Jump to content
Planeta.Ge

marituna

პლანეტელი
  • პოსტები

    71
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი marituna

  1. ცოტა დიდი ხნის წინ დავწერე, მაგრამ რაც ვიგულისხმე მახსოვს. ქართველებს მივმართავ, იმათ ვისაც დღეს შენარჩუნებული აქვს მიწა-წყალი. ამდენი საუკუნეების სასწაულების მერე, როგორ შეიძლება მადლიერი არ იყო და კიდევ იქილიკო. ნუ ეს რწმენის საკითხია. გწამს, გაიგებ რას ვამბობ, არ გწამს, ვერ გაიგებ.
  2. ძილი რომ არ არსებობდეს მე ასე გავიგე, რომ ანუ არ სჭირდებოდეს ადამიანის ორგანიზმს ძილი. ვთქვათ რომ არ არსებობს, დაბადებიდან სულ გვღვიძავს. ვითომ რასაც ვაკეთებთ ორმაგად გავაკეთებდით? უუფ, ძალიან ეჭვი მეპარება... ვისაც უნდა საქმის კეთება ათენებს კიდევაც საქმისთვის, როცა სჭირდება და ვისაც არ უნდა შრომა,იმას რა მნიშვნელობა აქვს ეღვიძება თუ ეძინება. ისე კი ალბათ უფრო მალე დავბერდებოდით
  3. http://s003.radikal.ru/i201/1104/16/a25713db134e.jpg
  4. http://s48.radikal.ru/i120/1104/4c/5197149e5a1f.jpg
  5. http://s41.radikal.ru/i091/1104/39/86ffbc1de0e7.jpg ჩემია, მიყვარს ყვავილების გადაღება
  6. მართალი ხარ , მაგრამ მე ქვემოთ ციტირებული თემა უფრო მესიამოვნა. რაც შეეხება ამ თემას კი დამაინტერესა, მაგრამ ვერ წავიკითხე იმდენად ამაზრზენია, არა იმიტომ რომ იმიტომ, იმიტომ, რომ ამიტომ.
  7. გეთანხმები გამოთქმულ აზრში აბსოლიტურად, მაგრამ ერთ შესწორებას შევიტან რა. აქ ეკლესია მთლიანად არ უნდა იგულისხმებოდეს.ის, რომ უსჯულო მღვდლები არსებობენ გასაგებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკლეია გახრწნილია, მე ძალიან დიდ მადლებს ვიღებ და ასევე კმაყოფილი ვარ ჩემი მოძღვრის სულიერი სიმაღლით
  8. ანუ ამომწურავი პასუხი იმისთვის, რომ ცოტა გამოვერკვე. პასუხი კონკრეტული იყო და არ იყო მიდებ-მოდებული, მოკლედ მადლობა. ფართო ინტერესი არ მაქვს ამ ეტაპზე ამ თემის მიმართ, ისე კი საინტერესოა.
  9. იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს”--ეს მეოთხე კითხვაზეა პასუხი. ისე ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი უნდა იკითხო იქ სადაც საჭიროა და აუცილებლად გიპასუხებენ ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ ავტორი qeti32 მე დავსვამ კითხვას თუ შეიძლება, ოღონდ ქართველობას ვეკითხები და ვინც ქართველად თვლის თავს მიპასუხოს: რატომ ვართ ასეთი უმადურები?
