Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2010

30 / 01, 2010 11:52

 

· ელიზბარ ჯაველიძე - “მე ეს ფული ავიღე იმიტომ, რომ ამ ფულით უნდა დავუპირისპირდე იმ ხალხს, ვისაც ჩემი ერის მოსპობა-გაჩანაგება სურს!”

· იქცევა თუ არა საქართველო ნატო-ს პლაცდარმად თალიბების წინააღმდეგ

· გიგა ბოკერიას მეუღლე ჟურნალისტიკაში მიდის

 

ელიზბარ ჯაველიძე - მე ეს ფული ავიღე იმიტომ, რომ ამ ფულით უნდა დავუპირისპირდე იმ ხალხს, ვისაც ჩემი ერის მოსპობა-გაჩანაგება სურს!

 

“გუშინ სასტუმრო “ამბასადორში” “საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მანანა-ჯაფარიძე ჭყოიძემ დავით აღმაშენებლის სახელობის იმ ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის ლაურეატები დაასახელა, რომლის გარშემოც, აგერ უკვე რა ხანია, “ძიძგი-ძიძგი მამალოა” გაჩაღებული - აქაოდა, პრემია რუსეთუმე ალექსანდრე ებრალიძემ დააარსა, შორს ჩვენგან პუტინისა და “ეფესბეს” ფულებიო”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით ელიზბარ ჯაველიძე: მე რომ ავიღე ეს ფული, ეს არის პოლიტიკა!

“კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც გურამ გოგიაშვილი, ნუნუ დალაქიშვილი და ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძე შედიოდნენ, დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატები პოეტი რეზო ამაშუკელი, მწერალი ელიზბარ ჯაველიძე და მწერალი ნოდარ წულეისკირი გახდნენ. თითოეულმა 20-20 ათასი ლარი მიიღო. კომისიამ ასევე დააჯილდოვა ანზორ თოთაძე, დეკანოზი კონსტანტინე, მანანა ჩიტიშვილი, ვასილ კუკუნაშვილი, ირაკლი სამსონაძე და დავით ტაკიძე, სპეციალური პრიზების მფლობელები გახდნენ: კობა არაბული, თამაზ შაიშმელაშვილი და თემურ მირიანაშვილი - თითოეულმა 5-5 ათასი ლარი მიიღო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიების დამფუძნებელი “საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესთან” ერთად საქართველოს მწერალთა კავშირიც იყო, მაგრამ კონგრესმა სთხოვა მწერალთა კავშირს ამ პრემიას გამიჯვნოდა, რათა მას ზედმეტი პრობლემები არ შექმნოდა. პრობლემები კი, როგორც ჩანს, უკვე შექმნილია, ხოლო ერთმანეთის ლანძღვა-გინების დასაწყებად - მაზანდა გახსნილი, რადგან ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი დამთავრდა თუ არა, ოფიციოზის მიერ მკაცრად კონტროლირებადმა სატელევიზიო არხებმა ერთმანეთის მიყოლებით ინტერვიები ჩამოართვეს იმ ბერეტიან “მწერლებს”, რომლებიც სააკაშვილისთვის ტაშის დაკვრაში უფრო არიან გაწაფულნი, ვიდრე კალმის მხატვრულად მოსმაში. ასე, მაგალითად, დავით-დეფი გოგიბედაშვილმა პრემიის დამფუძნებელიც და მისი ლაურეატებიც “ეფესბეშნიკებად”, საქართველოს დაუძინებელ მტრებად და მოსკოვის მიერ მართულ მოღალატეებად გამოაცხადა”, - დასძენს გამოცემა.

“დიტო, ყველაფერი ვიცი, ვნახე ეს სიბინძურე. ახლა გოგიბედაშვილია თუ გოგბედაშვილი, მინდა გითხრათ, რომ ასეთ მწერალს არ ვიცნობ და ასეთი მწერლის შესახებ დედამიწის ზურგზე არაფერი გამიგია. მის ნაწარმოებს არ წავიკითხავ იმიტომ, რომ უნიჭობას საერთოდ ვერ ვიტან... კარგი და ნიჭიერი მწერალია რეზო ჭეიშვილი, გადმომცეს, რომ თითქოს ისიც რაღაც შეურაცხმყოფელ სიტყვებს იძახის ჩვენი მისამართით. ბატონ რეზოს, როგორც ნიჭიერ მწერალს პატივს ვცემ, მაგრამ მას, როგორც მოქალაქესა და კაცს, სავსებით უღირსად მივიჩნევ, რამეთუ როცა ის პარლამენტის წევრი იყო, ხოლო მე გაზეთის რედაქტორი და შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ პოზიციაზე ვიდექი, რეზო ჭეიშვილი მაშინ გამოვიდა და თქვა: რატომ არ იჭერთ ელიზბარ ჯაველიძესო? რაც შეეხება იმას, ვინ სვრის გარემოს და ვინ არა - ყველამ თავის ოჯახს მიხედოს, განსაკუთრებით იმათ მიხედონ თავიანთ ოჯახებს, საიდანაც მორფის სუნი იღვრება!” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელიზბარ ჯაველიძე.

“ახლა, რატომ ავიღე პრემია. არასდროს ვყოფილვარ მე მათსავით ფულის მადევარი კაცი, ჩემი პრინციპებით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ თურმე ავიღეთ “ეფესბეს” ფული, ამის შესახებ იმ კაცმა თქვა, რომ ეს არის მისი ფული, მისი კაპიტალი... რაც მთავარია, მე რომ ავიღე ეს ფული, ეს არის პოლიტიკა! ამ ნაბიჯით ვუპირისპირდები იმ პოლიტიკას, რომელიც სოროსის ფულით არის დაფინანსებული და რომელიც ანგრევს ქართულ ცნობიერებას, აზროვნებას, ტრადიციას, კულტურას, მწერლობასა და მეცნიერებას. სწორედ ეს ხელისუფლებაა, რომელიც წლების განმავლობაში სოროსის ფულს იღებდა. უნდა გაირკვეს საიდან მოდიოდა ეს ფული და რა მიზნით. მე ეს ფული ავიღე იმიტომ, რომ ამ ფულით უნდა დავუპირისპირდე იმ ხალხს, ვისაც ჩემი ერის მოსპობა-გაჩანაგება სურს! გასაგებია ყველაფერი? აი, ეს არის ჩემი პასუხი და მორჩა!” - დასძენს ელიზბარ ჯაველიძე.

“ჩემო დიტო, ჩემი პასუხი იქნება ძალიან მოკლე: ჩვენი მთავარი მიზანი მიღწეულია - შუაზე რომ იხევიან, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რეზო ამაშუკელი და შეკითხვას - “მწერალმა დავით-დეფი გოგიბედაშვილმა “ეფესბეშნიკება” რომ შეგრაცხათ?” - პასუხობს:

“კი, მაგას შევრაცხავ კარგად! მაგან ბერეტი გაისწოროს, სჯობია!”.

“ალია” მწერლებთან - ნოდარ წულეისკირთან და რეზო ჭეიშვილთანაც აპირებდა დაკავშირებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შუძლებელი აღმოჩნდა - არც ერთი და არც მეორე ჩვენს ზარს არ პასუხობდა!”, - წერს სტატიის ავტორი.

 

იქცევა თუ არა საქართველო ნატო-ს პლაცდარმად თალიბების წინააღმდეგ

 

“საქართველოს ტერიტორია, შესაძლოა, ამერიკისა და ნატო-ს მიერ ავღანეთში “თალიბების” წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების პლაცდარმად იქცეს. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პენტაგონს ეს წინადადება უკვე შესთავაზა. თანაც დასძინა, რომ იდეის რეალიზება მოსკოვის გაღიზიანებას არ გამოიწვევს, რადგან, როგორც სააკაშვილი აცხადებს, რუსეთი თვითონ არის დაინტერესებული ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციის წარმატებაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სააკაშვილის ახალი შეთავაზება თეთრ სახლს / იქცევა თუ არა საქართველო ნატო-ს პლაცდარმად თალიბების წინააღმდეგ.

“გუშინვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოს, პაკისტანს და კიდევ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანას ავღანეთში ნატო-ს ჯარებისთვის საქონლის მიწოდების უფლება დართო. რაც შეეხება სააკაშვილის შეთავაზებას, ამაზე პენტაგონსა და თეთრ სახლს ჯერჯერობით თანხმობა არ განუცხადებიათ. პენტაგონში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ იციან საქათველოს პირველი პირის შეთავაზების შესახებ, თუმცა ეს შეთავაზება დეტალურად არ შეუსწავლიათ. საუბარი მიდის სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე, რომლის გამოყენებაც ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად საქართველოს ტერიტორიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით მოხდება. სააკაშვილის თქმით, საქართველო მზადაა დასავლეთის ქვეყნების გემებს შავ ზღვაზე არსებული პორტებით სარგებლობის უფლება მისცეს, ასევე ნება დართოს სამხედრო- სატრანსპორტო თვითმფრინავებს, დაეშვან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომებზე გამართვისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შეგახსენებთ, რომ ამჟამად აშშ-სა და ნატო-ს ახალი სატრანზიტო გზები სჭირდება იმდენად, რამდენადაც ამერიკული ჯარის კონტინგენტი ავღანეთში ორჯერ გაიზარდა. თავისი როლი შეასრულა ამაში ყირგიზეთმაც, რომელმაც აშშ-ს სამხედრო ბაზა “მანასის” იჯარის გაგრძელებაზე უარი უთხრა. ამჟამად აშშ ავღანეთში სატრანზიტო ტვირთებს ბალტიის ზღვიდან რუსეთის, ყაზახეთის და უზბეკეთის გავლით აწვდის. რამდენიმე ხნის წინ ყაზახეთმა და ნატო-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ყაზახეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიწოდების შესახებ. რუსეთი მოელაპარაკა აშშ-ს რომ თავის საჰაერო სივრცეს დაუთმობდა სამხედრო სატრანზიტო გადაზიდვებისთვის, თუმცა, ეს შესაძლებლობა 2008 წლის ზაფხულიდან მხოლოდ ერთხელ გამოიყენა”, - დასძენს გამოცემა.

“დამკვირვებელთა აზრით, აშშ-ის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ გააგრძელოს ნატო-ს ტვირთების ახალი კასპიური ტრანზიტი. გაზეთ “კომერსანტის” ინფორმაციით, აშშ-მ უკვე მიაღწია წინასწარ შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანთან. საქართველოს გავლით ტვირთები ჩავა აზერბაიჯანში, შემდეგ საზღვაო გზით ყაზახურ პორტ აკტაუში გადავა, იქიდან კი უზბეკეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთის ტერიტორიაზე. სააკაშვილმა ეს განცხადება “ასოშიეიტიდ პრესთან” ინტერვიუში ორი დღის წინ გააკეთა. გუშინ კი გაირკვა, რომ ამერიკამ საქართველოს ავღანეთში ნატო-ს ჯარებისთვის საქონლის მიწოდების უფლება დართო. ამის უფლება პენტაგონმა კიდევ აზერბაიჯანს, სომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს და პაკისტანს მისცა. ამ ქვეყნებს პენტაგონის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის უფლება აქვთ”, - წერს სტატიის ავტორი.

