Siknadmo Posted October 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 არის თუ არა იმედი საქ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted October 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2009 ბატონო ირაკლი,მე ძალიან მხვდება გულზე საქართველოს ამჟამინდელი ხელუსუფლების და მისი დამქაშების მხრიდან ყველაფრის ქართულის უგულებელყოფა. ანგარიშის არ გაწევა ადამიანების მიმართ, მათი ზედმეტად გულუბრყვილოდ მოაზრება, შეურაცხყოფა, ქედმაღლობა, რომ თითქოს ქართველი ერი ჩამორჩენილი და ბნელია და ამიტომ გვიჭირს მათი იდეების დაწევა და ა.შ. თქვენ როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ ადამიანურ რესურსს. სწორად დაგეგმილი შიდა პოლიტიკის ვითარებაში სხვა რომელიმე ერზე უარესი ვიქნებით? 2) როდესაც თქვენ აფხაზებთან მოლაპარაკება შეძელით, მე დავინახე თქვენში ჭეშმარიტად ქართული სული, ჭირნახული ადამიანის, რომელსაც ზოგადად ესმის ტკივილის არსი და პატიება შეუძლია საკუთარი ტკივილიდან გამომდინარე. აფხაზების მხრიდანაც თუ იგრძენით იგივე, მათშიც თუა შემორჩენილი ასეთი სულიერი სიძლიერე? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 http://gdb.rferl.org/1FED7352-A11B-437A-9D86-19B1AA647AAF_mw800_mh600.jpg ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
leonardo Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 მეტი აქტიურობა ბატონო ირაკლი. მხარს გიჭერთ ,მაგრამ პოლიტიკას ესაჭიროება მეტი მუშაობა. წარმატებები. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 (edited) ირაკლი ალასანია: "მე წავალ მის წინააღმდეგ, ვინც რევოლუციის გზით წავა!" წავიკითხე თქვენი ინტერვიუ და თითქმის ყველაფერში გეთანხმებით, მაგრამ საქართველოში ამის განხორცელება დღეს შეუძლებლად მიმაჩნია. თქვენ ამბობთ,რომ ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ დათმობებზე რომ წავიდესო,მაგრამ არ მიდის და სხვა რა გზა რჩება მის დასამარცხებლად? Edited October 26, 2009 by lasha1997 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
jood Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 ბატონო ირაკლი რატომ გადარებენ სააკაშვილს? :| ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted October 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2009 გადასარევი კითხვა დასვა გოგონამ მართლაც რატომ გადარებენ სააკაშვილს? დისკრედიტაციის ერთი შეხედვით არათვალშიმოსახვედრი, ერთი სეხდვით უწყინარ ბრალდებაზე გათვლაა? ვისგან ნეტავ? თავად სააკაშვილს ნუთუ მასთან მსგავსება თავადვე ტრაგედიად წარმოუდგენია? თუ ოპოზიციის რიგებში არიან მტრები? 2) თუკი არჩევნები მეტნაკლებად ობიექტურად ჩატარდება, მე მჯერა, თქვენ გაიმარჯვებთ. მაგრამ როგორ ფიქრობთ, მანდ გათავდება ბრძოლა, ნორმალური, დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად, სადაც გადანაწილებულია ძალაუფლება ჯანსაღად? ხომ არ მოხდება ისე, რომ საგრძნობლად ნაკლებ ბიუჯეტს გამოგიყოფენ, ხელს შეგიშლიან საქმის კეთებაში, ლაპარაკი არაა იმაზე, რომ თქვენი გაკეთებული საქმე არ გაშუქდება და გაპიარდება მსგავსად უგულავას შესრულებული თუნდაც ყველა უმნიშვნელო საქმისა. რა უნდა დაუპირისპიროთ, რომ ეს არ მოხდეს? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 (edited) ბატ.ირაკლი,რას ფიქრობთ ტალიავანის დასკვნაზე? ანუ საქართველო წამოეგო პროვოკაციაზე და მან დაიწყო საბრძოლო ოპერაციები? აქედან გამომდინარე მეორე კითხა. როგორ წარმოგიდგენიათ დასავლეთთან ურთიერთობა მას შემდეგ,როცა ყველა დიდი გამოცემის პირველ გვერდებზე ეს ინფორმაცია იყო დადებული„საქართველომ ომი დაიწყო“? სწორად მიგაჩნიათ ჩვენი ჯარის უკან დახევა და აუარებელი სამხედრო ტექნიკის რუსებზე შეტოვება? რას ფიქრობთ საქართველოს მოსახლეობის დაუცველად დატოვებაზე უკან დახევის დროს? რას ფიქრობთ ნატოში გაწევრიანობის პერსპექტივებზე? წინასწარ გმადლობთ პასუხებისთვის. Edited October 27, 2009 by lasha1997 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 შეგიძლიათ მოგვცეთ სიტყვა რომ ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და ამ თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების განხილვაც კი არ მოხდება , იმ შემთხვევაშიც კი ყველა ცივილიზებულმა და დემოკრატიულმა სახელმწიფომ და ყველა საერთაშორისო პოლიტიკურმა ორგანიზაციამ რომ მოითხოვოს თქვენი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობა ?შეგიძლიათ მოგვცეთ სიტყვა რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ განიხილება თქვენი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ფედერალური ან კონფედერაციული მოწყობის ვარიანტი ? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
