Jump to content
Planeta.Ge

თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე


Recommended Posts

წავშალო მეთქი მაგრამ.........სიტყვის თავისუფლებაა და :)

მართალი ბრძანდებით... შეურაცხყოფები წაიშალოს და თეა თუთბერიძე ღმერთი არ არის რომ მის მიმართ ირონიული, თუნდაც ცინიკური გამონათქვამების დაფიქსირების უფლება არ გვქონდეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 532
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ბანი თემის მიზანმიმართული გაოფება ..

 

5 დღე დაისვენებ .,. ძალები აღიდგინე

Edited by J&B
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

ბოლოს და ბოლოს, საქართველოს კიდევ ერთხელ ხომ უნდა ეღირსოს თამარ მეფის მსგავსი ლამაზი და ბრძენი მმართველი ქალბატონი.

თქვენი დიდი იმედი გვაქვს.

 

კარგად ხუმრობა გცოდნიათ :D :D :D :D :D :D :D ვაფასებ იუმორის ნიჭს :D :D :D :D :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გავიმეორებ..

 

თეა უბრალოდ რისპექთ თამამი პოზიციისთვის..

 

ჩემთვის სამწუხაროდ საპატრიარქო ასოცირდება მეუფე დიმიტრი შიოლაშვილთან, რომელმაც აჭარის რევოლუციის დროს ანაფორა აიკაპიწა.. და ისე გადაიარა ჩოლოქის მდინარე.. ხოლო მრევლი შეატოვა ასლან აბაშიძეს...

 

კითხვას არც შეეხება რისი შეცვლის იმედი გაქვს ხვდები.. მაგრამ საპატრიარქოში სიტუაცის გამოსწორების კონკრეტულ რა გზას ხედავ?? პოლიტიკურ ნებას ხელისუფლებაში რაიმეს შეცვლის ან თუნდაც საპატრიარქოს შიგნით მე პირადად ვერ ვამჩნევ .. ხოლო საზოგადოებრივი აზრი არა მგონია შეიცვალოს რაშიც ყველანი ჩვენდა სამწუხაროდ ანაფორიანი ყაჩაღის კირილეს ვიზიტის დროსაც დავრწმუნდებით , როდესაც ვნახავთ გადავსებულ სამების მონასტერს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FrankEinstein

ამხანაგო თუთბერიძე, რას აპირებთ როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება?

 

ამხანაგო Frankens†ein, რას უნდა ვაპირებდე? :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

 

FrankEinstein

როგორ გესახებათ თქვენი მომავალი ოპოზიციის ხელიდუფლებაში მოსვლის შემთხვევაში?

 

აი მაგ არ მესახება რეალურად :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიჭო, რტა ვერ გავიგე... თჲთბერიძე თავისი მრევლით მოვიდა?

:D

 

რა კითხვებიც აწყობს იმას უსვამენ და რაც არ აწყობს, არ პასუხობს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Tea_Tutberidze

მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ძალიან ბევრი მოქალაქე უკავშირდებოდა აგვისტოს ომის წინ (წინა ორი დღის განმავლობაში). მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, თუ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა რუსი “მშვიდობისმყოფელების” და ე.წ. ერთმორწმუნეების ნასროლმა ტყვიებმა

რამდენი??? ხომ ვერ დააკონკრეტებდით? მიახლოებით მაინც?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

maliari

მე როგორც ვიცი ამ ფორუმთან კოლეგიალობაზე თუ რაღაც ეგეთი დაგავორი გაქვთ

http://politforumi.com/index.php?showtopic=8596

ეს ადმინისტრაციის ბოლო პოსტი და თემის დახურვა ნახეთ რა. მას მერე რაც აქ ვიღაც რინოკზე თემაც იყო და ვიღაც ქალზეც ( 2 ცალიც კი გაუხსნენ) ამიხსენით რა გვაკავშირებს ამათთან? საერთო რა გვაქვს?

 

იმედია ეს კითხვა ჩემთან არ არის. პირველად გავიგე ამ ფორუმის არსებობის შესახებ. სამწუხაროდ ქართული ფორუმებით არ ვსარგებლობ და დღეს პირველად დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე ონლაინ კონფერენციის გამო.

 

chegesto

მოგესალმებით პირველ რიგში

 

1.ქ-ნ თეა , დასაჭერია თუ არა პატრიარქი თავისი აგენტურული საქმიანობისთვის საქართველოში ? თქვენივე სიტყვებით იგი უკვე მერამდენე ათეული წელია სუკის აგენტია, საკმაოდ მოქნილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი.

 

ამ კითხვაზე პასუხს ცოტა შორინად დავიწყებ :D. რუსეთის ინტერესი წლების განმავლობაში არსებობდა საქართველოს მიმართ. ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ რუსეთს საქართველოს ყველა ხელისუფალთან ჰქონდა კონფლიქტი და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან. რუსეთს პრობლემები ჰქონდა ზვიად გამსახურდიასთანაც და ყველამ იცის, რომ გამსახურდიას რეჟიმი დაემხო სწორედ რუსეთის მიერ ქართველების ხელით. რუსეთს პრობლემები ჰქონდა თუნდაც მისივე დასმულ კაცთან - შევარდნაძესთან. სწორედ შევარდნაძის დროს დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ბუნებრივია, არ გამოსდის ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მისი კაცი არ არის. აქედან გამომდინარე პრობლემა ის კი არაა, რომ პუტინს და მედვედევს სააკაშვილი არ მოწონთ, მათი პრობლემაა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, პროდასავლური ორიენტაცია და ნატოსკენ სწრაფვაა. რუსეთი ყოველთვის ეცდება გავლენის შენარჩუნებას საქართველოში, მას ეს მცდელობები უკვე ჰქონდა, ეს იყო 2007 წლის ნოემბერში, როცა აქციები მიმდინარეობდა პარლამენტის წინ. მაშინ რუსეთისაგან იყო მცდელობა ეს გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ. სხვათაშორის ამ აქციებზე იყვნენ იგივე სახეები და იყო იგივე მოწოდებები, რაც 90-იან წლებში. სწორედ იგივე ხელწერა, იგივე სიტყვები (აქ რა თქმა უნდა იმ აქციაზე გამოსულ ჩვეულებრივ აქციის მონაწილეები არ იგულისხმება. მათ თავიანთი პრობლემები აწუხებდათ და გააჩნდათ პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ). რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა შეძლოს და ის ყველა გზას იყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსაშლელად. მან შეიძლება გამოიყენოს ოპოზიცია, შეიძლება ზოგიერთი ადამიანი ხელისუფლებაშიც კი და ასეთ ხალხს ის მოძებნის ეკლესიაშიც. თუ ვინმეს იმის თქმა სურს, რომ ყველა სასულიერო პირი, ვინც დღეს ეკლესიაშია, ძალიან ღირსეულია და რუსეთი მათში დასაყრდენი არ ყავს ან ვერ მოძებნის, ძალიან შემცდარა. მათ შეუძლიათ ამის სჯეროდეთ და სწამდეთ, ნეტარ არიან მორწმუნენი. მაგრამ მე ამის არ მჯერა, მითუმეტეს მაშინ, როცა არსებობს ისტორიული რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით. ეკლესიას გამოვლილი აქვს საბჭოთა პერიოდი, როდესაც რუსეთის КГБ-ს წარმომადგენლების მიერ ხდებოდა არა მხოლოდ საერო თანამდებობის პირების შერჩევა და დანიშვნა, არამედ სასულიერო პირებისაც ეკლესიებში ამა თუ იმ იერარქიაზე. ეს ზოგადად ცნობილი ფაქტია და ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში ასე იყო. ეს ადამიანები ისევ არიან ეკლესიაში. დღეს ჩვენ საპატრიარქოს რომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთის საპატრიარქოსთან ესეც ყველასთვის ცნობილია ფაქტია და თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ისეთ მგრძნობიარე ინსტიტუტს საკუთარი ინტერესებისთვის, როგორიც არის საპატრიარქო და ქართული ეკლესია, ძალიან შემცდარა. რუსეთმა იცის, რომ პატრიარქის სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან მგრძნობიარეა საზოგადოება მის მიმართ. მე სწორედ ეს საფრთხე დავინახე პატრიარქის იმ განცხადებაში, რომელიც მან პედაგპოგებთან შეხვედრისას გააკეთა. ვფიქრობ, რუსეთმა შესაძლოა გათვლები ამჯერად ეკლესიაზე გააკეთოს, რადგან ოპოზიციამ ვერ შეძლო იმ მიზნის მიღწევა, რაც მას სურდა და სამწუხაროდ ეს შეიძლება ეკლესიის გამოყენებით გამოვიდეს, რადგან ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა საბჭოთა იდეოლოგიის მარწუხებისგან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Tea_Tutberidze

