Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

გაბახებული მაფშალია ბუბა -

"ჩემი გმირი გიწოდე მიშო!"

 

http://s1.ipicture.ru/uploads/20110614/i7FnbWgv.jpgწაკუზვით თაყვანისცა და განაბული დაელოდა ნეტარებას

 

http://s1.ipicture.ru/uploads/20110614/QP97qVko.jpgწუწკი ბუბა ჯილდოს მოლოდინში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს არტისტები ყველა მთავრობას ბეზრაზმერნი განდონივით ერგებოდნენ და მოერგებიან კიდო.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული საზოგადოება მამულიშვილ სოსო ჯაჭვლიანის დაუყოვნებელ განთავისუფლებას მოითხოვს!

მამულიშვილი სოსო ჯაჭვლიანის ნაცდამპყრობთა ტყვეობაშია და დღემდე შიმშილობს

2011 წლის 17 ივნისი

 

 

http://www.ambebi.ge/pictures/image2/ef8c90e3e592a3f9b70228aa7f673912.jpg ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მამულიშვილი, რეჟისორი და მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს საქართველოს დამპყრობმა ნაც-ჯალათებმა "სახალხო კრების" 21-26 მაისის ხალხმრავალი შეკრების დარბევისას დააპატიმრეს და სოსო ჯაჭვლიანი მცხეთის საპატიმროში ჩაკეტეს, მოგვიანებით ნაწამები და უმოწყალოდ ნაცემი თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სოსო დღემდე შიმშილობს.

დამცველი ხაჭაპურიძის განცხადებით, ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ დარბევისას ის უმოწყალოდ აწამეს და ჭრილობები, დაზიანებები ჯერ მოშუშებული არ აქვს.

 

დამცველმა ხაჭაპურიძემ ჯაჭვლიანი დღეს საავადმყოფოში მოინახულა და მასთან გასაუბრება მოახერხა. სოსო ჯაჭვლიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმრობაში იმყოფება და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

 

"ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან სააკაშვილის ე.წ. საპატრულო პოლიცია იმყოფება, რა კიდევ ერთი დასტურია რომ მამულიშვილი სოსო ჯაჭვლიანი სააკაშვილის ნაც-დამპყრობლების ტყვეობაშია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამდენი ხალხის დაკავებას, ბურჯანაძე დაეკავებინათ...

 

ვახ რა ვქეყანაში ვცხოვრობთ რა!!!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამდენი ხალხის დაკავებას, ბურჯანაძე დაეკავებინათ...

 

თავგასატეხი ხალხი კიდევ ბევრია. ჯერ არ დაიჭერენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეშმაკის მოწმობების წინააღმდეგ, ანუ

ელექტრონული პირადობის მოწმობების ძალადობრივად შემოღების წინააღმდეგ

19-06-2011

 

http://identitetsikring.files.wordpress.com/2010/03/biometrics1.jpgეშმაკის გზა

ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფი ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებას ეწინააღმდეგება.

როგორც დღეს, ხელოვნების მუზეუმის წინ გამართულ საცნობარო შეკრებაზე, ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები იძლევა ადამიანის ზედამხედველობის საშუალებას, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა.

საზოგადოება მოითხოვს პირადობის მოწმობის აღება იყოს ნებაყოფლობითი და ძალაში დარჩეს ძველი პირადობის მოწმობები.

ამ მოთხოვნით ყველა ეკლესიაში გროვდება ხელმოწერები და უკვე 4000-ზე მეტი ხელმოწერაა შეგროვილი."

თუ მართლმადიდებელთა სამართლიანი თხოვნა არ დაკმაყოფილდება, ხელმოწერები მთელ საქართველოს მოიცავს.

თვალთვალის შემცველ ელექტრონულ მოწმობებზე სახელმწიფოს "საპატიმროდ" გადაქცევის საშიშროების გამო, როგორც მართლმადიდებელმა ქვეყნებმა, აგრეთვე ევროპის სხვა ქვეყნებმაც განაცხადეს აღშფოთება, მათ შორის საფრანგეთმა, ინგლისმა და გერმანიამ", - აღნიშნა ნანობაშვილმა.

