Saturn Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 (edited) აზრი მენციერული ენით რომ ვთქვათ, დაახლოებით 100 ცნობილი ამინომჟავადან მხოლოდ 20 შედის ცილების შემადგენლობაში და ყველა L-რიგისაა, (ანუ მარცხნივაა მიმართული). მეცნიერები იუწყებიან, რომ "სიცოცხლეს, რომელიც მხოლოდ L-რიგის ამინომჟავებზეა დამოკიდებული, არ ახასიათებს მოლეკულების 50/50 განაწილება". ამ 20 ამინომჟავას რამდენი მდგომარეობა შეიძლება რომ ჰქონდეს? პირველ მდგომარეობად მივიჩნიოთ ის რომ მარცხნივაა მიმართული ანუ L რიგისაა. კიდევ რა ტიპები არსებობს? "ბიოლოგიაში იმდენად დიდ პრობლემას ის საკმაოდ ნათელი ფაქტი კი არ წარმოადგენს, რომ ცილები შედგება გარკვეული სახით დაკავშირებული ამინომჟავების ჯაჭვისგან, არამედ ის, რომ ამინომჟავების ზუსტი წყობა ჯაჭვს ანიჭებს განსაცვიფრებელ თვისებებს. . . ამინომჟავები ალალბედზე რომ ყოფილიყო დაკავშირებული ერთმანეთთან, იარსებებდა ცოცხალი უჯრედისთვის უსარგებლო უამრავი წყობა. ჯერ ერთი გამუქებულ ნაწილში გამოთქმული მოსაზრება რის საფუძველზე მტკიცდება? მეორეც თუ მაგას აქსიომად მივიღებთ ანუ თუ სხვა წყობები უსარგებლოა, მაშინ ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ რომ განვითარდა ის წყობა რომელიც სიცოცხლის უნარიანი იყო ხომ? და დანარჩენები დაიღუპნენ, ვერ განვითარდნენ. Edited March 26, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 არა. პირჯვრის გადაწერა თეიზმის გამოვლინებაა.კაცოოო ვახ! ბუდისტი რომ არ იწერს პირჯვარს, ანუ არაა თეისტი?ეს ერთი. ახლა მეორე: როცა ათეისტი ღმერთს უარყოფს, ის ვერ აფიქსირებს თავისი პოზიციის შინაგან წინააღმდეგობას:უარყოფა შეიძლება იმისა, რაც არსებობსარ არსებულის უარყოფა არის ნონსენსი. ადამიანს გააჩნია მხოლოდ ის წარმოდგენები რაც მას ოდესღაც უნახავს და განუცდია.ისეთი რამ, რაც მას არასოდეს არ უნახავს და არც განუცდია, ვერანაირ წრმოდგენას ვერ წარმოშობს მასში. ნეშენლ ჯეოგრაფიკს არქვს ერთი დოკ. ფილმი, სადაც მეცნიერები (ფსიქოლოგები) მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ როდესაც პირველი გემი მიადგა სამხ.ამერიკის კონტინენტს, ადგილობერივმა ინდიელებმა ის ვერ დაინახეს, ვერ აღიქვეს თვალით, რადგან მათ ამ არსებულზე არანაირი წარმოდგენა არ მოეპოვებოდათ.ფსიქოლოგი ექსპერტები საუბრობენ ამაზე. ასე, რომ იგივე მითებში გადმოცემული ისტორიები სრულიად არ გახლავთ საფუძველს მოკლებული.ევოლუციონისტებმა უბრალოდ ის ვერ შეიგნეს,რომ დედამიწა ფორმირების უშორეს პერიოდებში მუდამ იყო დასახლებული და მის ბინადართ (მინერალური,მცენარეული, ცხოველური და ადამიანური სამყაროს წარმომადგენლებს) გააჩნდათ იმ პირობების შესაბამისი ფორმა-აღნაგი და შედგენილობა, რაიც თავად დედამიწას.;) ანუ -მკვრივ მინერალად გამყარებამდე, ქანების წარმოქმნამდე,როცა დედამიწა წარმოადგენდა წყლოვან-ორთქლოვან პლანეტას, შესაბამისი სტრუქტურის იყო დედამიწაზე არსებული სიცოცხლის სამყაროს წარმომადგენლობაც. ის აც ზემოთ დავასახელე.