Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები

Recommended Posts

საგარეო უწყება - რუსეთის ქმედებებმა ადამიანებზე ნადირობის ფორმა მიიღო

04 / 02, 2010 10:27

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიერ მალხაზ ახვლედიანის გატაცების თაობაზე განცხადება გაავრცელა.

“2010 წლის 31 იანვარს სოფელ ნიქოზთან ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ქალაქ ჭიათურაში მცხოვრები მალხაზ ახვლედიანი, რომელსაც წაუყენეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება. ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, თუ ისინი შემთხვევით გადაკვეთენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს. მიუხედავად ამისა, ახვლედიანი დღემდე არ გაუთავისუფლებიათ, რაც წარმოადგენს აქამდე მიღწეული შეთანხმებების დარღვევას”,-აცხადებენ საგარეო უწყებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გრძელდება რუსეთის მიერ პროვოცირებული, უკიდურესად სახიფათო ქმედებათა ჯაჭვი, რომლებმაც აშკარად გამოხატული, ადამიანებზე ნადირობის ფორმა მიიღო.

“ამჯერად კრემლი უკვე თავისი მარიონეტების ხელით ახორციელებს მზაკვრულ გეგმებს, რაც მდგომარეობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაციის უკიდურესად დაძაბვის მცდელობაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მკაცრ პროტესტს რუსეთის საოკუპაციო ჯარებისა და მათი მარიონეტების ქმედებათა გამო და მოითხოვს გატაცებულ საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ დაბრუნებას”,- ნათქვმია საგარეო უწყების განცხადებაში.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მოსკოვსა და სოხუმს შორის სკანდალი მწიფდება

04 / 02, 2010 12:29

მოსკოვსა და სოხუმს შორის სკანდალი მწიფდება. ამის შესახებ გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცი" იუწყება.

გაზეთის ინფორმაციით, რუსეთის სგარეო საქმეთა სამინისტრომ სოხუმის რეჟიმს უკვე გაუგზავნა ნოტა, რომელშიც "რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლების მრავალრიცხოვანი დარღვევის გამო სერიოზული შეშფოთება" გამოთქვა. აფხაზი ადვოკატის, თამაზ ქეცბას განცხადებით, მისთვის უძრავი ქონების ჩამორთმევის ასეულობით ფაქტია ცნობილი.

"მხოლოდ მე 30 ამგვარ საქმეს ვაწარმოებ. რუსეთის საელჩოში ციფრი 4000 დამისახელეს, მათგან უძრავი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ სწორედ ამდენი განცხადება დევს", - აღნიშნა ქეცბამ.

როგორც გამოცემა წერს, აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლება აფხაზური კანონმდებლობით მხოლოდ "აფხაზეთის მოქალაქეს" აქვს, რუსეთის მოქალაქეები კი, უძრავი ქონების შესაძენად იძულებულნი არიან, სხვადასხვა საეჭვო სქემებში მიიღონ მონაწილეობა.

"აქ რუსები ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. აფხაზს ადვილად ვერ გაანაწყენებ, საცხოვრებელს ვერ წაართმევ, რადგან მის უკან მრავალრიცხოვანი ნათესაობა დგას. რუსებს კი აქ არავინ იცავს", - განაცხადა ადვოკატმა ქეცბამ.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 04.02.2010

04 / 02, 2010 12:02

• ბადრი ბასიშვილი - “ზონდერბრიგადები თავიანთ რიგებში მოიკითხონ ნინო ბურჯანაძემ, ეკა ბესელიამ, ძიძიგურმა, სანიკიძემ და დანარჩენებმა”

• რატომ აღარ აგზავნის საქართველოს ხელისუფლება დამკვირვებლებს უკრაინაში

• სოსო ცისკარიშვილი - “მივმართავ ოპოზიციას, თავი დავანებოთ იმ თარიღებით ექსპლუატაციას, რომელსაც საკუთარი დატვირთვა აქვს ჩვენს ცნობიერებაში”

ბადრი ბასიშვილი - “ზონდერბრიგადები თავიანთ რიგებში მოიკითხონ ნინო ბურჯანაძემ, ეკა ბესელიამ, ძიძიგურმა, სანიკიძემ და დანარჩენებმა”

“ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ იყო. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ვიმყოფებოდი უკრაინაში დამკვირვებლის სტატუსით და მქონდა საკმაო გამოცდილება. დონეცკში უფლება არ მოგვცეს, რომ ერთ უბანზე გავჩერებულიყავით. ქართველები ამომრჩევლებს ხელს შეუშლიან ბიულეტენების ჩაყრაშიო. მქონდა უფლება, დავკვირვებოდი არჩევნების მიმდინარეობას და, სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვნახე, როგორ ყალბდებოდა არჩევნები რეგიონების პარტიის სასარგებლოდ და როდესაც ასე ხდება, ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება”, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი გაზეთ “ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ზონდერბრიგადები თავიანთ რიგებში მოიკითხონ” / “გუბაზ სანიკიძეს თუ სურვილი ექნება, დამიკავშირდეს და გავცემ პასუხს”.

“ჩვენთან, რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, ქართველებს დიდი გამოცდილება გვაქვს დემოკრატიის საქმეში, არჩევნების ნორმალურად ჩატარებაც კარგად ვიცით და შეგვიძლია, თავისუფლად გავუზიაროთ გამოცდილება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. მქონდა უკრაინის რადას მოწვევა, იქ დამკვირვებლის სტატუსით ვყოფილიყავი, მაგრამ, რატომღაც უკრაინის ცესკომ ჩემი და ჩემი კოლეგების დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა. რა უფლებით უნდა შეგვეშალა არჩევნებისთვის ხელი, როცა არც რამე ბერკეტი გვქონია, არც სურვილი და არც ვინმეს მითითება? იქ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არ მინახავს. დონეცკში არჩევნების მეორე ტურზეც წასვლის დიდი სურვილი მაქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ბასიშვილი.

“სამწუხაროდ, ქართველი ოპოზიციონერები ყველაფერს სათავისოდ იყენებენ. გული მტკივა, რომ ცუდ პერიოდში მომიწია პარლამენტში მუშაობამ, ჩემი ამომრჩევლები დევნილები არიან და რაღაც პრეტენზიები მეც მაქვს ოპოზიციისადმი, თუნდაც ნოღაიდელის და ძიძიგურის მიმართ, რომლებიც გაიძახიან, პუტინთან ურთიერთობა შესაძლებელიაო. მათი სახლებისთვის რუსულ ტანკებს რომ გადაევლო ან გადაეწვათ, როგორ გაიქცეოდნენ პუტინთან შესახვედრად, მაგასაც ვნახავდით! არის გარკვეული ჯგუფი - ეკა ბესელია, ზვიად ძიძიგური, გუბაზ სანიკიძე, მამუკა არეშიძე და სხვები - რომელიც ვიღაცის დაკვეთას ასრულებს. დარწმუნებული ვარ, ქუჩაში რომ შემხვდნენ, ვერც მიცნობენ... ეკა ბესელია, რასაც ქარელი და ოქრუაშვილი ეუბნებოდნენ, იმას ამბობდა. ოპოზიციას დევნილების სათავისოდ გამოყენება სურდა, მათდა სამწუხაროდ, დევნილებმა ჩვენ დაგვიჯერეს და დღეს შედარებით ნორმალურად ცხოვრობენ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ვიღაცისგან ფული ჰქონდათ აღებული და მის მითითებებს ასრულებდნენ, ხელს არ აძლევდათ დევნილების დაკმაყოფილება. მეც ვიყავი ოპოზიციაში და ვიცი, რას ნიშნავს ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თუმცა ამას არ ვაკეთებდი. გუბაზ სანიკიძეს, თუ სურვილი ექნება, დამიკავშირდეს და გავცემ პასუხს. ისე, სიმართლე გითხრათ, არც მაქვს სურვილი, მის გამონათქვამებზე კომენტარი ვაკეთო... ზონდერბრიგადები თავიანთ რიგებში მოიკითხონ ნინო ბურჯანაძემ, ეკა ბესელიამ, ძიძიგურმა, სანიკიძემ და დანარჩენებმა. ჩემ გარშემო არის ხალხი, ვისაც ქვეყანა უყვარს. შეიძლება ნოღაიდელსაც უყვარს თავისებურად სამშობლო, პუტინთან მიდის ხელის ჩამოსართმევად. ამ ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, მე ლიახვის ხეობიდან ბოლოს გამოვედი. ტანკების შემოსვლისას და არც მაშინ, როცა სახლებს ვაშენებდით, იქ არც გუბაზ სანიკიძე მინახავს, არც ძიძიგური, არც ბესელია და ნოღაიდელი”, - დასძენს ბადრი ბასიშვილი.

რატომ აღარ აგზავნის საქართველოს ხელისუფლება დამკვირვებლებს უკრაინაში

როგორც იქნა, ნავსი გატყდა და მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში მიიწვიეს. თანაც რამე არასამთარობო ორგანიზაციამ კი არა, თვით აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ამ ამბავმა ისე გაახარა სიარული მოყვარული სააკაშვილი, რომ უკრაინაში დამკვირვებლების გაგზავნა გადაიფიქრა. არადა, აქამდე მთელი ხელისუფლება იმის მტკიცებაში იყო, რო უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების გაგზავნა აუცილებლობას წარმოადგენდა. გუშინ დილით კი გვაუწყეს, საქართველო უკრაინაში დამკვირვებლებს აღარ გააგზავნისო და არჩევნებში თბილისი ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებსო. არადა, ორი დღის წინ სულ სხვანაირი პოზიცია ეკავათ. ობამას მიწვევამ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ვინ აიძულა სააკაშვილი, დამკვირვებლების გაგზავნაზე უარი ეთქვა / ირაკლი ალასანია გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

“უკრაინული ინტერნეტგამოცემები სააკაშვილის ახალ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ. ადიშლობრივი გამოცემების მტკიცებით, სააკაშვილს უკვე გაგზავნილი ჰყავს ხალხი უკრაინაში. რამდენიმე დღის წინ კი შივი თარგამაძის და იულია ტიმოშენკოს საიდუმლო შეხვედრაზე იყო საუბარი. გავრცელებული ცნობით უკრაინის პრემიერი და ქართველი დეპუტატი ერთმანეთს ვიპ-დარბაზში შეხვდნენ და იმ შეხვედრაზე უკრაინაში ქართველი ზონდერების ჩაყვანის გზებზე იყო საუბარი. ამიტომაც უკრაინულ მედიას არ სჯერა, რომ სააკაშვილმა მართლაც გადაიფიქრა დამკვირვებლების გაგზავნა. სააკაშვილის ბოლომდე არც მშობლიურ ოპოზიციას სჯერა. ჩვენებურების აზრით, სააკაშვილი დამკვირვებლების უკრაინაში ოფიციალურად აღარ გაგზავნის. მათი ვარაუდით, ჯანიანი დამკვირვებლები უკრაინაში სხვადასხვა გზებით მოხვდებიან. უფრო ლმობიერი შეფასება გააკეთა ირაკლი ალასანიამ. მან სააკაშვილს გადაწყვეტილება შეუქო, თბილისის მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით სააკაშვილმა შეცდომა აღიარა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ალასანიას უხარია, სააკაშვილმა შეცდომა რომ აღიარა, მაგრამ მთლად კმაყოფილი მაინც არ არის. სხვა თუ არაფერი, ოპოზიციის ლიდერია და ძალიანაც რომ უნდოდეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვერ იქნება, - ყოველ შემთხვევაში, ამ კმაყოფილებას ხმამაღლა ვერ დააფიქსირებს. ალასანია სააკაშვილის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ არაობიექტურად მიიჩნევს, მისი თქმით, სააკაშვილი არასწორად მოიქცა, როცა უკრაინიდან ყველა ქართველი დამკვირვებელი უკან გამოიხმო. მისი თქმით, არჩევნების პირველ ტურზე იყვნენ დამკვირვებლები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებსაც არავითარი პრობლემა არ შექმნიათ, მათ თავიანთი საქმე მეორე ტურშიც უნდა გააკეთონ და მათთვის აკრძალვა ან მოწოდება, რომ აღარ წავიდნენ, არ იქნება მთლად მართალი. ალასანია ისევე, როგორც სხვა ოპოზიციონერები გამოძიების ჩატარებას ითხოვს - მას ძალიან აინტერესებს გარკვევა, რა მოხდა არჩევნების პირველ ტურში”, - დასძენს გამოცემა.

“მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც უკრაინის არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით აკვირდებიან, საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ლღეისთვის ცნობილი არ არის ქართველ დამკვირვებელთა რაოდენობა, რომლებიც უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით არიან დარეგისტრირებულნი”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით სააკაშვილი დამკვირვებლებს უკან იხმობს.

“გვესმის პრეზიდენტის განცხადება და დიდი სურვილი გვაქვს ანგარიში გავუწიოთ მას, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს იჩენს ერთი მთავარი პრობლემა. ჩვენ ვართ არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის წევრი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ უკრაინაში ჩვენი მისია განვახორციელოთ. იმ შემთხვევაში, თუ დამკვირვებლებს არ გავგზავნით, ამით შეიძლება ჩრდილი მიადგეს საერთაშორისო მისიის განხორციელებას. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, ჩვენ სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებლად ჩატარების პრინციპის ერთგულნი ვრჩებით და დამკვირვებლებს გავგზავნით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე.

“უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, რომელიც კვირას გაიმართება, სიტუაცია უკვე უკიდურესად იძაბება. ტვეყნის სხვადსხვა ოლქში ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანოებმა გუშინ საშანშებო მიმართველი მიიღეს, სადაც მოსალოდნელ არეულობებსა და შესაძლოა სისხლისღრაზეა საუბარი. მათში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნიდან ჩარევის შედეგად ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყება. ზოგიერთი ოლქის დეპუტატთა მიმართვაში დაკონკრეტებულია, რომ ამ უცხოეთიდან ჩარევაში ქართველი დამკვირვებლები და ჟურნალისტები იგულისხმება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უკრაინელი პოლიტიკოსების მოსალოდნელ სისხლისღვრაზე ალაპარაკდნენ.

