Jump to content
Planeta.Ge

თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე


Recommended Posts

:D მოგესალმებით პირველ რიგში

 

1.ქ-ნ თეა , დასაჭერია თუ არა პატრიარქი თავისი აგენტურული საქმიანობისთვის საქართველოში ? თქვენივე სიტყვებით იგი უკვე მერამდენე ათეული წელია სუკის აგენტია, საკმაოდ მოქნილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი.

2.კონკრეტული ბრალდება თუ გაქვთ მის წინააღმდეგ? თუ გაქვთ რატომ არ იჭერენ მას?

3. პატრიარქი უნდა გადადგეს? :D © Leo_NafTa

4 . თქვენი აზრით ამ მეთოდებით ბრძოლა ასე ვთქვათ სიბნელესთან მისიონერის როლის მორგება რელიგიური ექსტრემიზმის გარდა სხვა რამე შედეგს იძლევა? ხომ არ ფქრობთ რომ გადასახედია მეთოდები ?

5.რას იტყვით ქართულ პოლიციაზე რომელმაც უწყინარი (მანამ სანამ თქვენ მას გამოაქვეყენბდით) ვიდეორგოლის დამზადებისათვის დაკითხეს და კინაღაამ დააპატიმრეს მამა ბუასილი ;)

6.ხოდა ბოლოს... თქვენ თავისუფალი სიტყვის დაცვა მამა ბუასილის ამბების მერე დაიწყეთ თუ ზოგადად მებრძოლი ადამიანი ბრძანდებით? :D რაღაც არ მახსოვს თქვენი შეშფოთება იმ უამრავი სხვა ფაქტის გამო, რომლის დროსაც რეალურად სიტყვის გამოხატვის და სხვა თავისუფლებები ირღვეოდა .

 

გმადლობთ წინასწარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 532
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

კიდევ 2 კითხვა:

 

ამხანაგო თეა

 

1. თქვენის აზრით , რა იყო აბო თბილელის წამების და მოკვდინების რეალური მიზეზი?

2.საუკუნეების გადასახედიდან, რა აზრის ხართ გრიგოლ ხანძთელზე და როგორ შეაფასებდით მის მოღვაწეობას?

 

გმადლობთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თეა, ხომ ვერ აგვიხსნით რა არის რწმენა?????????

 

და ვარლამმა რატომ კითხა -დოქსოკულო შენ დედა გყავსო?????????

Edited by Helena222
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმებით ქალბატონო თეა! მე მაქვს თქვენდამი შემდეგი შეკითხვები

 

1) თავისთავად ის ფაქტი, რომ თქვენ ღიად საუბრობთ ეკლესიაში არსებულ დარღვევებზე, მისასალმებელია, თუმცა ხომ არ იქნება უკეთესი, რომ თქვენ კონკრეტული ფაქტები წარგედგინათ ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე უხამსი ვიდეორგოლები?

2) რაში გამოსავალს ხედავთ არსებული სიტუაციიდან (მხედველობაში მაქვს ეკლესიაში ჩანერგილი ფსბ–შნიკები, რომელნიც სახელს უტეხავენ მთელს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას)?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავიხადო ქალბატონ თეას, იმისათვის რომ ქართველი საზოგადოების საკმოად დიდი ნაწილს ფარდა ჩამოეხადა => განთლება საჭირო სამოქალაქო აზროვნებასა და მეცნიერების სხვადასხვა დარგებში.

 

ხოლო რაც შეეხება კითხვას,(თქვენი ვარაუდი) ამ აჟიტაჟის შემდეგ მოხდება რაიმე სახის რეფორმა ეკლესიაში? მთავრობაში?

 

მიხარია რომ ეს სისულელები გერმანულ პრესაში არ გაშუქებულა, თორემ სირცხვილით დავიწვებოდი!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმები თეა...

 

როგორ შეაფასებ რუსეთის პატრიარქის შესაძლო ვიზიტს საქართველოში? როგორც გავიგე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მოიწვია რუსეთის ეკლესიის იერარქი... მე პირადად ვგმობ და ვურჩევ პატრიოტ ქართველებს არ მივიდნენ მათ ჩატარებულ წირვაზე... შენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თეა უბრალოდ რისპექთ თამამი პოზიციისთვის..

 

ჩემთვის სამწუხაროდ საპატრიარქო ასოცირდება მეუფე დიმიტრი შიოლაშვილთან, რომელმაც აჭარის რევოლუციის დროს ანაფორა აიკაპიწა.. და ისე გადაიარა ჩოლოქის მდინარე.. ხოლო მრევლი შეატოვა ასლან აბაშიძეს...

 

კითხვას არც შეეხება რისი შეცვლის იმედი გაქვს ხვდები.. მაგრამ საპატრიარქოში სიტუაცის გამოსწორების კონკრეტულ რა გზას ხედავ?? პოლიტიკურ ნებას ხელისუფლებაში რაიმეს შეცვლის ან თუნდაც საპატრიარქოს შიგნით მე პირადად ვერ ვამჩნევ .. ხოლო საზოგადოებრივი აზრი არა მგონია შეიცვალოს რაშიც ყველანი ჩვენდა სამწუხაროდ ანაფორიანი ყაჩაღის კირილეს ვიზიტის დროსაც დავრწმუნდებით , როდესაც ვნახავთ გადავსებულ სამების მონასტერს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის სამწუხაროდ საპატრიარქო ასოცირდება მეუფე დიმიტრი შიოლაშვილთან, რომელმაც აჭარის რევოლუციის დროს ანაფორა აიკაპიწა.. და ისე გადაიარა ჩოლოქის მდინარე.. ხოლო მრევლი შეატოვა ასლან აბაშიძეს...

