Jump to content
Planeta.Ge

ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან


Recommended Posts

მერე ეს ოფები წაშალე. ხვალისთვის 14:00 სუფთა მინდორი მჭირდება. :D

 

კიდევ მაქვს შეკითხვები და ეხლა შევეცდები მისი ფროფესიიდან გამომდინარე.

 

ბიზნესზე, ხო, ხო, ხო შვილი დედას არ აიყვანს ხელში. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

David_Onoprishvili

სადღაც წავიკითხე, ალასანიას განახლებად ენერგიებზეც ეწერა ზოგადად, იქნებ უფრო კონკრეტული ინფორმაცა დადოთ,რა კონკრეტული გეგემები აქვს ამ განხრით, თუნდათ თბილისი მასშტაბით.

აასევე ნაგვის გადამუშავებაზე და ზოგადად ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე რა პროგრამები არსებობს?

 

აქ ტითქმის არავინ იცი რომ მოსახლეობას ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობა გაცილებიტ ძვირი უჯდებათ ვიდრე წარმოუდგენიათ:

 

1. ჯანმრთელობის გაუარესება და მისი მკურნალობა დაზარალალებურმა უნდა გადაიხადოს --> სამედიცინო დაზღვევა არაფრის მაქნისია თუ დაავადებების მიზეზების შემცირება არ მოხდა, მაგალიტად ჰაერის დაბიძუნრების პრობლემა არ მიხედეთ.

 

2.დაბინძურებული ჰაერი ხდება "ქიმიურად აქტიური" და აზიანებს მაგ. შენობაბ ნაგებობეს, კულტურულ ძეგლებს და ა.შ. რომლის შეკეთება ისევ და ისევ მოსახლეობას უწევს

 

3.ნაგავი, ნაგავი და ნაგავი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კითხეთ ერთი, როდემდე უნდა იტრიალონ პოლიტიკაში ერთიდაიგივე არშემდგარმა ადამიანებმა

პოლიტიკაში და კაცობაშიც, პენსია მაგათ აქვვთ დეპუტატის, ოქროს დაზღვევაც მაგათ ჰქონიათ და

დაგვანებონ რა თავი.

წაააადით!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არა ვარ არცერთი პარტიის წევრი უბრალოდ წაკითხული მაქვს ალასანიას ჯანდაცვის პროგრამა და ჩემს აზრს მოგახსენებთ.

 

დღევანდელი მერი დაახლოებით ერთმილიარდიანი ბიუჯეტიდან ჯანდაცვისათვის გამოყოფს 43 მილიონს. აქედან დასკვნა რა უფრო პრიორიტეტულია დღევანდელი მერისათვის: გადახედეთ ბიუეტის განაწილებას. მარტო ერთი პუნქტი - მერიის შენახვა დღევანდელ ჯანდაცვის ბიუჯეტს აღემატება, დაამატეთ ამას იგივე ხიდების მშენებლობისა და შოუებზე გახარჯული თანხები.

თავად ხედავთ რამდენად პრიორიტეტულია ჯანდაცვა დღევანდელი მერისათვის. საქმე ძალიან მარტივია. ამის ანალიზს არ სჭირდება დიდი ეკონომიკური განათლება. ელემენტარულად გამოდის, რომ უფრო პრიორიტეტი დღეს არის ხიდები და შოუები, აგრეთვე მერიის შენახვა, ვიდრე ჯანდაცვა და ისიც მინიმალური სამედიცინო მომსახურების სახით. როდესაც თბილისის მოსახლეობის 80 %-ს არ აქვს გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება, რაც მინიმალურზე მინიმალური პაკეტად ითვლება ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში. ამდროს არავინ იცის ისეთი დანიშნულების ხიდები შენდება. პასუხი მარტივია. მერს არაფრად მიაჩნია მოსახლეობა.

მე ამ კუთხით ვაფასებ ალასანიას ჯანდაცვის პროგრამას. რომელმაც პროგრამის მთავარ მიმართულებად ჯანდაცვაზე ხარჯების ზრდა დაისახა. იკითხავთ საიდან ეს თანხები? აქაც მარტივია პასუხი - მოცემული ბიუჯეტის რესურსების სამართლიანი გადანაწილების გზით. ხიდებზე და შოუებზე გამოყოფილი თანხა გადანაწილდება ჯანდაცვაზე.

 

დანარჩენი თქვენ შეაფასეთ. და საერთოდ უფრო კომპეტენტურად დასვით კითხვები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

1.თქვენი სამედიცინო ჯანდაცვის პროგრამა 2010–2014 წწ. რამდენად შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას? აქედან გამომდინარე რამდენად არის რეალური?

აქ იმის თქმა მინდა რომ ეს პროგრამა უფრო საპრეზიდენტო არჩჩევნების დანაპირებს ჰგავს.