“მიუხედავად იმის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურდ თქვა უარი უკრაინაში დამკვირვებლების გაგზავნაზე, მეორე ტურის შემდეგ მასობრივი არეულობების ალბათაობა მაინც მაღალია. უკრაინის შსს-ს ცნობით, კიევის მახლობლად შეინიშნება იანუოკვიჩის მომხრე ჯშუფების მობილიზება, რომლებიც ძირითადად სპორტსმენებისა და დაცვის ფირმების თანამშრომლებისგან შედგება. აღსანიშნავია, ტრომ ყველა მიმართვაში ადრესატებს შორის საქართველოს პარლამენტიცაა მოხსენიებული. ამასთან, ყველა შემთხვევაში მიმართვის ინიციატორები ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიის” წარმომადგენლები იყვნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმდენად დიდია კონფრონტაცია და დაპირისპირება მხარეებს შორის, რომ გამორიცხული არაფერია. ამასთან, დიდი საფრთხე ქვეყნის გახლეჩის. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მიმართვებს, ამ შემთხვევაში იანუკოვიჩი წაუგებელ თამაშს თამაშობს - პასუხისმგებლობა იმ მახინჯი ფორმების გამო, რაც უნდა მომხდარიყო, მთლიანად დაკისრებულია ტიომშენკოზე, რომელიც არ მალავდა საკუთარი სიმპათიებს ე.წ. ქართელი დამკვვირვებლების მიმართ. ტიმოშენკომ, თავისი წინდაუხედაობით, პროცესები იანუკოვიჩის სასარგებლოდ წარმართა... სიქუაცია ახლა შეიცვალა, პრეზიდენტი არ აპირებს დამკვირვებლების გაგზავნას უკრაინაში. თუმცა, შედეგებზე მხოლოდ მომხდარის ანალიზით შეიძლება საუბარი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

სოსო ცისკარიშვილი - “მივმართავ ოპოზიციას, თავი დავანებოთ იმ თარიღებით ექსპლუატაციას, რომელსაც საკუთარი დატვირთვა აქვს ჩვენს ცნობიერებაში”

“მივმართავ ოპოზიციას - მოდით თავი დავანებოთ კალენდარს, თავი დავანებოთ იმ თარიღებით ექსპლუატაციას, რომელსაც საკუთარი დატვირთვა აქვს ჩვენს ცნობიერებაში. სულაც არ არის საჭირო მაინცდამაინც ასეთ საკრალურ დღეებში გამოვამჟღავნოთ პროტესტი ამა თუ იმ მიმართულებით”, - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ოპოზიციას მოსკოვში საქართველოს სახელით ლაპარაკის უფლება არ აქვს.

“პროტესტი უნდა გამოიხატოს მაშინ, როცა ის მომწიფდება და არა მაშინ, როცა დადგება სამი თვით ადრე დაგეგმილი თარიღი. ეს მავნე პრაქტიკა, სამწუხაროდ, რეალობაა დღეს და საპროტესტო მუხტის ზრდას ხელს არ უწყობს. უბრალოდ, მიზეზი შემოელევათ ხოლმე ხალხის ქუჩაში გამოსაყვანი და და სთავაზობენ თარიღს, რომელსაც სრულიად სხვა დატვირთვა აქვს. ამიტომ ასეთი პერსპექტივა ასეთი თარიღომანიის, ჩვენ უკვე ვნახეთ რომ საკმაოდ უშედეგოა. ამავე დროს რჩება განცდა იმისა, რომ თითქოს რომელიღაც პარტიამ ნაადრევად დაიბევა საპროტესტო აქციისთვის ტერიტორია იმ თარიღისთვის, რომელზეც შესაძლოა სხვა პოლიტიკურ ძალებსაც ჰქონოდათ პრეტენზია. ამ ძალების აპოლოგეტიზმი, ჩემი აზრით, უკვე საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებს მაჩვენებილია. ასეთი პრაქტიკის გაგრძელებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ განცხადებები იმის თაობაზე, 2011 წლის 9 აპრილს ვინ ატარებს აქციას, 2012 წლის 9 აპრილს ვინ და ასე შემდეგ. აქცია უნდა ჩატარდეს მაშინ როცა ასეთი მიზეზი მწიფდება საზოგადოებაში. კალენდარი ამ შემთხვევაში არის სრულიად ყურით მოთრეული რამ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

“ის ფაქტი, რომ თავად მე გახლდით იმ ჯგუფის წევრი, რომელიც სახალხო კრების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, მე მგონი, მეტყველებს იმაზე, რომ მეტნაკლები ოპტიმიზმი გამაჩნია ასეთი სტრუქტურის შექმნის მიმართ. ვთვლი, რომ ეს იდა არარახილა და საზოგადოებაში მუდმივად არსებობს. გაზაფხკლისთვის მოხეოხდება შეთანხმება წარმომადგენლობითი კრების დაკომპლექტების მეტანიზმზე და დაიწყება ამ იდეის გავრცელება უკვე ქვეყნის მასშტაბით, რათა დაიწყოს ამ წარმომადგენლების წარმოჩენა, ნდობის მანდატის მიცემა, ვნახოთ, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიძლება შეიკრიბოს გაზაფხულის განმავლობაში, რომ ლაპარაკი იყოს კრების წესდებაზე და სამოქმედო გეგმაზე”, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - ამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ისმის განცხადებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, ისინი ქართული ოპოზიციის ლიდერებს მოსკოვში ეპატიჟებიან, არც იმალება სურვილი იმისა, რომ ჩვენ ოპოზიციის ლიდერებს სურთ მოსკოვში ჩასვლა...” - პასუხობს:

“რუსეთი ცდილობს რაღაც უკეთესი კუთხით წარმოჩნდეს დასავლეთის მიმართ, მაგრამ თავისთავად ცინიზმი ასეთ მოწვევაში, რასაკვირველია, არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსულ ხელისუფლებას აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენა აქვს საქართველოზე, როგორც ერთიან სახელმწიფოზე. მაშინ, როდესაც საუბარია რუსეთის მხრიდა, ნუ იქნება წინაპირობა საქართველოდან, პრაქტიკულად წინაპირობას თავად რუსეთის ხელისუფლება აყენებს და გვთავაზობს ორი ახალი სახელმწიფოს არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ თუ ვინმეს საკუთარი გზა აქვს პოლიტიკურ ომში, კი ბატონო, იაროს ამ გზით, მაგრამ საქართველოს სახელით საუბარი მოსკოვში არავის ხელეწიფება”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124321.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ნეიშენალი” - “ტელეიმედის” მფლობელი “რაკიინი” არ არის

04 / 02, 2010 15:04

ბრიტანულ გამოცემა “ნეიშენალის” ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი არაბული კომპანია “რაკიინი” არ არის. სტატიაში აღნიშნულია, რომ “რაკიას” მიერ ტელეკომპანია “იმედის” ყიდვის ფაქტი სერიოზულ შესწავლას მოითხოვს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გამოცემასთან ინტერვიუში უარყოფს, რომ რაკიინმა ტელეკომპანია “იმედი” იყიდა.

“რატომ ვიყიდდი მე ტელევიზიას საქართველოში? ეს პატარა ქვეყანაა. რისთვის უნდა დამჭირდეს იქ სატელევიზიო სადგური?” - აცხადებს საინვესტიციო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჰატერ მესედი.

მისივე თქმით, RAK Georgia Holding-ი, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” მფლობელად არის გამოცხადებული, რეალურად ქართული კომპანიაა და საერთო არაფერი აქვს არაბულ საინვესტიციო კომპანია “რაკინთან”.

“საქართველოში არის ვიღაც, ვინც შექმნა საკუთარი კომპანია სახელწოდებით - RAK Georgia Holding“. ეს კომპანია მართლაც არსებობს, მაგრამ ჩვენ მასთან არანაირი შეხება არ გვაქვს. პრობლემა ის არის, რომ მე სახელწოდება RAK, როგორც ბრენდი, არ დავარეგისტრირე“, - განაცხადა მესედმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოჯთაბა დამირჩილუ - საქართველოსა და ირანს ერთმანეთის ინტერესების დაცვა შეუძლიათ

04 / 02, 2010 21:04

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მოჯთაბა დამირჩილუმ, რომლის დიპლომატიური მისია თებერვლის ბოლოს იწურება, საკუთარი მისიის შედეგები შეაჯამა. მან “ინტერპრესნიუსთან” საუბარში ორი ქვეყნის ურთიერთობების პრიორიტეტებსა და პერსპექტივებზეც ისაუბრა.

მოჯთაბა დამირჩილუ: საქართველოში 3 წლისა და 8 თვის განმავლობაში ვმუშაობდი. კავკასიის რეგიონს და კონკრეტულად საქართველოს კარგად ვიცნობდი და დიდი ინტერესითა და მონდომებით დავიწყე ჩემი საქმიანობა. მიმაჩნია, რომ ჩემი მისია წარმატებული იყო. ჩვენს ქვეყნებს ბევრი ფაქტორი აკავშირებს და ხელს უწყობს ურთიერთობებს.

- რა იყო თქვენი მისიის განმავლობაში საქართველოსა და ირანის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ბოლო წლების განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ჭრილში განვიხილოთ. პოლიტიკური მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლოდროინდელი ვიზიტი ირანში, როდესაც შედგა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის მინისტრთა მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ.

ასევე, აღსანიშნავია ის ურთიერთობები, რომლებიც ეკონომიკურ სფეროში ვითარდება, კერძოდ, ვაჭრობა. გასული წლების განმავლობაში საქართველოში გაიმართა ირანული პროდუქციის რამდენიმე გამოფენა, მოეწყო ბიზნეს-ფორუმები, ასევე განხორციელდა ეკონომიკური დელეგაციების ვიზიტები. ყოველივე ამან მოამზადა ნიადაგი ეკონიმიკის დარგში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. თუ ადრე ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა უმთავრესად ვაჭრობის მიმართულებით ვითარდებოდა, საბედნიეროდ, ახლა უკვე ვართ იმის მომსწრე, რომ საქართველოში შემოდიან ირანული კომპანიები. მათ საქართველოში შემოაქვთ ინვესტიციები, ქართულ ბაზარზე ბევრი ძლიერი ირანული კომპანია შემოდის, შემოაქვს კაპიტალი, რომელიც ათობით მილიონს აღემატება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში, რომელიც ორმხრივ თანამშრომლობას გასცდა და მრავალმხრივი თანამშრომლობის სახე მიიღო. ამ სფეროებში კარგი შეთანხმებებია მიღწეული.

რაც შეეხება კულტურის სფეროს, განვახორციელეთ გაცვლითი პროგრამები, რომელთა საშუალებით საზოგადოებებს ერთმანეთის უკეთ შეცნობაში დავეხმარეთ. არის კიდევ მრავალი პროექტი, რომლებიც ხორციელდება და ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ამასთან, საქართველოსა და ირანში მოეწყო გამოფენები, იმყოფებოდნენ დელეგაციები, გაფორმდა ხელშეკრულებები, განხორციელდა სასწავლო პროგრამები. კარგად ვითარდება თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის, კერძოდ, ხელშეკრულებები დაიდო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თეირანის უნივერსიტეტს შორის, ხელშეკრულებები გაფორმდა ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებთან, ასევე, სამხატვრო აკადემიასა და ისპაჰანის უნივერსიტეტებს შორის. ირანში ყოველწლიურად იმართება წლის საუკეთესო წიგნის დაჯილდოების ცერემონია, ამ ღონისძიებაზე ბოლო 3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი იყვნენ ქართველი აღმოსავლეთმცოდნეები, რომელთაც უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურეს.

ორივე ქვეყანას ერთმანეთის ინტერესების დაცვაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ეს ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას კარგად ესმის, ისინი ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ცდილობენ, რათა ყველა მცდელობა აღკვეთონ გარეშე ძალებისა, რომლებიც შესაძლოა, არ იყვნენ დაინტერესებულნი ირან-საქართველოს ურთიერთობის განვითარებით.

სამომავლოდ ასევე იგეგმება თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის მასმედიას შორის. გასულ წელს ირანში გაიმართა პრესის ფესტივალი, რომელზეც საქართველოდან რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა. გვაქვს სურვილი, რომ უახლოეს მომავალში გავმართოთ “მრგვალი მაგიდა”, რომელზეც მოწვეულნი იქნებაინ ირანის მასმედიის წარმომადგენლები და ისინი ადგილზე გაეცნობიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

- თქვენ შარშან პანკისის ხეობაში იმყოფებოდით და იქ მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებს ესაუბრეთ. როგორ შეაფასებთ მათ და მთლიანად საქართველოში მცხოვრები მუსულმანური აღმსარებლობის ადამიანების მდგომარეობას?

- საქართველოს ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ აქ ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. ეს საერთო კულტურის ჩამოყალიბებას და ერთმანეთის კულტურის გამდიდრებას უწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა ირანშიც. ქვეყნებში, სადაც ეთნიკური სიჭრელე და რელიგიური მრავალფეროვნებაა, თეორიულად ყოველთვის არსებობს დაპირისპირებების საფრთხე, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველოში ეს საფრთხე ძალიან ნაკლებია. აქ მუსულმანიც და ქრისტიანიც საქართველოს მოქალაქე, საქართველოს შვილია და ისინი ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ცხოვრობენ. საქართველოში მუსულმანებს არანაირი პრობლემა არ აქვთ, ისინი სრულიად თავისუფალად ასრულებენ თავის რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, აშენებენ სამლოცველოებს. მე თავად მუსულმანი ვარ და ადვილად შევძელი მათი მდგომარეობის დანახვა. ბუნებრივია, ზოგჯერ შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემა, შესაძლოა, პროტესტი გამოთქვას გარკვეულმა ჯგუფმა, მაგრამ მთავარია, რომ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა არანაირად არ არის მიმართული მუსულმანების წინააღმდეგ.

