Jump to content
Planeta.Ge

12 დეკემბერი,18:00 სთ,1. მეცნიერული კონფერენცია CERN-ის შესახებ


Recommended Posts

რამდენი დამოუკიდებელი თეორია არსებობს დღევანდელ ფიზიკაში?

რამდენი შესაძლო შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს ექსპერიმენტი?

ესპერიმენტის შედეგების მიხედვით ამ არსებული თეორიებიდან რამდენი გამოირიცხება, რამდენი გაერთიანდება და რამდენი გაძლიერდება?

და ასევე იგივე ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით რამდენი შესაძლო გზით უნდა გაგრძელდეს კვლევა უფრო ძლიერი თეორიის შესაქმელად?

 

რაც შეეხება თეორიებს ისინი უნდა აღწერდნენ რეალობას რომელსაც ექსპერიმენტები ხედავენ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მარტო მცირე ნაწილს რეალობისა, ანუ დამატებითი თეორიები ჩნდება მაშინ როდესაც რომელი ექსპერიმენტული შედეგი არ აღიწერება თანამედროვე მოდელით.

დღესდღეისობით არსებობს ფართოდ გავრცელებული მოდელი "სტადარტული მოდელი" რომელიც აღწერს ყველა დამზერილ ნაწილაკს და ურთიერთქმედებას, მაგრამ წლების მანძილზე დაგროვდა რამოდენიმე პრობლემა რომელსაც სტანდარდული მოდელი ვერ აღწერს ან პასუხს ვერ სცემს რატომ არის ესე, ეს შეკითხვებია:

 

რატომ აქვს ნაწილაკებს მასა, არსებობს თეორიული მექნიზმი ამის ასახსნელად მაგრამ არ არსებობს ექსპერიმენტული დადასტურება ჯერჯერობით.

 

არიან ნაწილაკები რომელსაც არ უნდა ჰქონდეთ მასა სტანდარტული მოდელის მიხედვით და მათ აქვთ ესენია ნეიტრინოები

 

არის რამოდენიმე ექსპერიმენტი რომელიც მცირედიტ განსხვავებულ შედეგს იგებს ვიდრე თეორია წინასწარმეტყველებს

 

სტანდარდტულ მოდელში არ არის გრავიტაციული ურთიერთქმედება გაერთიანებული დანარჩენ სამ ურთიერთქმედებასთან თეორიულ საფუძვლებზე.

 

ამ პრობლემების ასახსნელად არის რამოდენიმე შემოთავაძება: სუპერ სიმეტრიული მოდელი რომელიც ახსნის მასას ნაწილაკებისას

არის სტრუნთა თეორია რომელიც გააერთიანებს ყველა ურთიერთქმედებას. და ეს ორი მოდელი არ ნიშშნავს ორ მოდელს, რადგან ისინი ჯერ ექსპერიმენტულად დამზერილი არ არისნ მათ აქვთ უამრავი ვარიაციები მაგალითად სიმთა თეორიაში 10-იანი 500 ნულით ვარიანთი არსებობს სტანდარტული მოდელის შექმნის და კაცმა არ იცის რომელი მათგანია ის ერთადერთი რომელიც ჩვენ გვინდა :)

 

 

sopo_pataraia

გასაგებია. თეორიების უარყოფა ძნელია, რადგანაც რაც არ უნდა ალტერნატიული თეორია მოიყვანო, ისიც ისეთივე უცნაური იქნება :)

 

ეს გლობალური ეკონომიკური კრიზისი ხომ არ ემუქრება ცერნს? :D

 

ცერნ აფინანსებს წევრი სახელმწიფოები და ასოცირებული სახელმწიფოები, ჯერჯერობი თანხების შემცირების შესახებ არაფერი თქმულა და იმედია ასეც შენარჩუნდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 156
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

საინტერესოა ძალიან

ნეტა იმ დროს მომასწრო ადამიანი თავის თავს რომ მიადგება სარკეში და ისტორიას დაასრულებს :)

მაგრამ ეგ ჯერ შორია, მომავალ თაობებს მოუწევთ ახალი თეორიების ძიება

მაგრამ მივალთ ოდესმე ამ საბოლოო თეორიამდე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მგონი საინტერესო კითხვა ესეც:

 

ეს საკითხი მართლა აქტუალური პრობლემაა, რათქმაუნდა მრავალი კველვა არსებობს ფიზიკაში სადაც ჯერ კიდევ 5 მეცნიერი მუშაობს :) მაგრამ მაგალითად ATLAS-ში 2000 მეტი მეცნიერია ჩართული და სტატია როცა იბეჭდება გვარების ჩამონათვალი ერთი ცალკე სტატიის ხელაა :) ეხლა ნელნელა იგონებენ მექანიზმებს რათა გამოიკვეთოს ყველა სტატიაში ინდივიდუალური მეცნიერების და ჯგიფების წვილი უფრო დეტალურად. არსებობს მონაცემთა ბაზები და უამრავი ტექნოლოგიები ამის საკონტროლებლად. მთავარი პრობლემაა ის რომ თუ ვიპოვით ახალ ნაწილაკებს ვის მისცემენ ნობელის პრემიას :D :)