თბილისში ყველა ადამიანის სამდედიცინო დაზღვევა, ზოგიერთ შემთხვევბში უფასო სამედიცინო მომსხაურეობა და ა.შ.

 

პასუხი:

1. კონტინგენტი -

 

დაუზღვეველი მოსახლეობა თბილისში შეადგენს დაახლოებით 815 000-ს (თბლისის მთლიან მოსახლეობას 1 081 632 აკლდება (სიღარიბის პროგრამით დაზღვეული -(97215), შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაზღვეული პოლიციელი და მათი ოჯახის წევრები, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაზღვეული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები; თბილისის მერიის და სხვა ადგილობრივ ავტონომიური ბიუჯეტით დაზღვეული; პედაგოგების დაზღვევის პროგრამით დაზღვეული)

 

2. ღირებულება

 

სამედიცინო დაზღვევა - ყველა ოჯახს - 82 800 000 მლნ ლარი

101 ლარი, 60 თეთრი ერთ სულზე (წლიური პრემია)

8,5 ლარი ერთ სულზე თვეში.

 

3. შედარება სახელმწიფო პროგრამასთან

 

წლიური პრემიის ფასი: 132 ლარი (11 ლარი თვე)

 

4. განსხვავება მუნიციპალურ და სახელმწიფო პაკეტებს შორის, რითაც აიხსნება განსხვავება სადაზღვევო პრემიებს შორის სახელმწიფო პროგრამით - 11 ლარი თვეში; მუნიციპალური - 8,5 ლარი თვეში

 

მუნიციპალურ პაკეტში არ შედის

1. ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები, სადაზღვევო წლიური ლიმიტი 12 000 ლარი;

2. სამკურნალო საშუალებების ხარჯებს სამკურნალო საშუალებათა ნუსხის

მიხედვით. მზღვეველის მიერ ანაზღაურდება პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის – 50 ლარის ფარგლებში, 50 პროცენტის თანაგადახდით.

 

გარდა ამისა:

1.მუნიციპალურ პროგრამაში გადაუდებელ სტაციონარულ სამედიცინო დახმარებაზე დაწესებულია წლიური ლიმიტი 5000 ლარი, სახელმწიფოში ულიმიტოა.

2. სახელმწიფო პროგრამით გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი;

მუნიციპალური პროგრამით დაწესეულია თანაგადახდა 50 %. წლიური ლიმიტი 5000 ლარი.

3. მშობიარობა სახელმწიფო პროგრამით 400 ლარი. მუნიციპალური პროგრამით - 600 ლარი.

 

 

რაც შეეხება საკანონმდელო ბაზას - მუნიციპალური პროგრამას განხორციელებს კერძო სადაზღვევო კომპანიები, რასაც ისინი უკვე ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაამისად და აქ რამე შესაცვლელი ან მისაღები ახალი კანონი არ არის საჭირო. მუნიციპალიტეტს სრული უფლება აქვს დააზღვიოს თავისი მოსახლეობა. ისევე როგორც ახლა მუნიციპალიტეტს დაზღვევული ყავს მოსახლეობის გარკვეული კატეგორია, კერძოდ თბილისის მერიის დაზღვეულები. განსხვავება იმაშია, რომ ახლანდელი ბიუჯეტი მცირეა 43 მლნ და საქმეც ამაშია, რომ ჩვენი ერთერთი უმთავრესი მიმართულებაა ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხების ზრდა 43 მლნ-დან 117 მილიონამდე.

რაც შეეხება თუ საიდან ეს გაზრდილი თანხები. ესეც მნიშვნელოვანია ჩვენი პროგრამის ხედვიდან გამომდინარე. ჯანდაცვის ეკონომიკაში და საერთოდ ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია სახსრების ადექვატური განაწილება, რაც გულისხმ,ობს პრიორიტეტულობის დადგენას. თუ დღევანდელი მერიისთვის პრიორიტეტია ხიდების და ა.შ, მშენებლობა, რაზეც უფრო მეტ თანხებს გამოყოფს, ვიდრე ჯანდაცვა, ჩვენთვის მთავარია მოსახლეობისთვის მინიმალური საბაზისო პაკეტის შეთავაზება. შესაამისად არ დაფინანსდება ძვირადღირებული პროექტები და დაფინანსდება ჯანდაცვა, ანუ მოხდება თანხების გადანაწილება პრიორიტეტებად, სადაც ჯანდაცვა იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. ეს არის რესურსების სწორი და ადექვატური განაწილება. ამას არანაირი საკანონმდებლო ბაზა არ ჭირდება, ამას სჭირდება უბრალოდ მოსახლეობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია.

