Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

“3 იანვრის საზოგადოების” მიმართვა სახალხო კრებას, თითოეულ ქართველს, ყველა კეთილი ნების ადამიანს

 

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/kelenjeridze-116x150.jpg“3 იანვრის საზოგადოების” წარმომადგენელმა გოჩა კელენჯერიძემ მადრიდიდან “ექსპრესნიუსს” მიმართვა გამოუგზავნა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

ბატონებო და ქალბატონებო. ქართველებო, რომელთაც გტკივათ საქართველოს სატკივარი და რომელნიც აცნობიერებთ პირად პასუხისმგებლობას მამულისადმი, რომელიც თანამედროვე რეალ პოლიტიკის ანუ “ახალი მსოფლიო წესრიგის” მიერ სასიკვდილოდაა განწირული-არსებული კატასტროფული ვითარება და პერსპექტივა რომ მიუთითებს…- საქართველოს და თითოეულ ქართველს განადგურება ემუქრება და როგორც კარგად მოგეხსენებათ, მხოლოდ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ექნება ეროვნულ და სამოქალაქო დაუმრჩილებლობას სასურველი ეფექტი. მაგალითისთის მეოცე საუკუნის საქართველოს პოლიტიკური პარალელიზმიც კმარა უდავოდ.

 

ბატონებო და ქალბატონებო, მოდით შევადაროთ ეერთმანეთს 1918-24 წლები და საქართველოს უახლესი ისტორიის მონაკვეთი 1990 წლის 28 ოქტომბრიდან, ვიდრე სავალალო დღევანდელობამდე:

მაშინაც და ახლაც პირველი და მეორე დემოკრატიული ხელისუფლების ანუ პირველი და მეორე დემოკრატიული რესპუბლიკის-საქართველოს წინააღმდეგ ოკუპანტი იყენებს ლენინურ ოსურ სეპარატიზმს, მაშინაც და ახლაც ოკუპანტმა გამოიყენა ე.წ. აფხაზური პრობლემა, მაშინაც და ახლაც ოკუპანტმა განახორციელა სამხედრო აგრესიის გზით საქართველოს ოკუპაცია, ანექსია და ეთნიკურ ქართველთა ასიმილაცია-გენოციდის კრიმინალური-ანტიადამიანური პოლიტიკა…

 

როგორც ცნობილია, 9 აპრილის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სამართლებრივი საფუძველი იყო 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაცია, რომელიც არღვევდა 1920 წლის 7 მაისის შეთანხმებას…

 

დღეს როდესაც საქართველოს და ქართველი ერის, ქართული ჯიშის, ქართველობის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, რასაც უკანონო ნეობაბილონიური იმიგრაცია-შემოსევა, ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ქართველთა ეთნიკური წმენდა, განდევნა, გენოციდი, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ განადგურება მიმდინარეობს- 3 იანვრის საზოგადოება არისხებს განგაშის ზარებს და მოგიწოდებთ თქვენ და თითოეულ ქართველს: ვიხელმძღვანელოთ სამართლებრივი ბერკეტებით(1991-93 წლების სამამულო ომი, ყაზბეგის დოკუმენტი, გროზნოს მანიფესტი…), რომელნიც აკრძალულნი არიან საქართველოში, როგორც ამერიკის ასევე რუსეთის, ევროპის-ზოგადად რეალ პოლიტიკის ანუ ანტიადამიანური “ახალი მსოფლიო წესრიგის” მიერ და ყველა კეთილი ნების ადამიანი, ყველა ის ქართველი ვინც აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას საკუთარი ერისა და სამშობლოს წინაშე, მოვალეა, ალბათ განაცხადოს: საქართველოს ტერიტორიაზე არ დაუშვებს ახალი მსოფლიო წესრიგის დრაგონული გეგმების განხორციელებას!

 

1989 წლის 2-3 დეკემბრის მალტის პაქტს, 1991 წლის დეკემბრის დასაწყისში გაეროს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მოჰყვა, რომელსაც საბჭოთა კავშირიც ეთანხმებოდა აშშ-სთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას კი 1991 წლის 22 დეკემბერს საქართველოში სამამულო ომის დაწყება მოჰყვა, რომელშიც საქართველომ, ქართველებმა დავკარგეთ 1991 წლის 9 აპრილს აღდგენილი დამოუკიდებლობა, იმავე წლის 31 მარტის რეფერენდუმის სამართლებრივ საფუძველზე…

 

ამ სამართლებრივ პოლიტიკას მივყავართ, არა მარტო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე არამედ არსებულ სიტუაციაში მთავარ სამართლებრივ კითხვამდე:

ბატონებო და ქალბატონებო. ქართველებო! თქვენ საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად მიგაჩნიათ არსებული დე ფაქტო ხელისუფლება, თუ არა?!.

თუ ეთანხმებით რეალპოლიტიკის კრიმინალურ სცენარს, რომელიც იმ კამუფლირებული პოლიტ სტატუს ქვოში გამოიხატება, რომელიც არ ექცევა კრიტიკული აზროვნების ყურადღების ქვეშ: თუ აშშ შუქურას უწოდებს ოკოპანტ-მარიონეტებს, რუსეთი ერთი ადგილით დაკიდებას ჰპირდება ლამის, მაგრამ აშშ-ც და რუსეთის აღიარებენ და წარმოსახავენ მათ ვისაც თქვენ ებრძვით-საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად, რაც იმას მიუთითებს, რომ ქართველ ერს ხდიან ანგარიშვალდებულად ოკუპანტების მიერ განხორციელებული კრიმინალური-ანტიქართული ქმედებების წინაშე.

 

თქვენც თუ ლეგიტიმურ მმართველად აღიარებთ მარიონეტებს, სამართლებრივი თვალსაზრისით წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ და ყოველი მცდელობა მარცხისთვის-განადგურებისთვისაა განწირული, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გთხოვთ, დაასახელოთ კონკრეტული თარიღი თუ როდის აღსდგა საქართველოში კანონიერი ხელისუფლება მას შემდეგ რაც “საქართველოს გარეგანმა და შინაურმა მტრულმა ძალებმა” 1991-93 წლების სამამულო ომში დაამხეს II დემოკრატიული ხელისუფლება?!.

 

დაუმორჩილებლობას გამარჯვებისთვის სამართლებრივი საფუძვლები სჭირდება, ნებისმიერი პარტია პიროვნება ან ძალაუფლება, თუნდა სახალხო კრება კი მხოლოდ მაშინ იქნება უფლებამოსილი ქართველი ხალხის მიერ, ანუ მხოლოდ მაშინ გადაიქცევა იგი ლეგიტიმურ ქართულ ძალად, როდესაც ქართული სამართლიანი და სამართლებრივი სტრატეგიით იხელმძღვანელებს, ეს სამართლებრივი პოლიტიკის აქსიომაა უნივერსალური და არა ჩემი ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის ინტერპრეტაცია ან სურვილი…

ბატონებო და ქალბატონებო! სამართლებრივი პოლიტიკის ერთგულებით და დაომორჩილებლობის ნაცადი მეთოდიკით 3 იანვრის საზოგადოება უერთდება სახალხო კრებას.

 

ველით თქვენს პასუხს, რომელსაც მხოლოდ მაშინ გაიმეტებთ ალბათ თუ დაგესიზმრათ მაინც ემიგრაციის სიმწარე და ის სავალალო ვითარება, რომ ყოველი 8 ბავშვი 10-იდან ქართულად ვეღარ მეტყველებს!..

