Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მახსოვს ეს ქალი. მეორე ქალი მგონი გადრდაიცვალა ხომ? ტვ-ში იყო ადრე სუჟეტი

ადგილზე კონცერტის დღეს არ იქნება გაყიდვა ბილეთების? ან რამე შემოწირულობების ყუთის დადგმას ხო არ აპირებთ? თუ თბილისში ვიქენი მოვალთ ბიჭები-მარა არ ვიცი ვინ და რამდენი წინასწარ

 

ეხლა, ვინც სამი კვირის განმავლობაში ყურს არ გაიბერტყავს ის კონცერტის დღეს რამეს გამკეთებელია?

 

მე ამ კონცერტით გამდიდრებას არ ვაპირებ, თითეულ თეთრზე დავდებ ანგარიშს. თითო ბილეთს ვინც შეიძენს, ესც დახმარება იქნება. მოვა თუ არ მოვა, 200 ბილეთი თუ გაიყიდა, მაინც დახმარება და გულისხმიერება იქნება.

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 236
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

lasalexx

გავხსენი თემა თქვენი სახელით

 

 

რა აზრი ჰქონდა თორემ კი.

 

ეხლა, ვინც სამი კვირის განმავლობაში ყურს არ გაიბერტყავს ის კონცერტის დღეს რამეს გამკეთებელია?

 

 

მე რაც ვსთქვი იმას გავაკეთებ.ანუ ჩემიანი მოვა და ბილეთს იყიდის.მეტი არაფერი შემიძლია აქედან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

ხლა, ვინც სამი კვირის განმავლობაში ყურს არ გაიბერტყავს ის კონცერტის დღეს რამეს გამკეთებელია?

ამას მე მიწერ ძმაო? ან შენ ვერ გადმოსცემ აზრს ან მე ვერ ვგებულოფ შენს ნაწერს საჭიროთ! რა ყურები და რა გამდიდრება ერთი დაკონკრეტდი რა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ კონცერტით გამდიდრებას არ ვაპირებ, თითეულ თეთრზე დავდებ ანგარიშს

 

 

ესეთი პოსტები უფრო მეტ ეჭვებს გამოიწვევს.არავის არაფერი უკადრებია თქვენთვის და რატომღაც არც მე მესმის თქვენი ზოგიერთი პოსტის აზრი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

maliari

იქეთ იკადრეს მსგავსი რამეები, როგორც სჩვევიათ ხოლმე და ამაზე აქვს ალბათ ბატონ ბადრის ლაპარაკი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

არ ვიცი შენ რას მიხსნი ..ეხლა გადავხედე ტემას და ამ კაცის აგრესიულობა ცოტა არაადეკვატური მეჩვენა. ნასვამზე მე მაგალითათ საერტოთ არ შევდივარ ფორუმებზე ავტორიზაციით-მხოლოდ დავბოდიალოფ-ზუსტათ მაგიტო რო ასეტი სისულელები არ ვწერო.

ვნახე თემა -შემოვედი, ვიკითხე. მივიღე სავარაუდოთ უზრდელური პასუხი. ამ ქალის ტემა არ იყოს ჩავყვებოდი მარა ისედაც ამ ფორუმზე მარტო პოლიტიკაში ვაპირეფ პოსტვას და არ ავიმყრალეფ გარშემო სიტუაციას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

იქეთ იკადრეს მსგავსი რამეები, როგორც სჩვევიათ ხოლმე და ამაზე აქვს ალბათ ბატონ ბადრის ლაპარაკი

 

 

იქით რასაც კადრულობენ ვიცი,მაგრამ არ არის ესეთი პოსტები საჭირო.თუ კაცს არ უნდა ისედაც არ იყიდის ბილეთს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დენი არ გვქონდა უბანში და ვერ გამოგეხმაურეთ ამდენ ხანს. ერთი კვირაა შანხაიში დღეში ხუთჯერ გვიქრობენ.

საკამათო არაფერია, თუმცა სიჩქარის გამო შეიძლება გასაგებად ვერ დავწერე.

