Jump to content
Planeta.Ge

David_Onoprishvili

პლანეტელი
  • პოსტები

    27
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი David_Onoprishvili

  1. მე შეკითხვები დავსვი იმ საკითხებთან დაკავშირებით რაზეც თქვენ არაპროფესიონალურ, არაკორექტულ თუ უბრალოდ დემაგოგიურ მოსაზრებებს იშველიებთ და ეყრდნობით. მაინტერესებდა გავცნობოდი თუ წყაროს მიმითითებდით. როგორც ჩანს თქვენს "არგუმენტების" უკან არაფერია დემაგოგიის გარდა. ზღაპრები თქვენი პროგრამების გამოცდილების შესახებ მოუყევით ბუხართან შვილიშვილებს. მადლობა ორგანიზატორებს მოწვევისთვის. კარგად ბრძაბდებოდეთ. დანარჩენი შეკითხვები სხვა დროისთვის გადავდოთ.
  2. babuagiorgi ყველაფერს თავის დრო აქვს. როცა ჩავთვლით საჭიროდ მაშინ გამოვაქვეყნებთ განხილვებისათვის. ისედაც ბევრი საპროგრამო იდეები გადაიღეს კონკურენტებმა.
  3. ჩვენი პროგრამა, რომ უკეთესია ვიდრე სხვების ეს ნათელია ყველა ობიექტური ამომრჩევლისთვის ვინც გაეცნობა ჩვენსას და სხვების ორგვერდიან "პროგრამა - მესეჯებს" პოპულიზმით გაჟღენთილს. ეს შემთხვევით არ არის. ჩვენ ყველა სფეროში: ჯანდაცვაში, სოციალურში, ეკონომიკაში, განათლებაში მოწვეული გვყავდა და ვმუშაობთ საუკეთესო ექსპერტებთან თვეების განმავლობაში. პროგრამა ერთი კაცის დაწერილი არ არის, არამედ შემუშავებულია პროფესიონალთა ჯგუფების მიერ. ამავე დროს ჩვენ არ ვთვლით რომ ის სრულყოფილია და ვაგრძელებთ ჩვენი პროგრამის გაუმჯობესებაზე მუშობას. ამიტომ ყველა სოლიდური და საფუძვლიანი შენიშვნები იქნება მიღებული და გათვალისწინებული ჩვენს მიერ. ამავე დროს საინტერესოა, რომ თქვენ თავს მიიჩნევთ პროგრამების ცნობილ ექსპერტად. იქნებ გვითხრათ რომელ ან ვის პროგრამებში მიგიღიათ მონაწილეობა ან იქნებ სტატიები გაქვთ გამოქვეყნებული რომელიმე სფეროში? ასევე სად არის თქვენს მიერ შეპირებული სხვისი ჯანდაცვის პროგრამა ან რაიმე პროგრამა, რომელიც ორი წინადადებით განსხვავდება ჩვენისაგან? როგორც ჩანს ესეთი ბუნებაში არ არსებობს.
  4. babuagiorgi პასუხები სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით. კანონი ამ სფეროში არსებობდა და გაუქმებულია 2005 წელს. ამის შედეგად საქართველოში სოციალური დაზღვევა როგორც სისტემა აღარ არსებობს. ჩვენ შემუშავებული გვაქვს სრულყოფილი ვარიანტი სოციალური დაზღვევის კანონმდებლობის და გამოვიყენებთ მერიის უფლებებს საკანონმდებლო თვალსაზრისით. მცდარი აზრია, როცა რომელიმე ერთი ქვეყნის მოდელზე არის ორიენტაცია აღებული. ჩვენს შემთხვევაში ორიენტირად აღებულია ევროკავშირის ქვეყნების უნიფიცირებული სისტემები (ეფუძნება ბისმარკისეულ პრონციპებს) და გათვალისწინებულია საქართველოს რეალობები. არსებობს სააარსებო მინიმუმის კალათი და არა სოციალური მინიმუმის სააარსებო კალათი. ამას ითვლის სტატისტიკის დეპარტამენტი სპეციალური მეთოდიკით. ცალკეული ჯგუფები მხილოდ ექსპერტულად თუ შეაფასებენ სააარსებო მინიმუმის კალათს.
  5. lasha1997 ალასანია აპირებს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას. თავისთავად ყველა დანაშაული უნდ იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდ იყვნენ დასჯილი კანონის შესაბამისად.
  6. babuagiorgi ნეტავ საიდან უნდა მცოდნოდა "იუზერის"-ის მნიშვნელობა?! და ხან ნელა ვპასუხობ ხან სწრაფად?! No comment.
  7. LacosTe87 დიახ, ჟვანიას გუნდის წევრი ვიყავი. ამ კითხვაზე პასუხი არაერთხელ გამიცია. მე დღესაც ზურას ოჯახის ახლობელი ვარ და ამ საკითხზე ვიღაცეებისთვის ანგარიშის ჩაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ.
  8. machkatela საერთოდ "უფასო" არაფერი არ არსებობს. უფასოს უკან სოლიდური სუბსიდირება ხდება ბიუჯეტიდან. ნორმალურ ქვეყანაში სუბსიდირება უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ პროგრამებზე, რომლებიც საზოგადოების სოციალური დაცვისათვის არის განკუთვნილი. ასევე ისეთი პროგრამები სადაც სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია და გარდაუვალი.
