Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://tribuna.ge/images/stories/sinodi.jpgსაქართველოს მართმადიდებლური სინოდის

უღიმღამო გადაწყვეტილება "ჩიპიან" ბარათებთან დაკავშირებით ცნობილია.

 

მართლმადიდებლური სინოდი თხოვნით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ ბარათების აღება ნებაყოფლობითი იყოს.

 

""ჩიპიანი" ბარათები არ წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს.

ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. მაგრამ რადგან საზოგადოებაში იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, მთავრობას ვთხოვთ, რომ ბარათის აღება ნებაყოფლობითი იყოს თუ კი ეს შესაძლებელია".

 

2012/07/5

***

 

http://www.geworld.ge/admin/arts/GeWorld.Ge_ge_42.jpgმეუფე იობი:

სინოდი ხელისუფლებას მიმართავს "ჩიპიანი" ბარათების და ე.წ. "ბიომეტრული" საბუთების თაობაზე

 

წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებით, რათა შეიქმნას შემცვლელი საბუთები.

საქართველოს წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, მიმართოს საქართველოს ნაც-ხელისუფლებას "ჩიპიან" ბარათებთან დაკავშირებით, რათა შეიქმნას შემცვლელი საბუთები, "რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666". ინფორმაცია ამის თაობაზე სინოდის წევრმა, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა მიაწოდა მრევლს რუისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

http://s44.radikal.ru/i104/1102/04/25c2f4d91f85.jpg

იმის გამო, რომ სინოდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო "ჩიპიან" და ე.წ. "ბიომეტრულ" ბარათებთან დაკავშირებით, შეიქმნა ჯგუფი, რომლის მუშაობის შედეგადაც იქნა მიღებული სინოდის მიერ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება.

"ეს არის ღვთის წყალობა, რომ აი, ამ აზრზე დადგა წმინდა სინოდის წევრები. მათ შორის მისი უწმინდესობაც დათანხმდა, აი, ამ წინადადებას და ახლა მზადდება მიმართვა ნაც- ხელისუფლებისათვის, რომ გაითვალისწინონ 95% მართლმადიდებელი ქრისტიანის აზრი ამასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად ჩვენ მოგვეცეს არჩევანის უფლება და არა იძულებით თავს მოგვახვიონ "ჩიპიანი" ბარათები".

მეუფე იობი ელეტრონულ ბარათებს უწოდებს "განსაცდელს, რომელი სურთ, რომ თავს მოგვახვიონ და ასე შეავიწროვონ ჩვენი მრწამსი და სარწმუნოება".

საქართველოს მიშნაცური-იუსტიციის სამინისტროს ცნობით, "ჩიპიანი" ბარათების გაცემა საქართველოში გასული წლის ივლისიდან დაიწყო.

 

2012.01.28

***

 

დასკვნა:

მიუხედავად საქართველოს წმინდა სინოდის შექმნილი ჯგუფის მიერ ამ საჭირბოროტო საკითხის, "ჩიპიანი" ბარათების მავნებლობის, მკაფიო შეფასებისა, საქართველოს მართმადიდებულური სინოდი სამწუხაროდ ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს ღმერთისა და ერის წინაშე.

მცირედ მორწმინეობისა და მიშნაცური ხელისუფლების მიერ დაშინებული, ერისათვის ამ მნიშვნელოვან საკითხზეც უღიმღამო გადაწყვეტილებას იღებს, ქედს იხრის ეშმაკის ნაშიერთა (მიშნაცები) წინაშე.

თანაც უკვე მერამდენედ ?!

დროა, საქართველოს მართმადიდებლურმა მრევლმა ხმა აღიმაღლოს ამ უმსგავსობაზე და საქართველოს მართმადიდებლური საყდრიონი გაიწმინდოს უღირსი სასულიერო პირებისაგან.

