wanderer Posted February 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 Siknadmo რამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ მყოფილიყავ მუდამა ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,გაიხარე შენ, მინდოდა ეს ლექსი ამ თემაში მეხილა. :baro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 ღვთისაკენ ეს უდიადესი სვლა ადამიანში ადამიანის დაბადების ერთადერთი გზაა.ადამიანში ადამიანი. ეს არაა პარადოქსი, ტავტოლოგია. ეს ჯერ არშემდგარ ადამიანში, როგორც შესაძლებლობაში, რეალიზებული ადამიანის დაბადებას ნიშნავს. ეს ნიშნავს ადამიანიდან ჯერ პიროვნებამდე და შემდეგ ეთიკურ ზეადამიანამდე სვლას.ურთულესია ეს გზა.უპირველესად გასარკვევია, რას ნიშნავს არშემდგარი ადამიანი, ანუ სუბიექტი, ინდივიდი. ჩვენი მომავალი: _ ვიქნებით არშემდგარი, უსასრულოდ დაუბადებლი, თუ მუდმივი, ჭეშმარიტი ადამიანი, მხოლოდ ჩვენზე და ჩვენ მიერ შექმნილ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ქრისტემ ეს უდიდესი ჭეშმარიტება ჩამოგვიტანა _ არჩევანი _ მარადისობა, თუ მუდმივი ”არარაობა”. მართლაც, რაა ადამიანი _ შემთხვევით გაჩენილი განვითარებული ცხოველი, შემთხვევით წარმოქმნილი აზროვნების უნარით? იქნებ ეს მასზე უფრო მაღალი ინსტანციის, აბსოლუტური გონის მიერ შექმნილი უმაღლესი არსებაა, რომელიც ამ სამყაროში განსაკუთრებული მისიისათვისაა მოვლენილი.გამორიცხულია, რომ რაციონალურმა ბუნებამ ასეთი გაუგონარი, უგუნური გამფლანგველობა დაუშვას _ ადამიანის უნიკალური სიმძლავრე უაზროდ გაანადგუროს და მის მიერ შექმნილი ეს ფასდაუდებელი პოტენციალი საფლავში ჩაუშვას. ადამიანთა უმრავლესობას არა აქვს უნარი, მცირედით მაინც ამაღლდეს საკუთარ თავზე და თავისი სულიერი ბუნება, ანუ ამ ცოდვილ მიწაზე მისი არსებობის ჭეშმარიტი მიზანი გაიაზროს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
llizi Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 მართლაც გია ... ასეა... ადამიანის უპირველესი მისიაა აღმოაჩინოს თავის თავში ნამდვილი ადამიანი.. რომლის განვითარება უსასრულობამდე შეიძლება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 საქართველოს ერთიანობისთვის საბრძოლველად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 ღმერთთან შესარიგებლად და იმისთვის რომ უბრალოდ, გვიყვარდეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 ადამიანის უპირველესი მისიაა აღმოაჩინოს თავის თავში ნამდვილი ადამიანიllizi საინტერესო მსჯელობაა, გთხვ განავითარო შენი მოსაზრება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 Private Nodari გზა საქართველოს ერთიანობისკენ ბრძოლა დავვიწყე 20 წლის წინ. ვარ 1992-93წ.წ აფხაზეთში ომის მონაწილე (მოხალისე 1წელი და 2 თვე საბრძოლო მოქმედებების). დავრწმუნდი ყველა საქმეს ხანჯლით ვერ გააკეთებ. ომს იგებენ ომამდე.ამერიკის უდიადესი პრეზიდენტი ავრაამ ლინკოლნი ამბობდა, რომ ყველა მტერი ყავს განადგურებული. შეკითხვაზე თუ როგორ მოახერხა მან ეს, უპასუხა მან, რომ მტრები მოყვერებად გადააქცია! ეს უდიდესი პოლიტიკური ნიჭია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 მტრები მოყვერებად გადააქცია!მართლაც შეუდარებელია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2010 რატომ ვართ მოვლენილი ქვეყნად? იმიტომ რომ ვიცოცხლოთ, ვისიამოვნოთ და დავტკბეთ ცხოვრებით. ამაზე მეტი რაღა მიზეზი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ერთმანეთის ჭამაში ატარებენ მთელ ცხოვრებას და როცა წლები გაირბენს, სიკვდილის კარს რომ მიუკაკუნებენ, მერე ხვდებიან რომ ჯობდა დამტკბარიყვნენ სიცოცხლით და არა უმნიშვნელო რაღაც-რუღაცეებზე გამოკიდებით, ნერვების დაგლეჯითა და სიმწრით გაეტარებინათ მთელი სიცოცხლე. ამიტომ, სანამ ცოცხლები ვართ, ვიცხოვროთ ბედნიერად, ბოღმით რა გვეცხოვროს, რაც შეიძლება საინტერესო გავხადოთ ჩვენი ცხოვრება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