  9. babuagiorgi 1.თქვენი სამედიცინო ჯანდაცვის პროგრამა 2010–2014 წწ. რამდენად შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას? აქედან გამომდინარე რამდენად არის რეალური? აქ იმის თქმა მინდა რომ ეს პროგრამა უფრო საპრეზიდენტო არჩჩევნების დანაპირებს ჰგავს. თბილისში ყველა ადამიანის სამდედიცინო დაზღვევა, ზოგიერთ შემთხვევბში უფასო სამედიცინო მომსხაურეობა და ა.შ. პასუხი: 1. კონტინგენტი - დაუზღვეველი მოსახლეობა თბილისში შეადგენს დაახლოებით 815 000-ს (თბლისის მთლიან მოსახლეობას 1 081 632 აკლდება (სიღარიბის პროგრამით დაზღვეული -(97215), შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაზღვეული პოლიციელი და მათი ოჯახის წევრები, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაზღვეული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები; თბილისის მერიის და სხვა ადგილობრივ ავტონომიური ბიუჯეტით დაზღვეული; პედაგოგების დაზღვევის პროგრამით დაზღვეული) 2. ღირებულება სამედიცინო დაზღვევა - ყველა ოჯახს - 82 800 000 მლნ ლარი 101 ლარი, 60 თეთრი ერთ სულზე (წლიური პრემია) 8,5 ლარი ერთ სულზე თვეში. 3. შედარება სახელმწიფო პროგრამასთან წლიური პრემიის ფასი: 132 ლარი (11 ლარი თვე) 4. განსხვავება მუნიციპალურ და სახელმწიფო პაკეტებს შორის, რითაც აიხსნება განსხვავება სადაზღვევო პრემიებს შორის სახელმწიფო პროგრამით - 11 ლარი თვეში; მუნიციპალური - 8,5 ლარი თვეში მუნიციპალურ პაკეტში არ შედის 1. ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები, სადაზღვევო წლიური ლიმიტი 12 000 ლარი; 2. სამკურნალო საშუალებების ხარჯებს სამკურნალო საშუალებათა ნუსხის მიხედვით. მზღვეველის მიერ ანაზღაურდება პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის – 50 ლარის ფარგლებში, 50 პროცენტის თანაგადახდით. გარდა ამისა: 1.მუნიციპალურ პროგრამაში გადაუდებელ სტაციონარულ სამედიცინო დახმარებაზე დაწესებულია წლიური ლიმიტი 5000 ლარი, სახელმწიფოში ულიმიტოა. 2. სახელმწიფო პროგრამით გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი; მუნიციპალური პროგრამით დაწესეულია თანაგადახდა 50 %. წლიური ლიმიტი 5000 ლარი. 3. მშობიარობა სახელმწიფო პროგრამით 400 ლარი. მუნიციპალური პროგრამით - 600 ლარი. რაც შეეხება საკანონმდელო ბაზას - მუნიციპალური პროგრამას განხორციელებს კერძო სადაზღვევო კომპანიები, რასაც ისინი უკვე ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაამისად და აქ რამე შესაცვლელი ან მისაღები ახალი კანონი არ არის საჭირო. მუნიციპალიტეტს სრული უფლება აქვს დააზღვიოს თავისი მოსახლეობა. ისევე როგორც ახლა მუნიციპალიტეტს დაზღვევული ყავს მოსახლეობის გარკვეული კატეგორია, კერძოდ თბილისის მერიის დაზღვეულები. განსხვავება იმაშია, რომ ახლანდელი ბიუჯეტი მცირეა 43 მლნ და საქმეც ამაშია, რომ ჩვენი ერთერთი უმთავრესი მიმართულებაა ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხების ზრდა 43 მლნ-დან 117 მილიონამდე. რაც შეეხება თუ საიდან ეს გაზრდილი თანხები. ესეც მნიშვნელოვანია ჩვენი პროგრამის ხედვიდან გამომდინარე. ჯანდაცვის ეკონომიკაში და საერთოდ ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია სახსრების ადექვატური განაწილება, რაც გულისხმ,ობს პრიორიტეტულობის დადგენას. თუ დღევანდელი მერიისთვის პრიორიტეტია ხიდების და ა.შ, მშენებლობა, რაზეც უფრო მეტ თანხებს გამოყოფს, ვიდრე ჯანდაცვა, ჩვენთვის მთავარია მოსახლეობისთვის მინიმალური საბაზისო პაკეტის შეთავაზება. შესაამისად არ დაფინანსდება ძვირადღირებული პროექტები და დაფინანსდება ჯანდაცვა, ანუ მოხდება თანხების გადანაწილება პრიორიტეტებად, სადაც ჯანდაცვა იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. ეს არის რესურსების სწორი და ადექვატური განაწილება. ამას არანაირი საკანონმდებლო ბაზა არ ჭირდება, ამას სჭირდება უბრალოდ მოსახლეობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია. 2. კითხვა რა სახით განხორციელდება კონტროლის მექანიზმი პაციენტი + ექიმი + დაზღვევა? არ გაქვთ დაკონკრეტებული თუ როგორი სახით იქნება ეს კონტროლი. ამ სისტემაში კონტროლის არქქონა სისტემას ვერ აამუშავებს და ის 117 მილიონი არ გეყოფათ 2 თვეც კი. პასუხი. მუნიციპალიტეტი სადაზაღვევო პრემიას ყოველთვიურად გადაურიცხავს სადაზღვევო კომპანიას, რომელიც თავად ახორციელებს სადაზღვევო მომსახურების მენეჯმენტს და კონტროლს, ეს მის ინტერესებშია. ამით მომსახურების ხარჯები მუნიციპალიტეტის მხრიდან პროგნოზირებადია. ამის გარდა მუნიციპალიტეტი თავად განახორციელებს სადაზღვევო კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგს, რომელიც შეეხება სამედიცინო ხარისხს. სამედიცინო ხარიხსის მონიტორინგისათვის შემუშავებული გვაქვს სპეციალური მეთოდი, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყნეშია დანერგილი, და რომელიც საკმაოდ რთულ სისტემას წარმოადგენს და მოიცავს სადაზღვევი კომპანიების რეიტინგულ კვლევას შესაამისი კრიტერიუმებით, რომელიც შემუშავებულია. მონიტორინგის ჩვენეული სისტემა ასევე დაკავშირეულია პაციენტის ინფორმირებულობასთან, მისი უფლებების დაცვასთან და. ა. შ. ასე რომ ჩვენეული ხედვა ამ მხრივ მოიცავს მკაცრ ზომებს გაწეული სამედიცინო მომსახურების მთელ საკითხებთან დაკავშირებით. კითხვა 3. არ გაქვთ მოცემული მიახლოებითი ხარჯთაღიცხვა რა დაუჯდება ბიუჯეტს ყველა თბილისის მაცხოვრებლის დაზღევვა, ოჯახის ექიმებს ვინ დააფინანსებს? ამ კითხვაზე უკვე გაგეცით პასუხი. კითხვა 4. ოჯახის ექიმებს დასჭირდებათ ფართის დაქირავება, ამ ფართის ჰიგიენურ ნორმებთან შეასფერისად მოწყობა, დასჭირდებათ სამედიცინო აპარატურა და ა.შ. გაქვთ ის მაინც გამოთვლილი თუ რამდენი დაჯდება ასეთი ერთი პუნქტის მოწყობა? პირველადი ჯანდაცვის სისტემას უზრუნველყოფენ ოჯახის ექიმები, აგრეთვე თერაპევტები. თერაპევტები იმიტომ ვახსენე რომ დღეისათვის მთლიანად რესპუბლიკაში 1500-მდე ოახის ექიმია გადამზადებული. სანამ არ იქნება საკმარისი რაოდენობა ოჯახის ექიმებისა, მომსახურებას გასწევენ არსებული თერაპევტებიც. ჩვენი მიზანია ხელი შეეწყოს ოაjხის ექიმის გადამზადების პროცესს და რაც შეიძელეbა დაჩქარდეს. მუნიციპალიტეტი არ ქირაობს პირველადი ჯანდაცვისათვის ფართს. ოჯახის ექიმის საპროგნოზო ბიუჯეტი მოცემულია პროგრამაში.
  10. babuagiorgi თქვენ რომ ბავშვია არა ხართ და ხართ ბაბუა ეგ უკვე ვიცი. ველოდები თქვენგან სხავა პარტიის ეგრეთწოდებულ არარსებულ პროგრამას ჯანდაცვის სფეროში. რომელ პარტიას აქვს და სად შეიძლება მისი გაცნობა??? ხომ გვითხარით სხვების პროგრამებისგან რამდენიმე წინადადებით განსხვავდება ჩვენი ჯანდაცვის პროგრამა. თანაც გაცნობილი ყოფილხართ. მეც და ალბათ საზოგადოებასაც აინტერესებს ეს პოგრამები იქნებ ჩვენც გვითხრათ სად ვნახოთ ინტერნეტში ან მოვიპოვოთ, რომ საერთო ან განსხვავებები ვიპოვოთ. ამ კითხვაზე თქვენ ხვალამდე შეგიძლიათ არ მიპასუხოთ. ეხლა უნდა წავიდე და ხვალ 14:00 გავაგრძელოთ თქვენს გათვლებზე და კითხვებძე საუბარი კარგად ბრძანდებოდეთ იუზერებო. მადლობას მოგახსენებთ საინტერესო კითხვებისთვის.
  11. საერთოდ დასაქმების პოლიტიკა და პროგრამა უნდა განხორციელდეს ქვეყნის მაშტაბით. არსებულ ხელისუფლების პირობებში ამის პერსპექტივა არ არსებობს რადგან ეს თემა მათთვის აქტუალურია მხოლოდ არჩევნების წინ. ამავე დროს სოფელისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე სრულყოფილი დასაქმების პროგრამის გადაწყვეტა შეუძლებელია. ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს რომ ადგილებზე, მაგალითად თბილისში ლოკალური დასაქმების პროექტები განხორციელდეს.
  12. 1000%-ით გამოვრიცხავ. ნამდვილად სახალისო კითხვა იყო. ისე რომელ ერთ ფსევდოს გულისხმობდით საინტერსოა ნამდვილად.
  13. უცხო_პლანეტელი მე ვერ დაგეთანხმებით. თუ არგუმენტებს მოიტანთ კარგი იქნება.
  14. DAVID_AGMASHENEBELI მემარჯვენე. თუმცა საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით - სოციალურ პროექტებზე და ბიუჯეტზე ორიენტაცია უახლოეს წლების განმავლობაში გარდაუვალი იქნება.
