Jump to content
Planeta.Ge

jacobtodua

პლანეტელი
  • პოსტები

    12
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ინფორმაცია jacobtodua

  • დაბადების დღე 02/11/1950

Profile Information

  • Gender
    Male
  • Location
    US
  • Interests
    News

Contact Methods

  • Yahoo
    jacobtodua

jacobtodua'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ვერა და ვერ გაიღვიძა საქართველომ. ხელისუფლებაში მოსული სატანაც, თითქოს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნახოს ხალხმა თუ რა ძალა აქვს ერთად დგომას. ერთ მუშტად შეკრული ნაცები უპრობლემოდ იმარჯვებს უკვე მერამდენედ, მაგრამ მაინც ვერ ხვდება ჩვენი ხალხი ერთად დგომის აუცილებლობას. მეორედ რომ მოვიდეს ილია ჭავჭავაძე და კიდევ ერთხელ უკიჟინოს ჩვენს ერს გაიღვიძეო, ისევ მოიძებნება ვინმე გამყიდველი ქართველი და ისევ დაახლის შუბლში ტყვიას. საინტერესოა რატომ არ უყვარს ხალხს გამოღვიძებისკენ მომწოდებელი? რა კარგი მაგალითია დათა თუთაშხიაში, სეთურის მრევლის გამომღვიძებელ დათაზე თავდასხმა, რეალობაში კი ზვიად გამსახურდიაზე, ილია ჭავჭავაძეზე...
  2. ხალხო გამარკვიეთ, ქრისტიანობაზეა ლაპარაკი, ქრისტეზე თუ ქრისტიანულ რელიგიებზე?
  3. სასიამოვნოა თქვენი აზრების მოსმენა, უცხო პლანეტელო, მაგრამ ძალიან არასასიამოვნოა, როცა თქვენნაირი ადამიანები ცოტაა საქართველოში. უფრო მეტიც, ხომ ხედავთ სწორი აზრის მიღებაც კი როგორ უჭირთ ადამიანებს და მთელი მათი ცხოვრების არსი მუცლის ჭკუაზე რომაა დასული. ასეთ ადამიანებს როგორ უნდა გააგებინო სულიერი სიამოვნება, როცა ფიზიკური სიამოვნების იქით ვერაფერს ხედავენ. სამწუხაროდ ასეთი ადამიანებია მეტწილად ვინც ნადირობის კანონებს წერს და არც ხელისუფლებაშია ასეთების დეფიციტი. -აქ მე შეიძლება ვერ ვთქვი რაც მინდოდა: ვერც პირველყოფილი ადამიანები და ვერც ცხოველები ბუნებისთვის საშიში არ ყოფილან. ადამიანები კი საკმაოდ ჩამორჩებიან ცხოველებს ამ საქმეში. არცერთი ცხოველი არ არღვევს ბუნების კანონს, ღმერთის კანონს, მათი ნადირობით უფრო წონასწორდება ბალანსი ბუნებაში, ხოლო ადამიანები ვერ იქცევიან ასე და ბრაკონიერობენ მაშინაც კი როცა ნებადართულია ნადირობა.
  4. პირველყოფილი ადამიანები ნადირობის გარეშე ვერც იარსებებდნენ. ნადირობა აუცილებელია ცხოველებისთვისაც (ერთი ცხოველი მეორეს ხორცით იკვებება...), ეს კი ღმერთის კანონზომიერებაა. მაგრამ ნებისმიერი ცხოველი ნადირობით არანაირად არ არღვევს ბალანსს ბუნებაში. შეიძლება ითქვას პირიქით აჯანსაღებს მას. მაგალითად მგლები ჭამენ დაავადებულ ირმებს და ასე რომ არ მოქცნენ დაავადებული ირემი სხვა ირმებსაც გადადებს ავადმყოფობას და ამან შეიძლება მათი მოდგმის განადგურება გამოიწვიოს... ცხოველებისაგან განსხვავებით ადამიანები ვერ იცავენ უფლის კანონზომიერებას და არანაირად არ შეუძლიათ ბუნების მტრები არ იყვნენ. ნადირობენ აზარტის გამო, და არა საარსებო საშუალების მოპოვებისთვის, თავიანთი აზარტის დაკმაყოფილებისთვის არ გადიდევენ, ამით ნადგურდება თუ არა ცხოველთა ესა თუ ის სახეობა, რითაც ირღვევა ბალანსი და ზოგჯერ ძალიან ცუდი შედეგებით უბრუნდება ისევ ადამიანს. ვერა და ვერ ისწავლა ადამიანმა, უფლის მიერ ბოძებული გონების გამოყენება. იმდენად უგუნურ საქციელებს სჩადის, რომ ნებისმიერი ცხოველის გაკეთებულთან ახლოს ვერ მიდის. ნადირობასა და აზარტს რაც შეეხება, არასწორი აღზრდის შედეგია მხოლოდ. ადამიანი ბავშვობიდან ეჩვევა აზარტულ თამაშებს, რაც უარყოფითად აისახება მის ფსიქიკაზე და იმდენად ემონება აზარტის ჭკუაზე სიარულს, რომ ვერა და ვერ იმორჩილებს მას, სარგებელთან იქნება ის დაკავშირებული, მოგებასთან თუ გამარჯვებასთან. ადამიანი იმისდა მიხედვით, თუ რა დონისაა, ეძებს ფიზიკურ სიამოვნებას (მუცლის ჭკუაზე მოარული...), მშვინვიერ სიამოვნებას ( აზარტული თამაშების, ნადირობის მოყვარული...), და სულიერ სიამოვნებას (ღვთიური საქმეების მკეთებელი...). ეზარებათ ადამიანებს ფიქრი და საკუთარი საქციელის კონტროლი, შედეგად ფიზიკურ სხეულს ემონება მათი გონება და არა პირიქით...
  5. რა უნდა გააკეთოს საქართველომ ისეთი, რომ რუსეთმა თანაბარ უფლებიან სახელმწიფოდ ჩაგვთვალოს? რომ ზემოდან ყურება მიატოვოს? რომ ყოველდღიურად არ ეძებოს ნებისმიერი მიზეზი, ჩვენი დაჩაგვრისათვის? ნუთუ მართლა სჯერა ვინმეს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის? საქართველომ მეორე სტალინიც რომ შვას, მეორე დღესვე წაიყვანს რუსეთი და თავის საქმეებს გააკეთებინებს საქართველოს საწინააღმდეგოდ. ძალა აღმართს ხნავსო. როგორც ვერასოდეს ვერ შევძლებთ აღარ ვიყოთ რუსეთის მეზობელი, ისე ვერ შევძლებთ მათგან თავის დაღწევას. რანაირი პოლიტიკაც არ უნდა ავირჩიოთ მათთან საურთიერთობოდ, თავის შოვინისტურ ხასიათს ის ვერ შეიცვლის. ამან განაპირობა ალბათ ზოგი პოლიტიკოსების მიდრეკილება რუსეთისაკენ, ეგებ ჩვენს სასარგებლოდ მაინც გამოვრჩეთ რამესო...
  6. აბა რა გითხრათ, რით გაგახაროთ... ყველგან და ყველა დროში, ხელისუფლება თავის გარემოცვასთან ერთად (იქნება ის: პრეზიდენტი, კანცლერი, იმპერატორი, მეფე თუ სხვა), მუდამ იმის მცდელობაშია, რაც შეიძლება მეტი რაოდენობა მოსახლეობა ყავდეს თავის სამფლობელოში , რაც შეიძლება უფრო მეტად მორჩილნი იყვნენ ისინი, რაც შეიძლება უფრო ღრმად ეძინოთ და იჯდნენ ჭურში, რომ ვერ მიხვდნენ, მათი ნაშრომითა და ნაჯაფით როგორ ეძლევა განცხრომას მისი "პატრონი", გაუმაძღარი პატრონი კი უფრო მეტ და მეტ მადას იჩენს დღემუდამ, და შესაბამისად იმის მცდელობაშია, რაც შეიძლება მეტი გამოწოვოს თავის მოსახლეობას. რაც შეიძლება მეტი მასა ამყოფოს საარსებო მინიმუმის ფარგლებში, რომ ქონდეთ მეტი საზრუნავი თვითგადარჩენისათვის, რომ ბრძოლისუნარიანობა დაქვეითებულები ნაკლებად საშიშნი იყვნენ, ასევე საჭიროა მათი მომავლის იმედით დაბოლება, რაც მათ მოდუნებას განაპირობებს, რომ ნაკლებად გაღიზიანდნენ პატრონზე. ეს გაჭირვებაში მყოფი და მშიერი უმრავლესობა კი მუხლებზე უჩოქებს თავის პატრონს, რომ ერთი ლუკმა მაინც მოუტეხოს მის მიერ ბოძებული მთლიანი ხაჭაპურიდან. და თუ მიიღო ეს საარსებო ლუკმა ხომ იმედით აღივსო თავისი "მამა მარჩენალის" მიმართ.როგორც სეთური აკეთებს დათა თუთაშხიაში. ხელისუფლებისათვის ეს უმრავლესობაა ანგარიშგასაწევი ყოველთვის, ის ცნობიერი უმცირესობა კი, რომელიც არ ექვემდებარება დაბოლებას, ნაკლებად ანგარიშგასაწევია და შესაბამისად მისი ნაკლებად ეშინია ხელისუფლებას... სამწუხაროდ პოზიციისა თუ ოპოზიციის პოლიტიკა ყოველთვის მოსახლეობის უმრავლესობაზეა გათვლილი და მათი გამოყენების ხარჯზე აკეთებს ორივე თავის საქმეს. პოლიტიკოსი სანამ ხელისუფალი გახდება ტკბილი სიტყვებით აბოლებს ამ უმრავლესობას და მისი ხელით უნდა, არჩევნებში გამარჯვებაც და გამარჯვების მერე კი მის ხარჯზე ყოფნაც. თუ არა და რამდენი შეძლებია ამ საცოდავ ხალხს, მათგან გამოწოვილი თითოეული თეთრიდან რა უზარმაზარი თანხები გროვდება და მათგან დაუკითხავად სად არ მიდის და რაზე არ იხარჯება, ხელისუფლებაც მუდამ იმის მცდელობაშია, გამონახოს ისეთი საქმე რომელიც ვითომ ხალხისთვის კეთდება, რასაც იმის ნახევარს არ ახარჯავს რაც სჭირდება , დანარჩენი კი ისევ თავის გაუმაძღრობას თუ მოხმარდება. არაფერი ახალი არაა ამ ნათქვამში და საქართველოში არც მეგულება ისეთი ვინმე, რომელიც ვერ აცნობიერებდეს ყველაფერ ამას. მით უმეტეს ჩვენი ოპოზიცია, რომელიც საკუთარი ინტერესების ჩარჩოდან ვერა და ვერ გამოსულა დღემდე ისე, როგორც ხალხზე და სამშობლოზე მაფიქრალს ეკადრება. თუ არადა ასეთი ფიქრი ილიას რომ ქონდა, პასუხად ტყვია მიიღო შუბლში, საკუთარი ხალხის წარმომადგენლისგან. იგივე ბედი ერგო ზვიად გამსახურდიასაც და ამის მერე აბა ვინ უნდა გაბედოს ხალხზე და სამშობლოზე ფიქრი? ამიტომ გამოსავალი ისევ ილიას გზაში თუა. სანამ ზემოთაღნიშნული უმრავლესობა არ გამოღვიძებულა და არ გამხდარა უმცირესობა მანამდე ასე ვიქნებით. "... როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?"-ო, კი იკითხა ილიამ, მაგრამ დღემდე ხომ არც პასუხი გვეღირსა და არც გამოღვიძება. არის კი ჩვენი მოსახლეობა იმისთვის მზად, რომ მეორედ მოუშვას ილია და შეირგოს ბოლომდე? რომელიც თუ დაპირდებოდა ხალხს: სახელმწიფოს ბიუჯეტში ხომ მხოლოდ თქვენი ნაშრომიდან მიღებული ფულია დაგროვილი და იქიდან არც ერთი თეთრი თქვენი თანხმობის გარეშე არ დაიხარჯებაო. ხელფასსაც თქვენი თანხმობით დავინიშნავო... და რომ ეს დაუჯეროს ილიას? განა ცოტაა ჩვენს მოსახლეობაში გამანქურთებული ადამიანები, რომლებიც იფიქრებს გვატყუებს ილიაო და თუ ვინმე 30 ვერცხლს მისცემს, ისევ ესვრის შუბლში ტყვიას...
  7. გამარჯობათ ჭანო, თუ შეიძლება თქვენი სპეციალობა მაინტერესებს. რა განათლება გაქვთ მიღებული და სად გიმუშავიათ?
  8. მე ვირწმუნებდი ფიზიკური ევოლუციის არ არსებობას დედამიწაზე. ვერა და ვერ დამიშვია, ევოლუციის შედეგად რომელიმე ცოცხალი არსების ფიზიკური ფორმის შეცვლა, მისი თავდაპირველი ანალოგიდან. ადამიანი იქნება ეს ცხოველი თუ მცენარე. არაა ეს ნაჩვენები ღმერთის მიერ ბოძებულ რეალობაში. არც ის უნდა ჩავთვალოთ ფიზიკურ ევოლუციად, როცა ძაღლის ერთი ჯიში მეორესთან შეჯვარებით განსხვავებულ შედეგს რომ იძლევა და არც ის, როცა ტყემალზე ატმის დავამყნობთ, ქლიავის ნაირსახეობას, რომ მივიღებთ. მე მჯერა მარტო გონების ევოლუციის, რომელიც სახეზეა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ოღონდ მხოლოდ ადამიანებში (ჩვენთვის ხილულ დედამიწაზე). ვერ მიეცა უფლისგან ადამიანს დღემდე იმის ცოდნა თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე. ერთადერთ სარწმუნო მცნებად რჩება ღმერთის მიერ მანამდე არსებული, ადამიანის სულის ჩამოყვანა დედამიწაზე და მისთვის ფიზიკური სხეულის შექმნა. და ეს ფიზიკური სხეული მიამსგავსა ღმერთმა, უკვე შექმნილ ცხოველებსა და მცენარეებს, რომლებიც ჩაისახებიან, დაიბადებიან, გაიზრდებიან, დაბერდებიან და მოკვდებიან. მაგრამ მათი მოდგმა არ ქრება ამით, არამედ ისევ მეორდება თავიდან.
  9. "სიცოცხლე მაინც აუხსნელი მოვლენაა, მაგრამ ასევე აუხსნელია ბევრი რამ, რაც ასეთად არ გვეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ მივეჩვიეთ ან არსებობს მისი მსგავსი საგნები და მოვლენები, რაც ახსნის და გაგების ილუზიას ქმნის. ადამიანის გონებას საერთოდ არ ძალუძს მოვლენათა არსში წვდომა, მას შეუძლია მხოლოდ მათი შედარება და განზოგადება. ამით ჩვენი გონება კმაყოფილდება, მაგრამ სირთულე და გაუგებრობა წარმოიშობა მაშინ, როცა საქმე გვაქვს ერთადერთ და უნიკალურ საგანთან თუ კატეგორიასთან, როგორიცაა მაგალითად ღმერთი, სიცოცხლე, ცნობიერება... სიცოცხლის წარმოშობის სასწაული ყოველდღიურად და ყოველწამიერად ხორციელდება ჩვენს თვალწინ. ვგულისხმობ ადამიანის ჩასახვის პროცესს, ემბრიონის განვითარებას, უჯრედების დაყოფას, ორგანოთა დიფერენციაციას და ა.შ. შემდეგ ხდება კიდევ ერთი სასწაული: თანდათან, როგორღაც ბავშვში ჩაისახება ცნობიერება. ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ ვსწავლობდეთ ამ პროცესებს, ვიკვლიოთ დნმ-ის კოდები, მაგრამ ალბათ მაინც ვერასდროს გავიგებთ, თუ როგორ და რატომ ხდება ეს, რა ძალა განაპირობებს, ან რამ შექმნა ეს კოდი. ასევე ვერასდროს გავიგებთ, თუ როგორაა დაკავშირებული ტვინში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური მატერიალური პროცესები მისგან კარდინალურად განსხვავებულ რამესთან - ცნობიერებასთან, როგორ გარდაიქმნება მატერიალური იდეალურად. თითქოს ყველაზე ადვილია ყველაფერი ღმერთს მიაწერო, მაგრამ აქ შემდეგ კიდევ უფრო რთული პრობლემები წამოიჭრება. ცნობილია ბიოგენეტიკური კანონი, რომ ონტოგენეზი არის ფილოგენეზის მოკლე განმეორება. მე ვფიქრობ, რომ გვქონდეს საშუალება კინოფილმივით ვუყუროთ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობის და განვითარების პროცესს დასაბამიდან დღემდე, დავინახავდით ევოლუციის პროცესს ისევე, როგორც ინდივიდის განვითარების პროცესს ვხედავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერაფერს გავიგებდით. " მშვენიერი მსჯელობაა, ყოჩაღ ავტორო. ვისურვებდი მომესმინა თქვენი მოსაზრება, ევოლუციასთან დაკავშირებით. ფიზიკურ ევოლუციას გულისხმობთ, თუ?...
  10. არსებობს სამოთხეც და ჯოჯოხეთიც, მაგრამ ისეთი ინტერპრეტაციით არა, რასაც ბევრი რელიგია ქადაგებს. არაა სიახლე, რომ ქრისტიანობამდე და ბიბლიის დაწერამდეც, ინდურ რელიგიებში სცნობდნენ ინკარნაციის არსებობას. ანტროფოსოფიაშიც იგივეა განმეორებული. ღმერთმა რაც ადამიანი დედამიწაზე ჩამოიყვანა, მას მერე აქ მიუჩინა მას სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც. აბა გავიხედოთ ჩვენს გარშემო რამდენი ცხოვრობს სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში, რაც წინა ინკარნაციიდან გამოყოლილი დამსახურების შედეგი უნდა იყოს. დედამიწაზე, სამოთხეში ცხოვრობ, ჯოჯოხეთში თუ მათ შორის რომელი ადგილიც მოგენიჭა აღნიშნულ შუალედში, დამოკიდებულია ღმერთის მიერ დადგენილ კანონზომიერებაზე. ჩვენთვის არ არსებობს მარტო სამოთხე და ჯოჯოხეთი, ორივე მცნება პირობითი- აბსოლუტური ზღვარია, კარგისა და ცუდის. ანუ ღმერთისაგან გაჩენილი, აბსოლუტურად უმაღლესი და აბსოლუტურად უდაბლესი ადგილებია, რომელსაც ვერავინ ვერ მიაღწევს. მიღწევადია შუალედური მდგომარეობები, ზოგისთვის სამოთხისაკენ მიახლოებული, ზოგისთვის კი ჯოჯოხეთისკენ. ძნელია იმის მტკიცება, რომ მარტო წინა ცხოვრების (ინკარნაციის) დამსახურებაა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის მოპოვებული რომელიმე მდგომარეობა. თუ,ამ ცხოვრებაშიცაა შესაძლებელი მისი კორექტირება. მაგრამ ვხედავთ რა უმკაცრეს კანონზომიერებებს ღმერთისგან ბოძებულს ნებისმიერ რამეში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი დამსახურება ასახვას პოვებს ჩვენს მდგომარეობაზე, ან ამ ცხოვრებაში ან მომავალ ცხოვრებაში. ამის დაჯერებას დიდი ნაკითხობა არ სჭირდება ჩემი აზრით, საკმარისია დავაკვირდეთ ჩვენს გარშემო მიმდინარე წარსულისა და აწმყოს პროცესებს თავისი კანონზომიერებებით, რომელიც არაა დამალული ღმერთისაგან და ბევრი რამეც გასაგები გახდება.
  11. არსებობს სამოთხეც და ჯოჯოხეთიც, მაგრამ ისეთი ინტერპრეტაციით არა, რასაც ბევრი რელიგია ქადაგებს. არაა სიახლე, რომ ქრისტიანობამდე და ბიბლიის დაწერამდეც, ინდურ რელიგიებში ცნობდნენ ინკარნაციის არსებობას. ანტროფოსოფიაშიც იგივეა განმეორებული. ღმერთმა რაც ადამიანი დედამიწაზე ჩამოიყვანა, მას მერე აქ მიუჩინა მას სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც. აბა გავიხედოთ ჩვენს გარშემო რამდენი ცხოვრობს სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში. ასე რომ წინა ინკარნაციიდან გამოყოლილი დამსახურების შედეგია, სამოთხეში ცხოვრობ, ჯოჯოხეთში თუ ამ ორ მდგომარეიბას შორის რომელი პოზიცია მოგენიჭა აღნიშნული შუალედიდან ღმერთის მიერ დადგენილი კანონზომიერებით. აქედან გამომდინარე, არ არსებობს მარტო სამოთხე და მარტო ჯოჯოხეთი, ორივე მცნება პირობითი- აბსოლუტური ზღვარია, კარგისა და ცუდის. ანუ ღმერთისაგან გაჩენილი, აბსოლუტურად უმაღლესი და აბსოლუტურად უდაბლესი პოზიციებია, რომელ პოზიციებსაც ვერავინ ვერ მიაღწევს. მიღწევადია შუალედური მდგომარეობები, ზოგისთვის სამოთხისაკენ მიახლოებული, ზოგისთვის კი უფრო ჯოჯოხეთისკენ გადაადგილებული და ა.შ. ძნელია იმის მტკიცება, რომ მარტო წინა ცხოვრების (ინკარნაციის) დამსახურებაა მოპოვებული მდგომარეობა. თუ ამ ცხოვრებაშიცაა შესაძლებელი მისი კორექტირება. მაგრამ ვხედავთ რა უმკაცრეს კანონზომიერებებს ღმერთისგან ბოძებულს ნებისმიერ რამეში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი დამსახურება ასახვას პოვებს ჩვენს ან ამ ცხოვრებაში ან მომავალ ცხოვრებაში. ამის დაჯერებას დიდი ნაკითხობა სულაც არ სჭირდება ჩემი აზრით, საკმარისია დავაკვირდეთ ჩვენს გარშემო მიმდინარე წარსულისა და აწმყოს პროცესებს თავისი კანონზომიერებებით, რომელიც არაა დამალული ღმერთისაგან და ბევრი რამეც გასაგები გახდება.
×
×
  • შექმენი...