Jump to content
Planeta.Ge

დღეს ჩეჩენი და ინგუში ხალხის მასიური დეპორტაციის დღეა

Recommended Posts

1944 წლის 23 თებერვალს, როცა ჰიტლერის წინააღმდეგ ომის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილ იყო სტალინმა ფრონტიდან მოხსნა 120 ათასამდე რეგულარული წითელი არმიის ჯარისკაცი, რათა განახორციელებინა ის, რაც ვერ შეძლეს რუსეთის იმპერატორებმა - კავკასიიდან ძირფესვიანად ამოძირკვა კავკასიის ორი გამორჩეული, აბორიგენი ერი. ოპერაცია დაგეგმა და შეასრულა ლავრუშამ.

დანარჩენი იხილეთ აქ http://internet.ge/v3/index.php?action=new...&news=68116

ფაქტიურად ეს იყო მთელი ხალხის გენოციდი.

როგორ ფიქრობთ ქართველმა ხალხმა უნდა ვუთანაგძნოთ ვაინახ ხალხს თუ ..........?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ ფიქრობთ ქართველმა ხალხმა უნდა ვუთანაგძნოთ ვაინახ ხალხს თუ ..........?

Lo Janko

რა თქმა უნდა უნდა ვუთანაგძნოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის, რომ ამ უბედურების ორგანიზაებასა და განხორციელებაში ქართული გვარის მატარებებელი ხალხი ურევია, არის ჩვენი უდიდესი სირცხვილი.

სანუგეშოდ ისღა შეგვიძლია ვთვათ, რომ ეს ხალხი საქართველოს სახელით ნამდვილად არ მოქმედებდა და თავად საქართველოც მათგან არანაკლებ დაზარალდა.

გარდა ამისა, ამ ხალხის დაბრუნებისას, იქ ჩასახლებულმა ქართველობამ სრულად ჩააბარა დაბრუნებულებს თავისი ყველაფერი და საკუთარი საქონელი და საოჯახო ნივთებიც კი დაუტოვეს საწყის ეტაპზე ცხოვრების თავიდან დასაწყებად და უხმოდ გამოეცალნენ იქაურობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

საპასუხოდ კი ქართველების პატარა გენოციდი მივიღეთ აფხაზეთში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპასუხოდ კი ქართველების პატარა გენოციდი მივიღეთ აფხაზეთში.

:v:((

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა უნდა ვუთანაგძნოთ

მეც მასე ვფიქრობ ლ ი ც ი და აბსოლუტურად გეთანხმებით თქვენც და Achiko1972-საც, მაგრამ არის ხალხი, რომლებიც ფიქრობს, როგორც Grig, თუმცა მე ვფიქრობ რომ ეს მოვლენები არ არის ერთმანეთთან არც დაკავშირებული და მითუმეტეს არც თანაზომადი.

ერთეული, თუნდაც ასეული ვიგინდარას გამო არ შეიძლება მთელ ერზე ხაზის გადასმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

თუმცა მე ვფიქრობ რომ ეს მოვლენები არ არის ერთმანეთთან არც დაკავშირებული და მითუმეტეს არც თანაზომადი.

ერთეული, თუნდაც ასეული ვიგინდარას გამო არ შეიძლება მთელ ერზე ხაზის გადასმა.

მართალი ბრძანდებით, არანაირი საერთო ამ ორ ისტორიულ ფაქტს არ აქვს.

საერთოდ ეს ყბადაღებული ჩეჩნების ომი აფხაზეთში, დავაკონკრეტებ ჩეჩნების!!! და არა სხვა ჩრდილო კავკასიელების, 90% არის სწორედ იმ ბოროტი პროპაგანდის ნაწილი, რასაც ასე ერთხმად ეწეოდა მაშინდელი რუსული და შევარდნაძე-მხედრიონული სპეცსამსახურები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

საერთოდ ეს ყბადაღებული ჩეჩნების ომი აფხაზეთში, დავაკონკრეტებ ჩეჩნების!!! და არა სხვა ჩრდილო კავკასიელების, 90% არის სწორედ იმ ბოროტი პროპაგანდის ნაწილი, რასაც ასე ერთხმად ეწეოდა მაშინდელი რუსული და შევარდნაძე-მხედრიონული სპეცსამსახურები.

იქ იყვნენ ჩერქეზები, ყაბარდა და ადიღელები ბლომად. როგორც ვიცი, ერთეული იყვნენ ინგუშებიდან და ყარაჩა-ბალყარელებიდან. ჰკითხე ვინც ომობდა და დაგიდასტურებენ. თანაც ყაბარდოელები, როგორც ვიცი, ჩეჩნებზე მეტიც კი იყვნენ.Lo Janko

არის ხალხი, რომლებიც ფიქრობს, როგორც Grig,

როგორ და რას ვფიქრობ, შენ არ იცი. იმიტომ, რომ არაფერი დამიწერია ამის შესახებ. მე დავწერე ფაქტი და არა მოსაზრება.

