Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

ქართული პრესის მიმოხილვა 16.12.2009

 

16 / 12, 2009 11:55

 

· ყოფილი ელჩის სახლში შეჭრის გამოძიება შსს-სთვის ღირსების საკითხი უნდა იყოს

· რეიტინგული მანიპულაციები

· ფარული პოლიტიკური რეკლამა მედიასივრცეში ადვილად ვერ მოისპობა

· ორი მოზარდი შაშიაშვილმა გამოაშვებინა და ოსებს ბოდიშიც მოუხადა...

· რა შემთხვევებში აწყობთ ოპოზიციონერებს ხელისუფლების დამარცხება

 

ყოფილი ელჩის სახლში შეჭრის გამოძიება შსს-სთვის ღირსების საკითხი უნდა იყოს

 

“ირაკლი ალასანიამ შს მინისტრს თანაპარტიელის, “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” გამგეობის წევრ ზაზა გოგსაძის საცხოვრებელ სახლში დაუდგენელ პირთა შეჭრის ფაქტზე აღძრული საქმის გამოძიება კატეგორიულად მოსთხოვა... მან პირველად გააკეთა კომენტარი მისი და მისი ოჯახის ირგვლივ დაწყებულ “შავ პიარზე” და განაცხადა: “კამპანია, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ დაიწყო, ამორალურია და ხელისუფლების პოლიტიკურ სისუსტეზე მიუთითებს”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებზე პოლიტიკური ტერორი დაიწყო!

“ბრახუნი გაისმა, დედაჩემმა კარი გააღო და სახლში იარაღიანი ხალხი შემოვიდა. ზუსტად არ მახსოვს, ოთხნი თუ ხუთნი იყვნენ, ნიღბები არ კეთებიათ, მათგან მხოლოდ ორს ეცვა ქურთუკი წარწერით “პოლიცია”. დედაჩემი გვერდით გაწიეს, ჩემს მეგობარს თავზე იარაღი დაადეს, ისიც გასწიეს და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში დაიარეს ყველა ოთახი, გახსნეს ყველა კარადა. არავითარი განმარტება არ გაუკეთებიათ და არც საბუთები უჩვენებიათ. როცა მიდიოდნენ, ერთ-ერთმა კი მაჩვენა საბუთი, მაგრამ ისეთი აღელვებული ვიყავი, აღარც მინახავს. მითხრეს, სპეცოპერაციას ვატარებთო. ძალიან უჩვეულო და ბუნდოვანი ვითარება იყო. რისთვის მოვიდნენ, ისიც არ ვიცი, სახლიდანაც არაფერი წაუღიათ. შეიძლება, პოლიტიკური ზეწოლაც იყო... ჩემთან რას ეძებდნენ, ვერ გეტყვით, ალბათ უფრო დაშინება უნდოდათ. სხვა ახსნა ნამდვილად არ მაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა გოგსაძე.

“დიპლომატიურ სისტემაში 1991 წლიდან ვმუშაობდი. კარიერული დიპლომატი გახლდით... 2004 წლის დეკემბრიდან იტალიაში ვიყავი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. თანამდებობიდან წამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ ვადა მეწურებოდა და ცოტა ხნით ადრე უკან გამომიწვიეს. გრიგოლ ვაშაძე რომ მინისტრად დაინიშნა, შემომთავაზეს ისევ საგანგებო ელჩის თანამდებობა, თუმცა უარი ვთქვი, რადგან უკვე კრიტიკულად ვიყავი მათ მიმართ განწყობილი, განსაკუთრებით 7 ნოემბრისა და აგვისტოს მოვლენების შემდეგ. გარკვეული პერიოდი, დათო მაღრაძესთან ერთად, საზოგადოებრივი დარბაზის წევრიც გახლდით. აქტიურად ვმონაწილეობდით აქციებში და ვცდილობდით, ოპოზიციური ერთობა შექმნილიყო... ალასანიას პარტიაში სულ ორი-სამი თვეა, რაც ვარ. თუმცა ამ გუნდთან ურთიერთობა დიდი ხანია მაქვს”, - განმარტავს ზაზა გოგსაძე და შეკითხვას - “არადა, საკმაოდ უცნაური ვითარებაა. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თქვენ მიერ დასახელებული ერთ-ერთი თანამშრომელი გიორგი კანდელაკი კი საერთოდ არ მუშაობს ამ სტრუქტურაში...” - პასუხობს:

“ამათ ხელში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ ვიცი, რა გითხრათ. თავადაც გაოგნებული ვარ. სხვათა შორის, როცა გენინსპექციიდან მოვიდნენ, გულისყურით მოისმინეს ჩემი ნაამბობი და შემპირდნენ, რომ ყველაფერს გაარკვევდნენ. მათაც მითხრეს, რომ ეს გიორგი კანდელაკი, რომელმაც თავი ასე გაგვაცნო, არაა სტრუქტურის თანამშრომელი. ჰოდა, გაარკვიონ თავად, ვინ არის და რა მოხდა...”

“ის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩვენ გვერდით დადგა და მის წინააღმდეგ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ბრძოლის წამოწყება, ამ შემთხვევაში პოლიციის ძალებით სახლში შევარდნა და უკანონობა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში უნდა გაიმართოს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები და ხალხი ამის მოლოდინშია, ხელისუფლება ამ დროს უშვებს ასეთ სავალალო შეცდომებს”, - აცხადებს “ალიანსის” ლიდერი ზურაბ აბაშიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ კომენტარში, სტატიაში სათაურით “ალიანსი” ყოფილი ელჩის სახლზე პოლიციის თავდასხმის გამოძიებას მოითხოვს / “აი, თუ პოლიტიკოსებს ასე ვექცევით, ჩვეულებრივ ადამიანებს რას ვუზამთო”.

“ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ამ ხელისუფლების ამგვარი ქმედება არავის გაკვირვებია. ამ შემთხვევაში, უშუალოდ პოლიციის საქციელი, მაგრამ ეს ისევ მათ მოუტანს ცუდს. ისინი ძალიან მიუღებელი გზებით მიდიან, ძალიან პირადს ეხებიან - შინ შესვლა, ოჯახზე ინფორმაციების გავრცელება, ძალიან ცუდია და ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს უდგას სათავეში, ვერც კი ხვდება, რას სჩადის”, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

 

რეიტინგული მანიპულაციები

 

“ხელისუფლება და ოპოზიცია კარდინალურად განსხვავებულ წინასაარჩევნო რეიტინგებს აქვეყნებენ. “ალიანსი” სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტზე (ISSA) დაყრდნობით აცხადებს, რომ მერობის არჩევნებში მათ ლიდერ ირაკლი ალასანიას ამომრჩეველთა 61% უჭერს მხარს. პარალელურად რეიტინგებს აქვეყნებს მმართველი გუნდი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რეიტინგული მანიპულაციები / სოციოლოგიური კვლევების შედეგებს მთავრობა და ოპოზიცია თავის სასარგებლოდ ასაღებენ.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, მმართველი გუნდის ფავორიტ გიგი უგულავას რეიტინგი 35%, ირაკლი ალასანიასი კი 13%-ია. ამავე კვლევის მიხედვით, თბილისელთა 23%-ს არ გადაუწყვეტია, ხმას რომელ კანდიდატს მისცემს. 67% მიიჩნევს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქალაქში პოზიტიური ცვლილებები მოხდა, რაც ძირითადად მოქმედი მერის დამსახურებაა. “ალიანსის” ცნობით, ირაკლი ალასანის თბილისის მერობის ყველაზე სერიოზული ოპოზიციური კანდიდატის პოზიციებს იმყარებს. მათ მიერ მოყვანილი ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, მოქმედ მერს თბილისის ამომრჩეველთა მხოლოდ ერთი მესამედი უჭერს მხარს. უმუშევრობა, ეკონომიკური არასტაბილურობა და სოციალური დაუცველობა კი ამომრჩეველს ყველაზე მეტად აღელვებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ალიანსის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ერთ-ერთმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ეს მაჩვენებელი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრაქტიკულად იდენტურია... მათი თქმით, ISSA-ს კვლევებზე დაყრდნობით, ალასანიასადმი ხალხის მხარდაჭერა უახლოეს თვეებში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება... კვლევამ დაადასტურა, რომ ირაკლი ალასანიასა და სოზარ სუბარს თბილისის მოსახლეობა ყველაზე მეტად ენდობა, ხოლო თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას მონაწილეობას მხარს თბილისის ამომრჩეველთა 61% უჭერს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რესპუბლიკელი” დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას მხარს უჭერს გამოკითხულთა ორი მესამედი. IRI-ს მონაცემებით, ირაკლი ალასანიას მხარდამჭერების რაოდენობა 21, ხოლო პოტენციური მხარდამჭერების რაოდენობა 29%-ია, რაც ჯამში 50%-ს უდრის. უსუფაშვილის განცხადებით, ეს ხელისუფლებასთან შედარებით ოპოზიცის ცალსახა გამარჯვებაა. “IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით ერთი დიდი პრობლემაა. ჩვენ სიტყვას ვინახავთ და შედეგებს არ ვახმაურებთ, რადგან ეს IRI-ს მოთხოვნაა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლება ციფრებით მანიპულირებას იწყებს. მაგალითად, დღეს მათ ტირაჟირება გაუკეთეს იმ მონაცემებს, რომლის შეკითხვაც ასე ჟღერს - “ვინ შეძლებს მეტი უცხოური ინვესტიციების მოპოვებას ქალაქისთვის”. ამ კითხვაზე პასუხის შედეგით მათ დაასკვნეს, რომ გიგი უგულავას რეიტინგი 35%-ია”, - განმარტავს დავით უსუფაშვილი.

 

ფარული პოლიტიკური რეკლამა მედიასივრცეში ადვილად ვერ მოისპობა

 

“ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩნდება ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კანონმდებლობაში პოლიტიკური რეკლამის ცნების გაფართოებასა და მასში ახალი ფორმულირების - “ფარული რეკლამის” დამკვიდრებას. ინიციატივის ავტორთა მოსაზრებით, “ფარული რეკლამის” გამო კონკრეტულმა მედიასაშუალებამ პასუხი უნდა აგოს”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით “ფარული რეკლამის” აკრძალვა - რეალობა თუ “დედ ლო”.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშავა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი, რომელიც მიზნად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს. საია-ს განმარტებით, პროექტი მიმართულია “წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის სხვა ფორმების აკრძალვისკენ”. საია-ს კოორდინატორ ნინო ლემონჯავას თქმით, ძალიან ხშირად ეთერში გადაიცემა რეკლამები, რომლებიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა მას საარჩევნო პოლიტიკური რეკლამად არ აღიქვამს: “დღევანდელი კანონმდებლობით, პოლიტიკურ რეკლამად განიხილება ისეთი რეკლამა, სადაც არის პირდაპირი აგიტაცია. წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად გვხვდება რეკლამა, რომლებშიც პირდაპირი მოწოდება არ არის, მაგრამ ჩანს სუბიექტი, მისი რიგითი ნომერი, პარტიის ლოგო... ასეთი რეკლამები, ფაქტობრივად, საარჩევნო ხასიათისაა და რომელიმე კანდიდატის გამარჯვებას ისახავს მიზნად. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაცია და სასამართლო მათ პოლიტიკურ საარჩევნო რეკლამებად არ აღიარებს. ამ ტიპის რეკლამას ჩვენ ვუწოდეთ “ფარული რეკლამა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაგალითად, წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მერია გამოსცემდა სხვადასხვა ბროშურებსა და ბუკლეტებს, რაც პრაქტიკულად სახელისუფლებო გუნდის რეკლამას წარმოადგენდა... სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განთავსებულ რეკლამებს სოციალური სტატუსი აქვთ, თუმცა რეკლამის რეალური მიზანია ერთი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო აგიტაცია... საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა “24 საათს” განუცხადა, რომ იგი მხარს ვერ დაუჭერს წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური რეკლამის აკრძალვას და არგუმენტად ხალხის ინტერესები მოჰყავს. “ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის წარმომადგენელ გურამ ჩახვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საუბარია იმის შესახებ, რომ ბეჭდვითი პრესა გათავისუფლდეს ყველანაირი შეზღუდვისან, რაც კი “ფარული რეკლამის” აკრძალვას ეხება და ეს “ნაციონალების” პოზიციაა”, - წერს სტატიის ავტორი და განაგრძობს:

“სოციოლოგ გოჩა ცქიტიშვილის მოსაზრებით, კანონის მოთხოვნა მარტივი უნდა იყოს: “შეზღუდვა უნდა მოიცავდეს განსაზღვრულ დროს. რომლის განმავლობაში არჩევნებში მონაწილე პირს (რომელიც იმავდროულად სახელმწიფო მოხელის ფუნქციას ასრულებს) ეკრძალება ეთერით გამოსვლა და პირდაპირი გზით წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება. სხვა ნებისმიერი ნორმა მკვდარი იქნება”. მისი განმარტებით, ჩვენში სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელებს, თუნდაც დედაქალაქის მერ გიგი უგულავას ბევრი და ძლიერი ინსტრუმენტი აქვთ მოსახლეობაზე ზეგავლენის მოსახდენად, თანაც ისე, რომ ეს არც “ფარულ” და არც ფასიან პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩაეთვალოთ”.

 

ორი მოზარდი შაშიაშვილმა გამოაშვებინა და ოსებს ბოდიშიც მოუხადა...

 

“ვლადიკავკაზში შაშიაშვილი მოსკოვიდან ჩავიდა... ცნობილ რეჟისორ ვალერი გერგიევთან მან ტელეფონით გამართა მოლაპარაკებები. გერგიევს შაშიაშვილი ქართველი მოზარდების გათავისუფლებაზე ესაუბრა. ამ საკითხთან დაკავშირებით მან ძასოხოვსაც გადაურეკა. ამ დიალოგიდან ცოტა ხანში სეპარატისტულმა რეჟიმმა ორი ქართველი მოზარდი გაათავისუფლა. შაშიაშვილმა მაშინვე გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ მოზარდები ძასოხოვის დახმარებით გათავისუფლდნენ”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით თბილისი და ცხინვალი ტყვეებით ვაჭრობენ / თემურ შაშიაშვილი ისევ ვლადიკავკაზში ჩადის.

“შაშიაშვილს იმედი აქვს, რომ მალე სხვა ქართველების გათავისუფლებაც მოხდება. ამ საქმეში ის დახმარებას ისევ თავის ძველ ნაცნობებს სთხოვს, რომლებთანაც შეხვედრა ვერ მოახერხა... ვლადიკავკაზში შაშიაშვილს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაუმართავს და როგორც თავად ამბობს, ძალიან გავლენიან პირებს შეხვდა. იმ გავლენიან პირებს შაშიაშვილისთვის პირდაპირ უთქვამთ, ოსებს ქართველებზე ახლობელი არავინ გვყავს, მაგრამ თქვენმა ხელისუფლებამ ერთმანეთს დაგვაშორაო. ხელისუფლების გამო შაშიაშვილს ვლადიკავკაზში ბევრი საყვედური მოუსმენია და ოსებითვის ბოდიშიც მოუხდია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

რა შემთხვევებში აწყობთ ოპოზიციონერებს ხელისუფლების დამარცხება

 

“ჩვენს კამპანიას არავინ აშუქებს. ზაფხულშიც მუდმივად ვხდებოდით ხალხს, მაგრამ ჟურნალისტები არ დაგვინახავს. სამაგიეროდ, აქტიურად წერენ, თითქოს ალიანსში დაპირისპირებაა. საოცარი სამკუთხედი გაჩნდა - ხელისუფლების სააგენტო გაავრცელებს ჭორს, დაწერს მერე მისივე გაზეთი და დააგვირგვინებს ტელევიზია”, - აცხადებს “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თინა ხიდაშელი დუმილს არღვევს.

“კუკავამ აშკარად არასწორი გზა აირჩია. ჩემი ინფორმაციით, კობა დავითაშვილიც გააქტიურებულა “რესპუბლიკელებთან” ქილიკში. ჩვენი დუმილი დიდხანს არ გაგრძელდება”, - აცხადებს გამოცემის რესპონდენტი და შეკითხვას - “ისე, მათ გაღიზიანებას სერიოზული არგუმენტიც აქვს - პრაიმერზე უკარით წიხლი” - პასუხობს:

“არგუმენტი ასეთია - დაინახეს, გააცნობიერეს პრობლემა. იციან, რომ პოლიტიკურად აღარ არსებობენ და გაახსენდათ ქართული პოლიტიკის პრინციპი “უჩემოდ ვით იმღერე”. სინამდვილეში, სხვა ოპოზიციური ძალის გამარჯვების შემთხვევაში, დამარცხებული სააკაშვილი მათ ინტერესებში არ შედის. ამიტომ გადაწყვიტეს, ორ ხმაში, ხელისუფლებასთან ერთად, იმას ებრძოლონ, ვისაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს. რეფერენდუმის იდეაც ამიტომ “დაგვიწუნეს”. დღეს კი ნათელია, სად მიგვიყვანდა 5 მაისს ჩვენი იდეა და სად მიგვიყვანა აპრილის აქციებმა... არ ვამბობ, რომ ისინი ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებენ. უბრალოდ, მათ ინტერესებში არ შედის, მათი გამარჯვების გარეშე, სააკაშვილის დამარცხება”.

კორესპონდენტის შენიშვნას - “ისე, “რესპუბლიკელებს” ამიერიდან ერთი მლანძღველით ნაკლები გეყოლებათ - უცნობის საკანი დაიხურა” - თინა ხიდაშელი პასუხობს:

“ეს სულაც არ გვიხარია. პირიქით. სამწუხაროა, როცა ადამიანებს საკუთარი ამბები ავიწყდებათ, ისტორიების მოყოლისას. ეს გიასაც ეხება. რამდენჯერმე იჯდა ეთერში და ჭორაობდა. არ შეიძლება, ადამიანმა ყველაფერი ილაპარაკო, რაც იცი. იმაზეც უნდა იფიქრო, რომ ამ ქალაქში ერთად უნდა ვიცხოვროთ, საერთო სამეგობრო გვყავს... ვერავინ გაგიკეთებს იმაზე უარესს, რაც შეიძლება საკუთარ თავს დამართო. ვფიქრობ, გიამ ყველაზე ცუდი სამსახური საკუთარ თავს გაუწია. ასე რომ, ჩემთვის ეს პოლიტიკური ფურცელი, უბრალოდ, დახურულია”.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120178.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

თომას ჰამარბერგმა ცხინვალი უშედეგოდ დატოვა

17 / 12, 2009 20:32

 

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა ცხინვალი უშედეგოდ დატოვა. მან ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული ორი ტირძნისელი მოზარდის გამოყვანა ვერ მოახერხა. „მოლაპარაკებები გრძელდება. არ მინდა ამ ეტაპზე რაიმე დეტალური კომენტარი გავაკეთო. თუმცა, მინდა განვაცხადო, რომ მათი გათავისუფლებისთვის მუშაობას ვაგრძელებ და საბოლოო შედეგის მიღწევამდე ბრძოლას არ შევწყვეტ“, – განუცხადა ჟურნალისტებს თომას ჰამარბერგმა.

მისივე თქმით, იგი ხვალ ცხინვალში ჩასვლას არ აპირებს და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებთან კონტაქტს ტელეფონით გააგრძელებს. აღნიშნული კომენტარი ჰამარბერგმა ერგნეთის საგუშაგოსთან გააკეთა.

ერგნეთის საგუშაგოზე იმყოფებოდა პარლამენტის წევრი გია თორთლაძეც. მისი განცხადებით, ამ ორი მოზარდის ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში დატოვება დაუშვებელია. „რა თქმა უნდა ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რომ ისინი გავათავისუფლოთ. ცხინვალის რეჟიმი ბავშვების სანაცვლოდ კრიმინალების გათავისუფლებას მოითხოვს. ეს აბსურდული მოთხოვნაა", – აღნიშნა თორთლაძემ.

ერგნეთის პოსტი დაკავებული ლევან ხმიადაშვილისა და ვიქტორ ბუჩუკურის ახლობლებმაც დატოვეს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი კოპენჰაგენში სიტყვით გამოვიდა

 

17 / 12, 2009 21:10

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ მსოფლიო სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რის წინაშეც საქართველო დგას, იზიარებენ უნივერსალურ სიმაღლეს გლობალური დათბობის პრობლემასთან დაკავშირებით.

~მე საქართველოდან ვარ. ქვეყნიდან, რომელშიც შემოიჭრნენ და რომლის ტერიტორიის ნაწილიც მტრული ძალების მიერ ოკუპირებულია; ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა ეთნიკური წმენდა და სამხედრო დანაშაულებები. მიუხედავად ამ ტრაგიკული გამოწვევებისა, რომლის წინაშეც ჩვენი ხალხი იდგა და დღესაც დგას, ხელი არ შეგვეშლება, რომ გავიზიაროთ უნივერსალური სიმაღლე. გლობალური დათბობა ჩვენს პლანეტას ემუქრება~,-განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებები სამხრეთ კავკასიაში თვალსაჩინოა. ამას გახშირებული წყალდიდობები, მეწყერი, ტყის ხანძრები და ნაპირების ეროზია ადასტურებს.

~ოლიმპიური თამაშები საყოველთაო ღირებულებისა და ჰუმანურობის ზეიმია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ხდება ბუნების განადგურებისა და მდგრადი ეკოსისტემის ცვლილების მიზეზი. მინდა შეგახსენოთ ისინი, ვინც საქართველოში ეკოციდი მოაწყო; როდესაც ბორჯომის ტყეს ანადგურებდნენ. მათ საქართველოს ტერიტორიები აქვთ ოკუპირებული~,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გლობალური დათბობის პრობლემასთან დაკავშირებით, ევროკავშირი თანახმაა, 2010-12 წლის განმავლობაში განვითარებადი ქვეყნების სასარგებლოდ 10 მილიარდი ევრო გამოყოს და 2020 წლისთვის ეს თანხა 40 მილიარდამდე გაზარდოს. იაპონია კი 15 მილიარდ დოლარს გამოყოფს. საქართველო გარდამავალ ქვეყნებს მიეკუთვნება და გარკვეულ თანხებს საქართველოც მიიღებს.

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სამიტი 7 დეკემბერს გაიხსნა. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების მისაღწევად 192 ქვეყნის დელეგატები და ექსპერტები ორი კვირის განმავლობაში იმსჯელებენ. პრეზიდენტი კოპენჰაგენში სამიტში მონაწილეობის მისაღებად დღეს ჩავიდა, საქართველოს დელეგაცია გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის ხელმძღვანელობით კი 10 დეკემბერს გაემგზავრა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ გახდება ქალაქის მთავარი მეზღაპრე?

გერმანიის კანცლერის, ოტო ბისმარკის ფრაზა: - "ადამიანები ყველაზე მეტს არჩევნების წინ და ნადირობის მერე ტყუიან", საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ამის გამო, ამომრჩეველი ნაკლებად მიამიტი სრულიადაც არ არის, მით უმეტეს, საქართველოში.

 

ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა მოახერხეს და ყველა და ყველაფერი 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების სამსახურში ჩააყენეს, მათ შორის, ისეთი აპოლიტიკური და საყოველთაო დღესასწაული, როგორიც ახალი წელია. თუმცა, 30 მაისი არჩევნების მხოლოდ სავარაუდო თარიღია და პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი, არჩევნები უფრო ადრე ჩატარდება, ანუ როგორც მერობის სახელისუფლებო კანდიდატი და ამჟამინდელი ქალაქისთავი გიგი უგულავა ამბობს: არჩევნები წარღვნასავით არის, ზუსტად არავინ იცის, როდის იქნება! არც ის არის შემთხვევითი, რომ მმართველი პარტიის მიერ ამ პოსტზე გიგი უგულავას კანდიდატურის წამოყენება ოფიციალურად პირველად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიშა მაჭავარიანმა დაადასტურა.

 

კულუარული ინფორმაციით, დღეს მაჭავარიანი გიორგი არველაძესთან ერთად პრეზიდენტ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია და ორივეს არჩევნების იდეოლოგიური ფრონტის გამაგრება შესთავაზეს.

 

იდეოლოგიური შტურმის ერთ-ერთი ქვაკუთხედი კი სანახაობაა, რომელიც მაყურებელს, ანუ ამომრჩეველს რეალობას აშორებს და ილუზიების ტყვეობაში ამყოფებს. ამ სფეროში ხელისუფლების მიღწევებით პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ამაყობს: ჩვენ ყველაზე მაგარი შოუების მოწყობა ვისწავლეთ და მალე მთელ მსოფლიოს ჯიბეში ჩავისვამთო. პომპეზური გასართობი პროგრამებისთვის, იაფფასიანი (მაგრამ ძვირად ღირებული) პოპდივებისა და საესტრადო ჯგუფების ჩამოსაყვანად ფული არავის ენანება, მით უმეტეს, რომ წლევანდელი ახალი წელი სწორედ რომ საარჩევნო შეფუთვის არის. ყველაზე უხეში ფინანსური გათვლებით, 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებზე უგულავას გამერება ქალაქის ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუჯდა, ამჟამად კი გართულებული პოლიტიკური სიტუაციის გამო, "სტავკები" ბუნებრივია, გაიზარდა.