რაც შეეხება ჩემ აზრს ინდივიდუალრ მეცნიერებზე, გეტყვით რომ იმდენად გრანდიოზულია იმ ეფექტის დამზერვა რომ ყველა ფიზიკოსი დამოუკიდებლად მუშაობს თავის კველვაზე, თვითონ არჩევს საკითხს და მეთოდებს მის გადასაჭრელად და ასეთი მეცნიერი 2000 ცერნ-ში. ყველა წარმატებული შედეგი არა მარტო ინდივიდუალური ფიზიკოსის ტრიუმფია არამედ ამ იმის დასტური რომ ბაბილონის აგება ისევ შეგვიძლია ადამიანებს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

sopo_pataraia

გმადლობთ ამომწურავი პასუხისთვის :) ერთი პატარა კითხვა ზოგადი განათლებისთვის :D ვინ არის სიმების თეორიის ავტორი? ყავს ვინმე კონკრეტული, თუ ეს კოლაბორაციების შედეგი და მრავალი ფიზიკოსის ნააზრევია?

 

newstudio

 

მაგალითად ITER-ი? :)

 

სიმთა თეორია როგორც საკმაოდ აბსტრაკტული თეორია მათემატიკიდან დაიწყო, რამოდენიმე მეცნიერი გვარი ვინც სათავეებთან იდგა შემიძლია მოგწერო: ვიტენი, შვარცი, როს და ვენეციანო. მაგრამ ამჯამად ათასობით კაცი მუშაობს ამ მოდელის განვითარებაზე და ალბათ თანაავტორად მოგვევლინებიან მომავალში იმ ერთადერთისა რომელიც შეესაბამებოდეს იქნება რეალობას :D

 

საინტერესოა ძალიან

ნეტა იმ დროს მომასწრო ადამიანი თავის თავს რომ მიადგება სარკეში და ისტორიას დაასრულებს :)

მაგრამ ეგ ჯერ შორია, მომავალ თაობებს მოუწევთ ახალი თეორიების ძიება

მაგრამ მივალთ ოდესმე ამ საბოლოო თეორიამდე?

რათქმაუნდა ყველა ფიზიკოსის ოცნებაა საბოლოოო თეორიის შექმნა. არსებობს მოსაზრება რომ პრონციპულად შეუძლებელია ყველაფრის თეორიიის შექმნა თუმცა ეს მოსაზრებაც დასაბუთებული არ არის მყარად ასე რომ გაუშვი იოცნებონ ფიზიკოსებმა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართვად თერმობირთვულ რეაქციაზე უკვე იყო კითხვა??

 

როდის მივიღებთ მუდმივი ენერგიის წყაროს??

 

:გლეხურიკითხვები:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

sopo_pataraia

რატომ აქვს ნაწილაკებს მასა, არსებობს თეორიული მექნიზმი ამის ასახსნელად

ამაზე ხომ ვერ გვეწტყოდით ?! დამაინტერესა...როგორ ხსნიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ ცოტაოდენ გვიამბო შენს მოღვაწეობაზეც ცერნში.

+1 მართლაც, საინტერესო იქნება. რა გზა განვლე ცერნამდე და რას აპირებ მომავალში? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი დამოუკიდებელი თეორია არსებობს დღევანდელ ფიზიკაში?

რამდენი შესაძლო შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს ექსპერიმენტი?

ესპერიმენტის შედეგების მიხედვით ამ არსებული თეორიებიდან რამდენი გამოირიცხება, რამდენი გაერთიანდება და რამდენი გაძლიერდება?

და ასევე იგივე ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით რამდენი შესაძლო გზით უნდა გაგრძელდეს კვლევა უფრო ძლიერი თეორიის შესაქმელად?

ძალიან საინტერესოა ეს მოსაზრება, რატქმაუნდა ექსპერიმენტის მიზანია დაადტუროს თეორიული მოდელები ან გამორიცხოს ისინი.

რა შეიძლება გამოირიცხოს ცერნ-ში არსებული ექსპერიმენტით:

 

Higgs-მექანიზმი მასების წარმოქმნის შესახებ თუ სწორეა ეს ნაწილაკი უნდა აგმოჩენილი იქნეს ამ ენერგიებზე, რადგან მოდელი ამ ენერგიებზე საჭიროებს მას.

 

სუპერ სიმეტრიამ თუ უნდა გადაჭრას მასის წარმოქმნის პრობლემა, ანალოგიურად სუპერ პარტნიორი ნაწილაკები უნდა აღმოჩენილი იყოს ამ ენერგიებზე, თუ არა მაშინ სუპერ სიმეტრია შეიძლება მაინც არსებობდეს მაგრამ იგი არ გადაგვიჭრის მასის პრობლემას.

 

თუ ვერ დავმზერთ ეფექტს კვანტუტ გრავიტაციიისას (მაგალითად მაიკროსკოპული შავი ხვრელების წარმოქმნას და დაშლას) მაშინ გვეცოდინება რომ კვანტური გრავიტაცია სკალა ამ ენერგიებზე არ არის.