keretiko Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 ბატონო ირაკლი, თქვენს პოზიციას რევოლუციის მიუღებლობასთან დაკავშირებოით აბსოლუტრად ვეთანხმები,რევოლუციით მოსული ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლების ანალოგი იქნება,ახალი ხელისუფლება კი არა ანალოგი არამდე უკეთესი უნდა იყოს.ვფიქრობ, რომ თქვენ შეძლებთ გაწონასწორებული პოლიტიკით ხალხის გულის მოგებას.როდესაც ხალხს ვეკითხები მათი პოლიტიკური სიმპატიების შესახებ,მისახელებენ უფრო ქარიზმატულ და ემოციურ ,გაუწონსაწორებლ პოლიტიკოსებს ,მე ვთვლი რომ თქვენ საზოგადოების უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებთ.. რაც შეეხება კითხვბს...ბატონო ირაკლი,რას ფიქრობთ საქართველშო ნატოში გაწევრიანების პრესპექტივაზე,ბაჩო ახალაიას დანიშვინისა და მედიაში გავრცელეებული ინფორმციის შემდეგ,საქართევლოს გაწევრიანებას ნატოში MAP-ის გარეშე?ბატონო ირაკლი მე რომ პოლიტიკოსი ვიყო ვერასოდეს დავდგებოდი მხარს ნინო ბურჯანაძის გვერდით, ჩემივე ქვეყნის ინტრესებიდან გამომდინარე,რას ფიქრობთ თქვენ ბურჯანაძესთან მომავალ თანამშრომლობაზე?გისურვებთ წარმატებებს,ღმერთი გფარავდეთ!!!!!!! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted October 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 ძალიან გთხოვთ ჩვეული დიპლომატიურობით არ აარიდოთ თავი ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას და გამცეთ კონკრეტული პასუხი ზემოთ დასმულ ორ შეკითხვაზე . აუცილებლად ჩემს ყველა ნაცნობს შევატყობინებ თქვენს პასუხს ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 (edited) ხვალ 14:30 საათზე ირაკლი ალასანია იქნება ჩვენი სტუმარი დავხვდეთ როგორც ჩვენ გვეკადრება! Edited October 28, 2009 by newstudio ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
OldUncle Posted October 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 (edited) გამარჯობა ბატონო ირაკლი, -------რა აზრის ბრძანდებით წითელი ბოლშევიკების მიერ შემოღებულ და საქართველოს ამჟამინდელი მმართველი რეჟიმის მიერ საეჭვოდ აღდგენილი ტერმინის - "სამხრეთ ოსეთის" თაობაზე? მიგაჩნიათ თუ არა მართებულად, საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ერქვას "სამხრეთ ოსეთი" და ამასთან ერთად ვაცხადებდეთ, რომ ეს ტერიტორია საქართველოს განუყოფელი ნაწილია? რატომ არ ხდება საერთაშორისო საზოგადოებისადმი განმარტება, რომ ე.წ. "სამხრეთ ოსეთი" არის ხელოვნურად შექმნილი და რუსეთის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის ერთერთი შედეგი? თვლით თუ არა რომ დამოუკიდებელმა საქართველომ არ უნდა დაუშვას მის ტერიტორიაზე ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" მსგავსი ავთვისებიანი წარმონაქმნების დაკანონება? წინასწარ გმადლობთ. Edited October 28, 2009 by OldUncle ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted October 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 გამარჯობა ბატონო ირაკლი, მაინტერესებს გაქვთ თუ არა გეგმა,მოხდეს აზერბაიჯანანელებისა და სომხების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში და როგორ გესახებათ ეს საკმაოდ ძნელი და ამავდროულად სასიცოცხლო საკითხი ქართულ სახელმწიფოსათვის.შეიძლება თუ არა დაიძაბოს სიტუაცია ჯავახეთსა და ქვემო ქართლში,როგორც ვიცით საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან ჯერ კიდევ აქვს ''სადაო ტერიტორიები'' და საზღვრები აქამდე არ არის დემარკირებული. კეთილი სურვილებით Sakartwelo გერმანიიდან :rolleyes: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted October 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 ბატონო ირაკლი თვლით თუ არა, რომ გამსახურდიას მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება საბედისწერო შეცდომა იყო, რამაც სათავე დაუდო საქართველოს დაშლა-დაქუცმაცებას? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts