Jump to content
Planeta.Ge

რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები?


Recommended Posts

რას ნიშნავს "ღმერთს უარყოფს"? ათეისტები უარყოფენ ღმერთის არსებობის ფაქტს. რამე ფაქტორის არსებობის ფაქტის უარყოფა კი სულაც არაა ნონსენსი.

:* ნონსენსის გამეორება:

ე.ი. შენ ამბობ:

"ფაქტს უარყოფენ"

ანუ ფაქტია, (ღმერთის არსებობა) მაგრამ უარყოფენ:* -ამას ამბობ შენ. დააკვირდი კარგად.:D

 

მეორე წინადადება კიდევ უფრო დიდ ნონსენსს წარმოადგენს-

რამე ფაქტორის არსებობის ფაქტის უარყოფა კი სულაც არაა ნონსენსი.

 

რამე ფაქტორის არსებობის ფაქტის -უარყოფა.ანუ -

არსებობს რაღაცის არსებობის ფაქტი, რასაც უარყოფს ათეისტი.:)

ასე გამოგდის. არ გინდა მაგრამ ასე გამოგდის ლოგიკურად და შინაარსეულად.:D

და იმის დაჯერება შეიძლება თურმე რომ რაც არ არსებობს, ან არავის უნახავს?!

მე დაჯერება-არ დაჯერებაზე როდი ვსაუბრობდი.:)

მე გითხარით, რომ ადამიანს აზროვნება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ იმის მეოხებით, რომ მის მეხსიერებაში არსებობს წარმოდგენები. წარმოდგენები არის გარკვეული სურათ-ხატები იმისა, რაც ოდესღაც ჩაიბეჭდა მის უნივერსალურ მეხსიერებაში.:D

ასე რომ არ იყოს, ადამიანი ვერასოდეს ვერ დააკავშირებდა კონკრეტულ აზრს კონკრეტულ საგანთან.

მაგ: თუ მას დაანახებდნენ მაგიდას და ეტყოდნენ, რომ ეს არის მაგიდა, ხელახლა მის დანახვაზე დასჭირდებოდა იგივე ახსნა-განმარტების მიცემა და ასე უსასრულოდ.

ის წარმოდგენები რაც ადამიანს გააჩნია, არის მის მეხსიერებაში ოდესღაც აღბეჭდილი წარმოდგენები. სხვაგვარად ვერანაირად ვერ ისაუბრებდა მათზე.

ახლა, ის სხვა ამბავია, რამდენად სწორად აკავშირებს ადამიანი ამ წარმოდგენებს.:D

ეს სხვა, ცალკე სასაუბრო თემაა.

თქვენი მთავარი შეცდომა ისაა, რომ ადამიანს ერთჯერად, ერთხელ მოვლენილ არსებად განიხილავთ. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და არის უამრავი გაუგებრობის მიზეზი.:D

(ბუდისტი არ ვარ და არც არანაირი ისტი და სექტანტი და ე.წ."მორწმუნე" და ა.შ.)

 

შენ გინდა თქვა რომ სიცოცხლე მანამდე არსებობდა სანამ დედამიწა ცეცხლოვანი პლანეტა იყო?

მანამდე კი არა მაშინაც.

და მაგის წინარეც ანუ, როცა პლანეტა ე.წ.სითბურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. და სრულიად გარეგამოუვლენელი იყო მატერიალურად.

ჰაერიც არამატერიალურია,

ნუ, ეხლა, მოგიწევს აღიარო, რომ ჯობს დასვა შეკითხვები, ვიდრე რაიმე ამტკიცო:*

მატერია დედამიწაზე არსებობს 4 ფორმით და ჩვენ მას აღვიქვამთ ე.წ. გარე აღქმის ორგანოებით.

ეს ფორმებია:

1.მყარი მინერალური

2.თხევადი მინერალური

3.გაზობრივი მინერალური

4.სხივურ-მინერალური.

 

ჭანო :*

შენ საინტერესო და აზრიანი შეკითხვები გაქვს და უსათუოდ ვუპასუხებ, ოღონდ ახლა გავდივარ.ცოტა მოგვიანებით.

ბუდიზმი ღმერთის არსებობას არ აღიარებს

ნუკრიკოოო ნუკრიკოოო:D:* ზოგჯერ თქმითაც დაშავდების:D

ნირვანა რა არის იცი?

