Jump to content
Planeta.Ge

აბა ვინ უნდა დავხოცოთ ბიბლიის მიხედვით, სია


Recommended Posts

რომელმა რასამ?

ჩვენთვის ცნობილი რასებიდან არც ერთმა, დღეს ამ რასის წარმომადგენლები ძალიან მიზერული რაოდენობით ცოცხლობენ, არამგონია შენთვის საინტერესო იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენთვის ცნობილი რასებიდან არც ერთმა, დღეს ამ რასის წარმომადგენლები ძალიან მიზერული რაოდენობით ცოცხლობენ, არამგონია შენთვის საინტერესო იყოს.

ინდუიზმს გულისხმობ? რაღაც მსგავსი მსმენია, ინდუზიმში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინდუიზმს გულისხმობ? რაღაც მსგავსი მსმენია, ინდუზიმში..

არა ინდუიზმს არ ვგულისხმობ ისე ინდუისტები ახლოს არიან ამ თეორიასთან, მაგრამ ისინი ამ მოვლენას, სხვანაირად განმარტავენ, ამბობენ რომ ადამიანს აქვს 3 სხეული ფიზიკური, ასტრალური და სულიერი და რომ თუ პიროვნება სულის განვითარებით მიაღწევს ბრაჰმას სამყოფელს ის აღარ ბრუნდება უკან ანუ განიცდის განღმრთოებას, ხოლო დროთა განმავლობაში ასეთი ცალკეული სულები ბრუნდებიან ხორცში კაცობრიობის დასახმარებლად თავადაც განიცადონ განღმრთოება ასეთებად განიხილავენ ბუდას, იესო ქრისტეს, შრი აურობინდუს, მუჰამედს, მაგათ აქვთ განღმრთოების გზა და ცოდნა, გარკვეულწილად ეს მეც ვიცი მაგრამ ხანგრძლივი პროცესია, არსებობს ასევე მეორე გზაც ჩემს მიერ ხსენებული რასის სხვა ნებისმიერ რასასთან სქესობრივი კონტაქტით ნაშობი შთამომავლის დახმარებით განღმრთოებისა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინდუიზმს გულისხმობ?

ინდუისტები ანაჰატა ჩაკრაზე მედიტაციით, მანტრა სუპრიმისა და რაგების მღერით აღწევენ განღმრთოებას, მაგრამ ზოგს გამოსდის ზოგს არა ეს იმაზეა დამოკიდებული თუ სულს ფიზიკურ სხეულში მოვლინებამდე განვითარების რა დონე ქონდა, ისინი განმარტავენ რომ სულს მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე შეუძლია განვითარდეს და არსად სხვაგან, რაც შეეხება სულისთვის ფიზიკური სხეულის დატოვებას და ასტრალურ სხეულში გადასვლას, არც ამას მიიჩნევენ განღმრთოებად და ამბობენ რომ ასეთი ტიპის ექსპერიმენტები სახიფათოც კია, რადგან ასტრალური განზომილება პირობითად ჯოჯოხეთი დავარქვათ სავსეა იმ ბოროტი სულებით, რომლებმაც ვერ მოახერხეს გასხივოსნება და ბრაჰმას სამყოფელში შეღწევა. განმარტავენ რომ ვინც ასეთ ექსპერიმენტებს ატარებს ხშირად ექცევა ამ დემონური ძალების ზემოქმედების ქვეშ, აზრს რომ ანგელოზები სულები ჰგონია, რასელის ნათქვამით ამას ვწერდი ქრისტიანისთვის გასაგებ ენაზე რომ ფიზიკური სხეულის გარდა არსებობს კიდევ ასტრალური სხეულიც მაგრამ სიტყვა ასტრალს არ ვახსენებდი შეგნებულად თორემ სატანისტის იარლიყი ზედ მქონდა ეგრევე :givi: ეხლა რაც შეეხება ამ რასას, რომელსაც ვახსენებდი ზემოთ მათ პირობითად ელდარის რასას უწოდებენ, ერთ ერთმა მათმა წარმომადგენელმა მოახერხა გასხივოსნება ანუ გახდა ღმერთი ანუ მან დატოვა ფიზიკური და ასტრალური სხეული და სულიერების ისეთ საფეხურს მიარწია რომ გახდა ღმერთების ღმერთი, ბიბლიაში რომ წერია იეჰოვას მიმართ ღმერთების ღმერთო მიმართვა, ეს იმას ნიშნავს რომ სხვა ღმერთებიც არსებობენ ფიზიკური სხეულის არ მქონე სულიერი არსებები რომელსაც გააჩნიათ ასტრალური სხეული, ასეთებს ჯერ ებრაელებმა და მერე ზოგადად ქრისტიანებმა ანგელოზები და დემონები დაარქვეს, კიი იყო განხეთქილება ზოგიერთი ასტრალურ სხეულში მყოფი არსება აუმხედრდა უზენაესს და ასტრალურ სამყაროში დღესაც გრძელდება ბრძოლა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ლამაზად შეთითხნილი ზღაპრებით ადამიანის ცნობიერება დააბინძურო, რატომ ვერ ხსნიან საიდან წარმოიქმნა ღმერთი? არასოდეს შექმნილაო რომ იძახიან და ყველაფერი მან შექმნაო, იმ კითხვას რატომ ვერ სცემენ პასუხს თავად ვიღამ შექმნა? ფუუ და გაჩნდა? რქებით რომ ეხეთქებიან ევოლუციის თეორიას და ერთი ხელის მოსმით უარყოფენ ფაქტები ხომ საპირისპიროზე მეტყველებს? მოკლედ როგორც აღვწერე განღმრთოების იგივე გასხივოსნების 2 გზა არსებობს ერთი ხანგრძლივი და შრომატევადი მეორე მოკლე და ას პროცენტიანი შედეგით, მეორე გზის შესახებ აქ აღარ დავწერ გარკვეული მიზეზების გამო, თან ამ ყველაფერთან ერთად განუვითარებელ სულს აქვს ესეთი თვისება, რა განზომილებაშიც იმყოფება იქ სურს დარჩენა, სწორედ ამიტომ ცდილობს კაცობრიობა უკვდავების წამლის შექმნას და ახალგაზრდობის განმახანგრძლივებელი პრეპარატების დამზადებას, ბევრი სული ნებაყოფლობით რჩება ასტრალურ სამყაროში და აღარ ილტვის ბრაჰმას სამყოფელისკენ (ქრისტიანებისტვის სასუფეველი) ბევრიც უკან ბრუნდება ახალ სხეულში რათა, როგორც ზემოთ აღვნიშნე მხოლოდ დედამიწაზეა შესაძლებელი სულიერი განვითარება და საკუთარი მეს რეალიზაცია, სხვა პლანეტაზე და სხვა განზომილებაში სულს არ შეუძლია განვითარდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაზე მოდერატორ აზრს ელაპარაკე,

რა დრო იყო :givi: მოკლედ ეს ფორუმიც საქართველოსავით ნატანჯია რაა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინტერნეტ_კონტრაბანდის თემაა ფორუმ.გე-ზე აქაც იყოს :)

 

ვინც ფიქრობს რომ ქრისტემ თითქოსდა რაიმე გააუქმა:

 

 

ჰოდა ახლა სია, ვინც უნდა დაიხოცოს:

 

 

13. ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.

 

22. თუ კაცს გათხოვილ ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე უნდა მოიკლას: ქალთან მწოლარე კაციცა და ქალიც. აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.

 

 

ჰა საიდან იწყებთ ხოცვა-ჟლეტას?

 

1-13 სრულიად თანახმა ვარ. ჰომოსექსუალები გაიჟლიტონ დანდობის გარეშე.

 

2-22 ისრაელში ქვა თავში უხლიათ, მაგრამ ჩვენთან ქვა იმან ესროლოს ვინც უცოდველია))

არის მომენტები როცა ქალს ვამართლებ ასეთ დროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

1-13 სრულიად თანახმა ვარ. ჰომოსექსუალები გაიჟლიტონ დანდობის გარეშე.

რა ჰუმანური ხარ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიტომაც ვამბობ თუ ბიბლიის გაგება გინდა ტაძარში უნდა მიხვიდე!