ამაზე საუბრობს ძვ.ბერძენი ფილოსოფოსი -თალესი.ხოლო ჰერაკლიტე კიდევ უფრო ღრმად სწვდება დედამიწის შორეულ წარსულს და მანამდელ მდგომარეობაზე საუბრობს. ცეცხლოვან პლანეტაზე. რა თქმა უნდა ზემორე შესაბამისობით. ეს დღეს ბევრს მოეჩვენება ფანტასტიკად, მაგრამ ამის მიუხედავად ეს სრული ჭეშმარიტებაა. პლანეტის გამკვრივება მოხდა თანდათან -მისი მობინადრე სიცოცხლის სამყაროსთან ერთად. და ათეისტებთან კითხვა მაქვს ასეთი - როგორ ფიქრობთ, აზრი -მატერიალურია? აზრი, როგორც ასეთი.გასაგებია, რომ აზროვნების დროს ტვინში წარმოჭობა გარკვეული ფიზიკურ-ქიმიური პროცესები, მაგრამ ეს არის აზრის თანმდევი და არა მისი განმაპირობებელი.ანუ -ზროვნება იწვევს ამ ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებს და არა პირიქით.ასეც რომც იყოს, მაინც საქმე გვაქვს აზრიან პროცესთან, ხომ? ანუ რაღაც ნივთიერებები კანონზომიერად ანუ აზრიანად კავშირდებიან ხომ? რათა აზროვნების პროცესი განხორცილდეს. ჰოდა რა არის ეს აზრი მეთქი? მატერიაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 nuaka კაცოოო ვახ! ბუდისტი რომ არ იწერს პირჯვარს, ანუ არაა თეისტი?აკი მოგახსენე კეთილო პირჯვრის გადაწერა თეიზმის გამოვლინებაა მეთქი. და ეს გამოვლინება არაა მხოლოდ ერთი ტიპის. სხვადასხვა კონფესიაში მას სხვადასხვა სახე აქვს, მაგრამ არსით არის ერთი და იგივე. როცა ათეისტი ღმერთს უარყოფს, ის ვერ აფიქსირებს თავისი პოზიციის შინაგან წინააღმდეგობას:უარყოფა შეიძლება იმისა, რაც არსებობსარ არსებულის უარყოფა არის ნონსენსირას ნიშნავს "ღმერთს უარყოფს"? ათეისტები უარყოფენ ღმერთის არსებობის ფაქტს. რამე ფაქტორის არსებობის ფაქტის უარყოფა კი სულაც არაა ნონსენსი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 უარყოფა შეიძლება იმისა, რაც არსებობსsmile.gifარ არსებულის უარყოფა არის ნონსენსი.D.gifდა იმის დაჯერება შეიძლება თურმე რომ რაც არ არსებობს, ან არავის უნახავს?! ევოლუციონისტებმა უბრალოდ ის ვერ შეიგნეს,რომ დედამიწა ფორმირების უშორეს პერიოდებში მუდამ იყო დასახლებული და მის ბინადართ (მინერალური,მცენარეული, ცხოველური და ადამიანური სამყაროს წარმომადგენლებს) გააჩნდათ იმ პირობების შესაბამისი ფორმა-აღნაგი და შედგენილობა, რაიც თავად დედამიწას.smile.gif???? ანუ ყველხოლო ჰერაკლიტე კიდევ უფრო ღრმად სწვდება დედამიწის შორეულ წარსულს და მანამდელ მდგომარეობაზე საუბრობს. ცეცხლოვან პლანეტაზე. რა თქმა უნდა ზემორე შესაბამისობით.smile.gif ეს დღეს ბევრს მოეჩვენება ფანტასტიკად, მაგრამ ამის მიუხედავად ეს სრული ჭეშმარიტებაა. პლანეტის გამკვრივება მოხდა თანდათან -მისი მობინადრე სიცოცხლის სამყაროსთან ერთად.