“მიიღებს თუ არა პენტაგონი სააკაშვილის წინადადებას და გადააქცევს თუ არა აშშ საქართველოს საკუთარ და ნატო-ს პლაცდარმად, უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით თეთრ სახლსა და პენტაგონში ჯერჯერობით განცხადება არ გაკეთებულა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რადგან ეს ისეთი თემაა, რომელიც არ შეიძლება გაგვეგო საერთაშორისო მედიიდან. ეს ის საკითხია, რომელიც ქართული საზოგადოების განსჯის საგანია. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გასცდა დემოკრატიის ფარგლებს”, - აცხადებს ექსპერტი სამხედრო საკითხებში ირაკლი სესიაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საქართველოს მორიგი საფრთხე ახლა “თალიბებისგან” ელოდება / ირაკლი სესიაშვილი: “საქართველოს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გასცდა დემოკრატიის ფარგლებს”.

“მიხეილ სააკაშვილს სჭირდება, საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს. ამიტომ გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს ისეთ რთულ ოპერაციებსა და მისიებში, რომლებიც დასავლეთში ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ და საზოგადოებაში გარკვეული პროტეტს იწვევს. თუმცა ამ ინიციატივას თავის დადებითი მხარეც აქვს. თუ ჩვენ ქვეყანაში სატრანსპორტო ბაზები გამოჩნდება, ეს გარკვეულწილად ტენდენციურდ იმოქმედებს რუსეთის ბაზებზე, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების განსჯის საგანი უნდა გახდეს. როგორც ინტერვიუდან ჩანს, ეს ინიციატივა პრეზიდენტისგან მოდის და არა ამერიკის მხრიდან. ამ საკითხის განხილვისგან აშშ ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ეს გარაწყვეტილება ამერიკისთვის სასარგებლო აღმოჩნდება და პირველმა პირმა ის იმიტომ მიიღო, რომ შემდეგ შიდა პოლიტიკაში დასავლეთის მხარდაჭერა მიიღოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

“მე ვფიქრობ, საჭიროა ამ საკითხის გეგმურად განხილვა, თუ რა ტიპის სატრანსპორტო დერეფანს სთავაზობს ნატო-ს ძალებს ჩვენი პრეზიდენტი, რა ტიპის ინფრასტრუქტურა იქნება ჩართული ამ სისტემაში და როგორი იქნება უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ ინიციატივაზე. მაგრამ ერთი მიმართულებით დერეფნის გახსნა, მე ვფიქრობ, სახიფათოა. მით უმეტეს, როცა საუბარია საზღვაო პორტებზე, რომელიც კონფლიქტურ რეგიონშია. მაგრამ თუ საუბარი იქნება საჰაერო სივრცეზე ანუ რამდენიმე აეროდრომზე, მიზანშეწონილობის უფრო ღიად ჩამოყალიბება შესაძლებელი იქნება”, - დასძენს ირაკლი სესიაშვილი.

 

გიგა ბოკერიას მეუღლე ჟურნალისტიკაში მიდის

 

“ქართულ პოლიტიკაში ცოლების სინდრომ ყოვეთვის მნიშვნელოვანი იყო. მაშინაუ, როცა სანდარ რულოვსი მეუღლის, მომავალი პრეზიდენტის მხარდამჭერ ბუკლექებს არიგებდა “დელისის” მეტროსთან და ახლაც, როცა გიგი უგულავას მეუღლე მუდმივპდ თან დასდევს მერს. ჰოდა, აბა, ბოკერიას მეუღლეც ვისზე რა ნაკლებია?! გოგი ბოკერიას ცოლი, თამარ ჩორგოლეიშვილი ჟურნალისტიკაში მიდის. როგორც მასთან ერთი დაახლოებული წყაროსგან შევიტყვე, გავლენიანი პოლიტიკოსის მეუფღლი საკუთარ ჟურნალს გამოსცემს და პირველი საცდელი ნომერი რამდენიმე დღეში გამოვა”, - წერს გაზეთა “ალია” სტატიაში სათაურით გიგა ბოკერიას ცოლი ჟურნალისტიკაში მიდის / ბოკერიას ცოლისდა და თბილისის მილიონიან გამგეობებს აშენებს.

“თავად ამ ჟურნალის ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, პერიოდულ გამოცემას, რომპლიც პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ხასიათის იქნება, სახელად “ტაბულა” ერქმევა და მასზე მუშაობა უკვე დასრულებულია. აღნიშნული ჟურნალის ოფისი ვაკეში, კომპანია “არსის” ოფისის ახლოს მდებარეობს და იქ მისულს ეს ინფორმაცია ოფისი მეზობლად მყოფ ორგანიზაციებშიც დამიდასტურეს. საუბარია ჰოლდინგზეც, რომელიც ასევე ყოველდღიურ გაზეთებსაც გამოუშვებს სამომავლოდო. თავად ჩორგოლეიშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ჟენევაში ვიზიტით მყოფი ბოკერია კი ტელეფონს არ პასუხობდა. თუმცა ჟურნალისტურ წრეებში უკვე გვიდასტურებენ, რომ ბოკერიას ცოლი ჟურნალს გამოსცემს და იქ მომუშავეთა შორის, შესაძლოა, ჟურნალისტიკის რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელიც ვიხილოთ. მათ შორის საუბარია ეკა კვესიტაძესა და სხვა სახეებზე”, - წერს სტატიის ავტორი.

“თავად ბოკერიას ცოლის სარედაქციო სტატუსი ჯერ დაუზუსტებელია, ის ან მსხვილი გამოცემის მთავაარი კონსულტანტი იქნება ან რედაქტორი. სხვათა შორის, ბოლო დროს მაღალჩინოსნების მეუღლეები ჟურნალისტები არიან: მაგალითად შოთა უტიაშვილის, ერეკლე კოდუას. ჟურნალისტურ წრეებში იმასაც მიუთითებენ, რომ ჩორგოლოეიშვილი საკმაოდ ნიჭიერი ქალბატონია, თუმცა ბოკერიას ცოლობამდე მისი ათვლის წერტილი საგარეო პოლიტიკა უფრო იყო და ევროსაბჭოს დაქვემდებარებულ სტრუქტურაში მუშაობდა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123924.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვახო სანაიას გადაცემის დახურვას "ტელეიმედში" არ ადასტურებენ

30 / 01, 2010 17:00

 

ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი ვახო სანაიას გადაცემის - “სპეციალური რეპორტაჟის” დახურვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ინწკირველმა განუცხადა, “სპეციალური რეპორტაჟი” არ დახურულა.

“ინტერპრესნიუსმა” ინფორმაციის გადამოწმება თავად ვახო სანაიასთან და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ეკა წამალაშვილთან სცადა.

სანაია მობილურ ტელეფონს არ პასუხობს. ეკა წამალაშვილმა კი, განაცხადა, რომ თათბირზეა და საუბარი არ შეუძლია.

ერთი-ერთი ვერსიით, ვახო სანაიამ უარი თქვა გადაცემის წაყვანაზე, გადაცამა დატოვა შემოქმედებითმა ჯგუფმაც. მათ ასეთი გადაწყვეტილება “სპეციალური რეპორტაჟის” ბოლო გადაცემის შემდეგ მიიღეს, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელიც იყვნენ მიწვეული.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია გადაცემის წამყვანის შეცვლასთან დაკავშირებითაც.

“სპეციალური რეპორტაჟი” შაბათობით, 20.30 საათზე გადის-ხოლმე ეთერში. ამასთან, ”ტელეიმედის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაცემათა პროგრამაში 30 იანვრის 20.30 საათზე ”ჟურნალისტის დღიურია” მითითებული.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

და რა მოხდა გადაცემის დროს, ხომ არ იცით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახო სანაიას გადაცემის დახურვას "ტელეიმედში" არ ადასტურებენ

30 / 01, 2010 17:00

 

ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი ვახო სანაიას გადაცემის - “სპეციალური რეპორტაჟის” დახურვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ინწკირველმა განუცხადა, “სპეციალური რეპორტაჟი” არ დახურულა.

“ინტერპრესნიუსმა” ინფორმაციის გადამოწმება თავად ვახო სანაიასთან და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ეკა წამალაშვილთან სცადა.

სანაია მობილურ ტელეფონს არ პასუხობს. ეკა წამალაშვილმა კი, განაცხადა, რომ თათბირზეა და საუბარი არ შეუძლია.

ერთი-ერთი ვერსიით, ვახო სანაიამ უარი თქვა გადაცემის წაყვანაზე, გადაცამა დატოვა შემოქმედებითმა ჯგუფმაც. მათ ასეთი გადაწყვეტილება “სპეციალური რეპორტაჟის” ბოლო გადაცემის შემდეგ მიიღეს, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელიც იყვნენ მიწვეული.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია გადაცემის წამყვანის შეცვლასთან დაკავშირებითაც.

“სპეციალური რეპორტაჟი” შაბათობით, 20.30 საათზე გადის-ხოლმე ეთერში. ამასთან, ”ტელეიმედის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაცემათა პროგრამაში 30 იანვრის 20.30 საათზე ”ჟურნალისტის დღიურია” მითითებული.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

და რა მოხდა გადაცემის დროს, ხომ არ იცით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონფლიქტური რეგიონების თემაზე თბილისსა და მოსკოვს შორის ხვალ ვიდეო-ხიდი გაიმართება

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

31 / 01, 2010 14:27

 

ჟენევის კონსულტაციების მეცხრე რაუნდის დასრულების შემდეგ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე, ხვალ, საერთაშორისო პრესცენტრ ~რია ნოვოსტიში~ მოსკოვსა და თბილისს შორის ვიდეო-ხიდი გაიმართება.

ქართული მხარის მხრიდან ვიდეო-ხიდში მონაწილოებას მიიღებს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ხოლო რუსეთის მხრიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შემსწავლელი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ალექსეი ვლასოვი და რუსეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ფელიქს სტანევსკი.

ვიდეო-ხიდი ~რია ნოვოსტის~ ოფისში 16:00 საათზე დაიწყება

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 01.02.2010

 

 

· არჩილ გეგეშიძე - “დეოკუპაცია, თუნდაც როგორც შედეგი, რომ დადგეს, მანამდე ხომ უნდა დაიწყო დიალოგი ოკუპანტთან”

· კახა კუკავა - “არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ჩვენ მოვიქცევით ზუსტად ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოიქცა 2003 წელს”

· “დაიკითხება ედუარდ შევარდნაძეც”: მოსკოვიდან დაბრუნებული გამსახურდია კიტოვანსა და გიორგაძესთან საუბრის დეტალებს ამხელს

· კობა დავითაშვილი - “ადრე იყო ირანი და ოსმალეთი, ახლა არის რუსეთი და ამერიკა. განსხვავება დღეს ისაა, რომ ძალიან გადაგვეხარა ვექტორი”

 

არჩილ გეგეშიძე - “დეოკუპაცია, თუნდაც როგორც შედეგი, რომ დადგეს, მანამდე ხომ უნდა დაიწყო დიალოგი ოკუპანტთან”

 

“რუსეთის ინტერესი არის, რომ ერთი მხრივ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხელი შეუწყოს იმ ძალების გამოკვეთას, რომელიც რუსეთთან დიალოგს ეძებს და ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამს; მეორე მხრივ კი ეს არის მცდელობა, საერთაშორისო აუდიტორიის დასანახად ითქვას, რომ რუსეთი მზად არის საქართველოს საზოგადოების ნებისმიერ სპექტრთან სასაუბროდ - მათ შორის, პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან თუ შემოქმედებით ინტელიგენციასთან. ამით კრემლს სურს შეარბილოს დისკომფორტი, რომელსაც საქართველოსთან გაბუტვის პოზიციაში ყოფნის გამო მსოფლიოში განიცდის. მით უმეტეს, რომ რუსეთს ბრალდება ცნობილი 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობა და საქართველოს ცალკეული ტერიტორიის ოკუპაცია”, - - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთი, წესით, არ უნდა გაღიზიანდეს საქართველოს ინიციატივით ნატოსთვის ალტერნატიული სამხედრო დერეფნის შექმნის პერსპექტივის გამო” / “რუსეთთან დაკავშირებით დღეს ისტერია თუ არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი”.