ხო კიდე... იმ ცნობილი ვიდეოების გამოქვეყნების მიზანი ხომ ხალხის გაღიზიანება იყო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chegesto

2.კონკრეტული ბრალდება თუ გაქვთ მის წინააღმდეგ? თუ გაქვთ რატომ არ იჭერენ მას?

 

მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსია დავიყვანოთ სწორედ ასეთ პრობლემებზე და არა იმ რაღაც იაფფასიან ვიდეორგოლებზე, როგორც ამას ხელისუფლება და საპატრიარქო დღეს ცდილობენ. დისკუსიები უნდა წარიმართოს იმ პრობლემებზე, რაც რეალურად არსებობს ქართულ ეკლესიაში. ასეთი პრობლემა ძალიან ბევრია. მიმაჩნია, რომ მათ სჭირდება მოგვარება არა ტკივილგამაყუჩებლებით, როგორც ამას ხელისუფლება აკეთებს, არამედ ქირურგიული ჩარევით. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რუსეთის აგენტი იქნება ოპოზიციაში, იქნება ხელისუფლებაში, თუ იქნება ეკლესიაში, აგენტი იქნება სასულიერო პირი თუ საერო, პასუხი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის უნდა აგოს ყველამ. თუ რატომ ვერ აკეთებს დღეს ამას ხელისუფლება ეს კიდევ სხვა თემაა და სხვა პრობლემების გამოა ჩემი აზრით. დღეს სამწუხაროდ საზოგადოებრივი თვითშეგნება ძალიან დაბალია, დაბალია განათლების დონე, გვიჭირს ანალიზის გაკეთება და ა.შ. ამიტომ უმეტეს შემთხვევებში მოვლენების არაატეკვატური შეფასება ხდება საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან და აბსოლუტურად არასწორი აღქმა. ჩემი აზრით სწორედ ამის გამო ვერ ახერხებს ხელისუფლება ამ პრობლემების მოგვარებას არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ პოლიტიკურ სპექტრშიდაც. ეს ალბათ ბუნებრივიცაა რაღაც კუთხით, რადგან ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა საბჭოთა იდეოლოგიის მარწუხებიდან. მარტო ყოფილი კომუნისტებით დაკომპლექტებული “ჩოხოსანთა დასი” რად ღირს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chegesto

პატრიარქი უნდა გადადგეს? © Leo_NafTa

 

კითხვის ნიშნით დასვა? მე ვიცოდი რომ ძახილის ნიშნით უნდა დაესვა :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D , რაღაც არა მგონია კითხვის ნიშანი ყოფილიყო მანდ დასმული :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Tea_Tutberidze

მარტო ყოფილი კომუნისტებით დაკომპლექტებული “ჩოხოსანთა დასი” რად ღირს!

ჰა ეხლა, ხელი აიღე ჩოხიდან :D

 

 

პ.ს. თეა, შენი მშობლები კომუნისტები არ იყვნენ? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერი იმის შემდეგ რაც მოხდა, როგორ წარმოგიდგენიატ თქვენი არსებობა საქართველოში, ანუ შეძლებთ თუ არა როდისმე თავისუფლად გავლას ქუჩაში?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...