Edited by nuaka
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nuaka

შენ ამბობ:

"ფაქტს უარყოფენ"

ანუ ფაქტია, (ღმერთის არსებობა)

ფაქტად თვლიან მორწმუნეები და უარყოფენ ამ ფაქტად ჩათვლას ისინი, ვისაც არ სწამს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nuaka

ნუკრიკოოო ნუკრიკოოოD.gif060.gif ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისD.gif

ნირვანა რა არის იცი?

Нирва́на (санскр. निर्वाण, nirvāṇa?, пали nibbāna, «угасание, прекращение») — понятие в буддизме, обозначающее состояние освобождения от страданий. В бытовом смысле нирвана — состояние, при котором отсутствуют страдания, страсти; состояние умиротворённости

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამე ფაქტორის არსებობის ფაქტის -უარყოფა.ანუ -

არსებობს რაღაცის არსებობის ფაქტი, რასაც უარყოფს ათეისტი.

ასე გამოგდის. არ გინდა მაგრამ ასე გამოგდის ლოგიკურად და შინაარსეულად.

ალბათ იმის თქმა უნდოდა რომ ფაქტია, რომ ადამიანებს სწამთ ღმერთი, რაც სრულიადაც არ ნიშნავს იმას რომ მათი რწმენა სწორია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნირვანა ეს არის “განმღრთოება”.

“განმღრთოებაში” იგულისხმება ადამიანის სულის უმაღლესი მდგომარეობა, რომელსაც ბუდისტურ ტერმინოლოგიაში “ნირვანა” ეწოდება. “ნირვანა” მიიღწევა საკმარისი რაოდენობის რეინკარნაციების შემდეგ, როდესაც ადამიანი აღარ იბადება და მისი სული ერწყმის არარაობას.

ციტირება მსოფლიო ენციკლოპედიიდან, სადაც გადმოცემულია “ნირვანას” აღწერა ბუდიზმის მიერ: “არსებობს განზომილება, სადაც არ არის არც დედამიწა, არც წყალი, არც ცეცხლი, არც ჰაერი; არც განზომილება უსასრულო სივრცის, არც განზომილება უსაზღვრო ცნობიერების, არც განზიმილება არაფრადობის, არც განზომილება განცდისა და განუცდელობისა, არც ეს სამყარო, არც სხვა სამყარო, არც მზე, არც მთვარე; რომ იქ არაფერი არ მოდის და არაფერი არ მიდის, არც სტატიკურობაა, არც ჩაივლის მასში რაიმე და არც არაფერი ამოდის იქიდან: არც მდგომიარობაა, საფუძვლისა და საყრდენის გარეშე. ეს, მხოლოდ ესაა ტანჯვის დასასრული”

 

 

“ნირვანას” იგივე “ბუდისტური განმღრთოების” საბოლოო მიზანი არის ის , რასაც ფილოსოფიაში არარაობა ეწოდება, არარაობაში გადასვლას კი მარტივი სიტყვებით გაქრობა ეწოდება.

 

 

რეინკარნაციის პირველმიზეზი არის ადამიანის არა ღვთისმიერი სიყვარული (ღმერთი საერთოდ არაა ბუდიზმში), არამედ სასჯელი თავისი წინა ცუდი ცხოვრებისათვის. (ბუდიზმში სიცოცხლე სატანჯველად ითვლება), როდესაც ადამიანი რამოდენიმეჯერ მოევლინება ქვეყანას და დაიმსახურებს უმაღლეს შეფასებას, იგი გათავისუფლდება ამ ქვეყნიური ტანჯვისგან, აღარასდროს აღარ დაიბადება და სამუდამოდ გადავა “ნირვანაში” ანუ შეერწყმება ზემოთ აღწერილ მდგომარეობას და გაქრება.

 

ბუდიზმი არის რელიგია რომელიც მიწიერ ცხოვრებებს აღიქვამს ტანჯვების სერიად და მისგან გათავისუფლებას გვპირდება გაქრობით და აბსოლუტურ არარაობასთან შერწყმით ანუ ნირვანათი, რომელის არსსაც თვითონაც ვერ ხსნის.

 

ნირვანას ზუსტი და მოკლე განმარტებაა, ბუდისტების მისტიკური მოძღვრების მიხედვით: უდიდესი ნეტარება, რომელსაც აღწევენ ადამიანური ზრუნვისა და მისწრაფებათაგან სრული განთავისუფლებით.

Edited by Pariz
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კი:) მე კი მივხვდი რისი თქმაც უნდა, მაგრამ მან ვერ გაიგო რას ვეკითხები:)

ფაქტად თვლიან მორწმუნეები და უარყოფენ ამ ფაქტად ჩათვლას ისინი, ვისაც არ სწამს.