“აქედან გამომდინარე, რუსეთი, რა თქმა უნდა, მოძებნის და გამოიყენებს საქართველოსთან დიალოგის ყველანაირ შესაძლებლობას. მაგრამ პრინციპულობიდან გამომდინარე, ამას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლებასთან. რაც შეეხება ქართული ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც მზადყოფნას აცხადებს რუსეთთან სალაპარაკოდ, ეს თვით ოპოზიციონერთა გადასაწყვეტია, ისინი თავისი შეხედულებისამებრ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ამაში რამე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ არის. ეს თითოეული პარტიის ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ყოველ შემთხვევაში, ვერავის ვერაფერს დაუშლი და ყველას უფლება აქვს, ისე იმოქმედოს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გეგეშიძე.

“რამდენად სწორია ან დასაგმობი იმ შემოქმედებითი ინტელიგენციის საქციელი, ვინც ებრალიძის კონკურსში განაცხადი შეიტანა, ამაზე მსჯელობისას გონიერების ფარგლებს არ უნდა გავცდეთ. ისევ და ისევ უნდა ვთქვათ, რომ კრიმინალი ამაში არ არის. თვით ებრალიძესაც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საზიანო და დამღუპველი დადასტურებით ჯერ არაფერი ჩაუდენია. უბრალოდ, ქართული პროპაგანდის მიერ ავტომატურად დაგმობილია ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. დღეს მხოლოდ ვარაუდები გამოითქმის, რომ ამ კაცს საქართველოსთვის “რაღაც ცუდი” აქვს ჩაფიქრებული. მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, თუნდაც ამ პრემიაში, რომელსაც, მისივე თქმით, პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, საძრახისს ვერ ვხედავ. ისევე როგორც ვერ ვხედავ საძრახისს ვინმეს სურვილში, მონაწილეობა მიეღო ამ კონკურსში. მათი უფლებაა, ასეთი სურვილი ჰქონდეთ. ისევე როგორც დანარჩენებს აქვთ უფლება, ასეთ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღონ. ისე, იმის ფონზე, თუ რა მდგომარეობაშია ზოგადად ჩვენი ხელოვნება და მათ შორის მწერლობაც, ასეთი პრემიებით სტიმულირება ურიგო არ უნდა იყოს. ცხადია, თუ ყველაფერი დამსახურებულად და სწორად კეთდება”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველო ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც ამ მდგომარეობასთან შეგუებისა და არც ამ მდგომარეობიდან გამოსვლის სტრატეგია არ გააჩნია. ერთი მხრივ, კეთდება განცხადებები, რომ ჩვენ მივესალმებით ყველანაირ და მათ შორის, რუსულ ინვესტიციებსაც. და სხვათა შორის, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსული ინვესტიციების შემოსვლა არ შემწყდარა. სულ ახლახან საქართველოს პრეზიდენტმა ისიც განაცხდა, რომ მზად არის რუსეთთან დიალოგის დასაწყებად. მართალია, იქ გარკვეული პირობები დასახელდა, როგორიცაა დეოკუპაციის საკითხის დღის წესრიგში შეტანა, მაგრამ დეოკუპაცია, თუნდაც როგორც შედეგი, რომ დადგეს, მანამდე ხომ უნდა დაიწყო დიალოგი ოკუპანტთან. ან გავიხსენოთ ზემო ლარსის საგუშაგოს გახსნაზე თანხმობა. თუ რუსეთთან არაფერზე დიალოგი არ გვინდა, როგორ შეიძლება იმავდროულად ოკუპანტთან გახსნილი საზღვრები და თავისუფალი მიმოსვლა გვქონდეს?” - დასძენს არჩილ გეგეშიძე.

“და თუ ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის, მაშინ სხვა რატომ უნდა იყოს მოკლებული დიალოგის უფლებას? იქნება ეს ხელოვნების მუშაკი, სპორტსმენი, ექსპერტი თუ პოლიტიკოსი? ვფიქრობ, ასეთ წინააღმდეგობრივ სიტუაციებს სწორედ სტრატეგიისა და ხედვის არარსებობა იწვევს. არადა, არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობის ფაქტორიც, რომლის გამოც ოკუპანტ ქვეყანასთანაც შეიძლება და საჭიროც არის დიალოგი. აზერბაიჯანი და სომხეთი ხომ საუბრობენ ერთმანეთთან? - ასე იყო უფროსი ალიევის დროს და ასეა უმცროსი ალიევის დროსაც. როცა საქმეს სჭირდება, დიალოგი უნდა არსებობდეს. სხვაგვარად, უკეთეს შემთხვევაში, სიტუაციის განუსაზღვრელი ვადით გაყინვა მოხდება, უარეს შემთხვევაში კი, გაუარესება, რამაც ისევ ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ალბათ უმჯობესი ისევ დიალოგია, რადგან მისი მეშვეობით შესაძლოა მოისინჯოს ყველა შესაძლებლობა, რამაც ურთიერთობებში პოზიტივთანაც შეიძლება მიგვიყვანოს. მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთთან დაკავშირებით დღეს ისტერია თუ არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი და ამაში განსაკუთრებით ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქტიურობენ”, - დაასკვნის გამოცემის რესპონდენტი.

 

კახა კუკავა - “ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ჩვენ მოვიქცევით ზუსტად ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოიქცა 2003 წელს”

 

“პრაიმერი თბილისში გაიმართება 27 მარტს, წინა შაბათ-კვირებში გაიმართება თვითმმართველ ქალაქებსა და სხვა რაიონულ ცენტრებში. ზუსტი თარიღები გამოცხადდება მომავალ კვირას, როცა გაიმართება პრაიმერის კომისიის პირველი სხდომა და დადგინდება ოფიციალური გრაფიკი”, - აცხადებს “კონსერვატორთა” ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პრაიმერის მომხრეები აჯანყებას არ გამორიცხავენ / კახა კუკავა: “არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ჩვენ მოვიქცევით ზუსტად ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოიქცა 2003 წელს”.

“პრაიმერს აფინანსებენ თავად პოლიტიკური პარტიები, რომელნიც მასში მონაწილეობას მიიღებენ. რაც შეეხება პრაიმერის დაზუსტებულ ბიუჯეტს, ეს გამოქვეყნდება მომავალ კვირას, ან მაქსიმუმ ორი კვირის განმალობაში. ერთი პარტია, რომელიც ფულის ფლანგვასაა მიჩვეული, აცხადებს, რომ პრაიმერს მილიონები სჭირდება. ასე არაა. პრაიმერის ჩატარება მინიმალურ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. სავარაუდოდ, თბილისში ეს თანხები არ აღემატება 15 ათას ლარს. რეგიონებშიც ამის პროპორციული იქნება. პრაიმერი ვიღაცას შეიძლება ფულის შოვნისთვის სჭირდებოდეს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ელემენტარულად გამოვავლინოთ ერთიანი კანდიდატები. პრაიმერის ბიუჯეტი, ისევე როგორც ჩვენი პარტიული ბიუჯეტი, იქნება გამჭვირვალე. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ გავა ჩვენი კანდიდატი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

“ჩვენს გეგმებში არ შედის ვინმეს კრიტიკა და თავდასხმა. არის თუ არა საზოგადოების მოთხოვნა, რომ ოპოზიციას ჰყავდეს ერთიანი კანდიდატი? მე მგონია, რომ ეს სავსებით აშკარაა. არის თუ არა პრაიმერი დღემდე შემოთავაზებული ერთადერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს ერთიანი კანდიდატი იქნეს შერჩეული? მგონი, სხვა მექანიზმი არავის შემოუთავაზებია. “რესპუბლიკურმა პარტიამ” შარშანაც გადაწყვიტა, საპარლამენტო არჩევნების წინ გამოყოფოდა ოპოზიციას და ცალკე ეყარა კენჭი არჩევნებში. ეს არის ფაქტი, რომ ისინი გაემიჯნენ ოპოზიციის ერთიან კანდიდატებს, რის გამოც თვითონაც დაზარალდნენ და “გაერთიანებული ოპოზიციაც”. რატომ - ამაზე არ ვმსჯელობ. ვფიქრობ, თავად საზოგადოება გააკეთებს დასკვნებს, როგორ ერთ, ისევე მეორე და მესამე პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“რეალურად ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ კომუნისტური ნომენკლატურა ვერ შევცვალეთ. 2010 და 2011 წელს, მთავარი წყალგამყოფი, ვფიქრობ, უნდა იყოს ეს. ამ პერიოდისთვის სააკაშვილი დაასრულებს არსებობას. ეს დრომ მოიტანა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, მისი სისტემა დაასრულებს არსებობას, თუ მისი რებრენდინგი მოხდება... ჩვენი კანდიდატების ძირითადი პროგრამაა სისტემის შეცვლა და არა მისი განახლება. მგონია, “კონსერვატიული პარტია” თითქმის ერთადერთია საქართველოში, სადაც არაა არც ერთი ყოფილი ოლიგარქი, არც ერთი ადამიანი, რომელსაც შევარდნაძე-სააკაშვილის სისტემასთან რამე შეხება ჰქონია. ყველა ეროვნული მოძრაობიდან მოსული დისიდენტია, ზოგიერთი პოლიტიპატიმარიც იყო და მათ შორის თავად ზვიად ძიძიგური. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ შევცვლით ამ საბჭოთა სისტემას, რომელიც მუდმივად განიცდიდა რებრენდინგს”, - დასძენს კახა კუკავა.

“თბილისის მერობა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც აძლევს მიმართულებას შემდგომ პოლიტიკურ განვითარებას. თუ თბილისის მერად მოვა ისევ შევარდნაძისა და სააკაშვილის სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, მერე უკვე პოლიტიკური პროცესები ამ მიმართულებით განვითარდება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზეც. რეალურად რომ წარმოვიდგინოთ ჩვენი პროლიტიკური პროცესი, ეს არის ნომენკლატურის მუდმივი შურისძიება, რომელიც გრძელდება და რომლისთვისაც შევარდნაძე და სააკაშვილი არიან ბუტაფორიები. ასეთივე ბუტაფორიებს ისინი კიდევ მონახავენ. ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც ტესტი გავლილი აქვთ იმაზე, რომ იქნებიან ეროვნული ინტერესების დამცველები. მე არ ვენდობი ადამიანებს, რომლებიც დუმდნენ მთელი 20 წლის განმავლობაში”, - აცხადებას კახა კუკავა და შეკითხვას - “დავუშვათ, გაყალბდა არჩევნები, რა არის ამ შემთხვევაში თქვენი გეგმა “ბე”?” - პასუხობს:

“ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას არჩევნებამდე უნდა ვუთხრათ ჩვენი გეგმის გესახებ. ჩემი პირადი მოსაზრება ასეთია და ამაზე აუცილებელია პოლიტიკური შეთანხმება - უნდა გამოვიყენოთ კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლება. დავიკავოთ ცესკო-სა და თბილისის მერიის შენობა და ხელში ავიღოთ ძალაუფლება. ამ უფლებას ჩვენ გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია, სადაც პირველივე მუხლში წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. თუ ხალხი ჩვენ მოგვცემს მანდატს, თუ ხალხი თბილისის მერად აირჩევს ამა თუ იმ კანდიდატს და ამას ცესკო არ აღიარებს, ამ კანდიდატს ექნება სრული უფლება, თავად დაიწყოს ძალაუფლების განხორციელება. ზუსტად ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოიქცა 2003 წელს. თუ გაყალბებული არჩევნების შემდეგ წავალთ სასამართლოსა და ეუთო-ში, ჩვენ ზუსტად იმ წრეზე ვივლით, რომელ წრეზეც 1992 წლიდან მოყოლებული დავდივართ”.

