ერთ-ერთი უძველესად მოვიხსენიოთ, თუმცა მეორე მოსაზრებამ ჩემში მაშინვე ეჭვი გამოიწვია, რადგან ღვინის წარმოების უძველესი მტკიცებულება 8000, მინიმუმ 7500 წლით თარიღდება და ის საქართველოში, ხრამის დიდ გორაზეა აღმოჩენილი. საუბარია ნეოლითური ხანის ღვინის ჭურჭელზე, რომელზეც ყურძნის მტევნები არის გამოსახული. გარდა ამისა, მასში ნაპოვნი იყო როგორც წიპწები, ასევე ღვინის კვალიც, რაც ადასტურებს იმას, რომ აღნიშნული ჭურჭელი ნამდვილად ამ სასმელის შესანახად გამოიყენებოდა.

ეს არც ისე გაუხმაურებელი ფაქტი გახლავთ. რადიო Free Europe-ის ვებ-გვერდზე ხსენებული აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებული წერილში (სადაც სხვათაშორის ერთი არმენი წერდა, რომ არმენული (ინდოევროპული) "გინი" არის ქართული "ღვინის" და შემდეგ "wine"-ის სათავე) წავაწყდი ახალზელანდიელი ენდრიუს ვრცელ და კარგად დასაბუთებულ დასაბუთებას, რატომ არ არის არმენების აღმოჩენა უძველესი, რომელშიც ნახსენები იყო სწორედ ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილი ნივთი. პატრიკ მაკგოვერნმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიომოლეკულური არქეოლოგიის მცოდნემ, რომელიც საქართველოში ჩატარებულ გათხრებში მონაწილეობას იღებდა, ამაზე განაცხადა, რომ დასაშვებია არენში აღმოჩენილი ნივთების ღვინოსთან კავშირი, თუმცა მალვიდინზე უკეთ ქიმიურად ამის უტყუარი მაჩვენებელი ღვინის მჟავაა, მალვიდინს კი, შესაძლოა, ისეთი ხილიც შეიცავდეს, როგორიც ბროწეულია. თავად მაკგოვერნი ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

ასე რომ, მიუხედავად ამ მართლაც ძალიან საყურადღებო აღმოჩენისა, ნაპოვნის წარმოჩენა, მსუბუქად რომ ვთქვათ, შემაცბუნებელი გახლავთ. უცნაურია ის ფაქტი, რომ არეშიანმა, რომელიც წესით ამ სფეროში განათლებული ადამიანი უნდა იყოს, არ იცოდა, რომ მისი აღმოჩენა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ღვინის წარმოების უძველესი და ყველაზე სანდო საბუთი. ოდნავ მოგვიანებით სოფელ არენში გაკეთებული ვიდეოჩანაწერიც ვნახე, რომელშიც ავაგ არუთუნიანი ამბობს, რომ აღნიშნული აღმოჩენა არმენ მეღვინეებს ძალიან წაადგება საზღვარგარეთ მათი ღვინის გატანის თვალსაზრისით: "არმენული ღვინოები ადვილად მოიკიდებს ფეხს საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ მყისიერად დავიკავებთ ძვირფასი ღვინის ნიშას. ამით ჩვენ კოზირი გაგვიჩნდა", - განაცხადა მან. მე ვერ მივხვდი, რატომ ნიშნავს 6000 წლის წინ ღვინის სავარაუდო წარმოების არსებობა გარკვეულ მხარეში იმას, რომ დღეს იქ მცხოვრები ხალხი, ძვირფას ღვინოს ამზადებს და დაბნეულმა ჩანაწერის ყურება განვაგრძე. ჩანაწერში ნათქვამი იყო ის, რომ არენში ამ აღმოჩენას არავინ გაუკვირვებია, რადგან ამ მხარეში ხალხი ღვინის წარმოებით ირჩენს თავს, თუმცა იქაურ მეღვინეებს სიამაყისთვის ახალი მიზეზი მიეცათ. როგორც იქაური ქალის განცხადებიდან შევიტყვე "ამაღელვებელია, როცა იცი, რომ პირველად სწორედ აქ დაამზადეს ღვინო... მალე ეს ადგილი ტურისტებისთვის საინტერესო გახდება, ხალხი ჩამოვა".

როგორც ხედავთ, კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა იმაზე, რომ მსოფლიოში პირველად არმენიაში, არენში დაამზადეს ღვინო. ბუნებრივია, გადავწყვიტე სანდო საბუთები მომეძიებინა იმის შესახებ, თუ რატომ არ არის არმენების აღმოჩენა უძველესი და რის მიხედვით მტკიცდება, რომ საქართველოა ღვინის სამშობლო.

 

 

30.01.11 ნინა ახლოური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში ფარული სამოქალაქო ომია

 

http://4.bp.blogspot.com/-kGvn5Fg5M-I/Tq1AvTK3UcI/AAAAAAAAFUo/hKbqt_5YyAU/s200/davit%20tarxan-mouravi.jpgდავით თარხან -მოურავი – თუ ქვეყანაში 20 000-ზე მეტი პატიმარია, ევროპელები თვლიან, რომ ქვეყანაში ფარული სამოქალაქო ომია, საქართველოში კი, სინამდვილეში 48 000 პატიმარია

„წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება ხალხს უდანაშაულოდ, ფულის გამოძალვის მიზნით ან პოლიტიკური ნიშნით იჭერს.

როგორც დავით თარხან-მოურავმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ქვეყანაში, სადაც დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანია, პატიმრების რაოდენობა 5 000 კაცს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოში კი, სინამდვილეში 48 000 პატიმარია.