ვემსახუროთ უფალს, სიმართლეს, სამშობლოს და არა პიროვნებებს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფლისა და სიმართლის მსახურ სულიერ მამებს პირში ბურთს სჩრიან

 

დღევანდელ გაჩანაგებულ საქართველოს მტერი ყვავყორნებივით თავს დასტრიალებს. ამ მტრებში აშკარად გამორჩეული ადგილი საქართველოს დამპყრობ-დამაქცევარ მიშნაცურ ე.წ. ხელისუფლებას უკავია. ქართველი ერი ერთ მტარვალს, ედვარდ შევარდნაძეს გაერიდა, ეგონათ თავისუფლება მოვიპოვეთო, 2003 წელში მეორე სულთამხუთავის მიშიაკ სააკაშვილის ბრჭყალებში აღმოჩნდა. მათ დიდი ხანი დასჭირდათ რომ მიშნაცური ხელისუფლება უცხოტომელებისაგან მართული, საქართველოს დაუძინებელი მტერი იყო. ამ დროს წესითა და რიგით სულიერ მამებს უნდა ეტვირთათ ქართველი ერის სწორ გზაზე სიარული, მათთვის სიმართლე უნდა ეთქვათ და თვალი აეხილათ, მაგრამ სამწუხაროდ სულიერი მამების მნიშვნელოვანი ნაწილი მტრის სამსახურში ჩადგა და საკუთარი ხორცის გალაღება დაიწყო, ან ჩინმედლებს დახარბდა. იმ ღირსეულმა მამებმა ვინც ამხილა დამპყრობი ნიშნაცური ხელისუფლება და უღირსი მღვდემთავრები გაკიცხულ-განკვეთილნი აღმოჩნდნენ. ასეთი მართალი სულიერი მამებია მამა ბასილი (მკალავიშვილი), მამა გიორგი (სხილაძე) და მრავალი სხვა.

http://srv4.imghost.ge/out.php/i135630_meufe20iobi209.jpgმართალი მეუფე იობი

მართმადიდებლური სინოდის გუშინდელი გადაწყვეტილება, საყვედური ეთქვა მართალი მეუფის იობისათვის, მისი მართალი საქმიანობისათვის კიდევ ერთი მაგალითია იმ მანკიერებისა, რომელიც საქართველოს მართმადიდებლურ სინოდში სუფევს.

დროა ერი და ბერი გაერთიანდეს და უღირს სულიერ მამებს პასუხი მოვთხოვოთ. პირველ რიგში მართმადიდებელ მრევლმა თვიანთი მოძღვრები უნდა ეძებონ მართალ სულიერ მამებში და არა ვერცხლისმოყვარე სულგაყიდულებში, თუნდაც ისინი საქართველოს მთავარ საყდრებში მსახურობდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"Quantum nobis prodest haec fabula Christi"

რას ბჟუტურობ?? თუ შეიძლება ქართულად ქართულ ფორუმზე :hitler:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

 

 

ცნობისთვის, კანონმდებლობაში შეტანილი სათანადო ცვლილებების თანახმად, პირი, რომელიც პრეზიდენტს შეაგინებს, დაპატიმრების ობიექტი ხდება.

 

ჰო და სააკაშვილის დედას შევთხარე, მოვიდნენ აწი დამიჭირონ და იმდენ ხანს ეჭიროთ სანამ არ მობეზრდებათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო დაჩი, ჯერ ერთი ეს გამაგებინეთ - ეთანხმებით თუ არა სინოდის მოსაზრებას იმაზე, რომ

”ჩიპიანი" ბარათები არ წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს?

თუ ასეა, მაშინ საკითხის რელიგიური მხარე უკვე მოხსნილია და საკითხი წმინდა პოლიტიკურ-სამართლებრივი ხასიათისაა, ხომ?

თავად "ჩიპიანი" ბარათი ცრუქრისტეს ბეჭედს არ წარმოადგენს, მაგრამ იგი წინა საფეხურია ცრუქრისტეს" ბეჭდისაკენ, ანუ ე.წ. ადამიანების უშუალო "დაჩიპვისაკენ".

ე.წ. "ჩიპიანი" ბარათებიც უკვე იძლევა ადამიანის საყოველთაო ზედამხედველობისა და ზემოქმედების შესაძლებლობას, რაც თანამედროვე მონობის ერთ-ერთ ბერკეტს წარმოადგენს.