 

“დაიკითხება ედუარდ შევარდნაძეც”: მოსკოვიდან დაბრუნებული გამსახურდია კიტოვანსა და გიორგაძესთან საუბრის დეტალებს ამხელს

 

“ვფიქრობ, ჩვენი მისია წარმატებით დასრულდა. შევხვდით თავდაცვის ყოფილ მინისტრ თენგიზ კიტოვანს და უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეს. ამავე დროს ოფიციალურად მივმართე რუსეთის გენერალურ პროკურორს, გადმოგვიგზავნოს როსტოვის სასამართლო-სამედიცინო ინსტიტუტის დასკვნა - ვგულისხმობ იმ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ზვიად გამსახურდიას ცხედარს 2007 წლის გაზაფხულზე ჩაუტარდა და ეს ერთადერთია, რომელიც 1994 წლის თებერვლიდან დღემდე არსებობს, ვინაიდან მაშინ ზვიად გამსახურდიას ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია!” - აცხადებს ზვიად გამსახურდიას გადაცვალების გარემოებათა დამდგენი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კონსტანტინე გამსახურდია: თენგიზ კიტოვანი ამბობს, რომ ზვიად გამსახურდია ორი ტყვიით არის მოკლული და ერთ-ერთი ტყვია მოხვედრილი აქვს კისრის არეში!

“თენგიზ კიტოვანმაცა და იგორ გიორგაძემაც ძალიან საინტერესო ცნობები მოგვაწოდეს. ორივე მათგანი არის იმ აზრის, რომ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა გამორიცხულია და რომ ეს იყო მკვლელობა. ზვიად გამსახურდიას დევნა ხორციელდებოდა მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონისა და პირადად სახელმწიფოს მაშინდელ მეთაურ ედუარდ შევარდნაძის მონაწილეობით. იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ მან შესთავაზა ედუარდ შევარდნაძეს სპეცოპერაციის ჩატარება ზვიად გამსახურდიას დასაპატიმრებლად, მაგრამ შევარდნაძისგან მიიღო პასუხი, ცოცხალი ზვიად გამსახურდია არაფერში გვჭირდებაო. ასეთი რამ გიორგაძემ ადრეც განაცხადა და ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა. ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიას დევნაში მონაწილეობდა გენერალ გია გულუას დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი და პირადად გია გულუაც”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ამ ჯგუფს ზედამხედველობას უწევდა შსს მაშინდელი მინისტრი შოთა კვირაია და ასევე ავთანდილ იოსელიანის რეალიზაციის ჯგუფი. სხვათა შორის, ჩემთვის ეს სახელი - “რეალიზაციის ჯგუფი” - სიახლე იყო. როგორც იგორ გიორგაძემ განაცხადა, ავთო იოსელიანი პირდაპირ კონტაქტზე იყო გასული ედუარდ შევარდნაძესთან. იოსელიანი მაშინ იყო გიორგაძის მოადგილე. თუმცა ბრძანებებს იღებდა უშუალოდ შევარდნაძისგან... კიტოვანმა თქვა, რომ ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციაში ფულიც არის გადახდილი და დაასახელა თანხის ოდენობაც (მისი თქმით, ლაპარაკია 50 ათას ამერიკულ დოლარზე), დაასახელა კონკრეტული პირიც, ვინც ეს თანხა გადაიხადა, მაგრამ ამ ეტაპზე ამ პიროვნების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ეს ყველაფერი დაზუსტებასა და ანალიზს საჭიროებს”, - დასძენს კონსტანტინე გამსახურდია.

“იგორ გიორგაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ზვიად გამსახურდიას ფიზიკური განადგურება აინტერესებდა, იყო ედუარდ შევარდნაძე, ვინაიდან ცოცხალი ზვიად გამსახურდიას ფაქტორი მას ხელს უშლიდა საერთაშორისო ლეგიტიმაციაში - ზვიად გამსახურდიას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია, თანამდებობიდან არ გადამდგარა, ის არ ტოვებდა საქართველოს, რჩებოდა სამეგრელოში და შესაბამისად, იყო სახიფათო შევარდნაძისთვის. წარმოუდგენელია, რომ ზვიად გამსახურდია დაეპატიმრებინათ, თბილისში ჩამოეყვანათ და მისი სასამართლო პროცესი გაემართათ. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, უკანვე შემოუბრუნდებოდა მაშინდელ ხელისუფლებას... კიტოვანიც ამბობს დაახლოებით იმავეს, რასაც იგორ გიორგაძე, ანუ ორივე ადებს ხელს ედუარდ შევარდნაძეს!” - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია და შეკითხვას - “თქვენს კომისიას მალე ვადა ეწურება, რას აპირებთ?” - პასუხობს:

“ჩვენ ვაპირებთ წერილობით მივმართოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა კომისიას ფუნქციობის ვადა გაუხანგრძლივდეს. იმედია, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება და კომისია მუშაობას განაგრძობს”.

“ვიზიტმა მოსკოვში, მეტ-ნაკლებად, წარმატებით ჩაიარა. ვერ შევხვდით შოთა კვირაიას, ბუჟან წურწუმიასა და გურამ აბსანძეს, ამ ადამიანებს ჩვენთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონიათ. მაგრამ ვესაუბრეთ თავდაცვის ყოფილ მინისტრს - თენგიზ კიტოვანსა და უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეს, რომელიც დაპირებისამებრ თავად შეგვეხმიანა”, - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მოსკოვიდან დაბრუნებული გამსახურდია კიტოვანსა და გიორგაძესთან საუბრის დეტალებს ამხელს / ედუარდ შევარდნაძე: ზვიად გამსახურდია ცოცხალი არავის სჭირდება!

“პრინციპში, მოსკოვში იმ ინფორმაციების დასტური მივიღეთ, რაზეც ჩვენს ფილმში - “დინების საწინააღმდეგოდ” არის საუბარი. მათ ახლა კიდევ ერთხელ შევისწავლით, გადავამოწმებთ, შევაჯერებთ და შუალედურ დასკვნაში გამოვიყენებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ პრეზიდენტს თავი არ მოუკლავს. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ მოკლეს. შემდგომში, ალბათ, კომისია თენგიზ სიგუას მოუსმენს. დაიკითხება ედუარდ შევარდნაძეც, თუმცა ვადებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტანტინე გამსახურდია.

 

კობა დავითაშვილი - “ადრე იყო ირანი და ოსმალეთი, ახლა არის რუსეთი და ამერიკა. განსხვავება დღეს ისაა, რომ ძალიან გადაგვეხარა ვექტორი”

 

“ნოღაიდელი არის ჩემი კონკურენტი პრაიმერში. რაც შეეხება რუსეთში წასვლას, ამას ნოღაიდელი არ სჭირდება. რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. მე ნატო-ს მომხრე ვიყავი, მაგრამ ვხედავ, ნატო-ში ვერ შევდივართ და ბოლოს და ბოლოს, ჯვარი ხომ არ გვაქვს დაწერილი მათზე? თანაც ვხედავ, რუსეთს იმხელა გავლენა აქვს დასავლეთზე, რომ გაზის კონტრაქტების სანაცვლოდ შეიძლება ვერასოდეს ვერ შევიდეთ ნატო-ში. თუ რუსეთს არ სურს ნატო-ს ბაზები საქართველოში, მაშინ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ეროვნული ინტერესები - ეს არის ქვეყნის გამთლიანება”, - აცხადებს “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი გაზეთ “რეზონანსითვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კობა დავითაშვილი: “ნატო-ზე ჯვარი არ დამიწერია და არც რუსეთში არ მივდივარ “საგულაოდ” / რის ფასად დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს?

“ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, იმას უნდა დაველაპარაკოთ. ვინც არ იღებს, იმას რატომ უნდა ველაპარაკოთ? რუსეთში “საგულაოდ” კი არ მივდივარ. მე შევხვდები პასუხისმგებელ პირებს და უნდა ვუთხრა შემდეგი: “ძვირფასო მეგობრებო, თუ თქვენ გსურთ ხელშეწყობა ქვეყნის გაერთიანებაში, ანუ დეოკუპაცია იმ ნაწილის, რომელიც ახლა გაქვთ დაპყრობილი, ჩვენც რაღაც ფასის გადახდა მოგვიწევს, გვითხარით თქვენი ფასი, რომ მერე საზოგადოებას გავაცნოთ”. თუ რუსეთის მხრიდან ეს ფასი ქვეყნის გაერთიანებისთვის არის ნატო-ზე უარის თქმა, ეს უნდა გავაკეთოთ. მე მირჩევნია, არ შემპირდნენ და გამიკეთონ, ვიდრე ტყუილი იმედი მომცენ, ჯობს, გავიგოთ სიმართლე, ვიდრე ტყუილი. იმედი გაიძულებს, სხვა გზა მოძებნო და არა სახედარივით იარო წინ ბალახჩამოკიდებულმა, ვერასოდეს მისწვდე იმ ბალახს და მუდმივად სახედრად დარჩე. აქედან გამომდინარე, ჩემი ამოცანაა, რუსეთის ხელისუფლებამ დაინახოს ერთ რამ, რომ საქართველოს ხალხის სურვილი და თხოვნა რუსეთის მიმართ ქვეყნის გაერთიანებაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კობა დავითაშვილი.

“არც ერთი ძლიერი იმპერია პატარა სახელმწიფოსთვის სანდო მეზობელი არ არის. ამერიკაც კი არის პატარა ქვეყნების, რბილად რომ ვთქვათ, ფეხებზე დამკიდებელი და ხშირად მტერი. ჩვენს წინაპრებს ყოველთვის ორ-სამ ქვეყანასთან უწევდათ შეჯახება და ბოლოს ისწავლეს, რომ ხან ერთ მიმხრობოდნენ, ხან მეორეს, თავი რომ გადაერჩინათ. ჩვენი იმ დღეში ვართ. თუ ადრე იყო ირანი და ოსმალეთი, ახლა არის რუსეთი და ამერიკა. განსხვავება დღეს ისაა, რომ ძალიან გადაგვეხარა ვექტორი. ასე არ ივარგებს. მე მინდა ვუთხრა რუსეთსაც და ამერიკასაც, შეეგუონ იმას, რომ არ გვინდა სხვა ქვეყნის მიერ დასმული კაცი ხელისუფლებაში. ჩვენ რუსეთსაც დაველაპარაკებით და ამერიკასაც, მაგრამ ვინც უკეთეს პირობებს მეტყვის, იმას ავირჩევ”, - დასძენს კობა დავითაშვილი.

“საქართველოში ვერც პრორუსული, ვერც რუსეთის ხელდასხმული მთავრობა ვერ დაჯდება. რუსეთს უნდა ვუთხრათ, რომ ისწავლოს პატარა ქვეყნის პატივისცემა. რუსეთი ისე გვიყურებს, როგორც ჩვენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ანუ სეპარატისტულ რეგიონს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს გამოეყო დედა-რუსეთს და უკან უნდა დაბრუნდეს. ჩვენ უკან არ დავბრუნდებით - ამის თქმას ვაპირებ. შე დალოცვილო, იმიტომ გავრბივარ ნატო-ში, რომ შენ დამბომბე, ტერიტორიები წამართვი და ამას აკეთებდი შევარდნაძის დროსაც, გამსახურდიას დროსაც და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც. ახლა რომ მეუბნები, სააკაშვილი არ მომწონს, თორემ ქართველ ხალხზე მზე და მთვარე ამომდისო, მიხარია შენი ნათქვამი და მოდი, სიტყვას, საქმე მოაყოლე - ამის სათქმელად კი ღირს მოსკოვში ჩასვლა”, - აცხადებს კობა დავითაშვილი და შეკითხვას - “რუსეთში ნოღაიდელთან ერთად მიდიხართ?” - პასუხობს:

“ნოღაიდელთან ყოველთვის დაპირისპირებული ვიყავი. ის ჩემი კონკურენტია პრაიმერში, მაგრამ პრემიერ-მინისტრი რომ იყო, კარგი კაცი იყო და რომ გადადგა, ცუდი გახდა? ამ ლოგიკას მე არ გავიზიარებ. სააკაშვილი არ იყო, პუტინთან რომ დაძვრებოდა და მის მზესა და მთვარეს ფიცულობდა? ახლა ლილიპუტია? არც სიყვარული ვარგა გადამეტებული და არც სიძულვილი. სააკაშვილმა ეკონომიკურად რუსეთს მიჰყიდა საქართველო და პოლიტიკურად დაგვაპირისპირა. აქ კი არანაირი ლოგიკა არ არის”.

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124009.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის პრაიმერი 18 აპრილს გაიმართება

01 / 02, 2010 14:17

 

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის პრაიმერი, 2010 წლის 28 მარტის ნაცვლად, 18 აპრილს გაიმართება.

პრაიმერში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა წინასწარი არჩევნების შესახებ შეთანხმებას დღეს მოაწერეს ხელი. კერძოდ - “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, “ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა, “ქრისტიანული საქართველოს” ლიდერმა ავთანდილ დავითაიამ, ვეტერანთა და პატრიოტთა კოალიციური მოძრაობა “მამულიშვილის” ლიდერმა გია ბერძენაძემ და “მომავლის პარტიის” წარმომადგენელმა ზაზა თაბაგარმა.

შეთანხმების თანახმად, პრაიმერი, ადრე გამოცხადებული 28 მარტის ნაცვლად, 18 აპრილს გაიმართება.

პრაიმერის ინიციატორებმა მოუწოდეს ოპოზიციურ პარტიებს, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენაში.

“საარჩევნო კოდექსი” პრაიმერის ჩატარების შესახებ დაეგზავნებათ შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს: “ალიანსი საქართველოსთვის”, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”, “ეროვნული ფორუმი”, “ლეიბორისტული პარტია”, მონარქისტული მოძრაობა-“სამეფო გვირგვინი”, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “მწვანეთა პარტია”, “საქართველოს გზა”, “სოციოალ-დემოკრატები”, “ქალთა პარტია” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

09:45 / 02-02-2010

იულია ლატინინა:”მსოფლიოში გაეროს სახით არსებობს გლობალური ბიუროკრატია”

 

იულია ლატინინა:”მსოფლიოში გაეროს სახით არსებობს გლობალური ბიუროკრატია”

ამერიკის და ევროპის როლი მსოფლიო დემოკრატიის მშენებლობაში, ვინ და რა მიზნით ეხმარება განვითარებად ქვეყნებს, სად ხარჯავს გაერო ფულს და რატომ რჩება გადაუჭრელი ყველა პრობლემა, რომელსაც ეს ორგანიზაცია კიდებს ხელს - ამ თემებზე საუბრობს ცნობილი რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა საავტორო გადაცემაში Код доступа.

 

- შესანიშნავი ისტორია გრძელდება ჰაიტიზე, რომლის პრობლემა არ არის მიწისძვრა, რადგან ანალოგიურ მიწისძვრას შედარებით ნორმალურად მართულ რეგიონში გაცილებით ნაკლები მსხვერპლი მოყვებოდა. ამის ნათელი მაგალითია 1985 წლის 8,2 ბალიანი მიწისძვრა მექსიკაში, რომლის დროსაც მხოლოდ 7 500 ადამიანი დაიღუპა (აღსანიშნავია, რომ ერთი ერთეულით მაგნიტუდის გაზრდა მიწისძვრის დამანგრეველ ძალას 32 ერთეულით ზრდის).

 

მეორე, უფრო საშინელი მაგალითი - ჰაიტიზე უკვე 4 წელია მოქმედებს გაეროს მისია სახელად MINUSTAH. მას შემდეგ, რაც კუნძულზე ჩამოწვა მეწყერი, ამოვარდა ქარიშხალი და დაიღუპა 3 500 ადამიანი. ზემოხსენბული მისია დახმარების დარიგების დროს შესაძლო სისხლისღვრის თავიდან აცილებაზე ზრუნავს.

 

გაეროს მისიაში 9 ათასზე მეტი ფორმიანი ადამიანია - პოლიციელები და სამხედროები, ასევე ათას ორასამდე ადგილობრივი მუშაკი, რომლებიც სამხედროებისგან განსხვავებით, არა ყაზარმებში, არამედ მიწურებში ცხოვრობდნენ. ამიტომ ადგილობრივებიდან 308 ადამიანი, ანუ 25% დაიღუპა, ფორმიანებიდან კი 44 – 0,5 %.

 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დახმარებისთვის მადლიერების სიტყვებს ვერსად მოისმენ. საუკეთესო შემთხვევაში ამბობენ, რომ ”საერთაშორისო დახმარების დარიგებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის მიზანი ხელოვნური ქაოსის შექმნაა, რაც საზოგადოებრივი აზრისთვის უფრო მისაღებს გახდის სამომავლოდ კუნძულზე შეჭრას.

 

ცუდი ის არის, რომ ეს პრობლემის ერთი ნაწილია. ეს არის მსოფლმხედველობა ხალხისა, რომლის 99 % ღატაკია, 1% კი სახელმწიფო მმართველობით და ნარკოვაჭრობით არის დაკავებული. მათ აქვთ ვილები საფრანგეთში და ცხოვრობენ კაპიტალურად აშენებულ სახლებში, რომლებსაც მიწისძვრამ ვერაფერი დააკლო. სწორედ ამ 1%-ს აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა რეცეპტი.

 

მაგრამ ყველაზე საშინელებაა, როდესაც ამ თამაშში ჰაიტისთან ერთად "წყეული დასავლეთის" გარდა მონაწილეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, უფრო სწორად, ორი ათასი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომლებიც მიწისძვრამდე უკვე იყვნენ ჰაიტიზე, არიგებდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ეხლა ძალიან უხარიათ, რომ ამ დახმარებას მთელს მსოფლიოს მოსთხოვენ.

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საშინელი მომენტია, რადგან, ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში გაეროს სახით არსებობს გლობალური ბიუროკრატია, რომელიც ხან გლობალურ დათბობას ებრძვის, ხან ადამიანის უფლებებს იცავს, ხან ღარიბებს კვებავს და ხანაც პალესტინას თანაუგრძნობს.

 

პროცესი მარტივია. ყველგან, სადაც კი გლობალური ბიუროკრატია ჩაერთო, ნებისმიერი კონფლიქტი, რომლის გადაჭრასაც იგი ცდილობს, სამუდამოდ გადაუჭრელი რჩება. თუ გლობალური ბიუროკრატია იწყებს აფრიკაში ღარიბების გამოკვებას, ეს ქვეყანა მთელი ცხოვრება ”ნემსზე” ჯდება. თუ მან გადაწყვიტა პალესტინის დახმარება... ლტოლვილთა რაოდენობა ხუთჯერ იზრდება. იხსნება გაეროს შესანიშნავი სკოლები, სადაც სარდაფებში რაკეტებს აწყობენ, ზემოთ კი მოსწავლეები არიან, სპეციალურად იმისთვის, რომ დაიცვან ეს რაკეტები ისრაელის ავიადარტყმებისგან.

 

თუ გაამართლა და ისრაელმა სკოლას დაარტყა, რადგან იქ რაკეტებია, ეს ხომ საერთოდ შესანიშნავია, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება მსოფლიოს უჩვენო გვამები და შესაბამისი ორგანიზაცია UNRWA აუცილებლად დაადასტურებს, რომ წყეულმა ისრაელმა მშვიდობიანი სკოლა დაბომბა. რატომღაც არავინ კითხულობს, სად ხარჯავს გაერო ამ ფულს და რატომ არის ყველა პრობლემა გადაუჭრელი, რომელსაც ეს ორგანიზაცია კიდებს ხელს.

 

ამას მე მოგიყვებით ჰაიტის მარტივ მაგალითზე.

არსებული სტატისტიკით, ბრინჯი ნაკლებად განვითარებულ, მაგრამ ამ საქმის პიონერ ქვეყნებში - მალაიზიაში, ბანგლადეშსა და ტაილანდში მოჰყავთ. ეს არის ღარიბებისთვის განკუთვნილი, მძიმე, ხელით საკეთებელი საქმე.

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჰაიტი ბრინჯის იმპორტიორთა სიაში მსოფლიოში რიგით მეოთხეა. არადა ერთ დროს, ის კონკურენციასაც კი უწევდა ბრინჯის სხვა მწარმოებლებს...

 

როგორ მოხდა, რომ ბრინჯის იმპორტიორ ჰაიტიზე ბრინჯის მინდვრები ცარიელია ?

პასუხი მარტივია - თავიდან რთული იყო ნორმალურ ეკონომიკასთან კონკურენცია, რადგან ჰაიტის ეკონომიკა იმაში მდგომარეობს, რომ ვუდუისტები კანიბალებს ჭამენ და პირიქით. ორივე კი ნარკოტიკებით ვაჭრობს. ამერიკაში ნარკოტრაფიკის 14 % ჰაიტის გავლით შედის. თავიდან რთული იყო ნორმალურ ეკონომიკასთან ბრძოლა. ეხლა კი, ის ხალხი, რომლებსაც ადრე ბრინჯი მოჰყავდათ, დგანან ქალაქებში გაეროს მისიასთან და ბრინჯის ულუფებს ელოდებიან. გაეროს მისია კი ამბობს, რომ ”ჰაიტელებს სიკვდილით შიმშილისგან” შველის.

 

ეს საშინელი თამაშია სახელწოდებით ”ჩვენთან, ღარიბებთან და უბედურებთან ყველა ვალშია” და მას ორი მოთამაშე ჰყავს - ქვეყანა, რომელიც სულ უფრო ღრმად ეფლობა ქაოსში და მსოფლიო ბიუროკრატია (და სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას მსოფლიო დემოკრატია) რომელიც ამ მეთოდით აგვარებს საკუთარ, გლობალური რეგულირების პრობლემებს.