  10. აზრი, სხვებმა იმხელა პასუხები გასცეს და ქეთისი არ მოგეწონა რამე? აი მე ძალიან მომეოწნა და მინდა კიდევ ერთხელ გაიჟღეროს ამ სიტყვებმა. როცა ასეთ თემას, "ბედავ" და ხსნიი, მაშინ მზად უნდა იყო მოუსმინო შენთვის არასასურველ პასუხებსაც და... (ნუ დაგავიწყდება სიტყვის თავისუფლება) თორემ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს თემა იმიტომ გახსენი, რომ მხოლოდ შენი აზრი მოვისმინოთ. თუ ასეა დასვი კითხვები. გულში თუკი უფალს არ შეუშვებ, პასუხებს ვერ მიიღებ. კარგად დაუკვირდი სიტყვას მიიღებ. ანუ გინდაც სწორი პასუხი დაწეროს ვინმემ, შენ მზად არ იქნები შეუშვა შენს გულში ჭეშმარიტი სიტყვა. ასე რომ ეს თემა სრული უაზრობაა შენთვის ამ შემთხვევაში და ყველა დანარჩენისთვის, რომელსაც არ სწამს უფლის არსებობის და თუ ღადაობა გინდა გირჩევ გადახვიდე თემაში იუმორი. მე ვუკვირდები და ვამჩნევ და ეს ერთმა ჩემმა მეგობარმაც მითხრა, ყოველთვის ათეისტი ადამიანები გამოდიან ღვთის წინააღმდეგ, რატომ ხალხნო? თუკი არ გჯერათ, რას ებრძვით? შენი ყოველი სიტყვა ამ საიტზე ბრძოლაა, ბრძოლაა ღვთის წინააღმდეგ და ამას აცნობიერებ? თუ არ გჯერა, რატომღა გაინტერესებს. მე მაგალითად პოლიტიკის არ მჯერა, არც აღვიქვამ სერიოზულად და არც მაინტერესებს და საერთოდ არ შევდივარ მაგ განყოფილებაში. ამ რელიგიის განყოფილებაში რატომ დაიპყრე თემები, რა გინდა? გინდა რამე? გინდა, რომ შენი პოსტით მეც ეშმაკის მადიდებელი გამხადო? დიდი ბოდიში , მაგრამ ძლივს მოვედი აქამდე, ძლივს დავადექი უფლის გზას და მაპატიე და ძალიან ვწუხვარ, რომ მაგ გზაზე დგახარ, იმიტომ, რომ თითოეული სული ძვირფასია, განსაკუთრებით კი ქართული.
  11. gruzian_ka შენ გაიხარე რა აზრი შენ gruzian_ka-ს წერილს რატომ აიგნორებ, ის მაინც აღნიშნე, რომ ამომწურავად უპასუხა და ვერ შეედავები : )) 1. "ზოგი რამ არის თუ არ დაინახე ვერ ირწმუნებ, ზოგი კი ისეთი, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ"ი.ჭავჭავაძე თუ არ ირწმუნე ვერ გაიგებ, ვერც სინამდვილეში და ვერც ზღაპარში. 2. რელიგიები ადამიანებმა შექმნეს იმისთვის, რომ გაიმარტივონ ცხოვრება.სამოთხიდან გამოძევების შემდეგ ადამიანის შთამომავლობამ ციურ სხეულებს დაუწყო დიდება, ნუთუ ეს ღმერთის ბრალია? ის, რაც შენს თავს უნდა ჰკითხო ადამიანმა, ღმერთს რა სინდისით ეკითხები?(პირადად ნუ მიიღებ ძალიან გთხოვ). უფლისთვის ჩემი აზრით ყველაზე მოსაწონი რელიგიური გზა ისაა, რომელიც შეუცვლელად გადმოსცემს მის სიტყვას და დარიგებებს. 3.ამდენი უბედურება რატომ არსებობს ეგ ძალიან ზოგადი კითხვაა, ზოგჯერ ვაგნებ ამაზე პასუხს, ზოგჯერ ვერა. ერთი ამომწურავი პასუხი არ არსებობს. როცა ვერ ვხვდები მიზეზს, ის მაინც ვიცი, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მერე რა რომ მე ვერ ვხვდები, მთავარია ღმერთმა იცის, მე მიყვარს ის და დარწმუნებული ვარ მის სამართლიანობაში. 4. შენ იკითხე ამ ქვეყანაზეო ჰო? ქრისტეს აღდგომის შემდეგ უკვე იმისთვის, რომ ცხონდე. მანამდე ამის საშუალება არ იყო და ახლა, მადლობა უფალს, გვაქვს
  12. მადლობა ამომწურავი პასუხისთვის მორფიუს
  13. Morfius ისე, მგონი ძალიან ხარ განსწავლული ხო ზოგადად რელიგიებში, დამაინტერესა რა იყო მოტივატორი? და რა პროფესიის ხარ? Nukriko მე შენ გიცნობ, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა შენ შეიძლება ვერ მიცნო და არც მინდა გითხრა ვინ ვარ, უბრალოდ ძალიან მომინდა მეთქვა. პატარა ინტრიგა
  14. ახლა ზუსტ ციტატას ვერ მოგიყვან, არ მაქვს იმ წმინდა მამის წიგნი, სადაც ეს ამოვიკითხე, მაგრამ შევეცდები მოკლედ გითხრა, ისე, რომ შინაარსი არ შევცვალო. ანუ ეს წმინდა მამა ამბობს, რომ ბრმად ნუ მიენდობით მოძღვარს, შეეცადე შენს სულს შენითვე დაეხმარო, გაერკვე არის თუ არა მისი მოძღვრება შენი სულისთვის სწორად წამმართველი. აქვს თუ არა მას მადლი ღვთისა და ქადაგებს თუ არა ღვთის სიტყვას. იმედია სწორად დავწერე, მე საერთოდ გულით ვიმახსოვრებ, გონებით ნაკლებად. მაშინ როგორც გავიგე, ახლაც ისე ვწერ, ოღონდ არ ვიცი თქვენ რამდენად სწორად გაიგებთ. როგორ გაიგეთ აბა?