შენ გინდა თქვა რომ სიცოცხლე მანამდე არსებობდა სანამ დედამიწა ცეცხლოვანი პლანეტა იყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 nuaka კაცოოო ვახ! ბუდისტი რომ არ იწერს პირჯვარს, ანუ არაა თეისტი?ბუდისტი არის ნახევრად თეისტი ნახევრად ათეისტი. ბუდიზმი ღმერთის არსებობას არ აღიარებს :viciousgirl :უარყოფა შეიძლება იმისა, რაც არსებობსsmile.gifარ არსებულის უარყოფა არის ნონსენსი.არსებობს ადამიანთა ფანტაზაში, მეტიც არსებობს არქეტიპებში მარა არ არსებობს რეალობაში. ჩვენ ვაღიარებთ რომ ადამიანის წარმოსახვაში ღმერთი არსებობს. ადამიანს გააჩნია მხოლოდ ის წარმოდგენები რაც მას ოდესღაც უნახავს და განუცდია.ისეთი რამ, რაც მას არასოდეს არ უნახავს და არც განუცდია, ვერანაირ წრმოდგენას ვერ წარმოშობს მასში.არსებობდა ფარონები რომლებიც მიიჩნეოდა ღმერთებად, ფარაონის ყველას უნახავს მაგრამ მისი გაღმერთების საფუძველი იყო მითი. ღმერთი არის მითი, მითის წარმოქმნა როგორ დაიწყო ამაზე ლაპარაკი შეიძლება.ნეშენლ ჯეოგრაფიკს არქვს ერთი დოკ. ფილმი, სადაც მეცნიერები (ფსიქოლოგები) მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ როდესაც პირველი გემი მიადგა სამხ.ამერიკის კონტინენტს, ადგილობერივმა ინდიელებმა ის ვერ დაინახეს, ვერ აღიქვეს თვალით, რადგან მათ ამ არსებულზე არანაირი წარმოდგენა არ მოეპოვებოდათ.smile.gifფსიქოლოგი ექსპერტები საუბრობენ ამაზე.ამიტომაც თავიდან მიიჩნიეს ღმერთები მოვიდნენო და ათეისტებთან კითხვა მაქვს ასეთი - როგორ ფიქრობთ, აზრი -მატერიალურია? აზრი, როგორც ასეთი.არამატერიალურს წარმოშობს მატერიალური. მატერიალური ტვინი წარმოშობს აზრს. ჰაერიც არამატერიალურია, მარა მატერიალურ პლანეტების გარდა ის არ არსებობს, შესაბამისად მატერიალური წარმოშობს არამატერიალურსაც და არა პირიქით როგორც ამას თქვენ ამტკიცებთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 გასაგებია, რომ აზროვნების დროს ტვინში წარმოჭობა გარკვეული ფიზიკურ-ქიმიური პროცესები, მაგრამ ეს არის აზრის თანმდევი და არა მისი განმაპირობებელი.ანუ -ზროვნება იწვევს ამ ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებს და არა პირიქით.ასეც რომც იყოს, მაინც საქმე გვაქვს აზრიან პროცესთან, ხომ? ანუ რაღაც ნივთიერებები კანონზომიერად ანუ აზრიანად კავშირდებიან ხომ? რათა აზროვნების პროცესი განხორცილდეს. ჰოდა რა არის ეს აზრი მეთქი? მატერიაა?D.gifდა ეგ აზრი რა არის, ღვთის საჩუქარია? და იქნებ ისიც ამიხსნა რატომ გააჩნიათ შიმპანზეებს ისეთივე ემოციები როგორც ჩვენ? ასევე ბევრი მეცნიერი ვარაუდობს(გარკვეულ მტკიცებულეეზე თუ დაკვირვებეზე დაყრდნობით) რომ ისინი ოცნებობენ ამაზე საუბრობს ძვ.