 

სულაც არ არის შემთხვევითი, რომ გაერო და ევროკავშირი თავს დაესხა ჰაიტის დამხმარე ერთადერთ რეალურ ძალას - ამერიკულ არმიას. გაეროს მისიისგან განსხვავებით, ამერიკული არმიის ამოცანა არ არის შიმშილისგან ჰაიტის მუდმივი გადარჩენა. იგი გადაარჩენს ვისაც შეძლებს და წავა...

 

რატომ ვლაპარაკობ ასე ჰაიტიზე? გულახდილად რომ ვთქვა, მე დასავლური სამყაროს ბედი უფრო მაღელვებს, ვიდრე ჰაიტი. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლური სამყარო ლამაზი კონცეფციებით, როგორებიცაა მაგალითად ადამიანის უფლებები და უბედურ ერებზე ზრუნვა, საერთაშორისო ბოუროკრატიის დახმარებით საკუთარ თავს ანადგურებს. აქედან მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს: 1. ან ყველაზე გადამწყვეტ მომენტში დასავლეთი დაივიწყებს ამ კონცეფციებს და დაიწყებს ფრენსის დრეიკის დროინდელ მოქმედებებს, ან საერთაშორისო ბიუროკრატია ახალი ბარბაროსების დახმარებით ცივილიზაციას გაანადგურებს.

 

რა უნდა ქნას იმ ერმა, რომელსაც დაუგვიანდა მოდერნიზაცია, ეხლა კი ადამიანები გაეროდან ეუბნებიან, რომ მთავარი დემოკრატია და ადამიანის უფლებებია, აი, თქვენ გექნებათ დემოკრატია, ღია საზოგადოება და ერთბაშად გაიზრდებით. ეს ძალიან კარგი და ლამაზი სიტყვებია, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ტყუილია.

 

ჩინეთი იზრდება, მაგრამ იქ არ არის დემოკრატია. სინგაპური თავისი გენიალური პრემიერით ლი კუან იუთი იზრდებოდა, მაგრამ მას ძნელად თუ დაარქმევდი დემოკრატიულს.

 

დემოკრატიულ ქვეყნებში, იგივე ჰაიტიზე, იყო საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ ეს ქვეყანა რატომღაც არ იზრდება. შესანიშნავი ქვეყანაა ვენესუელა, სადაც პრეზიდენტად ამხანაგი ჩავესი აირჩიეს და რომელიც დელტა ორინოკოს ყველა ინდიელს ნავის თითო ძრავს დაპირდა და დაარიგა კიდეც, რატომღაც ეკონომიკურად ვერ იზრდება. შესანიშნავი ქვეყანა - ბოლივია, სადაც ყველა მესერს პრეზიდენტ მორალესის სახელი - ევო აწერია - რატომღაც არ იზრდება. მაგრამ დემოკრატიამ ხომ ევო მორალესი აირჩია, რომელსაც უპრობლემოდ მისცეს ხმა.

 

უფრო მეტიც, უყურებ დასავლეთს, რომელიც დემოკრატიულია. ევროკავშირს - უდაოდ დემოკრატიულია, მაგრამ დღეს ის არ იზრდება. იქ ცხოვრების დონე მაღალია, რასაც ვერ ვიტყვით ეკონომიკურ ზრდაზე. საერთოდ მსოფლიოში არის ერთი ქვეყანა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დემოკრატიისა და ღია საზოგადოების უპირატესობებს. ეს ამერიკაა - დემოკრატიისა და საკუთრების დამცველი, დემოკრატიისა და გამარტივებული ბიუროკრატიის მქონე. ამიტომაც ვერ იტანს მას ვერავინ.

 

ავიღოთ ევროპა. იგი მე-17-18 საუკუნეებში იზრდებოდა. როგორ მოქმედებდა მაშინ? ზედმიწევნით იცავდა ფრენსის დრეიკი ადამიანის უფლებებს? თუ მას ამჟამინდელი ჰააგა მეკობრეობისთვის დააპატიმრებდა? როგორ იცავდნენ კონკისტადორები ადამიანის უფლებებს და რას უზამდნენ მათ თანამედროვე ჰააგაში?

ინგლისელ გენერალ გორდონს, რომელიც ჩინეთს ოპიუმით ვაჭრობის აუცილებლობას ახვევდა თავს, ალბათ ეხლა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ჩასვამდნენ.

 

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ევროპა იზრდებოდა, იგი არ იცავდა ადამიანის უფლებებს. უფრო მეტიც, ამ დროს იგი არ იყო დემოკრატიული, იგი მნიშვნელოვანწილად ავტორიტარული საზოგადოება იყო. მაგალითად, ინგლისი იზრდებოდა, მაგრამ არ იცავდა ადამიანის უფლებებს, თუმცა, პატივს სცემდა საკუთრებას. თუ შევადარებთ ერთის მხრივ ჩინეთს და სინგაპურს, მეორეს მხრივ კი ბოლივიას და ჰაიტის, განსხვავება უპირველეს ყოვლისა, საკუთრებასთან მიმართებაშია.

 

ეკონომიკა იზრდება მაშინ, როდესაც პატივს სცემ საკუთრებას. მაგრამ ეს გამორიცხულია როდესაც საკუთრებას არ სცემ პატივს, სხვადასხვა მიზეზების გამო - მაგალითად იმიტომ, რომ პოპულისტი ხარ და ხალხს ყველაფერს პირდები, ან იმიტომ, რომ დიქტატორი ხარ და ყველაფერი შენთვის გინდა (ხშირად ეს ორივე მიზეზი თავსებადია).

დიქტატორთა უმეტესობა, რომლებიც მართლაც მომხვეჭელები და ამასთანავე პოპულისტებიც არიან, ხალხს დაპირებებით ავსებენ... სწორედ ამიტომ, დიქტატურა არ არის საკმარისი პირობა განვითარებადი საზოგადოების ასაყვავებლად. საშინელება სწორედ ის არის, დიქტატურა არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა განვითარებადი საზოგადოების ზრდისთვის.

 

არსებობენ კარგი და ცუდი დიქტატორები, მაგრამ თუ ქვეყანაში საყოველთაო დემოკრატიაა, სამწუხაროდ, ხშირად ჰაიტის და ვენესუელას ვიღებთ.

http://www.ambebi.ge/politika/16099-iulia-latinina.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტი “პირველი კავკასიურის” გათიშვას საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს

 

02 / 02, 2010 13:19

 

საქართველოს პრეზიდენტი “პირველი კავკასიური არხის” გათიშვას საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს.

ამის შესახებ განცხადება გააკეთა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, “პირველი კავკასიურის” ირგვლივ შექმნილი პრობლემები უკვე ქვეყნის ფარგლებს გასცდა. საქართველოს პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს არხის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს და მიიჩნევს, რომ ეს არის საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის ძალიან საშიში პრეცედენტი.

“ეს იგივეა, რომ საქართველოს “ბი-ბი-სი”, “სი-ენ-ენი” ან რომელიმე ფრანგული არხი გაეთიშა პოლიტიკური ნიშნით”,-აღნიშნა პრესსპიკერმა.

პრეზიდენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში რუსული არხები მაუწყებლობენ სწორედ დასავლური სატელიტების მეშვეობით.

“ჯერ რუსეთში მოხდა თავისუფალი აზრის დაბლოკვა, შემდეგ “გაზპრომმა” მოახერხა დასავლეთში ბევრ მედიასაშუალებაზე კონტროლის მოპოვება, სცადა პარალელური რეალობის შექმნა. ახლა კი, რუსეთის ფარგლებს გარეთაც ხდება ალტერნატიული აზრის დაბლოკვა, რათა “გაზპრომის” პარალელური რეალობა ერთადერთ ჭეშმარიტებად გაასაღონ”, - მიიჩნევს პრეზიდენტი.

ამასთანავე, პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს არხის ჟურნალისტებს და აძლევს მათ დამოუკიდებლობის, პროფესიულ საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიას.

“გაზპრომთან” კაპიტულაციის ასეთი პრეცედენტის დაშვება პირველ რიგში საშიშია თავად ევროპული დემოკრატიისთვის”,- მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი.

როგორც ცნობილია, საფრანგეთის სატელიტურმა სადგურმა “პირველი კავკასიურის” ევროპაზე მაუწყებლობა გათიშა, რასაც ქართული მხარე რუსეთის ზეწოლად მიიჩნევს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არსებული ინფორმაციით, ახალგორში მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ჩავიდა

02 / 02, 2010 15:03

 

ახალგორში მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი იმყოფება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალგორის მოსახლეობამ აცნობა.

ამასთან, არც ერთ რუსულ სააგენტოს ლუჟკოვის ახალგორში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

“ლუჟკოვი ახალგორში იმყოფება და ამ წუთებში რაიონის ოსური ადმინისტრაციის უფროსს, ალან ჯუსოევს ხვდება”, - განაცხადეს ახალგორელებმა.

რუსული ტელეკომპანია “როსსიას” ჟურნალისტები და რუსი ოფიციალური პირები ახალგორში დღეს ჩავიდნენ.

ჟურნალისტები მოსახლეობას რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალან ჯუსოევთან ერთად შეხვდნენ და გაესაუბრნენ. მათ გადაღებები ახალგორის საშუალო სკოლაშიც ჰქონდათ

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის პროკურატურამ გრიგოლ ვაშაძის საქმიანობის შესწავლა დაიწყო

 

02 / 02, 2010 19:21

 

რუსეთის პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

სააგენტო „როსბალტი“ დღეს ორგანიზაცია „ევრაზიის ახალგაზრდული კავშირის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა ამავე ორგანიზაციის 26 იანვრის განცხადებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

კერძოდ, „ევრაზიის ახალგაზრდული კავშირი“ თავის განცხადებაში მოითხოვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, რადგან ვაშაძემ, მათი მტკიცებით, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში გამოიყენა ისეთი გამონათქვამები და დაუშვა ისეთი მოქმედებები, რაც ექსტრემიზმის ხელშეწყობის ნიშნებს შეიცავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნინო ბურჯანაძე: "მსოფლიოს გაუმართლა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ხელთ ბირთვული იარაღის ღილაკი არ აქვს"

17:42 - 02.02.2010

"დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "მსოფლიოს გაუმართლა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ხელთ ბირთვული იარაღის ღილაკი არ აქვს". ეს განცხადება ბურჯანაძემ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტზე ქართველი კოლეგის მიხეილ სააკაშვილის მიწვევის ფაქტის კომენტირებისას გააკეთა. "სააკაშვილის "დატვირთული გრაფიკის" შესახებ მისი პრეს-მდივნის განცხადება ჩემს მიერ დღეისათვის დაგეგმილი პრესკონფერენციის გადასაფარად გაკეთდა. ამ განცხადებამდე 15 წუთით ადრე საქართველოში აშშ-ის ელჩისგან ჯონ ბასისგან გამოვედი, რომელსაც მსგავსი არაფერი უთქვამს, არადა, სწორედ იმ საკითხზე ვესაუბრე, რომ საქართველოს პირველ პირს უკვე არც ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე აღარ იწვევენ. სხვა ქვეყნის პირველი პირები იცლიან და სააკაშვილი თურმე, ვერც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წავიდა და ვერც მიუნჰენის კონფერენციაზე დასწრებას ახერხებს, რადგან "დატვირთული გრაფიკი აქვს" და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ სამიტი მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიუნჰენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია და დავოსის მსფლიო ეკონომიკური ფორუმი. ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, სატირელი რომ არ იყოს", - განაცხადა ბურჯანაძემ. ამავდროულად, მისივე შეფასებით, "ეს გასაკვირი არც არის, რადგან ძნელია, აკონტროლებდე ყველა ტელევიზიას და მათ სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდე და პარალელურად დავოსის, მიუნჰენის და სხვა მსგავს მნიშვნელოვან კონფერენციებზე დადიოდე". შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი სააკაშვილი აპრილში ვაშინგტონშია მიწვეული და გარდა ამისა, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსებს ელის, რის გამოც მიუნჰენის კონფერენციაზე ჩასვლას ვერ ახერხებს.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...95&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 03.02.2010

