Jump to content
Planeta.Ge

რატომ ვარ მოვლენილი ქვეყნად?


Recommended Posts

Siknadmo

რამ შემქმნა ადამიანად?

რატომ არ მოვედ წვიმადა,

რომ მყოფილიყავ მუდამა

ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,

გაიხარე შენ, მინდოდა ეს ლექსი ამ თემაში მეხილა.

:baro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 95
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ღვთისაკენ ეს უდიადესი სვლა ადამიანში ადამიანის დაბადების ერთადერთი გზაა.

ადამიანში ადამიანი.

ეს არაა პარადოქსი, ტავტოლოგია. ეს ჯერ არშემდგარ ადამიანში, როგორც შესაძლებლობაში, რეალიზებული ადამიანის დაბადებას ნიშნავს. ეს ნიშნავს ადამიანიდან ჯერ პიროვნებამდე და შემდეგ ეთიკურ ზეადამიანამდე სვლას.

ურთულესია ეს გზა.

უპირველესად გასარკვევია, რას ნიშნავს არშემდგარი ადამიანი, ანუ სუბიექტი, ინდივიდი.

 

ჩვენი მომავალი: _ ვიქნებით არშემდგარი, უსასრულოდ დაუბადებლი, თუ მუდმივი, ჭეშმარიტი ადამიანი, მხოლოდ ჩვენზე და ჩვენ მიერ შექმნილ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ქრისტემ ეს უდიდესი ჭეშმარიტება ჩამოგვიტანა _ არჩევანი _ მარადისობა, თუ მუდმივი ”არარაობა”.

მართლაც, რაა ადამიანი _ შემთხვევით გაჩენილი განვითარებული ცხოველი, შემთხვევით წარმოქმნილი აზროვნების უნარით? იქნებ ეს მასზე უფრო მაღალი ინსტანციის, აბსოლუტური გონის მიერ შექმნილი უმაღლესი არსებაა, რომელიც ამ სამყაროში განსაკუთრებული მისიისათვისაა მოვლენილი.

გამორიცხულია, რომ რაციონალურმა ბუნებამ ასეთი გაუგონარი, უგუნური გამფლანგველობა დაუშვას _ ადამიანის უნიკალური სიმძლავრე უაზროდ გაანადგუროს და მის მიერ შექმნილი ეს ფასდაუდებელი პოტენციალი საფლავში ჩაუშვას.

ადამიანთა უმრავლესობას არა აქვს უნარი, მცირედით მაინც ამაღლდეს საკუთარ თავზე და თავისი სულიერი ბუნება, ანუ ამ ცოდვილ მიწაზე მისი არსებობის ჭეშმარიტი მიზანი გაიაზროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლაც გია ... ასეა... ადამიანის უპირველესი მისიაა აღმოაჩინოს თავის თავში ნამდვილი ადამიანი.. რომლის განვითარება უსასრულობამდე შეიძლება...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანის უპირველესი მისიაა აღმოაჩინოს თავის თავში ნამდვილი ადამიანი

llizi

საინტერესო მსჯელობაა, გთხვ განავითარო შენი მოსაზრება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

გზა საქართველოს ერთიანობისკენ ბრძოლა დავვიწყე 20 წლის წინ. ვარ 1992-93წ.წ აფხაზეთში ომის მონაწილე (მოხალისე 1წელი და 2 თვე საბრძოლო მოქმედებების). დავრწმუნდი ყველა საქმეს ხანჯლით ვერ გააკეთებ. ომს იგებენ ომამდე.

ამერიკის უდიადესი პრეზიდენტი ავრაამ ლინკოლნი ამბობდა, რომ ყველა მტერი ყავს განადგურებული. შეკითხვაზე თუ როგორ მოახერხა მან ეს, უპასუხა მან, რომ მტრები მოყვერებად გადააქცია! ეს უდიდესი პოლიტიკური ნიჭია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

რატომ ვართ მოვლენილი ქვეყნად? იმიტომ რომ ვიცოცხლოთ, ვისიამოვნოთ და დავტკბეთ ცხოვრებით. ამაზე მეტი რაღა მიზეზი უნდა იყოს. :givi: სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ერთმანეთის ჭამაში ატარებენ მთელ ცხოვრებას და როცა წლები გაირბენს, სიკვდილის კარს რომ მიუკაკუნებენ, მერე ხვდებიან რომ ჯობდა დამტკბარიყვნენ სიცოცხლით და არა უმნიშვნელო რაღაც-რუღაცეებზე გამოკიდებით, ნერვების დაგლეჯითა და სიმწრით გაეტარებინათ მთელი სიცოცხლე.

