Jump to content
Planeta.Ge

kavkazski_lev

პლანეტელი
  • პოსტები

    2
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

kavkazski_lev'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. პირველ რიგში მოგასელმებით ბატონო თემურ და თქვენთან მაქვს შემდეგი შეკითხვები 1) აგვისტოს ომის შემდგომ აშკარად იგრძნობა ჩვენი მთავრობის მხრიდან ჩრდილო კავკასიის საკითხებით დაინტერესება. ამაზე მეტყველებს თუნდაც კავკასიური არხის გახსნა. ჩემი შეკითხვა შემდეგია. უახლოეს მომავალში რა ღონისძიებები იგეგმება ჩრდილო კავკასიასთან დაკავშირებით და როგორ გესახებათ საქართველოსა და ჩრდილო კავკასიელი ხალხების სამომავლო ურთიერთობები? სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ოჰაიოს შტატზე უფრო მეტი იცისმ ვიდრე თუნდაც წახურებზე ან დიდოელებზე, რომელნიც ჩვენი უახლოესი მეზობლები არიან. 2) სამწუხაროდ ცნობილ მიზეზთა გამო, ჩვენ არ შეგვიძლია აფხაზ ერთან სახალხო დიალოგის წარმართვა. თუმცა რატომღაც ჩვენ გვავიწყდება, რომ არსებობენ თურქეთში მცხოვრები აფხაზები, რომელნიც ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოში ცხოვრობენ, და აფხაზეტში მცხოვრებ აფხაზთაგან განსხვავებით ჟირინოვსკისა და დუგინის იდეოლოგიით არ არიან მოწამლულნი. თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ამ ხალხთან ურთიერთობა და სხვადასხვა ერთობლივი კულტურული პროექტების გამართვა? 3) თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვთ ხვალინდელ საქართველოში იმ სტუდენტებს, რომელნიც აფხაზ-ოსების და ჩვენი მეზობლების ენას, კულტურას, ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობას აქტიურად შეისწავლიან? თსუ-ში მაგალითად არიან სტუდენტები (მათ შორის მეც) ვინც შეისწავლიან სომხურ, თურქულ, აფხაზურ, ოსურ, ჩეჩნურ, ჩერქეზულ...ენებს და არა მარტო ენებს. 4) ქალბატონ მექა ხანგოშვილს ჩემგან დიდი დიდი მოკითხვა!
  2. მოგესალმებით ქალბატონო თეა! მე მაქვს თქვენდამი შემდეგი შეკითხვები 1) თავისთავად ის ფაქტი, რომ თქვენ ღიად საუბრობთ ეკლესიაში არსებულ დარღვევებზე, მისასალმებელია, თუმცა ხომ არ იქნება უკეთესი, რომ თქვენ კონკრეტული ფაქტები წარგედგინათ ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე უხამსი ვიდეორგოლები? 2) რაში გამოსავალს ხედავთ არსებული სიტუაციიდან (მხედველობაში მაქვს ეკლესიაში ჩანერგილი ფსბ–შნიკები, რომელნიც სახელს უტეხავენ მთელს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას)?
×
×
  • შექმენი...