 

წინასაახალწლოდ თბილისში იმდენი სხვადასხვა ფორმისა და ზომის განათება დამონტაჟდა, ასეთი ფუფუნების უფლებას თავს მხოლოდ პარიზი და ამსტერდამი თუ აძლევს... მანათობელი "ლუსტრებით" გაბდღვრიალებული განსაკუთრებით ქალაქის ცენტრი, რუსთაველის გამზირია. თბილისელების უმრავლესობა ამ "ნოუ-ჰაუს" უგემოვნოდ მიიჩნევს, მაგრამ მთავარი მედლის მეორე მხარეა: აქვს კი ქვეყანას, რომელმაც ტერიტორიების 20% დაკარგა, გაეროს მონაცემებით, რომლის მოსახლეობის 55% სიღატაკის ზღვარს ქვემოთაა, ანუ, ფაქტობრივად, შიმშილობს, ასეთი ფუფუნების უფლება? რამდენიმე წლის წინ, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი ლიდერები (თუმცა ზოგიერთი მათგანი მაშინაც ხელისუფლებაში იყო) რიტორიკულად კითხულობდნენ: "ჰგავს კი საქართველო ომში დამარცხებულ სახელმწიფოს?" ეს კითხვა დღესაც აქტუალურია: ცხოვრობს კი ქართული სახელმწიფო (ხელისუფლებაზე რომ არაფერი ვთქვათ) ომში დამარცხებული ქვეყნის ცხოვრებით?..

 

მოარული ხმების თანახმად, დედაქალაქის საახალწლო განათებაზე დღე-ღამეში 10 ათასი ლარი იხარჯება, მხოლოდ ანძის განათება კი ერთი თვის განმავლობაში 90 ათასი ლარი ჯდება. ამასთანავე, რუსთაველზე პომპეზური "ლუსტრების" დაკიდების შემდეგ, ქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგია ითიშება, რაც ცხადია, თბილისელთა უკმაყოფილებას იწვევს. როგორია რეალური ციფრები? რა თანხას გამოჰყოფს სახელმწიფო საახალწლო დღესასწაულის აღსანიშნავად? ამ საკითხზე კომენტარისთვის მერიის პრესსამსახურის უფროსს, თამუნა დვალს დავუკავშირდით: "დედაქალაქის სადღესასწაულო განათება დღე-ღამის განმავლობაში 2.300 ლარი ჯდება, ანძაზე კი ეკონომიკური ნათურებია დამონტაჟებული და დღეში მხოლოდ 48 ლარის ელექტროენერგიას წვავს. რაც შეეხება საზეიმო ღონისძიებებს, მეიდანზე მრავალი წარმოდგენა, საბავშვო პერფომანსები ჩატარდება, რამდენიმე ადგილი საახალწლო ბაზრობებს დაეთმობა, რუსთაველზე არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, 12 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ტრადიციული გალაკონცერტი ჩატარდება. სულ საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან, მილიონ-ნახევარი ლარია გამოყოფილი".

 

დედაქალაქის განათება დღე-ღამეში 2.300 ლარი ჯდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისი უკვე ნოემბრის ბოლო დღეებიდან განათებულია და ლამპიონების ნათება, სულ მცირე, 15 იანვრამდე გასტანს, მართლაც შთამბეჭდავი ციფრი გამოდის. ახლახან მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა - "6 დეკემბერს, პარლამენტის წინ მთავარი ნაძვის ხის ანთებისას ბავშვებს ისეთი გაცისკროვნებული თვალები ჰქონდათ, ეს სიხარული არანაირი თანხით არ განისაზღვრებაო. ნორმალურ და უზრუნველყოფილ ქვეყანაში ეს მართლაც ასეა, მაგრამ რა ქნას იმ ათასობით ბავშვმა, ვინც პრეზიდენტის მიერ საახალწლო ნაძვის ხის ანთებაზე ვერ მივიდა იმის გამო, რომ ამ დროს ლუკმაპურის ძიებით იყო დაკავებული? რა ქნან ჩვენში ესოდენ მომრავლებულმა უსახლკარო "ქვიშის კარიერის გენერლებმა"? რატომ მათთვის ვერ მოახერხა ქალაქის მერიამ დღემდე უფასო სასადილოსა თუ მუნიციპალური საავადმყოფოს აშენება?

 

წელს, თბილისობის დღესასწაულზე პრეზიდენტი დედაქალაქს განერიდა და ეს დღესასწაული გიგი უგულავას ბენეფისად იქცა. სავარაუდოდ, წლევანდელი ახალი წელიც ამ აღტყინებით წარიმართება - მთავარი თოვლის ბაბუაც გიგი უგულავა იქნება. წლევანდელი ნაძვის ხეც, პოლიტიკოსების წინასაარჩევნო სურვილებით აბდღვრიალდა. წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუასავით გიგი უგულავა ყველგან არის: ხან ტკბილეულს ურიგებს მოხუცებს, ხან - არქეოლოგის ფუნჯით ხელში, დაღლილი სახით თბილისის პრობლემებზე საუბრობს, თბილისელებს რძისა და შოკოლადის მდინარეებს ჰპირდება, ანუ უკვე გამოცხადებულია კონკურსი თემაზე: ვინ გახდება ქალაქის მთავარი მეზღაპრე?

 

”ყველა სიახლე” 18-12-2009

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბელორუსის პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს აღარ განიხილავს

18 / 12, 2009 15:08

 

ბელორუსის პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს აღარ განიხილავს. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა “კავკაზსკი უზელი” იუწყება.

ბელორუსის პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს სრულდება და შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ამ სესიაზე აღარ განიხილება.

“ვფიქრობ, ამ საკითს არ განვიხილავთ. მასალები ამ სესიისთვის არ მოგვიმზადებია”, - განაცხადა პარლამენტის ქვედა პალატის საერთაშორისო საქმეებისა და დსთ-სთან ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ სერგეი მასკევიჩმა.

მისივე განმარტებით, რეგიონში ვიზიტის შემდეგ ბელორუსი დეპუტატების მიერ მომზადებული ანგარიშები უკვე მზად არის და განსახილველად კომისიებს გადაეგზავნა.

ბელორუსი დეპუტატების ჯგუფები საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 17-20 ნოემბერს იმყოფებოდნენ.

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2009

18 / 12, 2009 10:01

 

· საქართველოს ხელისუფლება ახალგორის სკოლების დაფინანსებაზე უარს ამბობს?!

· “ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ფულია გადახდილი”

· ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი გახდა

 

საქართველოს ხელისუფლება ახალგორის სკოლების დაფინანსებაზე უარს ამბობს?!

 

“ახალგორის სკოლებში მომუშავე მასწავლებლებსა და შესაძლოა ქსნის ხეობაში არსებული ყველა ორგანიზაცია-დაწესებულების თანამშრომლებს, იანვრიდან ოფიციალური თბილისი ხელფასს აღარ ჩაურიცხავს. ადგილობრივთა თქმით, ახალგორში დარჩენილი მოქმედი სასწავლო ორგანიზაციები თუ წეროვანში არ გადაბარგდნენ, მათი თანამშრომლები უხელფასოდ დარჩებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოს ხელისუფლება ახალგორის სკოლების დაფინანსებაზე უარს ამბობს / “ოსური ხელფასის იმედზე ჩემი მტერი იყოს, 4-5 თვეში ერთხელ არიგებენ”, - ამბობენ ახალგორელი მასწავლებლები.