  15. აბა რა, რა თქმა უნდა.. ვაიმე ხიბლი კი არა გული მისკდება, რა გავაკეთო აღარ ვიცი. ჯერ მხოლოდ ახლა მოვდივარ აზრზე , მადლობა წმინდანებს და მადლობა ღმერთს, მაგრამ ვაიმე რა შორს ვარ სრულყოფილებიდან. :/
  16. აი კიდევ რა არის საინტერესო, ყოველ შემთხვევაში ქრისტიანისთვის: (ახლა დრო არ მაქვს, თემა სრულიად მ=ვერ წავიკითხე , მერე ჩავუჯდები) ეს, რაც აქ წერია, ჩემი ტკივილია დიდი ხანია, რადგან სახლშიც და გერეთაც მეგობართა გარკვეული ნაწილი ამტკიცებს, რომ ქრისტიანია და ამისთვის რა საჭიროა ეკლესია და ვერც ვეუბნები რამეს, რადგან არ მინდა ეგონოთ, თავი წმინდანი მგონია, არ ყველაზე მაგარი, ან რამეს ვუმტკიცებ, ძალიან მტკივა გული, მაგრამ რა ვიცი. აქ დავდებ ამას, რაც ისედაც ვიცოდი და ორი დღის წინ ერთ-ერთ წიგნში აღმოვაჩინე: ციტატა შემოკლებით........" ჭეშმარიტება და ხსნა მხოლოდ ეკლესიაშია. ადამიანები გაამაყდნენ საკუთარი წარმატებებით, შეიყვარეს საკუთარი თავი ღმერთისა და მოყვასის დავიწყებამდე. ვერ მიიღებს ამაყი ადამიანი სწავლებას ეკლესიაზე, რადგან ვიდრე მიიღებდეს ამ სწავლებას, უნდა გათავისუფლდეს ეგოისტური სიყვარულისა და თავნებობისაგან, დაემორჩილოს ეკლესიას და ისწავლოს ადამიანის სიყვარული, თავმდაბლობით დააყენოს საკუთარი თავი სხვებზე მაღლა. მასზე ვინც არ იცავს ეკლესიის ერთიანობას, არ შეიძლება ითქვას, რომ ინარჩუნებს სარწმუნოებას. ეკლესიის გარეთ შეუძლებელია როგორც ქრისტიანული ცხოვრება, ასევე ქრისტიანული სწავლება."არ შეიძლება ღმერთი მამად ყავდეს მას, ვისაც დედად არ ჰყავს ეკლესია"(წმ.კვიპრიანე კართაგენელი). ეკლესიისგან განდგომილი აღარ არის უკვე ქრისტიანი. იგი განძრცვულია სულიწმინდის მადლისგან და ამიტომ აღარც უნდა ჰქონდეს ცხონების იმედი". ყველა, ვინც ქრისტიანობას აშორებს ეკლესიას, ღვთის გმობამდის მიდის. ქრისტე ღმერთკაცის უარყოფამდე სწორედ იმიტომ მიდიან, რომ ეკლესიის უარყოფის შემდეგ ქრისტეს ღმერთკაცობა მათთვის უსარგებლო ხდება. თუ ქრისტიანობას დავაცილებთ ეკლესიას, მაშინ არავითარი საჭიროება აღარაა აღარც ქრისტეს ღმერთკაცობისა და აღარც სულიწმინდისა. ხოლო ყოველივე ამის გარეშე იესოს სწავლება ისეთივე უმნიშვნელო და არაქმედითი ხდება ცხოვნებისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა მოძღვრება. ერთადერთი, რასაც უეკლესიო პროტესტანტობამ მიაღწია _ გათიშვაა და იგი განუწყვეტლივ იშლება სექტებად. ერთადერთი რაც საერთო აქვთ სექტებს – ესაა სრული თავნებობა. დღეს ზოგიერთები იმდენად არიან ჩაკირულები თავიანთ ეგოიზმში, რომ მართმადიდებელი ეკლესიის იდეალი მათ ეჩვენებათ პიროვნებაზე ზეწოლად.