- როდის მთავრდება თქვენი მისია და აპირებთ თუ არა, საქართველოს მისიის დასრულების შემდეგაც ესტუმროთ?

- ჩემი მისია თებერვლის ბოლოს სრულდება. აუცილებლად ვეწვევი საქართველოს, რათა ისევ შევხვდე საქართველოს ძალიან საყვარელ, მეგობრულ და სტუმართმოყვარე ხალხს. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, ეს აშკარად იგრძნობა. ეს ძალიან დიდი კულტურის მქონე ხალხია.

- ცნობილია თუ არა ახალი ელჩის ვინაობა და სად გააგრძელებთ თავად თქვენ საქმიანობას?

- ახალის ელჩი ერთ თვეში ჩამოვა საქართველოში, იგი ძალიან გამოცდილი ირანელი დიპლომატია, რომელიც რეგიონსაც კარგად იცნობს. რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, მუშაობას დროებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გავაგრძელებ, ხოლო მოგვიანებით გადაწყდება, თუ სად გადამიყვანენ სამუშაოდ.

- როგორც წესი, ელჩები საკუთარი დიპლომატიური მისიის დასრულებისას ქვეყნის მედია-საშუალებებთან დასამშვიდობებლად საერთო ღონისძიებას აწყობენ. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქართულ მედია-საშუალებებს ცალ-ცალკე დამშვიდობებოდით?

- მიმაჩნია, რომ ამგვარად უფრო შემიძლია, მეტი პატივისცემა გამოვხატო პრესის წარმომადგენლების მიმართ. საერთო პრესკონფერენციაზე შესაძლოა, ყველას არ მიეცეს მისთვის სასურველი კითხვის დასმის საშუალება ან რომელიმე კითხვა გამომრჩეს. რაც შეეხება ზოგადად ქართულ მედიას, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და ქართული მედიის მუშაობას დადებითად ვაფასებ. დაინტერესებული ვარ, რომ მედია-სფეროში ორმხრივი ურთიერთობა განვითარდეს. კარგი იქნება, თუ ქართული მედია ირანის შესახებ ინფორმაციას თავად ირანული წყაროებიდან აიღებს და ასევე, სასურველია, ირანულმა მედიამ საქართველოს შესახებ ინფორმაცია ქართული მედიიდან აიღოს. ეს ხელს შეუწყობს იმ რეალობების დანახვას, რაც ორივე ქვეყანაში არსებობს და ჩვენს ქვეყნებს უფრო დააახლოებს.

“ინტერპრესნიუსი”

В Чечне идет бой с боевиками: убиты 5 российских военных

Тревожные сообщения приходят из Чеченской Республики.

В Урус-Мартановском районе Чечни, неподалеку от населенного пункта Комсомольское, российские военные вступили в бой с группой боевиков.

В ходе перестрелки погибли 5 военнослужащих внутренних войск МВД России, 6 военных ранены. О потерях со стороны боевиков не сообщается.

По данным правоохранительных органов Чечни, в боестолкновении участвует бандгруппа численностью до 15 человек.

В республиканских силовых ведомствах пока не сообщают подробности происшествия.

http://top.rbc.ru/incidents/05/02/2010/368...l?from=startqip

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშშ-ში ბოსნიასა და საქართველოს ევროპისთვის საფრთხედ განიხილავენ

05 / 02, 2010 11:23

აშშ-ს დაზვერვის დირექტორის, დენის ბლერის შეფასებით, ბოსნია და საქართველო ევროპული უსაფრთოხებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. მისივე აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარების მცდელობას შესაძლოა, კავკასიაში სისხლისღვრა მოჰყვეს.

როგორც ევროპული ინტერნეტგამოცემა euobserver.com-ი იუწყება, ამის შესახებ აშშ-ს დაზვერვის შეფი ვაშინგტონში, სენატის დაზვერვის სპეციალური კომიტეტისთვის მომზადებულ ანგარიშში აღნიშნა.

ამასთან, ბელრის აზრით, 2010 წელს ევროკავშირის უსაფრთოხების მთავრი საფრთხე ბოსნიაში პოლიტიკური არასტაბილურობა და სამხრეთ კავკასიაში სისხლისღვრა იქნება.

მისივე შეფასებით, ევროპულ უსაფრთხოების არსტაბილურობის მთავარი მიზეზი ბალკანეთში, კერძოდ ბოსნიაში ეთნიკური სერბებით დასახლებული ანკლავები და კოსოვოში სეპარატისტული ტენდენციები იქნება. მართალია, ბალკანეთის მოვლენებს მასშტაბური სისხლისღვრა და სახელმწიფოს ფორმალური დაშლა არ მოჰყვება, მაგრამ რეგიონის პოლიტიკურ პროცესებში მთავარი როლს ისევ ეთნიკური ფაქტორი ითმაშებს.

„რუსეთ-საქართველოს გაყინულ კონფლიქტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის მოსაპოვებლად და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს მთიანი ყარაბაღის გამო შეიძლება, სისხლისღვრა მოჰყვეს“,_ აღნიშნავს დენის ბლერი, რომლის აზრითაც, ევრაზიის რეგიონში ცხელი წერტილების წარმოქმნის ყველაზე დიდ შესაძლებლობას კავკასიის მოუგვარებელი კონფლიქტების ქმნის. რისკებს ზრდის მოსკოვის სამხედრო ძალების საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გაფართოება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, რასაც შესაძლოა, ბრძოლის განახლება მოჰყვეს.

„მე მაშფოთებს, რომ რუსეთი ყოფილი საბჭოთა სივრციდან თავის მეზობლებთან ურთიერთობებს ნულოვანი თანხით დაწყებულ თამაშად განიხილავს და პრეზიდენტი მედვედევი ყოფილ საბჭოთა სივრცეს რუსეთის პრივილეგერებული ინტერესების ზონას უწოდებს“,_ აღნიშნავს ბლერი.

მიუხედავად იმისა, რომ ობამას პრეზიდენტობის პირველ წელს რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდა, ბლერმა ხაზგასმულად გამოხატა შეშფოთება ევროკავშირის დიდ მეზობლებთან დაკავშირებით.

„რუსეთი განაგრძობს საკუთარი არმიის გამოყენებას, რათა ზესახელმწიფოს სტატუსი დაიმკვიდროს და მეზობლებთან ძალის დემონსტრირება მოახდინოს. საუბარია მძიმე ბომბდამშენების პატრულებზეც, ფლოტის მისიებზე რუსული ტერიტორიული წ####ბის მიღმა და ერთობლივ წვრთნებზე“,_ აღნიშნავს ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2010

06 / 02, 2010 11:23

· რა მისწერეს “კონსერვატორებმა” ვლადიმერ პუტინს?!

· “რა მოითხოვა ამერიკულმა დელეგაციამ ხელისუფლებისაგან?”

· “ეროვნულ ფორუმში” გაწევრიანებული ნოდარ ჯავახიშვილი ნიკო ორველაშვილის საქმეს გააგრძელებს

რა მისწერეს “კონსერვატორებმა” ვლადიმერ პუტინს?!

“ალიას”ინფორმაციით, “კონსერვატიული პარტია” რუსეთის ოფიციალურ ხელმძღვანელობას წერილს უგზავნის. მიმართვა, რომელიც ოფიციალურადაა გაფორმებული, რუსეთის მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის სახელზეა და “კონსერვატორები” მათგან გამოხმაურებას ელოდებიან. “კონსერვატორების” წერილში, რომელიც პუტინისა და მედვედევის მისამართითაა შედგენილი, რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ნაწილს (მათ შორის ოპოზიციის) შორის ურთიერთობების აღდგენა, რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა და ურთიერთობების გაღრმავებაა მოთხოვნილი”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით რა მისწერეს “კონსერვატორებმა” ვლადიმერ პუტინს?!

“მოკლედ, მიმართვის შინაარსი დაახლოებით ასე ჟღერს: “კონსერვატორებს” მიაჩნიათ, რომ კრემლთან მოლაპარაკებები და პარტნიორული ურთიერთობები უნდა აღდგეს და ამაში არა მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი, არამედ საპატრიარქო, არასამთარობო ორგანიზაციები და სხვა სტრუქტურებიც უნდა ჩაერთონ. “თავად კონსერვატორები” მზადყოფნას ისედაც გამოთქვამდნენ პუტინთან შესახვედრად და ნოღაიდელის “სტილში” კრემლის აპარტამენტებში საახლებლად. ამჯერად კონსერვატორებმა” პუტინს ეს სურვილი ოფიციალურად გაუფორმეს და ვარაუდობენ, რომ გამორიცხული არ არის “კონსერვატორთა” ნაწილი კრემლში რამდენიმე დღეშიც გაემგზავროს. ამაზე მზადება დაწყებულია და წერილიც, როგორც ჩანს მოსამზადებელი ფონია, რომ პუტინს სიგნალი გაუგზავნონ, თქვენთან მოსალაპარაკებლად მზად ჩვენ ვართო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კი ბატონო, ასეა, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისეთ მეზობელს, როგორიც არის არაპროგნოზირებადი რუსეთი, არ შეიძლება იმპერიული ტონით ველაპარაკოთ და იგივე გზა გავატაროთ, რასაც ეს მთავრობა შვრება. ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვკითხოთ, რა უნდა რუსეთს - კეთილმეზობლობა თუ აგრესია... აბა რა ვქნათ? მასე ჰიტლერიც ბომბავდა ევროპას, მაგრამ ევროპული ლიდერები ბოლოს მაინც მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებოდნენ. როცა დათვს გააღიზიანებ, აბა, მისგან რას უნდა ელოდო? საბოლოოდ ყველა ქვეყანა მაინც მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდება და ცივილიზებულად არკვევს პრობლემებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “კონსერვატიული პარტიის” მთავარი საბჭოს წევრი ბიძინა გუჯაბიძე და შეკითხვას - “ეს მიმართვა იმის წინაპირობა ხომ არაა, რომ მალე მოსკოვში ვიზიტით “კონსერვატორებიც” ჩავლენ?” - პასუხობს:

“კი, ამაზე არის საუბარი, გამორიცხული არ არის და თუკი გადაწყდება, მეც მივიღებდი მონაწილეობას მოსკოვში ვიზიტში”.

“რა მოითხოვა ამერიკულმა დელეგაციამ ხელისუფლებისაგან?”

“გუშინ თბილისს ხანმოკლე ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი სტუმრობდნენ. პირველი შეხვედრა საპარლამენტო და არასაპრალამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართა, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. განსახილველ საკითხებს შორის იყო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და ასევე ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და დემორატიული რეფორმების განხორციელება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა მოითხოვა ამერიკულმა დელეგაციამ ხელისუფლებისაგან? / რამაზ საყვარელიძე: “მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა ხანმოკლე იყო, ოპოზიციას კი ერთი საათს ესაუბრნენ”.

“საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე, მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე და “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე. საქართველოს პრეზიდენტი სტუმრებთან შეხვედრისას კი აშშ-ი ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კლინტონმა ახალი გავლენის სფეროებისა და ახალი გამყოფი ხაზების დაუშვებლობის შესახებ ისაუბრა. სააკაშვილმა ჯეიმს სტეინბერგს მადლობა გადაუხადა ახალი ეკონომიკური პაკეტისთვის და აღნიშნა, რომ ეს დევნილებისთვის დიდი დახმარება იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შეხვედრის შემდეგ თბილისის აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე ჯეიმს სტეინბერგმა საქართველოში ვიზიტს წარმატებული უწოდა. “აშშ-მ შეასრულა დაპირება, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტისას ითქვა საქართველოსთვის ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. ერთი მილიარდი დოლარი უკვე გამოყოფილია. ასევე ვისაუბრეთ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზე. უსაფრთხოება კავკასიისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ამიტომაც შევეხეთ რეგიონში უსაფრთხო გარემოს შექმნის საკითხს. საჭიროა მეტი გამჭვირვალობა და დაძაბულობის შემცირება”, - აღნიშნა სტეინბერგმა, ხოლო შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა აშშ საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას გამოიყენოს ავღანეთში ტვირთების ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორია, სტეინბერგმა განაცხადა, რომ ეს წინადადება აშშ-ის ადმინისტრაციამ პენტაგონთან ერთად უნდა განიხილოს და საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება”, - დასძენს გამოცემა.

“გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ მთავარი სიახლე, რაც საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა სტუმრებისგან მოისმინა იყო ის, რომ აშშ აპირებს გაზარდოს დახმარება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. “მე პირადად ვთხოვე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, რომ მათი და მათი სამსახურების კოორდინაცია საქართველოს ხელისუფლებასთან იყოს უფრო მჭიდრო, არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის, არამედ ვითარების მართვის კვალობაზე, რათა საქართველოს ხელისუფლება იყოს უფრო მეტად თავშეკავებული და ყურადღებიანი”, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. მისივე თქმით, საუბრის ძირითადი ნაწილი დაეთმო რეგიონის უსაფრთხოების პრობლემებს, იმ საფრთხეებს, რომელიც მოსალოდნელია გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად და როგორ უნდა განეიტრალდეს ეს საფრთხეები საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით”, - წერს სტატიის ავტორი.

