შეკითხვა მოდერატორ სატურნს: ცოტა ხნის წინ დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე იმისათვის რომ დამესვა შეკითხვა ირაკლი ალასანიასთვის. მოგვიანებით ისევ შემოვიხედე და აღმოვაჩინე რომ ჩემი პოსტი ნაწილობრივ წაშლილი იყო და მიწერილი ჰქონდა აბსურდული გაფრთხილება თუ რაც ჰქვია ესეც სატურნის მიერ გამოქვეყნებული წესები: საკითხში მეტი სიცხადისათვის დავამატებ, რომ ჩემი ერთადერთი პოსტის პირველ კითხვაში (რომელიც სრულად წაიშალა) ნაცმოძრაობა მოხსენიებული იყო, როგორც ნაციონალ-ბოლშევიკები. ის პოსტი ჩავასწორე და კითხვა თავიდან დავწერე ვინაიდან მართლა მაინტერესებს ალასანიას პასუხი მაგ თემაზე. მაგრამ ახლა მაინტერესებს თუ აქვს საერთოდ აზრი ამ ფორუმზე შემოსვლას და რაიმეს დაპოსტვას. თუ აქ მიღებულია, რომ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით აედიტებენ მოდერატორები პოსტინგებს, მაშინ აქ არაფერი მესაქმება. და თუ ეს ასე არაა მაშინ ამიხსენით ამ წინადადების ადექვატურობა ? ის ავადსახსენებელი პირველი შეკითხვა ასეთი იყო ამ ფორუმის რომელ წესს არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის ზემოთმოყვანილი წინადადება? ნუთუ ამასთან? სატურნ თქვენ ფიქრობთ რომ ნაციონალ-ბოლშევიკი "უცენზურო ლექსიკიდანაა"?