 

და რითია ერთი ტაძარში მყოფი მღვდელი ჩემზე მეტი? კი მესმის შენთვის ავტორიტეტია ყველა ვინც ანაფორას ატარებს, მარა ჩემთვის უკაცრავად და არანაირი ავტორიტეტი არ არის ის და რითი აჯობებს მისი ვერსია ჩემ ვერსიას.

 

 

ნუკრი, ეს ტაძარში უნდა მიხვიდეო იმას არ ნიშნავს, რომ მღვდელს მოუსმინო და მისი აზრებით იხელმძღვანელო. უბრალოდ ეს ყველა ქრისტიანს, რომელიც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს,გამოუცდია. როცა ეკლესიის გარეთ ხარ, მადლი გაკლდება და იწყებ ეშმაკის სასარგებლოდ აზროვნებას და როცა ეკლესიაში ხშირად დადიხარ, წირვა-ლოცვას ესწრები მადლი, სულიწმინდა შემოდის და რჩება შენს გულში და სადაც სულიწმინდის მადლია იქ სხვა და შესაბამისად უაზრო ფიქრები ვეღარ იბუდებს. მე მგონია, რომ ამის ახსნა უნდოდა და შენ მღვდელს გადააბარე ყველაფერი..

 

მღვდლის თემას რაც შეეხება..ბოლო ჟამს გამოჩნდებიან მოძღვრები, რომლებიც შეეცდებიან შეგაცდინონ, ამიტომ ნუ მივენდობითო, ამბობენ წმინდა მამები.

 

აი რა წერია თორმეტი მოციქულის მოძღვრებაში:

 

დიდაქე

 

XI.2

იქნებ მოძღვარი თვით მიექცეს სხვა სწავლებისკენ. თუ თქვენს წარწყმედას ცდილობს იგი, არაფერი ისმინოთ მისი, მაგრამ თუ სურს კიდევ უფრო შეგემატოთ სიმართლე და ცოდნა უფლისა, შეიწყნარეთ როგორც უფალი.

 

 

 

ეს არ ნიშნავს რომ ეს ყველას ეხება. მე ძალიან კარგი მოძღვარი მყავს, არაჩვეულებრივი, სათნო ადამიანი, რომელიც მეხმარება სწორი მიამართულება მივცე ჩემს ქრისტიანულ ცხოვრებას, მისი სწავლება ნამდვილად შეესაბამება ქრისტიანულ სწავლებას.

 

უბრალოდ ცუდი ისაა, რომ საზოგადოებას გონია, რომ მოძღვარი პრესტიჟია ეკლესიისა და თუ მოძღვარს რამე ცუდი შეამჩნიეს ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ არსებობს და ეკლესია "გვაბოლებს" :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰა საიდან იწყებთ ხოცვა-ჟლეტას?

 

ბავშვებო ყველაფერი პირდაპირ არ გაიგება...

 

მართმადიდებელი ქრისტიანის ლექსიკონიდან:

 

სიკვდილი - იგი ორგვარია: სხეულებრივი და სულიერი. პირველ შემთხვევაში სხეული კარგავს სულს, რომლითაც ცოცხლობდა, ხოლო მეორე - როდესაც სულს ერთმევა ღვთის მადლი, რომელიც აცოცხლებდა მას. სხეულისგან განსხვავებით, სული არ კვდება.

 

 

მე ვფიქრობ აქ სულიერ სიკვდილზეა ლაპარაკი. ანუ ვინც ჩამოთვლილს გააკეთებს მოკვდეს სულიერად. ანუ წაერთვას ღვთის მადლი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი კიდევ რა არის საინტერესო, ყოველ შემთხვევაში ქრისტიანისთვის: (ახლა დრო არ მაქვს, თემა სრულიად მ=ვერ წავიკითხე , მერე ჩავუჯდები)

 

ეს, რაც აქ წერია, ჩემი ტკივილია დიდი ხანია, რადგან სახლშიც და გერეთაც მეგობართა გარკვეული ნაწილი ამტკიცებს, რომ ქრისტიანია და ამისთვის რა საჭიროა ეკლესია და ვერც ვეუბნები რამეს, რადგან არ მინდა ეგონოთ, თავი წმინდანი მგონია, არ ყველაზე მაგარი, ან რამეს ვუმტკიცებ, ძალიან მტკივა გული, მაგრამ რა ვიცი. აქ დავდებ ამას, რაც ისედაც ვიცოდი და ორი დღის წინ ერთ-ერთ წიგნში აღმოვაჩინე:

 

 

ციტატა შემოკლებით........" ჭეშმარიტება და ხსნა მხოლოდ ეკლესიაშია. ადამიანები გაამაყდნენ საკუთარი წარმატებებით, შეიყვარეს საკუთარი თავი ღმერთისა და მოყვასის დავიწყებამდე. ვერ მიიღებს ამაყი ადამიანი სწავლებას ეკლესიაზე, რადგან ვიდრე მიიღებდეს ამ სწავლებას, უნდა გათავისუფლდეს ეგოისტური სიყვარულისა და თავნებობისაგან, დაემორჩილოს ეკლესიას და ისწავლოს ადამიანის სიყვარული, თავმდაბლობით დააყენოს საკუთარი თავი სხვებზე მაღლა.

 

მასზე ვინც არ იცავს ეკლესიის ერთიანობას, არ შეიძლება ითქვას, რომ ინარჩუნებს სარწმუნოებას. ეკლესიის გარეთ შეუძლებელია როგორც ქრისტიანული ცხოვრება, ასევე ქრისტიანული სწავლება."არ შეიძლება ღმერთი მამად ყავდეს მას, ვისაც დედად არ ჰყავს ეკლესია"(წმ.კვიპრიანე კართაგენელი).

 

ეკლესიისგან განდგომილი აღარ არის უკვე ქრისტიანი. იგი განძრცვულია სულიწმინდის მადლისგან და ამიტომ აღარც უნდა ჰქონდეს ცხონების იმედი".

 

ყველა, ვინც ქრისტიანობას აშორებს ეკლესიას, ღვთის გმობამდის მიდის. ქრისტე ღმერთკაცის უარყოფამდე სწორედ იმიტომ მიდიან, რომ ეკლესიის უარყოფის შემდეგ ქრისტეს ღმერთკაცობა მათთვის უსარგებლო ხდება. თუ ქრისტიანობას დავაცილებთ ეკლესიას, მაშინ არავითარი საჭიროება აღარაა აღარც ქრისტეს ღმერთკაცობისა და აღარც სულიწმინდისა. ხოლო ყოველივე ამის გარეშე იესოს სწავლება ისეთივე უმნიშვნელო და არაქმედითი ხდება ცხოვნებისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა მოძღვრება.

 

ერთადერთი, რასაც უეკლესიო პროტესტანტობამ მიაღწია _ გათიშვაა და იგი განუწყვეტლივ იშლება სექტებად. ერთადერთი რაც საერთო აქვთ სექტებს – ესაა სრული თავნებობა.

 

დღეს ზოგიერთები იმდენად არიან ჩაკირულები თავიანთ ეგოიზმში, რომ მართმადიდებელი ეკლესიის იდეალი მათ ეჩვენებათ პიროვნებაზე ზეწოლად.მართმადიდებელი ეკლესია კი მათგან ითხოვს ჭეშმარიტების მორჩილებას და სიყვარულს. ზოგიერთი ჩვენი თანამედროვის სიყვარულისგან განძარცული გულისთვის კი ეს იდეალი ძნელად სატარებელი ჩანს.

 

დავასრულებთ საუბარს ეკლესიის მამის ირინეოს ლიონელის სიტყვებით: "არ უნდა ეძებო ჭეშმარიტება სხვებთან, როდესაც ადვილია მიიღო იგი ეკლესიაში, რამეთუ მოციქულებმა ყოველივე შეკრიბეს. რაც შეეხება ჭეშმარიტებას, ყოველი მსურველი იღებს მისგან სიცოცხლის წყალს, იგია სწორედ კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა დანარჩენი ქურდი და მპარავია".

 

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვფიქრობ აქ სულიერ სიკვდილზეა ლაპარაკი. ანუ ვინც ჩამოთვლილს გააკეთებს მოკვდეს სულიერად. ანუ წაერთვას ღვთის მადლი.