„თუ ქვეყანაში 10 000 პატიმარია, ევროპელები თვლიან რომ ქვეყანაში დამნაშავეობა ყვავის. როცა პატიმრების რაოდენობა 20 000 აჭარბებს, თვლიან რომ ქვეყანაში ფარული სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ჩვენი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას ებრძვის.

ევროკომისიის წარმომადგენლები დიპლომატიური ენით საუბრობენ, მაგრამ მათი დამოკიდებულება უკვე გამოიკვეთა – საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარი ძალიან რთულია“,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

„წინააღმდეგობის მოძრაობისა“ და „ობიექტივის“ ხელმძღვანელები ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს კომისარს კეტრინ ეშტონს, მის მოადგილეს ჯონ ქჯაევს და პელე ენერსონს, რომელიც უშუალოდ საქართველოს საკითხებს კურირებს, ბრიუსელში 19 იანვარს შეხვდნენ და საქართველოში პატიმრების მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ცნობები მიაწოდეს.

 

წყარო ობიექტივი.ნეთ

***

http://www.ambebi.ge/pictures/image2/dd9a03602106dfe723d5d795cefa164a.jpgპტიმრები

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სათველოს მოსახლეობა დაახლოებით 3 500 000 ადამიანია, ხოლო პატიმართა რაოდენობა სინამდვილეში 48 000, მაშინ პატიმართა რიცხვი ყოველ 100 000 მოსახლეზე დახლოებით 1 370 შეადგენს. რაც საქართველოს მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს პატიმართა რაოდენობით. რაც თითქმის 2-ჯერ უსწრებს მე-2 ადგილზე მყოფ "დემოკრატიის აკვნად" მონათლულ აშშ-ს, სადაც მსგავსი მაჩვენებელი 730 პატიმრით განისაზღვრება.

ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია "International Center for Prison Studies"-ის მონაცემებით, საქართველო 100000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ეს მაშინ, როცა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ამ სიაში 54-ე, სომხეთი კი 89 ადგილზეა. პატიმართა რაოდენობით საქართვლომ ყველა სახელმწიფოს გავუსწარო.

თვალსაჩინოებისათვის, ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ პატიმათა რაოდენობა ქვეყნის მიხედვით, ყოველ 100 000 მოსახლეზე:

http://s2.ipicture.ru/uploads/20120125/YQUfdaqy.jpginternational centre for prison studies (ICPS)

 

“ვარდების რევოლუციამდე”, ანუ 2003 წელს, 100000 სულ მოსახლეზე 148 პატიმრით საქართველო 59-ე ადგილზე იყო 155 სახელმწიფოს შორის. 2011 წლისთვის კი მსოფლიოში 539 პატიმრით 100000 სულ მოსახლეზე საქართველო უკვე მეოთხე ადგილზეა 216 ქვეყანას შორის.

მიუხედავად ამისა, საქათველოში ერთიმეორის მიყოლებით შენდება ციხეები. სააკაშვილის ნაც-ხელისუფლება ოზურგეთში სოფელ ლაითურში უდიდეს ციხეს აშენებს. ის 4500 პატიმარზეა გათვლილი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პირსისხლიანი ნაც-ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს და ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ძალადობას აძლიერებს. აშკარაა, ახალი დაპატიმრებებისთვის ემზადება.

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თურქეთი ძალით ცდილობს აჭარის გათურქებას და მეჩეთის დადგმას

 

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/cr_mega_716_turkish-flag-mosque-300x225.jpgთურქული ძალმომრეობა

დღეს თურქულენოვან ბეჭდურ საშუალებებში თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, ერთუღრულ გიუნაის მიერ გაკეთებული განცხადება გავრცელდა, რომლის ასლი და ქართული თარგმანი მომაწოდა “ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით რობაქიძემ.

უცვლელად გთავაზობთ თურქულენოვან საცნობარო საშუალებებში გამოქვეყნებული განცხადების ქართულ თარგმანს:

“ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აღსდგება“, – გუშინ, ანკარაში საქართველოს კულტურის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, ერთუღრულ გიუნაიმ.

ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით შეხვედრები დამატებით გაიმართება.

მისივე თქმით, საკითხი ამჟამად, საქართველოს კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუასთან უკვე განიხილება. მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში, კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასაც მოიცავს.

http://s018.radikal.ru/i510/1201/e1/32305d46876e.jpgრურუა ღალატის გზაზე, გარიგება თურქეთთან

გარდა ამისა, ახალციხეში რაბათისუბანში მდებარე აჰმედიეს მეჩეთის აღდგენაც დაიწყება და ამასთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე არსებობს. მეჩეთების აღდგენა თურქეთთან არსებული იმ შეთანხმების ფარგლებში მოხდება, რომლითაც ისტორიულ ქართულ მხარეებში ქართული არქიტექტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაცია უნდა მოხდეს.

ქართველი მცოდნეები კი, გიუნაის განმარტებით, თურქეთში ეკლესიების აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას და ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხრიდან უკვე არსებობს თანხმობა.

 

მიმდინარე წელს საქართველო–თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლისთავი სრულდება და ამასთან დაკავშირებით გარკვეული საზეიმო ღონისძიებები გაიმართება“.

 

2012 წლის 27 იანვარი, [ნინო მიქიაშვილი]

 

ბოლოთქმა:

მტაცებელი თურქეთი უკვე ღიად უტევს საქართველოს და აჭარისა და ახალციხის მიტაცებას ღიად თუ ფარულად ცდილობს, ამის დასტურია ამ მხარეებში მეჩეთების სოკოებივით მომრავლება, ქართული ენის ჩაკვლა, ქრისტიანობის გამოდევნა და ქართველების თუქებად მოქცევა ან სრული გაძევება.