 

 

2. კითხვა

 

რა სახით განხორციელდება კონტროლის მექანიზმი პაციენტი + ექიმი + დაზღვევა? არ გაქვთ დაკონკრეტებული თუ როგორი სახით იქნება ეს კონტროლი. ამ სისტემაში კონტროლის არქქონა სისტემას ვერ აამუშავებს და ის 117 მილიონი არ გეყოფათ 2 თვეც კი.

 

პასუხი.

მუნიციპალიტეტი სადაზაღვევო პრემიას ყოველთვიურად გადაურიცხავს სადაზღვევო კომპანიას, რომელიც თავად ახორციელებს სადაზღვევო მომსახურების მენეჯმენტს და კონტროლს, ეს მის ინტერესებშია. ამით მომსახურების ხარჯები მუნიციპალიტეტის მხრიდან პროგნოზირებადია.

ამის გარდა მუნიციპალიტეტი თავად განახორციელებს სადაზღვევო კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგს, რომელიც შეეხება სამედიცინო ხარისხს. სამედიცინო ხარიხსის მონიტორინგისათვის შემუშავებული გვაქვს სპეციალური მეთოდი, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყნეშია დანერგილი, და რომელიც საკმაოდ რთულ სისტემას წარმოადგენს და მოიცავს სადაზღვევი კომპანიების რეიტინგულ კვლევას შესაამისი კრიტერიუმებით, რომელიც შემუშავებულია. მონიტორინგის ჩვენეული სისტემა ასევე დაკავშირეულია პაციენტის ინფორმირებულობასთან, მისი უფლებების დაცვასთან და. ა. შ. ასე რომ ჩვენეული ხედვა ამ მხრივ მოიცავს მკაცრ ზომებს გაწეული სამედიცინო მომსახურების მთელ საკითხებთან დაკავშირებით.

 

 

კითხვა 3. არ გაქვთ მოცემული მიახლოებითი ხარჯთაღიცხვა რა დაუჯდება ბიუჯეტს ყველა თბილისის მაცხოვრებლის დაზღევვა, ოჯახის ექიმებს ვინ დააფინანსებს?

 

ამ კითხვაზე უკვე გაგეცით პასუხი.

 

კითხვა 4. ოჯახის ექიმებს დასჭირდებათ ფართის დაქირავება, ამ ფართის ჰიგიენურ ნორმებთან შეასფერისად მოწყობა, დასჭირდებათ სამედიცინო აპარატურა და ა.შ. გაქვთ ის მაინც გამოთვლილი თუ რამდენი დაჯდება ასეთი ერთი პუნქტის მოწყობა?

 

პირველადი ჯანდაცვის სისტემას უზრუნველყოფენ ოჯახის ექიმები, აგრეთვე თერაპევტები. თერაპევტები იმიტომ ვახსენე რომ დღეისათვის მთლიანად რესპუბლიკაში 1500-მდე ოახის ექიმია გადამზადებული. სანამ არ იქნება საკმარისი რაოდენობა ოჯახის ექიმებისა, მომსახურებას გასწევენ არსებული თერაპევტებიც. ჩვენი მიზანია ხელი შეეწყოს ოაjხის ექიმის გადამზადების პროცესს და რაც შეიძელეbა დაჩქარდეს.

 

მუნიციპალიტეტი არ ქირაობს პირველადი ჯანდაცვისათვის ფართს. ოჯახის ექიმის საპროგნოზო ბიუჯეტი მოცემულია პროგრამაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

საერთოდ "უფასო" არაფერი არ არსებობს. უფასოს უკან სოლიდური სუბსიდირება ხდება ბიუჯეტიდან. ნორმალურ ქვეყანაში სუბსიდირება უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ პროგრამებზე, რომლებიც საზოგადოების სოციალური დაცვისათვის არის განკუთვნილი. ასევე ისეთი პროგრამები სადაც სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია და გარდაუვალი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

David_Onoprishvili

 

 

გამარჯობათ ბატ.დავით და აპირებს თუ არა ალასანია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ყველა იმ კანონ დარღვევების გამოძიებას,რაც ამ ხელისუფლების ჩინოვნიკებს აქვთ ჩადენილი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

LacosTe87

 

დიახ, ჟვანიას გუნდის წევრი ვიყავი. ამ კითხვაზე პასუხი არაერთხელ გამიცია. მე დღესაც ზურას ოჯახის ახლობელი ვარ და ამ საკითხზე ვიღაცეებისთვის ანგარიშის ჩაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ნეტავ საიდან უნდა მცოდნოდა "იუზერის"-ის მნიშვნელობა?! და ხან ნელა ვპასუხობ ხან სწრაფად?!

 

No comment.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

David_Onoprishvili

LacosTe87

 

დიახ, ჟვანიას გუნდის წევრი ვიყავი. ამ კითხვაზე პასუხი არაერთხელ გამიცია. მე დღესაც ზურას ოჯახის ახლობელი ვარ და ამ საკითხზე ვიღაცეებისთვის ანგარიშის ჩაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ.