მართმადიდებელი ეკლესია კი მათგან ითხოვს ჭეშმარიტების მორჩილებას და სიყვარულს. ზოგიერთი ჩვენი თანამედროვის სიყვარულისგან განძარცული გულისთვის კი ეს იდეალი ძნელად სატარებელი ჩანს. დავასრულებთ საუბარს ეკლესიის მამის ირინეოს ლიონელის სიტყვებით: "არ უნდა ეძებო ჭეშმარიტება სხვებთან, როდესაც ადვილია მიიღო იგი ეკლესიაში, რამეთუ მოციქულებმა ყოველივე შეკრიბეს. რაც შეეხება ჭეშმარიტებას, ყოველი მსურველი იღებს მისგან სიცოცხლის წყალს, იგია სწორედ კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა დანარჩენი ქურდი და მპარავია". დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
  17. ბავშვებო ყველაფერი პირდაპირ არ გაიგება... მართმადიდებელი ქრისტიანის ლექსიკონიდან: სიკვდილი - იგი ორგვარია: სხეულებრივი და სულიერი. პირველ შემთხვევაში სხეული კარგავს სულს, რომლითაც ცოცხლობდა, ხოლო მეორე - როდესაც სულს ერთმევა ღვთის მადლი, რომელიც აცოცხლებდა მას. სხეულისგან განსხვავებით, სული არ კვდება. მე ვფიქრობ აქ სულიერ სიკვდილზეა ლაპარაკი. ანუ ვინც ჩამოთვლილს გააკეთებს მოკვდეს სულიერად. ანუ წაერთვას ღვთის მადლი.
  18. ნუკრი, ეს ტაძარში უნდა მიხვიდეო იმას არ ნიშნავს, რომ მღვდელს მოუსმინო და მისი აზრებით იხელმძღვანელო. უბრალოდ ეს ყველა ქრისტიანს, რომელიც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს,გამოუცდია. როცა ეკლესიის გარეთ ხარ, მადლი გაკლდება და იწყებ ეშმაკის სასარგებლოდ აზროვნებას და როცა ეკლესიაში ხშირად დადიხარ, წირვა-ლოცვას ესწრები მადლი, სულიწმინდა შემოდის და რჩება შენს გულში და სადაც სულიწმინდის მადლია იქ სხვა და შესაბამისად უაზრო ფიქრები ვეღარ იბუდებს. მე მგონია, რომ ამის ახსნა უნდოდა და შენ მღვდელს გადააბარე ყველაფერი.. მღვდლის თემას რაც შეეხება..ბოლო ჟამს გამოჩნდებიან მოძღვრები, რომლებიც შეეცდებიან შეგაცდინონ, ამიტომ ნუ მივენდობითო, ამბობენ წმინდა მამები. აი რა წერია თორმეტი მოციქულის მოძღვრებაში: დიდაქე XI.2 იქნებ მოძღვარი თვით მიექცეს სხვა სწავლებისკენ. თუ თქვენს წარწყმედას ცდილობს იგი, არაფერი ისმინოთ მისი, მაგრამ თუ სურს კიდევ უფრო შეგემატოთ სიმართლე და ცოდნა უფლისა, შეიწყნარეთ როგორც უფალი. ეს არ ნიშნავს რომ ეს ყველას ეხება. მე ძალიან კარგი მოძღვარი მყავს, არაჩვეულებრივი, სათნო ადამიანი, რომელიც მეხმარება სწორი მიამართულება მივცე ჩემს ქრისტიანულ ცხოვრებას, მისი სწავლება ნამდვილად შეესაბამება ქრისტიანულ სწავლებას. უბრალოდ ცუდი ისაა, რომ საზოგადოებას გონია, რომ მოძღვარი პრესტიჟია ეკლესიისა და თუ მოძღვარს რამე ცუდი შეამჩნიეს ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ არსებობს და ეკლესია "გვაბოლებს"