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აღსდგება“,

 

მაინც დათანხმდნენ ხო ეს უნამუსოები ,,,, :puka: :puka:

 

ოშკში და პარხალში ხო მუხლები აქვთ გადაყვლეფილი ხოხიალით?...

:puka: :puka: :puka:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განგაში. აჭარა-მესხეთს საფრთხე ემუქრება

11/02/2011

 

http://tribuna.ge/eng/images/stories/niaz_bolqvaze.jpgნიაზ ბოლქვაძე

 

2010 წლიდან ჩვენთვის საცნობარო საშუალებებით ცნობილი გახდა საქართველოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, რომლის მიხედვითაც ისტორიულ ტაო-კლარჯეთში თურქეთის საზღვრებში მოქცეულ ქართულ მხარეებში საყდრების აღსადგენად თურქეთი სანაცვლოდ აჭარისა და საქართველოში, მესხეთში ითხოვს ოთხი მეჩეთისა და ორი აბანოს-საჯაშუშოს მშენებლობას.

 

ერთი შეხედვით, თურქეთის მოთხოვნა, თითქოსდა, სრულიად უბრალოდ გამოიყურება, რასაც ჩვენი დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, სწორად ვერ აღიქვამს.

არავის, არც მაჰმადიანს და არც ქრისტიანს არ უნდა დაავიწყდეს, რომ აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს აჭარის მკვიდრმა მაჰმადიანმა ქართველებმა, ასევე მაჰმადიანი დიდი ქართველების, სელიმ ხიმშიაშვილის, მემედ აბაშიძის, ხასან თხილაიშვილის მეთაურობით, ჩვენი დედაქალაქიდან გამოჩენილი ეროვნული მოღვაწეების დიდი ილიას, აკაკის, მესხის, ზაქარია ჭიჭინაძისა და სხვათა მზრუნველობითა და თანადგომით.

 

მეჩეთების აღდგენა-მშენებლობა მთელი დარღვევებით (საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად) მიმდინარეობს. ვფიქრობ, მასში მზაკრული გეგმაა ჩადებული. ქართული საყდრების აღდგენას კი ისინი იყენებენ როგორც მგლები – ცხვრის ქურქს.თურქეთში მცხოვრები ჩვენი ქართველები, მართალია, გენეტიკურად დარჩნენ ქართველებად, მაგრამ თურქული შეგნებით აზროვნებენ და ცხოვრობენ. მათ შემორჩათ წინაპართაგან მოგონებები, სწრაფვა საქართველოზე, მაგრამ თურქეთის ქომაგები არიან. ამიტომ, თურქეთს ქართველთა სულიერების ძეგლების აღდგენა, თურქთა სახელმწიფოსათვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს.

საქართველოს, თურქეთისაგან განსხვავებით, საკუთარი ეროვნული იდეოლოგია არ გააჩნია და მთლიანად აშშ-სა და საერთოდ ნატოს უსიტყვო მსახურია. ასეთ დროს საქართველოზე თურქეთის გავლენის გაფართოება მეტად სახიფათოა. აჭარის თურქეთის სახელმწიფოში დაბრუნების გეგმა უკვე არსებობს... დღეს ამისათვის აჭარაში ყველა პირობაა შექმნილი, მხოლოდ ერთის გარდა, რაზედაც მიდგა ჯერი.

 

ჩვენი ხალხი, მიუხედავად მწარე გამოცდილებისა, კვლავ არასწორად და ზედაპირულად უდგება საკითხს, არასწორად სვამს კითხვას. მაგალითად, აქ არ შეიძლება ამ სასტუმროს აშენება, რად გვინდათ აქ ეს სასტუმრო, მაშინ ხომ ჩვენ აქ ვეღარ გავივლით და ა.შ. იმას ვერ მიმხდარან, რომ ეს სწორედ იმიტომ კეთდება, რათა ჩვენ არ გავიაროთ იქ. ჩვენი ხალხი ასე კი არ უნდა გამოთქვამდეს პროტესტს, არამედ უნდა დავსვათ კითხვა: რატომ აგებენ სასტუმროს აქ, ბულვარში, სადაც არ შეიძლება?

 

პასუხი ერთია, იმიტომ რომ გართმევენ ყველაზე საუკეთესო მიწას. რატომ გადაიტანეს ილიას ძეგლი თეატრის უკან და მის ნაცვლად შიშველ პოსეიდონს აღმერთებენ, რატომ აგებენ ანბანის კოშკს, მასზე კიბით ასასვლელით, რესტორნებით და ა.შ. ?

 

იმიტომ, რომ წაბილწონ ქართული ენა, ჩაკლან ეროვნული სული. ჩვენივე ხელით შეურაცხყოფენ ღირსეულ წინაპრებს, ეროვნულ სიმბოლოებს. რატომ არის გარყვნილებისა და უზნეობის პროპაგანდა ტელევიზიით?

იმიტომ, რომ აქ უცხოელთა მიერ აგებულ სასტუმროებში ადგილობრივი მეძავები და მოსამსახურეები ჭირდებათ, რათა გამოაცალონ ქართველ კაცს ღირსება, ღირსებადაკარგული ადამიანი კი ადვილად ყიდის ყველას და ყველაფერს, ამას უკვე დღევანდელი შედეგები მოწმობს.... რატომ აუქმებენ უნივერსიტეტებში ქართულ საგნებს?

არ ჭირდებათ ფილოსოფია, ისტორია იმიტომ, რომ არ უნდათ ვიაზროვნოთ, მათ მონა და მსახური ჭირდებათ.

 

ამ მძიმე სინამდვილის ნათლად წარმოსაჩენად მაგალითებს მოვიტან:

1. აჭარაში, ბათუმში ინვესტიციების მხრივ, აჭარის ზღვისპირეთის საუკეთესო მიწების 75%-ზე მეტი თურქ ბიზნესმენთა ხელშია, მათი გავლენა დღითიდღე იზრდება.