ბერძენი ფილოსოფოსი -თალესი.მაგრამ იქნებ ისიც მითხრა ვინ უარყობს რომ წყალში არ შექმნილა სიცოცხლე? ოკეანის ფსკერზე არსებობს ამისათვის საკმაოდ კარგი პირობები. აგრესიულიუ მონოთეისტური რელიგიების გამოჩენისშემდეგ გაქრა ბევრი ძალიან ბევრი ცოდნა, რომელიც ძველ მაღალ კულტურებს ქონდათ, იგივე ფილოსოფიის, მაგრამ განსაკუთრებით ტექნიკურ-საინჟირნო განხრით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 ჰაერიც არამატერიალურია, მარა მატერიალურ პლანეტების გარდა ის არ არსებობს, შესაბამისად მატერიალური წარმოშობს არამატერიალურსაც და არა პირიქით როგორც ამას თქვენ ამტკიცებთ.ჰაერი მატერია(ამ შემთხვევაში გაზი), მაგრამ არა საგანი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 (edited) შენ მაგ პრობლემის ინგისური სახელიც გეცოდინება და იქნებ მომაწოდო, რომ მივიცლი აუცილებლად გადავხედავ.მაგრამ ერთი შეხედვით შეიძლება იმხელა რიცხვი იყოს რომ სტატისტიკური თვალსაზრისით უარგისი იყოსჭანო რაო ქართულად ვერ იგებ დაწერილს თუ? ინგლისურად იმიტომ გინდა უგლში რომ დასერჩო არა? ) იქნებ რაიმე საჭინააღმდეგო იპოვო ხო? :viciousgirl : ეგაა თქვენი რაციონალური მიდგომა? :018: ქართულად დაგიწერეთ და დაფიქრდით, გააანალიზეთ და მართლა რაციონალურად მიუდეგით. თუ არა და თქვენივე რეპუტაციისათვისაა ცუდი ისეთი მიდგომა როგორც უდებით ზოგიერთები, Nukriko არ იყოს. Saturn ამ 20 ამინომჟავას რამდენი მდგომარეობა შეიძლება რომ ჰქონდეს? პირველ მდგომარეობად მივიჩნიოთ ის რომ მარცხნივაა მიმართული ანუ L რიგისაა. კიდევ რა ტიპები არსებობს? Saturn წინა პოსტებში მეწერა. მაგრამ ახლა უფრო კონკრეტულად დაგიწერ. სულ დაახლოებით 100 ცნობილი ამინომჟავა არსებობს დღესდღეობით. ცოცხალ ორგანიზმებში, არის 20 L-რიგის ამინომჟავა. L-რიგის ამინომჟავა მიმართულია, ანუ ბრუნავს მარცხნივ. მაგრამ არსებობს R-რიგის ამინომჟავებიც, რომლებიც მარჯვნივ არიან მიმართულნი, ანუ ბრუნავენ მარჯვნივ. სურათში წარმოდგენილი ლობიოები განასახიერებდა L-რიგის და R-რიგის ამინომჟავებს. რამდენიც არ უნდა ცადოს ადამიანმა ჩამჩით აიღოს დაყრლი ლობიოები, არცერთ შემთხვევაში არ ამოირჩევა და ჩაიყრება ერთი ფერის ლობიოები ჩამჩაში. ეს მარტივი მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან სპეციალისტები ბიოლოგიასა და მიკრობიოლოგიაში, მარტივად დაინახონ და გააანალიზონ რომ ცოცხალი ორგანიზმები შემთხვევით ვერ შეიქმნებოდა როგორც ამას დარვინისტები, ევოლუციონისტები და ე.წ.