თუ კაცობრიობამ აქედანვე არ დაიწყო ბრძოლა თავისუფლებისათვის, ხვალ უკვე გვიან იქნება.

***

 

ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება

2012/0706

 

http://srv4.imghost.ge/out.php/i134150_Avtandilungiaze1.jpgმართლმადიდებელ მშობლეთა კავშირის თავმჯდომარის, ავთანდილ უნგიაძის თქმით, ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება.

 

"ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ "ელექტრონული" ბარათების აღება, უნდა ჰქონდეთ საშუალება, აიღონ ჩვეულებრივი პირადობები", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში უნგიაძე.

"ე.წ. შვ ბარათი ზღუდავს პიროვნების უფლებებს, პიროვნულ თავისუფლებას, წესდება ზედამხედველობა ადამიანზე და ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ, მომავალში ადამიანის მართვა იყოს შესაძლებელი. გვინდა, რომ იყოს ისეთი საბუთები, როგორებიც აქამდე.

"საბერძნეთში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში ეკლესიამ საპირწონე პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შექმნა მოითხოვა და ხელისუფლებამ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.

"მდგომარეობა რომ არ გამწვავდეს, ნაც-ხელისუფლებას უნდა ეყოს გონიერება, რომ ჩვენი, მორწმუნეთა თხოვნა დააკმაყოფილოს", - გვითხრა უნგიაძემ.

4 ივლისს საპატრიარქოში საპირწონე პირადობის მოწმობების შექმნის მოთხოვნით 30 000 ხელმოწერა შეიტანეს. ხელმოწერათა შეგროვებას ორგანიზებას ანჩისხატის მომლოცველთა კრებული უწევდა რომლის ხელმძღვანელი, ზაზა ნანობაშვილი აცხადებს, რომ ადამიანებს არჩევანის უფლება დააკარგვინეს.

ზაზა ნანობაშვილი:

"ადამიანებს დააკარგვინეს არჩევანის უფლება. მათ ფაქტობრივად, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ ამ ბარათების გარეშე. ჩვენ ვითხოვთ, იყოს საპირწონე პირადობის მოწმობები. მსგავსი რამ ევროპაში უკვე დანერგილია.

"ე.წ."ჩიპიანი საბარათო ცხოვრებაზე გადასვლა ადამიანს თანდათან უფლებებს აკარგვინებს. არის მცდელობა, გააუქმონ ფული და ბარათი იყოს მისი შემცვლელი.

"ევროპაში და მთელ მართლმადიდებლურ ქვეყნებში მიღებულია სინოდალური გადაწყვეტილება და გამოსულია წესებიც სახელმწიფო დონეზე, რომლებიც იცავს ამ კუთხით ადამიანის უფლებებს. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა საერთოდ გააუქმა "ჩიპიანი" ("ელექტრონული") პირადობები.

"საპირწონე საბუთი, ოღონდ პირადი ნომრის გარეშე, შემოიღეს მოლდოვეთში, იგივე მოხდა უკრაინაში, საბერძნეთში, სერბეთსა და ბულგარეთში.

"საქართველო ერთადერთია, სადაც "ელექტრონულ" პირადობებს შემცვლელი არ აქვთ და მგონი, ჩინეთში აპირებენ ახლა მსგავსი რამის განხორციელებას. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში არსებობს "ელექტრონული" პირადობების შემცვლელი.

"ეს ბარათი არის ყიდვა-გაყიდვის საშუალება. ყიდვა-გაყიდვა კი ქვეყნის აღსასრულის იმ ნაწილს უკავშირდება, სადაც წერია, რომ ვერც იყიდი მის (ბარათის) გარეშე და ვერც გაყიდი.

"დღეს "მეტროთი" (მიწისქვეშა მატარებლი) ბარათის გარეშე ვერ ისარგებლებ, ასევე ბარათს არ აქვს შემცვლელი პენსიების აღების დროს. 20-მდე ევროპულ ქვეყნაში ვარ ნამყოფი და ამ ქვეყნებში თუ რამე დაიშვა, ისეთი, შემცვლელის გარეშე და მხოლოდ ბანკომატზე ან ელექტრონულ ბარათზე ხარ დამოკიდებული ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისას, ამას სწრაფადვე განგაში მოჰყვება ხოლმე.