 

2. ბათუმი გადაიქცა კაზინოებისა და სათამაშო ობიექტების ქალაქად მაშინ, როცა სტამბულში, ანკარასა და საერთოდ, თურქეთში ეს ბიზნესი აკრძალულია. ამიტომ თურქეთის მოქალაქეთათვის და სხვა უცხოელთათვის ბათუმი გადაიქცა გართობისა და გარყვნილების ცენტრად.

 

3. რაც შეეხება ბიზნესის სფეროს, დიდი თუ საშუალო ბიზნესი ბათუმში თურქეთის მოქალაქეთა გარეშე თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, ტანსაცმლის მაღაზიები, ხილ–ბოსტნეულის და ა.შ. რომელიც ძირითადად თურქეთიდან შემოდის... ცნობილია, რომ თურქეთის მოქალაქეებს, ვინც ქალაქ ბათუმში დაიწყებს თავის ბიზნესს, თუნდაც წამგებიანს, თურქეთის სახელმწიფო უდგება გარანტად და უხდის დანაკარგს. აქედან ჩანს, რომ თურქეთის სახელმწიფო ინტერესებში შედის, რაც შეიძლება მეტი თურქი მოქალაქე იყოს დასაქმებული და დასახლებული აჭარაში.

 

4. მობილური კავშირგაბმულობა, ჯეოსელის სახით, თურქეთის ხელშია.

 

5. ქალაქ ბათუმის აეროპორტი, თურქეთის შიგა სახელმწიფო აეროპორტის ფუნქციას ასრულებს.

 

6. რაც შეეხება სულიერებას, თურქეთის მხრიდან ხდება სარწმუნოების აქტიური პროპაგანდა, რომელსაც ის პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს.

 

7. ეს არის ქალაქ ბათუმის ქუჩებზე თურქ და არაბ მოქალაქეთა სახელების დარქმევა. უკვე აშკარად შეიმჩნევა აჭარაში თურქულენოვანი სამყაროს გაძლიერების ტენდენცია. სწორედ ამას ემსახურებოდა რამდენიმე ხნის წინ ბაქოს ქუჩის აღდგენა იაკობ გოგებაშვილის ქუჩის ხარჯზე, გონიოში უკვე მოიხსენიებენ შეიხთა უბანს მიახლოებით იქ, სადაც ჩვენს მოსახლეობას მიწები ჩამოართვეს. ქალაქ ბათუმს თუU დააკვირდებით, ის უკვე თანდათან შუააზიური სტილის ქალაქს ემსგავსება გუმბათოვანი სახურავებით და ა.შ. ტელევიზიით უკვე ხშირად გაისმის – აზიზიეს მოედანი, არდაგანის ტბა, ბაქოს ქუჩა. . . მიზანმიმართულად მიმდინარეობს აჭარაში თურქთა ბატონობის პერიოდის ტერმინოლოგიის აღდგენა.

 

8. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი არის ორმაგი მოქალაქეობა, რომლითაც უცხოელები საქართველოში სარგებლობენ. ისინი ძირითადად თურქეთში ცხოვრობენ, ბათუმში კი ეწერებიან, ღებულობენ ორმაგ მოქალაქეობას, ხშირ შემთხვევაში ჰყავთ ქართველი მეუღლე, ბათუმში იბადებიან მათი შვილები თურქული გვარებით, ისინი აწარმოებენ ბიზნესს, ითვისებენ ქართულ სიმდიდრეს. მრავალი მათგანი ქართული წარმომავლობის თურქეთის მოქალაქეა, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ეს სიმართლე: ისინი თურქეთის პატრიოტები არიან და საქართველოზე მხოლოდ წინაპართა ნოსტალგია აქვთ შემორჩენილი, რომელსაც ხშირად ასე გულისამაჩუყებლად წარმოგვიდგენენ. ქვეყნის გულშემატკივარ, მოაზროვნე ადამიანს კი ეს უნდა ახსოვდეს, როდესაც ქართულ მიწა-მამულებს, სიმდიდრეს მათ აბარებენ.

 

მე, როგორც საგვარეულო საკითხებით დაინტერესებული ერთ-ერთი სპეციალისტი, აღვნიშნავ, რომ დღეს შექმნილი ერთი ჯანსაღი ახალგაზრდა ოჯახი – 100 წლის განმავლობაში 15-30 ოჯახამდე მრავლდება. წარმოიდგინეთ 12 ათასი თურქი მოქალაქისაგან, რომელთა რიცხვი და ეკონომიკური მდგომარეობა ყოველდღიურად იზრდება, ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობისა კი პირიქით, - მცირდება. წარმოვიდგინოთ როგორი სურათი გვექნება 50-100 წლის შემდეგ რეფერენდუმი რომ ჩატარდეს აჭარაში, როგორც ეს იყო 1918 წელს. ეს უნდა გავითვალისწინოთ, თუ ნამდვილად ერის მომავალი გვაწუხებს.

 

ჭეშმარიტი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი კი 100 და 500 წლით წინ უნდა იხედებოდეს, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რომელთაც მხოლოდ საპარლამენტო და სახელისუფლებო ვადა, – 10-15 წელი ადარდებთ.

 

9. აჭარაში თურქთა ბატონობის დროის ძეგლთა აღდგენა.

 

წარმოდგენილი 9 პუნქტი ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოში, კერძოდ, აჭარაში, თურქეთის სახელმწიფოს გავლენა უსაზღვროა, როგორც ვხედავთ, კავშირგაბმულობა, გზები, საუკეთესო მიწები, ბიზნესი, ეკონომიკა, – ყველაფერი თურქთა ხელშია. ამას ემატება ის, რომ მიმდინარეობს იდეოლოგიური პროპაგანდა, ზეწოლა ქართულ ეროვნულ სულიერებაზე, ამის პარალელურად ქართველი ხალხი დღითიდღე სიღატაკეში ეფლობა და თურქ ბატონებთან დამამცირებელ შრომას ეწევიან. სააკაშვილის ნაც-ხელისუფლება არ იცავს ქართველ მაქალაქეებს, რითაც არღვევს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.

 

ასეთმა დამოკიდებულებამ ჩვენი ქვეყნისადმი ის მდგომარეობა შექმნა, რომელზედაც ილია ჭავჭავაძე ამბობდა: უფულო კაცი ფულიანი კაცისა და უფულო ქვეყანა ფულიანი ქვეყნის ყმაა.

 

დღეს აჭარაში 200-დე მოქმედი მეჩეთია, არც ერთი არ ატარებს ისტორიული კულტურის ძეგლის სტატუსს.

 

ქალაქ ბათუმში, ქობულეთში (კვირიკე), ახალციხესა და ადიგენში წარსულის ძეგლების აღდგენა, სწორედ იმ საზღვრებში, რომელიც თურქეთის საუკუნოვანი ბტონობის დროს, 1878 წლამდე იყო, – აჭარა-მესხეთის კვლავ თურქეთის სახელმწიფოში დაბრუნების სურვილით არის განპირობებული. თურქეთის სახელმწიფოს ამ იმპერიალისტურ გეგმას, რომელიც თავის მხრივ ნატოს ქვეყნების გეგმას წარმოადგენს, სრულყოფისათვის სწორედ რომ აღნიშნული მუზეუმების აღდგენა ესაჭიროება.

 

მუზეუმები წარმოდგენილი იქნება, როგორც თურქეთის მხარეთმცოდნეობის დაწესებულებები, რომელნიც საერთაშორისო საზოგადოებას დაანახვებენ, რომ თითქოს აჭარა-მესხეთი თურქეთის ისტორიული ნაწილი იყო, რომელიც რუსეთმა 1878 წელს ომის შედეგად წაართვა. ამიტომაა, რომ თურქეთის მხარე ითხოვს სწორედ მუზეუმებს, დანარჩენი ყველა პირობა უკვე არსებობს, რომელიც, ვფიქრობ, საკმაოდ საფუძვლიანად წარმოვადგინე.

 

საქართველოს ნაც-კულტურის სამინისტრო, რომელიც დარღვევით, გასაიდუმლოებულად აწარმოებებს მოლაპარაკებებს, მოსახლეობის გაბრიყვების მიზნით, თითქოსდა გულწრფელად აცხადებს, რომ ოშკის და სხვა დასახელებული საყდრების გადასარჩენად უნდა წავიდეთ ნებისმიერ დათმობაზე.

 

ზემოთ განხილულის შედეგად აჭარაში შექმნილი მდგომარეობა ნათელი დასტურია იმისა, რომ თურქეთის ქართველთმოძულე მოქმედებით, მზადდება აჭარისა და მესხეთის, თურქეთზე გადასაცემად ყველა პირობა. რადაც არ უნდა მძიმე და დაუჯერებელი იყოს ამის მოსმენა, უნდა დავიჯეროთ. რაც ადამიანთაგან მოსალოდნელია და შესაძლებელი, არაფერი არ არის გასაკვირი და სასწაული.

 

თურქეთის სახელმწიფო დღეს, ოდესღაც ძლიერი საბერძნეთის, საქართველოსა და სომხეთის მიწებზე განთავსებული, რაც თავის დროზე, ალბათ, შეუძლებლად მიაჩნდათ მსოფლიოს განმანათლებელ ბერძნებს, დავითისა და თამარის მემკვიდრე ქართველებს. არავის წარმოედგინა საბჭოთა რუსეთის იმპერიის დაშლა, მაგრად დაიშალა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ეს რეალობაა.

ნებისმიერი ადამიანისათვის გასაგები უნდა იყოს, რომ თურქეთი აჭარა-მესხეთს გვედავება.

 

საქართველომ ეროვნულ საფუძველზე დაკარგა აფხაზეთი, დაკარგა შიდა ქართლი. მიუხედავად ჩვენი უსაფუძვლო უზრუნველობისა, რაც უფრო უმოქმედობას და გულგრილობას ჰგავს, არავინ იცის, რა მოხდება მომავალში.

 

აჭარაში, როგორც ძირძველ ქართულ კუთხეში, სადაც დაპირისპირების ეროვნული საბაბი ჯერ არ არსებობს, შეიძლება გამოყენებული იქნას სარწმუნოებრივი დაპირისპირება. ამის ნიშნები უკვე არსებობს.

ილია ჭავჭავაძის, მემედ აბაშიძის, ჰასან თხილაიშვილის დროისგან განსხვავებით, ჩვენი თაობა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. თუ მაშინ ქართველ მამულიშვილებს თურქოფილებთან და სხვა ათასგვარ ჯაშუშებთან უხტებოდათ ბრძოლა, დღეს აჭარა-მესხეთში ამოქმედებულია თურქეთის მხრიდან მუსლიმან ჯაშუშთა, საქართველოს ქართველთმოძულე ნაც- ხელისუფლების მხრიდან კი – ქრისტიან ამრევთა ქსელი. ყალბი მამულიშვილობის ნიღბით მათ შეუძლიათ ორი რელიგიის მიმდევარ ადამიანთა შორის მტრობის გაღვივება, რასაც შეიძლება მოყვეს ჩვენთვის ცნობილი სურათი: დასავლეთის ქვეყნების აღშფოთება, საერთაშორისო დამკვირვებლები, დევნილები, „სრულიად დემოკრატიულად“ ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის ბედსაც შემდეგ ევროდამკვირვებლები გადაწყვეტენ, – რა თქმა უნდა, ნატოს, ანუ თურქეთის სასარგებლოდ. ასე გამოიყურება ის სამწუხარო სურათი, რომელიც შეიძლება განვითარდეს.

 

ამიტომ, დასასრულს მინდა ავღნიშნო:

თურქეთში არსებულ ქართული წარსულის ძეგლების, ოშკის, ხანძთის, ოთხთას, იშხანის სანაცვლოდ ჩვენ ვერ დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს ერთიანობას, აჭარის ბედს, ეროვნულ ცნობიერებას. აღნიშნული გეგმის განხორციელების მცდელობას შეუძლია გამოიწვიოს შეჯახება, როგორც აჭარის მოსახლეობაში, ასევე თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის, რითაც მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ჩვენ ვერ დავაყენებთ საშიშროების ქვეშ ორი სარწმუნოების ურთიერთობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 

აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის წარმომადგენელთა სახელით, მივმართავთ საქართველოს კულტურის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს, შეჩერდეს თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები დასახელებულ ძეგლთა მშენებლობა-აღდგენის თაობაზე, ვინაიდან იგი არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.

 

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ მძიმე, მაგრამ დიდად საპატიო საღვთო და საერო გზაზე!

 

ნიაზ ბოლქვაძე

მწერალი, ფილოსოფოსი,

აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილება პირად ბარათებთან დაკავშირებით

2012/01/27

 

საქართველოს წმიდა სინოდმა პირად ბარათებთან დაკავშირებით 2011 წლის 20 დეკემბერს იმსჯელა და განაჩინა:

საკითხის შესასწავლად შექმნილიყო კომისია ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბასა (გიგიბერია) და რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) შემადგენლობით.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეუფე იობმა (ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი) მრევლს ქადაგებით მიმართა:

“წმიდა სინოდის სხდომაზე ვიმსჯელეთ ახალი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. მღვდელთავართა შორის განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ მთავრობას, შეიქმნას ალტერნატიული საბუთები, რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, მადლობა უფალს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მისი უწმიდესობა დათანხმდა ამ წინადადებას და ახლა მზადდება მიმართვა, რომლითაც უნდა მივმართოთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ 95% მართლმადიდებელი ქრისტიანის აზრი, რათა ჩვენ მოგვეცეს არჩევანის უფლება და არა იძულებით თავს მოგვახვიონ ელექტრონული ბარათები და ასე იცხოვროს ქართველმა ერმა.

http://www.ambioni.ge/uploads/ID.jpgეშმაკის, პირადობის საბუთი

იმის ფონზე, როცა ევროპის წამყვანი ქვეყნები უარს აცხადებენ ელექტრონულ ბარათებზე, მათ შორის: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, უკრაინა, რუსეთი და აშშ-ის 29 შტატი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ცდებს ატარებენ ჩვენს ქვეყანაზე. სურთ, თავს მოგვახვიონ ეს განსაცდელი, რასაც ჰქვია ხალხის მართვა, ზეგავლენა იქონიონ და შეავიწროვონ ჩვენი მრწამსი, სარწმუნოება. მადლობა უფალს, ეს არის ღვთის წყალობა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ. მისმა უწმიდესობამ ისიც კი ბრძანა, გამოიცეს ნარკვევები, მთელ საქართველოში დარიგდეს და გაცნობილი იყვნენ ადამიანები ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებით. პირად ბარათებთან ერთად უნდა შეიცვალოს ე.წ. "ბიომეტრიული პასპორტები" და მოგვეცეს საშულება, ნებაყოფლობით გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საბუთებისადმი. (22.01.2012)”

 

გამოცემა - "ამბიონი"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სისხლიანი კალო,

ხაზზარ-მასონთა დაკვეთითა და რუსეთის ხელმძღვანელობით

1992 წლის 2 თებერვალი

 

http://www.experti.ge/zviadistebis-msvleloba-92.jpg1992 წლის 2 თებერვლის მშვიდობიანი მსვლელობა

საქართველოში 1991 წლის 22 დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გამუდმებით მიმდინარეობდა მრავალათასიანი შეკრებები და მსვლელობები სამართლებრივი, ეროვნული ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით. ყველა ასეთი შეკრება-გამოსვლა იქნა დარბეულ-დახვრეტილი ვარსკვლავ დამპყრობთა ადგილობრივი ჯალათების, სევარდნაზე, იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, ლანჩავას და სხვების მეთაურობით.

თბილისში 1992 წლის 2 თებერვალს მორიგი 100 ათასიანი სახალხო გამოსვლა დახვრეტილი იქნა დიდი სისასტიკით. რაკი შევარდნაძე და მისი სამხედრო საბჭო გადარჩენის სხვა გზას ვერ ხედავდა. ჯერ არბევდნენ თავყრილობებს. მაგრამ რაკი ამან არ გაჭრა და ჰაერში სროლის საპასუხოდ მსვლელობის მონაწილენი ტაშს უკრავდნენ.

ტელევიზიით გამოსვლისას, თბილისის კომენდანტად დანიშნულმა მხედრიონელმა (მეტსახელად «სიძე») მოსახლეობას დაემუქრა:

«უნებართვო შეკრებების გამართვის საწინააღმდეგოდ შევარდნაძის "სამხედრო საბჭო" უკიდურეს ზომებს მიმართავს». ამაში უკვე მხოლოდ დარბევა და ჰაერში სროლა აღარ იგულისხმებოდა.

http://bpg.sytes.net/simartle/userfiles/image/junta/1388_lanchava_100-200.jpgგელა ლანჩავა, პირსისხლიანი ჯალათი

ამჟამად ჯოჯოხეთში იხდის სასჯელს სამუდამოდ.

1992 წლის 2 თებერვალს, თამარ მეფის გამზირზე (ყოფილი «ჩელიუსკინელები») ჯაბა იოსელიანის მხედრიონმა და თენგიზ კიტოვანის გვარდიამ უიარაღო ხალხის მრავალათასიანი მსვლელობა დახვრიტა.

ეს იყო აშკარა, დაუფარავი დახვრეტა:

ხალხს ესროდნენ დამიზნებით, ავტომატებიდან. დახვრეტის ამსახველი ხედვითი მასალა Cnn-მა მთელ მსოფლიოს უჩვენა. შევარდნაძის ჯალათი, გენერალი გელა ლანჩავა რომელიღაც შენობისაკენ იშვერდა ხელს და დაცინვით ამბობს:

«აი, აი, შეხედეთ, ესენი («ზვიადისტები» ) იქედან თავისიანებს ესვრიანო».

 

თუმცა, სინამდვილეში, სახურავებზე მხოლოდ მხედრიონელები და გვარდიელები ისხდნენ. მათ ტყვიებს არა მხოლოდ ხალხი, არამედ ერთი მილიციელიც შეეწირა, რომელიც მსვლელობასთან ახლოს იდგა.

ისროდნენ ერთდროულად ორი წერტილიდან: თბილისის ცირკის ასახვევიდან, - ხიდის მიმართულებით და აღმაშენებლის გამზირის კუთხეში მდებარე შენობათა სახურავებიდან. ამ დახვრეტას მსოფლიოში გარკვეული გამოხმაურება ჰქონდა. თუმცა არაფერი მნიშვნელოვანი.

მასონურ დასავლეთს თავისი რჩეული უკვე ჰყავდა ედვარდ შევარდნაძის სახით. ადამიანის უფლებათა დამცველმა ზოგიერთმა ევროპულმა დაწესებულებამ 2 თებერვლის მშვიდობიანი მსვლელობის დახვრეტის გამო შეშფოთება მაინც გამოთქვა, რასაც «ილია ჭავჭავაძის გაერთიანებამ» განცვიფრებით უპასუხა:

«ეგენი ხომ დიქტატურის აღდგენის მომხრე ზვიადისტები იყვნენო».

ამ სისხლიან სასაკლაოს 200 მეტი უიარაღო ადამიანი შეეწირა, დაჭრილებისა და მოკლულების სახით.

 

ცოდვის შვილები

 

1992 წლის 2 თებერვლის მშვიდობიანი მსვლელობის დახვრეტის შემდეგ, ელდარ შენგელაია რუსეთის ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობს. გადაცემა პირდაპირ ეთერშია. შენგელაია აღწერს ე.წ. «დემოკრატიული რევოლუციის» (სახელმწიფო გადატრიალების) მიმდინარეობას და თანამდევ «იდეურ დაპირისპირებას». როგორც ჩანს, მას ჰგონია, რომ გადაცემის რუსი წამყვანი აღტაცებას ვერ დაფარავს იმ „ზნეობრივი გმირობის“ გამო, რაც "წითელმა ინტელიგენციამ" ჩაიდინა, როდესაც ხაზზართა ჯაშუშ-იდეოლოგის მამარდაშვილის დამოძღვრის მიხედვით, «საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავიდა».

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/29/Eldar_Shengelaya_2004.jpg/393px-Eldar_Shengelaya_2004.jpgელდარ შენგელაია ქართველთა მკვლელობის თანამონაწლე

მაგრამ იმედი აშკარად უცრუვდება. გადაცემის წამყვანი ქართველი ერის მოღალატეს ჯერ მდუმარედ უსმენს და ბოლოს საკმაოდ უკმეხი ტონით ეუბნება:

«ჯერ ერთი, მე ხომ გთხოვეთ უფრო მოკლედ გესაუბრათ, ვინაიდან პირდაპირ ეთერში ვართ და ამდენი დრო არა გვაქვს. გარდა ამისა, ერთი ეს გვიბრძანეთ: მართალია, რომ ამჟამინდელი რეჟიმი საქართველოში მხოლოდ ჩვენს რუსულ ხიშტს ეყრდნობა?».

ნირ წამხდარ ელდარ შენგელაიას აშკარად ეგონა, ქათინაურებს მოისმენდა თანამზრახველებისა და «დემოკრატიული ძალების» მისამართით - ამის ნაცვლად კი ასეთი გულგრილი, ზიზღნარევი კითხვა აჯახეს.

საქართველოს მტრებმაც კი დაგმეს ასეთი შემზარავი და მუხანათური კაცთაკვლა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

20 წლის წინ თბილისის ქუჩებში დახვრეტილი 16 წლის მედროშე და კიდევ 22 ადამიანი

 

http://droni.ge/img/multimedia/a7457.jpg

 

ლაშა ბერულავა

02.02.2012

იმის მიუხედავად, რომმ დაახლოებით ერთი თვის წინ დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, საქართველოში მომხდარ სახელმნწიფო გადატრიალებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეები არ ურიგდებოდნენ და პროტესტის გამოთქმის მოსურნეთა რიცხვი არათუ კლებულობდა, პირიქით, მატულობდა კიდეც.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არსებობს როგორც დიდუბის მეტროს წინ მიტინგისთვის ცეცხლის გახსნის, ასევე 1992 წლის 2 თებერვლის ხალხმრავალი მსვლელობის დახვრეტის ამსახველი ვიდეომასალა (იანვარში მომხდარი დარბევა-დახვრეტის შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ);

 

ამასთან, უნდა ითქვას, რომ თუკი დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანის დარბევა-დახვრეტა შედარებით ცოტა ხანს გრძელდებოდა და ისევ უიარაღო ხალხის შემოტევის გამო შეიარაღებული პირები იძულებულნი გახდნენ, იქაურობას გასცლოდნენ, სულ სხვაგვარი სურათი დაიხატა 2 თებერვალს: სამხედრო საბჭომ გადაწყვიტა, უკიდურესად სასტიკი ყოფილიყო და ამით კიდევ ერთხელ ეჩვენებინა მოსახლეობისთვის - ყველას დაგხოცავთ, ვინც ხელს შეგვიშლითო. ოფიციალური მიზეზი, რა თქმა უნდა, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა იყო, თუმცა საოცარი ის გახლდათ, რომ საპროტესტო მუხტი კი არ იკლებდა, იზრდებოდა.