რაიმე რომ უარყო, ჯერ უნდა აღიარო ის, და შემდეგ უარყო. მარტივი ლოგიკაა.

არ არსებულის უარყოფა -ესაა ნონსენსი.

არ არსებულის უარყოფა არანაირად არ ხედბა, შეუძლებელია, რადგან არ არსებული ხომ არ არსებობს? და თუ არ არსებობს რაღას უარყოფ და როგორღა უარყოფ?:))

 

ათეისტები იმიტომ კი არ არიან ათეისტები, რომ დაუპირისპირდნენ ვიღაცას (მორწმუნეებს და ა.შ.), არამედ ფაქტიურად თავად იმყოფებიან იმ "რწმენაში" რომ მათს წარმოდგენას ღმერთზე,არ შეესაბამება რეალობაში არსებული.:)

ამდენად, მორწმუნეები -ანუ თეისტები და ათეისტები, ერთიანად იმყოფებიან წარმოდგენიდან მიღებული მრწამსის ქვეშე.: )

იმ განსხვავებით, რომ პირველებს სჯერათ, რომ ამ წარმოდგენას სადღაც, რაღაცნაირად უნდა შეესაბამებოდეს ადექვატური რეალობა, ხოლო მეორე მათგანთ ამისი არ სჯერათ.

სურათი ძალიან ნათელია.: )

მაგრამ მე ვეკითხები ათეებს (ეს თემა მათზეა) - განა თქვენი ცნობიერება სრულად მოიცავს რეალობას?

თუ თქვენ საღად იზიარებთ ევოლუციის არსს და მიზანს, მაშინ უნდაგესმოდეთ რომ ადამიანი არ არის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული მოცემულობა.

და რომ ის მუდმივი განვითარების პროცესში იმყოფება.

და რომ მისი განვითარების ისტორია სხვა არაფერია თუ არა მისი ცნობიერი განვითარების ისტორია.

და რომ მისი ცნობიერება თანდათან ფართოვდება რეალობის შინაარსების აღქმის თვალსაზრისით.

თუ ეს ასეა (და ეს ასეა), მაშინ აშკარაა რომ პროცესი იქითკენ მიისწრაფვის, რომ ადამიანის ცნობიერება მისწვდეს რეალობის (სინამდვილის) იმ სფეროებს რაზეც ახლა აღქმები არ მიუწვდება.

უნივერსუმი სულაც არ არის ის, რასაც თქვენ უპირისპირდებით როგორც რელიგიურ წარმოდგენას.

თუკი ათეები გადალახავენ საკუთარი წარმოდგენების შესახებ აზრობრივ სტერეოტიპებს, მათ ცნობიერ აღქმებს მიეცემა განვითარების პერსპექტივა.

ასევე, თუკი თეისტები დაძლევენ თავისი რელიგიურ წარმოდგენების შესახებ ავტორიტეტების მეოხებით შექმნილ აზრობრივ სტერეტიპებს,მათ მიეცემათ შანსი პირადი გამოცდილების გზით პირად რწმუნებულებაში შევიდნენ სულიერი რეალობის ფაქტებთან და მოვლნებთან, რაც ისევე არსებობს როგორც გრძნობის 5ორგანოთი აღქმული და მატერიაში გამოვლენილი სამყარო. და რაც არის ამ მატერიაში გამოვლენილი სამყაროს მიზეზი და მიზანიც.

Nukriko

შენს ადგილზე ვიკიპედიას არ მივენდობოდი:)

აი გაიაზრე - გათავისუფლებაო,ხომ?

ხოდა სად ხდება და რაში ხდება ეგ გათავისუფლება?

უნივერსუმში ხდება.

ნეტარება ღმერთში. ესაა ნირვანა.

მაგრამ ბუდიზმმა დედამიწაზე ამოწურა თავისი ფუნქცია და მისია. ის გარეგნულ ნაჭუჭად გადაიქცა ისევე როგორც რელიგიები. ყველა რელიგია.:givi:

ხოლო ქრისტეანობა მეტია ვიდრე რელიგია.