არასწორედ ფიქრობთ, იმიტომ რომ მოსეს რჯულში ფიზიკურ ხორციელ სიკვდილზეა საუბარი, იქ წერია, რომ თუ გათხოვილ ქმარს სხვა კაცთან მრუშობის მომენტში წაასწრებდნენ, უნდა ჩაექოლათ კაციც და ქალიც, სწორედ ამიტომ მიუყვანეს იესოს ჩასაქოლად გამზადებული მრუშობაში მხილებული ქალი, რომელიც მან თავისი სიტყვით იხსნა. ასევე ხორციელი სიკვდილით ისჯებოდა გამოვლენილი მამათმავალიც და უფრო მეტიც, თუ ორი მამაკაცის ჩხუბის დროს, ერთ ერთის ცოლი ჩაერეოდა ჩხუბში და შემთხვევით ხელი მეორე კაცის პენისზე მოუხვდებოდა მას ხელის კიდურს ჭრიდნენ. აი ასეთ სასჯელებს დებდა ებრაელების ღმერთი დამნაშავე ებრაელებისთვის და ამბობდა რომ ამით აღმოიფხვრებოდა უსამართლობა ისრაელში, ხოლო რაც შეეხება მეორე სიკვდილს ანუ სულის მოკვდინებას ეს მართალი ბრძანეთ სულის მარადიული სატანჯველი ანუ გეენის ცეცხლი არის მეორე სიკვდილი, სწორედ ამაზე ამბობს იესო: "ნუ გეშინიათ მათი ვისაც ხელეწიფებათ ხორცის სიკვდილი, გეშინოდეს მისი ვისაც ხორცისა და სულის დაღუპვა ძალუძს გეენაში".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა, ვინც ქრისტიანობას აშორებს ეკლესიას, ღვთის გმობამდის მიდის. ქრისტე ღმერთკაცის უარყოფამდე სწორედ იმიტომ მიდიან, რომ ეკლესიის უარყოფის შემდეგ ქრისტეს ღმერთკაცობა მათთვის უსარგებლო ხდება.

ქრისტე ღმერთკაცი არასოდეს ყოფილა, ამასვე ასწავლის მართლმადიდებლური ეკლესია, იესო მიწაზე იყო სრული ადამიანი და ამავდროულად ღმერთი, ღმერთი განკაცდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურად ადამიანი იყო და სულიერად ღმერთი, ის ფიზიკურადაც და სულიერადაც იყო სრულიად ადამიანი და ამავდროულად ღმერთი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეგობართა გარკვეული ნაწილი ამტკიცებს, რომ ქრისტიანია და ამისთვის რა საჭიროა ეკლესია და ვერც ვეუბნები რამეს, რადგან არ მინდა ეგონოთ, თავი წმინდანი მგონია,