“ნინო ბურჯანაძის თქმით, შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის ადმინისტრაციისთვის მთავარია არა მხოლოდ ამერიკის მეგობრის იმიჯის შექმნა, არამედ დემოკრატიული ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას. “ქართველი ხალხი ელოდება იმ კულუარული მუშაობისა და ზეწოლის შედეგებს, რასაც ნამდვილად აქვს ადგილი აშშ-ის მხრიდან, რომ ადამიანებმა რეალურად იგრძნონ დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების რამე ნიშნები” , - აცხადებს ბურჯანაძე. ლევან გაჩეჩილაძე უფრო კრიტიკულია და ამბობს, რომ მიუხედავად ამერიკულ მხარესთან ხშირი შეხვედრებისა და დიდი მეგობრობისა, ჯერ მუშაობის შედეგი არც ქვეყნის უშიშროებას, არც შიდა დემოკრატიის და არც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არ დამდგარა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ეს იყო კრიტიკული ვიზიტი, რადგან ამერიკული მხარე მაისში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს “კრიტიკული თვალით უყურებს”. მისი თქმით, ამით შეიძლება აიხსნას ფაქტი, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნებმა თბილისში ხანმოკლე ვიზიტიდან მეტი დრო ოპოზიციის წარმოადგენლებთან შეხვედრას დაუთმეს: “მსგავსი ვიზიტებისა და შეხვედრების დროს ქრონომეტრაჟს დიდი მნიშვნელობა აქვს. აშშ-ის მაღალჩინოსნებისა და ოპოზიციის შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა, მიხეილ სააკაშვილთან აუდიენცია კი ხანმოკლე იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“პარასკევს საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ამერიკული დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევრაზიის საკითხებში სახელმწფიო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი შედიოდნენ. ამერიკელი სტუმრები შეხვდნენ როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს. ოპოზიცია ამ შეხვედრით ძალიან კმაყოფილი დარჩა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ამერიკა ხელისუფლებას დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას სთხოვს”.

“თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკელი პოლიტიკოსების შეხვედრა ჯერ ოპოზიციასთან და შემდეგ ხელისუფლებასთან არის ხაზგასმა ისმისა, რომ მათთვის პრიორიტეტი არის საქართველო და არა ამ ქვეყნის რომელიმე ლიდერი ან პრეზიდენტი”, - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ. მისივე თქმით, ოპოზიციონერებმა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სერიოზული დაპირებები მიიღეს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამერიკელი სტუმრების ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება უფრო ნორმალურად მოიქცევა... სხვათა შორის, ოპოზიცია სხვა ამერიკელ სტუმრებსაც ბევრჯერ შეხვედრია. თითქმის ყველა შეხვედრიდან იმედიანად გამოდიოდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში იმედგაცრუებულნი რჩებოდნენ ხოლმე”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“ეროვნულ ფორუმში” გაწევრიანებული ნოდარ ჯავახიშვილი ნიკო ორველაშვილის საქმეს გააგრძელებს

“ნოდარ ჯავახიშვილი “ეროვნულ ფორუმს” შეუერთდა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. ასევე სათავეში ჩაუდგება ექსპერტთა საქმიანობას, რომლებიც ფორუმელების საპროგრამო დოკუმენტზე მუშაობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ნოდარ ჯავახიშვილი “ეროვნული ფორუმის” ახალი წევრია.

“ახალი წევრი გუშინ პრესონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა შარტავამ წარადგინა. მისი თქმით, რთული იქნება ნიკო ორველაშვილის შეცვლა, თუმცა, საპროგრამო და ექსპერტთა საქმიანობა უნდა გაგრძელდეს. ამიტომ ფორუმმა ნოდარ ჯავახიშვილს თანამშრომლობა შესთავაზა. ნოდარ ჯავახიშვილმა პარტიაში მუშაობა უკვე დაიწყო. მან აღნიშნა, რომ “ფორუმი” მისთვის იდეურადაც და პიროვნულადაც მისაღებია. მისი თქმით, ყოველთვის ჰქონდა ამბიცია, საკუთარი შესაძლებლობები ხალხის დასახმარებლად გამოეყენებინა. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ შემოთავაზება სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან ჰქონდა, არჩევანი მაინც “ეროვნულ ფორუმზე” გააკეთა. მისი თქმით, ეს არის ძალა, რომელსაც შეუძლია გაემიჯნოს იდეურად არათანმხვედრ ოპოზიციას. ჯავახიშვილი ამბობს, რომ შეძლებს შეებრძოლოს ქვეყანაში შექმნის სიტუაციას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯავახიშვილმა პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ვერანაირი ეკონომიკა ვერ იმუშავებს, თუ ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლება არ იქნება. მისი თქმით, მართალია, ჯერ “ფორუმის” საპროგრამო დოკუმენტს ბოლომდე არ გასცნობია, თუმცა მისი აზრით, არ არსებობს დოკუმენტი, რომელსაც დახვეწა აღარ უნდა. ჯავახიშვილი აღნიშნავთ, რომ საქართველო. რომელსაც “ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, თურქეთის მოსავალზე არ უნდა იყოს დამოკიდებული”. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ეკონომიკური სექტორის განვითარებამდე, პოლიტიკური სიტუაციის დაბალანსებაა საჭირო”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ უცხოელ მეგობრებს საქართველო აღქმული არ ჰყავთ, როგორც სახელმწიფო და თვლიან, რომ ეს არის მათი ინტერსების ან გავლენის სფერო. უნდა დავანახოთ ნებისმიერ ქვეყანას, რომ ჩვენთან მეგობრობა შეიძლება მხოლოდ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების ბაზაზე. არ შეიძლება ვიყოთ მონურად მორჩილი ნებისმიერი “მეგობრის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თუ გნებავთ, დახმარებების საკითხი ავიღოთ. აშშ, ფაქტობრივად, ქართველ ხალხს კი არა, სააკაშვილის ხელისუფლების განმტკიცებას ეხმარება. სწორედ ის უნდა ვანახოთ, რომ ერი ვართ და ამას არ ავიტანთ. თუ არ უნდათ, ყველაფერი ქართველი ხალხის სასარგებლოდ კეთდებოდეს, მაშინ ნუ დაგვეხმარებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ ჯავახიშვილი.

“არ არსებობს მიმართულება, საქართველოს პოტენციალი არ ჰქონდეს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს საზღვარგარეთ ვუშვებთ და ისინი შესანიშნავად იყენებენ შემდეგ. უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ არც ერთი მარჯვე და გონიერი ძალა არ გაიყიდოს საქართველოდან და საქართველოს განვითარების საზიანოდ. შეიძლება საერთაშორისო პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პოტენციალის განვითარებაზე იქნება საუბარი”, - დასძენს ნოდარ ჯავახიშვილი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124531.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა

06 / 02, 2010 22:11

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა,- დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელებული ეს ინფორმაცია დღეს თავად ჟურნალისტმა დაადასტურა.

როგორც გადაცემა “სპეციალური რეპორტაჟის” დღევანდელი გამოშვების ბოლოს სანაიამ აღნიშნა, მაყურებელს სხვა არხზე და სხვა გადაცემაში შეხვდება.

ჟურნალისტს ტელეარხი და გადაცემა არ დაუკონკრეტებია. აგრეთვე, არ უსაუბრია მიზეზებზე, რის გამოც “ტელეიმედი” დატოვა.

ამასთან, გასული შაბათს გადაცემა სპეციალური რეპორტაჟი ვახო სანაიას გარეშე გავიდა ეთერში.

ვრცელდებოდა ვერსია, რომ “იმედის” დატოვება ვახო სანაიამ და გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა “სპეციალური რეპორტაჟის” იმ გამოშვების შემდეგ მიიღეს, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის თინა ხიდაშელი იყვნენ მიწვეული.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არის თუ არა ნოღაიდელი ხელისუფლების პროექტი

“რაც შეეხება ნოღაიდელისა და პუტინის პარტიათა შორის ხელშეკრულების გაფორმებას, ალბათ, ამ სიტუაციაში, თავს ყველაზე უხერხულად კონსერვატიული და ხალხის პარტიები უნდა გრძნობდნენ - ისინი, ისევე როგორც მე, ალბათ, ვერ პოულობენ არგუმენტს, რომელი ნიშნით სჯობია პუტინის პარტია სააკაშვილის პარტიას. ისეთს რას საქმიანობენ, ნოღაიდელის აზრით, პუტინის გუნდი და პარტია, რაც ენატრება და რომლის დანერგვას თუ ხილვას საქართველოში ისურვებდა”, - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არა მგონია, ნოღაიდელის ვოიაჟებს დამაჯერებლობა ჰქონდეს ქართველი მოსახლეობისთვის” / “მცირდება ეკონომიკური აქტივობა, მცირდება აქტივები, მაგრამ ხელისუფლების მადა არ მცირდება”

“თუ საქმე გვაქვს ახალი ტიპის მაზოხიზმის გამოვლინებასთან, ხომ არ სჯობდა, თავიდან სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობასთან ეცადა ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმება და საქმე უკეთესად გამოსულიყო. ამავე დროს, სულ უფრო მიჭირს საიმისო არგუმენტების პოვნა, რომ ნოღაიდელი დამოუკიდებელია თავის გეოგრაფიულ და პოლიტიკურ არჩევანში. ჩემი აზრით, სულ უფრო მეტი ნიშანი გამომჟღავნდება, რომ მისი ფუნქცია კრემლსა და ავლაბრის რეზიდენციას შორის ინფორმაციის მიტან-მოტანაა. ასეთი ნაბიჯი მისაღები თუ არა, გასაგები მაინც იქნება, მაგრამ ის, რომ უცებ, აქტიურ პოლიტიკაში გამოჩენილი ადამიანი, რომელიც მთელი საპროტესტო აქციების განმავლობაში ახლოსაც არ გაიკარა ოპოზიციამ, პრეტენზიას აცხადებს ერთ-ერთი ლიდერის სავარძელზე ოპოზიციაში, თანაც რის ხარჯზე - მიდის და ისეთ პარტიასთან აფორმებს ალიანსს, რომელსაც არათუ მეზობელი ქვეყნებისთვის, რუსეთისთვისაც კი სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. ჩემი აზრით, ეს არცთუ ლოგიკური საქციელი უნდა იყოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

“სხვათა შორის, ჩემი რუსი კოლეგები თუნდაც აგვისტოს ომის შედეგების განხილვისას ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად მიჯნავენ ერთმანეთისგან კრემლსა და რუსეთს - აღნიშნავენ, რომ ეს ომი კრემლმა მოიგო და არა რუსეთმა. მართალია, მასებში ჯერ ასეთი განწყობა არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ შეხედულება სულ უფრო მკაფიო და გავლენიანი ხდება. ამიტომ, არა მგონია, ნოღაიდელის ვოიაჟებს დამაჯერებლობა ჰქონდეს ქართველი მოსახლეობისთვის, მით უმეტეს მაშინ, როცა ვიცით შურისძიების პოტენციალი არათუ ასეთი ქმედებების, არამედ პრეზიდენტისთვის ნაკლებსასიამოვნო ფრაზების გაჟღერების შემთხვევაშიც კი. შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობის აგიტატორები გულწრფელნიც იყვნენ, რაკიღა ბოლომდე საქმის კურსში არ არიან და მათი დემარში ნოღაიდელის პოლიტიკური ორიენტაციის გამო ბოლომდე ამყარებს იმ განცდას, რომ ეს ყველაფერი არის შეთანხმებული, ოღონდ ცხადია, არა დარჩიაშვილისა და მალაშხიას დონეზე”, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - “გამოდის, რომ ნოღაიდელისა და საქართველოს ხელისუფლების სურვილი ერთმანეთთან შენივთებულია?” - პასუხობს:

“სურვილის რა მოგახსენოთ - ნოღაიდელს იმხელა ქონება აქვს, მისი პატრონი თავს დამოუკიდებლად ვერ იგრძნობს... სურვილი ჰქონდა თუ არა, ასეთ შემთხვევაში ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. თან, ის ფაქტიც, რომ პრაიმერში ნოღაიდელს ჯერ საკუთარი კანდიდატიც არ წამოუყენებია, მაფიქრებინებს, რომ მის გუნდს გარანტია წინასწარ აქვს აღებული”

“ნოღაიდელთან პოლიტიკური ურთიერთობისგან თავს შეგნებულად ვიკავებდით და ამის ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს. ამ საკითხებზე, მით უმეტეს ასეთი მედიის პირობებში, არასოდეს გვისაუბრია. ნოღაიდელს საკმაოდ კარგად ვიცნობ და დღეს მისი “გახულიგნებული” რიტორიკა ჩემში სერიოზულ ეჭვს იწვევს. იგი ასეთი გულადი მოღვაწეობის ართ ერთ ეტაპზე არ ყოფილა. მგონია, რომ მას ოპოზიციაში გარკვეული ფუნქცია აქვს შესასრულებელი და ეს ხელისუფლების ინტერესში ჯდება”, - აცხადებს “მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მემარჯვენეებმა ალიანსზე “თავდამსხმელებს” ცეცხლი გაუხსნეს! “კარგი იქნება, ჭანტურია ჩამოყალიბდეს, ხელისუფლების კანდიდატია თუ ოპოზიციისა... ეს სუფსის მერის კი არა, თბილისის მერის არჩევნებია!” / ქალბატონ ნინოსაც ვურჩევდი, ალიანსზე საუბრისას ცოტა მოზომილი ტერმინოლოგია შეარჩიოს!”

“ვიღაცას შეიძლება მიაჩნდეს, რომ ეს შეუგნებლად კეთდება, მაგრამ მე მგონია, რომ სწორედ შეგნებული ნაბიჯია. თუმცა, ვიმეორებ, ამაზე ხმამაღლა არასოდეს გვილაპარკია. ადრე თუ გვიან, ყველას ქმედებას აეხდება ფარდა. ნოღაიდელმა გადაწყვიტა საკმაოდ მძიმე ფუნქციის შესრულება. ერთი ის, რომ გაიქცა და პუტინს, აბსოლუტურად უდროო დროსა და გაუგებარი არგუმენტით სალაპარაკოდ ჩამოუჯდა, რითაც ხელისუფლებას გაუხსნა ხელ-ფეხი ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარი აწარმოოს, რაც წინასაარჩევნოდ სჭირდება. მეორე - გამიზნულად გადადგა ნაბიჯი, რითაც სახელისუფლებო იდეოლოგიის პროპაგანდა ამუშავდა. ჩემი ეჭვები კი გამძაფრდა მაშინ, როცა ოპოზიციის წარმომადგენლებზე ფულით ლობირება დაიწყო”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფიქრია ჩიხრაძე.