  19. რატომ ფიქრობთ რომ სჯის მაინცდამაინც ბავშვებს,იქნებ ხშირ შემთხვევაში მშობელს, ახლობელს ან სხვა ვინმეს უნდა მიახვედროს რაღაც-რაღაცეები.. შეიძლება ღმერთზე განაწყენებულმა ადამიანმა ისიც კი თქვას, თუ ასეთი მაგარია ეს ღმერთი რატომ არის ამდენი მათხოვარი და რატომ კვდება ამდენი შიმშილითო. გაგიკვირდებათ და ესეც ერთგვარი საშუალებაა ადამმიანის ცხონებისა. თუკი შენ გული შეგტკივა ასეთ ადამიანებზე, ეხმარები, გვერდში უდგახარ, არა მარტო მატერიალურად, არამედ სულიერად, მაშინ შენ კიდევ ერთი "შანსი" გქონია ცხონდე. რატომ არ ვფიქრობთ იმას, რომ ადამიანის მთავარი მოვალეობა აქ, ამ წუთისოფელში კარგად ყოფნა კი არა, არამედ იმ ქვეყნად მოხვედრაა. და უფალი თუკი სხვადასხვა გზით ცდილობს გამოგაფხიზლოს, მაინცდამაინც დასჯად რატომ აღიქვამთ? ჩვენი უბედურება იმაშია, რომ არ ვიცით რას ნიშნავს ნამდვილი დასჯა, მარადიული სატანჯველი. ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ზუსტად არავინ იცის რა არის ეს. და ვსაუბრობთ ამ ქვეყნიურ სასჯელებზე, რაც ალბათ იმასთან შედარებით ძალიან სასაცილოა. მე ასე მგონია. ეს დაახლოებით როგორ არის იცით? აი ადამიანები უნივერსიტეტის პერიოდს გადიან იმისთვის, რომ მერე მატერიალურად უზრუნველად იცხოვრონ თავიანთი ცოდნის საფუძველზე. თუ კარგად ისწავლეს მართლაც უზრუნველად ცხოვრობენ (ნუ ეს ყველანაირი სამართლიანობის დაცვის შემთხვევაში, სხვა შემთხვევებს ნუ განვიხილავთ), თუ არადა სამსახურს ან ვერ შოულობენ, ან შესაბამის დაბალანაზღაურებად სამუშაოს ასრულებენ. ხშირად ამას ვერ აცნობიერებს სტუდენტი, ან თუნდაც მოსწავლე, როცა სწავლობს. წარმოიდგინეთ მასწავლებელმა რომ არ დასაჯოს, არ დაუწეროს 2იანი, არ დაიბაროს მშობელი, არ დაუწეროს შესაბამისი ნიშანი და საგანი ჩააბარებინოს. გადაიყვანოს შემდეგ კურსზე, უსწავლელობის შემთხვევაში. რომელი სტუდენტი/მოსწავლე ისწავლის? აი მე მაგალითად არ ვიცი ისტორია, იმიტომ, რომ მასწავლებელი სერიალებზე და ფილმებზე გვესაუბრებოდა გაკვეთილზე და მეც რა მენაღვლებოდა, გავიზარდე და გული ძალიან მწყდება, რომ ისტორია არ ვიცი. მოკლედ, არავის სიამოვნებს 2იანი, კლასში ჩატოვება, სკოლიდან გარიცხვა, კუთხეში დაყენება და ა.შ. მაგრამ სხვანაირად აბა რამე გამოვა? ასეა გენაცვალე , არ სიამოვნებს ხალხს განსაცდელები, არ სიამოვნებთ ადამიანებს თავში ჩაკაკუნება და ხშირად არც აქცევენ ყურადღებას სათანადოდ. ალბათ იაპონელებს ბევრი უკაკუნეს და ბოლოს ერთიანად შეანჯღნიეს, ეს სათითაოდ "კაკუნი" არ "ეყოთ". ძალიან ჩართულები რომ არიან ყოფითობაში და რობოტებიც კი შექმნეს და ალბათ გარკვეულ ფენებს პრეტენზიაც კი აქვს, რომ შემოქმედის დონის საქმე გააკეთა...მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ინვალიდები, მათხოვრები და ყველა დანარჩენი ჩვენი ცხონების და გამოფხიზლების კიდევ ერთი შესაძლებლობაა.. ღმერთმა ყველას შეგვაძლებინოს ღირსეულად გაგვეაროს ეს წუთისოფელი