სიტყვა ეკლესია მოგეხსენებათ შესაკრებელს ნიშნავს და არა ტაძარს, როდესაც თქვენი მეგობრები ამბობენ ფრაზას: "რა საჭიროა ეკლესია", ქვეცნობიერად გულისხმობენ შემდეგს: "რა საჭიროა ტაძარში სიარული", შეგიძლიათ მათაც და ნებისმიერ სხვასაც უპასუხოთ შემდეგი იესო ამბობს: "სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით იქ ვარ მეც", ხოლო სადაც ქრისტეა იქ არის მისი შესაკრებელი ანუ ეკლესია. რაც შეეხება ლოცვას, ამაზეც ამბობს უფალი დაფარულში ვილოცოთ, გვეუბნება შედი შენს ოთახში ჩაკეტე კარი და ილოცე დაფარულში რადგან ადამიანებს კი არ ეჩვენო მლოცველად არამედ ღმერთს. ზოგს კომპლექსი აქვს ტაძარში სიარულის, წირვაზე და საეკლესიო რიტუალებზე დასწრების, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის არ არის სრულყოფილი ქრისტიანი, იესო ამბობს ის კი არ ცხონდება ვინც ტაძარში დადის ყოველ შაბათ კვირა, არამედ ამბობს ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება სურვილს, ასევე მარხვისთვის, ამბობს ის ვინც ჭამს ნუ დაძრახავს იმას ვინც არ ჭამს, ხოლო ვინც არ ჭამს ნუ დაძრახავს იმას ვინც ჭამს, ვინაიდან ვინც არ ჭამს თავის უფლისთვის არ ჭამს, ხოლო ვინც ჭამს თავის უფლისთვის ჭამს. აქ მეორე და მნიშვნელოვანი ასპექტიც არის გასათვალისწინებელი სახელად "ხიბლი", როდესაც ადამიანი ეკლესიურად ცხოვრებას ცდილობს, მიდის მასთან ბოროტი და მის საყვარელ ცოდვას პატივმოყვარეობას შთააგონებს, ამ დროს ადამიანს ჰგონია, რომ ვიღაცაზე რამეთი მეტია, იესო კი ვისზე იძახის გამართლდაო? იმ ცოდვილზე, რომელსაც თვალის აბყრობაც კი რცხვენოდა ზეცისკენ, გულში მღიჯს იცემდა და იძახდა: "ვაი მე ცოდვილს", თავმდაბლობამ და სინანულმა გაამართლა ეს უკანასკნელი, ახლა შეწირულობებზე, მოდის ტაძარში ბიზნესმენი და სწირავს ტაძარს ვთქვათ 1000 ლარს ეს თანხა მისთვის მზესუმზირის ფულია, ერთ კურტიზანში რომ უყოყმანოდ გადაიხდის ისეთი თანხა, მოდის მოხუცი და პენსიიდან რომლითაც თვიდან თვემდე უნდა იარსებოს სწირავს ვთქვათ 5 ლარს, როგორ ფიქრობთ ღვთისთვის რომელი შესაწირია მოსაწონი? და საერთოდ ღმერთს ჭირდება კი ის 1000 ან 5 ლარი? ამ მოქმედებით ის ადამიანის სიყვარულს ზომავს მისდამი. ასე რომ ვინც ტაძარში არ დადის, ვინც ცოდვილია, ვინც უმეცარია, ბოროტებით თუ არ აქვს გული აღსავსე შეიძლება უფრო გამართლდეს ვიდრე მუდმივად ტაძარში მოსიარულე ქრისტიანი, ვინაიდან როგორც დავწერე ქრისტიანი ტაძარში მოსიარულეს კი არა ღვთის ნების შემსრულებელს ქვია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქრისტე ღმერთკაცი არასოდეს ყოფილა, ამასვე ასწავლის მართლმადიდებლური ეკლესია

Morfius

 

უნდა მიგეწერა, ეს ასეა მორფიუსის სახარების მიხედვით-თქო. :givi: :givi: :givi:

 

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ცოტა სხვანაირია ოქრო. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, შენგან განსხვავებით ამბობს შემდეგს:

 

"მხოლოდ ქრისტეანობამ აუწყა კაცობრიობას, ყველანი ერთმანეთის ძმები ხართო; მოსპო მონობა და კანონის წინაშე გაათანასწორა ყველანი; იქადაგა საყოველთაო სიყვარული, რომელიც შეიცავს ყველას, განურჩევლად წოდებისა, ეროვნებისა და მდგომარეობისა. ამოტომ ყველამ უნდა სცნას, რომ ქრისტეანობა არის ჭეშმარიტი სჯული, ჭეშმარიტი სარწმუნოება და მისი დამფუძნებელი ქრისტე იესო არის ღმერთკაცი".

 

აქედან გამომდინარე, პატარა რჩევა ჩემგან: გაერკვიე ქრისტიანულ სწავლებებში და ისე იქადაგე. :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქრისტე იესო არის ღმერთკაცი

ღმერთკაცში მართლმადიდელები განკაცებულ ღმერთს გადმოსცემენ და არა ადამიანს+ღმერთის ნაზავს, განკაცება გაადამიანებას ნიშნავს: დასკვნა ასეთია იესო ცხოვრობდა სასუფეველში მამა ღმერთთან შემდეგ კაცობრიობის გამოსახსნელად გახდა სრული ადამიანი და არა ნახევარ ადამიანი და ნახევრად ღმერთი, ის ხორცში ყოფნისას ადამიანი იყო და ამავდროულად ღმერთიც, ეხლა გინდა მორფიუსის სახარება დაარქვი ამას და გინდა აინშტაინის ესაა რეალობა, შენთან კამათს არ ვაპირებ და დაგაიგნორე მაგრამ არ ისვენებ მაინც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...