“ავაჰმე ჩემო მამულო!”

მარჯი საქართველო!

 

15 ნოემბერი 2010წ. მადრიდი(ექსოდი)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

ველით თქვენს პასუხს, რომელსაც მხოლოდ მაშინ გაიმეტებთ ალბათ თუ დაგესიზმრათ მაინც ემიგრაციის სიმწარე

და თვითონ გამოცდილი აქვს ემიგრაციის სიმწარე?

 

ვინ არის საერთოდ ეს ტიპი და რა უნდათ ამ უცნაურ ტიპებს შეირგე ა ცხოვრება შენთვის წყნარად იჯექი რა ჯიშის გადარჩენა და რა 3 იანვრის საზოგადოება

 

:D

პრეზიდენტობაც ენდომება მაგას მარა არჩევნებს უყალბებენ და ვერ იმარჯვებს:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოსათვის თავს მოხვეული ომები და საქართველოს მოსახლეობის გაწყვეტა ("გენოციდი")

 

1991-92 წწლეების სახელმწიფო, დანაშაულებრივი გადატრიალება, შემდგომ სამაჩაბლოს მიტაცება, აფხაზეთში წამოწყებული ომი და მისი მიტაცება, გარედან მომზადებული და დაგეგმილი იყო. გეგმის მიზანი იყო კავკასიის გამაერთიანებელი დამოუკიდებელი საელმწიფოს ჩანასახშივე ჩაკვლა, რათა კავკასიის ერთიანობა სინამდვილედ არ ქცეულიყო. რაც მსოფლიო მმართველთათვის გადაულახავ ზღუდედ აღიმართებოდა მსოფლიო ბატონობის გზაზე. გეგმას კიდევ ერთი მიზანი ჰქონდა- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩამოჭრით მუდმივი დაპირისპირების გამოწვევა საქართველოში და თავად რუსეთის იმპერიისათვის ხელის შეშლა, იმპერიის ერთიანობის აღდგენისათვის. მსოფლიო მმართველებმა რუსეთის იმპერიის გამოყენებით (გორბაჩოვ-ელცინის მეთაურობით), ქმედითი მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დაქუცმაცების საქმეში, მაგრამ ხელმძღვანელად მსოფლიო დანაშაულებრივი, ფარული მმართველობა გვევლინება. რაც დღესაც გრძელდება.

 

http://3.bp.blogspot.com/_HqQ8NwMkvvc/SvM4Qbh4iUI/AAAAAAAAAFw/nEPw0RXtl9M/s320/illuminati.jpgმსოფლიო მმართველების წამოწყებით, 1989 წლის 2 დეკემბერს კუნძულ მალტასთან მოხდა რუსეთის იმპერიის ("სსრკ") მასონი პრეზიდენტის მ. გორბაჩოვისა და აშშ მასონი პრეზიდენტის ჯ. ბუშს. ამ შეხვედრაზე გადაწყდა ე.წ. „ცივი ომის“ დასრულება.

მალტის შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ კი რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") უზენაესმა საბჭომ 1989 წლის 24 დეკემბერს ბალტიის ქვეყნების – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დაპყრობა და შემოერთება რუსთის იმპერიის მიერ 1940 წელს არასამართლეწრივად ცნო.

1991.09.06 რუსეთის იმპერიამ ("სსრკ"-მ) გამოაცხადა ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ!

ახალი რუსეთის იმპერია - "დსთ" ბალტიის გარეშე

1991 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის იმ ქვეყნების მეთაურები, რომლებიც გაეროს დამაფუძნებელი წევრები იყვნენ ანუ რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის – შეიკრიბნენ ბელორუსიაში, ბელოვეჟში და ხელი მოაწერეს ახალი რუსეთს იმპერიის - „დსთ“-ს შექმნის ხელშეკრულებას.

1991 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთის დედაქალაქში ალმა-ათაში „დსთ“-ს დამაფუძნებლებმა მიიწვიეს ყველა რუსეთის იმპერიის ყოფილი ქვეყნების მეთაურები გარდა ბალტიის ქვეყნებისა როდესაც მათ ხელი მოაწერეს „დსთ“-ს იმპერიაში გაწევრიანებას.

საქართველომ „დსთ“-ს წევრობაზე უარი განაცხადა – 1991 წლის 22 დეკემბერს საქართველოში დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება დამნაშავე პირების ონაწილეობით.

მას შემდეგ, რაც 1991-1992 წლების სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებით დაამხეს სამართლებრივი ეროვნული ხელისუფლება.

საქართვლომ 1991 წლის 31 მარტის საყოვლეთაო გამოკითხვის საფუძველზე და 9 აპრილის დამოუკიდებლობის გამოცხადებით ჩაშალა მასონური მსოფლიოს ახალი გადანაწილების ბუშ-გორბაჩოვის გეგმა.

საქართველოს დამოუკიდებლობა ბევრმა ქვეყანამ ცნო, ხოლო მათი რიცხვი 26 იყო 1992 წლის 6 იანვრისთვის, როცა ზვიად გამსახურდიამ დასტოვა უზენაესი საბჭოს შენობა

მსოფლიო მმართველების და მათი აღმასრულებელი იმპერიების ა.შ.შ-ის და ს.ს.რ.კ-ის მმართველების „კარნახს“ გულისფანცქალით ელოდნენ საქართველოში მოკალათებული მოღალატე ე.წ. "ოპოზიცია", დაიწყო საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დასამხობად საერთაშორისო შეთქმულების მზადება, რომელშიც ლომის წილი მიუძღვით ე.წ. "წითელ ინტელიგენციას" (ჯაშუშები), კომუნისტურ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, სხვადასახვა დანაშაულებრივ წრეებს და ე.წ. "თავისუფლების ინსტიტუტს" ჯანრი კაშიას, სალომე ზურაბიშვილის და მათდარი მასონთა ჯაშუშებს.

საქართველოში მოკალათებული მოღალატეები და დასხვასხვა საიდუმლო საიდუმლო სამსახურების ჯაშუშები, რომლებმაც გარეშე მტრული ძალების მონაწილეობით დაამხეს საქართველოს სამათლებრივი ეროვნული ხელისუფლება..

მსოფლიო მმართველებმა 1992 წელს საქართველოში მოიყვანეს არასამართლერივი, დანაშაულებრივი, სისხლიანი ხელისუფლება მასონ ედვარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით. შევარდნაძის დანაშაულებრივ ხელისფლებას მხარი დაუჭირა ამერიკის და რუსეთის მასონურმა ხელისუფლებებმა (ჯ. ბუში- ელცინი).

2003 წელს ედვარდ შევარდნაძის ჩანაცვლება მოხდა, მისივე წიაღიდან გამოსული, ასევე არასამართებრივი სააკაშვილის ნაც-ხელისუფლებით.

http://i039.radikal.ru/1104/57/2159eb27c541.jpgდამნაშავე მასონები შევარდნაძე-სააკაშვილი

მსოფლიო მმართველთა მიერ ქართველი ერის ნების საწინააღმდეგოდ, ძალით, დანაშაულებრივად მოყვანილმა შევარდნაძე-სააკაშვილის არასამართლებრივმა თვითმარქვია ხელისუფლებამ 20 წლის მანძილზე საქართველოს ასეულ ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა გაწყვიტა (ე.წ. გენოციდი") და ლტოლვილად აქცია.

