lasha_alo Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2010/7/mish-copy.jpg http://www.kvirispalitra.ge/public/2538-qe...s-akvanshi.html კხმ:აქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ მცხეთის მოდერნიზაციის შესახებ ქართველი საზოგადოება გააოგნა. პრეზიდენტის თქმით, სვეტიცხოვლის წინ, სადაც არაგვი და მტკვარი ერთმანეთს ერთვის და ულამაზესი ხედი იშლება, სადაც უძველეს ქალაქს ჯვრის მონასტერი გადმოჰყურებს, საცურაო აუზი უნდა მოეწყოს. ვრცელ სატელევიზიო სიუჟეტში მიხეილ სააკაშვილმა დეტალურად განმარტა, როგორი პროექტი უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ მთავრობას სტუმრებისთვის თავმოსაწონებლად სიღნაღში აღარ უწევდეს სირბილი და აქვე, თბილისის ყურისძირში, შეეძლოს თავის მოწონება. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, მცხეთაში, სადაც უფლის კვართი ასვენია, "ელიტური საჭყუმპალაოს" მოწყობის იდეა უკვე პროექტის სახით არსებობს თუ მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ თავისი სურვილი გაახმაურა. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მაკა შავიშვილი: "პროექტი სამინისტროში ჯერ არ შემოსულა, უამისოდ კი შეუძლებელია მცხეთაში რაიმე გაკეთდეს, რადგან ეს ქალაქი მრავალმხრივ არის დაცული. ის იუნესკოს დაცვის ზონაცაა, ამიტომაც თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღება დაუშვებელია. სავარაუდოდ, ჯერ მხოლოდ იდეა გახმაურდა, რომელსაც დამუშავება სჭირდება". კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნიკა ვაჩეიშვილი: "ცხადია, საზოგადოების დაინტერესებას გამოიწვევდა ინფორმაცია, რომ მცხეთაში აუზები და სასტუმროები უნდა აშენდეს. ვიმედოვნებ, ლაპარაკია სარეკრეაციო ზონაში მოქმედებაზე და არა სვეტიცხოვლის წინ რომელიმე ობიექტის მშენებლობაზე. ნებისმიერი პროექტი კარგად უნდა დამუშავდეს და შეფასდეს. საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ იქ მრავალსართულიანი, კასკადური და რელიგიური ცენტრისთვის შეუფერებელი კომპლექსი კი არ გაკეთდება, არამედ შეიქმნება დასასვენებელი ინფრასტრუქტურა... მცხეთა იუნესკოს ძეგლია, მალე საგანგებო მისიაც კი ჩამოვა მის სანახავად. ამიტომაც მათი კონსულტაციების გარეშე აქ რაიმეს გაკეთება არ შეიძლება". პრეზიდენტის იდეას უფრო რადიკალურად აფასებს "საზოგადოების დარბაზის" თავმჯდომარე, პოეტი დავით მაღრაძე. მისი აზრით, მცხეთის გათანამედროვეობის იდეა წინასაარჩევნო უნიჭო დაპირება და პიარია: "დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლება რეგიონიდან რეგიონში დადის და ოსტაპ ბენდერივით "ნიუ-ვასიუკის" შექმნის პერსპექტივას სახავს. იგივე მოხდა მცხეთაშიც. როგორც ჩანს, არსაკიძის აგებული მცხეთა არ მოსწონთ, თანამედროვე ნაგებობებით უნდათ ძველი ქალაქის "დამშვენება". ეს იგივეა, "ვეფხისტყაოსანი" რომ ავიღო და თანამედროვე რითმის ფორმებით გადავაკეთო. მე ერთადერთ გამოსავალს ვხედავ: გამოვუყოთ პრეზიდენტსა და მთავრობას დაუსახლებელი ტერიტორია, ითამაშონ და გაერთონ იქ. ისეთი ტერიტორიებიც გვაქვს საქართველოში, მათ ექსპერიმენტებს რომ გაუძლებს. თუ დასაშვებია, ჯვარსა და სვეტიცხოველს შორის იჭყუმპალაო, მალე, ალბათ, პრეზიდენტი სვეტიცხოველში ემბაზის ნაცვლად ჯაკუზის ჩადგმას მოითხოვს. მართალია, ამ მდინარეში ხალხი ინათლება, მაგრამ შეიძლება მოეწყოს სანაოსნოც და დასასვენებელიც, თუმც გააჩნია სად და როგორ, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. სვეტიცხოველს, ჯვარსა და მცხეთას უზარმაზარი მოკრძალება სჭირდება. მაინცდამაინც სვეტიცხოვლის გვერდით, ჯვრის ქვემოთ, ანტიოქიის, სტეფანწმინდის სახელობის დედათა მონასტრის გვერდით უნდა გაკეთდეს აუზი? ეს იმას ნიშნავს, სულიერმა დედაქალაქმა შინაარსი შეიცვალოს. ეს კი ამ ხელისუფლებისთვის ჩინურივით გაუგებარია. ნაციონალები ცდილობენ, აგრესიული პრიმიტივიზმით დაუპირისპირდნენ საქართველოს კულტურულ და სახელმწიფოებრივ ისტორიას და წაშალონ იგი. ჯერ სიღნაღი წაშალეს, ახლა, ეტყობა, სიღნაღი მოდური აღარ არის და მცხეთას მიადგნენ. ხომ წარმოგიდგენიათ, ამათნაირი შლეგები რომ ევროპაშიც ყოფილიყვნენ, ვატიკანში რას მოითხოვდნენ?!" როდესაც სააკაშვილი მცხეთის მოდერნიზაციის იდეას ახმაურებდა, შემაძრწუნებელი იყო მისი ამალის გაყინული სახეები, ჩინოვნიკები გატრუნული უსმენდნენ პრეზიდენტს და თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავს აქნევდნენ. ამხელა "ლაშქარში" არავის გაუჩნდა სურვილი, შეეხსენებინა პრეზიდენტისთვის, რომ მცხეთა საქართველოს სულიერი დედაქალაქია, სადაც დღემდე იხარშება მირონი და მადლს აფრქვევენ უდიდესი სიწმინდეები. ღმერთმა ნუ ქნას, ეგ მადლი გაგვიწყრეს და სვეტიცხოველთან ლოცვით მიახლების ნაცვლად, აუზის პირას ტიტლიკანა წამოწოლა მოგვინდეს.