ქრისტეს რელიგია არ შეუქმნია. ის ადამიანებმა შექმნეს როგორც ადამიანზე მანიპულირების ინსტრუმენტი. ეს 2 რაღაც რადიკალურად განსხვავდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

შენს ადგილზე ვიკიპედიას არ მივენდობოდი:)

nuaka

 

კარგია რომ შენც შეამჩნიე ეგ. როცა ნუკრიკოს პასუხი არ აქვს და სურს სასწრაფოდ უარყოს ნებისმიერი რელიგიური მოსაზრება, იმ წამსვე მიმართავს ვიკიდეიდას :givi: ანუ ვიკიპედიას :)) :) Nukriko

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთერთი თეორიის მიხედვით ადამიანები შექმნა რომელიღაცა გალაქსიიდან მოსულმა არსებებმა გენური ინჟინერიის საფუზველზე, ანუ მატი გენების მცირე ნაწილი ჩაუნერგეს მაიმუნებს, რისი გამოც გაჩნდა ადამიანი.

ჭანო

 

თეორიები არაერთია სამყაროს შექმნის ასახსნელად და სიცოცხლის წარმოშობის ასახსნელად. ერთ რომელიმე თეორიას მეცნიერთა გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს სხვა ნაწილი კი ეწინააღმდეგება. ამიტომ თეორიებზე საუბარი ამ თემაში: "თუ რატომ ხდებიან ადამიანები ათეისტები", შორს წაგვიყვანს. მე მაგალითის სახით მოვიყვანე ამ თემაში L-რიგის ამინომჟავების მოძრაობის და რაოდენობის შესახებ, სადაც ალბათობის მაღალი ხარისხი მეცნიერულად დამტკიცებულია რომ რეალურად შეუძლებელია შემთხვევით, ალალბედზე დაწყობილიყო ისე როგორც ისინი არიან ცოცხალ ორგანიზმში. ეს მაგალითიც იმიტომ მოვიყვანე რომ ნუკრიკოს რაციონალური აზროვნება ტესტში გამეტარებინა და შედეგით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, რადგან ის კატეგორიულად უარყოფს მეცნიერულ მტკიცებულებებს და თვალსაზრისს. ამიტომ ღვთის არსებობის დამამტკიცებელ მეცნიერულ მტკიცებულებებს ამ თემაში აღარ მოვიყვან.

 

ახლა გადავიდეთ უშუალოდ თემაზე. შენ ზემოთ დაწერე რამოდენიმე საინტერესო რამ, ბარემ დავაციტირებ:

 

მე ბავშვობაში სადღაც 6-8 კლასში ძალიან გატაცებული ვიყავი წმინდანების და აღთქმების კითხვით, შემდეგ კრიშნას შესახებ ვკითხულობდი.

ვერ ვიტყვი რომ მაშინ ღმერთის მწამდა,მაგრამ მაინც ერთგვარი რელიგიური ვიყავი,

რელიგიური იმ გაგებით რომ იქ ვეძებდი სამყაროს ახსნას, რომელიც ვერ ვიპოვე.

ხოლო რაც შეეხება ოჯახს, ბაბუაჩემი(დედის მხრიდან, რადგან მამის მხრიდან ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა) ათეისტი იყო, მაგრამ დედაჩEმი ფსევდო-მორწმუნე იყო, უფრო სწორედ რწმენასთან ერთად ბევრი ცრუ რწმენაც ქონდა და აქვს, მაგრამ ხატები და სანთლები .... მღვდლები, კურთხევა და ა.შ.

ასევე სადაც გავიზარდე იმ უბანში გვყავდა მორწმუნე ოჯახი, ერთი-ერთი მამაო დღეს და 7 თუ 8 ბავშვი ყავს, მაგრამ ასევე მისი ძმის შვილი რომელსაც ძალიან ვაფასებდი, ჰუმანიტარული დახმარებით(მისი გაყიდვით, რელიგიური ხაზით შემოდიოდა 90-იან წლებში "უაფასო" დახმარება) ღიპები დაიდვენენ, მაშინ მივხვდი რომ ადამიანი ცხოველია!

 

ახლა მოინტერესებს, რატომ გახდი ათეისტი, მოკლედ და კონკრეტულად შეგიძლია ჩამოაყალიბო?

 

ძალიან მაინტერესებს, თან თემის ირგვლივ დასმული შეკითხვაა და არ გავაოფებთ.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და იქნებ ისიც ამიხსნა რატომ გააჩნიათ შიმპანზეებს ისეთივე ემოციები როგორც ჩვენ? ასევე ბევრი მეცნიერი ვარაუდობს(გარკვეულ მტკიცებულეეზე თუ დაკვირვებეზე დაყრდნობით) რომ ისინი ოცნებობენ

შიმპანზეებს კი არა საზოგადოდ ხერხემლიანებს, და უფრორე ძუძუმწოვრებს.