რაციონალისტი ათეისტები ჭიკჭიკებენ. სამყაროში 100 ამინომჟავადან, როგორდ ჩალაგდა ცოცხალ ორგანიზმებში მაინც და მაინც 20 ამინომჟავა რომლებიც L-რიგისაა, ანუ მარცხნივ ბრინავენ, თუ კი ის ვინმემ არ დაგეგმა და გააკეთა მიზანმიმართულად? ასეთი კითხვის დასმა რაც აქ დავსვი არის რაციონალური და არა ის, როგორი მითური წარმოდგენაც აქვს ზოგზოგებს თითქოს და რომ ალალბედზე თავისით დალაგდა მაინც და მაინც 20 ა მაინც და მაინც L-რიგის ამინომჟავა ყველა ცოცხალ ორგანიზმში ყოველგვარი ჩარევის გარეშე ალალბედზე. ეს იგივე იქნებოდა, ვინმეს ეთქვა რომ სხვადასხვა ფერის ლობიოები რომ ყრია მაგიდაზე სურათში, ჩამჩით აღებისას, ერთხელაც დადგებოდა ისეთი ბედნიერი მომენტი, რომ ერთი ფერის ლობიოები ამოყვებოდა ჩამჩას. მერე პრეტენზიები აქვს ნიკრიკოს, რაციონალურად ვიდგები საკითხსო. ისეთი მიდგომა, როგორსაც ამ შემთხვევაში ნუკრიკო და ზოგიერთი ავლენს, რაციონალური მიდგომა კი არა, სირცხვილია ყველაერს რომ თავი დავანებოთ, სირცხვილი. Edited March 26, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 ე.ი. სანამ ჩემს მოსაზრებას დავწერდე, მანამ მინდა იმ იუზერებს გამოვეხმაურო, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ათეისტები კონკრეტულად ქრისტიანობას ებრძვიან.ათეისტებისათვის არ არის მისაღები ზოგადად რელიგიური რწმენა და ყველაზე მეტი ქრისტიანობას იმ მარტივი მიზეზით ხვდება, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ გერმოში ვიზრდებით და ვტრიალებთ და ავტომატურად, რაღაც დონეზე, რელიგიურობისა და ქრისტიანული მართლმადედებლობის გაიგივება ხვდება. ანუ, ათეისტი, ქართველი ათეისტი, ქრისტიანობაში განაზოგადებს რელიგიურობისა და უფლის რწმენის ცნებას. ახლა კი ჩემი დამოკიდებულება თემასთან მიმართებაში, ანუ როგორ ხდებიან ათეისტები. ვერ ვიტყვი რომ ათეისტი ვარ, არც რელიგიური ვარ და საერთოდ, ძიების პროცესში ვარ და შესაბამისად არც ერთ რელიგიურ მიმდინარეობაშ (მათ შორის ათეიზმს, ჩემის ღრმა რწმენით ერთგვარ ახალ რელიგიას) არ მივაკუთვნებ თავს ჯერჯერობით. რაც შეეხება რელიგიის უარყოფას (თუ ამას განვიხილავთ, როგორც ათეიზმს), ის მეწვია სტუდენტობის ჟამს. უპასუხო კითხვები მიმრავლდებოდა განათლების გაღრმავებასთან ერთად. სტუდენტობის პერიოდში ჩამომიყალიბდა გარკვეულწილად საკუთარი ცხოვრების ახნის მოდელი, ამ ლოგიკურ მოდელში კი არანაირად არ ჯდება რელიგიური მოძღვრებები.მე არ მწამს რელიგიური მოდის (ჭიქა ყავაზე გარჩეული ვიზიტები მოძღვართან) და ასევე არ მწამს დიდი უმეცრების (ჩემი აზრით, ამას არავის ვახვევ თავზე), რომელიც რელიგიურ დოგმებსა და წესებშია ჩადებული.მწამს, რომ რელიგია აუცილებელია, ისევე როგორც სახელმწიფოს სჭირდება კანონები, გარკვეული მოვლენების დასარეგულირებლად. პატივს ვცემ ყველა რელიგიური კონფესიის ჭეშმარიტ მიმდევარს. ჭეშმარიტ რწმენაში მყოფი ქრისტიანი ნამდვილად სათნოა და შეუძლებელია არ სცემდე პატივს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამავე დროს დიდი იშვიათობა გახდა, რაც ჩემის აზრით, სასულიერო პირთა ძალიან დაბალ დონეს მიუთითებს (ვერ ახერხებენ კარგი მრევლის აღზრდას).