Jump to content
Planeta.Ge

chegesto

პლანეტელი
  • პოსტები

    1.383
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი chegesto

  1. მოღალატეები? http://info9.ge/?l=G&LiveTV=&TVTID=11&TVID=316 3 წუთიდან ნახეთ 700 ზე მეტი ჯარისკაცი გამოაცხადეს მოღალატედ ყველა გაათავისუფლეს სამსახურიდან დააკავეს რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი პრეზიდენტის ემოციური გამოსვლა თავჩაღუნულ ჯარისკაცებთან აღმოჩნდა რომ უმრავლესობამ არც კი იცოდა რას ერჩოდა გაცხარებული პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო... ეს ადამიანები იბრძოდნენ აგვისტოს ომში ეს ადამიანები მონაწილეობდნენ ყველა სამხედრო ოპერაციაში, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ჯარები აწარმოებდა დღეს ძალიან ბევრი მათგანი შიმშილის ზღვარზეა და რის გამო?
  2. ამ კაცმა თავისით ჯიგრულად წყნარად განმარტა პოზიცია მაგრამ ეჭვი მაქვს ვინმე დემაგოგი რომ მჯდარიყო სადებატოდ გაუჭირდებოდა
  3. http://info9.ge/?l=G&LiveTV=&TVTID=11&TVID=201 მერიას და ფინანსთა სამინისტროს შორის დავა სოციალური პროგრამების განხორციელებაზე ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება პასუხს ამ საკითხზე სტუმრად ეთერში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და დეტალურად ვისაუბრეთ ამ დავაზე. სამწუხაროდ მერიიდან არავინ არ მოვიდა მიუხედავად იმისა , რომ შეგვითანხმდნენ... ბოლო მომენტში უარი გვითხრეს შესაბამისად მერიის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია
  4. ნუ პირველი რაც უნდა დახვეწოს ... დამოკიდებულებაა გუშინ ვუყურე მაესტროზე და ბლატნოი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს , რომელიც გაგნებაში არაა რა უნდა გააკეთოს
  5. უნიკალური ისტორიული ძეგლი და ამასთანავე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავი ნიმუში მუცო ინგრევა ! ეს პროცესი უაღრესად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მისი ნგრევის პროცესი, სხვადასხვა ექპერტული შეფასებებით, ძეგლის 60 % თითქმის დანგრეულია. აუცილებელია გადაუდებლად დაიწყოს ციხე-სოფლელ მუცოს რეაბილიტაციის პროცესი და უპირველეს ყოვლისა განხორციელდეს მისი კონსერვაციის (გამაგრების) სამუშაოები. ჩვენი მოთხოვნაა დაუყონებლივ (ერთი თვის ვადაში) გამოიძებნოს თანხები მუცოს გამაგრებითი სამუშაოების განსახორციელებლად და აღნიშნული უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყოს წელსვე და დასრულებულ იქნას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ, როგორც ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა, შეასრულოთ თქვენი კონსტიტუციური მოვალეობა და არ დაუშვათ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ნიმუშის, ციხე-ქალაქ მუცოს განადგურება, რადგან ეს იქნება დანაშაული როგორ ჩვენი, ასევე სრულიად ცივილიზებული სამყაროს წინაშე ! http://www.petitions24.com/gadavarcinot_muco რამე ხომ არ იცით ამის შესახებ ?
  6. Nukriko პატრიოტიზმი პოლიტიკურად აქტიური წრეების ფუფუნება იყო მე რას მოვიაზრებ არა რაც ობიექტურად არსებობდა
  7. მაცი ისე გვესმის პოლიტიკა და ის სივრცე სადაც ვარსებობთ როგორც ნებისმნიერ მარსიანელს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია შეუძლებელია ისევე როგორც ამით სამხედრო უსაფრთხოების მოპოვება ცოტა უფრო რაციონალური რომ იყოს ერის ძირითადი ნაწილი გაცილებით წინ იქნებოდა ქვეყნის პოლიტიკურ ეკონომიკური სიტუაცია
  8. ეს მელოჩ ნო პრიატნოს მოდერნიზებული ვარიანტია?
  9. Nukriko ლოლ ვინ იყვნენ პირველი პატრიოტები საბერძნეთი რომი საფრანგეთი და მერე აღმოაჩენ akkai იქ ვარ
  10. .......................... როგორ უნდა აქ ხციტირება ამიხსნა ს ვინმემ