“როგორც უკვე ცნობილია, რამდენადაც ქსნის ხეობას შუქს 29 ნოემბრიდან “ოფიციალური” ცხინვალი აწვდის, ქართულმა მხარემ ოკუპირებლ რეგიონს ელექტროგადამცემები ჩაუჭრა. მართალია, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ამას უარყოფს, მაგრამ ახალგორელები და დე ფაქტო მთავრობაც ხეთაგურის განცხადებას ზღაპრად აცხადებენ. როგორც ჩანს, ახლა უკვე ჯერი იმ ქართულ ორგანიზაცია-დაწესებულებებზე მიდგა, რომლებიც ოკუპირების დღიდან კვლავ ახალგორში მოქმედებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამაზე ახალგორის ლეგიტიმურ მთავრობას ერთი არგუმენტი აქვს: წეროვანში თუ არსებობს, მაგალითად, ბაგა-ბაღი, მის თანამშრომლებს ახალგორშიც რატომ უნდა გადავურიცხოთ ხელფასი, ანუ ორმაგად რატომ უნდა დავიხარჯოთო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დღეს შეგვხვდა ახალგორის პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარე თამარ გიგაური, რომელმაც გვითხრა, რომ იანვრიდან ხელისუფლება ხელფასებს აღარ ჩაგვირიცხავს და არც დაზღვევის ვაუჩერებს მოგვცემს. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, მაგრამ ყველა ძალიან შეშფოთებული ვართ. ოსური ხელფასის იმედზე ჩემი მტერი იყოს, ისინი 4-5 თვეში ერთხელ არიგებენ. აქედან გამომდინარე, ძალიან უიმედო მდგომარეობაში ვართ... ყველა ორგანიზაციას წეროვნიდან მოუვიდა წერილები, რომ თუ არ გადავალთ წეროვანში, ხელფასები აღარ გვექნება. მოგეხსენებათ, ორგანიზაციების უმეტესობა ისედაც წეროვანშია გადატანილი. წეროვანში აპირებენ საბავშვო ბაღების, ბიბლიოთეკების, მუსიკალური ცენტრების გახსნას. როგორც ჩანს, ამიტომაც ხდება ეს ყველაფერი. ხალხს ხელფასებს თუ არ მოგვცემენ, აქ აღარავინ გაჩერდება და იძულებული გავხდებით, ვინც დღეს ახალგორში ვართ დარჩენილი, წეროვანში გადავბარგდეთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ახალგორელი პედაგოგი.

“ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ სკოლების დაფინანსება დამოკიდებულია არა ახალგორის გამგეობაზე, არამედ განათლების სამინისტროზე. მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე რა ორგანიზაციებიც არის დამოკიდებული, როგორც ფინანსდებოდნენ 2009 წლისთვის, ასევე იქნება 2010 წელსაც. სკოლებში რა მოხდება - ვერ გეტყვით. პრინციპში, თუ სექტემბრიდან დეკემბრამდე ანუ სასწავლო წლის ნახევარი დაუფინანსა ახალგორის სკოლებს განათლების სამინისტრომ, როგორც შეიძლება მეორე ნახევარი არ დაუფინანსოს?! რეალურად რა მოხდება, არ ვიცი. მაშინ სასწავლო წელი ახალგორის სკოლებს არ უნდა დაეწყოთ... ახალგორის მუნიციპალიტეტი რომელ ორგანიზაციებსაც აფინანსებს, აბსოლუტურად ყველაფერი ასე გაგრძელდება იმავე მოცულობით მომავალ წელსაც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ახალგორის ქართული მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვალოდია შერმადინი.

“რეზონანსი” ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა განათლებისა და მეცნიერებს სამინისტროს პრესსამსახურისგან აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მოპოვებას. ამისთვის ჩვენ დიმიტრი შაშკინის პრესსამსახურის უფროს დოდო გუგავას დავუკავშირდით. იგი შეგვპირდა, რომ კომენტარს განათლების ახალი მინისტრი თავად გააკეთებდა , მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დაპირება არ შესრულდა”, - დასძენს გამოცემა.

 

“ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ფულია გადახდილი”

 

“პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის დამადასტურებელი მასალები ვერ მოიპოვა. ვერც ის მტკიცებულებები მოიპოვა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლული იყო. ასეთი განცხადება გააკეთა პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე ექსპერტმა მიხეილ ოსაძემ. იგი შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და ორი მოწვევის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი იყო. კომისიამ გუშინ მეორე სხდომა გამართა. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სპეციალურმა ჯგუფმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იმუშავა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ფულია გადახდილი / რა ინფორმაცია გაუმხილა მიხეილ ოსაძემ საპარლამენტო კომისიას.

“შთამომავლობას უნდა დარჩეს ობიექტური სურათი და არა ბუნდოვანი ინფორმაცია პირველი პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ძირითადად ის ადამიანებია დაკითხული, რომლებიც ზვიად გამსახურდიას გარემოცვას წარმოადგენდნენ. არადა, ცალსახად ჩანს, რომ პირველი პრეზიდენტის დევნა მიმდინარეობდა. დაკითხული არ არის არც ერთი მაღალჩინოსანი და საქმეში არ დევს არც ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, პროკურატურაში არსებული მასალები ძალიან წინააღმდეგობრივია და ურთიერთგამომრიცხავი. ტყვიის გულაზეც და მასრაზეც განსხვავებული მონაცემები არსებობს ამ მასალებიდან გამომდინარე. ერთი ვერსიით, ისინი არ არის, ხოლო მეორე ვერსიით, ისინი მოძებნილია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ისტორიკოსი, სამართალმცოდნე, ადვოკატი, სასამართლო ექიმი. ვიდრე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ექსპერტის რანგში მიწვეულ მიხეილ ოსაძეს მოუსმენდნენ, კომისიის წევრები დაინტერესდნენ, რა საქმეები გამოიძია კომისიამ, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. მოხეილ ოსაძემ განმარტა, რომ კომისიამ შეისწავლა სხვადასხვა საკითხი, რის შედეგადაც თანამდებობიდან გათავისუფლნენ უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალური პროკურორი, განათლების მინისტრი, გამგებლები, სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები. მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე რვა ტომისგან შედგება. ამ ტომებზე მუშაობა ექსპერტებს ჯერ არ დაუსრულებიათ. ოსაძის განცხადებით, ერთი რამ, რაც დადასტურებულია, ისაა, რომ იმ პერიოდში ხელისუფლებას დაქვემდებარებული შეიარაღებული სამსახურები დევნიდნენ ზვიად გამსახურდიას მისი ჩეჩნეთიდან სამეგრელოში დაბრუნების დროს”, - დასძენს გამოცემა.

“მიხეილ ოსაძემ ასევე ისაუბრა იმ ჩვენებებზე, რომელიც მოწმეებმა და თვითმხილველებმა მისცეს. ერთი მოწმე ამბობს, რომ გვამის მდებარეობა იყო სხვა, მეორე მოწმე სხვა ჩვენებას აძლევს. ერთი მოწმე მიუთითებს, რომ ის იყო ჩაუცმელი და მათ ჩააცვეს, მეორე მოწმე ამბობს, რომ გასროლის შემდეგ გავედით და პრეზიდენტი იყო ჩაცმული - აღნიშნავს მიხეილ ოსაძე. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მან თავი შეიკავა მოწმეთა გვარებისა და ჩვენებების დაკონკრეტებისგან. რაც შეეხება მასრასა და ტყვიას, ამ საკითხზე მოსაზრება ჯონდი ბაღათურიამაც გამოთქვა. მისი თქმით, ამბობენ, რომ პრეზიდენტს ხელში ეკავა “სტეჩკინი”, რომლის ტყვია 9,2 მილიმეტრიანია. არადა დაფიქსირებულია, რომ ტყვიის შემავალი ხვრელი 7 მილიმეტრამდეა. ჯონდი ბაღათურიამ დასვა კითხვა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ 9,2 მილიმეტრიანმა გლუვმა ტყვიამ დატოვოს შემავალი ხვრელი 7 მილიმეტრამდე”, - წერს სტატიის ავტორი.

“მიხეილ ოსაძის განმარტებით, რამდენიმე ადამიანი აუცილებლად უნდა დაიკითხოს. მისი თქმით, მაგალითად, ერთ-ერთი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია მკვლელის, შემკვეთის გვარი და ის თანხა, რაც გადაიხადეს ამ მკვლელობაში. უფრო მეტი დეტალის დაკონკრეტებისგან ოსაძემ თავი შეიკავა. ამდენად, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ არის ის ადამიანი. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აუცილებელია გამოთხოვილ იქნას როსტოვის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის დასკვნა სრული სახით. კომისიის მომდევნო სხდომაზე მიიწვევენ რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც 1994 წლის 17 თებერვალს პირველი პრეზიდენტის ცხედრის დათვალიერების ოქმზე მოაწერეს ხელი. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ასევე საინტერესო იქნება იმ ადამიანების მიწვევა, რომლებმაც პრეზიდენტი ნახეს გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მომავალში იგორ გიორგაძის, თენგიზ კიტოვანის, შოთა კვირაიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მოსმენასაც არ გამორიცხავს. ამისთვის კი კომისიას გამოყოფილ სამ თვეზე მეტი დასჭირდება. ამიტომ გუშინ პარლამენტში კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელების საკითხიც დაისვა”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით საპარლამენტო კომისია ყოფილი მაღალჩინოსნების მოსმენას გეგმავს / ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შესწავლას დაგეგმილზე ორჯერ მეტი დრო დასჭირდება.