 

03 / 02, 2010 12:07

 

· საჭიროა თუ არა საარჩევნო სიების მონიტორინგის მონიტორინგი

· ირაკლი ალასანია: “სურდათ, წონასწორობიდან გამოვსულიყავი”

· კონსტანტინე გამსახურდია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

· “პატარა ომი, რომელსაც შეეძლო, მაგრამ ვერ შეძრა მსოფლიო”

 

საჭიროა თუ არა საარჩევნო სიების მონიტორინგის მონიტორინგი

 

“საარჩევნო სიების მონიტორინგი რა შედეგით დასრულდება, არავინ იცის. მაგრამ ფაქტია, რომ მონიტორინგისთვის თანხა გამოყოფილია და ოპოზიციურ ძალებს შეუძლიათ, თითოეულმა ასი ათასი ლარი ან სიების გადამოწმებას მოახმარონ, ან საკუთარი პრობლემების მოგვარებას. საპარლამენტო ოპოზიცია ამ ფაქტს უკვე აპროტესტებს და მონიტორინგის მონიტორინგს მოითხოვს. ხელისუფლებას კი ურჩევნია, ოპოზიციამ ეს თანხა საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ დახარჯოს, ოღონდ საარჩევნოდ პრეტენზიები აღარ უნდა გამოთქვან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პარლამენტი საარჩევნო სიების მონიტორინგზე მონიტორინგს ითხოვს / მაჭავარიანი: “თუკი პარტიები ფულს ხელს მოჰკიდებენ, კეთილი ინებონ და საქმეც გააკეთონ”.

“ქრისტიან-დემოკრატები” ორმაგი მონიტორინგის არგუმენტად იმას ასახელებენ, რომ გამოყოფილი თანხა ოპოზიციურმა ძალებმა შესაძლოა არამიზნობრივად დახარჯონ და ეს უკვე სიების დაზუსტების საკითხს დააზარალებს... ლევან ვეფხვაძე ითხოვს, პარლამენტში შემუშავდეს მექანიზმი, რომლითაც საარჩევნო სიების მონიტორინგის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი... ამ ინიციატივამ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ტექნიკურად ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, იგი აქცენტს მოსალოდნელ პოლიტიკურ შეფასებებზეც აკეთებს და მიიჩნევს, რომ ოპოზიცია “ამ ყველაფერს პოლიტიკურ ზეწოლად მონათლავს”. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი ლევან ვეფხვაძეს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მონიტორინგის პროცესი რამე ფორმით უნდა გაკონტროლდეს. თუმცა, მისივე თქმით, კონტროლი უნდა განხორციელდეს არა პროცესზე, არამედ მონიტორინგის შედეგზე... სწორედ ამიტომ, პარლამენტის ინიციატივაა, რომ ყველა პარტიას, რომელიც საარჩევნო სიების მონიტორინგზე განაცხადს გააკეთებს, მის შედეგებზე დასკვნის წარდგენა ეთხოვოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ცესკოსთვის გადაცემულ საარჩევნო სიას აბსურდულს უწოდებს. საჯარო რეესტრის მიერ 3 მლნ 700 ათასი ამომრჩეველია დარეგისტრირებული, რაც, მისი თქმით, უკვე მიანიშნებს, რომ არჩევნების გაყალბებისთვის სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით საიდან გაჩნდა ქვეყანაში 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველი / ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

“ცესკოს ჯერ არ მიუღია ინფორმაცია საგარეო საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამიისტროებისგან... საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ბევრ უწყებას პირდაპირი ვალდებულება ჰქონდა, ამა წლის 1-ელ თებერვლამდე მიეწოდებინა ცესკოსთვის მონაცემები სიების საკორექციოდ. 1-ელი თებერვლის მონაცემებით, ამგვარი სია მხოლოდ იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა. თბილისის საკრებულოს მერიასთან ერთად უნდა მიეწოდებინა სიები გარდაცვლილების მონაცემებისა და შეცვლილი ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების მონაცემების გათვალისწინებით. გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მონაცემები ასევე უნდა მიეწოდებინა უზენაეს სასამართლოს, თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსა და შსს-ს. ვალდებულება შესრულებული არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დეპუტატი ამბობს, რომ თუ ცესკო უმწვავეს რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ მთელი ვალდებულება სიების ფორმირებაზე მას დაეკისრება. გიორგი ცაგარეიშვილი ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს მოუწოდებს, კანონის დარღვევას გამოეხმაუროს და საზოგადოებას აუხსნას, რომელმა უწყებებმა არ წარადგინეს მასთან არსებული სიები ან რატომ არ იყო გადაცემული მონაცემთა ბაზა. “სწორედ ერთიანი სია არის ის უბედურება, რომელსაც შემდეგ მოჰყვება გრანდიოზული მიტინგები”, - ამგვარია დეპუტატის პოზიცია.

 

ირაკლი ალასანია: “სურდათ, წონასწორობიდან გამოვსულიყავი”

 

“მიუნხენში უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციას დავესწრები, სადაც ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზეც იქნება საუბარი... მინდა, დავანახო მსოფლიო საზოგადოებას, რომ მიუხედავად შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კარდინალური განსხვავებებისა, ქართული საზოგადოება პროდასავლურია და ჩვენს მომავალს ვხედავთ ევროპულ სახლში. ამის დამტკიცება მნიშვნელოვანია, რადგან ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება ჩვენი განწყობებისა და ღირებულებების შესახებ”, - აცხადებს “ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთი “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ალასანია მერაბიშვილს სასამართლოში უჩივლებს / რა პრინციპს არ უღალატებს ალიანსი და მერობის რომელი კანდიდატი უქმნის “საფრთხეს” გაერო-ში ყოფილ ელჩს”.

“ყველა, ვისთანაც საზღვარგარეთ შეხვედრა მაქვს, მეუბნება, რომ არჩევნების გაყალბებას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ. ეს ძალიან დამაიმედებელი განცხადებაა. ასეთი ნათელი პოზიცია აქამდე არ გამოუხატავთ. დღეს კი ყველა ხედავს, რომ სააკაშვილმა გაერო-ს ტრიბუნიდან გახმიანებული არც ერთი დანაპირები არ შეასრულა. მაგრამ მნიშვნელოვანია ოპოზიციის აქტიურობაც. აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ მძლავრი პოლიტიკური ძალები ვთანხმდებით, რომ ყველას გვჭირდება ნორმალური არჩევნები... თუ ვერ მივიღეთ ეს ნორმალური არჩევნები, ამას მოჰყვება, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, კოორდინირებული ნაბიჯები... ნამდვილად არ მინდა, ეს არჩევნები გახდეს კიდევ ერთი დესტაბილიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის საფუძველი”, - აცხადებს ირაკლი ალასანია და გამოცემის კორესპონდენტის შენიშვნას - “ეს არჩევნები დესტაბილიზაციის საფუძველი შესაძლოა გამართვამდე გახდეს. მით უფრო, ოპოზიციას ჰქონია გეგმა, რომელსაც თურმე თქვენც ეთანხმებით. თემურ შაშიაშვილის ინფორმაციით, გეგმის თანახმად, არჩევნებამდე 15 დღით ადრე, ხელისუფლებას ულტიმატური უნდა წაუყენოთ” - პასუხობს:

“ბატონ თემურს შევხვდი. გამაცნო საკუთარი მოსაზრებები, არჩევნებამდე რა პროცესები შეიძლება წარიმართოს ქვეყანაში. გეგმაც მოვისმინე. ულტიმატუმებსა და რევოლუციაზე კი არა, საუბარი ეროვნული კრების მოწვევაზეა.. ეროვნული კრების გამართვის მიზანზე არ გვისაუბრია. უბრალოდ, თავისი იდეები გამაცნო. მომავალშიც შევხვდებით... პრაიმერთან დაკავშირებით პოზიცია არ შეგვიცვლია. წარმატება მინდა ვუსურვო მათ. სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ საზოგადოებისთვის ოპოზიციის გაერთიანებისა და საერთო კანდიდატის გამოკვეთის შესახებ ლაპარაკი არაა საკმარისი. ადამიანებს ის აინტერესებთ, ესა თუ ის პოლიტიკური ძალა მათ რას შესთავაზებს. ამიტომ დარჩენილი დრო საზოგადოებამდე ამ შეთავაზების მიტანისთვის უნდა გამოვიყენოთ... გაერთიანება ახლა ნაკლებად აინტერესებს საზოგადოებას. მთავარია, ოპოზიცია საერთო მიზანს ემსახურებოდეს”.

შეკითხვას - “თქვენ და ლევან გაჩეჩილაძეს “ფარული ვოიაჟებიც” გაახლოვებთ. ლონდონში ფინანსების მოსაძიებლადაც ხომ, არც ისე დიდი ხნის წინ, ერთად იყავით” - გამოცემის რესპოდენტი პასუხობს:

“ჩვენ მართლაც ვიყავით ლონდონში ერთსა და იმავე დროს. მე ამერიკასაც ვსტუმრობდი, შემდეგ - ინგლისს და რადგან ლევანი იქ იყო, შევხვდი კიდეც. ამას გიდასტურებთ, მაგრამ ინფორმაციის მეორე ნაწილი, რომელიც ფინანსების ძიებას უკავშირდება, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მე და ლევანს ლონდონში არანაირი საერთო შეხვედრა სხვასთან არ გვქონით. ეს ყველაფერი ჭორია... ცილისწამებების გამო კი, რომ ვყოფილვარ “რუსეთის აგენტი, ნარკოტიკებით მოვაჭრე და თავის დროზე, მკვლელი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი”, ამ ცილისწამების გამო მომავალში აუცილებლად ვიჩივლებ. ვუჩივლებ ყველას, ვინც ჩართულია ამ უმსგავსობაში... უნდოდათ, წონასწორობიდან გამოვსულიყავი. წონასწორობიდან კი ვერ გამომიყვანენ. ძალიან მიზანმიმართულად ვარ კონცეტრირებული წინასაარჩევნო კამპანიაზე, სამართლიანი არჩევნებისთვის პირობების შექმნასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. ამიტომ ჯერჯერობით არ ვაქცევ ამ ყველაფერს ყურადღებას. მაგრამ მოვა დრო, როცა ეს საკითხი სამართლებრივი შეფასების საგანი გახდება”.