შევარდნაძე-სააკაშვილის დანაშაულებრივმა ხელისუფლებამ არ დაინდო არ ქართველები, არც აფსუები და არც ოსები. შევარდნაძე-სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლება და მათი პატრონი მსოფლიო მმართველები უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მომხდარ უბედურობების ქრთველ ერზე გადაბრალებას ცდილობს საყოველთაო საცნობარო საშულებების გამოყენებით.

მსოფლიო მმართველების მოყვანილ-მართული არასამართლებრივი შევარდნაზე-სააკაშვილის ხელისუფლება დამნაშავეა აფხაზეთში, სამაჩაბლოში, სამეგრელოში და მთელს საქართველოში მოსახლეობის გაწყვეტაში (ე.წ. "გენოციდი"), მათ შორის ქართველთა , აფსუათა და ოსთა გაწყვეტაში.

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არასამართლებრივი შევარდნაზე-სააკაშვილის ხელისუფლება დამნაშავეა

რუსები არაფერში არ არიან დამნაშავები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსები არაფერში არ არიან დამნაშავები?

ვფიქრობ, რუსეთის მასონური ხელისუფლებაც მოხსენიებული მყავს წინა წერილში. იხილე ნაწყვეტი:

"მსოფლიო მმართველებმა 1992 წელს საქართველოში მოიყვანეს არასამართლერივი, დანაშაულებრივი, სისხლიანი ხელისუფლება მასონ ედვარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით. შევარდნაძის დანაშაულებრივ ხელისფლებას მხარი დაუჭირა ამერიკის და რუსეთის მასონურმა ხელისუფლებებმა (ჯ. ბუში- ელცინი).

2003 წელს ედვარდ შევარდნაძის ჩანაცვლება მოხდა, მისივე წიაღიდან გამოსული, ასევე არასამართებრივი სააკაშვილის ნაც-ხელისუფლებით."

 

რუსეთი რომ დამპყრობი და მტაცებელია ეს ახალი არ არის, მაგრამ დღეს ვინ წარმართავს ამ დამპყრობს, ამაზე გვაქვს საუბარი.

საკითხავია ვინ მიუგდო რუსეთს საჯიჯგნად საქართველო?

ვისი დავალებით და გეგმით ხდება რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირება?

ვისი დავალებითა და კარნახით მიენიჭათ რუსებს ე.წ. "სამშვიდობოების" სახელი საქართველოში?

შემდეგ კი ომის გაჩაღება ვისი დავალება-ბრძანებით მოხდა.

დღეს ვინ მართავს საქართველოს? მასონები ხომ არა, ამერიკის ხელისუფლებას ამოფარებულნი?!

ვინ წვრთნის (ე.წ. "თრეინინგები") ნაცების ხელისუფლების სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს?

ვინ რყვნის ქართველ ერს? ხომ არაფერი გენიშნა?

ძნელი დასანახია, ან ძნელი მისახვედრია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ვინ მართავს საქართველოს? მასონები ხომ არა, ამერიკის ხელისუფლებას ამოფარებულნი?!

კი ისინი მართავენ მაგრამ მათსაქართველო რუსებს აახიეს დანიშნეს თავისი პრეზიდენტი რომელიც წარმატებით მართავს კოლონიას

 

ძნელი დასანახია, ან ძნელი მისახვედრია?

მე ყველაფერს ვარ მიხვედრილი

 

აქეთ ჩავატარებ ლექციებს მასონებზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

კი ისინი მართავენ მაგრამ მათსაქართველო რუსებს აახიეს დანიშნეს თავისი პრეზიდენტი რომელიც წარმატებით მართავს კოლონიას

 

 

მე ყველაფერს ვარ მიხვედრილი

 

აქეთ ჩავატარებ ლექციებს მასონებზე

დღევანდელ საქართველოს ყოფას წარმატებული ჰქვია?

==============================================

 

 

http://www.ndi.org/files/images/NDIlogo_2C.jpgმასონური "NDI"-ი დაპყრობილ საქართველოში ხალხს აბრიყვებს

13.10.11

 

სააკაშვილის "ნაცსაძმო" ამერიკის "სახელმწიფო-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებულ-გაყალბებული კვლევის შედეგებით კმაყოფილია. "ნაცსაძმოელი" პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს,"ნაცდამპყრობლებს" კვლავ შეუძლიათ ხალხის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ.

"ნაცსაძმოელთა" მხარდაჭერა 52 პროცენტია. მისივე თქმით, საკმაოდ მაღალია მიშა სააკაშვილის მხარდაჭერა და ეს მაჩვენებელი 60% -ს აღემატება.

 

ამერიკელთა მიერ მოვლენილმა "NDI"-მ დღეს საზოგადოებრივი ჯგუფების მხარდაჭერის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც სრულიადაც არ ასახავს სინამდვილეს, ისევე როგორც წინა წლეებში ჩატარებული ე.წ. კვლევები.

ასე ურცხვად აფათურებენ დაპყრობილი საქართველოს საშინაო საქმეებში დამპყრობი მასონები და მათ მიერ შემოგზავნილი სხვადასხვა ცრუ ,"NDI"-ს მსგავსი ჯაშუშური ჯგუფები, რომლებიც ქართველი ხალხის გონების არევას ცდილობენ, სიცრუის გავრცელებით.

ასეთივე ცრუ "გამოკვლევით" გაგვიმასპინძლდნენ ამჯერადაც, რათა მათ მიერ დასმული "ნაცდამპყრობლები" კვლავაც ხელისუფლებაში დარჩნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღევანდელ საქართველოს ყოფას წარმატებული ჰქვია?

შევარდნაძის მმართველობასთან შედარებით წარმატებულია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ნაცსაძმოელთა" მხარდაჭერა 52 პროცენტია

რეგიონებში თავისუფლადაა შესაძლებელი. თბილისში დაბალი იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის სავალალო ვითარება, რომ ყოველი 8 ბავშვი 10-იდან ქართულად ვეღარ მეტყველებს!..

 

მერე ვისი ბრალია , რომ ვერ მეტყველებენ ქართულად?

მშობლების!!! კეთილი ინებონ და ასწავლონ საკუთარ შვილებს ქართული...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://geurasia.org/wp-content/uploads/2011/10/guram_sharadze1-150x150.jpgმამულიშვილი გურამ შარაძე:

“ფრთხილად, ქართველებო!”

ამონარიდები 2004 წლის საუბრიდან

(18 ოქტომბერი, 2011)

 

ეს საუბარი 2004 წელს შედგა. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა. მაშინ ბატონი გურამი მთელი ხმით მოუწოდებდა საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ; ცდილობდა დაენახვებინა ჩვენთვის ის საფრთხეები, რაც საქართველოს მთავრობაში ახალი ძალების მოსვლით ემუქრებოდა ჩვენს ქვეყანას. ილიას “ბედნიერი ერის” სინდრომი ღრმად არის გამჯდარი ჩვენს შეგნებაში, ამიტომაც ჩვენ ეს საფრთხე ვერ დავინახეთ და დღესაც დუმილით ვიღებთ ყველა დარტყმას, რაც ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს, წარსულს, საუკუნეებით დამკვიდრებულ ცხოვრების წესს, რწმენას, მომავალს ანადგურებს.

გთავაზობთ ამონარიდებს

ინტერვიუდან.

 

 

 

 

-ბატონო გურამ, რამდენიმე დღის წინ, როცა თქვენთან სასაუბროდ მოვედი, ერთ-ერთ შეკითხვად მქონდა:

,,რა ელის ბასილ მკალავიშვილს?“

დღეს გასაგებია, რაც ელის ბასილ მკალავიშვილს, მაგრამ რა ელის ქართულ მართლმადიდებლობას?

-მთელი უბედურება ის არის, რომ 80-იანი წლების ათეისტურმა კომუნისტურმა რეჟიმმა საქართველოს მართლმადიდებლობა გააღარიბა შეგნებული ცოდნისაგან, რწმენისაგან. დღეს ჩვენ გვაქვს გენეტიკურად და ტრადიციულად მართლმადიდებლური და არა შეგნებული მართლმადიდებლური განათლების მქონე ერი. უცოდინრობისგან გადარჩენის ერთადერთი გზა იყო სკოლები, სადაც შემოღებული იყო რელიგიის გაკვეთილები, სადაც ბავშვები ეცნობოდნენ მართლმადიდებლობის ანბანს. დღევანდელი განათლების მინისტრი, რწმენით იეღოველი, გეგმავს ანტიმართლმადიდებლურ ქმედებებს. თქვენ დაინახავთ, როგორ შეიზღუდება სკოლებში რელიგიისმცოდნეობა, ქართული ენისა და ლიტერატურის საათები შემცირდება, სამაგიეროდ, მხრებს გაშლის სექსოლოგიური, სატანისტური ლიტერატურა. სანამ ჩვენ სოროსს არ შევათრევთ სოროში, ჩვენი ქართული მართლმადიდებლობის საშველი არ იქნება.

-კანონი სარწმუნოების შესახებ;

- კანონი ეროვნული რეკვიზიტების შესახებ;

- კანონი ენის შესახებ; ,

,თურქი მესხების“ ჩამოსახლების შესახებ _

აი, ოთხი ძირითადი მიმართულება, რომლისთვისაც თქვენ იბრძოდით თქვენი საპარლამენტო მოღვაწეობისას.

რას მიაღწიეთ და როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას?

-ჩემი საპარლამენტო ბრძოლებით მე შევაკავე ანტიქართული, ანტიეროვნული ქმედება, ან აღვკვეთე, ზოგჯერ ბოლომდე მივიყვანე, ზოგი ყალყზე შემდგარი ამბავი ჩავაწყნარე.

შეჩერდა 40 000 ,,თურქი მესხის“ ჩამოსახლების საკითხი; მივაღწიე იმას, რომ ქართული ენა არ არის გამოცხადებული არასავალდებულო ენად, ეროვნულ რეკვიზიტებში მამის სახელი აღდგენაც ჩემს დამსახურებად მიმაჩნია.

მე ბოიკოტი გამოვუცხადე საპარლამენტო არჩევნებს.

ეს პარლამენტი იქნება იეღოველთა და თავისუფლების ინსტიტუტის პარლამენტი.

ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს ამ პარლამენტის არჩევით, მან უნდა დაინახოს, რა ჩაიდინა და მოინანიოს თავისი დანაშაული, მე კი ჩემს სიტყვას, ჩემს ხმას ყოველთვის გავაგონებ უნივერსიტეტის, მეცნიერებათა აკადემიის ტრიბუნებიდან, ქუჩიდან, ჩემი წიგნებიდან, სტატიებიდან და თან ამას მწარედ დავაყოლებ – აი, თქვენ მიიღეთ ის, რასაც იმსახურებდით თქვენი პასიურობით, მიმნდობობით, ზოგჯერ კიდევ უზნეობით.

- თქვენ ბრძანდებით კოლხური კოშკის კომისიის თავმჯდომარე. საზოგადოებას არაერთხელ წარუდგინეთ კომისიის მიერ ჩატარებული მუშაობის ერთგვარი ანგარიში. რა საქმიანობას ეწევა დღეს კომისია?

- სამწუხაროდ, ვერაფრით გაგახარებთ. გაერთიანებულ ქართულ ბანკში ჩვენ გავხსენით ანგარიში და ვითხოვდით თანხების გადმორიცხვას. დღევანდელ მთავრობას ახალი პოლიტიკური ქულების დასაწერად სურს ზვიად გამსახურდიას ძვლების გადმოსვენება. მე გახლავართ ბატონი ზვიადის ნდობით აღჭურვილი პირი და თავს უფლებას ვაძლევ განვაცხადო, რომ ბატონი პრეზიდენტის გადმოსვენების საკითხი შეიძლება დადგეს მაშინ, როცა

პირველი – როცა საქართველოს გენერალური პროკურატურა მოუხსნის მას სამშობლოს მოღალატის, ხაზინისა და ბანკის ძარცვის ბრალდებას.

მეორე – უნდა აღვადგინოთ კოლხური კოშკი. როგორ? საქართველოსგან დაუტირებელი პრეზიდენტი კოლხურ კოშკში არ დავასვენოთ, პირდაპირ გავაქანოთ და ჩავასვენოთ საფლავში?! კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და აღადგინოს კოლხური კოშკი, სადაც დავასვენებთ ბატონ პრეზიდენტს და ცოდვილმა ქვეყანამ სათანადოდ დაიტიროს და გამოისყიდოს მის წინაშე ჩადენილი დანაშაული.

- ბატონი კონსტანტინე გამსახურდია საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორ ფიქრობთ, საზოგადოება მზად არის მის მისაღებად?

- მე ამ კითხვას სხვანაირად დავსვამდი. ბატონი კონსტანტინე თუ არის მზად დღევანდელ საზოგადოებასთან შესახვედრად. მე, რათქმა უნდა, მივესალმები ზვიადის შთამომავლობის სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ…

- შესაძლოა, ეს საკითხი დღეს ნაკლებად აქტუალურია, მაგრამ თავის დროზე თქვენ იბრძოდით ხუთჯვრიანი დროშის წინააღმდეგ.

- პირიქით, დღესაც აქტუალურია. სანამ ეს დროშა არ ჩამოვარდება საქართველოს თავიდან, ქვეყანა ამ ცოდვისგან ვერ გათავისუფლდება. ჩვენ ყოველდღე უნდა ვიმეოროთ რომაელებივით: ,,კართაგენი უნდა დაინგრეს“. ეს არის უცხო, დამპყრობელური, ჯვაროსნული, იერუსალიმური დროშა, შედეგიც სახეზეა. ჩვენი პრეზიდენტი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა საფრანგეთში სამფეროვანი დროშის გამო. იგი დაჰპირდა ემიგრანტებს, რომ დროშის ნაწილს გერბს ჩააყოლებდა. ვინ მისცა ხელისუფლებას იმის უფლება, რომ დროშა, გერბი, ჰიმნი თავისი სურვილის მიხედვით ცვალოს. ამდენს იულიუს კეისარი ვერ გაუბედავდა თავის ხალხს. სიკვდილამდე აკაკი ბაქრაძე გვაფრთხილებდა: “ფრთხილად, ქართველებო, დროშის ქურდობა არ დაგვაბრალონ“.

- რას გვეტყვით ჰარვარდისა და ლევილის არქივების შესახებ?

- ეს არქივები სრულად აღვწერე, გავწმინდე და ჩავაბარე საქართველოს სახელმწიფო საისტორიო მუზეუმს. თხუთმეტი წელი ვიბრძოდი იმისათვის, რომ ლევილის მამული, რომელიც ქართველთა ფულით არის ნაყიდი, საქართველოს საკუთრებაში გადმოვიდეს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამას საკუთარ დამსახურებად მიიწერს.