ერთეული, თუნდაც ასეული ვიგინდარას გამო არ შეიძლება მთელ ერზე ხაზის გადასმა.

თუ მე მიგულისხმე 'ხაზგადამსმელად', შემცდარხარ, რადგან ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ პირადად ბევრ ჩეჩენს, 2 ინგუშს და 1 ჩერქეზს. არ არის 'ცუდი' ხალხი, ისევე როგორც არც ერთი სხვა ხალხი არ შეიძლება ცუდი იყოს. უბრალოდ, მტრობის მეტი არაფერი უნახავს მათგან საქართველოს. გაიხსენეთ აგვისტოს ომიც!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ, მტრობის მეტი არაფერი უნახავს მათგან საქართველოს.

და ჩვენგან რა უნახავთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

უბრალოდ, მტრობის მეტი არაფერი უნახავს მათგან საქართველოს. გაიხსენეთ აგვისტოს ომიც!

არ არის ნამდვილად მასე, მტრობაც გვქონია და მოყვრობაც, როგორც ისტორიის მანძილზე, ისე თუნდაც მაგ აგვისტოს ომში. საკმაოდ გახმაურებულია უკვე ის ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი მშვიდობიანი ქართველი, ჩარჩენილები და მიტოვებულები ჩვენების მიერ ქართულ სოფლებში, ოსებისგან სწორედ მაგ ჩეჩნებმა გადაარჩინეს. თუმცა, რათქმაუნდა ჩვენს წინააღმდეგ ჩვენს მიწაძე შემოვიდნენ და იბრძოლეს და მათ ამ შემთხვევაში არ ვამართლებ არანაირად (რბილად რომ ვთქვა), მაგრამ აქ ვინც იბრძოდა, ისეთივე წარმატებით ებრძვის თავის ჩეჩნეთში ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა წინააღმდეგ.

ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ პირადად ბევრ ჩეჩენს, 2 ინგუშს და 1 ჩერქეზს

ღმერთმა გაგომარჯოს!!!

მე პირადად ჩეჩნებს ნამდვილად არ ვიცნობ, თუმცა 1992-ში, ოსებსა და ინგუშებსშორის შეტაკებისას დაჭრილი ინგუშები მლურნალობდნენ მიხაილოვში, მამაჩემმა გაიკეთა მაშინ იქ ოპერაცია, და ვინც გავიცანი, არაჩვეულებრივი ხალხია. საერთოდ ჩვენი ფშავები და ინგუშები ფაქტიურად ერთი ხალხია, უბრალოდ კავკასიონმა გაყო ბუნებრივად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

საკმაოდ გახმაურებულია უკვე ის ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი მშვიდობიანი ქართველი, ჩარჩენილები და მიტოვებულები ჩვენების მიერ ქართულ სოფლებში, ოსებისგან სწორედ მაგ ჩეჩნებმა გადაარჩინეს

ეს მართალია. მარტო მშვიდობიანები არა, სამხედროებიც, სხვათაშორის.

მაგრამ,

ჩვენს წინააღმდეგ ჩვენს მიწაძე შემოვიდნენ და იბრძოლეს

ესეც ხომ ფაქტია?!

მე პირადად ჩეჩნებს ნამდვილად არ ვიცნობ, თუმცა 1992-ში, ოსებსა და ინგუშებსშორის შეტაკებისას დაჭრილი ინგუშები მლურნალობდნენ მიხაილოვში, მამაჩემმა გაიკეთა მაშინ იქ ოპერაცია, და ვინც გავიცანი, არაჩვეულებრივი ხალხია. საერთოდ ჩვენი ფშავები და ინგუშები ფაქტიურად ერთი ხალხია, უბრალოდ კავკასიონმა გაყო ბუნებრივად.

მეც მაგას არ ვამბობ? მაგრამ, 'გეოპოლიტიკურად' უკვე ისლამი ისეა მათში გამჯდარი, ვერ ვიმოყვრებთ, სამწუხაროდ.

ისე, არც რაიმე მიზანმიმართული პოლიტიკა გვაქვს ამ კუთხით, რაც, სხვათაშორის, კომუნისტების დროს ნამდვილად არსებობდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

ხინკალი და ხაჭაპური

ხოდა მაგიტომაც

უბრალოდ, მტრობის მეტი არაფერი უნახავს მათგან საქართველოს. გაიხსენეთ აგვისტოს ომიც!

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართველმა კომკავშირელებმაც მიიღეს მონაწილეობა ინგუშების დარბევაში 1944 წელს...მაგრამ დეპორტაციის შემდეგ ქართველებმა უყოყმანოდ დატოვეს ინგუშების ,ბალყარელების, ყარაჩაელების სახლები, თანაც თითო სული საქონელი ,ფრინველი დაუტოვეს ,რომ ცხოვრება მთლად ნულიდან არ დაეწყოთ... სხვა ერებმა პირიქით მათ წაართვეს ტერიტორიები,სახლები...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...