“ძიძიგურსა და დავითაშვილზე ვერ ვიტყვი, მაგრამ გული მწყდება - ჩვენ ერთად ბრძოლას ვთავაზობდით, მათ ნოღაიდელთან წასვლა არჩიეს და პრაიმერიც თვითმიზნად იქცა მაშინ, როცა შეთანხმების შემთხვევაში, ოპოზიციის დამხმარე საშუალება უნდა ყოფილიყო და არა მის წინააღმდეგ მიმართული იარაღი. რას ვიზამთ, გზას ყველა თავად ირჩევს. ოპოზიციაში მყოფ ბევრ ადამიანს აქვს ფინანსური პრობლემები, მაგრამ როცა ერთი ოპოზიციური პარტიიდან მეორეში ფულის გამო მიდიან, ეს უკვე ამორალურია. კობა მოდებაძეს ჩვენთვის ეს არც დაუმალავს. კობა მოდებაძესთან წლების ურთიერთობა გვაკავშირებს და ვიცით, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. ვურჩიეთ, სხვა პარტიაში ფინანსური ინტერესებით წასვლას, სხვა გამოსავალზე ეფიქრა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნოღაიდელის ახირება იყო მას აუცილებლად სკანდალური განცხადებები გაეკეთებინა. ნოღაიდელმა ცეცხლი გახსნა და უპასუხოდ დატოვებას აღარ ვაპირებთ”, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე და შეკითხვას - “თქვენთვის საპასუხო ცეცხლი ნოღაიდელსაც მზად აქვს, მაგრამ კეთილშობილი პატრიოტია და ოპოზიციურ ერთობაჩს უფრთხილდება...” - პასუხობს:

“სიამოვნებით მოვისმენდი, ნოღადელს “ახლებისთვის” რა აქვს სათქმელი... ბურჯანაძესთანაც ბევრი პრეტენზია მაქვს, მაგრამ არასოდეს მქონია ეჭვი, რომ ხელისუფლებასთან გარიგებულია. ნოღაიდელთან დაკავშირებით კი ეს ეჭვი ყოველთვის მქონდა და ვერ დავიჯერებ, რომ პეტრე მამრაძეც, რომლის მოღვაწეობასაც ასევე კარგად ვიცნობ, უცებ ხელისუფლების წინააღმდეგ ხმალამოღებული მებრძოლი გახდა. ოქრუაშვილი, როგორც კი მან ხელისუფლებას პრობლემები გაცსინა მაშინვე ციხეში გამოამწყვდიეს და არა მგონია, მასზე ნაკლები ხელმოსაჭიდი ნოღაიდელთან მიმართებაში ჰქონდეთ. მისთვის კი მედიაც გახსნილია. ალბათ იმიტომ, რომ ხელისუფლების გათვლით, ეს სქემა გათამაშდეს, როცა “მოქალაქეთა კავშირი” “აღორძინების” ფონზე მაინც სიმპათიურ ორგანიზაციად ჩნდებოდა”.

08.02.2010

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2010

08 / 02, 2010 11:38

• თენგიზ კიტოვანი - “ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილის წამალი დაალევინა, რომ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ”

• ირაკლი ალასანია - “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის”

• ლევან გაჩეჩილაძე - “ვიღაც-ვიღაცებს ურჩევნიათ სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში”

თენგიზ კიტოვანი - “ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილის წამალი დაალევინა, რომ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ”

“შევარდნაძე, სანამ ცოცხალია, არ დაუშვებს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე გამოძიებულ იქნას. შევარდნაძის ნამუსზე არის ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და მიხეილ სააკაშვილზე არის ზურაბ ჟვანიას სიკვდილი. ეს ორი კაცი - მოსწავლე და მასწავლებელი არიან მკვლელები. ერთმა ჟვანია მოკლა და მეორემ ნახევარი საქართველო გაწყვიტა. თქვენ არ იცით, როგორ ყვიროდა, მე რომ დამიჭირეს და ცოცხალი ჩამომიყვანეს, რატომ მოგყავთ ცოცხალიო? თქვენ მასწავლით, შევარდნაძე რა არის? ეგ არის მსოფლიოში აღიარებული მკვლელი”, - აცხადებს თენგიზ კიტოვანი გაზეთ ”ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თენგიზ კიტოვანი: ბესარიონ გუგუშვილმა დაცვის ბიჭებს ძილი წამალი დაალევინა, რომ მათ ზვიად გამსახურდიას ოთახში მკვლელის შესვლა და გასროლის ხმა არ გაეგოთ”.

“შოთა კვირაია ერთადერთი კაცია ცოცხალთაგან, ვინც მოწმე და უშუალო მონაწილეა ზვიად გამსახურდისა მკვლელობისა. შოთა კვირაიას ჩემთან წამოსცდა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია. სიმთვრალეში წამოსცდა. მაგან მითხრა ყველაფერი. აბა, მე რა დამესიზმრებოდა, როგორ მოხდა ზვიადის მკვლელობა? ინფორმაციის წყარო ბევრია და დოკუმენტური მასალებიც ბევრია. შოთა კვირაია იყო ერთ-ერთი შემსრულებელი მკვლელ გულუასთან ერთად. რატომ არ აქცევთ ყურადღებას გუგუშვილის სიტყვებს? მან რამდენჯერმე თქვა, ბიჭებს დასაძინებელი წამალი დავალევინე იმიტომ, რომ დაღლილი იყვნენ და მშვიდად დაეძინათო. ფაქტობრივად, ის ამით აღიარებს ამ საქმეში თანამონაწილეობას. რა დროს დასაძინებელი წამალი იყო, მან ხომ კარგად იცოდა, რომ მდევარი მოსდევდათ. დაეძინათ ბიჭებს, შემოვიდა მკვლელი ფანჯრიდან, ორი ტყვია ესროლა ზვიად გამსახურდიას. დიახ, გამსახურდიას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ კიტოვანი.

“ამას მე დაბეჯითებით ვამბობ. ჯერ ქვემოდან არის ნასროლი, ტყვია ტვინშია გასული და მოხვედრილი აქვს ლოგინის საბჯენს. მეორე ზემოდან, თავის ქალიდან აქვს მოხვედრილი და გამოსულია ყურში. მე მაინტერესებს, მანანა არჩვაძემ რატომ თქვა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე მაშინ, როცა გროზნოში წაასვენა თავისი ქმარი? ჯოხარ დუდაევი უარს ეტყოდა? არ არის დანაშაული ეს? წლების მერე, როცა უკვე რბილი ქსოვილი აღარ არსებობდა, ჩაიტანეს ნეშტი სადღაც როსტოვში და იქ გაასინჯეს ექსპერტებს... ეს გაკეთებული არის მაყუჩიანი “სტეჩკინით”. ამ ყველაფრის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ ფეხებზე დაიდო იარაღი? ეს ხომ აბსურდია. ყველაფერ ამას დასჭირდა მაქსიმუმ 40 წამი, არც კი - მკვლელმა ესროლა, დაადო მუცელზე იარაღი და წავიდა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“გამყიდველია ის, ვინც დაცვის ბიჭები დააძინა და მკვლელს ფანჯარა გაუღო. შესაძლოა ფანჯრიდან კი არა, კარიდან შევიდა მკვლელი - სულაც კარი გაუღეს მას. შეიძლება გუგუშვილმა გააღო. თუკი გუგუშვილმა მისცა ბიჭებს დასაძინებელი წამალი, რატომ არ შეიძლებოდა, მას გაეღო კარი? რად უნდოდათ დასაძინებელი წამალი, თუკი დაღლილი იყვნენ და ეძინებოდათ! ან საიდან ჰქონდა ძილის წამალი, აფთიაქში შეიარა და იყიდა? მე მაქვს ის ინფორმაცია, რასაც ვამბობ. სხვა ინფორმაცია რომ მქონდეს, სხვა რამეს ვიტყოდი. მცველებში მკვლელი არ არის. მკვლელი, რომელსაც ფული ჰქონდა აღებული, შევიდა, ისროლა და წავიდა. თუ მცველთაგან ერთ-ერთმა გაუღო მას კარი ან ფანჯარა, ვინც ეს გააკეთა, ისიც მკვლელია!” - დასძენს თენგიზ კიტოვანი.

“ყველაფრის თქმა საჭირო არ არის. კონსტანტინე გამსახურდიაც მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობს კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შევიკავოთ. შევარდნაძეა პირველი მკვლელი. შევარდნაძემ მოკლა ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, სოლიკო ხაბეიშვილი, შევარდნაძემ მოკლა ზურაბ პატარიძე - მას ავარია მოუწყვეს. მეც მომიწყვეს ავარია. ჩემს მოკვლასაც აპირებდა და შემთხვევით გადავრჩი. ავსტრიაში რომ ვიყავი, იქ გამომიგზავნა მკვლელები! შევარდნაძე რაც არის, ყველამ იცის. სირცხვილი იმ მეგრელებს, ვინც გაყიდა ზვიად გამსახურდია”, - აცხადებს თენგიზ კიტოვანი და შეკითხვას - “ვის გულისხმობთ ამ მეგრელებში?” - პასუხობს:

“გულუაც და კვირაიაც მეგრელები არ არიან? მათ ჰქონდათ დავალებული სამეგრელოს მოსახლეობის მოსყიდვა, რათა მათ მიეწოდებინათ ინფორმაცია პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ. სწორედ სამეგრელოში, გულუას ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახლში მოხდა შეკრება, სადაც გაცხადდა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის შესახებ და იქ შეკრებილი მებრძოლები დაეთანხმნენ ამას. სირცხვილი მათ, ვინც ფული აიღო ამაში და იუდასავით გაყიდა ზვიად გამსახურდია!”

ირაკლი ალასანია - “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის”

“ამ სამი დღის განმავლობაში აქ იმყოფება თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქვეყნების ხელმძღვანელ პირებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ შორის სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ კონფერენციაზე დასწრებას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე პირადად შევხვდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე მქონდა შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში და აშშ-ის სენატორებთან. გარდა ამისა, შევხვდი ეუთო-ს გენერალურ მდივანს. ყველა ამ შეხვედრის ძირითადი თემა არის ეროვნული უსაფრთხოება და ვითარება ავღანეთში, რადგან ამ კონფერენციაზე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სწორედ ავღანეთში არსებულ ვითარებას”, - აცხადებს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საერთაშორისო უსაფრთხოება და საქართველოს არჩევნები / ირაკლი ალასანია: “ყველა ერთხმად ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გამოცდა საქართველოსთვის”.

“მაგრამ როცა განვიხილავთ ევროპის უსაფრთხოებას, გვერდს ვერ ავუვლით საქართველოში არსებულ კონფლიქტურ ვითარებას და აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები უნდა იყოს ერთსულოვანი. აქ ყველა - მეც და საგარეო უწყების ხელმძღვანელიც წარმოვადგენთ საქართველოს და შიდაპოლიტიკურ საკითხებზე არსებული უთანხმოებისგან განსხვავებით, აქ ყველამ ერთი პოზიცია უნდა წარვადგინოთ - ეს არის ქართული პოზიცია!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.

“მინდა გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე დიდი ინტერსია, თუ როგორ ემზადება საქართველო არჩევნებისთვის. ყველა პოლიტიკური მოღვაწე, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც აქ არის და ჩემთან მართავს შეხვედრას, აღნიშნავს, რომ აუცილებელია შესრულდეს დანაპირები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ არჩევნებზე მათ ეყოლებათ დამკვირვებლები და მათი მხრიდან პირდაპირ არის გამოხატული განწყობა, რომ არჩევნების არასწორად გამართვის შემთხვევაში ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ეცდებიან პროცესები დააბრუნონ ისევ კონსტიტუციურ და სამართლიან ჩარჩოებში. ეს არის მათი პოზიცია, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ჩვენ მიერ არაერთხელ გამოხატულ პოზიციას, რომ ეს არის შანსი მთელი საქართველოსთვის, მათ შორის, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც და ეს შანსი უნდა იქნეს გამოყენებული”, - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი.

“არჩევნები არის პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, შედგა თუ არა საქართველო და შეუძლია თუ არა ქვეყანას, გახდეს ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. ეს განსაზღვრავს ჩვენდამი დასავლეთისა და ევროპული უსაფრთხოების დამოკიდებულებას. დღეს საქართველოში დემოკრატია და უსაფრთხოება პირდაპირ არის გადაბმული ერთმანეთთან. ეს არის საუკეთესო თავდაცვაც და ეს არის საუკეთესო მიდგომა ევროპული უსაფრთხოებისა და ევროპულ სახლში ჩვენი ინტეგრაციისადმი. დღეს არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, არადამაკმაყოფილებელია. ეს ყველას მხრიდან აღინიშნა, მაგრამ ეს არის პროცესი. აქ ყველანი გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავენ დემოკრატიულ პროცესებს”, - დასძენს ირაკლი ალასანია.

“ეს არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტული არჩევნების ნაწილი. ადგილობრივი არჩევნები იქნება პირველი ყველაზე სერიოზული გამოცდა ბოლო პოლიტიკური კრიზისის შემდეგ საქართველოში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში სამ თვეში იქნება სრულყოფილი დემორატია და ამის ილუზია არც ჩვენ გვაქვს. ჩვენ, უბრალოდ, სწორი გზით უნდა დავიწყოთ სიარული და სწორი გზა არის ისეთი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება, რომლის მიმართ ნდობა ექნება საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს. ვიმეორებ, ეს არის განმსაზღვრელი საქართველოსთვის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად - როგორც არის უსაფრთხოება და ევროპული ინტეგრაცია, ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელება ჩვენს პარტნიორებთან”, - აცხადებს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - “ობამას მრჩეველთან რაზე ისაუბრეთ... რამდენად კრიტიკულია მისი შეფასებები საქართველოში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით?” - პასუხობს:

“ბატონი ჯონსის მტკიცე პოზიცია იყო ის, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის უსაფრთხოებას, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების ხარჯზე არ მოხდება საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში რამე ცვლილება. პირიქით, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორებად... აქ არ არის საუბარი კრიტიკაზე. აქ არის საუბარი საქართველოში არსებული ვითარების შეფასებაზე და ამ მხრივ, საქართველოში აშკარად არის დემოკრატიის დეფიციტი. ყველა ღონეს ხმარობს აშშ, ფინანსურს თუ ინსტიტუციურს, ეს დეფიციტი შეავსოს. ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ არა ამის ეფექტურად გამოყენებას. აქ არის საუბარი სწორედ პოლიტიკურ ნებაზე ხელისუფლების მხრიდან”.

