Jump to content
Planeta.Ge

◙ ისლამი (الإسلام‎) — როდის და სად იღებს სათავეს ◙


Recommended Posts

აზრი

1) უმთავრესი წმინდა წიგნი მათთვის არის (القرآن‎ ) ყურანი. ზოგი ბიბლიასაც მიიჩნევს ღვთის სიტყვად, მაგრამ ფიქრობენ, რომ ბიბლია ყურანმა შეცვალა.

,,30. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას. 31. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ". (მარკ. 9), საუბარია სახარებისეულ სწავლების უცვლელობაზე, ამდენად არ არსებობს სწავლება ცის ქვეშეთში, რომელიც სახარებას შეცლის...

2) მათ სწამთ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ერთია.

 

,,მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

 

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა...და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ." (მრწამსი)

სხვათა შორის მრწამსი მიღებული იქნა მაშინ, როდესაც არაბეთიც მართლმადიდებლური სარწმუნოებით ცხოვრობდა და მს. საეკლესიო კრებებს მათI წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ანუ ამ მრწამსის ჩამოყალიბებაში მათაც აქვთ მონაწილეობა მიღებული... მუხამედმა რატომ შეცვალა?

3) მათი აზრით, მუჰამედის მსგავსად იესო ერთ-ერთი წინასწარმეტყველი იყო. ისინი მუჰამედს (ახ. წ. 570—632) იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველებ "ნუგეშისმცემლად" მიიჩნევენ. მუჰამედს უკანასკნელ და უდიდეს წინასწარმეტყველად თვლიან.

,,51. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე.

 

52. ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე. 53. ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა? 54. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი. 55. და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ. 56. აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა. 57. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა? 58. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. 59. აღიღეს ქვები ჰურიათა მათ, რაჲთა დაჰკრიბონ მას. ხოლო იესუ დაეფარა და განვიდა ტაძრით, განვლო შორის მათსა და წარვიდა ესრეთ." (იოანე 8), რას ნიშნავს სიტყვები აბრაამის ყოფადმდე მე ვარ? დააკვირდით ზმნის ფორმას, ვარ არის აწმყო და უფალი მას წარმოთქვამს წარსულთან... ანუ როდესაც მაყვლოვანში ღმერთი ეცხადება აბრაამს და ეუბნება ,,მე ვარ რომელი ვარ", წარმოთქვამს იგივე ზმნურ სიტყვას, ეს ნიშნავს, რომ იესო ქრისტე ღმერთი იყო შობამდეც, როდესაც განკაცდა მაშIნაც და აღდგომის შემდეგაც...

 

4) მათთვის მიუღებელია ის აზრი, რომ ღმერთს ჰყავს ძე.

 

7. და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.

 

(იოანე 9)

ეს ფერისცვალებისას ღმერთმა უთხრა პეტრეს და იოანეს...

 

იმედია, ცოტათო დავაკმაყოფილეთქვენი ცნობისმოყვარეობა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიმართლე გითხრათ, გადაკითხვას ვერ ვახერხებ და მუხამედის ცოლებზე თუ წერია აქ რამე?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

მერე რას ხედავ სასაცილოს?

 

Dr. George

 

გასაგებ როგორ არის? აკი გარკვევით დაწერილი არის, რომ ახდენდა და ჩამოთვლილია კიდეც ეს სასწაულები.

 

gruzian_ka

 

იუდეველს თუ ვკითხავთ, არც ისეთი სწავლება არსებობს, რაც თავრათს შეცვლის. ასე რომ ეგ არგუმენტი ვერაფრად გამოდგება.

არაბეთი ბიზანტიური წესის ქრისტიანობით ცხოვრობდა? :D მაინც როდის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

شيعة علي

მერე რას ხედავ სასაცილოს?