“გუშინ ჟურნალისტებთან საუბარისას კონსტანტინე გამსახურდიამ დაადასტურა, რომ შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობას ამტკიცებს და აცხადებს, რომ იცის პრეზიდენტის მკვლელობის როგორც შემკვეთის, ისე შემსრულებლის ვინაობა, იგორ გიორგაძეა. “სხვათა შორის, თავის დროზე იგორ გიორგაძემ პრეზიდენტის ცხედრის ექსპერტიზა მოითხოვა, ხოლო ოქმს, რომელშიც თვითმკვლელობაზეა საუბარი, ხელი არ მოაწერა და ამაზე უარი თქვა” - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ. რამდენად მოახერხებს კომისია ყველა ჩამოთვლილი პირის მოსმენას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელებას პრობლემა არ შეექმნება და საკანონმდებლო ორგანო პარლამენტარებს ამ საქმის შესასწავლად საკმარის დროს მისცემს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი გახდა

 

“საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე აირჩიეს. თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი - ნინო ზურიაშვილი, ირაკლი აბსანძე და ეთერ თურაძე იყვნენ დასახელებული. 9-კაციანმა საბჭომ თურაძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია.”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მთავარია, რამდენად სანდო ორგანიზაციად ვიქცევით” / ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი აირჩიეს.

“შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს სასტუმრო “რედისონში” საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას 140-მდე ჟურნალისტმა მოაწერა ხელი. მის ტექსტსა და მოქმედების მექანიზმებზე 20 თვის განმავლობაში საქართველოდან 100-მდე ჟურნალისტი, ევროპელი ექსპერტები, ქართველი მედიაექსპერტები და იურისტები მუშაობდნენ. ქარტია, რომელიც 11 პუნქტისგან შედგება, ჟურნალისტური ეთიკის ისეთ პრინციპებს შეეხება, როგორიცაა - საზოგადოების უფლება მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ჟურნალისტმა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყაროც დადასტურებულია, პატივი სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას მასში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი და ა.შ.” - აღნიშნავს გამოცემა.

“საბჭოს შეუძლია მომართოს ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელსაც გაუჩნდება განცდა, რომ ქარტიის ხელმომწერმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიით განსაზღვრული ეთიკის ნორმა. შემდეგ დაიწყება მსჯელობა და კომისია თუ დაადგენს, რომ რეალურად აქვს დარღვევას ადგილი, მიიღება გადაწყვეტილება, რომელიც საჯარო იქნება. განცხადებების მიღება შეიძლება ხვალიდანაც, მაგრამ გვაქვს ტექნიკური პრობლემა, მათ შორის საოფისე ფართის არქონა და როცა ამ პრობლემას გადავწყვეტთ, წერილების მიღებაც დაიწყება. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობასთან და მათ გამოთქვეს მზადყოფნა, შესაძლებლობის ფარგლებში დაგვეხმარონ. ასევე არის მზაობა სხვადასხვა ფონდებიდან, ჩვენ პროექტს მხარი დაუჭერონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეთერ თურაძე.

“რაც შეეხება ჟურნალისტთა დაცვის საკითხს, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, უცებ არ მოხდება. თუმცა, თუ ჟურნალისტური გაერთიანება იქნება ავტორიტეტული და მის მიმართ გაწევრებულ თუ გაუწევრებელ ჟურნალისტებს ნდობა ექნებათ, ნდობა საზოგადოებაშიც გაჩნდება. როცა ჟურნალისტი მოგვმართავს დახმარების თხოვნით, რომ მედიამფლობელი ზეწოლით აწერინებს იმ მასალას, რომელიც ქარტიის პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ამაზე ხმას ავიმაღლებთ, რადგან ეს იქნება სერიოზული ძალა. მთავარია, რამდენად სანდო ორგანიზაციად ვიქცევით”, - დასძენს ეთერ თურაძე.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120417.html

 

 

 

ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2009

18 / 12, 2009 10:01

 

· საქართველოს ხელისუფლება ახალგორის სკოლების დაფინანსებაზე უარს ამბობს?!

· “ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ფულია გადახდილი”

· ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი გახდა

 

საქართველოს ხელისუფლება ახალგორის სკოლების დაფინანსებაზე უარს ამბობს?!

 

“ახალგორის სკოლებში მომუშავე მასწავლებლებსა და შესაძლოა ქსნის ხეობაში არსებული ყველა ორგანიზაცია-დაწესებულების თანამშრომლებს, იანვრიდან ოფიციალური თბილისი ხელფასს აღარ ჩაურიცხავს. ადგილობრივთა თქმით, ახალგორში დარჩენილი მოქმედი სასწავლო ორგანიზაციები თუ წეროვანში არ გადაბარგდნენ, მათი თანამშრომლები უხელფასოდ დარჩებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოს ხელისუფლება ახალგორის სკოლების დაფინანსებაზე უარს ამბობს / “ოსური ხელფასის იმედზე ჩემი მტერი იყოს, 4-5 თვეში ერთხელ არიგებენ”, - ამბობენ ახალგორელი მასწავლებლები.

“როგორც უკვე ცნობილია, რამდენადაც ქსნის ხეობას შუქს 29 ნოემბრიდან “ოფიციალური” ცხინვალი აწვდის, ქართულმა მხარემ ოკუპირებლ რეგიონს ელექტროგადამცემები ჩაუჭრა. მართალია, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ამას უარყოფს, მაგრამ ახალგორელები და დე ფაქტო მთავრობაც ხეთაგურის განცხადებას ზღაპრად აცხადებენ. როგორც ჩანს, ახლა უკვე ჯერი იმ ქართულ ორგანიზაცია-დაწესებულებებზე მიდგა, რომლებიც ოკუპირების დღიდან კვლავ ახალგორში მოქმედებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამაზე ახალგორის ლეგიტიმურ მთავრობას ერთი არგუმენტი აქვს: წეროვანში თუ არსებობს, მაგალითად, ბაგა-ბაღი, მის თანამშრომლებს ახალგორშიც რატომ უნდა გადავურიცხოთ ხელფასი, ანუ ორმაგად რატომ უნდა დავიხარჯოთო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დღეს შეგვხვდა ახალგორის პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარე თამარ გიგაური, რომელმაც გვითხრა, რომ იანვრიდან ხელისუფლება ხელფასებს აღარ ჩაგვირიცხავს და არც დაზღვევის ვაუჩერებს მოგვცემს. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, მაგრამ ყველა ძალიან შეშფოთებული ვართ. ოსური ხელფასის იმედზე ჩემი მტერი იყოს, ისინი 4-5 თვეში ერთხელ არიგებენ. აქედან გამომდინარე, ძალიან უიმედო მდგომარეობაში ვართ... ყველა ორგანიზაციას წეროვნიდან მოუვიდა წერილები, რომ თუ არ გადავალთ წეროვანში, ხელფასები აღარ გვექნება. მოგეხსენებათ, ორგანიზაციების უმეტესობა ისედაც წეროვანშია გადატანილი. წეროვანში აპირებენ საბავშვო ბაღების, ბიბლიოთეკების, მუსიკალური ცენტრების გახსნას. როგორც ჩანს, ამიტომაც ხდება ეს ყველაფერი. ხალხს ხელფასებს თუ არ მოგვცემენ, აქ აღარავინ გაჩერდება და იძულებული გავხდებით, ვინც დღეს ახალგორში ვართ დარჩენილი, წეროვანში გადავბარგდეთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ახალგორელი პედაგოგი.

“ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ სკოლების დაფინანსება დამოკიდებულია არა ახალგორის გამგეობაზე, არამედ განათლების სამინისტროზე. მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე რა ორგანიზაციებიც არის დამოკიდებული, როგორც ფინანსდებოდნენ 2009 წლისთვის, ასევე იქნება 2010 წელსაც. სკოლებში რა მოხდება - ვერ გეტყვით. პრინციპში, თუ სექტემბრიდან დეკემბრამდე ანუ სასწავლო წლის ნახევარი დაუფინანსა ახალგორის სკოლებს განათლების სამინისტრომ, როგორც შეიძლება მეორე ნახევარი არ დაუფინანსოს?! რეალურად რა მოხდება, არ ვიცი. მაშინ სასწავლო წელი ახალგორის სკოლებს არ უნდა დაეწყოთ... ახალგორის მუნიციპალიტეტი რომელ ორგანიზაციებსაც აფინანსებს, აბსოლუტურად ყველაფერი ასე გაგრძელდება იმავე მოცულობით მომავალ წელსაც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ახალგორის ქართული მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვალოდია შერმადინი.

