Jump to content
Planeta.Ge

რატომ ვარ მოვლენილი ქვეყნად?


Recommended Posts

აზრი

 

შენ არ იცი რა არის სისულელე და რა არა,

Ucnobi

 

ნელნელა გაიგებ საიდან ვიცი და როგორ.

 

ამიტომ ასეთი გამონათქვამებისაგან თავი შეიკავე

ის რაც სისულელეა, ყოველთვის აღვნიშნავ, მაგრამ ამას იმიტომ არ გავაკეთებ რომ შენ გაწყენინო ან დაგამცირო.

 

მეც ბევრი რამ შენი დაწერილიდან სისულელედ მეჩვენება და მგონია რომ სისულელეა, მაგრამ ამას არ აღვნიშნავ ორი მიზეზის გამო, ზრდილობისა და კამათის სურვილის არ ქონის გამო.

არ მეწყინება თუ კი იტყვი სისულელეაო, თუმცა არ დაგავიწყდეს რომ თუ მსგავს რამეს იტყვი, დასაბუთებაც უნდა შეგეძლოს.

 

არარეალურ რაღაცეებს არც მე ვიჯერებ,

კარგია თუ არ იჯერებ, მაგრამ ეგ ნელნელა გამოჩნდება.

 

მაგრამ სული და სასუფეველი ჩემთვის რეალურია

ეგეც გასარკვევია, რას ეძახის "სულს" და რას "სასუფეველს". :)

 

 

შენ თუ იცი დაასაბუთე და იქნებ მე ვცდები და მერე შენ გიჯერებ,

რა დაგისაბუთო? რა გაინტერესებს დაწერე და სიამოვნებით. :) ოღონდ გახსოვდეს, რომ თუ შენში გულწრფელი ინტერესი აგ გამოჩნდება, დროს არ გავფლანგავ.

 

როგორ არ იყო შუაში კაცო, არიქაო დამიწერე, მერე სისულელეებს ამბობო დამიწერე და მაინც და მაინც უნდა შემაგინო?

არ უნდა გეწყინოს როცა სისულელეზე ვინმე გეტყვის სისულელეაო. სულის უკვდავება არაა ბიბლიური სწავლება და გინდ გეწყინოს გინდ არა და თუ გინდა, გინებადაც ჩამითვალე. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 95
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

აზრი

არგუმენტებს მე ვერსად ვხედავ შენი მხრიდან, მაშინ მეც დავწერ რომ რასაც იძახი სისულელეა და რატომ არის სისულელე ამას არ დაგისაბუთებ, უბრალოდ გეტყვი რომ სისულელეებს წერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

დავწერ რომ რასაც იძახი სისულელეა და რატომ არის სისულელე ამას არ დაგისაბუთებ, უბრალოდ გეტყვი რომ სისულელეებს წერ.

Ucnobi

 

შეგიძლია მასე მოიქცე, რადგან ყველა ადმაიანს აქვს თავისი სუბიექტური აზრის გამოხატვის უფლება. :yes:

 

ახლა კი რაც შეეხება თემას:

 

ადამიანი იმისთვის არაა მოვლენილი რომ გამოიცადოს და მერე ან ცაში (სამოთხეში) გაფრინდეს, ან ჯოჯოხეთში ჩააყირაონ თავით. :) ეს ზღაპრები მღვდლების მოგონილია ხალხის დასამორჩილებლად, გასაკონტროლებლად და ფულის საკეთებლად.

 

სინამდვილეში, ადამიანი იმისთვის მოდის ამ ქვეყნად რომ ბედნიერი ცხოვრებით იცხოვროს. ამაში კი უმთავრეს ხელის შემშლელ ფაქტორს ცრუ რელიგიები წარმოადგენენ, რომლებიც ადმიაანებს კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს მხრებზე ადებენ მას, თვითონ კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა. ცრუ რელიგიის წონამძღოლები, (ანუ მამაოები) ყველაფერს სხვების დასანახავად აკეთებენ. იფართოებენ ფილაქტერიონებს და იგრძელებენ ტანსაცმლის ფოჩებს; ამასთან ერთად, უყვართ საპატიო ადგილები ვახშმებზე და წინა ადგილები ეკლესიებში; აგრეთვე უყვართ და სიამოვნებას გვრის მოედნებზე რომ ესალმებიან და ხალხი რომ მამაოს უწოდებს. ანალოგიურად აღწერა იესო ქრისტემ თავისი დროის რელიგიური წინამძღოლები: მათე 23:4-7.

 

ასე რომ, გონიერი ადამიანები არ დართავენ ნებას ცრუ რელიგიის წინამძღვარებს თავიანთი ამბიციების დაკმაყოფილებას ალალ ხალხზე... იცდებიან იცხოვრონ პატიოსნად, ადმაიანურად და კეთილსინდისიერად და შეეცდებიან ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრონ, ნაცვლად იმისა ამა თუ იმ ცრუ რელიგიას დაემონონ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ თემის აზრი რა არის?

 

ვიღაცამ დაწეროს თავის აზრი და მერე სხვებმა მის "სულში ხელეფი აფათურონ"?

 

 

ვერ ვხვდები, ამ თემაზე საერთოდ რატომ უნდა იკამათო?

 

ყველას თავისი "ცხოვრების აზრი" აქვს, რომელიც სხვებს თავს არ უნდა ახვევდეს, ესაა და ესს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ახლა კი რაც შეეხება თემას:

გაიხარე გენაცვალე 100 კი არა 110 %-ით გეთანხმები და აქვე მეორე კითხვაც მაქვს მაშ სად არის ხსნა მეგობარო? რადც შენ დაწერე ამას ისედაც ვხედავ ამ მლიქვნელობებს მაგრამ ხსნა სად არის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

გაიხარე გენაცვალე 100 კი არა 110 %-ით გეთანხმები

Ucnobi

 

შეგიძლია არ დამეთანხმო, პრობლემა არ მაქვს, თუმცა კაია რომ მეთანხმები. :)

 

 

და აქვე მეორე კითხვაც მაქვს მაშ სად არის ხსნა მეგობარო? რადც შენ დაწერე ამას ისედაც ვხედავ ამ მლიქვნელობებს მაგრამ ხსნა სად არის?

მლიქვნელების ეკლესიაში არაა. მე რომ გითხრა სადაა, არასწორი იქნება, რადგან თავად არ ვარ იქ, სადაც ხსნაა. :) ამიტომ ჯობს თავად ეძებო. თუ იესოს სიტყვებს კრიტერიუმად მივიჩნევდით, მაშინ შენი მხრიდან, ძიება წარმატებული იქნება, რადგან იესომ თქვა:

 

"ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ, რადგან ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება. რომელი თქვენგანი მიაწვდის საკუთარ შვილს ქვას, თუ ის პურსა სთხოვს?  ანდა — გველს, თუ ის თევზსა სთხოვს? ამიტომ, თუ თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ, ვინც სთხოვს!"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...