  15. lasha1997 ეხლა ყველა თავის რეიტინგებს ატარებს. 57? თვითონ თუ ჯერათ საინტერესოა? ოპოზიციურ ქალაქში უგულავას 57? ვისაც უნდა დაიჯეროს. ჩვენ 30 მაისს ველოდებით რეინტიგების შესამოწმებლად.
  16. nika3012 გარანტია არ არის. თუმცა ხალხისთვის ძნელი ასახსნელი არ იქნება იმისა თუ ვისი მიზეზით მოხდა სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემის შექმნა დედაქალაქში ალასანიას გამო, თუ ხელისუფლების.
  17. მინდა გითხრათ, რომ მე გახლავართ 1996 წლის ანტიმონოპოლური კანონმდებლობის ავტორი. მაშინ გახლდით ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავჯდომარე პარლამენტში. ეს თემა ჩემთვის პროფესიონალურად ახლოსაა და მიმაჩნია ჩვენს ეკონომიკაში პრობლემები უმრავლესობა ამ კანონის მიზანმიმართულად გაუქმების გამო არის გამოწვეული. ამჯერადაც არის ფასადური მცდელობა "აღდგენის" მხოლოდ იმიტომ რომ ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტი ავალდებულებს ამას ხელისუფლებას. ამასთან დაკავსირებით შეგზლიათ გაეცნოთ ჟურნალ "ლიბერალში" 15 დეკემბერი, 2009 წელი. http://www.liberali.ge/node/990
  18. babuagiorgi მე მინდა თქვენ ჩვენი "მესიჯი" გამოგიგზავნოთ. ეჭვი მეპარება გაცნობილი იყოთ. ეს პროგრამა უკვე ერთი თვეა გამოქვეყნებულია სხვადასხვა ინტერნეტგვერდებზე, პარტიის საიტზე, ასევე www.iraklialasania.ge და გავრცელებულია ბეჭდური სახით. ველოდები თქვენგან სხავა პარტიის ეგრეთწოდებულ არარსებულ პროგრამას ჯანდაცვის სფეროში. რომელ პარტას აქვს და სად შეიძლება მისი გაცნობა??? აი ჩვენი პროგრამა თქვენებურად "მესეჯი": ყველაზე ღირებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა! ირაკლი ალასანიას და “ალიანსი საქართველოსათვის“ თბილისის მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამა 2010 –2014 წწ “სამედიცინო მომსახურება ყველა თბილისელს“ ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში განხორციელებული გაუაზრებელი რეფორმების შედეგად, როგორც თბილისის, ისე საქართველოს მთელი მოსახლეობის უმრავლესობა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩა. დღეს თბილისის მოსახლეობის 80% ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურეობის გარეშე დარჩა. გაუმართლებლად მაღალია ფასები მედიკამენტებზე. ადგილი აქვს ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან წამლებზე მონოპოლიური ფასების დაწესებას. მოსახლეობის უმრავლესობა ოჯახის ბიუჯეტის დიდ ნაწილს წამლებსა და ექიმებთან კონსულტაციებზე ხარჯავს. ბევრს კი საერთოდ არ გააჩნია მკურნალობისათვის საჭირო სახსრები. არსებული პრობლემები: ორგანიზაციული: • სახელმწიფოს არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული ჯანდაცვის პოლიტიკა და კონცეფცია; • არ არის დასახული მიზნები, სამოქმედო სტრატეგია და ვადები; • ჯანდაცვის სისტემის ფრანგმენტული ღონისძიებები ეფუძნება და ოპერირებს ისეთი საინფორმაციო სისტემით, რომელიც არასაიმედო და არასტანდარტიზებულია; • სახელმწიფო და კერძოდ მერია, არ/ვერ ახერხებს მის მიერ სრულად და ნაწილობრივ სუბსიდირებული პროგრამების სრულფასოვან ადმინისტრირებას, მონიტორინგსა და შეფასებას; • დარგის მართვა ხორციელდება არაკვალიფიციურად, იგრძნობა მართვისა და ადმინისტრირების ცოდნის დეფიციტი ყველა დონეზე; • სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ბაზისურ სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას. დაფინანსების: • მოსახლეობის 80% დარჩენილია ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების პროგრამების გარეშე; • მაღალია “ჯიბიდან გადასახადები” მომსახურების მიღების ადგილზე; • გაუმართლებლად მაღალი და არაადეკვატურია სამედიცინო მომსახურების ფასები; • სახელმწიფო და კერძოდ, მერია არ/ვერ აკონტროლებს ჯანდაცვის დაფინანსებაზე გაწეულ ხარჯებს; • უგულვებელყოფილია ფასთწარმოქმნის მექანიზმები და პრინციპები სამედიცინო ბაზრის რეგულირების ყველა დონეზე. 2005 –2009 წლებში ქ. თბილისის ბიუჯეტი უსამართლოდ ნაწილდებოდა: თბილისელთა ჯანდაცვაზე 2009 წელს დაიხარჯა ბიუჯეტის 4%–ზე ნაკლები (23 მილიონი ლარი), რაც ერთ თბილისელზე შეადგენს წელიწადში – 18 ლარს; თვეში – 1,5 ლარს. მაშინ ,როდესაც: მერიის ბიუროკრატიული აპარატის შენახვაზე დაიხარჯა – 7% (43 მილიონი ლარი). სამედიცინო მომსახურეობის მიწოდების: • არ არსებობს ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა და სტანდარტიზაციის ერთიანი ეროვნული პოლიტიკა; • არ არსებობს სახელმწიფო დონეზე შემუშავებული სამედიცინო მომსახურეობის მიმწოდებელთა შეფასების კრიტერიუმები და მექანიზმები; • არ არის ჩამოყალიბებული სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებისათვის ფინანსური თუ არაფინანსური სტიმულირების მექანიზმები; • სისტემა არ არის დაყოფილი რეგიონალური და ფუნქციური პრინციპით და დონეებად. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული თითეული მათგანის უფლება – მოვალეობა და ანგარიშვალდებულება; • სადაზღვევო კომპანიებისათვის არ არსებობს საზოგადოებისა და მერიის მიმართ ანგარიშვალდებულების სისტემა; • არ გამოიყენება ქცევის რეგულაციის ისეთი ფორმები, როგორებიცაა: თანამედროვე სტანდარტები/გაიდლაინები და პროტოკოლები, უწყვეტი სამედიცინო განათლება და განვითარება; • არამიზნობრივი ხარჯვისა და კორუფციული გარიგებებისათვის შექმნილია ხელსაყრელი გარემო. შედეგი: სახელმწიფომ, კერძოდ მერიამ, როგორც სამედიცინო მომსახურების მსხვილმა შემსყიდველმა, არ იცის როგორი ხარისხის მომსახურებას ყიდულობს და რას იხდის ამ მომსახურეობაში. მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემის ფორმირების კონცეფცია მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემის ფორმირების კონცეფცია ეფუძნება: • სოციალური სამართლიანობის და სამოქალაქო სოლიდარობის პრინციპს; • სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფებისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას; • სადაზღვევო მედიცინის ეფექტიანი და მოქნილი, შედეგზე ორიენტირებული ინსტრუმენტების დანერგვასა და მისი განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნას; • ბაზარზე ჯანსაღი, რეგულირებად კონკურენტულ გარემოსა და გამჭვირვალე მონიტორინგს დაქვემდებარებული სისტემის დამკვიდრებას, რომელიც მუნიციპალური სამედიცინო პროგრამის მეშვეობით, უზრუნველყოფს თბილისის მოსახლეობას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით; მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამის ძირითადი მიზნებია: • მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება დაავადების პროფილაქტიკისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის გზით; • სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული, ფინანსური და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; • სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; • მოსახლეობის დაცვა ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან; სტრატეგიული ამოცანები: 1. მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემის სრულყოფა; 2. მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი მართვა; 3. მუნიციპალური ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდა. ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები შეადგენს მშპ-ის 1.5 %-ს და მთლიანი სახელმწიფო ხარჯების 5%-ს, რაც განაპირობებს ჯანდაცვაზე მოსახლეობის “ჯიბიდან” დანახარჯების ძალიან მაღალ დონეს - 73 %–ს. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ევროპაში და აღემატება დსთ-ს საშუალო მაჩვენებელს - 46%-ს. საქართველოს მიერ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ოდენობა 2-2,5 ჯერ ჩამორჩება ბალტიისპირეთის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს (ლიტვა - 14,7%; ესტონეთი - 11,2 %; ლატვია - 9,4%). აღნიშნული გვიჩვენებს, რომ ჯანმრთელობის დაცვა ჯერ კიდევ არ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგი. ჩვენი მიზანია ჯანდაცვა გახდეს სახელმწიფოს უპირატესი პრიორიტეტი. ჩვენ განვახორციელებთ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, სახელმწიფო დანახარჯების წილი ჯანდაცვაზე, მოსახლეობისათვის მინიმალურად აუცილებელი სამედიცინო მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობისათვის, მთლიან სახელმწიფო დანახარჯებში უნდა შეადგენდეს 15%–ს. ჩვენ, თბილისის ბიუჯეტიდან, თბილისელთა სამედიცინო მომსახურებისათვის გამოვყოფთ 17 მილიონ ლარს, არსებული 33 მილიონი ლარის ნაცვლად. მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების შედეგად ვუზრუნველყოფთ: • უნივერსალური მინიმალური ბაზისური პაკეტის შეუშავებას; • სადაზღვევო სისტემით მოსახლეობის სრულ მოცვას; • სამედიცინო ბაზარზე რეგულირებადი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობას (მართვად კონკურენციას); • სარწმუნო და სტანდარტული საინფორმაციო სისტემით ოპერირებას; • მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს: – კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვას; – ადმინისტრაციული და ოპერირების სტანდარტების დანერგვას; – ფინანსური და კლინიკური გადაწყვეტილებების გამიჯვნას; • პაციენტთა და სამედიცინო პერსონალის უფლებებისა და ინტერესების დაცვას. თბილისის მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამა დაეფუძნება 4 ძირითად პროგრამულ კომპონენტს: 1. ოჯახის ექიმი - ყველა თბილისელს; 2. სამედიცინო დაზღვევა - ყველა ოჯახს 3. უფასო და იაფი წამალი ყველა თბილისელს: • უფასო წამალი ბავშვებს და ხანდაზმულებს • წამალი შეღავათიან ფასად ყველა თბილისელს 4. უფასო მშობიარობა და ორსულობის პატრონაჟი. 