“რეზონანსი” ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა განათლებისა და მეცნიერებს სამინისტროს პრესსამსახურისგან აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მოპოვებას. ამისთვის ჩვენ დიმიტრი შაშკინის პრესსამსახურის უფროს დოდო გუგავას დავუკავშირდით. იგი შეგვპირდა, რომ კომენტარს განათლების ახალი მინისტრი თავად გააკეთებდა , მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დაპირება არ შესრულდა”, - დასძენს გამოცემა.

 

“ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ფულია გადახდილი”

 

“პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის დამადასტურებელი მასალები ვერ მოიპოვა. ვერც ის მტკიცებულებები მოიპოვა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლული იყო. ასეთი განცხადება გააკეთა პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე ექსპერტმა მიხეილ ოსაძემ. იგი შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და ორი მოწვევის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი იყო. კომისიამ გუშინ მეორე სხდომა გამართა. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სპეციალურმა ჯგუფმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იმუშავა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ფულია გადახდილი / რა ინფორმაცია გაუმხილა მიხეილ ოსაძემ საპარლამენტო კომისიას.

“შთამომავლობას უნდა დარჩეს ობიექტური სურათი და არა ბუნდოვანი ინფორმაცია პირველი პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ძირითადად ის ადამიანებია დაკითხული, რომლებიც ზვიად გამსახურდიას გარემოცვას წარმოადგენდნენ. არადა, ცალსახად ჩანს, რომ პირველი პრეზიდენტის დევნა მიმდინარეობდა. დაკითხული არ არის არც ერთი მაღალჩინოსანი და საქმეში არ დევს არც ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, პროკურატურაში არსებული მასალები ძალიან წინააღმდეგობრივია და ურთიერთგამომრიცხავი. ტყვიის გულაზეც და მასრაზეც განსხვავებული მონაცემები არსებობს ამ მასალებიდან გამომდინარე. ერთი ვერსიით, ისინი არ არის, ხოლო მეორე ვერსიით, ისინი მოძებნილია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ისტორიკოსი, სამართალმცოდნე, ადვოკატი, სასამართლო ექიმი. ვიდრე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ექსპერტის რანგში მიწვეულ მიხეილ ოსაძეს მოუსმენდნენ, კომისიის წევრები დაინტერესდნენ, რა საქმეები გამოიძია კომისიამ, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. მოხეილ ოსაძემ განმარტა, რომ კომისიამ შეისწავლა სხვადასხვა საკითხი, რის შედეგადაც თანამდებობიდან გათავისუფლნენ უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალური პროკურორი, განათლების მინისტრი, გამგებლები, სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები. მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე რვა ტომისგან შედგება. ამ ტომებზე მუშაობა ექსპერტებს ჯერ არ დაუსრულებიათ. ოსაძის განცხადებით, ერთი რამ, რაც დადასტურებულია, ისაა, რომ იმ პერიოდში ხელისუფლებას დაქვემდებარებული შეიარაღებული სამსახურები დევნიდნენ ზვიად გამსახურდიას მისი ჩეჩნეთიდან სამეგრელოში დაბრუნების დროს”, - დასძენს გამოცემა.

“მიხეილ ოსაძემ ასევე ისაუბრა იმ ჩვენებებზე, რომელიც მოწმეებმა და თვითმხილველებმა მისცეს. ერთი მოწმე ამბობს, რომ გვამის მდებარეობა იყო სხვა, მეორე მოწმე სხვა ჩვენებას აძლევს. ერთი მოწმე მიუთითებს, რომ ის იყო ჩაუცმელი და მათ ჩააცვეს, მეორე მოწმე ამბობს, რომ გასროლის შემდეგ გავედით და პრეზიდენტი იყო ჩაცმული - აღნიშნავს მიხეილ ოსაძე. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მან თავი შეიკავა მოწმეთა გვარებისა და ჩვენებების დაკონკრეტებისგან. რაც შეეხება მასრასა და ტყვიას, ამ საკითხზე მოსაზრება ჯონდი ბაღათურიამაც გამოთქვა. მისი თქმით, ამბობენ, რომ პრეზიდენტს ხელში ეკავა “სტეჩკინი”, რომლის ტყვია 9,2 მილიმეტრიანია. არადა დაფიქსირებულია, რომ ტყვიის შემავალი ხვრელი 7 მილიმეტრამდეა. ჯონდი ბაღათურიამ დასვა კითხვა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ 9,2 მილიმეტრიანმა გლუვმა ტყვიამ დატოვოს შემავალი ხვრელი 7 მილიმეტრამდე”, - წერს სტატიის ავტორი.

“მიხეილ ოსაძის განმარტებით, რამდენიმე ადამიანი აუცილებლად უნდა დაიკითხოს. მისი თქმით, მაგალითად, ერთ-ერთი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია მკვლელის, შემკვეთის გვარი და ის თანხა, რაც გადაიხადეს ამ მკვლელობაში. უფრო მეტი დეტალის დაკონკრეტებისგან ოსაძემ თავი შეიკავა. ამდენად, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ არის ის ადამიანი. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აუცილებელია გამოთხოვილ იქნას როსტოვის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის დასკვნა სრული სახით. კომისიის მომდევნო სხდომაზე მიიწვევენ რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც 1994 წლის 17 თებერვალს პირველი პრეზიდენტის ცხედრის დათვალიერების ოქმზე მოაწერეს ხელი. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ასევე საინტერესო იქნება იმ ადამიანების მიწვევა, რომლებმაც პრეზიდენტი ნახეს გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მომავალში იგორ გიორგაძის, თენგიზ კიტოვანის, შოთა კვირაიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მოსმენასაც არ გამორიცხავს. ამისთვის კი კომისიას გამოყოფილ სამ თვეზე მეტი დასჭირდება. ამიტომ გუშინ პარლამენტში კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელების საკითხიც დაისვა”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით საპარლამენტო კომისია ყოფილი მაღალჩინოსნების მოსმენას გეგმავს / ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შესწავლას დაგეგმილზე ორჯერ მეტი დრო დასჭირდება.

“გუშინ ჟურნალისტებთან საუბარისას კონსტანტინე გამსახურდიამ დაადასტურა, რომ შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობას ამტკიცებს და აცხადებს, რომ იცის პრეზიდენტის მკვლელობის როგორც შემკვეთის, ისე შემსრულებლის ვინაობა, იგორ გიორგაძეა. “სხვათა შორის, თავის დროზე იგორ გიორგაძემ პრეზიდენტის ცხედრის ექსპერტიზა მოითხოვა, ხოლო ოქმს, რომელშიც თვითმკვლელობაზეა საუბარი, ხელი არ მოაწერა და ამაზე უარი თქვა” - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ. რამდენად მოახერხებს კომისია ყველა ჩამოთვლილი პირის მოსმენას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელებას პრობლემა არ შეექმნება და საკანონმდებლო ორგანო პარლამენტარებს ამ საქმის შესასწავლად საკმარის დროს მისცემს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი გახდა

 

“საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე აირჩიეს. თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი - ნინო ზურიაშვილი, ირაკლი აბსანძე და ეთერ თურაძე იყვნენ დასახელებული. 9-კაციანმა საბჭომ თურაძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია.”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მთავარია, რამდენად სანდო ორგანიზაციად ვიქცევით” / ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი აირჩიეს.

“შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს სასტუმრო “რედისონში” საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას 140-მდე ჟურნალისტმა მოაწერა ხელი. მის ტექსტსა და მოქმედების მექანიზმებზე 20 თვის განმავლობაში საქართველოდან 100-მდე ჟურნალისტი, ევროპელი ექსპერტები, ქართველი მედიაექსპერტები და იურისტები მუშაობდნენ. ქარტია, რომელიც 11 პუნქტისგან შედგება, ჟურნალისტური ეთიკის ისეთ პრინციპებს შეეხება, როგორიცაა - საზოგადოების უფლება მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ჟურნალისტმა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყაროც დადასტურებულია, პატივი სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას მასში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი და ა.შ.” - აღნიშნავს გამოცემა.