  11. ბოლო დროს მომრავლდნენ ეგრედწოდებული "საპატრიოტო" მარშის მედროშეები არამარტო ინტერნეტ სივრცეში არამედ ზოგადად ეს გამოწვეულია ჩვენი ტელევიზიების ანტი"რაციონალური" დასლევების პოლიტიკით ანუ ადამიანებმა იწამეს რომ რუსეთის დაშლა ჩვენი წმინდა მისიაა და ამ მიზნის მიღწევისთვის საჭიროა დავივიწყოთ ყველა გონებასთან ახლოს მდგომი აზრის თუ ინიციატივის პრიორიტეტულობა. ფაქტობრივად ყველა ეს ადამიანი პირდაპირი ზომბირებული რობოტი ხდება სატელევიზიო დღისწესრიგის მე მინდა ავუხსნა და კიდევ ერთხელ გავაფართოვო ზოგიერთი ტვინგაყინულის სტატიკური ცნობიერება. ვინ არიან პატრიოტები ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავისი მოღვაწეობით სარგებლობა მოაქვთ თანამოქალაქეთა და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის. სიტყვა პატრიოტი გულისხმობს საზოგადოებრივ პროცესებში ჩაბმულ ადამიანს, რომელსაც ცალსახად პოზიტიური გავლენა აქვს ამავე საზოგადოების განვითარებაზე . ეს არის პატრიოტი მეგობრებო თქვენი დეფინიციით პატრიოტი ჩვენს ენაზე ####დ იწოდება გავარჩიოთ საკითხი ვიყოთ ღლეები თუ ვიყოთ პატრიოტები
  12. მოგეხსენებათ აფხაზეთიდან დევნილების ნაწილი "დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან" მართავს საპროტესტო აქციას უკვე 4 თვეა. სამწუხაროდ მათი სიტუაცია დამძიმდა და არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან. ჩვენი როგორც მოქალაქეების ვალია თუ მხარში არ დავუდგებით მინიმუმ დავეხმაროთ, რომ შიმშილით არ დაიხოცნონ. მათ მთავარ გასაჭირს ამ ეტაპზე ელემენტარული სიცოცხლისა და "გადარჩენისთვის" საჭირო პირველადი ნივთების უქონლობა წარმოადგენს. ახალგაზრდული ინიციატივა "ვეხმარებით დევნილებს" გთხოვთ პირელადი საარსებო საშუალებებით: მატრასები, თბილი საბნები, გადასაფარებლები, ჭიქებით თეფშებითა და რაც მთავარია არა მალ ფუჭებადი საკვები პროდუქტებით: კარტოფილი, მაკარონი, ბრინჯი, ძეხვი და ასე შემდეგ რასაც გაიმეტებთ და ხელი მიგიწვდებათ. რამოდენიმე მათგანი საჭიროებს საწრაფოდ სამკურნალო საშუალებებს: 1. "ზომეტა" 4მგ. ფლაკონი. საკმაოდ ძვირი პრეპარატია, მაგრამ თუ გაქვთ შესაბამისი თანხა, ან ხელი მიგიწვდებათ რომელიმე აფთიაქის ადმინისტრაციასთან, გთხოვთ მიუტანოთ მათ. 2. ლეტროზოლი 2,5 მგ 3. რაუნატინი 4. დეგსალგონი 5. კეტანოლი აგრეთვე ნებისმიერი ტკივილის გამაყუჩებელი და წნევის დამწევი პრეპარატი. გარდა ამისა გასათბობი საშუალებები: შეშა, მინიგაზქურა, ეგრეთწოდებული"კერასინკა".... გთხოვთ ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები მიუტანოთ პირდაპირ დევნილებს თამარაშვილის ქ. N 15ა ში, სამინისტროს წინ - შესასვლელი ან ყაზბეგის ქუჩიდან, ან თამარაშვილის ქუჩიდან. თუ ვთქვათ ვერ მოახერხეთ სამინისტროსთან მიტანა ჭავჭავაძის 19 ნომერში, მე - 4 სართულზე , ახალგაზრდა სოციალ დემოკრატების ოფისში , მოიტანეთ რის შემდეგაც მოხდება მისი ტრანსპორტირება ადრესატამდე. ძალიან მძიმე სურათია მე პირადად გახლდით და ძალიან დავითრგუნე ძირითადად მოხუცები და ინვალიდები არიან ზამთარში კარავში გათბობისა და საჭმლის გარეშე ეს არაადამიანური პირობებია არააქვს ამ ეტაპზე მნიშვნელობა ვისი ვალია მათი მოვლა პატრონობა და ვისი არა ერთი რამ ცალსახაა, ჩვენი ვალია მათი დახმარება ყოველშემთხვევაში მე ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თუ ვინმეს გაგიჩნდებათ დახმარების სურვილი მიბრძანდით ზემოთ ხსენებულ მისამართზე ან მომწერეთ პმ და დაგაკვალიანებთ აგრეთვე ვისაც სურვილი აქვს იქნებ ჩვენს თავზე ავიღოთ ამის ორგანიზება. გმადლობთ წინასწარ
  13. ბუნებრივია შენ უნდა გამოხმაურებოდი ამ ფორმულირებას
  14. გილოცავთ ბატონო ...............
  15. ისე ცნობისთვის ჩვენ ამ ფორუმით დავიწყეთ კითხვები ხოლო როდესაც ამოიწურა გადავედით იქეთ .. საბოლოო ჯამში ისევ დავბრუნდით ასე რომ შენიშვნას ვერც მე და ვერც ლაშა ვერ მიიღებთ ... შევეცადეთ ყველა კითხვაზე ასე თუ ისე გვეპასუხა მადლობთ ყველას აქტიურობისთვის და მხარდაჭერისთვის რაც შეეხება კომუნიზმის და ფაშიზმის შედარებას მარტივად გეტყვით რომ ეს არის აბსურდი და რომ ამ საკითხზე ამ რაკურსით საუბარი უბრალოდ მარაზმია პატივისცემით თქვენი მონა მორჩილი ))
  16. მე მცირე ექსკურსის ჩატარება მომიწევს როგორც ვხედავ ესეიგი მემარცხენეობა დახვრეტები და რიგში დგომა ვისაც ჰგონია ზოგადად შეუძლია კითხვა არ დასვას და პირდაპირ საკინპელს მიმართოს მოკლე გაკვეთილებისთვის შევეცდებით მაქსიმალურად მოვემზადოთ და მოგაწოდოთ ჩვენი ხედვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა მემარცხენე დისკურსის რაკურსში და ზოგადად ყველაფერზე ვისაუბრებთ პირველ რიგში ჩვენ ხომ სოციალური ქსელების მეგობრები ვართ და ზოგადად ავუხსნათ ხალხს რა არის მემარცხენეობა რეალობაში და რა არის სტერეოტიპი ... მცდარი გმადლობთ წინასწარ
×
×
  • შექმენი...