იმედია ამ პოსტის დაწერას მოვასწრებ, ორჯერ რომ ვწერ ერთ და იგივეს მუღამი მეკარგება.

 

კონცერტზე რომ შემოსაწირი ყუთები ჩამოვატარო, ხალხი უხერხულ დღეში შეიძლება ჩავარდეს. სცენაზე, რომ დავდგა, ქალბატონ ლელას ჩავაყენებ უხერხულ მდგომარეობაში. ისედაც არა მგონია, რომ რამე სერიოზული თანხა შეიკრიბოს, ამიტომ ყველაზე დიდი საჩუქარი და დაფასება ქალბატონისთვის, თვითონ ეს კონცერტი იქნება. ეს იქნება ჩვენი დაფასების გამოხატვა ამ ქალბატონისა და იმ დროისადმი, როდესაც ყველანი ერთმანეტს ვეხუტებოდით და ქართველი ქართველს ძმად თვლიდა. უფროსს თაობას ახსოვს ალბათ, რომ ასეთი ხანმოკლე პერიოდიც იყო ჩვენს უახლოეს ისტორიაში.

 

რა თქმა უნდა სასურველია, თუ ვისმეს აქვს შესაძლებლობა, შემონაწირი გააკეთოს, მე ვფიქრობ რომ თუ ასეთი ხალხიც იქნება მათ სიას კონცერტზე წავიკითხავ მაგ. ბადრი წიქორაძე - 1 ლარი. მიშკა 2008 - 2 ლარი უცნობი - 3 ლარი. თუ საზოგადოებას ეს აზრი არ მოსწონს, მაშინ ფორუმზე ნებისმიერ ვარიანტში იქნება გამოქვეყნებული დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვა.

 

დღეს ცოტათი ფორმაში ვეღარ ვარ, ამიტომ გთხოვთ გული არავის დაგწყდეთ, თუ ჩემი აზრის, სწორად ან კულტურულად გამოთქმა ვერ მოვახერხე.

 

ღმერთმა ყველას გაუმარჯოს ვინც ამ იდეას წაიკითხავს და მოეწონება, კონცერტზე დასწრება თუ ბილეთის ყიდვა არავითვის სავალდებულო არაა, მთავარია ხომ დაინახა, რომ დღევანდელ საქართველოშიც კი შესაძლებელია სხვაზე ფიქრი და სხვისთვის სიკეთის გაკეთება. აი ამ აქციის მთავარი შედეგიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

 

 

კარგია და ამ ყველაფერში გეთანხმებით.იქით ვინ რას სწერს,ყურადღება არ მიაქციოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია და ამ ყველაფერში გეთანხმებით.იქით ვინ რას სწერს,ყურადღება არ მიაქციოთ.

ბატონო ლაშა!

თქვენ რომ ჩემი დღევანდელი მდგომარეობა იცოდეთ, ალბათ გაიფიქრებდით მაინც თუ არ იტყოდით: " დეგენერატია ეს კაცი, ამას სხვა საქმე არაფერი აქვსო?". მაგრამ მე ბუნებით ვარ ასეთი. ასეთ პატრიოტად გამზარდეს ჩემმა მშობლებმა და მასწავლებლებმა: მიხეილ შეყრილაძემ, ავთანდილ ჭანკვეტაძემ, ლონდა ფანცხავამ, ზინაიდა ხაზარაძემ და სხვებმა. ნეტავი იცოდეთ რა მაღალზნეობრივი აღმზრდელ-მასწავლებლები გვყავდა ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლაში. თავისი დროის ცოდვები (გესმით ალბათ) მათაც ჰქონდათ, მაგრამ ზნეობის სულ სხვა, მაღალ საფეხურზე იდგნენ. მე აღარ მახსოვს სიტყვა სიტყვით მათი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები, მაგრამ არც არასდროს დამავიწყდება ის პატრიოტული განწყობა, რომლითაც იჟღენთებოდა არა მარტო მოსწავლეთა გონება, არამედ თვით სკოლის კედლებიც კი.