 

მსვლელობას, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობდა, წინ წმინდა ნინოს უჯვარი უძღოდა. ხალხი ვაგზლის მოედნიდან დაიძრა და ქალაქის ცენტრალური ნაწილები უნდა გაეარა. დემონსტრაციას გზადაგზა მოსახლეობა უერთდებოდა. აქციის მიზანი არ ყოფილა არც მთავრობის სახლთან, ან იმელის შენობასთან მისვლა, არც აგრესიის გამოხატვა რაიმე ფორმით, თუ არ ჩავთვლით ტრადიციულ შეძახილებსა და პლაკატებს...

 

ამის მიუხედავად, ცირკის ტერიტორიაზე, ბორცვებზე ჩასაფრებულმა შეიარაღებულმა პირებმა მსვლელობას ცეცხლი გაუხსნეს. თავდაპირველად ისინი ჰაერში ისროდნენ, მაგრამ ამან ეფექტი ვერ გამოიღო - დემონსტრანტებს არ ეშინოდათ: მუშტებს უღერებდნენ და ხმამაღალი შეძახილებით ამუნათებდნენ (ცხადია, ზოგიერთი მამაკაცი აგინებდა კიდეც) ბორცვებზე, ბუჩქებს შორის აქა-იქ გამკრთალ ავტომატიანებს. იმით გაღიზიანებულებმა, რომ ხალხი არ იშლებოდა, მათ კი შესაბამისი ბრძანება ჰქონდათ მიღებული, ბორცვებს შეფენილმა შეიარაღებულებმა დამიზნებით სროლა დაიწყეს - პირდაპირ დემოსტრანტებს ესროდნენ.

 

აქციამ გეზი შეიცვალა - ისინი, ვინც არ დაშლილან, მწყობრად გადაადგილებას ცდილობდნენ და უკან, ვაგზლის მოედნისკენ დაიხიეს, თუმცა, ვერც ვაგზლამდე მიაღწიეს - აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთასთან მათ მეორე ჯგუფი დაახვედრეს, რომლის წევრებსაც დიდხანს ყოყმანი არ დაუწყიათ: მიზანმიმართული ცეცხლი გახსნეს დემონსტრანტების მისამართით.

 

აქციამ კიდევ ერთხელ შეიცვალა მიმართულება: აღმაშენებლის გამზირზე - ვორონცოვის მოედნის მიმართულებით, მაგრამ ვორონცოვამდეც არ მიუშვეს - მესამე ჯგუფმა მარჯანიშვილის მოედანზე დაასრულა იმდღევანდელი უპრეცენდენტო ნადირობა ადამიანებზე... სწორედ აქ, მარჯანიშვილის მოედანთან დააპატიმრეს უკვე შეთხელებული დემონსტრანტებიდან ისინი, ვინც განსაკუთრებით არ მოსდიოდათ თვალში და შემდეგ მათგან ბევრი - სასტიკად აწამეს. რამდენიმე დაპატიმრებული ადამიანი, თქვენ წარმოიდგინეთ, დღემდეც კი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

 

1992 წლის 2 თებერვალს დახვრეტილი და დაჭრილი ხალხის ოფიციალური სია არ არსებობს. მეტიც, თუ იმდროინდელ პრესასა და ტელევიზიის არქივს გადახედავთ, ეს აქცია არცკი ჩატარებულა, თურმე...

 

არაოფიციალური, მაგრამ დაზუსტებული წყაროებით, მხოლოდ იმ დღეს, თბილისში, სხვადასხვა ადგილას 23 ადამიანი მოკლეს და 183 - დაჭრეს. მოკლულთა შორის ყველაზე უმცროსი 16 წლის მედროშე - მამუკა ტერაშვილი იყო...

http://www.youtube.com/watch?v=BMHG7nwwlWk...player_embedded

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაოფიციალური, მაგრამ დაზუსტებული წყაროებით, მხოლოდ იმ დღეს, თბილისში, სხვადასხვა ადგილას 23 ადამიანი მოკლეს და 183 - დაჭრეს. მოკლულთა შორის ყველაზე უმცროსი 16 წლის მედროშე - მამუკა ტერაშვილი იყო...

 

მაგდენი დახოცილ-დაჭრილი ხალხის ერთი გულშემატკივარი მაინც თუ გამოჩნდა, ვინც კაცურად იძია შური ამის გამკეთებლებზე. მგონი არც ერთი.

ჩვენი მეზობელი ჩეჩნები დაადუღებდნენ ერთმანეთზე სუყველას.

ახლა ხომ აღარ არიან ხელისუფლებაში და დაცვაც აღარ ჰყავთ(ედიკას გარდა).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

არ გახსოვს რა ცუდი დრო იყო მაშინ?

დაჟე ზუსტი რიცხვი არ არის ცნობილი, რამდენი დახოცეს ამ არამზადებმა,

ძალიან ცუდად მახსოვს ეგ წლები, ძალიან მძიმე დრო გამოვიარეთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...