იმიტომ რომ მათ გააჩნიათ ემოციების მატარებელი სხეული,ე.წ. "ასტრალური სხეული." ანუ ის, რაც გააჩნია აგრეთვე ადამიანს.

ხოლო მცენარეებს ეს სხეული არ გააჩნიათ. მათ მხოლოდ 2 სხეული აქვთ -ფიზიკური (მინერალური) და ეთერული, ანუ სიცოცხლის სხეული.

მინერალური სამყაროს საგნებს კი მხოლოდ ფიზიკური სხეული სხეული აქვთ.

 

ადამიანს აქვს ეს სამივე ზემოთდასახელებული სხეული და ზემოთ ჩამოთვილილი ამ 3 სამყაროს წარმომადგენლობისაგან განსხვავებით კიდევ ერთი -ცნობიერების სხეული.

 

როგორც ხედავ, ფიზიკური სხეული არის ის, რაც ყველა მათგანს გააჩნია.

განვითარების ამ ეტაპზე ეს ერთი სხეული გააჩნდა ყველას -გაუდიფერენცირებლად. ანუ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არსებობდა ის დეფერენციაცია მინერალის, მცენარ. ცხოვ. და ადამიანის სახით, რაც დღეს გვაქვს სახეზე.

და ეს აერთიანი ფიზიკური "სხეულიც" არ გახლდა მატერიის სახით არსებული.

ამ ერთიან მასაში მოხდა დიფერენცირება. რაღაც ნაწილი განვითარდა. რაც იმასი გამოიხატება რომ შეიძინა ეთერული სხეული (სასიცოცხლო სხეული), ხოლო ნაწილი შეფერხდა ამ განვითარებაში და დარჩა "ფიზიკური სხეულის" დონეზე. ეს "შეფერხებული ნაწილია დღევანდელი მინერალური სამყაროს უშორესი წინაპარი.

 

განვითარების შემდგომ ეტაპზე ასევე მოხდა ამ უკვე 2 სხეულიან (ფიზიკური,ეთერული) საერთო მასაში დიფერენცირება, იმის მეოხებით, რომ ნაწილი კვლავ წინ წავიდა განვითარებაში ხოლო ნაწილი ისევ შეფერხდა. ეს შეფერხებული (2 სხეულიანი) ნაწილი არის სწორედ დღევანდელი მცენარეული სამყაროს წინაპარი.

 

განვითარებულმა ნაწილმა მომდევნო ეტაპზე შეიძინა ე.წ. ასტრალური, ანუ ემოციების, განცდების სხეული. ხოლო მოგვიანებით,შეფერხება -განვითარების პროცესის მეოხებით, ნაწილი ამ საერთო ორგანიზმისა კვლავ დაწინაურდა, ხოლო ნაწილი ისევ შეფერხდა. ეს შეფერხებული ნაწილია სწორედ დღევანდელი ცხოველთა საყაროს შორეული წინაპარი.

 

ეს ყველაფერი მიმდინარეობდა პლანეტაზე, რომელიც ასევე განიცდიდა განვითრებას და ფორმაციებს გადიოდა -სითბური მდგომარეობიდან- გაზობრივი, ორთქლოვან-წყლოვანი და მკვრივ მინერალურ მდგომარეობამდე. ასე მოაღწია დედამიწამ დღევანდელ მინერალურ-მატერიალურ ფორმებამდე.რასაც ცხადია ეონები დასჭირდა. ხოლო გამკვრივების წყალობით შესაძლებელი გახდა დიფერენცირება ცალკეული ინდივიდუუმი ერთეულების სახით. ამან კი შესაძლებელი გახადა რომ კვლავ წინწასულ ნაწილს თავის თავში კერძოდ და საკუთრივ მიეღო ის, რასაც ჩვენ დღეს ცნობიერებას ვეძახით. და ეს წინ წასული ნაწილია ადამიანები -კაცობრიობის სახით.

მაგრამ ეს პროცესი კვლავ გრძელდება. კაცობრიობა კვლავ ვითარდება და მასთან პლანეტაც. პლანეტასაც და კაცობრიობასაც, აგრეთვე ზემოთ ჩამოთვლილ სახეობებს წინ კვლავ მოელით ფორმაციები.

 

ასე, რომ არაფერი არაა ერთხელ და სამუდამოდ მოცემული გაყინულ-გაქვავებული სახით, და არც "ღმერთს" აუქნევია სადირიჟორო ჯოხი ქვეყნიერების შესაქმნელად.