- ბატონმა პრეზიდენტმა ქართველ ემიგრანტებს აღუთქვა, რომ იგი საქართველოში გადმოასვენებს ცნობილ ქართველთა ნეშთებს.

- აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია ქართველთა ნეშთების შეწუხება.

ემიგრაციაში არსებული საფლავები ჩვენ გვაფრთხილებს:

ქართველებო, იყავით ფხიზლად, რომ შემდგომშიც არ მოგიწიოთ ქვეყნიდან ქართველი გმირების გაძევება და შემდგომ იქ დასაფლავება.

ეს საგანგაშო საფლავებია, საქართველოში ჩვენ გვაქვს ილიას საფლავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ქართველებო, იყავით ფხიზლად, რომ საქართველომ თავისი ღირსეული შვილები უცხოეთში არ გადაკარგოს.

ბატონი გურამ შარაძის შფოთვის მიზეზი ახლა მაინც ხომ გასაგებია საზოგადოებისთვის.

გავიხსენოთ: პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლებში. შემცირდა არა მარტო ქართული ენისა და ლიტერატურის საათები, არამედ სასწავლო პროგრამაც უცნაური ფორმით მიეწოდება მოსწავლეებს. გაუქმდა რელიგიის საათები, რელიგიის კუთხეები სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც სტუდენტები და მოსწავლეები მართლმადიდებლურ ლოცვებს კითხულობდნენ.

პასპორტებში მამის სახელი კი არა გვარების შემოკლებაც აქვთ დაგეგმილი.

პარლამენტი როგორც დაკომპლექტდა, ყველამ კარგად ვიცით. საქართველოს დევნილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მრავალტანჯული ნეშთი ყოველგვარი ამინისტიის გარეშე გავერანებულ, მოუწესრიგებელ კოლხურ კოშკში დაატირებინეს ქართველებს და ის მიდამო, სადაც ქართული ლიტერატურის შედევრები იწერებოდა და ქართული სული ღვიოდა, დღეს არავის ახსოვს.

ბატონი კონსტანტინე გამსახურდია შეხვდა ქართულ საზოგადოებას, მაგრამ თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით დატოვა სიტყვა `მაგრამ“…

ქართველი ემიგრანტების მიერ საქართველოსთვის შენახულ- დაცული და ნაანდერძევი ლევილის მამულის შესახებაც საეჭვო დუმილი სუფევს. საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს კონკრეტულად ვინ არის მისი პატრონი. საქართველოს მთავრობა მართლა აპირებს საკუთარ დამსახურებად მიიწეროს ამ აპექტში რაღაც, მაგრამ რა , ამას დრო გვიჩვენებს.

კი, სწუხდა ბატონი გურამი, მაგრამ არა მგონია დღეს ვინმეს საზღვარგარეთ დასვენებულ ქართველთა ნეშთების სამშობლოში დაბრუნების დარდი არ ასვენებდეს, ის კი არა და, ქვეყნიდან უკანმოუხედავად გაქცეულთა შესახებაც დუმს.

დუმს ქართული საზოგადოებაც ისევე, როგორც დუმდა…

 

ნათია გოგიტიძე

 

http://saertogazeti.net/2011/09/07/%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A5%E1%83%90/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაუქმდა რელიგიის საათები, რელიგიის კუთხეები სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც სტუდენტები და მოსწავლეები მართლმადიდებლურ ლოცვებს კითხულობდნენ

ვიღაც მიმტკიცებდა აქ იმ რელიგიის საათებზე ყველა რელიგიის მიმოხილვა ხდებაო. წაიკითხოს ახლა ეს...

 

დღეს ჩვენ გვაქვს გენეტიკურად და ტრადიციულად მართლმადიდებლური

:ihihi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

13-10-2011

ყარსის ხელშეკრულება - 90 წლის წინ დაკარგული ქართული მიწები

 

http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2011/42/xelmowera-copy.jpg

1921 წლის 26 სექტემბერი. ყარსის რკინიგზის სადგურზე მაღალჩინოსან თურქ სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებს მოუყრიათ თავი. ეს თურქეთის დიდი ეროვნული კრების დეპუტატი და აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი ქიაზიმ ყარაბექირ-ფაშაა. იქვე დგანან წარმომადგენელი მუხტარ ბეი და აღმოსავლეთ ანატოლიის რკინიგზის უფროსი ველი ბეი, თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში მენდუხ შევქეთ-ბეი, რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში სერგეი ნაცარენუსი და სხვა სახელმწიფო პირები.

მატარებლიდან გადმოდიან დაპყრობილი საქართველოს სრ რევკომის პრეზიდიუმის წევრი, სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი შალვა ელიავა; დაპყრობილი საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე სვანიძე, ჯგუფის მრჩეველი სასაზღვრო საკითხებში პავლე ინგოროყვა; დაპყრობილი არმენიის სსრ საგარეო საქმეთა სახკომი ასქანაზ მრავიანი, არმენის სსრ შინაგან საქმეთა სახკომი პოღოს მაკინციანი, დაპყრობილი აზერბაიჯანის სსრ სახალხო კონტროლის სახკომი ბებუთ შახტახტინსკი, რუსეთის საგარეო საქმეთა სახკომის კოლეგიის წევრი იაკობ განეცკი.

მასპინძელმა თურქებმა სტუმრები მოლაპარაკებისთვის საგანგებოდ მომზადებული ყარსის მმართველის შენობისაკენ წაიყვანეს.

მუშაობას იწყებდა დაპყრობილი საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება: უნდა შეთანხმებულიყო და ხელმოწერებით განმტკიცებულიყო მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ადგენდა სასაზღვრო-საკითხს. ეს ეხებოდა აჭარას (ბათუმის ოლქის სამხრეთ მონაკვეთს), აგრეთვე ართვინის ოლქს (მთლიანად) და არტაანის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილს; სომხეთში - ყარსის ოლქს ყაგიზმანითურთ და არტაანის ოლქის სამხრეთ ნაწილს, აზერბაიჯანში კი ნახჭევანს.

მოლაპარაკება, რომელიც ყარსში გაიმართა, ყარსის შეხვედრისა და ყარსის ხელშეკრულების სახელით გახდება ცნობილი. ეს მოხდება 1921 წლის 13 ოქტომბრის ნაშუადღევს, ყარსის მმართველის შენობაში.

ყარსის შეხვედრას წინ უსწრებდა არაერთი მოვლენა. ყარსის ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული ზოგიერთი საიდუმლოებით მოცული ამბავი საქართველო-თურქეთისა და რუსეთის საბჭოთა კავშირ-თურქეთის ურთიერთობიდან, რომლებიც თავის დროზე არ გახმაურებულა და მკვლევრებისთვის ნაწილობრივ ცნობილი მხოლოდ 90-იან წლებში გახდა, თუმცაღა არქივები ჯერ კიდევ ბევრ უცნობ საბუთებს ინახავენ.

 

სან-სტეფანოს ზავიდან მოსკოვის ხელშეკრულებამდე

დაპყრობილი საქართველოს მდგომარეობას ძალზე ხშირად ორი დიდი დამპყრობი იმპერია - რუსეთი და თურქეთი განსაზღვრავდა. ასე იყო

- XVIII საუკუნეში (იასის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1792 წელს);

- XIX საუკუნეში (ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1829 წელს;

- სან-სტეფანოს სამშვიდობო ხელშეკრულება 1878 წელს).

საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო სან-სტეფანოს ზავი, რომლის თანახმად, რუსეთის იმპერიამ დამარცხებული თურქეთისაგან ძირძველი ქართული მხარეები (ტაო-კლარჯეთი, ერუშეთი და სხვ.) მიიღო. რუსეთ-თურქეთის 1878-79 წლების ომის შედეგების მიხედვით რუსეთის იმპერიამ ბათუმი და ართვინ-არტაანი ოსმალეთისაგან გასამრჯელოს სახით მიიღო. სან-სტეფანოს ხელშეკრულებით და მოგვიანებით, ბერლინის შეხვედრის გადაწყვეტილებით დადგენილი რუსეთ-თურქეთის საზღვარი სამართლებრივად უცვლელი იყო 37 წლის განმავლობაში. I მსოფლიო ომის კავკასიის საომარ მოქმედებებს ცვლილებები შეჰქონდა სასაზღვრო საკითხებში:

- ბათუმსა და ართვინს ჯერ თურქები (ბრესტის 1918 წლის ზავის შედეგად), მოგვიანებით კი, თურქეთის დამარცხების შემდგომ (მუდროსის 1918 წლის ზავით), ინგლისის იმპერია იპყრობს, არტაანი კი თურქებისაგან ჩამოყალიბებულმა ხელოვნურმა, თვითმარქვია ე. წ. ყარსის სახელმწიფომ ჩაიგდო ხელში. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის და ქართული ლაშქრის ძალისხმევით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთთან საკმაოდ სწრაფად აღდგა თითქმის იმავე სახით, როგორიც I მსოფლიო ომამდე იყო: 1920 წლის ივლისში, როცა საქართველომ აჭარა (ბათუმის ოლქი ართვინითურთ) დაიბრუნა, საქართველოს ფართობმა თითქმის სისრულეს მიაღწია. ეს იყო უდიდესი მიღწევა XIV საუკუნის 30-იანი წლების შემდგომ, როცა გიორგი ბრწყინვალემ საქართველო კვლავ გააერთიანა.

აი, ასეთი მდგომარეობა ჰქონდა საქართველოს 1920 წლის შემოდგომაზე, როცა კომუნისტური რუსეთისა და ქემალისტურმა თურქეთის მთავრობებმა გარიგებით საქართველოს წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება.

იმ დროს კომუნისტური რუსეთის მმართველის ვლადიმერ ლენინისა და თურქეთის მეთაურ მუსტაფა ქემალის მიზნები ერთმანეთს დაემთხვა: ორივე ევროპულ გაერთიანება "ანტანტას" ებრძოდა. ბუნებრივია, საერთო მტერმა მიზანთა დამთხვევა გამოიწვია - რუსეთმა თურქეთს საომარი საჭურვილი და ფული მიაშველა. კომუნისტური რუსეთის მთავრობა მოკავშირე ქემლისტურ თურქეთს ახლო აღმოსავლეთში მასონ-კომუნისტური მმართველობის გავრცელება(ე.წ. "მსოფლიო პროლეტრული რევოლუციის") საშუალებად განიხილავდა.

დამპყრობი თურქეთი მოქმედებდა 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოსა და სომხეთთან დადებული კაბალურ ხელშეკრულებათა დებულებებით და როგორც საქართველოს ძირძველ აჭარა-ტაო-კლარჯეთს, ასევე სომხურ ყარსსა და ყაგიზმანს თავის მხარეებად მიიჩნევდა. თურქეთმა თავიანთი მოთხოვნა გამოხატეს სივასის შეკრებაზე და აიძულეს იმ დროისათვის უკვე ინგლისელების გავლენის ქვეშ მყოფი თურქეთის პარლამენტი (მეჯლისი) 1920 წლის იანვარში მიეღო ე.წ. ეროვნული აღთქმა, ძალიან მნიშვნელოვანი საბუთი, რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. ამ დადგენილებაში ბათუმის ოლქი თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი, რომელიც "დედასამშობლოს" ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა. ამასთან, თურქეთმა ე.წ. „ეროვნულ აღთქმაში" მოსახლეობის ნების გამოხატვითაც განამტკიცა იგი. ე.წ. "აღთქმის" საფუძველზე პირველი მოთხოვნა თურქეთმა საქართველოს ჯერ კიდევ 1920 წლის ივლისში წამოუყენა, როცა დამპყრობმა "დიდმა ბრიტანეთმა" აჭარიდან ჯარები გაიყვანა და ბათუმი დაგვიბრუნდა, თუმცა იმ დროს თურქების მოთხოვნისათვის საქართველოს მთავრობას ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია. არადა, თითქმის იგივე განმეორდა 1921 წლის იანვარშიც, როცა დამოუკიდებელი საქართველოს წარმომადგენლები, სიმონ მდივნის ხელმძღვანელობით ანკარაში ჩავიდა: საზღვრებზე საუბრისას მუსტაფა ქემალმა "ეროვნული აღთქმა" შეგვახსენა და მისი საბუთი გადმოგვცაო, - ატყობინებდა ქართველი ელჩი.

ე.წ. "ეროვნული აღთქმა" თურქეთისთვის დღესაც მოქმედი სამართლებრივი საბუთია, რადგან სწორედ მასშია გამოხატული თანამედროვე თურქეთის საზღვრები.

 

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა სულ უფრო მტკიცდებოდა. 1920 წლის დასასრულს გადაწყდა მეგობრობის ხელშეკრულების დადებაც. საყურადღებოა, რომ ბაქოს გავლით მოსკოვს მიმავალი თურქეთის წარმომადგენლები იუსუფ ქემალის მეთაურობით ბათუმიდან თბილისში 4 თებერვალს, რუსეთის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ თურქები დიდი პატივით მიიღო, გაიმართა ხანმოკლე მოლაპარაკება, რომლის დროსაც თურქებმა დაადასტურეს ახლო მომავალში საქართველოსთან ხელშეკრულების დადების სურვილი.

19 თებერვალს, თურქები მოსკოვში ჩავიდნენ, ხოლო რუსეთ-თურქეთის შხვედრა 26-ში დაიწყო. ხელშეკრულების შემუშავებისას მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულება უნდა ყოფილიყო თურქეთის აღმოსავლეთის საზღვრის აღიარება რუსეთის მიერ.

ამ დროს კი კომუნისტური-რუსეთის ლაშქარი თავს დაესხა საქართველოს. საქართველოში ყოველი მხრიდან შემოსეულმა რუსეთის ლაშქარმა საქართველოს დედაქალაქი დაიპყრო, საქართველოს მთავრობამ საქართველო დატოვა.

1921 წლის მარტის დასაწყისში თურქეთის წარმომადგნელმა იუსუფ ქემალმა რუსეთის მთავრობას ბათუმის, ართვინისა და არტაანის, აგრეთვე ყარსის თურქეთის შემადგენლობაში აღიარება მოსთხოვა.

 

 

1921 წლის 16 მარტი. მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში, ქართველთა დაუკითხავად, მოსკოვში ხელმოწერილი "რუსეთ-თურქეთის გარიგებით (მეგობრობის ხელშეკრულებით)" გადაწყდა საქართველოს, არმენიისა და აზერბაიჯანის საზღვრების ბედი.

საქართველომ მიწების თითქმის ერთი მესამედი დაკარგა.

