Jump to content
Planeta.Ge

OldUncle

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

OldUncle'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. newstudio choxa გმადლობთ ყურადღებისათვის. მოდერ-ომბუდსმენის პასუხი ამ დილასვე ვნახე, თუმცა არც მიფიქრია, მის მიერ მოცემული უფლებით მესარგებლა და კიდევ ერთხელ ჩამესწორებინა პოსტი. ასეთ რაღაცას ალბათ 22-23 წლის წინ გავაკეთებდი... უფრო სატურნის პასუხი მაინტერესებდა, ვინაიდან კითხვა მის მიმართ იყო დასმული... თუმცა ეს კითხვა მისი მაღალი ყურადღების მიღმა დარჩა სამწუხაროდ.
  2. შეკითხვა მოდერატორ სატურნს: ცოტა ხნის წინ დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე იმისათვის რომ დამესვა შეკითხვა ირაკლი ალასანიასთვის. მოგვიანებით ისევ შემოვიხედე და აღმოვაჩინე რომ ჩემი პოსტი ნაწილობრივ წაშლილი იყო და მიწერილი ჰქონდა აბსურდული გაფრთხილება თუ რაც ჰქვია ესეც სატურნის მიერ გამოქვეყნებული წესები: საკითხში მეტი სიცხადისათვის დავამატებ, რომ ჩემი ერთადერთი პოსტის პირველ კითხვაში (რომელიც სრულად წაიშალა) ნაცმოძრაობა მოხსენიებული იყო, როგორც ნაციონალ-ბოლშევიკები. ის პოსტი ჩავასწორე და კითხვა თავიდან დავწერე ვინაიდან მართლა მაინტერესებს ალასანიას პასუხი მაგ თემაზე. მაგრამ ახლა მაინტერესებს თუ აქვს საერთოდ აზრი ამ ფორუმზე შემოსვლას და რაიმეს დაპოსტვას. თუ აქ მიღებულია, რომ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით აედიტებენ მოდერატორები პოსტინგებს, მაშინ აქ არაფერი მესაქმება. და თუ ეს ასე არაა მაშინ ამიხსენით ამ წინადადების ადექვატურობა ? ის ავადსახსენებელი პირველი შეკითხვა ასეთი იყო ამ ფორუმის რომელ წესს არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის ზემოთმოყვანილი წინადადება? ნუთუ ამასთან? სატურნ თქვენ ფიქრობთ რომ ნაციონალ-ბოლშევიკი "უცენზურო ლექსიკიდანაა"?
  3. გამარჯობა ბატონო ირაკლი, ------- რა აზრის ბრძანდებით წითელი ბოლშევიკების მიერ შემოღებულ და საქართველოს ამჟამინდელი მმართველი რეჟიმის მიერ საეჭვოდ აღდგენილი ტერმინის - "სამხრეთ ოსეთის" თაობაზე? მიგაჩნიათ თუ არა მართებულად, საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ერქვას "სამხრეთ ოსეთი" და ამასთან ერთად ვაცხადებდეთ, რომ ეს ტერიტორია საქართველოს განუყოფელი ნაწილია? რატომ არ ხდება საერთაშორისო საზოგადოებისადმი განმარტება, რომ ე.წ. "სამხრეთ ოსეთი" არის ხელოვნურად შექმნილი და რუსეთის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის ერთერთი შედეგი? თვლით თუ არა რომ დამოუკიდებელმა საქართველომ არ უნდა დაუშვას მის ტერიტორიაზე ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" მსგავსი ავთვისებიანი წარმონაქმნების დაკანონება? წინასწარ გმადლობთ.
×
×
  • შექმენი...