 

 

მაგარია.მიშამ რომ შეატოვა ამდენი ხალხი ოსებს და რუსებს ის ვერ დაინახეთ ალბათ არა? :)

 

 

რომ არ წამიშალონ კითხვის პონტში დავსვამ.რას ფიქრობთ მიშას ამ საქციელზე? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რომელი საათია ეხლა მანდ? საათი რომ არ გადაწიეთ მერევა დრო.

ხუთს აკლია ოცი

 

17 საათზე, 20 წუთში დაიწყება ონლაინ კონფერენცია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრესკონფერენციის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ, ყველას დაჟინებით გთხოვთ და მოვითხოვ - მიუხედავად თქვენი პოზიციისა კონკრეტული საკითხის მიმართ

 

იყავით კორექტულნი!!!

 

ნულოვანი ტოლერანტობის განწყობაზე ვარ დღეს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობა! :hello:

 

ქალბატონო თეა, ზოგადად თქვენი დამოკიდებულება რელიგიის მიმართ როგორია?

 

და უმთავრესი შეკითხვა: აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას? თუ კი, როგორ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და მადლობას ვუხდი planeta.ge-ს ადმინისტრაციას მოწვევისთვის. შევეცდები შეძლებისდაგვარად ამომწურავად ვუპასუხო თქვენს დასმულ შეკითხვებს. სავარაუდოდ ალბათ შეკითხვები ბევრი იქნება. თუ აქ ვერ ჩევძლებ ყველა თქვენს კითხვას სრულყოფილად ვუპასუხო, შემიძლია შემოგთავაზოთ facebook-ის ჩემს გვერდზე დამატება და თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემა. Facebook-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ Tea TuTberidze.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რა არის თქვენი აზრით დემოკრატია?

 

წუხელ კითხვებს როდესაც გადავხედე, სიმართლე გითხრათ გამეცინა ზოგიერთ მათგანზე. მაგრამ მაინც შევეცდები სერიოზული პასუხები გავცე, რამდენად გამომივა ვნახოთ :-).

 

თუ სიტყვა ”დემოკრატიის” განმარტება გნებავთ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა და შედგება ორი ნაწილისგან: დემოს (ხალხი) და კრატია (ძალაუფლება, ხელისუფლება). ანუ დემოკრატია ნიშნავს ხალხის ძალაუფლებას. ხალხი არჩევნების გზით თავის ძალაუფლებას გადასცემს მის მიერ არჩეულ ადამიანებს. თუმცა მიმაჩნია, რომ ხალხი არა მხოლოდ უნდა გადასცემდეს ძალაუფლებას, არამედ უნდა აკონტროლებდეს მის მიერ არჩეულ ხელისუფალთ. საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას დაიცვას დემოკრატიული ფასეულობები, რომელიც კანონის წინაშე ყველას თანასწორობას გულისხმობს. ჩვენთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, კონკრეტულად ვისი უფლება ირღვევა, რადგან ერთი ადამიანის დაკარგული უფლება, ეს პოტენციურად ყველასათვის დაკარგული უფლებაა. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს დემოკრატიის არასწორი და თავისებური გაგება აქვს. მოსახლეობაში, მათ შორის ახალგაზრდებში აშკარად შეიმჩნევა დემოკრატიის შესახებ ცოდნის სიმწირე. დემოკრატიას აიგივებენ ან კანონის უზენაესთობასთან ან აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან ან მოქმედების სრულ თავისუფლებასთან. მეორე მხრივ, ზოგიერთი დემოკრატიას უკავშირებს ხელისუფლების ნებას ,,მიანიჭოს“ ხალხს თავისუფალებები, მაშინ როდესაც ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ადამიანისაგან განუყოფელი და მისი თანდაყოლილი უფლებებია. თავის მხრივ ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხალხის უშუალო მონაწილეობის სამართლებრივი გზებზე.

დასავლური დემოკრატიის ძირითადი პრინციპებია, მათი მიმართება ხელისუფლებასთან და პიროვნებასთან, მათი მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში, მათი როლი ეროვნული, რეგიონული თუ გლობალური კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება უნდა ესწრაფვოდეს დაამკვიდროს სამოქალაქო თავისუფლების, აქტიური მოქალაქეობის, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და თავისუფალი ბაზრის ფასეულობები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, კანონებსა და საჯარო დაწესებულებებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dachi2006

რატომ ავრცელებენ ასეთ რამეებს? თუ მართალია?

http://boqlomi.blogspot.com/2009/11/blog-post_9119.html

 

 

რატომ ავრცელებენ ნამდვილად ვერ გეტყვით :). მხოლოდ ის შემიძლია გიპასუხოთ რომ არ არის მართალი :). შეუძლებელია დღეს ჩვენი კანონმდებლობით იმ ტიპის ვიდეო რგოლების დამზადებითვის და გავრცელებისთვის ვინმეს დაკავება, რაც მე ჩმეს გვერდზე განვათავსე :).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Tea_Tutberidze

საქართველოში არის დემოკრატია?

ამ სიტყვის პირდაპირი გეგებით, ანუ არის საქართველოში ხალხის მმართველობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...