 

ამიტომ, სანამ ცოცხლები ვართ, ვიცხოვროთ ბედნიერად, ბოღმით რა გვეცხოვროს, რაც შეიძლება საინტერესო გავხადოთ ჩვენი ცხოვრება. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 10 months later...

ომს იგებენ ომამდე....

 

ომს იგებენ წმინდანები, ამაზე რა აზრის ხართ? :)

 

 

 

 

რატომ ვართ მოვლენილი ამ ქვეყნად დაა....ჩვენ თავიდან იმ ქვეყნად მოვევლინეთ..ამიტომ ამ ქვეყანაში გამოგდებულები ვართ...თითოეულის ვალია დაბრუნდეს იმ ქვეყანაში საიდანაც მოდის...ამისათვის მისი ყოველი დღის გათენება უნდა იყოს ამ მიზნისკენ სწრაფვა...სულიერი ზრდა, გულის სიწმინდე და სიყვარულის გაძლიერება ჩვენს თავში. ჩვენ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქართველებს გვაქვს ამის ძალა. თუმცა არჩევანი ხშირად არც თუ ისე სწორია...

 

 

და აი იმ ქვეყნად კი სიყვარულისთვის ვიყავით მოვლენილი, ღვთის უდიდესი სიყვარულით შევიქმენით და ეს გზა უნდა გაგვეგრძელებინა...ძალიან ძნელია წარმოდგენა, მაგრამ რამდენადაც გახსნილი გვაქვს ადამიანებს, ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ

 

ომს იგებენ ომამდე....

 

ომს იგებენ წმინდანები, ამაზე რა აზრის ხართ?

 

 

 

 

რატომ ვართ მოვლენილი ამ ქვეყნად დაა....ჩვენ თავიდან იმ ქვეყნად მოვევლინეთ..ამიტომ ამ ქვეყანაში გამოგდებულები ვართ...თითოეულის ვალია დაბრუნდეს იმ ქვეყანაში საიდანაც მოდის...ამისათვის მისი ყოველი დღის გათენება უნდა იყოს ამ მიზნისკენ სწრაფვა...სულიერი ზრდა, გულის სიწმინდე და სიყვარულის გაძლიერება ჩვენს თავში. ჩვენ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქართველებს გვაქვს ამის ძალა. თუმცა არჩევანი ხშირად არც თუ ისე სწორია...

 

 

და აი იმ ქვეყნად კი სიყვარულისთვის ვიყავით მოვლენილი, ღვთის უდიდესი სიყვარულით შევიქმენით და ეს გზა უნდა გაგვეგრძელებინა...ძალიან ძნელია წარმოდგენა, მაგრამ რამდენადაც გახსნილი გვაქვს ადამიანებს, ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ

Edited by marituna
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხანდახან მგონია რომ ჯოჯოხეთი მიწაზეა და ამ ჯოჯოხეთშივე უნდა მოვახერხოთ ცოდვათა შესუბუქება.....