 

რუსეთ-თურქეთის გარიგების მოსკოვში ხელმოწერილი 16-მუხლიანი საბუთის მთავარი მარცვალი პირველ მუხლშია, რომელშიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარია (საზღვარი საქართველოსთან) მოცემული. "ცნებაში "თურქეთი" იგულისხმება ის საზღვრები, რომლებიც განისაზღვრა თურქეთის დეპუტატთა პალატის მიერ შემუშავებული 1336 (1920) წლის 28 იანვრის ე.წ. "ეროვნული აღთქმით". შემდეგ აღწერილია თურქეთის ამჟამინდელი საზღვარი - სარფიდან ნახჭევანამდე. რაც შეეხება ბათუმის ოლქს, მეორე მუხლში ვკითხულობთ:

"თურქეთი თანახმაა დაუთმოს თავისი უფლება საქართველოს ბათუმის ნავსადგურზე, ქალაქსა და იმ არემარეზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ

1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო თვითმმართველობით ("ავტონომიით") ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და მიიღებს ისეთ საადგილმამულო წესს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება;

2) თურქეთს მიეცემა ბათუმის ნავსადგურით სხვადასხვა საქონლის თავისუფალი მოძრაობის უფლება, უბაჟოდ და დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების დაუბეგრავად".

მოსკოვის ხელშეკრულების მე-15 მუხლით რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ ამიერკავკასიის ქვეყნები მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს აღიარებდნენ, ანუ რუსეთი მათზე ზეწოლას მოახდენდა.

საქმე ის იყო, რომ როგორც ქართველ კომუნისტებს ("უკლონისტებს"), ისე არმენ კომუნისტებს, მიწების დაკარგვა გულზე მაინცდამაინც არ ეხატებოდათ. რუსეთის კომპარტიის გეგმიდან გადამხრელების განზრახვა ცნობილი გახდა რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროსთვის (ორჯონიკიძე, კიროვი, ფიგატნერი, პლეშჩაკოვი და სხვები), რომელმაც მკაცრი ბრძანება მისცა ქართველ და არმენ წარმომადგენლებს:

ყარსში მოლაპარაკება ჩატარდეს მოსკოვის ხელშეკრულების მკაცრი დაცვით;

კავკასიის დაპყრობილმა საბჭოთა ქვეყნებმა მხარი დაუჭირონ რუსეთ- თურქეთის გარიგებას;

არ დაუშვან დაპყრობილი ამიერკავკასის სახემწიფოთა მოსახლეობის გამოსვლები; გამოიჩინონ ერთსულოვნება...

ცხადია, ასეთი მკაცრი გაფრთხილების შემდეგ ძალზე რთული იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა მათ წინააღმდეგობის მცდელობა იყო.

შეკრების დაწყებისთანავე ქართველებმა თურქებს მოსთხოვეს ორად გაყოფილი სარფის მთლიანად საქართველოსთვის გადმოცემა, არმენებმა კი ქალაქ ანისის (ნანგრევების) დაბრუნება. თურქებმა მტკიცე უარი განაცხადეს და შემხვედრი წინადადება წამოაყენეს ბათუმის ნავსადგურში "თავისუფალი ზონის" (ანუ ფაქტობრივად, თურქეთის დაქვემდებარებაში მყოფი მხარე) შექმნა მოისურვეს.

სამწუხაროდ, ქართველთა და არმენთა თურქებთან გამართულმა ცხარე კამათმა ნაყოფი არ გამოიღო. მშვიდად მხოლოდ დაპყრობილი აზერბაიჯანის წარმომადგენლობა იყო.

1921 წლის 13 ოქტომბერს თურქეთისა და დაპყრობილი საქართველო-არმენ-აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მტაცებლურ ხელშეკრულებას, რომელიც ძირითადად მოსკოვში ხელმოწერილი რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების გამეორება იყო და მასში ჩაწერილ დებულებებს იმეორებდა. მეორე მუხლად უცვლელად იქნა შეტანილი მოსკოვის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ბათუმის ოლქს ეხებოდა: თურქეთმა საქართველოს ბათუმი დაუთმო, საზღვარიც სარფზე გავიდა, თუმცა გავიხსენოთ თურქების ე.წ."ეროვნული აღთქმა", რომელიც დღემდე არ შეცვლილა და თურქეთის ხელისუფლება მას მოქმედ კანონად მიიჩნევს.

ყარსის მოლაპარაკების შემდგომ, როგორც კი ხელშეკრულება გამოქვეყნდა, საზოგადოება აღაშფოთა ამ ამბავმა. საქართველოს მიწების გასხვისების გამო, კერძოდ აჭარის სამხრეთი ნაწილი თურქეთმა მიიტაცა.

თურქეთთმა კი ცოტა ხნით ადრე, 1922 წლის 16 მარტს, ანკარაში დიდი ეროვნული კრების დადგენილებით (კანონი #207) ხელშეკრულების დამტკიცება მოახდინა.

 

ყარსის ხელშეკრულების დადების შემდგომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მშვიდი იყო, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიკვდილის შემდგომ კი გაუარესდა, განსაკუთრებით II მსოფლიო ომის წლებში, როცა მიუმხრობლობაგამოცხადებულმა თურქეთმა გერმანიასთან თანამშრომლობა დაიწყო. სანამ გერმანია უტევდა კომუნისტურ რუსეთთს, რუსეთი ითმენდა თურქეთის პირისგატეხვას, მაგრამ როცა რუსეთის ლაშქარი მომძლავრდა, სტალინმა ანკარას 1921 წლის ხელშეკრულებები გაუხსენა და ჯერ პოტსდამის სახელმწიფო მეთაურობის შეკრებაზე, შემდეგ კი გაეროს შეკრებაზე ქართული და პარალელურად არმენული მიწების დაბრუნება მოსთხოვა. ეს დრო დღესაც შეუსწავლელია. არადა, 45 წლის წინანდელ საცნობარო საშუალებებში შემონახულია ქართველი მეცნიერების მოთხოვნა:

"თურქეთმა უნდა დაგვიბრუნოს მიტაცებული ქართული მიწა-წყალი";

არქივებში შემონახულია ანკარაში საბჭოთა რუსეთის საელჩოს მიერ კრემლში გაგზავნილი საიდუმლო მოხსენებები; ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის მიერ შემუშავებული ტრაპიზონის, ართვინის, არტაანისა და ყარსზე შეტევის საიდუმლო გეგმები; სამეურნეო გარდაქმნის გეგმები, რომელიც დაბრუნებულ მიწაზე უნდა განხორციელებულიყო; დაპყრობილი საქართველოს კომპარტიის მიერ ტრაპიზონისა და ართვინის ქალაქკომებისა თუ აღმასკომების წევრობის კანდიდატთა სია, ქართველი პოეტების ლექსები სათაურით "სამხრეთის საზღვარზე" და "ფიქრები ტრაპიზონის ოლქკომზე".

 

 

http://www.amsi.ge/istoria/sab/img/yarsi_1921.png

 

 

მოსკოვის ხელშეკრულებითაა "დაბადებული" ყარსის ხელშეკრულებაც.

 

 

*****

დასასრულ, 20 წლის წინ, საქართველოსა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულება, რომელიც ქართული საზოგადოების აღშფოთების საგანი გახდა...