ეკა ლომიძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 მტკვარი მსოფლიოშI ერთერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია, ამიტომ ეს იდეა ვერასდროს ვე რიქნება ქმედუნარიანი მორიგი ბიუჯეტიდან გაფლანგული ფული! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 საჭყუმპალაო კარგი რამეა.მაგრამ ამის ხელში ყველაფერი კარგავს თავის პირველყოფად მნიშვნელობას....ვინ და როგორ ჩააგდო ამის ხელში ხელში საქართველო ეგაა გამოსაკვლევი.ამის ხელში აღარც ომი ახსოვთ და აღარც საკუთარ სახლებიდან გამოყრილი ათასობით ოჯახები.... ცოტა შავი იუმორი. საჭყუმპალაო კარგია, თუ იმის პსკერზე საქართველოს მტერს ვიპოვით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 მცხეთა არის იუნესკოს სიაში ქალაქი-მუზეუმი - მაინტერესებს, რამდენად მისაღებია ეს "ჭყუმპალავი" ამ სტატუსის მატარებელი ადგილისთვის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 მტკვარი მსოფლიოშI ერთერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია, ამიტომ ეს იდეა ვერასდროს ვე რიქნება ქმედუნარიანიnewstudio, მერე მაგი გიკვირს შენ?აგე, მთელი ბათუმი იმაზე მსჯელობს მტირალას მთას რომ მოხერხავენ (რომ მოხერხავენ ამაში ეჭვი აღარავის ეპარება) აჭარის კლიმატი როგორ შეიცვლებაო და მდინარის გასუფთავებას რა უნდა?(ქალაქი კი არა ალბათ მდინარე უნდა გეთქვა ხო?) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 newstudio, მერე მაგი გიკვირს შენ?აგე, მთელი ბათუმი იმაზე მსჯელობს მტირალას მთას რომ მოხერხავენ (რომ მოხერხავენ ამაში ეჭვი აღარავის ეპარება) აჭარის კლიმატი როგორ შეიცვლებაო და მდინარის გასუფთავებას რა უნდა?(ქალაქი კი არა ალბათ მდინარე უნდა გეთქვა ხო?)მე წინა თემაში უკვე გავუსვი ხაზი, რომ უკვე პიარზე არაა ლაპარაკი. უფრო განგსტერულ-ავანტიურისტულ ხასიეთს იღებს მიშას პოლიტიკა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 იუნესკო უკვე გამოგვეხმაურა ამ საკითხზე და გვთხოვა ისტორიული ქალაქი არ დაანაგვიანონ საჭყუმპალაოთი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 რომ არა შიზოფრენიის ელემენტები, ვიფიქრებდი, რომ ეს სერიოზული მკრეხელობაა-თქო. იმედი მაქვს, შიზოფრენიის ფარგლებს ვერ გაცდება ეგ იდეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 ეს დაღუპავს ამ საკურორტო ზონას!!! არადა უდიდესი პოტენციალის აქვს მცხეთას... როგოც ისტორიულ ნარჩენს!!! ქალაქი ძეგლი მარა უკვე უტირეს დედა ისეთ დღეშია!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 ეს დაღუპავს ამ საკურორტო ზონას!!!არადა უდიდესი პოტენციალის აქვს მცხეთას... როგოც ისტორიულ ნარჩენს!!! ქალაქი ძეგლი მარა უკვე უტირეს დედა ისეთ დღეშია!!ნუ დარდობ, თუ ასე გაგრძელდა თვითოეული ქართველი გახდება მოარული ისტ. ძეგლი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 აუ რა ქალაქის აღდგენა და შექმნა შეიძლება მცხეთაში.... სასწაულია იმჰო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 ნუ დარდობ, თუ ასე გაგრძელდა თვითოეული ქართველი გახდება მოარული ისტ. ძეგლიმართალი ხარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 (edited) http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2010/7/mish-copy.jpg მაგარი კარიკატურაა. ფორუმი რატომ მუშაობს ნელა? Edited February 19, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 როდესაც სააკაშვილის გრანდიოზულ პროექტებს ვეცნობი მხოლოდ ერთი აზრი მრჩება რომ საქ. მოსახლეობას დასვენების გარდა სხვა პრობლემა არა აქვს, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
I_V_E_R_I_E_L_I Posted February 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2010 ტიტანურ აზრებს ''აბი გლუკოზა'' არჩენს. @ ნოშრევან კუჭუხიდზევი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.