სასაცილოა როცა ცოლის ცემაზეა საუბარი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

და რა არის მერე სასაცილო მაგაში? ცოლის ცემაში სასაცილოს მე ვერაფერს ვხედავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ისლამური სამყარო ისეთ აგრესიულ ქმედებებს გააგრძელებს როგორც დღეს იქცევა საბოლოოდ გაანადგურებენ სხვა სამხედრო სფეროში უფრო ძლიერი ერები
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

იაზდიგერდის წერილივით პოსტი დაგიწერია. :D

 

და'ვათის დაწყების მერე სულ "საბოლოოდ ანადგუებენ სხვა სამხედრო სფეროში უფრო ძლიერები" და ჯერ ვერაფერი დააკლეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიმართლე გითხრათ, გადაკითხვას ვერ ვახერხებ და მუხამედის ცოლებზე თუ წერია აქ რამე?

 

 

ერთ ერთი ცოლი 9 წლის ბავშვი ყავდა :(.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

 

ჯერ ის ვთქვათ, რომ დარწმუნებით ცნობილი რამდენი წლის იყო არ არის, მერე ის ვთქვათ რომ 9 წლის რომ იყოს, მაგაში დასაღვრემელი რა არის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ის ვთქვათ, რომ დარწმუნებით ცნობილი რამდენი წლის იყო არ არის, მერე ის ვთქვათ რომ 9 წლის რომ იყოს, მაგაში დასაღვრემელი რა არის?

 

 

ისტორიული ცნობებით 6 წლის დანიშნა და 9 წლის მოიყვანა, თუმცა მოგვიანებით, ამის გამო შექმნილი გაუგებრობების გამო ზოგმა რელიგიურმა პირმა დაიწყო ამის გაბათილება და სადავო ინფო გავრცელდა, თუმცა არც ერთი ცნობით აიშა, ცოლად მოყვანის მომენტში არ იყო 14 წელზე მეტის, ანუ იყო ბავშვი.

 

მაგაში დასაღვრემელი რა არის?

 

პირადად თქვენ 9 წლის ასაკის ბავშვის ცოლად მოყვანა რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

 

რომელი ისტორიული ცნობებით?

ეს დამოკიდებული თვითონ ბავშვზე არის. ბაბუაჩემის მამა არსრული 16 წლის იყო არსრული 11 წლის ბაბუაჩემის დედა მოიყვანა ცოლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელი ისტორიული ცნობებით?

 

ჩამოგითვალო გინდა? შენც ხომ იცი, რომ ესე წერია უმეტეს ისტორიულ კვლევებში, მაშ რატომ მეკითხები?

 

024.004 სურის ისტორიაც ხომ იცი?

 

ეხლა გავდივარ და ხვალ გავაგრძელოთ საუბარი თუ გსურს.

 

პ.ს. ალი (ალი გქვია ხომ, თუ ვცდები?) თუ მართლა გუჯარათში ხარ ერთი ჩემი ხათრით გუჯარათული მასალა პური ჭამე, მიყვარს ძალიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

 

ჩამოთვალე რაღა. მეც ჩამოგითვლი სადაც ეგრე არა სწერია. 24:4 აიას ფასრი თუ იცი, მით უფრო არ უნდა ამტკიცებდე 9 წელს.

გუჯარათში არა ვარ. გერმანიაში ვარ მცირე ხნით :D ნიდერლანდის საზღვართან ახლოს ქალაქი არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

Dr. George

 

გასაგებ როგორ არის? აკი გარკვევით დაწერილი არის, რომ ახდენდა და ჩამოთვლილია კიდეც ეს სასწაულები.

 

 

 

კარგი და თანამედროვე მუსლიმანურ სამყაროში ხდება სასწაულები?

 

Nukriko

 

და რა არის მერე სასაცილო მაგაში? ცოლის ცემაში სასაცილოს მე ვერაფერს ვხედავ.

 

 

სასაცილოა სატირალი რო არ იყოს :)

 

Edited by Dr. George
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Dr. George

 

ხდება. მაგალითად ჰაჯის შესრულებისას განკურნებული ხალხი არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...