Jump to content
Planeta.Ge

irakli alasania

პლანეტელი
  • პოსტები

    21
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

irakli alasania'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. jujuna შეკითხვების სიმრავლის გამო ვერ ვახერხებ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას. საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების მზადებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მიზნად ისახავს სახელმწიფო საფინანსო და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებით ოპოზიციის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას. ჩვენი რესურსი არის სიმართლე და პრობლემების მოგვარების არა ზედაპირული დაპირება, არამედ კონკრეტული გეგმა. დიდი მადლობა ყველას და გპირდებით ამ ფორმით გავაგრძელებ საზოგადოებასთან ურთიერთობას.
  2. Ganeli სახელმწოფოს და ეკლესიის ურთიერთობა საკონსტიტუციო შეთანხმებით რეგულირდება. საერო ხელისუფლებას არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმიანობაში და ასევე ეკლესია უნდა დავიცვათ პოლიტიზაციისგან. ამასთანავე ვთვლი, რომ წარმატებული ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქმება თუ საერო და საეკლესიო ხელისუფლება ჰარმონიულად ითანამშრომლებს ქვეყნის განვითარებისთვის.
  3. Jonathan Livingston Jonathan Livingston გვაქვს შემუშავებული ხედვა, რომელსაც უკვე ვაცნობთ სამედიცინო სფეროს ცარმომადგენლებს. საზოვგადოებისთვის და მედიისთვის ვამზადებთ სპეციალურ ბრიფინგს. ჩვენი ხედვა ძირითადად ემყარება უფრო ბრიტანულ სისტემას, როდესაც სახელმწიფო უზრუნველყოფს საბაზისო ჯანდაცვის პაკეტს ყველა მოქალაქისთვის. სახელმწოფო დაზღვევის სისტემა მიმაჩნია აუცილებლად, ისე რომ სტიმულირება გაუკეთო და კონკურენტული გარემო შეუქმნა კერძო სადაზღვევო სისტემებს. J&B სისტემატიურად
  4. J&B შევეცდები ამ ლინკზე არსებული კითხვების ნაწილს მაინც ვუპასუხო დროის სიმცირის გამო
  5. lasha1997 გეთანხმებით. ეს დიდი პრობლემაა. საჭიროა ფიქრი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებეაზე, თუნდაც თავდაპირველად მუნიცეპალურ დონეზე, რომელიც დაკავებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახების, დედების და ბავშვების სამედიცინო და სოციალური პრობლემების გადაწყვეტით.
  6. ჭანო პოლიტიკოსების მოვალეობაა საზოგადოებაში სწორი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე ზრუნვა. მთავარ პასუხისმგებლობას მაინც მათ ვაკისრებ. ამგვარი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების ნაწილი უნდა იყოს ოპონენტის ქმედებაში დადებითის დანახვა და ღირსეულად დაფასებაც. სააკაშვილის ხელისუფლებამ მრავალი სცორი რეფორმა დაიწყოი და გარკვეული შედეგებიც დადგა, მაგალითად სახელმწიფო კორუფციული პირამიდის მოშლა, გამარტივებული სალიცენზიო გარემო ინვესტიციებისთვის, მაგრამ გაიზარდა ელიტური კორუფცია, მიღებული კანონები პრაქტიკაში არ აისახება.
  7. Sakartwelo ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქეების თანამონაწილეობას ქვეყნის აღმშენებლობაში ხელს შეუწყობს სახელმწიფო ენის შესწავლაში სახელმწოფოს მიზანმიმართული პოლიტიკა.
  8. keretiko keretiko ნატოში გაცევრიანების ახლო პერსპექტივა არ არსებობს, ჩვენ ნატო-საქართველოს კომისიის პროიცესში მონაწილეობა სასარგებლოა თავდაცვის და უსაფთხოების სტრუქტურების ინსტიტუციურ რეფორმირებაში და ჩვენი შეიარაღებული ძალების დასავლეთის პარტნიორებთან თავსებადობის მიღწევაში. ეს პროცესი გრძელვადიანია. ჩვენ ვსაუბრობთ მრავალ პოლიტიკურ ძალასთან მათ შორის ქ-ნ ბურჯანაძესთანაც.