ასეთია ევოლუციის ნამდვილი არსი და მდგომარეობა.

მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ შეფერხება-წინსვლის პროცესი არის ევოლუციის პრინციპი და ის დღესაც გრძელდება და კვლავაც გაგრძელდება.

ასეთია სინამდვილე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე, რომ არაფერი არაა ერთხელ და სამუდამოდ მოცემული გაყინულ-გაქვავებული სახით, და არც "ღმერთს" აუქნევია სადირიჟორო ჯოხი ქვეყნიერების შესაქმნელად.

nuaka

 

ალბათ შენი პოსტებიდან უნდა დამენახა უკვე, მაგრამ მაინტერესებს ღვთის არსებობის თუ გჯერა? ანუ რომ არსებობს უმაღლესი გონი, ინტელექტი, რომელიც არის სამყაროს შემოქმედი.

 

 

თუ არ გწამს ღვთის არსებობის, მაინტერესებს, რამ მიგიყვანა მაგ დასკვნამდე...

 

წინასწარ მადლობა მოკლე და კონკრეტული პასუხის გაცემისათვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ შენი პოსტებიდან უნდა დამენახა უკვე, მაგრამ მაინტერესებს ღვთის არსებობის თუ გჯერა? ანუ რომ არსებობს უმაღლესი გონი, ინტელექტი, რომელიც არის სამყაროს შემოქმედი.

კი არ მჯერა,:) არამედ სრულიად კონკრეტული რწმუნებულება გამაჩნია სულის არსებობისა, ანუ იმისა, რომ ადამიანი საკუთრივი ცნობიერებით არსებობს ფიზიკური სხეულისაგან დამოუკიდებლად. და რომ, ადამიანი არის -სული.

:bushti:

წინასწარ მადლობა მოკლე და კონკრეტული პასუხის გაცემისათვის.

ვგონებ მოკლედ და კონკრეტულად გიპასუხე.

Edited by nuaka
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი არ მჯერა,:) არამედ სრულიად კონკრეტული რწმუნებულება გამაჩნია სულის არსებობისა, ანუ იმისა, რომ ადამიანი საკუთრივი ცნობიერებით არსებობს ფიზიკური სხეულისაგან დამოუკიდებლად. და რომ, ადამიანი არის -სული.

:bushti:

 

ვგონებ მოკლედ და კონკრეტულად გიპასუხე.

nuaka

 

ესე იგი ღვთის არსებობის გჯერა? კი თუ არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

nuaka

შეგიზლია იზოთერიკაზე ცალკე თემები გახსნა :suicide2:

 

 

ხლა მოინტერესებს, რატომ გახდი ათეისტი, მოკლედ და კონკრეტულად შეგიძლია ჩამოაყალიბო?

დავიწყე ძველი და ახალი აღთქმის შესწავლა, რომელმაც არ მომცა ის ჭეშმარიტება რაზეც ამ წიგნებს ქონდა პრეტენზია, რასაც საბოლოვოდ მოჰყვა რელიგიის უარყოფა და შესაბამისად მისი მიერ აღწერილი ღმერთის. რასაც მოჰყვა "ჰაერსი ყოფნის" პერიოდი, ამ პერიოდში დიდი რაოდენობის ლიტერატურა მომხვდა ხელში ბიოლოგიაზე(ფუტკრებზე და ჭიანჭველებზე) და ასევე სხვა თემები. ცოტა მოგვიანებით კი ევოლუციის თეორია და თავისი მტკიცებულებეი,ცოტა გენებზე, ცოტა ფიზიკა და ასტრონომია, ცოტა ფსიქოლოგია, ისტორია, არქეოლოგია

და ბოლოს ლოგიკა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

 

მადლობ ჭანო ამომწურავი პასუხისათვის.

 

მოკლედ თუ ვიტყოდი, ბიბლიის არასწორად გაგებამ, ანუ სათანადო ახსნა-განმარტების უქონლობამ და ევოლუციის თეორიის რეალურ თეორიად აღქმამ, დიდი ზეგავლენა იქონია შენს ათეისტად გახდომაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავიწყე ძველი და ახალი აღთქმის შესწავლა, რომელმაც არ მომცა ის ჭეშმარიტება რაზეც ამ წიგნებს ქონდა პრეტენზია,

მერე და არასდროს გაგჩენია კითხვა, რომ რაიმე არასწორად გაიგე ? :)

თუმცა კაია , საკუთარი აზრი მაინც გაქვს, სხვებისგან განსხვავაბით :suicide2: :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...