"საქართველოში, მიწისქვეშა მატარებლით მგზავრობისას საბარათო სისტემა როცა დაუშვეს, ხმა არავინ ამოიღო, იგივე მოხდა პენსიებზეც. შეიძლება ითქვას, რომ ერს აჩვევენ ამას. ნელ-ნელა მივდივართ იქით, რომ ყველა სამგზავრო საშუალებას ცოტა ხანში საბართო მომსახურებაზე გადაიყვანენ. ბარათზე იქნება მიმაგრებული ადამიანი და მისი საშუალებით იმართება ის მთელი ცხოვრების მანძილზე.

"ის, რომ ქვეყნის აღსასრულის მიხედვით ეს არის ცრუქრისტიანული, სხვა საკითხია, ამ თემას ათონის მამები განიხილავენ. სინამდვილე ისაა, რომ ადამიანის უფლებები ილახება და ღვთითბოძებული ნება იბღალება.

"ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები და ვითხოვთსაპირწონე პირადობის მოწმობის შექმნას. 30 000 ხელმოწერა გუშინ შევიტანეთ საპატრიარქოში და დღეს რაიონებიდან კიდევ 4 000 ხელმოწერა ჩამოვიდა.

"ე.წ. "ელექტრონული" პირადობის მოწმობა მხილებაა თვითონ ამერიკის. რადგანაც ნივთი ნებაყოფლობით უნდა შეიძინო. შენ რომ რაღაცის მოხმარებას მაიძულებ, ეს საქონელი თავისთავად შინაგანად დაწუნებულია."

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის ნაც-სამინისტრომ ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემა 2011 წლის აგვისტოდან დაიწყო. იუსტიციის ნაც-სამინისტროს ცნობით, ბარათზე მოთავსებულია ორი "ელექტრონული" მატარებელი.

პირველ მათგანზე დატანილია პირის პირადი მონაცემები, ხოლო მეორე მათგანი განკუთვნილია სხვადასხვა სახის მომსახურებისათვის.

ამასთანავე, პირადობის მოწმობაზე შესაძლებელია ყველა სხვა ბარათის მიერთება, რომელიც გაიცემა სახელმწიფო და კერძო საწარმოების მიერ.

 

ხატია ვარდოსანიძის წერილის მიხედვით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი ზოგადი შეკითხვა მაქვს ბატონებო და სურვილი გამიჩნდა თქვენც გაგიზიაროთ:

 

მოგეხსენებათ, ნაციონალურ-ფაშისტური ბანდა რა შეტევებს ახორციელებს პატრიარქის და საპატრიარქოს მიმართ.

აქ თემაც გავხსენი, თუ როგორია სახელისუფლებო განწყობა მისი უწმინდესობის მიმართ, რომ მის მოკვდინებას ნატრობენ...

საპატრიარქოშიც ვატყობ არ არის მთლად ჯანსაღი ვითარება, რაზეც მეტყველებს პატრიარქის იძულებითი დუმილი იმ უბედურების მიმართ, რა უბედურებაც მის საწმყსოს და ქვეყანას დაატეხეს თავზე ნაციონალ-ფაშისტებმა.

ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მისი უწმინდესობა კათალიკოსი, მაგრამ ხომ არ დადგა დრო, მან სიცოცხლეშივე დაადგინოს თანამოსაყდრე?

ამით გარანტირებული ვიქნებით, რომ საპატრიარქოში მოკალათებული ვიგინდარები ვერ შეძლებენ პატრიარქის ანდერძის დამალვას ან გაყალბებას, ანდა სულაც ისეთ პატრიარქს არ მოგვახვევენ თავს, როგორიც იმჟამად მოქმედი ხელისუფლების მარიონეტი არ იქნება და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავდაღმა არ დააქცევს!

დღეს ცნობილი მეუფეებიდან ვისაც შეუძლია იტვირთოს ქართველი ერის სულიერი წინამძღოლობა ერთ-ერთი ღირსეულია რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი.

 

http://s49.radikal.ru/i124/1207/fe/b3996b62b85f.jpgურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველი

 

მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში, ღვთისმოშიშ ოჯახში, 1977 წელს დაამთავრა სნოს საშუალო სკოლა.

1978 წელს ჩააბარა გამოცდები საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიურ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში სიონის საკათედრო ტაძარში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. მონაწილეობას იღებდა საკვირაო წირვა-ლოცვაში, იყო სტიქაროსანი.

 

1982 წ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოში მუშაობა დაიწყო ეკონომისტად, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილედ.

1984 წ. გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს საპატრიარქოში არქივარიუსად. 1985 წ. ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. მცხეთაში სწავლის პერიოდში სურვილი გაუჩნდა მონასტრული ცხოვრებისა. არდადეგების დროს მორჩილებას გადიოდა ბეთანიის მამათა მონასტერში და მარტყოფის საპატრიარქო რეზოდენციაში.

1988 წ. 3 იანვარს სამთავროში ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) შეასრულა მისი ბერად კურთხევის წესი, სახელდებით იობი. იმავე წლის 19 იანვარს (წყალკურთხევას) ნათლისღება დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 28 მარტს მღვდლად.

1988 წ. 22 ივნისს დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად.

1989 წ. ზაფხულში მონაწილეობა მიიღო მისიონერულ მოგზაურობაში, რომელიც მოეწყო აჭარაში.

1989 წ. 3 სექტემბერს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ამავე წლის ოქტომბერში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილი იქნა აჭარაში, სხალთის ახალ-გახსნილ მამათა მონასტერში, სადაც ერთი წელი დაჰყო. 1990 წ. 28 აგვისტოს ვარძიაში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

1990 წლის სექტემბერში გადაიყვანეს აფხაზეთში კომანის მონასტერში. სამწუხაროდ, მონასტერში არასასურველოი პირობების გამო დროებით ისევ დედაქალაქში დაბრუნდა. იმავე წლის ზაფხულში დაინიშნა საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის-მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ, იმავდროულად მარტყოფის ღვთაების მონასტერში - წინამძღვრად.

1992 წელს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 17 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის და წმიდა სინოდის წევრთა ხელდასხმით მოხდა ეპისკოპოსად კურთხევა, ხოლო სექტემბრის თვეში დაინიშნა თბილისის სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად სტუდენტთა აღმზრდელობით დარგში.

1992 წ. 28 დეკემბერს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მმართველად და პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად.

1995 წ. გაზაფხულზე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მმართველად..

1996 წ. 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად, იმავდროულად ინიშნება კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

1996 წ. 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო 2000 წ. 28 ნოემბერს მიტროპოლიტის ხარისხში. არის ლიტურგიკული და საღვითისმეტყველო კომისიების თავმჯდომარე. წყარო:urbnis-ruisi.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მივმართავ ხელისუფლებას, რომ 666 ნომრიანი ჩიპი მე მომცენ და ამით დამშვიდდება მოსახლეობა.

სხვას ხომ უკვე აღარ შეხვდება 666.

მე კიდე კუჭიც არ ამეშლება.

 

P.S. მაგ ნიმუშ ბარათში, რომ გოგოა სად შეიძლება გავიცნო ხომ ვერ მეტყვით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

 

 

მაგ ნიმუშ ბარათში, რომ გოგოა სად შეიძლება გავიცნო ხომ ვერ მეტყვით

 

მისამართი ხომ წერია? პადიეზთთან დაუსატკავე ან პირდაპირ მიადექი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

 

 

ხო მარა რუსთაველის 1 მე მგონი მეტროს მისამართია

 

მაშინ მეტროსთან დაელოდე, ინდიელთა ანდაზა ხომ იცი? "თუ საკმარისად დიდხანს იჯდები მეტროსთან ერთხელაც ექსკალატორი შენს საოცნებო ქალს ჩამოატარებსო" :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

ავატარზე წმინდა გიორგის დადება რბილად რომ ვთქვათ არ "ტეხავს"??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...