მე არ შემიძლია სამშობლოს ლანძღვის ატანა, მით უმეტეს, თუ ამ სალანძღავი სიტყვების უკან, მისთვის კიდევ უფრო დიდი საფრთხე იმალება. ასე რომ გმადლობთ გულისხმიერებისა და კეთილი სიტყვებისათვის, მაგრამ აწი ვეღარ გადავკეთდები და არც ვისურვებდი გადაკეთებას.

დამერწმუნეთ, სამშობლოსათვის თავის განწირვა სიკვდილი კი არა უდიდესი ნეტარებაა (ღმერთმა არ ინებოს ამ დღის დადგომა, რა თქმა უნდა სიცოცხლე კარგია).

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

ბატონო ლაშა!

 

დიტო მქვია.

დეგენერატია ეს კაცი, ამას სხვა საქმე არაფერი აქვსო?".

 

 

არა,ეგრე არ ვფიქრობ,რადგან მეც თქვენნაირი ვარ.ყველას მინდა რომ დავეხმარო,მაგრამ ყველაზე ვერ ვქაჩავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიტო მქვია.

 

სასიამოვნოა ბატონო დიტო. კი მითხარით ერთხელ მაგრამ ლაშას მიტომ გიწოდებთ, რომ ასეთი ნიკი გაქვთ და ფამილიარობაში არ მინდა ჩამომერთვას.

როცა ფსიქოლოგიურ წონასწორობას აღვიდგენ ვცდილობ თავაზიანი ვიყო. შაქარი მარტო ჩაიშია კარგი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონებო!

ვინც პირველი წაიკითხავთ ამ წერილს გთხოვთ გე-ზე ჩემს მაგივრად დაწეროთ:

 

იქ მეორე თუ მესამე გვერდზე შეკითხვაა: "ვინაა", რომელიც ალბათ ამას გულისხმობს: ეგ ვინღაა? მე არ მწყენია, მოსალოდნელი შეკითხვაა და მგონი თუ ვინმე დაახლოებით ასე უპასუხებს მადლობელი დაგრჩებით:

 

ლელა ვეფხვაძე საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეა, ასეთივე რიგითი მოქალაქეა ბადრი წიქორაძეც და ამ კონცერტის მიზანი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქის, თვითეული ჩვენთაგანის, რომელიც სახელმწიფოს ძვალი და ხორცია, დაფასება და პატივისცემაა.

 

P.S. ასევე გააგრძელეთ ბატონო შარი, არ ჩაძიროთ თემა. სხვებსაც ვთხოვ.

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონებო!

ვინც პირველი წაიკითხავთ ამ წერილს გთხოვთ გე-ზე ჩემს მაგივრად დაწეროთ:

 

იქ მეორე თუ მესამე გვერდზე შეკითხვაა: "ვინაა", რომელიც ალბათ ამას გულისხმობს: ეგ ვინღაა? მე არ მწყენია, მოსალოდნელი შეკითხვაა და მგონი თუ ვინმე დაახლოებით ასე უპასუხებს მადლობელი დაგრჩებით:

 

ლელა ვეფხვაძე საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეა, ასეთივე რიგითი მოქალაქეა ბადრი წიქორაძეც და ამ კონცერტის მიზანი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქის, თვითეული ჩვენთაგანის, რომელიც სახელმწიფოს ძვალი და ხორცია, დაფასება და პატივისცემაა.

 

P.S. ასევე გააგრძელეთ ბატონო შარი, არ ჩაძიროთ თემა. სხვებსაც ვთხოვ.

 

ვიმეორებ თხოვნას: ბატონებო ეს წერილი დადევით თბილისის ფორუმზე ჩემი სახელით (მე წერის უფლება არ მაქვს).

 

ლელა ვეფხვაძე საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეა, ასეთივე რიგითი მოქალაქეა ბადრი წიქორაძეც და ამ კონცერტის მიზანი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქის, თვითეული ჩვენთაგანის, რომელიც სახელმწიფოს ძვალი და ხორცია, დაფასება და პატივისცემაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძინეთ ბილეთები!

http://i076.radikal.ru/1002/62/c996e0b03c83.jpg

 

შეგიძლიათ გააკეთოთ შემოწირულებაც!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...