მომლოცველები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს სთხოვენ, შეაფასონ აღნიშნული საკითხი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეშმაკის მოწმობების წინააღმდეგ, ანუ

ელექტრონული პირადობის მოწმობების ძალადობრივად შემოღების წინააღმდეგ

 

 

არჩევნების გაყალბების მიზნით, მიშამ დასახმარებლად რადიკალებს მიმართა ეტყობა.

 

მე მოვითხოვ რომ ჩემს პირადობის მოწმობას ნომერი ჰქონდეს 666. კუჭიც არ ამეშლება.

 

სულ ნატვრის ხე უნდა იყოს ამ ქვეყანაში? აღარ მინდა ციციკორე ძიების მმართველობა.

 

ვისაც არ უნდა მოწმობა, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და სულ მიშა იყოს პრეზიდენტი.

 

პ.ს. თუ ძმა ხარ ერთი ის ადგილი მანახე ბიბლიაში სადაც ეწერება, რომ ეს ეშმაკის გზაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზოგადოება მოითხოვს პირადობის მოწმობის აღება იყოს ნებაყოფლობითი

და რა, არაა ნებაყოფლობითი? მე სულ არ ვაპირებ პირადობის აღებას, ფული რაში გადავიხადო ტყუილად, საზღვარგარეთ მე არავინ დამპატიჟებს და ჩემით მაინც ვერ წავალ, აქ კი მეტი რაში უნდა დამჭირდეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

ისა და თუ საიდუმლო არაა მაგ პირადობის მოწმობაში ეშმაკისეული კონკრეტულად რა არის? ანაბეჭდებს რომ გიღებენ? ან რა ზედამხედველობის საშუალებას იძლევა მაგი?

ეშმაკის მონად გადაქცევის ნიშანი 666

 

http://yvelaferi.files.wordpress.com/2010/08/666_bar_code_in_rfid_and_m_m_e_a_verichips.jpg - ელექტრო პირადობის ბარათებზე, სავაჭრო საქონელზე, საკვებზე და ა.შ. ნიშანხაზებით ("შტრიხკოდით") აღნიშნულია რიცხვი 666.

 

 

ბიბლიაში პირდაპირ გვიწერია, რომ რიცხვი 666 ნიშანია ცრუქრისტესი, ანუ, თანამედროვე მშენებარე "ბაბილონის გოდოლის", მსოფლიო სახელმწიფოს მბრძანებლისა.

 

 

დღეს თანამედროვე მეცნიერული მიღწევების გამოყენებითა და საერთაშორისო "ტერორიზმთან" ბრძოლის საბაბით იქმნება ზეპოლიციური მსოფლიო სახელმწიფო-საპატიმრო, სადაც თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება დაკვირვების ქვეშ იქნება. ამგვარი საყოველთაო თვალთვალი-ზედამხედველობის უზრუნველყოფა უკანასკნელი მეცნიერული მიღწევებით შესაძლებელია:

http://i006.radikal.ru/0907/f3/0817ed3a91cd.jpgმიკროჩიპები (კოდით 666), რომლებიც შეჰყავთ ადამიანის სხეულში (შუბლზე ან მარჯვენა ხელზე).

http://s41.radikal.ru/i093/0907/b0/47e7711dab26.jpgჩიპი მუდმივად გამოსცემს ტალღებს, რომლის მეშვეობითაც ადამიანის ადგილმდებარეობა ან გადაადგილება ცნობილი იქნება. ეცოდინებათ ადამიანის ყოველი დანახარჯი (მგზავრობის მიმართულება, შეძენილ წიგნი და ა.შ.), ადგილმდებარეობა...

http://infowars.net/pictures/january2006/240106uk_id_card.jpg

თუმცა ეს ყოველივე შემდეგი ნაბიჯია. დღეს კი ე.წ. ელექტრო მოწმობების აღებას გვაიძულებენ, რომელშიც ადამიანის ძირითადი მონაცემებია ("ბიომეტრიული") მოთავსებული,. როგორიცა:

1. თითის ანაბეჭდები;

2. თვალების მონაცემები;

2. მონაცემები კბილებზე;

3. სიმაღლე და წონა;

4. სურათი;

5. სხეულის განსაკუთრებული ნიშნები (ნაიარევი, ხალი და მისთ...)

