Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დღესაც ვიყავი მეტროში და ოი საოცრებავ! არც ერთი მათხოვარი არ იდგა სადგურზე. მასონებს ხომ არ დავაბრალოთ?

 

 

იქნებ აშენდა ეს ქვეყანა და ჩვენ ვერ გაგვიგია და ტყუილად ვწვალობთ აქ რაღაცეებს? :(

 

ეჰ... ნეტა ეგრე იყოს დაა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 236
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ბატონო აჩიკო!

რა თქმა უნდა იცით: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის...". კიდევაც რომ არ გამოგვივიდეს (ყველაფერი გამოგვივა), ერთმა კაცმა მაინც ხომ დაინახა, რომ საქართველო ცოცხალია, საქართველოში კიდევ არიან ხალხი ვინც მარტო თავის თავზე კი არა სხვაზეც ფიქრობს. დიდი ვერაფერი, მაგრამ მაინც დადებითი შედეგია, ხოლო თუ ღმერთის შემწეობით გავაკეთეთ, მაშინ რამხელა შედეგი იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ?

ერთ დღეში ასეთი საქმეები ალბათ არ კეთდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინმეს აქვს ფერადი პრინტერი?

 

ან სადმე ორგანიზაციაში ხომ არ გეგულებათ? კარტრიჯს დავუტენით და აფიშებს გავიკეთებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბეჭდვას რაც შეეხება, რაღაცეებს ვარკვევ ეხლა, ორშაბათისთვის გაირკვევა, შეიძლება მე გამომივიდეს ეგ ამბავი. ჯერ ვერ გპირდებით გადაჭრით, მერე რომ არ შევრცხვე. მთავარია დანარჩენი პრობლემები მოგვარდეს: დარბაზი, თარიღი, მონაწილეთა სია და რაც მთავარია, თავად ამ ქალბატონის აზრიც.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაიგეთ რა დაგვიჯდება ზემოთ ნაჩვენები ნახატების დაბეჭდვა. თითეულის ცალ-ცალკე და ერთად.

 

ფერადი ბეჭდვა, გვერდი 1 ლარი ღირს თუ არ ვცდები.

 

შავ-თეთრი რაც დაგვჭირდება, ნებისმიერი რაოდენობა შემიძლია ჩემ თავზე ავიღო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფერადი ბეჭდვა, გვერდი 1 ლარი ღირს თუ არ ვცდები.

 

შავ-თეთრი რაც დაგვჭირდება, ნებისმიერი რაოდენობა შემიძლია ჩემ თავზე ავიღო.

გმადლობთ ბატონებო!

 

ჯერ ბატონი აჩიკო გაარკვევს და მერე თუ დაგვჭირდება, ბატონ ცეპელინი გაგვიკეთებს რაც საჭირო იქნება შავ-თეთრად, თუმცა სასურველია ყველაფერი ფერადი.

 

დღესაც წავალ ქალბატონის სანახავად.

 

3 მარტი - "დედის დღე", მგონი კარგი თარიღია. თქვენ რას იტყვით?

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაა ცუდი აზრი! 3 მარტი...

მე ჩემს თანხაზე ნებისმიერ დროს მზად ვარ.

50$ თუ რამეში დაგჭირდებათ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

3 მარტი - "დედის დღე", მგონი კარგი თარიღია. თქვენ რას იტყვით?

 

 

მეც ზუსტად ეგ თარიღი მქონდა იდეაში. მივესალმები ყოველმხრივ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაა ცუდი აზრი! 3 მარტი...

მე ჩემს თანხაზე ნებისმიერ დროს მზად ვარ.

50$ თუ რამეში დაგჭირდებათ...

 

კარგი ადამიანი ბრძანდებით ბატონო დირე. ყველაფერი უფასოდ მინდა გამომივიდეს (ქართულ რეალობას არ ვითვალისწინებ) მაგრამ თუ ფული საჭირო გახდება, პირველ რიგში თქვენი იმედი გვექნება.

 

ახლა მოვედი ვაგზალიდან. ქალბატონი ლელა ისევ ვერ ვნახე, ვესაუბრე მის ორ კოლეგას, ერთს, მთელი კვირაა რაც ჩემი ტელეფონი აქვს და ორივემ პირობა მომცეს, როგორც კი გამოჩნდება, მაშინვე დაგიკავშირდებაო.

 

მოსამზადებელ საორგანიზაციო საქმეებზე გავაგრძელოთ მუშაობა ტემპის შეუნელებლად.

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ვინმემ იცით მომღერალ თემურ წიკლაურის ("ივერია") ტელეფონის ნომერი გამომიგზავნეთ PM-ით ან მითხარით, სად და როდის შეიძლება ნახვა. Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

5-იოდე წუთის წინ დავამთავრე ქალბატონ ლელასთან საუბარი. თანხმობა მიღებულია.

 

ბატონო აჩიკო!

 

ვაგრძელებთ მუშაობას. ხვალ წავალ დარბაზის მოსაძებნად.

თქვენ გაარკვიეთ რამე დარბაზისა და ბეჭდვის შესახებ?

 

ფორუმელებო! გთხოვთ ჩაებათ შეძლებისდაგვარად ამ კეთილშობილური საქმის გაკეთებაში.

 

გამოგვეხმაურეთ, ვის რა და როგორ შეგვიძლია.

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

5-იოდე წუთის წინ დავამთავრე ქალბატონ ლელასთან საუბარი. თანხმობა მიღებულია.

 

 

ძალიან კარგი!

 

ბატონო აჩიკო!

 

ვაგრძელებთ მუშაობას. ხვალ წავალ დარბაზის მოსაძებნად.

თქვენ გაარკვიეთ რამე დარბაზისა და ბეჭდვის შესახებ?

 

 

დარბაზზე მე ვერაფერს გავარკვევდი, აქ ალბათ რაღაც შეცდომაა, მე არც არასდროს მითქვამს, რომ ეგ შემიძლია.

 

ბეჭდვას რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით სამწუხაროდ ახალი და კარგი ვერაფერი. თუ რამე მოვახერხე ეგრევე შეგატყობინებთ. 100%-ით ვერ გპირდებით სამწუხაროდ, ეს ადრეც ვთქვი. ჩემთვის საკმაოდ ხარჯებთან აღმოჩნდა დაკავშირებული და ისეთი გაუთვალისწინებელი პირადი ხარჟებიც დამერთო, რომ მე რომ მეგონა, ისე ადვილად ვერ გამომივიდა. სხვა გზებსაც ვცდი, თუ რამე გამოვიდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიაზის კლუბი რამხელაა არ ვიცი მარა თანხას არ მოითხოვს

 

ჩვენს შორის შარი არ იყოს ახლავე შევთანხმდეთ.

თუ გაარკვევთ კლუბის საქმეს უახლოეს დროში მადლობელი დაგრჩებით, თან იმასაც გვეტყვი ვინ გყავთ მხედველობაში (მე არ ვიცნობ), უფრო დიდ მადლობას გეტყვით.

 

ჯერ-ჯერობით უფასოდ ან თითქმის უფასოდ შეგვიძლია ვიქონიოთ იმედი მხატვართა სახლის საგამოფენო დარბაზზე, ქუთათელაძის ქუჩაზე, მეტრო დელისიდან 300 მეტრია. მაგრამ მათ სკამები არა აქვთ. თუ ვისმეს შეუძლია სკამები გვათხოვოს, გამოდის დარბაზის საქმე გადაწყვეტილია.

 

ბატონო ანალგინ!

იქნებ რამეთი დაგვეხმაროთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...