Lo Janko Posted February 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2010 1944 წლის 23 თებერვალს, როცა ჰიტლერის წინააღმდეგ ომის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილ იყო სტალინმა ფრონტიდან მოხსნა 120 ათასამდე რეგულარული წითელი არმიის ჯარისკაცი, რათა განახორციელებინა ის, რაც ვერ შეძლეს რუსეთის იმპერატორებმა - კავკასიიდან ძირფესვიანად ამოძირკვა კავკასიის ორი გამორჩეული, აბორიგენი ერი. ოპერაცია დაგეგმა და შეასრულა ლავრუშამ. დანარჩენი იხილეთ აქ http://internet.ge/v3/index.php?action=new...&news=68116 ფაქტიურად ეს იყო მთელი ხალხის გენოციდი. როგორ ფიქრობთ ქართველმა ხალხმა უნდა ვუთანაგძნოთ ვაინახ ხალხს თუ ..........? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 როგორ ფიქრობთ ქართველმა ხალხმა უნდა ვუთანაგძნოთ ვაინახ ხალხს თუ ..........?Lo Janko რა თქმა უნდა უნდა ვუთანაგძნოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 ის, რომ ამ უბედურების ორგანიზაებასა და განხორციელებაში ქართული გვარის მატარებებელი ხალხი ურევია, არის ჩვენი უდიდესი სირცხვილი. სანუგეშოდ ისღა შეგვიძლია ვთვათ, რომ ეს ხალხი საქართველოს სახელით ნამდვილად არ მოქმედებდა და თავად საქართველოც მათგან არანაკლებ დაზარალდა. გარდა ამისა, ამ ხალხის დაბრუნებისას, იქ ჩასახლებულმა ქართველობამ სრულად ჩააბარა დაბრუნებულებს თავისი ყველაფერი და საკუთარი საქონელი და საოჯახო ნივთებიც კი დაუტოვეს საწყის ეტაპზე ცხოვრების თავიდან დასაწყებად და უხმოდ გამოეცალნენ იქაურობას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 Achiko1972 გარდა ამისა, ამ ხალხის დაბრუნებისას, იქ ჩასახლებულმა ქართველობამ სრულად ჩააბარა დაბრუნებულებს თავისი ყველაფერი და საკუთარი საქონელი და საოჯახო ნივთებიც კი დაუტოვეს საწყის ეტაპზე ცხოვრების თავიდან დასაწყებად და უხმოდ გამოეცალნენ იქაურობას. საპასუხოდ კი ქართველების პატარა გენოციდი მივიღეთ აფხაზეთში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 საპასუხოდ კი ქართველების პატარა გენოციდი მივიღეთ აფხაზეთში.(( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 გენერალი გვიშიანი-ამ ოპერაციის შემსრულებელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted February 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 რა თქმა უნდა უნდა ვუთანაგძნოთმეც მასე ვფიქრობ ლ ი ც ი და აბსოლუტურად გეთანხმებით თქვენც და Achiko1972-საც, მაგრამ არის ხალხი, რომლებიც ფიქრობს, როგორც Grig, თუმცა მე ვფიქრობ რომ ეს მოვლენები არ არის ერთმანეთთან არც დაკავშირებული და მითუმეტეს არც თანაზომადი. ერთეული, თუნდაც ასეული ვიგინდარას გამო არ შეიძლება მთელ ერზე ხაზის გადასმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 Lo Janko თუმცა მე ვფიქრობ რომ ეს მოვლენები არ არის ერთმანეთთან არც დაკავშირებული და მითუმეტეს არც თანაზომადი. ერთეული, თუნდაც ასეული ვიგინდარას გამო არ შეიძლება მთელ ერზე ხაზის გადასმა. მართალი ბრძანდებით, არანაირი საერთო ამ ორ ისტორიულ ფაქტს არ აქვს. საერთოდ ეს ყბადაღებული ჩეჩნების ომი აფხაზეთში, დავაკონკრეტებ ჩეჩნების!!! და არა სხვა ჩრდილო კავკასიელების, 90% არის სწორედ იმ ბოროტი პროპაგანდის ნაწილი, რასაც ასე ერთხმად ეწეოდა მაშინდელი რუსული და შევარდნაძე-მხედრიონული სპეცსამსახურები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 Achiko1972 საერთოდ ეს ყბადაღებული ჩეჩნების ომი აფხაზეთში, დავაკონკრეტებ ჩეჩნების!!! და არა სხვა ჩრდილო კავკასიელების, 90% არის სწორედ იმ ბოროტი პროპაგანდის ნაწილი, რასაც ასე ერთხმად ეწეოდა მაშინდელი რუსული და შევარდნაძე-მხედრიონული სპეცსამსახურები. იქ იყვნენ ჩერქეზები, ყაბარდა და ადიღელები ბლომად. როგორც ვიცი, ერთეული იყვნენ ინგუშებიდან და ყარაჩა-ბალყარელებიდან. ჰკითხე ვინც ომობდა და დაგიდასტურებენ. თანაც ყაბარდოელები, როგორც ვიცი, ჩეჩნებზე მეტიც კი იყვნენ.Lo Janko არის ხალხი, რომლებიც ფიქრობს, როგორც Grig, როგორ და რას ვფიქრობ, შენ არ იცი. იმიტომ, რომ არაფერი დამიწერია ამის შესახებ. მე დავწერე ფაქტი და არა მოსაზრება. ერთეული, თუნდაც ასეული ვიგინდარას გამო არ შეიძლება მთელ ერზე ხაზის გადასმა. თუ მე მიგულისხმე 'ხაზგადამსმელად', შემცდარხარ, რადგან ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ პირადად ბევრ ჩეჩენს, 2 ინგუშს და 1 ჩერქეზს. არ არის 'ცუდი' ხალხი, ისევე როგორც არც ერთი სხვა ხალხი არ შეიძლება ცუდი იყოს. უბრალოდ, მტრობის მეტი არაფერი უნახავს მათგან საქართველოს. გაიხსენეთ აგვისტოს ომიც! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 უბრალოდ, მტრობის მეტი არაფერი უნახავს მათგან საქართველოს. და ჩვენგან რა უნახავთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 irene და ჩვენგან რა უნახავთ? ხინკალი და ხაჭაპური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 Grig უბრალოდ, მტრობის მეტი არაფერი უნახავს მათგან საქართველოს. გაიხსენეთ აგვისტოს ომიც! არ არის ნამდვილად მასე, მტრობაც გვქონია და მოყვრობაც, როგორც ისტორიის მანძილზე, ისე თუნდაც მაგ აგვისტოს ომში. საკმაოდ გახმაურებულია უკვე ის ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი მშვიდობიანი ქართველი, ჩარჩენილები და მიტოვებულები ჩვენების მიერ ქართულ სოფლებში, ოსებისგან სწორედ მაგ ჩეჩნებმა გადაარჩინეს. თუმცა, რათქმაუნდა ჩვენს წინააღმდეგ ჩვენს მიწაძე შემოვიდნენ და იბრძოლეს და მათ ამ შემთხვევაში არ ვამართლებ არანაირად (რბილად რომ ვთქვა), მაგრამ აქ ვინც იბრძოდა, ისეთივე წარმატებით ებრძვის თავის ჩეჩნეთში ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა წინააღმდეგ. ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ პირადად ბევრ ჩეჩენს, 2 ინგუშს და 1 ჩერქეზსღმერთმა გაგომარჯოს!!! მე პირადად ჩეჩნებს ნამდვილად არ ვიცნობ, თუმცა 1992-ში, ოსებსა და ინგუშებსშორის შეტაკებისას დაჭრილი ინგუშები მლურნალობდნენ მიხაილოვში, მამაჩემმა გაიკეთა მაშინ იქ ოპერაცია, და ვინც გავიცანი, არაჩვეულებრივი ხალხია. საერთოდ ჩვენი ფშავები და ინგუშები ფაქტიურად ერთი ხალხია, უბრალოდ კავკასიონმა გაყო ბუნებრივად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 Achiko1972 საკმაოდ გახმაურებულია უკვე ის ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი მშვიდობიანი ქართველი, ჩარჩენილები და მიტოვებულები ჩვენების მიერ ქართულ სოფლებში, ოსებისგან სწორედ მაგ ჩეჩნებმა გადაარჩინეს ეს მართალია. მარტო მშვიდობიანები არა, სამხედროებიც, სხვათაშორის. მაგრამ, ჩვენს წინააღმდეგ ჩვენს მიწაძე შემოვიდნენ და იბრძოლეს ესეც ხომ ფაქტია?! მე პირადად ჩეჩნებს ნამდვილად არ ვიცნობ, თუმცა 1992-ში, ოსებსა და ინგუშებსშორის შეტაკებისას დაჭრილი ინგუშები მლურნალობდნენ მიხაილოვში, მამაჩემმა გაიკეთა მაშინ იქ ოპერაცია, და ვინც გავიცანი, არაჩვეულებრივი ხალხია. საერთოდ ჩვენი ფშავები და ინგუშები ფაქტიურად ერთი ხალხია, უბრალოდ კავკასიონმა გაყო ბუნებრივად. მეც მაგას არ ვამბობ? მაგრამ, 'გეოპოლიტიკურად' უკვე ისლამი ისეა მათში გამჯდარი, ვერ ვიმოყვრებთ, სამწუხაროდ. ისე, არც რაიმე მიზანმიმართული პოლიტიკა გვაქვს ამ კუთხით, რაც, სხვათაშორის, კომუნისტების დროს ნამდვილად არსებობდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted February 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 (edited) irene ხინკალი და ხაჭაპური ხოდა მაგიტომაც უბრალოდ, მტრობის მეტი არაფერი უნახავს მათგან საქართველოს. გაიხსენეთ აგვისტოს ომიც! Edited February 24, 2010 by irene Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 ქართველმა კომკავშირელებმაც მიიღეს მონაწილეობა ინგუშების დარბევაში 1944 წელს...მაგრამ დეპორტაციის შემდეგ ქართველებმა უყოყმანოდ დატოვეს ინგუშების ,ბალყარელების, ყარაჩაელების სახლები, თანაც თითო სული საქონელი ,ფრინველი დაუტოვეს ,რომ ცხოვრება მთლად ნულიდან არ დაეწყოთ... სხვა ერებმა პირიქით მათ წაართვეს ტერიტორიები,სახლები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.