ისე კი, მთავარი ჩემს მიერ აღქმულ სამყაროს მოდელში არის არა ის, თუ რომელ რელიგიურ კონფესიას მიეკუთვნები, არამედ ის, რამდენად განვითარებული გაქვს შინაგანი მორალი.. მეზარება ახლა მეტის წერა... შესაძლოა კამათში ჩავება მერე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 Goddessმადლობა პოსტისთვის. სიამოვნებით ვკითხულობდი შენ პოსტს. რადგან ახლა წერის განწყობაზე არ ხარ, მე არ ვარ მაინც და მაინც წერის ხასიათზე, ახლო მომავალში შესაძლოა დავუბრუნდე შენ პოსტს მხოლოდ შეკითხვების მიზნით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გულწრფელი და საინტერესო პოსტისთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 (edited) რაო ქართულად ვერ იგებ დაწერილს თუ? 056.gif ინგლისურად იმიტომ გინდა უგლში რომ დასერჩო არა? rofl.gif rofl.gif rofl.gif იქნებ რაიმე საჭინააღმდეგო იპოვო ხო? 030.gif ეგაა თქვენი რაციონალური მიდგომა? 018.gifასეტ პოსტს არ ველოდი შენგან, თუ რაიმე ისეთი მტკიცებულება გაქვს რომელსაც წყალი არ გადის,მაშინ იმის პრობლემაც არ უნდა გქონდეს პრობლემის სახელიც რო მომაწოდო, რადგან ეხლა არ მაქვს მაგის დრო რომ მთელი ალბატობა თავიდან შევისწავლო! ანუ მე რაღაცა მაქვსოს პონტი გამოგივიდა :viciousgirl : Edited March 26, 2010 by ჭანო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 (edited) რამდენიც არ უნდა ცადოს ადამიანმა ჩამჩით აიღოს დაყრლი ლობიოები, არცერთ შემთხვევაში არ ამოირჩევა და ჩაიყრება ერთი ფერის ლობიოები ჩამჩაშირატომ არის ამის ალბათობა გამორიცხული ეს მაინც ვერ გავიგეარტივად დაინახონ და გააანალიზონ რომ ცოცხალი ორგანიზმები შემთხვევით ვერ შეიქმნებოდა როგორც ამას დარვინისტები, ევოლუციონისტები და ე.წ.რაციონალისტი ათეისტები ჭიკჭიკებენაქ ერთი რამეა რაც რატომღაც უარყოფილია, იქნებ სიცოცხლის გაჩენისთვის გაცილებით მეტი შანსი არსებობდა, ვიდრე იმ ლობიოს შემთხვევაში. ამის მიუხედავად ალბათობა რომ რამოდენიმე ქიმიური ელემენტი ერთდროულად ერთ ადგილზე აღმოჩნდა და ამის შედეგად გაჩბდა სიცოცხლე რატომღაც უარყოფილია იმ ლოგიკით რომ ერთი ფერის ლობიოს ვერ ამოიღებ.. ადამიანს გააჩნია მხოლოდ ის წარმოდგენები რაც მას ოდესღაც უნახავს და განუცდია.ფაქტია რომ ესე არ არის, ადამიანმა გამოიგონე ისეთი რამე რაც შეუძლებლია აქამდე ენახა. საიდან გაჩნდა ეს ახალი გამოგონებები და იდეები ადამიანის ტვინში? Edited March 26, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 ფაქტია რომ ესე არ არის, ადამიანმა გამოიგონე ისეთი რამე რაც შეუძლებლია აქამდე ენახა. საიდან გაჩნდა ეს ახალი გამოგონებები და იდეები ადამიანის ტვინში?