 

შემდეგი ექსპერიმენტული ლიმიტებია გაიზარდოს ენერგიები შეჯახებისა. ამაჩქარებელი შეეიქმნას არა წრიული არამედ სწორხაზოვანი, გამოვიკენოთ სხვადასხვა ნაწილაკები შეჯახებისა. ეს ყველაფერი ემსახრება სეჯახების ენერგიების გაზრდას და ერთიდაიგივე მოვლენის სხვადასხვა მეთოდებით შესწავლას რათა გადმოწმდეს და უფრო ზუსტი შედეგები მივიგოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობათ ჭანო,

 

თუ შეიძლება თქვენი სპეციალობა მაინტერესებს. რა განათლება გაქვთ მიღებული და სად გიმუშავიათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

sopo_pataraia

იქნებ ცოტაოდენ გვიამბო შენს მოღვაწეობაზეც ცერნში.

 

მე ვაკეთებ ჩემ დოკტორანტურას ATLAS ექსპერიმენტში რომელიც მოთავსებულია ამაჩქარებლის ერთ-ერთ ნაწილაკების შეჯახების წერტილში. ჩვენი ექსპერიმენტი ეცდება შეისწავლოს ფუნდამენტური ნაწილაკების თვისებები, აღმოაჩინოს ახალი ნაწილაკები, და დადასტუროს ან უარყოს არსებული თეორიული მოდელები. ფიზიკის შეკითხვებირ ომელიც დაისმევა იქნება, რა არის ელემენტარული მასის წარმოქმნის მიზეზი, რა ნაწილაკები არიან კოსმოსის 30% რომელსაც ამ ჯამად შავი მასა ჰქვია, რადგან ჯერ-ჯერობით არ არის აღმოჩენილი მისი შემადგენლობა, აგრეთვე სივრცის და გრავიტაციული ურთიერთქმედების მრავალი მოდელი შემოწმდება 14 ტერა ელექტრონ ვოლტ ენერგიებზე.

მე თავად ვმუშაობდი software-ზე რომელიც დეტექტორის კალიბრაციას აკეთებს რათა შევძლოთ აღვადგინოთ რაც შეიძლება ზუსტად რა მოხდა შეჯახების დროს.

აგრეთვე მე ვცდილობდი პროცედური შესწავლას როგორ მოვახდინოთ იდეთიპიკაცია ელემენტარული ნაწილაკებისა როგორიცაა კვარკები, კვარკები არის პროტონებისა და ნეიტრონების შემადგენელი ნაწილაკები. მე ვმუშაობ კვარკების მესამე ოჯახზე რომელიც სულ 14 წლის წინ აღმოაჩინეს მისი ბოლო წარმომადგენელი, რომელიც ისეთი მასიურია რომ ოქროს ატომის მასის ტოლი მასა აქვს და იგი თავისუფლად არ არსებობს რადგან იშლება მომენტალურად წარმოქმისთანავე.

მომავალ პარასკევს მაქვს დაცვა ჩემი სადოკტოროს თემის მაქს-პლანკის ინსტიტუტსა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგელბში და იანვრიდან რამოდენიმე თვით გადავდივარ ცერნ-ში, რითაც ძალიან გახარებული ვარ რადგან ამაჩქარებელმა ეხლა დაიწყო ფუნქციონირება და წინ დიდათ ამაღელვებელი მომენტებია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართვად თერმობირთვულ რეაქციაზე უკვე იყო კითხვა??

 

როდის მივიღებთ მუდმივი ენერგიის წყაროს??

 

:გლეხურიკითხვები:

 

ჩემის აზრით მზის ენერგიას შეიძლება ადვილად ვუწოდოთ მუდმივი ენერგიის წყარო, რადგან კიდევ რამოდენიმე მილიონი წელი გვირდებიან ფიზიკოსები მის ნათებას :) და რადგან მაინც ანათებს მისი ზედმეტი გამოყენების საშიშროებაც არ არის. განსაკუთრებით მზიური საქართველოსათვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
მომავალ პარასკევს მაქვს დაცვა ჩემი სადოკტოროს თემის მაქს-პლანკის ინსტიტუტსა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგელბში და იანვრიდან რამოდენიმე თვით გადავდივარ ცერნ-ში, რითაც ძალიან გახარებული ვარ რადგან ამაჩქარებელმა ეხლა დაიწყო ფუნქციონირება და წინ დიდათ ამაღელვებელი მომენტებია 001.gif

მოკლედ თოი,თოი :) (გერმანულ სტილში)

ქართულად კიდევ - წარმატებებს გისურვებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

sopo_pataraia

2012 წელში რა ხდება

 

მოკლედ აგვიხსნათიქნებ

 

მაიას ტომებს დაეზარათ კალენდრის გაკეთება რადგან იცოდნენ 2012 წელს უამრავი ელექტრონული კალენდარი იარსებებდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...