marituna Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 (edited) ომს იგებენ ომამდე.... ომს იგებენ წმინდანები, ამაზე რა აზრის ხართ? რატომ ვართ მოვლენილი ამ ქვეყნად დაა....ჩვენ თავიდან იმ ქვეყნად მოვევლინეთ..ამიტომ ამ ქვეყანაში გამოგდებულები ვართ...თითოეულის ვალია დაბრუნდეს იმ ქვეყანაში საიდანაც მოდის...ამისათვის მისი ყოველი დღის გათენება უნდა იყოს ამ მიზნისკენ სწრაფვა...სულიერი ზრდა, გულის სიწმინდე და სიყვარულის გაძლიერება ჩვენს თავში. ჩვენ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქართველებს გვაქვს ამის ძალა. თუმცა არჩევანი ხშირად არც თუ ისე სწორია... და აი იმ ქვეყნად კი სიყვარულისთვის ვიყავით მოვლენილი, ღვთის უდიდესი სიყვარულით შევიქმენით და ეს გზა უნდა გაგვეგრძელებინა...ძალიან ძნელია წარმოდგენა, მაგრამ რამდენადაც გახსნილი გვაქვს ადამიანებს, ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ ომს იგებენ ომამდე.... ომს იგებენ წმინდანები, ამაზე რა აზრის ხართ? რატომ ვართ მოვლენილი ამ ქვეყნად დაა....ჩვენ თავიდან იმ ქვეყნად მოვევლინეთ..ამიტომ ამ ქვეყანაში გამოგდებულები ვართ...თითოეულის ვალია დაბრუნდეს იმ ქვეყანაში საიდანაც მოდის...ამისათვის მისი ყოველი დღის გათენება უნდა იყოს ამ მიზნისკენ სწრაფვა...სულიერი ზრდა, გულის სიწმინდე და სიყვარულის გაძლიერება ჩვენს თავში. ჩვენ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქართველებს გვაქვს ამის ძალა. თუმცა არჩევანი ხშირად არც თუ ისე სწორია... და აი იმ ქვეყნად კი სიყვარულისთვის ვიყავით მოვლენილი, ღვთის უდიდესი სიყვარულით შევიქმენით და ეს გზა უნდა გაგვეგრძელებინა...ძალიან ძნელია წარმოდგენა, მაგრამ რამდენადაც გახსნილი გვაქვს ადამიანებს, ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ Edited January 31, 2011 by marituna Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giorgi qadagishvili Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 ხანდახან მგონია რომ ჯოჯოხეთი მიწაზეა და ამ ჯოჯოხეთშივე უნდა მოვახერხოთ ცოდვათა შესუბუქება..... ჯოჯოხეთი მიწაზე არ არის. მიწა ღვთის ფეხთა სადგამია, როგორც ამბობს ცა ტახტია ჩემი, მიწა ჩემი ფეხთა სადგამი. მიწა, რომ ჯოჯოხეთი გეგონოთ, ჯერ ჯოჯოხეთი უნდა გქონდეთ ნანახი ხომ ასეა? სიმართლე კი აი ეს არის, მიწაზე მოქმედებენ ცოდვით დაცემული ანგელოზები, ანუ დემონები და ადამიანებს ცოდვის ანუ ღვთისთვის საძულველი საქმეების ჩადენისკენ აღძრავენ, თქვენი სიტყვები მგონია რომ ჯოჯოხეთი მეწაზეაო მიუთითებს იმაზე, რომ თქვენც სწუხხართ როდესაც უფლისათვის საძულველ საქმეებს უყურებთ, რომლებიც ბოლო დროს საგრძნობლად გამრავლდა, ხოლო სიტყვებზე მიწაზევე უნდა მოვახერხოთ ცოდვათა შესუბუქება გეტყვით რომ შესუბუქება კი არა განწმენდა ცოდვათაგან და თან უნდა მოვახერხოთ კი არა აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ვინაიდან ვერც ერთი ცოდვილი ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს თუ არ განიწმინდა ამ ცოდვათაგან, ცოდვათაგან განწმენდა კი შესაძლებელია მხოლოდ სინანულით, უფლისთვის მიტევების თხოვნით და როდესაც უფალი ამ ტვირთს მოგვხსნის არ უნდა დავივიწყოთ რომ ვალი გვედო მის წინაშე და ვინაიდან არაფერი გაგვაჩნდა რომ გადაგვეხადა გვაპატია, ეს ყოველივე კი ნიშნავს, რომ წინ აღვუდგეთ ბოროტს, რომელსაც არ სძინავს დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს ვინ ჩაყლაპოს, შეგვწევს კი ძალა დამოუკიდებლად შევეწინააღმდეგოთ მას? და თუ არა, მივანდოთ თავი უფალს, როგორც ლოცვაში ვთხოვთ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამაშია ჩვენი მიწაზე ყოფნის არსი და დანიშნულება მივენდოთ უფალს და წინ აღვუდგეთ ბოროტს, ვეძიოთ ღვთის სასუფეველი და უფლის სიმართლე დავიცვათ მისი მცნებები და აღვასრულოთ ზეციური მამის ნება, რწმენით და საქმით განვადიდოთ უფალი, შევიყვარით ის მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით, შევიყვაროთ მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, ხოლო ის ვინც იძახის ჭამე, სვი და იმხიარულე, დატკბი ცხოვრებით, რადგან დღეს ხარ ხვალ კი მოკვდებიო, ბოროტისაგან არის და რაც ბოროტისაგან უსწავლია და გაუგია ადამიანთა შესაცდენად იმას იმეორებს, ვინაიდან არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით და ჩემი მორწმუნე რომც მოკვდეს მაინც იცოცხლებს ამბობს უფალი, ის მოდგმა კი, რომელიც უმეცრობით, გულის ბოროტობით და ნებით ამბობს რომ ამაოებაა ყველაფერი რადგან მოკვდები, თავადვე იქცევა მტვრად რადგან ყველას თავისი რწმენისამებრ მიეგება და თავისი სიტყვებივე იქნება მისი მსჯავრი, უფლის შიში უნდა ვიქონიოთ ყველამ და არ გავაუბრალოვოთ ჩვენი უმეცრებით ის ვინც სამყარო შექმნა, მიწა ერთად შეკრიბა და ზღვას კანონი დაუდო, სიყვარულსა და მოთმინებას იჩენს და სურს რომ არ დაიღუპოს არც ერთი მცირეთაგანი, ამ სიყვარულმა კი ბევრი ისე გაათავხედა რომ დაივიწყა ვისთან აქვს საქმე, თავის ძმაკაცი და თანასწორი ჰგონია და აგდებულად ექცევა იმას ვისაც უფლება აქვს ანგელოზებზე და დემონები მისი სახელის გაგონებაზე კანკალებენ, რომელი ადამიანია უფლის ანგელოზზე წმინდა ან დემონზე ძლიერი ბოროტებაში? და თუ ანგელოზი მორჩილებს და დემონს ეშინია როგორ ბედავს ადამიანი დამალოს არსი და აზრი ჩვენი მიწაზე ყოფნისა და ამის ნაცვლად იძახოს სანამ დროა დატკბი თორემ მოკვდები. ასეთები უკვე მკვდარნი არიან უფლისთვის და მაგათზე ამბობს უფალი, შენ მე გამომყევი მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ. უფალი გფარავდეთ ყველას და მისი სულიწმინდა იყოს თქვენი მასწავლებელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2011 ვნახე საქმე, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანთა მოდგმას გასაკეთებლად. მან ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე. მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში, რათა ადამიანებს თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაეგოთ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა. დავინახე, რომ არაფერია მათთვის იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ და სიკეთე აკეთონ მთელი სიცოცხლე; ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია. - ამბობდა ბრძენი მეფე სოლომონი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giorgi qadagishvili Posted February 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2011 ამბობდა ბრძენი მეფე სოლომონი.სოლომონი დაისაჯა უფლისგან, რადგან სატრფოს გულისთვის ბაალს ტაძარი აუშენა და სოლომონმა, რომ თქვა ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთმა თქვა უფალმა კი რაც თქვა გარკვევით მიწერია ზემოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2011 giorgi qadagishvili სოლომონმა რაც თქვა (და არა რაც გააკეთა), ღვთისგან თქვა და ღვთის სიბრძნე თქვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giorgi qadagishvili Posted February 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2011 [quote name='აზრი' date='დღეს, 04:45 AM' timestamp='1296521116' post='377956'] სოლომონმა რაც თქვა (და არა რაც გააკეთა), ღვთისგან თქვა და ღვთის სიბრძნე თქვა. [/quote] ყოველი სიტყვა, რომელიც უფლის იესოს სიტყვას ეწინააღმდეგება ღვთისგან არ არის, არამედ ეშმაკისაგან და თუ სოლომონმა დემონს ტაძარი აუგო, რაღად გიკვირს რომ ეშმაკისაც ეთქვა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.