ბევრ სახელმწიფო და საზოგადოებრივ მოღვაწეს მიაჩნდა, რომ ყარსის ხელშეკრულება წარსულის კუთვნილება იყო, რომ ის უიმედოდ მოძველდა და 90 წლის წინანდელი საბუთის პირობები მხოლოდ მკვლევარებსღა თუ აინტერესებდათ, მაგრამ... ხშირად წარსული თავს გვახსენებს:

2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის ომმა, თურქეთის თავის წამოყოფამ, მისი მეთაურის მოსკოვში სტუმრობამ და როგორც ამბობენ, კრემლში განხილულმა აჭარის საკითხმა (თურქეთი ბათუმში ჯარების შეყვანას გეგმავდაო) კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საკითხი მოუგვარებელია.

საქართველომ არც ის უნდა დაივიწყოს, რომ ყარსის ხელშეკრულება, შეიძლება ითქვას, "უკვდავია":

ა) ცალმხრივად მისი დენონსაცია შეუძლებელია, რადგან საქართველო, არმენია და აზერბაიჯანი ხელშეკრულებაში მხოლოდ ერთ მხარეს წარმოადგენენ.

მართალია, დღევანდელი არმენია ყარსის დებულებებს სასაზღვრო საკითხებში არ აღიარებს, მაგრამ აზერბაიჯანისათვის ყარსის ხელშეკრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - ნახჭევანის კუთვნილების გამო;

ბ) სანამ არსებობს მოსკოვის თურქეთ-რუსეთის გარიგება (ე.წ."ხელშეკრულება"), იარსებებს ყარსის ხელშეკრულებაც, რადგან რუსეთი და თურქეთი მოსკოვის ხელშეკრულებას ურთიერთობის მომწესრიგებელ უმთავრეს და უპირველეს სამართლებრივ საბუთად მიიჩნევენ, მას დღესაც უვადოდ თვლიან, ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავენ მისი ხელმოწერის დღეს და შესაბამისად, გინდაც გავაუქმოთ, ამით საქმე მაინც არ გამოსწორდება, რადგან ძაღლის თავი მოსკოვშია დამარხული.

 

სიმონ კილაძე წერილის მიხედვით "კვირის პალიტრიდან"

 

***

 

 

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში

13 მარტი 1998 წ.

რეგისტრაციის ნომერი 430.003.000.132

 

ძალაშია 1993 წლის 25 მარტიდან

 

 

ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა

 

საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას

შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური

ურთიერთობების შესახებ

 

საქართველოს რესპუბლიკა და თურქეთის რესპუბლიკა შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი,

პატივს მიაგებენ რა ორივე ქვეყნის სუვერენულ სტატუსს და ეყრდნობიან დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის, ერთმანეთის საშიანაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს და გამოხატავენ რა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილს,

 

ადასტურებენ რა ერთგულების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისადმი, მისი მიზნებისადმი, ჰელსინიკის დასკვნითი აქტისა და ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის სხვა დოკუმენტებისადმი,

გამოთქვამენ რა რწმენას, რომ ორ ხალხს შორის არსებული ისტორიული და კულტურული ტრადიციების სიახლოვე და მეგობრული კავშირები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას,

მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით,

მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის.

მხარეები აღნიშნული შეთანხმების დებულებებს დაიცავენ თავიანთი კანონმდებლობის, არსებული პრაქტიკის და მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით,

 

საქართველო - ედვარდ შევარდნაძე

თურქეთი - სულეიმან დემირელი

 

ბოლოთქმა:

ისევე როგორც 90 წლის წინ რუსეთ-თურქეთის გარიგებით, საქართველოს უკითხავად ქართლი მიწები გაიყვეს დამპყრობლებმა თურქეთმა და რუსეთმა. დღესაც იგივე მეორდება, ოღონდ ამჯერად დამპყრობ თურქეთს დამპყრობი ამერიკა ჩაენაცვლა.

დამპყრობლების, რუსეთ-ამერიკის გარიგების შედეგად, ძირძველი ქართული მხარეები ადხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთმა მიიტაცა, ხოლო დანარჩენი საქართველო ამერიკის მონობაშია და მათ მიერ დანიშნული ჯალათი ნაც-ხელისუფლება მართავს.

დღევანდელი მსოფლიო სამართალი, ისევე როგორც ძველ დროში, მხოლოდ ძალას (გონებრივ, ხორციელს) ცნობს. ძლიერი ყოველთვის მართალია.

ეს ჭეშმარიტება ქართველმა ერმა უნდა გააცნობიეროს და შესაბასმისად უნდა იმოქმედოს.

ქართველო, ნუ მოტყუვდები!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსოფლიო მმართველებმა სანდრო გირგვლიანის სიცოცხლე მხოლოდ 50 000 ევროდ შეაფასეს

26.10.2011

სანდრო გვირგვლიანის მხეცური მკვლელობიდან თითქმის 7 წელი გავიდა, მაგრამ მკვლელები და დამკვეთები ისევ დაუსჯელნი არიან.

სანდრო გირგვლიანი 2005 წლის 27 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს და წამებით მოკლეს. მკვლელობისათვის საქართველოს ნაც- კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი - ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა და აფციაური დააკავეს, რომელთაც 7-8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით მათ სააკაშვილის შეწყალების შედეგად ჯერ სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.

http://sulanews.files.wordpress.com/2011/04/girgvlianii.gif სანდრო გირგვლიანის ოჯახმა მკვლელობის დამკვეთებად შსს-ს მაღალჩინოსნებს ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს, ასევე შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას დაასახელა.

 

"გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, სააკაშვილის ნაც-იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ "აღნიშნული გადაწყვეტილებას აღსრულებდა".

 

დაცვის მხარემ გირგვლიანის განაჩენის სათანადოდ აღსრულების საკითხში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართვა გაუგზავნა.

 

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაც-ხელისუფლებამ მკვლელობის მოცემულ საქმეზე ხელახალი გამოძიება უნდა ჩაატაროს, რათა გამოვლინდნენ როგორც დამკვეთები, ისე უშუალო მკვლელები. ამასთან, საქმის გამყალბებელ ნაც-პროკურორებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ და საქმის განმხილველი სამივე დონის ნაც-მოსამართლეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

ცნობისთვის, სტრასბურგის განჩინების აღსრულების ვადა 2011 წლის 26 ოქტომბერს ამოიწურა.

 

ნაც-ხელისუფლებამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გირგვლიანის ოჯახთან დავა წააგო. ევროსასამართლომ საქართველოს დამპყრობ ნაც-ხელისუფლებას მოკლული გვირგვლიანის ოჯახისათვის 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ მიუკერძოებლობის კუთხით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ძალოვანი ნაც-უწყებების მიერ წარმოებული გამოძიება ეჭვებს ბადებს.

 

გირგვლიანის ოჯახის დამცველმა შალვა შავგულიძემ შეტყობინება მიიღო, რომ ნაც-იუსტიციის სამინისტროს 50 375 ევროს გადაურიცხა სანდრო გვირგვლიანის მამას.

რაც შეეხება გირგვლიანის საქმის ხელახალ გამოძიებას.

 

სტრასბურგის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ გირგვლიანის ოჯახს საქმის ხელმეორედ გამოძიების მოთხოვნის უფლება ენიჭება.

 

http://internet.ge/v2/news_images/201010123211.jpgმასონური ევრო სასამართლოს იმედად დარჩენილი სამართალმაძიებლები ისევ იმედგაცრუებულნი არიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...