  9. shamili დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას საერთაშორისო არენაზე. კიდევ გავიმეორებ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის აფხაზებთან და ოსებთან ადამიანური ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ ამ ნდობაზე აგებული პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყება.
  10. murTazi პოლიტიკური ბრძოლა რათქმაუნდა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ არ მთავრდება. თბილისის მერია და საკრებულო ეს ის ინსტრუმენტებია პოლიტიკური ძალის ხელში ,რომელიც საშუალება მოგვცემს ფინანსური რესურსების სწორი , მიზნობრივი ხარჯვის პირობებში დედაქალაქის მოსახლეობის ყველაზე აქტუალური პრობლემები გადავჭრათ. ამასთანავე მერიასა და საკრებულოს შორის ინსტიტუციონალურად გამართული, დაბალანესებული ურთიერთობები იქნება მაგალითი ,თუ როგორი უნდა იყოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის კომპეტენციის დანაწილება. თუკი ცენტრალური ხელისუფლება ხელოვნურად შეეცდება შეზღუდოს მერიის დაფინანსება ,ეს უყურადღებოდ არ დარჩება დედაქალაქის მოსახლეობისათვის და პოლიტიკურად ძვირად დაუჯდება.
  11. murTazi დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ერს დიდი ადამიანური რესურსი გააჩნია, უბრალოდ საჭიროა სწორი ორგანიზება და სახელმწიფოს გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავება. ხელისუფლების მოვალეობაა ამ ადამიანებს გაუჩნდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა.
  12. Jonathan Livingston lasha1997 შხარა საქართველოში კონფლიქტების დარეგულირება ობიექტურად ხანგრძლივი პროცესი იქნება, და მე ვთვლი რომ საზოგადოებას ამაზე პირდაპირ და დაუფარავად უნდა ვუთხრათ. აგვისტოს ომამდეც ამ პოზიციაზე ვიყავი. აფხაზებთან მოლაპარაკების დროს დავინახე ქართველებს და აფხაზებს შერიგების პროცესის დაწყების რეალური შანსი. ეს შანსი დღესაც არსებობს, პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ აფხაზები და ოსები რომ ქართული მხარე ამ პრობლემის მოგვარებას იარაღით არ აპირებს და მთავარ აქცენტს გააკეთებს ხალხებს შორის ურთიერობისა და ნდობის აღდგენაზე.ამასთანავე თვითონ ჩვენ უნდა გავხდეთ მიმზიდველი დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, რომელიც მტკიცედ მიდის საერთო ევროპულ სახლში ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ აფხაზებიც და ოსებიც ქართველებთან ერთად ევროპაში ინტეგრაციას დაუჭერენ მხარს, ვიდრე რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ ცხოვრებას.
  13. prologic ჩვენი პარტია ემხრობა საქრთველოში საპრეზიდენტო მმართველობის მოდელს, ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით, გარანტირებული დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რეგიონებისთვის ფართო თვითმართველობით.
  14. newstudio ეს საკონსტიტუციო უფლებამოსილება პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს, მაგრამ მხოლოდ ამნისტია პრობლემის მთავარ მიზეზს ვერ გაუმკლავდება, აუცილებელია სერიოზულად ვიფიქროთ ბოლო წლების განმავლობაში მიღებულ კანონებზე, სასჯელი უნდა იყოს დანაშაშაულის ადეკვატური და არ უნდა ისახავდეს მიზნად მსჯავრდებულის ბოლომდე განადგურებას. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვიდგეს რწმენა დამოუკიდებელი სასამართლოს მიმართ. ეს იქნება მომავალში პრეზიდენტის ერთერთი მთავარი ამოცანა!
  15. Lo Janko არათუ ვაპირებთ ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობა იქნება! სწორედ ესეთი შემთხვევები, რომელთა გამოძიება არ მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით , აჩენს საზოგადოების უნდობლობას, არა მხოლოდ მთავრობის კონკრეტული წარმომადგენლის მიმართ არამედ მთლიანად სისტემის მიმართ.
×
×
  • შექმენი...