Jump to content
Planeta.Ge

LUKA-BRAZI

პლანეტელი
  • პოსტები

    28
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი LUKA-BRAZI

  1. sopo_pataraia გმადლობთ სოფო სტუმრობისთვის. საინტერესო საღამო იყო. სხვადროსაც გვეწვიე, მეცნიერება სულ ვითარდება და ჩვენც up-to-date უნდა ვიყოთ. აბა წარმატებები და სულ უფრო კარგი გვსმენოდეს შენზე
  2. ჭანო მაგაში საპატრიარქოა დამნაშავე? :) მე უფრო განათლების და მეცნიერების სამინისტრო და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების უუნარობის ბრალი მგონია. საავადმყოფოების 80% აქ ამორტიზირებულია და ელემენტარული აპარატურის გარეშეა დარჩენილი და რა, ესეც საპატრიარქოს ბრალია? თუ ჯანდაცვის სამინისტროსი და კომიტეტის?
  3. ჰო, მე ეჭვიც არ მეპარება ცერნის პრაქტიკულ მნიშვნელობაში, მაგრამ ბევრს ის ფულის ფლანგვა გონია. სოფო გადაარწმუნე სკეპტიკოსები
  4. sopo_pataraia კვარკი ოქროს ატომის მასით?! ვაუ! ულევი წარმატებები!!!! სოფო 2 სიტყვით რომ გვითხრა რა არის მეზონი, ბოზონი, მიუ-მეზონები..... მაინც ელემენტარულ ნაწილაკებზე ვსაუბრობთ და საინტერესო იქნება
  5. +1 მართლაც, საინტერესო იქნება. რა გზა განვლე ცერნამდე და რას აპირებ მომავალში?
  6. sopo_pataraia გმადლობთ ამომწურავი პასუხისთვის ერთი პატარა კითხვა ზოგადი განათლებისთვის ვინ არის სიმების თეორიის ავტორი? ყავს ვინმე კონკრეტული, თუ ეს კოლაბორაციების შედეგი და მრავალი ფიზიკოსის ნააზრევია? newstudio მაგალითად ITER-ი?
  7. sopo_pataraia აი ამ სიმების თეორიას დიდად ვერ ჩავწვდი. პროფესიით მომავალი ექიმი ვარ, მაგრამ ფიზიკა ძალიან მიყვარს თუ ყველა ნაწილაკი არის სიმი, მაშინ როგორია მათი აგებულება? ბირთვი, ელექტრონები, ორბიტალები, პროტონები, ნეიტრონები, კვარკები..... ესენი ვიცი ატომის სტანდარტულ მოდელში, აი სიმებად კი ისინი ვერ წარმომიდგენია როგორ არიან განლაგებულნი სუბატომურ დონეზე ეს ნაწილაკები სოფო?
  8. sopo_pataraia გასაგებია. თეორიების უარყოფა ძნელია, რადგანაც რაც არ უნდა ალტერნატიული თეორია მოიყვანო, ისიც ისეთივე უცნაური იქნება ეს გლობალური ეკონომიკური კრიზისი ხომ არ ემუქრება ცერნს?
  9. sopo_pataraia იქნებ სხვანაირად არის სოფო? ვტქვათ სულაც არ არის საჭირო 10^50 განზომილებების არსებობა. იქნებ დამატებითი განზომილებების რაოდენობა გაცილებით ცოტაა, ხოლო თითეულ განზომილებაში გაპარული გრავიტაცია უფრო დიდი, ვიდრე ეს მოსალოდნელია?
  10. ჭანო შეიძლება მასეც იტქვას ჭანო. სოფომ ისაუბრა ამაზე, მართალი ხარ.
  11. sopo_pataraia მოგესალმებით ჩემი კითხვა ეხება ქართველებს ცერნში: გარდა გია დვლისა, ქართველების კიდევ რა ჯგუფი მუშაობს იქ?
  12. newstudio სუპერ! ისე უფრო ზუსტი მისამართი ხომ არ მიგვეთითებინა პლანეტა.გე-ზე? ვთქვათ http://planeta.ge -> მეცნიერება და განათლება -> მოწეული სტუმარი... თუ როგორც არის....
  13. ეხლა მოვრჩი სტატიის წერას და რედაქტორსაც მივწერე მეილი. ვთხოვე სარეკლამო პაკეტების ფასები გამომიგზავნოს, ასევე სამეცნიერო გვერდის სპონსორობის პროტოკოლიც. მოგწერთ მერე ამ ყველაფერს და თქვენ გადაწყვიტეთ როგორც გაგიხარდეთ. E=mc2 03:41 AM
  14. newstudio ეხლა სწორედ სტატიას ვწერ ღეროვან უჯრედებზე. სხვათაშორის სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში განხორციელდა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია. თანაც 01:20 საათია ამიტომ ასე გავაკეთოთ: ხვალ-ზეგ PM-ში დაგიკავშირდებით შენ და lasha_alo -ს, თან რედაქტორსაც შევეხმიანები და მის აზრსაც გადმოგცემთ (რა დაჯდება, ამჟამად უნდა თუ არა რეკლამა, უნდა თუ არა ბანერის განთავსება თქვენთან და ა.შ.). დანარჩენი კი თქვენ გადაწყვიტეთ, როგორც გაწყობთ და რანაირადაც და ისე გავაკეთოთ
  15. lasha_alo ჭანო newstudio მოკლედ ხალხნო. როცა კონფერენცია ჩატარდება, მომაწოდეთ მასალები და უფასოდ დაგიწერთ და გამოგიქვეყნებთ სტატიას გაზეთში. მეტი რითი დაგეხმაროთ? თუ უფრო მეტი რეკლამა გინდათ, ასეთი რამის გაკეთება შეიძლება: უბრალოდ ადგეთ და შეუკვეთოთ ნავიგატორს რეკლამა. ან პლანეტა.გე-მ დაასპონსოროს მეცნიერების გვერდი (სადაც ჩემი სტატიები იბეჭდება), რითაც მე გამეზრდება მანდ ქვოტა და ონლაინ კონფერენციებს პირადად მე დავაანონსებ პლანეტა.გე-სი...... ზოგჯერ პატარა ანონსით, ზოგჯერ მთლიანი სტატიით. მაგრამ ყოველთვის, როდესაც ჩემი სტატია დაიბეჭდება, იქნება თქვენი ანონსიც. ანუ რისი თქმა მინდა. 1 სტატიით მე უფასოდ დაგეხმარებით (იმიტომ რომ ეს ჩემი კომპეტენციაა), ხოლო რეგულარული რეკლამა უკვე ზემოთ ნახსენები მეთოდიკით (რაც მთავარი რედაქტორის კომპეტენციაა).
  16. newstudio ჭანო შემდეგი კვირის სტატია დაგეგმილი მაქვს უკვე, ვეღარ შევცვლი. ან 2 გვერდი რა უნდა დავწერო ჯერ არაფერი მომხდარა. თუ გინდათ, რომ ჩატარდება, მომეცით მასალები და დავწერ ამ ივენთზე.
  17. ჭანო რა სახით? რეკლამის სახით? თუ რეკლამის სახით მაშინ ფული უნდა რა თქმა უნდა. ისეთი ურთიერთობა არ მაქვს რედაქტორთან რომ უფასოდ სარეკლამო ადგილი დამითმოს.
  18. ჭანო პირველ ონლაინ სამეცნიერო კონფერენციაზე ქართულ ინტერნეტ სივრცეში
  19. ჭანო შენს ბლოგზე ვიყავი. კომენტარის გაკეტება მინდოდა, მაგრამ ვერაფერი გავიგე, გერმანულად გაქვს ინტერფეისი? ბლოგზე რომ ბანერი გაქვს როგორ დადე ? wordpress-ზე მიდის? თუ მიდის მეც დავდებ....
  20. ისე, ადრე, მახსოვს ფორუმებზე ე.წ. "შავიხვრელოფობია" იყო ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ როცა ექსპერიმენტის დრო მოახლოვდებოდა რას აღარ პოსტავდნენ ხოლმე კარგია რომ ამჯერად პანიკა ნაკლებადაა. ეს "ნიბირუს" ალიაქოთიც თუ მალე მინელდება, უკეთესი იქნება. :yes2:
  21. ეგ კითხვები ჩემს კომპეტენციას სცილდება ჭანო. მე მომავალი ექიმი ვარ და ფიზიკა მოყვარულის დონეზე ვიცი...
  22. ჩემს ბლოგზე დავაანონსებ დღეს საღამოს. საერთოდ ბლოგი უნდა გადავაკეთო უკვე, ფორმატია ცოტა შესაცვლელი. მასალები შენ ისედაც მოაგროვე უკვე საკმარისად და წინა თემაში დევს, მეც დავდე საინტერესო ინფოებიც, არ გახსოვს? http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=133812 ერთადერთი რაც აკლია ამ თემებს, ეს არის ხალხი და კონფერენციის წინა განხილვები და ასე ვთქვათ საუბარი და დისკუსია ამა თუ იმ საკითხზე, ხოლო ბოლოს ლოგიკური დასასრული იექნებოდა ამ საქმის სპეციალისტთან შეხვედრა. რა ვქნათ ეხლა, მე და შენ ვიკამათოთ ცერნის ექსპერიმენტი შავ ხვრელს შექმის თუ არა? აქ უნდა ბევრი იუზერი, რომელიც დაინტერესებულია ამ ექსპერიმენტით და პერიოდულად პოსტავს: ან კითხვას სვავს ან რაიმე ინფოს დებს. ასეთ დროს თემაც ძალაუნებურად ცოცხლობს და ზემოთაა აწეული.
  23. ჭანო, აი ამ თემის ფლუდი: ჭანო 21 newstudio 5 lasha_alo 4 arcivi9 4 LUKA-BRAZI 3 ირაკლი 2 Saturn 2 ვერ არის სახარბიელო მდგომარეობა. იქნებ მართლაც უფრო დიდ აუდიტორიანი ადგილი მოგვეძებნა? მთავარი ხომ მეცნიერების პოპულარიზებაა და არა ონლაინ კონფერენციის ჩატარების ადგილი? რა ვიცი აბა...
  24. აი ჩემი კითხვაც: სტანდარტული მოდელის გარდა, განიხილავენ თუ არა სხვა თეორიებსაც? ბოლო-ბოლო სტანდარტული მოდელი ძალიან თეორიულია და იქნებ ცოტა არ იყოს და მოძველდა? forum.ge-ზე ყო ამის განხილვა, მაგრამ არ მახსოვს რა შედეგით დასრულდა დისკუსია, თემას ბოლომდე აღარ გავყევი. ეს არის ცერნის არხი იუთუბზე: http://www.youtube.com/user/cerntv#p/a
×
×
  • შექმენი...