ლევან გაჩეჩილაძე - “ვიღაც-ვიღაცებს ურჩევნიათ სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში”

“ვინ სად გადავიდა ან გადმოვიდა, ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს მხოლოდ მერაბიშვილისა და სააკაშვილის სიზმრებია. “დაიცავი საქართველო” ვერ მუშაობს, რადგან ხელისუფლებამ ფინანსური ტერორი გამოგვიცხადა. ძალიან გართულდა პროექტების დაფინანსება. “დაიცავი საქართველო” არსებობს და მასში დიდი ვნებათაღელვაა იმის გამო, რაც ოპოზიციაში ხდება”, - აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ზოგ ოპოზიციონერს სააკაშვილზე მეტად სხვა ოპოზიციონერი ეზიზღება” / “უნდათ, ხალხი ვოლიერში შეყრილი მაიმუნებივით იყოს, რომლებიც კმაყოფილი არიან, თუ კანფეტს გადაუგდებენ”.

“თვეების წინ ხალხის დიდ სიყვარულსა და ნდობას ვგრძნობდი, დღეს ასე აღარ არის და ამას ობიექტური მიზეზი აქვს. ყველაფერი რომ ლოგიკურად დასრულებულიყო და იურიდიულად გავმხდარიყავი საქართველოს პრეზიდენტი, სიყვარული და ნდობა უწინდელივით მექნებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან ვერ მოვაწერე ხელი სისხლის ღვრასა და სამოქალაქო ომს. საქართველოს მტრების წისქვილზე წყალი არ დავასხი. თუმც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლას არ განვაგრძობ. თუ კიდევ ფორსმაჟორში აღმოვჩნდით, თუ ისევ ომი ან მსგავსი დიდი პროვოკაცია მოხდა, ადგილობრივი არჩევნები ყველას დაავიწყდება და დაირაზმება, რომ ეს ხელისუფლება როგორმე მმართველობას ჩამოაშოროს. თუ ასეთი ფორსმაჟორი არ მოხდა, მაშინ რეჟიმის შეცვლის გზად ადგილობრივი არჩევნები მიმაჩნია. ადგილობრივი არჩევნები უნდა გახდეს სანთებელა დიდი კოცონის დასანთებად, რომელსაც ხელისუფლების ცვლილება უნდა მოჰყვეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან გაჩეჩილაძე.

“თავისუფალი საარჩევნო გარემოსთვის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ცხადზე უცხადესად ვხედავ, რომ იმ ოპოზიციას, რომელიც ქუჩაშია, სააკაშვილი მერის სკამს არ გამოუწერს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაიჩაგრება და სწორედ ეს საბაბი უნდა გამოვიყენოთ, რომ რეჟიმს რაც შეიძლება მალე მოეღოს ბოლო. თუ სააკაშვილს ჰქონდა იმის იურიდიული უფლება, არჩევნების გამო რევოლუცია მოეხდინა, ხალხსა და ოპოზიციასაც აქვთ. გულწრფელად გეტყვით, ოპოზიციაში დღეს კრიზისია, ბევრი სხვადასხვანაირი ხედვაა. ყველა ოპოზიციური ლიდერი იმას ფიქრობს, რომ სწორედ მისი არჩეული გზაა ქვეყნის გადარჩენის საშუალება. დამოუკიდებელი აზროვნება ერთიანობას გამორიცხავს. ერთიანობა თუ არ იქნა, გამორიცხულია, საპროტესტო ტალღა ისევ მძლავრად აგორდეს და ხალხს გამარჯვების რწმენა ჩაესახოს. ჩემთვის მთავარი სააკაშვილის რეჟიმის დანგრევაა და არა მერობა, პრეზიდენტობა ან პარლამენტის თავმჯდომარეობა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ღმერთმა ქნას, ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას მივაღწიო. ამჟამად იმ ალიანსებთან ვმუშაობ, რომლებიც არჩევნებს უჭერენ მხარს. ხალხს რევოლუციის მოხდენის უფლება 5 იანვარსაც ჰქონდა, 20 იანვარსაც და 26 მაისსაც. ღვთის წინაშე მართალი ის ხალხია, რომელიც ყველა გზას მოსინჯავს. საზოგადოებასა და ოპოზიციას უნდა გაევლო მშვიდობიანი მანიფესტაციების, პერმანენტული აქციებისა და საკნების, ეკლესიისა და პატრიარქის გზაც იმისთვის, რომ სისხლის ღვრა აეცილებინა თავიდან. ოპოზიცია ვალმოხდილია, თუმც ჩვენმა მცდელობამ ნაყოფი არ გამოიღო”, - მიიჩნევს ლევან გაჩეჩილაძე.

“ამერიკული დელეგაციის წევრებსაც ვუთხარი, ძალიან მსიამოვნებს თქვენთან შეხვედრა, მაგრამ დამანახეთ მოლაპარაკებებით მიღწეული შედეგი. როგორ დავიჯერო, რომ აშშ-ის რაღაცის გაკეთება უნდა და ვერ აკეთებს. ჩვენ დიპლომატიური პასუხები კი არა, შედეგი გვაინტერესებს. თავად ამერიკელები ლაპარაკობენ სასამართლოს ნაკლზე, მედიაზე, უკანონოდ დაპატიმრებულებზე, არჩევნებზე, მაგრამ ჩვენთან მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ხალხმა ყველა მშვიდობიანი ხერხი ამოწურა. არ მგონია, მეყოს ძალა, რომ სააკაშვილის მახინჯი რეჟიმის წინააღმდეგ აზღვავებული ხალხის ტალღა კიდევ ერთხელ გავაჩერო” - დასძენს გამოცემის რესპონდენტი.

“უცნაურია საზოგადოების ნაწილის განცხადებები, უგულავა ამასა და ამას გვიკეთებსო. უგულავა სააკაშვილის ბოროტი ხელისუფლების გაგრძელებაა. მეტსაც გეტყვით, თუ ოპოზიციაში კრიზისი არ დაიძლია, შესაძლოა, კარის გადატრიალება მოხდეს. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ენას, სულიერებას, ეკლესიასა და სამშობლოს გვართმევენ? საქართველოს უხილავი, ფარული გზებით იპყრობენ! სააკაშვილის მართვის სტილი ასეთია: ადამიანი ბოლომდე უნდა დააბეჩავოს და მერე 200 გრამ პურსა და ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერს რომ მისცემ, კმაყოფილი იქნება. უნდათ, ხალხი ვოლიერში შეყრილი მაიმუნებივით იყოს, რომლებიც კმაყოფილი არიან, თუ კანფეტს გადაუგდებენ. ასეთი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე უგულავას თუ დაუჭერს მხარს ვინმე, ეს ოპოზიციაში კრიზისის ბრალი იქნება, რომელიც ერთმანეთის გინების გამო კიდევ უფრო ღრმავდება”, - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე და შეკითხვას - “საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციამ მოახერხა ერთ კანდიდატზე შეთანხმება, ადგილობრივ არჩევნებზე რატომ იმძლავრა ერთმანეთის სიძულვილმა?” - პასუხობს:

“ოპოზიციამ ერთმანეთის ნდობა დაკარგა. როგორ შეიძლება ძლიერი იყოს ოჯახი, სადაც ნდობის ნაცვლად გაუთავებელი ეჭვიანობაა. საქართველოში არ მოიძებნება არავინ, ვისზეც ვიტყვი, ამას სააკაშვილი ჯობს-მეთქი. ყველა მირჩევნია სააკაშვილს. ვიღაც-ვიღაცებს კი ურჩევნიათ, სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში. აი, ეს დავინახე ორწელიწადნახევრიანი ბრძოლის შემდეგ. ამ ქვეყანას ყოველდღიურად ნამუსს ხდიან, აუპატიურებენ და გასაკვირია, რომ ძალადობას საზოგადოებაც შეეჩვია. სწორედ ოპოზიციის კონსოლიდაცია გაუღვიძებს ხალხს გამარჯვების რწმენასა და ღირსებას, სხვა ვერაფერი”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124648.html

მიხეილ სააკაშვილი - რევოლუცია მხოლოდ დროშების ქნევა არ არის

08 / 02, 2010 19:10

რევოლუცია არა მხოლოდ დროშების ქნევა და ქუჩაში გამოსვლაა, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, რევოლუცია არის მტკივნეული და რადიკალური რეფორმები, ეროვნული ერთიანობა და კონსენსუსი მთავარი საკითხების გარშემო.

~ის, რომ საქართველო და უკრაინა - ძალიან ახლობელი და ბეგობრული ქვეყნები სხვადასხვა გზით წავიდნენ, არ მინდა ცალკე აღებულ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას დავაბრალო, რადგან ეს არ იყო ცაკლე აღებული არავის ბრალი. ეს გამოიწვია იმან, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ვერ მოახერხეს კონსენსუსის მოპოვება მთავარ საკითხებზე და მთელი ეს ბრძოლა მუდმივად ურთიერთდაპირისპირებაზე, ქიშპობასა და ერთამანეთის ჩაძირვაზე დაიხარჯა~, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი შეფასებით, სწორედ ამის “გამოწერა” უნდათ საქართველოსთვის ზოგიერთ რადიკალურ ოპონენეტებს საქართველოს შიგნით და მათთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოს გარეთ. ~სად უკრაინის საწყისი პოზიცია და სად ჩენი პოზიციები, როცა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია; სად მათი გეოგრაფია და სად ჩვენი~, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილი - მთავარ საკითხებზე ეროვნული ერთიანობის დარღვევა დემოკრატიისთვის მომაკვდინებელია

08 / 02, 2010 19:46

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ბედი საქართველომ არასოდეს უნდა გაიზიაროს.

როგორც პრეზიდენტმა დღეს უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, უკრაინის სამწუხარო მაგალითი არის ის, რომ კომპრომისები რეფორმებზე და ეროვნული ერთიანობის დარღვევა მთავარ საკითხებზე, ნებისმიერი დემოკრატიისთვის მომაკვდინებელია. ~ეს არის ჩვენთვის აცრა იმაზე, რომ ეს არასოდეს დაგვემართოს~, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე საქართველოს რეგიონებში მიმდინარე ტურისტულ პროექტებზეც ისაუბრა და ასევე პარლამენტის გარდაცვლილი დეპუტატი ვანო ხუხუნაიშვილი გაიხსენა. მისი თქმით, იგი ვანო ხუხუნაიშვილთან მრავალი წლის განმავლობაში მეგობრობდა. მან ასევე გაიხსენა ის პერიოდი, როცა ვანო ხუხუნაიშვილი რადიკალურ ოპოზიციაში იყო.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ზოგჯერ მას მსგავსი ოპოზიცია ენატრება. მისი თქმით, ხუხუნაიშვილმა არც ერთი უცხო ენა არ იცოდა, გარდა რუსულისა, მაგრამ მაინც ყველასთან ახერხებდა საერთო ენის გამონახვას.

~იგი მიიჩნევდა, რომ საქართველოს გაძლიერება და კეთილდღეობა იყო მისი გამარჯვება. ნამდვილად არ ფიქრობდა, როგორც დღეს ბევრს მიაჩნია, რომ პარტიზანივით მოქმედება, ყველაფრის გადაწვა, მოსპობა და მთავრობის დაზიანება გაამთლიანებდა და გააძლიერებდა ქვეყანას~, - განაცხადა პრეზიდენტმა

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2010

09 / 02, 2010 11:48

• მოჰყვება თუ არა “მოღალატეთა სიას” კომპრომატებიც?

• საკაბელო ტელევიზიებს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რუსული “ევრონიუსისა” და სომხური არხის გათიშვა მოსთხოვა

• გამოჩნდებიან თუ არა ლეიბორისტები პარლამენტში საკუთარი კანონპროექტების განხილვის დროს

• ვახტანგ კაპანაძე: “მასირებული შეტევების გაძლება შესაძლებელია, თუ...”

მოჰყვება თუ არა “მოღალატეთა სიას” კომპრომატებიც?

“ედპ-მ მოღალატეების სია გამოაქვეყნა. ამ სიაში მოხვედრილი პირები ედპ-ს მორალურ-პატრიოტული შეხედულებებით არიან შერჩეული. სხვა მტკიცებულებები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ედპ-ს ამ ინიციატივას სიხარულით შეხვდა და კომენტარებსაც დაუზარებლად, მთელი სერიოზულობით აკეთებდა. სწორედ ამიტომაც ოპოზიციაში გაჩნდა მოლოდინი, რომ საარჩევნოდ ხელისუფლება ისევ “ჯაშუშების თემას” წამოსწევს წინ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ედპ და ხელისუფლება “მოღალატეების” თემით დაინტერესდნენ.