6. პირადი ნომერი (ისევე, როგორც ფაშისტური გერმანია აღრიცხავდა ტყვეებს);

მსოფლიო მბრძანებლებისათვის და მათი დაქირავებული ზედამხედველებისათვის (მაგალითად მიშა სააკაშვილი და მისი ნაცსაძმო) თქვენ ხართ მონა, რომელსაც მხოლოდ ნომერი გააჩნია. თქვენ აღარ წარმოადგენთ პიროვნებას.

გვმართებს სულიერი სიფხიზლე, რამეთუ მხეცის ნიშნი ნებით არ მივიღოთ.

განსაცდელის ჟამი ახლოა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/05/soso_manjavize-298x300.jpgსოსო მანჯავიძე:

საქართველოში ძალმომრეობაა გამეფებული

“საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა”

 

“წინააღმდეგობის მოძრაობის” ერთ-ერთი წინამძღოლის სოსო მანჯავიძის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველზე სადამსჯელო ლაშქრობა ქართველი ერის წინააღმდეგ.

“ დავანახოთ ნაც-ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვართ მონები და არ დავემორჩილებით მათ ძალადობას.“- განაცხადა მანჯავიძემ.

 

“პარლამენტის წინ მომხდარმა დარბევამ და ამის შემდგომმა უზნეო შეფასებებმა დაგვანახა, რომ საქართველო არ არის დამოუკიდებელი და მის ხელისუფლებას გარედან მართავენ. ეს ცხადყო საქართველოში ამერიკის ელჩის ჯონ ბასის, 26 მაისის დარბევამდე და დარბევის შემდეგ, გაკეთებულმა განცხადებებმა.”.

 

ჯონ ბასს და სხვა ქვეყნის მმართველებსა თუ მათ წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, ქართველ ხალხს ასწავლონ როგორ იცხოვრონ.

საქართველოში ძალადობაა გამეფებული, ამიტომ საჭიროა ქართველმა ხალხმა აჩვენოს თავისი სახე და ხმამაღლა თქვას, რომ ქვეყანაში გამეფებულია ძალმომრეობა ("ტირანია").

 

სოსო მანჯავიძის ხედვითი მიმართვა:

სოსო მანჯავიძე

 

მოვითხოვთ უდანაშაულო პატიმრების განთავისუფლებას!

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილის ნაც-პარლამენტმა კიდევ ერთი წესდება მიიღო,

ე.წ. "თავისუფლების ქარტია"

07.06.2011

 

პარლამენტმა ახალი წესდება დაამტკიცა. „თავისუფლების ქარტია“, ახალი წესებით საქართველოში კიდევ უფრო გაძლერდება მოქალაქეების თვალთვალი-ზედამხედველობა. ნაც-დამპყრობლების განმრტებით:

"ტერორიზმის დაფინანსების მიზნით, ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების მეთვალყურეობა-თვალთვალი გაძლიერდება."

http://i072.radikal.ru/1106/fc/170700fee0a5.jpg ნაც-შინაგან საქმეთა სამინისტრო

ე.წ. „თავისუფლების ქარტია“ აწესრიგებს, ყოფილი სსრკ-ის საიდუმლო სამსახურების თანამშრომლების აღრიცხვას მიზნით, სახელმწიფო ჯგუფის შექმნას, ასევე კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ლენინური კომიტეტების ყოფილ წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას და სხვას.

რაღა თქმა უნდა ახალ ნაცურ-წესდებაში ლაპარაკია მხოლოდ დამპყრობ რუსეთის საიდუმლო სამსახურებზე და არაფერია ნათქვამი დამპყრობ ამერიკის, თურქეთის, სხვა საიდუმლო სამსახურებზე, რომლებიც შეუფერხებლად ძირს უთხრიან საქართველოს.

მიღებული წესები – „თავისუფლების ქარტიად“ მონათლული„ ლუსტრაციის შესახებ“ წესსა და ე.წ. „პატრიოტის აქტს“ აერთიანებს და გულისხმობს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სახელმწიფო მნიშვნელობის დაწესებულებებისა და ტვირთების მკაცრ მეთვალყურეობას.