ეგ "ვიღაცეები" ამომრჩევლები არიაბ ბატონო დავით http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif ანუ ანგარიშებსაც ვიღაცეებს კი არა ამომრჩევლებს აბარებთ, ან უნდა აბარებდეთ :mad: http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

ლაკოსტასი არ იყოს და მეც მაინტერესებს ვინ მოკლა ჟვანია თუ საერთოდ ქონდა მკვლელობას ადგილი.. იცით თქვენ ამის შესახებ რამე? თუ კი ბრძანეთ რა იცით.. თუ არა ბრძანეთ რომ არ იცით, მაგრამ ამომრჩევლებს ვიღაცეებად ნუ მოიხსენიებთ.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

გააგრძელეთ. საინტერესოა ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

ალასანია აპირებს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას. თავისთავად ყველა დანაშაული უნდ იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდ იყვნენ დასჯილი კანონის შესაბამისად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ნეტავ საიდან უნდა მცოდნოდა "იუზერის"-ის მნიშვნელობა?! და ხან ნელა ვპასუხობ ხან სწრაფად?!

 

No comment.

 

ადმინისტრაცია ოფებს შლის ხოლმე. ნუ რაღან დასტოვა გიპასუხებთ. ეს ფორუმის კოლორიტის ამბეა და ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მთავარი შეკითხვებს გაეცით პასუხი, რომ პარტიის იმიჯი აიწიოს.

ის რომ მე ალიანსის არ მჯერა არ ნიშნავს იმას, რომ არ მინდა საქართველოში პოიტიკური ბრძოლის მეთოდები ცივილიზირებულ ფორმაში იყოს.

 

ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციურ პარტიბე ვთავაზობდი საარჩევნო კომპანიაში დახმარებას და ვსაუბრობდი პროგრამის აუცილებლობაზე.

 

სამწუხაროდ არ იყო მოთხოვნილება არც პოლიტიკურ პარტიებს შორის და არც საზოგადოებას არ აინტერესებდა ეს ამბე.

 

დღეს უკვე ვხედავ ნელ-ნელა ხვდება ყველა ამის აუცილებლობას.

 

არ გეწყინოთ ბატონოჩემო ჩემი შეკითხვებისა. ამ შემთხვევაში არათანასწორ პოზიციაში ვართ. თქვენ იწყებთ და მეს ეს უკვე კარგა ხნის წინ გავიარე და დამიჯერეთ ამ საკითში გამოცდილება თქვენზე მეტი მაქვს. ასე რომ არაფერია იმაში გასაკვირვი, თქვენი პროგრამის ნაცარად ქცევა რომ სევძლო :mad: ეს რომ ფორუმ დებატები არ იყო, არამედ სატელევიზიო, მაშინ დამიჯერეთ შანსები უფრო ნაკლები გექნებოდათ.

 

ჩემი შეკითხვები მიზანი არის ზუსტა ის, რომ გაიძულოთ იფიქროთ პროგრამაზე არ იმ სახით რაც გაქვთ, არამედ რეალურ პროგრამაზე. თუ როგორი უნდა იყოს პროგრამა, ამაზე დებატები შორს წაგვიყვანდა. თუ სურვილი გექნებათ ამ საკითხის უფრო ღრმად გაგებისა დამიკავშირდით და დიდი სიამოვნებით დავეხმარები ალიანს პროგრამის ხარვეზებისა და საერთოდ პროგრრამის შედგენაში. ეს არჩევნები არაფერს სწყვეტს და წინ 2013 წლის არჩევნები იქნება მალე და აქ უნდა იყოთ მზად. მანამდე ალბათ მოთხოვნილება გაიზრდება და ასეთი პროგრამა არ გამოგადგებათ.

ჩემთვის კი ეს არის მიზნის ნელ-ნელა რეალლიზაცია. იქნება ეს ალიანსი, თუ რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტია, თუ გნებავთ სახელისუფლებო პარტია, ჩემთვის დახმარების პრობლემა არ არსებობს.

მთავარია შეიქმნას კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემო.

 

თქქვენ კი ეგრევე ბავშვივით მიბრაზდებით და ჯიუტად მიმტკიცებთ თქვენი პროგრამის უკეთესობას.

უკეთესია?

კი.

სხვა პარტიებთან შედარებით უკეთესი ჰაერბუშტია. ხო და რა განსხვავება. არაფერი.

არც იმ კითხვებზე პასუხებს არ ველოდები. ასეთი პასუხი რომელიც ერთ დღეში მოზადდება იგივე ჰაერი იქნება.

კეთილი სურვილებით სამშობლოს სტაჟიანი "მოღალატე" გიორგი ალანია

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...