“სხვათა შორის, ეს თემა ძალიან აქტუალური იყო 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ორივე არჩევნების წინ. ასევე აქტუალური იყო შარშანდელი აქციების წინ და სწორედ ამის გამო უკვე არსებობდა მოლოდინი, რომ ჯაშუშების თემა ისევ გააქტიურდებოდა. სწორედ ამიტომ ოპოზიცია ედპ-ს ამ თემატიკით დაინტერესებას ამ კონტექსტში მოისაზრებს. იმის გამო, რომ შარშანდელი აქციების შემდეგ ჯაშუშების თემატიკით ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია თორთლაძეა დაინტერესებული, უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ ეს თემა ახლაც მისი მეშვეობით გააქტიურებულიყო, მაგრამ ე.წ. მოღალატეების სია ედპ-მ გამოაქვეყნა. ეროვნულ-დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ მოღალატეთა სიაში, სერგო ორჯანოკიძისა და ფილიპე მახარაძის გვერდით, ზურაბ ნოღაიდელის სახელიც უნდა იყოს. ედპ მოღალატეებად მიიჩნევს იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც მხარს არ უჭერენ ნატო-ში ინტეგრაციას და “ნეიტრალიტეტის საფარქვეშ რუსეთს ემსახურებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ედპ მოღალატეებს უწოდებს ასევე პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერებს - კობა დავითაშვილსა და ზვიად ძიძიგურს, კახა კუკავას. ამ სიაში მოხვდა ვალერი კვარაცხელიაც. საგანგებო ბრიფინგის გარდა, ედპ-მ საკუთარი შეფასებები საგანგებო ბუკლეტებითაც გაავრცელა - პარტიის წევრებმა გუშინ რუსთაველის გამზირზე საგანგებო ბუკლეტები დაარიგეს, სადაც მათ მიერ შედგენილი მოღალატეთა სია იყო ჩამოწერილი. მოღალატეთა სიაში მოხვედრილი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს. სამაგიეროდ, ედპ-ს ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობა საკმაოდ დიდი ენთუზმიაზით გამოეხმაურა და ამ შეფასებებსაც იზიარებენ. როგორც უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, დროა საქართველოში კოლაბორაციონიზმს თავისი სახელი დაერქვას”, - განაგრძობს გამოცემა.

“ცისკარიშვილის თქმით, საინტერესოა, რომ ედპ-ს მიერ დასახელებულმა მოღალატეებმა მოსკოვში სიარული და კრემლში ხელშეკრულებების დადება სწორედ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ დაიწყეს. ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ ნოღაიდელისა და სხვა პოლიტიკოსების ნაბიჯები ცუდი პრეცედენტია იმ ქვეყნებისთვის, რომლებზეც რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების მიზნით წნეხის განხორციელებას ცდილობს და ამ მხრივ საშიშროებასაც წარმოადგენენ. იგი დარწმუნებულია, რომ ზურაბ ნოღაიდელი და მისი თანამოაზრე პოლიტიკოსები კარგად ხვდებიან, რომ მოსკოვში მათ ვიზიტებს საქართველოსთვის კარგი შედეგი არ მოჰყვება. “მოღალატეების” შეფასებას ეთანხმება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილიც. უმრავლესობის ამ კომენტარების გამო კი ოპოზიციას ედპ-ს და ხელისუფლების კავშირის ეჭვები უფრო მეტად გაუძლიერდა”, - წერს სტატიის ავტორი.

“დღეს ექსპრემიერი პუტინის პარტია “ედინაია როსიასთან” ოფიციალურ შეთანხმებას გააფორმებს. პუტინის პარტიის სახელით ხელშეკრულებას ხელს ბორის გრიზლოვი მოაწერს, ნოღაიდელის პარტიის სახელით კი, რა თქმა უნდა, ნოღაიდელი. “ედინაია როსიისა” და “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” შორის ამ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კომენტარი გაკეთდა. ამის მიუხედავად, ვერც საქართველოში და ვერც რუსეთში ვერ გაიგეს, რა საჭიროა ამ შეთანხმების გაფორმება. ამ შეთანხმებით ნოღაიდელის პარტიამ შესაძლოა მართლა იხეიროს. ხეირს ნაციონალებიც ნახავენ. სალაპარაკოგამოლეულ ნაციონალებს ნოღაიდელმა სალაპარაკო თემა ნამდვილად მისცა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით რა დოკუმენტები მისცა პუტინმა ნოღაიდელს / ყოფილი პრემიერი ედპ-მ მოღალატედ გამოაცხადა.

“ნაციონალებისთვის მიუღებელი ოპოზიცია ბოლო დროს რუსეთისკენ ძალიან ცუდად იქაჩება. წინა კვირას რამდენიმე ლიდერი გამოვიდა და განაცხადა, რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დავიწყოო. იმდენად ხშირად გააჟღერეს თავიანთი რუსული ვნებანი, რომ საქართველოს პრეზიდენტიც კი გადარიეს. მოკრძალებული შეფასებების მოყვარულმა სააკაშვილმა ასეთ პოლიტიკოსებს სულ “ჩმორები” უძახა. ზურაბ ნოღაიდელს წინ ძალიან სერიოზული უსიამოვნება ელის. ხელისუფლება რომ აკრიტიკებს, ეს მის იმიჯზე დადებითად მოქმედებს. მისი რუსული ვოიაჟებით არც მოსახლეობაა ძალიან კმაყოფილი. გუშინ კი ის საქართველოს მოღალატედ გამოაცხადეს. ედპ-ს ახალგაზრდულმა ფრთამ გუშინ საქართველოს მოღალატეების სია გამოქვეყნა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოღალატეთა 4-კაციან სიას სათავეში სერგო ორჯანიკიძე და ფილიპე მახარაძე უდგანან. მესამე ადგილზე იმყოფება უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე. მეოთხე ადგილი კი ყოფილმა პრემიერმა დაიკავა. მართალია, სიაში ოფიციალურად არ შეუტანიათ მათი გვარები, მაგრამ მოღალატის იარლიყი ზვიად ძიძიგურს, კახა კუკავასა და კობა დავითაშვილს ერგოთ. ნოღაიდელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეიძლება ბევრი სიურპრიზი დახვდეს. როგორ უმბობენ, ხელისუფლება მის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებას აპირებს. არც იმას გამორიცხავენ, რომ ექსპრემიერი გისოსებს მიღმა გაუშვან”, - წერს სტატიის ავტორი.

“ნოღაიდელი აცხადებს, რომ მისი დაჭერა არც ისე ადვილი იქნება. თავის დროზე იგივეს ამტკიცებდა ირაკლი ოქრუაშვილი. მისი დაპატიმრება ლამის რევოლუციის საბაბი გახდა. ნოღაიდელის შემთხვევაში ასე ნამდვილად არ იქნება. “ოქროსგან” განსხვავებით, ყოფილ პრემიერს ფანები არ ჰყავს. ამდენად, ხელისუფლებას გამოსვლების შიში არ აკავებს. აქ რაღაც სხვა ამბავია და ეს ამბავი, როგორც ამბობენ, პუტინს უკავშირდება. ერთ-ერთი ვერსიით, პუტინმა მას რაღაც საიდუმლო დოკუმენტი მიაწოდა და სავარაუდოდ, ამის გამო ვერავინ უბედავს ბუზის აფრენას. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ნოღაიდელი ჩინოსნებს ხელების მომტვრევით ემუქრება, ხელისუფლებაც რატომღაც მორჩილად ითმენს ამ ყველაფერს. აქ ორი ამბავია - ან მართლა რაღაც იცის ნოღაიდელმა, ანდა ხელისუფლება ელოდება საჭირო დროს”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

საკაბელო ტელევიზიებს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რუსული “ევრონიუსისა” და სომხური არხის გათიშვა მოსთხოვა

“კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საკაბელო კომპანიებს რუსულენოვანი და სომხური არხების ამოღების რეკომენდაციით მიმართავს. საუბარი რუსულენოვან “ევრონიუსზე”, რამდენიმე რუსულ მუსიკალურ არხზე და ერთ-ერთი სომხურ ტელევიზიაზეა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსული “ევრონიუსისა” და სომხური არხის გათიშვას მოითხოვენ / კომუნიკაციების კომისია საკაბელოებს “თამაშის ახალ წესებს” სთავაზობს.

“კაბელური ტელექსელების კავშირის 50-მდე წევრს კომისია “მეგობრულ” რჩევას აძლევს და ამ არხების ამოღების მოთხოვნით მიმართავს. გამომდინარე იქიდან, რომ თავად აღნიშნულ კავშირს პრობლემები აქვს არალიცენზირებული არხების ჩვენებასთან დაკავშირებით, გამოსასწორებლად ორ კვირას აძლევს - კონტექსტი ისეთია, რომ ამ პირობის შესრულების სანაცვლოდ, ირიბად, საკაბელოებს გარკვეული არხების ულიცენზიო ჩვენებაზე თვალის დახუჭვას ჰპირდებიან. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი რატიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ეს თავად კაბელური ტელექსელის წარმომადგენლებს არ უნდა აძლევდეთ ხელს, ვინაიდან კომისიას შეუძლია თვალი არ დახუჭოს მათ მიერ უცხოურენოვანი არხების ულიცენზიოდ ჩვენებაზე და ეს საბოლოო ჯამში თავად საკაბელო არხებს დააზარალებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სხდომაზე საკითხი ასევე შეეხო ქართული ნაციონალური არხების რეტლანსლირებისთვის, საკაბელო ტელექსელების კავშირის მიერ, ყოველთვიურად მათგან მოთხოვნილ გადასახადს 1000 დოლარის ოდენობით. რატიშვილი დაინტერესდა, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ კავშირის წევრებმა. სხდომაზე საუბარი იყო იმაზე, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში განსაზღვრული არხების რეტლანსლირებაზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია თვალს დახუჭავს. მაგალითად, არ გაითიშება “ენ-ტე-ვე პლუს ფეხბურთი”, ენ-ტე-ვე - კინოჰიტი” და “ენ-ტე-ვე - პრემიერა”. ამასთან კომისია ურჩევს საკაბელო ოპერატორებს, ჩართონ თავიანთ ჩამონათვალში ისეთი არხები, რომლებითაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ტელეარხების ჩანაცვლება მოხდება. რატიშვილმა განაცხადა, რომ თუკი საკაბელო ქსელი ოპერატორები დაარღვევენ ამ პირობას, “თამაში სხვანაირად დაიწყება”, - დასძენს გამოცემა.

“შეხვედრაზე რატიშვილმა რეკომენდაციის სახით რამდენიმე არასასურველ არხზეც გააკეთა მინიშნება. მათ შორის რუსულ “ევრონიუსსა” და სომხურ საინფორმაციო არხზე, თუმცა ამ უკანასკნელის სახელწოდება არ დაუკონკრეტებია. “მუსიკალური არხები, რომელზეც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეა გამოყოფილი და სადაც ეს-ემ-ესებით მიდის მათი ქება-დიდება, არაა სასურველი, რომ გადიოდეს. ასევე, “ევრონიუსის” რუსული და ორიგინალურ ენაზე გაშვებული ნიუსები არის განსხვავებული, რადგან რუსული ვერსია მოსკოვურ სტუდიაში მზადდება. დიდ სირთულეს არ წარმოადგენს მისი ჩანაცვლება თუნდაც ფრანგულენოვანი “ევრონიუსით” - აღნიშნა რატიშვილმა. მისი თქმით, განსაზღვრული თამაშის წესები იქნება ყველასთვის, რაც მკაცრად უნდა იქნეს დაცული. კომუნიკაციების კომისია 2-კვირიან ვადას აძლევს საკაბელო ოპერატორებს, რათა ამ პერიოდში მათ შეძლონ ხელშეკრულებების მოწესრიგება”, - წერს სტატიის ავტორი.

გამოჩნდებიან თუ არა ლეიბორისტები პარლამენტში საკუთარი კანონპროექტების განხილვის დროს

“ლეიბორისტებმა პარლამენტს საკუთარი კანონპროექტები წარუდგინეს. სამი კანონპროექტი, რომლებიც ერთ პაკეტადაა, გუშინ ბიუროზე მსჯელობის საგანი გახდა. ამ სამი კანონპროექტის ინიციატორები არიან: შალვა ნათელაშვილი, იოსებ შატბერაშვილი, კახა ძაგანია და გიორგი გუგავა. ოთხივე მათგანი პარლამენტის წევრია, თუმცა ისინი პარლამენტის სხდომებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ლეიბორისტები შესაძლოა პარლამენტში გამოჩნდნენ.

“ლეიბორისტების მიერ მომზადებულ პაკეტთან დაკავშირებით გუშინ ბიუროზე განმარტება გააკეთა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა. მისი თქმით, ეს კანონპროექტები სამი დამოუკიდებელი კანონპროექტია და ისინი ერთ პაკეტში არ უნდა იხილებოდეს. პარლამენტის თავმჯდომარე დაეთანხმა, რომ სამივე კანონპროექტი ცალ-ცალკე ინიციატივებად განიხილონ. არანაირი ხელის შეშლა არ მოხდება და კანონპროექტების განხილვა დაიწყება - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. აქამდე ლეიბორისტები არც ერთ სხდომას არ დასწრებიან. ამიტომ ზოგიერთს აინტერესებს, საკუთარი კანონპროექტების განხილვას დაესწრებიან თუ არა ისინი. ვინ წარადგენს სამ კანონპროექტს კომიტეტის ან საპარლამენტო სხდომაზე, ეს ჯერ გარკვეული არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება კანონპროექტებს, ისინი სხვადასხვა საკითხს შეეხება. ერთი კანონპროექტი შეეხება “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებს, მეორე - “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებებსა და დამატებებს, მესამე კი - “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებსა და დამატებებს. ლეიბორისტების მიერ მომზადებული “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები პენსიის დანიშვნის საკითხებს შეეხება. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, პენსიის დანიშვნის საფუძვლად განიხილება საპენსიო ასაკის - 60 წლის მიღწევა 65-ის ნაცვლად (ქალებისთვის - 55 წლის მიღწევა 60-ის ნაცვლად). ამასთან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, პენსიის ოდენობა განისაზღვრება კანონით დადგენილი პენსიის მინიმალური ოდენობისა და ნამსახურობის თითო წელზე თითო ლარის დანამატის ჯამით”, - დასძენს გამოცემა.