  20. მე არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მომწონს მამაკაცი რომ საათს ატარებს. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ვაკავშირებ დროის ფასის ცოდნასთან, საქმიანობასთან, დამოუკიდებლობასთან, მოწესრიგებულობასთან, გემოვნებიანობასთან (გააჩნია საათს) და კიდევ ბევრ კარგ რამესთან. მართალია ეს სტერეოტიპია გარკვეულწილად, თუმცა რას ვიზამთ. (რას მერჩით მცოდნია მიზეზი ) ეს საათი ყველაზე მეტად მომეწონა მე თვითონ არ ვატარებ საათს, გარკვეულწილად მაღიზიანებს, არა მარტო საათი, ხელზე სამაჯურებიც. თუ მყარად არის ხელზე კიდევ შეიძლება. ერთხელ ვიყიდე 10 ევროდ საათი რომში ციგნებთან, Thommy Hilfiger (რა თქმა უნდა ორიგინალი იყო ) ჰოდა მალეც გაფუჭდა.
  21. ბავშვებს პატარა ასაკში, როცა უკვე ესმით შენი და მეტყველებენ, ძალიან მარტივი ენით შეგიძლია აუხსნა ყველაფერი. ამას არაჩვეულებრივად გაიგებენ. თუკი დედას იმდენი კონტაქტი და ურთიერთობა არ აქვს შვილებთან, რომ ამას ვერ აუხსნის, გამოდის, რომ ის არც არაფერს ასწავლის შვილს და საერთოდ არა მისი აღზრდითაა დაკავებული, არამედ მხოლოდ გაზრდით. ასე რომ ყველა დედას ვურჩევდი დაელაპარაკონ თავიანთ შვილებს, პირველ რიგში საკუთარ ემოციებზე, ფიქრებზე, სატანჯველზე. ყველა ბავშვს უნდა დედას და მამას ერთმანეთი უყვარდეთ, ეს ამტკიცებს იმას, რომ ის სიყვარულის ნაყოფია. ეს ერთგვარი ეგოისტური მომენტიცაა. ხშირად ბავშვები დედ-მამის დაშორებას საკუთარ თავს აბრალებენ. ისინი მიიჩნევენ ეს იმიტომ მოხდა, რომ ისინი არიან ცუდები. აი ეს უნდა უთხრას დედამ, რომ მათი ბრალი არ არის, რომ როცა ის გაჩნდა, მაშინ უყვარდა დედას მამა და მამას დედა. მოკლედ ძალიან რთულია, მაგრამ ამისგან გაქცევა დიდი სისულელეა. ყველა ბავშვი ადამიანია და მის პიროვნებას პატივი უნდა სცეს ყველამ, იქნება ეს მშობელი თუ სხვა ვინმე. p.s. ყველა ბავშვი ბრძენია, მეც ვიყავი მართლა
  22. მშვენიერი მოსაზრებაა ბავშვების ამ ქვეყნიდან გაყვანას რაც შეეხება: ერთმა წმინდა მამამ ურჩია მშობლებს, ამ ბავშვს ყურადღება მიაქციეთ, ეს ისეთი წმინდაა, რომ თქვენ არ ხართ მისი ღირსი და ღმეთმა არ წაგართვათო. 18 წლის ასაკში ეს ბავშვი ზღვაზე დაიხრჩო. ნუ რა ვიცი, ეს ერთ-ერთი ვარიანტი
  23. საინტერესოა თქვენი მასაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით
×
×
  • შექმენი...