ახალი წესდების შემომტანი „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე გია თორთლაძე იყო. ახალი კანონით უნდა მოხდეს საქართველოში საბჭოთა-ბოლშევიკური და ფაშისტური სიმბოლიკების აკრძალვა, დასახლებულ ადგილებს კი, რომელთაც ჯერ კიდევ რუსეთის საბჭოთა დასახელებები აქვთ შემორჩენილი, სახელები უნდა შეეცვალოს.

„თავისუფლების ქარტიად“ მონათლული წესები გამოქვეყნების შემდეგ, ნაცურ შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომიტეტების წევრების საქმეებს შეისწავლის.

კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომიტეტების წევრების 100 ათასამდე საქმე უკვე დევს თაროზე, რომლის განხილვასაც საგანგებო ჯგუფი დაიწყებს. ჯგუფი ნაცურ შსს-ში შეიქმნება,

მას შემდეგ, რაც ჯგუფი ნაც-პარლამეტის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებით შელამაზდება, დადგენილი წესით მათ უნდა შეაგროვონ მონაცემები და აწარმოონ შესაბამისი აღრიცხვა იმ პირთა შესახებ, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ საიდუმლო სახურებთან, ან რომელთა მიმართაც საქართველოს წესდებით გათვალისწინებული წესით მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების (ძირითადად რუსეთის) საიდუმლო სამსახურებთან.

ე.წ. „თავისუფლების ქარტიას“ ქართული საზოგადოება ეწინააღმდეგება და ამტკიცებენ, რომ აღნიშნული წესდება ერთი ჯგუფის მიერ მეორის დევნას ემსახურება, ის არღვევს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს.

„თავისუფლების ქარტიის“ თანახმად, ვერ იქნებიან კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრები, საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობებზე, ვერ იქნებიან მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროების სისტემაში არსებული დეპარტამენტების თავმჯდომარეები, საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები, საქართველოს მთავარი საარჩევნო სამმართველოს წევრები, ქვეყნის კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი და მისი მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი წევრები, ასევე სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელი და მისი მიადგილეები“– ამბობს "ექსპერტად" მონათლული სახელმწიფოებრივ საკითხებში ლევან ადეიშვილი.

თორთლაძის შემოთავაზება, მკაცრად დაგმეს და აცხადებდნენ, რომ თორთლაძის ენით ნაცური შს სამინისტრო ლაპარაკობდა, ვინაიდან „პატრიოტთა აქტი“ სწორედ სააკაშვილის შს სამინისტროს ძალაუფლებას აძლიერებს.

2009 წელს ინიცირებული „პატრიოტთა აქტის“ მიხედვით, უცხოეთიდან ფიზიკურ და იურიდიული პირებზე, მათ შორის „საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე“ გადმორიცხული 10 ათას ლარზე მეტი თანხები დაექვემდებარება მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოწმებას. თუმცა მოქმედი წესდებით, მხოლოდ ის საბანკო გარიგება ექვემდებარება შემოწმებას, რომელიც 30 ათას ლარს აჭარბებს.

ახალი წესდების მიხედვით, ნაცურ შსს-ს მიეცა უფლება, განახორციელოს აეროპორტების, საზღვაო სადგურების, რკინიგზის სადგურების, მეტროპოლიტენის, სახელმწიფო მნიშვნელობის ხიდების, ელექტროსადგურების, „საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და სხვა განსაკუთრებული საწარმოების“ ვიდეო-სათვალთვალო კამერებით აღჭურვა და მათი დაკვირვების ერთიან ნაცთა სისტემაში ჩართვა.

გარდა ამისა, შსს-ს, საბაჟო სამსახურებთან ერთად წესდება ანიჭებს უფლებამოსილებას სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით შემოსული „საეჭვო“ ტვირთების გახსნასა და დათვალიერებაზე. მიუხედავად მოწინააღმდეგეებისა, ახალი კანონი „თავისუფლების ქარტია“ უკვე მიღებულია და ის უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

 

დემოკრატი ნაც-დამპყრობლების მორიგი ბრძანება-წესდება

 

ბოლოთქმა:

აღნიშნული წესდების მიღება უშუალოდ მასონ-ამერიკელი პატრონების დავალება-ბრძანებით მოხდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სარწმუნოებისათვის დევნილი,

პატარა კამერით მაუწყებლობა "კავკასიაში" აურზაურს იღებდა, ისიც სხვა მართმადიდებლებთან ერთად, ნინა ჯანგირაშვილის მითითებით დააპატიმრეს.

ქრისტიანი ავთო ზუმბაძე მთელ თავის ცხოვრებას ისეთი მორჩილებით ასრულებს საყდარში, შეიძლება მორწმუნის მაგალითადაც კი გახადო და ის როგორ შეიძლება მოძალადე იყოს?!

გადაცემის წამყვანმა აქუბარდიას კნეინა ჯანგირაშვილმა მას ცილი დასწამა, ხელი დაადო, რომ თურმე, ერთი ხელით ჩხუბში მონაწილეობდა და მეორეთი იღებდა.

ეს ხომ გაუგონარი ცლისწამებაა?!

პირდაპირ ეთერში მთელი საზოგადოება უყურებდა, როგორ იდგა და "კამერით" იღებდა ყველაფერს. თუ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე და აზრის გავრცელების თავისუფლებაზეა სასჯელი?!

ეს სანიმუშო ახალგაზრდა მართმადიდებელი, სხვა ქრისტიანებთან ერთა დააპატიმრეს მაუწყებლობა "კავკასიის" მეპატრონე ნინა (ო) ჯანგირაშვილის მითითებით.

აქუ რომლებმა ცემეს? :beat:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამპყრობი ამერიკის მონა პოზიცია და (ო) - პოზიცია

 

პოზიცია და ო-პოზიცია ამერიკის (მის ზურგს უკან მდგარი მსოფლიო მმართველების) მიერ არიან შექმნილ გაფულიანებუნი. მათგან იღებენ სამოქმედო დავალებებს და მათ ნება სურვილს ასრულებენ, საქართველოს მიზნების საწინააღმდეგოდ.

უბრალოდ რომ ვთქვათ, პოზიცია და ო-პოზიცია საქართველოში მტრების საყრდენს წარმოადგენს, ანუ საქართველოს უპირველესი მტერია.

http://s007.radikal.ru/i300/1106/72/2e38cc55ea91.jpg

სწორედ ამერიკელთა დავალებითა და მცდელობით მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას ნაც-ხელისუფლება და ე.წ. ო-პოზიციური 8-იანი.

 

ამერიკის ხელისუფლების, კერძოდ ჰილარი კლინტონის განცხადება (ბრძანება პოზიცია-ო~პოზიციისათვის), რომელმაც იგი რამდენიმე დღით ადრე გაკეთდა ბერლინში, მაგრამ მხოლოდ 2011 წლის 19 აპრილს გამოჩნდა ქართულ ცნობებში.

მასში ნათქვამია:

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს (სინამდვილეში მიშას), განსაკუთრებით საარჩევნო წესდების სფეროში რეფორმების განხორციელებაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების სრულყოფილად დემოკრატიული გადაცემა მომდევნო 2012 და 2013 წლების არჩევნებში”.

საქართველოში ამერიკის ოპოზიციონერ მონებს მიაჩნიათ, რომ ამ განცხადებაში დიპლომატიურ ენაზე არის მინიშნებული, _ სააკაშვილის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. პოზიციაში მყოფი მონები კი მიიჩნევენ:

მათი პატრონი ამერიკა, “გადაცემაში” სულაც არ გულისხმობს ძალაუფლების დათმობას. მათთვის ხელისუფლების მარჯვენა ხელიდან მარცხენაში გადაცემაც – გადაცემაა, თანაც “სრულყოფილად დემოკრატიული”.

იმავე განცხადება-ბრძანებაში აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მიუთითა:

“პრეზიდენტმა სააკაშვილმა დემოკრატიული (აქ სამართლიანობაზე არ არის ლაპარაკი) კურსი უნდა უზრუნველყოს. არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე იმ დემოკრატიული მიღწევების განმტკიცება, რაც აქამდე გაკეთდა”.

(ანუ გაკეთდა: საქართველოს დაქცევა, გაპარტახება, მოსახლეობის სულიერი-ზნეობივი-გონებრივი-ხორციელი განადგურება, ანუ სრული მონობა.)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...