 

კონსტანტინე გამსახურდია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

 

“დროებითი კომისია პარლამენტმა 6 ოქტომბერს შექმნა. მას უფლებამოსილების ვადა კიდევ სამი თვით გაუგრძელდება. თუმცა მიენიჭება თუ არა დროებით კომისიას საგამოძიებო კომისიის სტატუსი, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. კომისიისთვის საგამოძიებო სტატუსის მინიჭებას რამდენიმე დეპუტატი თავიდანვე ითხოვდა... კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, კომისიაში შემოსული მასალები, მათ შორის პროკურატურიდან მიღებული დაკითხვის ოქმები საჭიროებენ სერიოზულ შესწავლას, ასევე აუცილებელია იმ პირების ადგილზე დაკითხვა სამეგრელოს რეგიონში, რომლებიც უშუალო დავალებებს იღებდნენ მაშინდელი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებისგან”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით კონსტანტინე გამსახურდია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

“ჩემი აზრით, ასეა, მკვლელობა მოხდა, რადგან ზვიად გამსახურდიას ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობდი. თუმცა ერთ შემთხვევას არ გამოვრიცხავ. ბოლო ორ თვეს ძუ მგელივით ამ ოთხ კაცს ტყე-ტყე არბენინებდნენ. საშინელ სიცივეში მდინარეების გადალახვა უხდებოდათ, ტანზე გაუხდელად უმძიმეს პირობებში. ასეთ მძიმე პირობებში შესაძლოა მათში ფსიქიკური ძვრაც მოხდა. ასეთ შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი, თორემ ნორმალურ პირობებში ზვიად გამსახურდია თავს არ მოიკლავდა”, - აცხადებს ზვიად გამსახურდიას დროინდელი მთავრობის პრემიერ-მინისტრი თენიზ სიგუა გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თენგიზ სიგუა: “ზვიად გამსახურდია მოკლულია!”

“ყველანაირი შესაძლებლობა იყო ექსპერტიზის ჩატარების. მისმა მეუღლემ და ოჯახმა დაჟინებით მოითხოვეს, რომ არავითარი ექსპერტიზა არ ჩატარებულიყო; ზუგდიდიდან პირდაპირ გროზნოში გადასვენებულიყო. ამავე დროს მაშინ შექმნილი იყო სახელმწიფო კომისია და იმ კომისიას, ჩემი აზრით, არ უნდა დაეთმო. ექსპერტიზა მაინც უნდა ჩატარებულიყო და ეს საკითხი დღესაც დღის წესრიგში არ იდგებოდა”, - ამბობს გამოცემის რესპოდენტს და კორესპონდენტის შეკითხვას - “ბრძანეთ, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა უახლოესი გარემოცვის მონაცემებს აქვს. გიორგაძემ პირდაპირ შევარდნაძეზე მიანიშნა” - პასუხობს:

“გიორგაძის პოზიციებს აქამდეც წააწყდებოდით რუსული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში, რომ შევარდნაძემ მას დაავალა ეს ამბავი და მან ამაზე უარი თქვა. მაგრამ მაინც შესრულდა ეს ამბავი. ამის შესახებ იგორ გიორგაძეს პირველად არ თქვამს. დიახ, ეს უფრო ზოგადი ტიპის განცხალებად მიმაჩნია. და იცით კიდევ რაზე მიანიშნებენ? მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდია გროზნოდან დაბრუნდა, გახსოვთ ალბათ, ეს იყო 1993 წლის სექტემბერი, მაშინ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რაც შევარდნაძემაც დაადასტურა; რომ მოსკოვიდან იყო განხორციელებული სატელეფოო ზარი. პრეზიდენტ ელცინის ზარი პრეზიდენტ შევარდნაძესთან. რომ ხომ არ დადგა იმის დრო, საქართველო შუაში გავყოთო. თბილისში შენ დაჯექი, ხოლო ქუთაისში გამსახურდია დავსვათო. აი, ეს სიგნალი შეიძლებოდა გამხდარიყო იმის მიზეზით, რომ მოეცილებინათ გამსახურდია”, - მიაჩნია თენგიზ სიგუას.

 

“პატარა ომი, რომელსაც შეეძლო, მაგრამ ვერ შეძრა მსოფლიო”

 

“ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილმა მოხელემ და ექსპერტმა ევროპის საკითხებში რონალდ ასმუსმა, რომელიც დღეს გერმან მარშალის ფონდის ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელია, გამოაქვეყნა წიგნი, სახელწოდებით “მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო”. წიგნზე რეცენზია დაწერა “ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბუნის” მიმომხილველმა ჯონ ვინოკურმა”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით “პატარა ომი, რომელსაც შეეძლო, მაგრამ ვერ შეძრა მსოფლიო”.

“ეს არის რუსეთის საქართველოში შეჭრის შესახებ კარგი ახალი წიგნი, რომლისთვისაც შეგვეძლო დაგვერქმია “პატარა ომი, რომელსაც შეეძლო, მაგრამ ვერ შეძრა მსოფლიო”. ასეთი ფორმულირება რეალობასთან უფრო ახლოს დგას” - წერს ვინოკური. წიგნის ავტორი მიიჩნევს, რომ აშშ-მა, ნატო-მ და ევროკავშირმა, შეიძლება ითქვას, თვალი დახუჭეს რუსეთის საქართველოზე თავდასხმის დროს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“წიგნში შესული მასალები წარმოადგენს ნატო-ს სისუსტისა და შიდა დაპირისპირების მტკიცებულებას ისეთ ვითარებაში, როცა რუსეთი ემუქრებოდა საქართველოს. ეს მასალები ძალიან გაამხნევებს ნებისმიერ ორგანიზაციასა და სახელწიფოს, იქნება ეს “ალ ყაიდა”, ირანი თუ ჩრდილოეთი კორეა, რომლებიც იფიქრებენ, რომ დასავლეთი შიდაარეულობის გამო შესაძლოა დამთმობი გახდა” - წერს ვინოკური. ავტორის აზრით, პუტინმა მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ ბუშმა შედეგს ვერ მიაღწია - ვერ შეძლო საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ს კანდიდატობის სტატუსის მინიჭება, რადგან გერმანია წინააღმდეგი წავიდა. “პუტინის შეხედულებების კონტექსტში, რუსეთის ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, ნატო-ს მერყეობა იყო მიწვევა მოკლე ეფექტურ ომში, რის შემდეგაც დასავლეთი ყველანაირად შეეცადა ამ ფაქტის გაბათილებას” - წერს ვინოკური. შემდგომი მოვლენები ასმუსის სიმართლეს ამტკიცებს, მიიჩნევს რეცენზენტი: საფრანგეთი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ხომალდების - ვერტმფრენმზიდების გაყიდვის შესახებ, ხოლო გერმანიამ ნორდ სტრიმის დაფინანსება გაასამმაგა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/124216.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

”ნატოში გაწევრიანებამდე - საქართველოს ბევრი ვალდებულება აქვს შესასრულებებლი”

2010 წლის 03 02, ოთხშაბათი

ნატოს გენერალური მდივნის პრესსპიკერი ჯეიმს აპატურაი კავკასიაში 4 და 5 თებერვალს გეგმავს ვიზიტს, მანამდე კი აპატურაი მიუნხენში აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება, ვიზიტის ფარგლებში აპატაურაი საქართველოსაც ესტუმრება, მისი განცხადებით, ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მხარს უჭერს მის ბრძოლას დემოკრატიისათვის. აპატურაის განცხადებით, საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, თუმცა მანამდე ბევრი ვალდებულება და ცვლილება აქვე განსახორციელებელი.

 

http://www.fact.ge/news.aspx?i=94dca4d1-39...76-65f924c49a7d

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტმა სახელმწიფო მოხელეებს სკოლების ანგარიშზე თანხის გადარიცხვისკენ მოუწოდა

03 / 02, 2010 16:24

 

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო მოხელეებს სკოლების ანგარიშებზე ხელფასიდან თანხების გადარიცხვისაკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მიხეილ საკაშვილმა თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში სტუმრობისას განაცხადა. პრეზიდენტი ამ სკოლაში სწავლობდა.

ამასთან, პრეზიდენტმა უკვე გადაწყვიტა, რომ ერთი თვის ხელფასი გაიყოფა და იმ ორ სკოლას გადაერიცხება, რომლებშიც სწავლობდა.

მიხეილ სააკაშვილმა "დაჟინებული რეკომენდაციით" მიმართა ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომელიც მიიჩნვეს, რომ სკოლამ წვლილი შეიტანა მის დღევანდელ წარმატებაში, დახარება უნდა გაუწის თავის ყოფილ სკოლას.

კერძოდ, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მოხელემ, რომლის ხელფასიც 1000 ლარზე ნაკლებია, სკოლის ანგარიშზე სულ მცირე 50 ლარი უნდა გადარიცხოს, ხოლო ვისაც 1000 ლარზე მეტი აქვს - სულ მცირე 100 ლარი. გადარიცხული თანხა განაწილდება ღვაწლმოსილი პედაგოგების დასახმარებაზე და სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად.

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

17:10 / 03-02-2010

რუსეთის უშიშროება:”ჩრდილო კავკასიაში მოკლული არაბი ტერორისტი საქართველოს სპეცსამსახურებზე მუშაობდა”

ამოცნობილია დაღესტნის ბოტლიხსკის რაიონში შეტაკებისას განადგურებული ერთ-ერთი ბოევიკი - ეგვიპტის მოქალაქე უკანონო შეიარაღებულ ფორმირება ”იმარათ კავკაზის” გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა და ჩრდილოეთ კავკასიაში ალ-ქაიდას ქსელის ორგანიზატორად ითვლებოდა.

 

ამოცნობილია ასევე მეორე ბოევიკი, იბრაგიმ მაგომედოვი. საბრძოლო მოქმედებების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა საბრძოლო მასალა.

 

”ინტერფაქსის” ცნობით, მოჰმად მოჰამად შაბაანზე მეტსახელად სეიფ ისლამზე, ეგვიპტის ხელისუფლებას საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

 

როგორც სააგენტო ”იტარ-ტასს" რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში განუცხადეს, დივერსიებს სეიფი ქართული სპეცსამსახურების დაკვეთით ახორციელებდა. სეიფ ისლამი თბილისის დავალებით აფეთქებდა სარკინიგზო მაგისტრალებს, ელექტროგადამცემ ხაზებს, გაზისა და ნავთობსადენებს.

 

”დადგინდა, რომ სეიფ ისლამი 6 იანვარს მახაჩყალაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის მთავარი ორგანიზატორია" - განაცხადეს უშიშროების სამსახურში.

 

მათივე მონაცენებით, 1990 წლების დასაწყისში სეიფ ისლამი ავღანეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. გარდა ამისა, იგი იყო სუდანში, სომალიში, ლიბანსა და საქართველოში. 1992 წელს იგი ჩეჩნეთში ჩავიდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია ”ძმები მუსლიმანების” ხაზით. ჰატაბთან ერთად ორგანიზებას უწევდა ჩრდილო კავკასიაში ”ალ ქაიდას” ქსელს. ახლო კავშირები ჰქონდა ჯოჰარ დუდაევთან და მონაწილეობდა პირველი ჩეჩნური კამპანიის საბრძოლო მოქმედებებში, რომლის დასრულების შემდეგ გროზნოს საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობდა.

 

საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის სახსრებითა და დაკვეთით სეიფმა ჰატაბთან ერთად გახსნა ტერორისტების მოსამზადებელი ცენტრი ”კავკაზი”.

 

2009 წელს სეიფ ისლამი დაღესტანში გაგზავნეს. მას დივერსიულ-ტერორისტული აქციების ორგანიზება და საქართველოს ტერიტორიიდან იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გადაზიდვა ევალებოდა.

 

 

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

 

საბაბს ხომ არ ეძებენ ნაბოზრები?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...