“ლეიბორისტების მიერ მომზადებული კანონოპროექტი თუ გავიდა, მაშინ ქალების საპენსიო ასაკი 55 წლით განისაზღვრება, ხოლო მამაკაცების - 60 წლით. სანამ ლეიბორისტების მიერ მომზადებული კანონპროექტი კანონად იქცევა, ამისთვის განსაზღვრული პროცედურების გავლაა საჭირო. საკითხი განსახილველად შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე უნდა გავიდეს, შემდეგ - პარლამენტის სხდომაზე. კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საპარლამენტო უმრავლესობა დაუჭერს მხარს. მართალია, ლეიბორისტების კანონპროექტების განხილვა საგაზაფხულო სესიის პირველსავე სხდომაზე არ მოხდება, მაგრამ სესიის გახსნას ლეიბორისტები კანონპროექტებით შეიარაღებული” დახვდებიან”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ კაპანაძე: “მასირებული შეტევების გაძლება შესაძლებელია, თუ...”

“მიუხედავად იმისა, რომ მცხეთისა და საგარეჯოს რაიონებში საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა, დანაღმული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხე დიდია. თავის დროზე, მცხეთასთან, ჯვრის მონასტრის ქვევით, და საგარეჯოში რუსმა სამხედროებმა თავიანთი სამხედრო ნაწილების პერიმეტრები დანაღმეს, მაგრამ საქართველოდან წასვლის შემდეგ ნაღმური ველების რუკები არ გადმოუციათ. მას შემდეგ ამ ადგილებში ათზე მეტი კაცი აფეთქდა”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (5 - 18 თებერვალი, #3) რედაქტორის სვეტში.

“გასულ კვირას იაპონიის მთავრობამ თითქმის 700 ათასი დოლარი გამოყო ზემოხსენებულ ადგილებში ჰუმანიტარული განნაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად, რომელიც ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს. სამწუხაროდ, შიდა ქართლის ქართულ სოფლებში უკვე განაღმულ ტერიტორიებზე კვლავ პოულობენ ნაღმებს, რაც მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვევს. იმედია, მცხეთისა და საგარეჯოს რაიონებში განნაღმვითი სამუშაოები ამჯერად უფრო ხარისხიანად ჩატარდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნუ უგულებელყოფ მტრებს; ისინი პირველები ამჩნევენ თქვენს შეცდომებს”. ამ გამონათქვამის მნიშვნელობა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს რეალობისთვის, რადგან მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში არა პირობითი, არამედ რეალური მოწინააღმდეგის ძალები არიან შემოჭრილი და დღესაც აპირებს აგრესიის გაგრძელებას. თანაც, საომარი მოქმედებები შესაძლებელია იყოს როგორც სრულმასშტაბიანი, ასევე შეზღუდული... ყველაზე მოწყვლადი საოპერაციო მიმართულების ღერძი განედური გადაჭიმულობისაა და ზღვიდან იწყება. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მიმართულებიდან განაგრძობს ჩვენი მოწინააღმდეგე აგრესიას, ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვაო დესანტების გადმოსხმის ალბათობა უმაღლეს ნიშნულზეა“, - წერს ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე “არსენალში” გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში ბრძოლა საზღვაო დესანტებთან.

“თუ რად შეიძლება დაუჯდეს შეიარაღებულ ძალებს ამ ტიპის საბრძოლო მოქმედებებისთვის მოუმზადებლობა, 1993 წლის ივლისში ტამიშის აფხაზთა საზღვაო დესანტის რეიდმა ცხადყო. შეცდომებმა და მოუმზადებლობამ გამოიწვია ქართველი ჯარისკაცების ძალიან დიდი მსხვერპლი, მორალური ზემოქმედება და ძალების წინა ხაზიდან გადმოსროლა, რამაც დაღი დაასვა კონფლიქტის მსვლელობასა და მის შედეგს... აფხაზებმა 2 ივლისის დილის 5:00 სთ-ზე ოჩამჩირის რაიონში, დაბა ტამიშთან საზღვაო დესანტი, 600 კაცი, ძირითადად, რუსი სამხედროები გადმოსხეს. რუსული წყაროების ინფორმაციით, დესანტში ოსურ-ყაბარდოული და დნესტრისპირეთის ბატალიონის მებრძოლებიც შედიოდნენ, რომლებიც სხვა მოხალისეებთან შედარებით პროფესიონალიზმითა და მაღალი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ. საზოგადოდ, საზღვაო დესანტი ყველაზე მოწყვლადი ზღვაზე გადასვლისა და ნაპირზე გადმოსხმის დროს არის. ქართულმა სანაპირო დაცვის ქვედანაყოფებმა რადარების საშუალებით დააფიქსირეს ბარჟებით დესანტის გადაადგილება, მაგრამ სანამ ხელმძღვანელობასთან და ერთმანეთში არკვევდნენ, ვისი მცურავი საშუალებები ჩანდა ლოკატორებზე, აფხაზებმა ისარგებლეს და ნაპირზე დაუბრკოლებლად გადავიდნენ... პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდნენ ოჩამჩირეში მოქმედი სეპარატისტთა საბრძოლო რაზმებიც. მოუმზადებელმა ქართულმა მხარემ ბრძოლის პირველ საათებში დაახლოებით 300 კაცზე მეტი დაკარგა. მოწინააღმდეგემ ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის გაკონტროლება დაიწყო, რითაც უახლოესი ამოცანა შეასრულა”, - აღნიშნავს ვახტანგ კაპანაძე.

“ქართულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ პრიორიტეტულ ამოცანად შემოჭრილი დესანტის განადგურება დასახა, დაიწყო ძალების მობილიზება და ყურადღება გადაიტანა სოხუმის მიმართულებიდან... ორ ცეცხლს შორის მოქცეული, დესანტის გადარჩენილი ნაწილი დაიქსაქსა და მცირე ჯგუფებით ტყვარჩელისკენ მოახერხა “გაჟონვა”. საინტერესოა ერთი დეტალიც: 1999 წელს შამილ ბასაევის შესახებ გამოცემული წიგნის ავტორი ევგენი კრუტნიკოვი იხსენებს, რომ გუდაუთაში დესანტის გადარჩენილმა ერთ-ერთმა მეთაურმა, ოსმა ვალერი ხუბულოვმა, რომელმაც პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაკარგა, პირველ რიგში მოძებნა ის ოფიცრები და პოლიტიკოსები, რომლებმაც დესანტისთვის დამხმარე ძალების გაგზავნაზე უარი თქვეს. მან უსიტყვოდ გაარტყა ავტომატის კონდახი ყბაში აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესა და კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ჯარების სარდალს, მერე თავზე დაადგა და ყველას გასაგონად რუსულად სულ დედის სული უტრიალა. მიწაზე გაშხლართულ სარდალს წინააღმდეგობის გაწევა და თავის მართლება არ უცდია, მიუხედავად კავკასიელი კაცისთვის ყველაზე სასტიკი დამცირებისა. ეს კაცი შამილ ბასაევი იყო! თავად ხუბულოვი მოგვიანებით გამოასალმეს სიცოცხლეს - მას თავს დაესხნენ 1998 წლის 31 მაისს და ვლადიკავკაზის ბაზრის ახლოს ჩაცხრილეს. შესაძლოა, მას ბასაევის შეურაცხყოფა არ აპატიეს... სანამ ქართველები დესანტს ებრძოდნენ, აფხაზებმა 14 ივლისს შრომა-კამანის მიმართულებით ყველა სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს. სოხუმზე შეტევისთვის სეპარატისტებმა შესანიშნავი პლაცდარმი შექმნეს”, - განმარტავს ბრიგადის გენერალი და დასძენს:

“რამდენიმე სიტყვა არსებულ საფრთხეზე. დავესესხები გერმანელ გენერალ ფონ მელენტინს: “უმცროსი მეთაურების უუნარობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად, ყოველთვის აიძულებდა რუსებს, წარემართათ მასირებული შეტევები მჭიდრო საბრძოლო წყობით. რიცხობრივი უპირატესობის წყალობით მათ შეძლეს არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება. თუმცა, როგორც გამოცდილება ცხადყოფს, მასირებული შეტევების გაძლება შესაძლებელია, თუკი დამცველები კარგად არიან მომზადებული, აქვთ საკმარისი შეიარაღება და მოქმედებენ უნარიანი მეთაურების ხელმძღვანელობით”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124784.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერის არჩევნები... ძალაუფლებაგამოცლილი ადგილისთვის?!

“ყველაფერი იქნება პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დამოკიდებული - რამდენად მომთხოვნი იქნებიან დასავლელი პარტნიორები და რამდენად დაიძაბება ან განიმუხტება პოლიტიკური პროცესები. ეს გადაწყდება მოთამაშეებს შორის. ეს ყველა ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა უფრო პოლიტიკურ სიტუაციაზე. იმის მიხედვით, რამდენად აქტიური ან პასიური იქნება ოპოზიცია, განისაზღვრება შედეგი. როდესაც არის შესაბამისი აქტიური პოლიტიკური სიტუაცია, მხოლოდ ამ დროს მიდის ხელისუფლება დათმობაზე. სხვა შემთხვევაში არ მგონია რამე რესურსი იყოს სიტუაციის შესაცვლელად.”, - აცხადებს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური კონგრესის ევროპული თვითმმართველობის ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი დავით ლოსაბერიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მერის არჩევნები ძალაუფლებაგამოცლილი ადგილისთვის.

“დასავლეთის მხრიდან დაინტერესება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ გააჩნია ორგანიზაციებს. არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც მოვალენი არიან, რომ ამ პროცესის მონიტორინგი გასწიონ. მეორე მხარეა პოლიტიკური შტოები და მათი დაინტერესების მიხედვით დადგება გარკვეული შედეგი. აქ გასათვალისწინებელია, თუ რა დონეზეა დასავლეთი დაინტერესებული პოლიტიკური სტაბილურობით - აქცენტი გაკეთდება მოქმედ ძალებზე თუ ახალზე. მგონია, რომ საქართველოსგან დასავლეთი მოითხოვს, შედგეს გარკვეული კონსენსუსი, მაგრამ რა დონეზე, ეს უკვე პოლიტიკური კონიუნქტურიდან და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ლოსაბერიძე.

“პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, ვის ვირჩევთ. რეალურად, თვითმმართველობას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია, თანდათან მცირდება იმ უფლებათა ნუსხა, რომელიც მათ ჰქონდათ და უფრო და უფრო დამოკიდებულნი ხდებიან ცენტრალური ხელისუფლებაზე. თუ ადრე ეს ხორციელდებოდა დე ფაქტოდ, ახლა ხორციელდება დე იურედ. ხელისუფლება, ჩემი აზრით, თავისთვის ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას მოუწევს დათმობა გარკვეული ძალაუფლების, არ ექნება პრობლემა, რომ პროცესებზე გავლენა დაკარგოს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა ან წააგო, ხელისუფლება არაფერს კარგავს. ასევე, ოპოზიციის უმრავლესობა არ არის დაინტერესებული ბევრი საკითხით, არ ინტერესდებიან, რა გარემოში მოუწევთ ბრძოლა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ზამთარსა და და შემოდგომაზე კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით მერის უფლებები საკმაოდ შეიზღუდა. იმ შემთხვევაშიც კი თუ არასახელისუფლებო პარტია მოვა ხელისუფლებაში, მას მოუწევს პოლიტიკური თამაში და კანონმდებლობის შესაცვლელად სერიოზული მუშაობა. ეს სახიფათოა ხელისუფლებისთვის და ურთიერთბრალდებების კონტექსტში გადადის პროცესები. ვფიქრობ, ორივე მხარე პოლიტიკურ თამაშს ეწევა და რეალური მიზნისკენ არ ისწრაფვის. ვის ხელში იქნება ძალაუფლება, მათთვის ეს არის მთავარი და არა ის, რისთვის სჭირდებათ ძალაუფლება”, - დასძენს დავით ლოსაბერიძე.

“გამომდინარე საქართველოს დღევანდელი პოლიტკიური სიტუაციიდან და საზოგადოების განწყობიდან, ამომრჩევლის მოსაზიდად საჭიროა სოციალურ-პოპულისტური განცხადებები, ვინაიდან საზოგადოება არ არის დაინტერესებული კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტით. აქ თამაში იქნება ურთიერთბრალდებებზე და პიარზე - ეს იქნება შადრევნების გახსნა თუ ბავშვების ხელში აყვანა. შანსები დამოკიდებულია იმაზე, რა პოლიტიკური კონიუნქტურა იქნება არჩევნებისთვის - ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, გაიფორმოს გამარჯვება და თუ დაინახა, რომ ეს არ გასდის, რაღაც კუთხით დათმობს და ამის მოახდენს სიტუაციის განმუხტვას”, - აცხადებს დავით ლოსაბერიძე და შეკითხვას - “თუ ვერ გახდა ქალაქის მერი ოპოზიციონერი, საკრებულოში მაინც აქვს ოპოზიციას შანსი, ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე?

“ეს თემა არის გაურკვეველი, ვინაიდან საქართველოში სახეზეა ცენტრალიზაციის პროცესი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ითამაშებენ პოლიტიკური სუბიექტები. სავარაუდოდ, ყველა ძალა შეეცდება პოლიტიკური ქულების დაწერას... ხელისუფლებას შეეძლო, რომ პრობლემების უდიდესი ნაწილი დეცენტრალიზაციის საშუალებით სხვაზე გადაეტანა, მაგრამ ეს არ მოხდა არც ერთ შემთხვევაში გასული წლების მანძილზე. რომელი მმართველი გუნდიც არ უნდა ავიღოთ საქართველოში, ყველანი იყვნენ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის იდეით დაკავებულნი. ეს მათ უფრო მეტ პრობლემას უქმნიდა, ვიდრე მოგებას. დეცენტრალიზაცია გარდაუვალი პროცესია, მაგრამ როდის მოხდება და როდის იქნება პოლიტიკური ელიტის ნება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე”.

13.02.2010

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...