1. ოჯახის ექიმი ყველა თბილისელს დღეს არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თბილისის მოსახლეობის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურება ფასიანია, რაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. პროგრამის აღნიშნული კომპონენტი ითვალისწინებს ოჯახის ექიმის უფასო საბაზო მომსახურებას თითოეული თბილისელისათვის, მიუხედავად მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა. ბაზისური ამბულატორიული მომსახურება განხორციელდება ოჯახის ექიმი/ექთნის მეშვეობით საოჯახო მედიცინის ცენტრებსა და ამბულატორიულ კლინიკებში. ბაზისური ამბულატორიული მომსახურება ითვალისწინებს: 1. სამედიცინო კონსულტაციას, როგორც ამბულატორიულად, ასევე საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ბინაზე სამკურნალო თუ პრევენციული მიზნით; 2. ბაზისურ ფუნქციურ-დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს, რისთვისაც არ არის საჭირო რთული დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული შესაძლებლობები; 3. მცირე ინვაზიურ პროცედურებს; 4. გადაუდებელ ამბულატორულ დახმარებას; 5. საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებებს; 6. პროფილაქტიკურ აცრებს; 7. უფასო და იაფი წამლის პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების დანიშვნას; 8. ამბულატორიულ დონეზე სხვადასხვა სახის სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემას; ამბულატორიული მომსახურების მიწოდების ორგანიზაციული ფორმებია: ა) საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია რამდენიმე ოჯახის ექიმით და ექთნით; ბ) ამბულატორიული კლინიკა, სადაც ერთდროულად ფუნქციონირებს რამდენიმე სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი. (ძირითადად, დღეს არსებული პოლიკლინიკების ბაზაზე). დაწესებულებების მდებარეობა განისაზღვრება სამედიცინო მომსახურებაზე ოპტიმალური გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის დაცვის პრინციპით. მომსახურების მიმწოდებელი გუნდი (ოჯახის ექიმი და ერთი ან ორი ექთანი) მოემსახურება დაახლოებით 2500 პაციენტს. ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენა შესაძლებელი იქნება მის მიერ გაცემული რეცეპტის საფუძველზე. ოჯახის ექიმი სამედიცინო პრაქტიკას წარმართავს თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების მეშვეობით. ოჯახის ექიმისა და ექთნების მუშაობა შეფასდება სპეციალური კრიტერიუმებით და იმ მოთხოვნებით, რომლებსაც მათ წინასწარ წაუყენებს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახური. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად იწარმოებს მედპერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლება და პროფესიული განვითარება. პროგრამის ეს კომპონენტი განხორციელდება თბილისის ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსების გზით, რაც ფინანსური თვალსაზრისით უფრო მეტად ეფექტიანი და ეკონომიკურია. შეიქმნება პირველადი ჯანდაცვის ერთიანი ინფორმაციის მართვისა და ადმინისტრირების ქსელი. პროგრამის ამ კომპონენტის საპროგნოზო ბიუჯეტი და მასში ჩართული მოსახლეობის რიცხოვნება მოცემულია ცხრილში: 500 ოჯახის ექიმსა და ექთანზე გათვლით კომპონენტის საპროგნოზო ბიუჯეტი დასახელება თანხა (ერთეული) 500 ერთეულზე თანხა (თვეში) ჯამური თანხა წელიწადში ოჯახის ექიმის ოფისის ბიუჯეტი (საოფისე ხარჯების გათვალისწინებით) 3500 1,750,000 21,000,000 დიაგნოსტიკური და ლაბორატ. გამოკვლევები 2000 1,000,000 12,000,000 სულ 5500 2,750,000 33,000,000 2. სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს არსებული მდგომარეობა – 2010 წლისთვის სახელმწიფოს არ აქვს აღებული პასუხისმგებლობა თბილისის მოსახლეობის 80%-ის ჯანდაცვაზე. სახელმწიფო აფინანსებს თბილისის დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს და მოხელეთა ცალკეული კატეგორიების (პედაგოგები, სამხედრო პირები, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და სხვა) სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს. ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში განხორციელებული გაუაზრებელი ცვლილებების შედეგად თბილისის, ისევე როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩა. გამონაკლისს წარმოადგენს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც მოცულია სახელმწიფო პროგრამით. სოციალური გარანტიების გარეშე დარჩენილი მოსახლეობიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს 6 წლამდე და 65 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორია. მუნიციპალური ჯანდაცვის რეფორმის პირველი ეტაპის სტრატეგიული ამოცანაა თბილისის მთელი მოსახლეობის უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების უნივერსალური მინიმალური ბაზისური პაკეტით. ეს პაკეტი უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, ფინანსური რისკებისაგან დაცვას, დაავადებათა პრევენციასა და გადაუდებელი მკურნალობის ბაზისურ მოცვას. ჩვენი პროგრამის ძირითადი მიზანია თბილისელთა სრულყოფილი სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა. მთელი მოსახლეობის მოცვა ხელს შეუწყობს ერთი და იგივე პულში ახალგაზრდა და ასაკოვანი, ან ჯანმრთელი და ავადმყოფი დაზღვეულების არსებობას, რაც თავის მხრივ, გაზრდის სადაზღვევო რისკის გადანაწილებას ჯანმრთელიდან - ავადმყოფზე, ახალგაზრდიდან - ასაკოვანზე, მდიდარიდან - ღარიბზე. პროგრამის კომპონენტი „სამედიცინო დაზღვევა - ყველა ოჯახს“ მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: 1. 6 წლამდე და 65 წელს ზემოთ თბილისელების უფასო სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით სრულად უზრუნველყოფა. თბილისელების ეს კატეგორია უფასოდ ჩაერთვება მუნიციპალური სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში. სამედიცინო დაზღვევის პოლისის ღირებულებას სრულად აანაზღაურებს მუნიციპალური ბიუჯეტი. 2. ყველა თბილისელის უზრუნველყოფას სამედიცინო დაზღვევით, რომელიც მთლიანად დაფარავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს (უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო სამედიცინო მომსახურება, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება). ამ პაკეტის ღირებულებას სრულად აანაზღაურებს მუნიციპალური ბიუჯეტი. 3. ყველა თბილისელს, სურვილის შემთხვევაში, ექნება საშუალება თვეში 6– 8 ლარის დამატებით შეიძინოს სრული სამედიცინო დაზღვევის პაკეტი, რომელიც ზემოთაღნიშნულ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასთან ერთად, უზრუნველყოფს გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებასაც (ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯების ჩათვლით). პროგრამის განხორციელება: პროგრამა – „სამედიცინო დაზღვევა - ყველა ოჯახს“ – განხორციელდება, როგორც მუნიციპალური პროგრამა, რისთვისაც თბილისის მუნიციპალიტეტი გამოაცხადებს ტენდერს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების გამოსავლენად. პროგრამის რაოდენობრივი და ღირებულებითი მახასიათებლები: • თბილისის 6 წლამდე მოსახლეობა – 65 000 კაცი; • თბილისის 65 წელს ზევით ასაკის მოსახლეობა – 150 000 კაცი; • გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პაკეტით დასაზღვევი მოსახლეობა - 600 000 ადამიანი. ასაკობრივი ჯგუფი რაოდენობა (ათასი კაცი) სადაზღვევო პრემია(ლარი) ბიუჯეტი (ათასი ლარი) 6 წლამდე 65 120 7,800 65 წელს ზემოთ 150 120 18,000 გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაზღვევა 600 40 24, 000 სულ 49,800 3. უფასო და იაფი წამალი ყველა თბილისელს • უფასო მედიკამენტი 3 წლამდე და 65 წელს ზემოთ ასაკის ყველა თბილისელს • წამალი შეღავათიან ფასად ყველა თბილისელს საქართველოს, და განსაკუთრებით, თბილისის ფარმაცევტული საცალო (სააფთიაქო ქსელი) ბაზარი არ ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან არც ნომინალურ ანტიმონოპოლიურ და არც ანტიტრასტულ რეგულირებას და პრაქტიკულად ოლიგოპოლიურ მდგომარეობაშია. შექმნილ ვითარებაში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წამლის შეძენა არ შეუძლია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ფატალური შემთხვევების რისკს. პროგრამის აღნიშნული კომპონენტი ითვალისწინებს 3 წლამდე და 65 წელს ზემოთ ასაკის ყველა თბილისელის ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული საბაზისო მედიკამენტებით უფასოდ უზრუნველყოფას, საშუალოდ 100 ლარის ფარგლებში. ასევე, ყველა თბილისელს ყველა მიეცემა შესაძლებლობა იაფად შეიძინოს ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. თბილისელებისათვის ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიწოდება განხორციელდება სპეციალურად ამ მიზნებისთვის შექმნილი თბილისის მუნიციპალური ფარმაცევტული საწარმოს (მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის) საშუალებით. მედიკამენტების სარეალიზაციო ფასები განისაზღვრება საერთაშორისო ტენდერებით შეძენილი მედიკამენტების თვითღირებულებაზე რეალიზაციის ხარჯების დანამატით. ზემოაღნიშნული მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების გარდა, ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნის ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს და ხელს შეუწყობს კერძო ფარმაცევტულ საცალო ქსელში სამედიცინო მედიკამენტებზე ფასების ოპტიმიზაციის პროცესს. პროგრამის ამ კომპონენტის საპროგნოზო ბიუჯეტი და მასში ჩართული მოსახლეობის რიცხოვნება: ასაკობრივი ჯგუფი რაოდენობა (ათასი კაცი) წამლის წლიური ხარჯი საშუალოდ (ლარი) ბიუჯეტი (ათასი ლარი) 3 წლამდე 50 50 2,500 65 წელს ზემოთ 150 100 15,000 სულ 17,500 4. უფასო მშობიარობა და ორსულების პატრონაჟი 2007 წლამდე ორსულობისა და მშობიარობის ხარჯებს აფინანსებდა სახელმწიფო 800 ლარიანი ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც ხელისუფლებამ უსაფუძვლოდ გააუქმა, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა შობადობის ზრდის სტიმულირებას და მნიშვნელოვნად დააზარალა ახალგაზრდა ოჯახების ისედაც მწირი ბიუჯეტი. უკანასკნელ პერიოდში გახშირდა ორსულობისა და მშობიარობის სტანდარტული, სამედიცინო პროცედურების გარეშე ჩატარების შემთხვევები, რასაც ფატალური შედეგებიც კი მოჰყვა. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი პროგრამის აღნიშნული კომპონენტი ითვალისწინებს თითოეული თბილისელი ორსულისათვის, მიუხედავად მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა, ორსულობისა და მშობიარობის ხარჯების დაფინანსებას 800 ლარის ლიმიტის ფარგლებში, რაც მოიცავს შემდეგს: ორსულობის პატრონაჟი – ორსულობის განმავლობაში ხარჯების დაფინანსება (მონოტორინგი, რისკების განსაზღვრა, პროფილაქტიკა, მკურნალობა) – 200 ლარიანი ვაუჩერით. მშობიარობის ხარჯების დაფარვა (მათ შორის, გართულებული) ყველა ფეხმძიმისთვის 600 ლარიანი ვაუჩერით. პროგრამის საპროგნოზო ბიუჯეტი: დასახელება რაოდენობა (ათასი) ლიმიტი (ლარი) ბიუჯეტი (ათასი ლარი) ორსულობის ხარჯები 20 200 4,000 მშობიარობის ხარჯები 20 600 12,000 სულ 16,000 პროგრამის განხორციელების შედეგად: თბილისის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურების უნივერსალური მინიმალური ბაზისური პაკეტით და სამედიცინო დაზღვევის გარანტიებით, რაც მოიცავს: • ყველა თბილისელის უზრუნველყოფას ოჯახის ექიმის მომსახურებით; • ყველა ოჯახის უზრუნველყოფას სამედიცინო დაზღვევით; • ყველა თბილისელის უზრუნველყოფას უფასო და იაფი წამლით: – უფასო წამალი ბავშვებს და ხანდაზმულებს – წამალი შეღავათიან ფასად ყველა თბილისელს • უფასო მშობიარობას და ორსულობის პატრონაჟს თითოეულ ორსულზე 800 ლარიანი ვაუჩერის გაცემით. რაც შეეხება თქვენს გათვლებს ამაზე ხვალ გავაგრძელებ თქვენთან საუბარს, რადგან სხა იუზერებსაც მინდა გავცე პასუხი
  19. ursula ავარიულ სახლებისათვის ძველ თბილისში და სახვა უბნებშიც, 4 წლის მანძილზე გამოვყოფთ 100 მლნ ლარს, 25 მილიონს წელიწადში. საკუთრების მიუხედავად მათ რეკონსტრუქციაზე მერია იქნება პასუხისმგებელი .
  20. კონკურენტებს ჩამოყალიბებული პროგრამები არ გააჩნიათ. მათ აქვთ მესეჯები თუ რის გაკეთებას აპირებენ, მაგრამ როგორ, რა სახსრებით, რის ხარჯზე ეს ამომრჩევლისთვის უცნობია. შეგიძლიათ ინახულოთ მათი პარტიული ინტერნეტგვერდები და დარწმუნდებით. გამონაკლისი არის გია ჭანტურიას ტარიფების შესახებ პრეზენტაცია, სადაც არის კონკრეტული გაანგარიშებები. თუმცა არსებული იდეა არარეალურია და პოპულისტური. ემსახურება მხოლოდ მოსახლოების შეცდომაში შეყვანას და ხმების მოპოვებას. შეგიძლიათ ამ თემაზე გაეცნოთ ჩემს გუშინდელ ინტერვიუს www.bp.ge machkatela თბილისში მაცხოვრებელი ყველა დევნილი: ა) მიიღებს საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის 50%–იან შეღავათს; ხარჯი – 2 მლნ ლარი ბ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რეგისტრირებული ყველა დევნილი (36,200 ადამიანი), დამატებით მიიღებს შემწეობას თვეში – 10 ლარის ოდენობით; ხარჯი – 4,4 მლნ ლარი; გ) მიიღებს უფასო სამედიცინო დაზღვევას; (იხილეთ „ალიანსის“ ჯანდაცვის პროგრამა); დ) მივაღწევთ, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა–ნაგებობებში მცხოვრებ დევნილებს კერძო საკუთრებაში დაუკანონდეთ დაკავებული ფართები.
  21. ალბათ, საკმარისად მაინც არ არის ინფორმირებული. ჩვენი პროგრამები არის www.iraklialasania.ge ასევე facebook-ზე. ალასანია ყველა სატელევიზიო გამოსვლაში აჟღერებს პროგრამების შინაარს. ასევე დარიგდა პროგრამები მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, თუმცა სახსრების უქონლობის გამო არჩევნებისთვის სასურველი მაშტაბები არ არის.
  22. საქართველოს ეკონომიკას ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი აქვს. პირველ რიგში ეს არის ბოლო წლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. არ არსებობს ნორმალური ანტიმონოპოლური კანონმდებლობა და შესაბამისად ჯანმრთელი კონკურენცია ბაზარზე, დამოუკიდებელი სასამართლო, მუდმივად ირღვევა საკუთრების უფლებები. კერძო კომპანიების საქმიანობაში "სახელისუფლო კლანის" ჩარევა და ხელოვნური გაკოტრებებიც ასეთივე დონის ფაქტორია. კომპანიის წილში სახელისუფლო ჩინოსნების ჩასხდომის პროცესი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკა ნამდვილად ვერ განვითარდება.
×
×
  • შექმენი...