:) ჯოჯოხეთი მიწაზე არ არის. მიწა ღვთის ფეხთა სადგამია, როგორც ამბობს ცა ტახტია ჩემი, მიწა ჩემი ფეხთა სადგამი. მიწა, რომ ჯოჯოხეთი გეგონოთ, ჯერ ჯოჯოხეთი უნდა გქონდეთ ნანახი ხომ ასეა? სიმართლე კი აი ეს არის, მიწაზე მოქმედებენ ცოდვით დაცემული ანგელოზები, ანუ დემონები და ადამიანებს ცოდვის ანუ ღვთისთვის საძულველი საქმეების ჩადენისკენ აღძრავენ, თქვენი სიტყვები მგონია რომ ჯოჯოხეთი მეწაზეაო მიუთითებს იმაზე, რომ თქვენც სწუხხართ როდესაც უფლისათვის საძულველ საქმეებს უყურებთ, რომლებიც ბოლო დროს საგრძნობლად გამრავლდა, ხოლო სიტყვებზე მიწაზევე უნდა მოვახერხოთ ცოდვათა შესუბუქება გეტყვით რომ შესუბუქება კი არა განწმენდა ცოდვათაგან და თან უნდა მოვახერხოთ კი არა აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ვინაიდან ვერც ერთი ცოდვილი ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს თუ არ განიწმინდა ამ ცოდვათაგან, ცოდვათაგან განწმენდა კი შესაძლებელია მხოლოდ სინანულით, უფლისთვის მიტევების თხოვნით და როდესაც უფალი ამ ტვირთს მოგვხსნის არ უნდა დავივიწყოთ რომ ვალი გვედო მის წინაშე და ვინაიდან არაფერი გაგვაჩნდა რომ გადაგვეხადა გვაპატია, ეს ყოველივე კი ნიშნავს, რომ წინ აღვუდგეთ ბოროტს, რომელსაც არ სძინავს დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს ვინ ჩაყლაპოს, შეგვწევს კი ძალა დამოუკიდებლად შევეწინააღმდეგოთ მას? და თუ არა, მივანდოთ თავი უფალს, როგორც ლოცვაში ვთხოვთ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამაშია ჩვენი მიწაზე ყოფნის არსი და დანიშნულება მივენდოთ უფალს და წინ აღვუდგეთ ბოროტს, ვეძიოთ ღვთის სასუფეველი და უფლის სიმართლე დავიცვათ მისი მცნებები და აღვასრულოთ ზეციური მამის ნება, რწმენით და საქმით განვადიდოთ უფალი, შევიყვარით ის მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით, შევიყვაროთ მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, ხოლო ის ვინც იძახის ჭამე, სვი და იმხიარულე, დატკბი ცხოვრებით, რადგან დღეს ხარ ხვალ კი მოკვდებიო, ბოროტისაგან არის და რაც ბოროტისაგან უსწავლია და გაუგია ადამიანთა შესაცდენად იმას იმეორებს, ვინაიდან არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით და ჩემი მორწმუნე რომც მოკვდეს მაინც იცოცხლებს ამბობს უფალი, ის მოდგმა კი, რომელიც უმეცრობით, გულის ბოროტობით და ნებით ამბობს რომ ამაოებაა ყველაფერი რადგან მოკვდები, თავადვე იქცევა მტვრად რადგან ყველას თავისი რწმენისამებრ მიეგება და თავისი სიტყვებივე იქნება მისი მსჯავრი, უფლის შიში უნდა ვიქონიოთ ყველამ და არ გავაუბრალოვოთ ჩვენი უმეცრებით ის ვინც სამყარო შექმნა, მიწა ერთად შეკრიბა და ზღვას კანონი დაუდო, სიყვარულსა და მოთმინებას იჩენს და სურს რომ არ დაიღუპოს არც ერთი მცირეთაგანი, ამ სიყვარულმა კი ბევრი ისე გაათავხედა რომ დაივიწყა ვისთან აქვს საქმე, თავის ძმაკაცი და თანასწორი ჰგონია და აგდებულად ექცევა იმას ვისაც უფლება აქვს ანგელოზებზე და დემონები მისი სახელის გაგონებაზე კანკალებენ, რომელი ადამიანია უფლის ანგელოზზე წმინდა ან დემონზე ძლიერი ბოროტებაში? და თუ ანგელოზი მორჩილებს და დემონს ეშინია როგორ ბედავს ადამიანი დამალოს არსი და აზრი ჩვენი მიწაზე ყოფნისა და ამის ნაცვლად იძახოს სანამ დროა დატკბი თორემ მოკვდები. ასეთები უკვე მკვდარნი არიან უფლისთვის და მაგათზე ამბობს უფალი, შენ მე გამომყევი მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ. უფალი გფარავდეთ ყველას და მისი სულიწმინდა იყოს თქვენი მასწავლებელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვნახე საქმე, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანთა მოდგმას გასაკეთებლად.  მან ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე. მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში, რათა ადამიანებს თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაეგოთ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა. დავინახე, რომ არაფერია მათთვის იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ და სიკეთე აკეთონ მთელი სიცოცხლე; ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია. - ამბობდა ბრძენი მეფე სოლომონი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამბობდა ბრძენი მეფე სოლომონი.

სოლომონი დაისაჯა უფლისგან, რადგან სატრფოს გულისთვის ბაალს ტაძარი აუშენა და სოლომონმა, რომ თქვა ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთმა თქვა უფალმა კი რაც თქვა გარკვევით მიწერია ზემოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giorgi qadagishvili

 

სოლომონმა რაც თქვა (და არა რაც გააკეთა), ღვთისგან თქვა და ღვთის სიბრძნე თქვა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

[quote name='აზრი' date='დღეს, 04:45 AM' timestamp='1296521116' post='377956']
სოლომონმა რაც თქვა (და არა რაც გააკეთა), ღვთისგან თქვა და ღვთის სიბრძნე თქვა.
[/quote]
ყოველი სიტყვა, რომელიც უფლის იესოს სიტყვას ეწინააღმდეგება ღვთისგან არ არის, არამედ ეშმაკისაგან და თუ სოლომონმა დემონს ტაძარი აუგო, რაღად გიკვირს რომ ეშმაკისაც ეთქვა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...