+1 იგივე, ფანთასტიკის ჟარნებში არსებობს ისეთი ნაწარმოებები რომლებიც დღეს ჩვეულებრივი მოვლენა.ასევე ზღაპრებში მოლაპარაკე სარკე შეგვიძლია ტელევიზორთან ანაც ვიდეო კონფერენციასთან გავაიგივოთ, იმ ხალხს ეს ნანახი ქონდათ?თუ პრობლემის გადაჭრის საშუალება მიაჩნდათ? ანუ მე მინდა ისეთი რამ რომლის საშუალებით დაველაპარაკები ადამიანს 100 ან 1000 კილომეტრის დაშორებით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 ასეტ პოსტს არ ველოდი შენგან, თუ რაიმე ისეთი მტკიცებულება გაქვს რომელსაც წყალი არ გადის,მაშინ იმის პრობლემაც არ უნდა გქონდეს პრობლემის სახელიც რო მომაწოდო, რადგან ეხლა არ მაქვს მაგის დრო რომ მთელი ალბატობა თავიდან შევისწავლო!ჭანო პრობლემა რა არის იცი?ნუკრიკოს დამოკიდებულება ვითომდა რაციონალური ახალგაზრდაა და ამ დროს კი არ ფიქრდება იმაზე რა მაგალითიც მოვუყვანე, არამედ ჩასჩიჩინებს მხოლოდ და მხოლოდ იმ მხარეს, როგორმე მოუძებნოს უარსაყოფი არგუმენტები. ეს არ არის არც პატიოსანი მიდგომა და არც რაციონალური. ახლა რაც შეეხება შენს პოსტს: ინგლისურად მაგას არ აქვს რაიმე სპეციფიკური ტერმინი ან სახელი. რა მაგალითიც მე მოვიყვანე, მეცნიერებისთვის 2 ჯერ ორი 4-ხიასავით მარტივი და დათანხმებადია. ალბათობა იმისა, რომ L-რიგის ამინომჟავები თანაც მაინც და მაინც 20 ამინომჟავა ყველა ცოცხალ ორგანიზმში თავისით, ალალბედზე ჩალაგებულიყო და ამის რწმენა ვინმეს ჰქონდეს არის სიბეცე. მე არ ვარ არც რეიგიური და არც ეკლეისური (ღმერთა დამიფაროს), მაგრამ როცა ასეთ მეცნიერულ მტკიცებულებებს ვეცნობი, არც სიამაყე, არც ათეისტობის პაგონები მიშლის ხელს ვაღიარო რომ სიბეცე არ არის დასაჯერებელი და მეცნიერულ რაციონალურ მტკიცებულებას რაციონალურად უნდა მიუდგე და აღიარო ის რაც ჩემს მიერ მოყვანილ მაგალითში დავწერე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2010 ჭანო +1 იგივე, ფანთასტიკის ჟარნებში არსებობს ისეთი ნაწარმოებები რომლებიც დღეს ჩვეულებრივი მოვლენა.ასევე ზღაპრებში მოლაპარაკე სარკე შეგვიძლია ტელევიზორთან ანაც ვიდეო კონფერენციასთან გავაიგივოთ, იმ ხალხს ეს ნანახი ქონდათ?თუ პრობლემის გადაჭრის საშუალება მიაჩნდათ? ანუ მე მინდა ისეთი რამ რომლის საშუალებით დაველაპარაკები ადამიანს 100 ან 1000 კილომეტრის დაშორებით?არა ისინი სხვა რამეს ამბობენ. მაგალითად ძველ ბერძნულ მითიურ არსებებს რომ გადახედო ეს არის ორი არსების ცხოველის და ადამიანის ერთობა. იგივე კენტავრი ცხენ-კაცაა. ანუ ადამიანს ჰქონდა ნანახი ცხენი და ჰქონდა ნანახი ადამიანი და შექმნა ეს ფანტასტიური არსება. აქ ლაპარაკია ისეთ გამოგონებებზე რომელიც ადამიანს უბრალოდ აქამდე არ ჰქონდა არანაირიად ნანახი. გასაგებია ეხლა? :viciousgirl : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.