“საბჭოს შეუძლია მომართოს ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელსაც გაუჩნდება განცდა, რომ ქარტიის ხელმომწერმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიით განსაზღვრული ეთიკის ნორმა. შემდეგ დაიწყება მსჯელობა და კომისია თუ დაადგენს, რომ რეალურად აქვს დარღვევას ადგილი, მიიღება გადაწყვეტილება, რომელიც საჯარო იქნება. განცხადებების მიღება შეიძლება ხვალიდანაც, მაგრამ გვაქვს ტექნიკური პრობლემა, მათ შორის საოფისე ფართის არქონა და როცა ამ პრობლემას გადავწყვეტთ, წერილების მიღებაც დაიწყება. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობასთან და მათ გამოთქვეს მზადყოფნა, შესაძლებლობის ფარგლებში დაგვეხმარონ. ასევე არის მზაობა სხვადასხვა ფონდებიდან, ჩვენ პროექტს მხარი დაუჭერონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეთერ თურაძე.

“რაც შეეხება ჟურნალისტთა დაცვის საკითხს, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, უცებ არ მოხდება. თუმცა, თუ ჟურნალისტური გაერთიანება იქნება ავტორიტეტული და მის მიმართ გაწევრებულ თუ გაუწევრებელ ჟურნალისტებს ნდობა ექნებათ, ნდობა საზოგადოებაშიც გაჩნდება. როცა ჟურნალისტი მოგვმართავს დახმარების თხოვნით, რომ მედიამფლობელი ზეწოლით აწერინებს იმ მასალას, რომელიც ქარტიის პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ამაზე ხმას ავიმაღლებთ, რადგან ეს იქნება სერიოზული ძალა. მთავარია, რამდენად სანდო ორგანიზაციად ვიქცევით”, - დასძენს ეთერ თურაძე.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120417.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 19.12.2009

19 / 12, 2009 11:37

 

· მანანა არჩვაძე-გამსახურდია “მოდულის” თანამშრომლებმა უმოწყალოდ სცემეს?

· “გოგიჩაიშვილი და ალხაზიშვილი სააკაშვილის პირადი პატიმრები არიან”

· გელა ნიკოლაიშვილი - “ხელისუფლებას ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სასამართლო პროცესის სტანდარტი”

 

მანანა არჩვაძე-გამსახურდია “მოდულის” თანამშრომლებმა უმოწყალოდ სცემეს?

 

“სარწმუნო წყაროს ცნობით, 17 დეკემბერს, ბარბარობას, “მოდულის” თანამშრომლებსა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ქვრივს - მანანა არჩვაძე-გამსახურდიას შორის პეკინის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა, რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა, თანამშრომლების მანანა არჩვაძე-გამსახურდია და მისი თანაპარტიელი ელზა კუპრავა უმოწყალოდ უცემიათ და ერთი და მეორეც ამის შემდეგ “მოდულის” შენობაში გადაუყვანიათ, საიდანაც ქალბატონები მხოლოდ ღამის 12 საათზე გამოსულან”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით მანანა არჩვაძე-გამსახურდია “მოდულის” თანამშრომლებმა უმოწყალოდ სცემეს?

“როგორც “ალიასთვის” გახდა ცნობილი, ბარბარობა დღეს, დაახლოებით 16.30 საათზე ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდია თავის მძღოლთან ერთად პეკინის ქუჩის #33-ში მდებარე თარჯიმანთა ბიუროში ინგლისური ტექსტის გადასათარგმნად მისულა. აღნიშნულ ბიუროს ქალბატონი მანანა თურმე ხშირად აკითხავს და საჭირო ტექსტებსა თუ სხვადასხვა მასალებს თარგმნის, რადგან ბიუროში მისი თანაპარტიელი, პოლიტიკური ორგანიზაცია “მრგვალი მაგიდის” წევრი, ინგლისური ენის სპეციალისტი, 44 წლის ელზა კუპრავა მუშაობს... როცა ქალბატონი მანანა ბიუროში ტექსტის სათარგმნად მისულა, ოფისში მას კუდ-ის თუ სოდ-ის რამდენიმე ახალგაზრდა თანამშრომელი შეჰყოლია, რომლებსაც ელზა კუპრავასთვის ვინმე მასხადოვის პასპორტის თარგმნა შეუკვეთიათ. კუპრავას ვინმე მასხადოვის პასპორტი ჯერ უთარგმნია, მაგრამ შემდეგ დაკვეთების კეთილსინდისიერებაში დაეჭვებულა, შეშინებია, აქაოდა თავს რამე ხათაბალა არ ავუტეხოო, პასპორტი “მოდული” თანამშრომლებისთვის დაუბრუნებია, ხოლო თარგმანის გაცემაზე უარი უთქვამს. ამას კონფლიქტი გამოუწვევია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვანო მერაბიშვილის ტალიკ-ტალიკი ბიჭები, რომლებიც ცხინვალიდან ნიფხავჩახდილები გამორბოდნენ და ავტომატებს ტყე-ბუჩქნარში ტოვებდნენ, საცოდავ ელზა კუპრავას თურმე თავს ისე დააცხრნენ, როგორც კურდღელს მშიერი მთის არწივი და ქალი წიხლებით გათელეს. ელზა კუპრავასა და სპეცსამსახურის თანამშრომლებს შორის ატეხილ ორომტრიალში, ნებსით თუ უნებლიეთ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიაც მოყოლილა და სარწმუნო წყაროს ცნობით, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ჯიგიტებს ქალბატონი მანანაც სასტიკად უცემიათ. წყაროს თქმით, ელზა კუპრავას მარცხენა ხელზე 9 თუ 10 ნაკერი დაადეს, ხოლო მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მთელ სახეულზე სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობები აღენიშნებაო. ნაცემი და ნაგვემი ქალბატონები, ქალებზე გამარჯვებული ვაჟკაცებს “მოდულში” წაუყვანიათ და ღამის 12 საათამდე იქ უყურყუტებიათ. “ალიამ” ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან სცადა ინფორმაციის გადამოწმება, მაგრამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მისგან ვერანაირი კომენტარი ვერ მოვიპოვეთ”, - დასძენს გამოცემა.

“პირველი პრეზიდენტის ქვრივმა ჩემს კოლეგას - თამარ როსტიაშვილს კითხვის დასმა არ აცალა, ისე გამოთათხა - “ცოტნეზე რეები დაჯღაბნეთ, ჩემთან დარეკვა როგორ გაბედეთო”! ქალბატონი მანანას უმადრობა ესაზღვრო ყოფილა. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, რაზე აქვს პრეტენზია: “ალიაში” ცოტნე გამსახურდიაზე არაერთი სტატია გავიდა, სადაც კორესპონდენტები მისი დაკავების უკანონობაზე საუბრობდნენ. “დაჯღაბნა” ქალბატონი მანანასთვის ის აღმოჩნდა, რომ იმავე საკითხზე მასთან ჩაწერილი ინტერვიუ (სხვათა შორის, მისივე ახლობლების დაჟინებული თხოვნით) სტილის დაცვით, შეუცვლელად დაიბეჭდა. სწორედ ამან გააღიზიანა ის, დაბეჭდვამდე რატომ არ წამაკითხეთო ( ასეთი პრეტენზია მანამდე არც გამოუთქვამს. ასე რომ, თუ თავისივე ინტერვიუ არ მოეწონა, ეს მისი პრობლემაა”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“ალიამ” ქალბატონ ელზა კუპრავასთანაც სცადა დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. მოგვიანებით კუპრავას შინ დავურეკეთ. ტელეფონის ყურმილი ელზა კუპრავას დედამ, ქალბატონმა ნარგიზმა აიღო, რომელმაც ტირილით შემოგვჩივლა, ჩემს ქალიშვილს იმის შემდეგ მთელი დღე ტელეფონი გამორთული აქვს, იქნება თქვენ მაინც გამაგებინოთ, რა ხდებაო?! უნდა მოგახსენოთ, რომ ინციდენტის შესახებ ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული დეტალები ქალბატონმა ნარგიზმა ერთიერთზე დაადასტურა... ვითარებაში გასარკვევად “ალია” შსს პრესსამსახურის უფროსს ზურაბ გვენეტაძესაც დაუკავშირდა და ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა, თუმცა პასუხად იგივე სიტყვები მივიღეთ, რასაც ველოდით: “არ ვიცი, ამის შესახებ პირველად მესმის თქვენგან და გავარკვევო”. საკითხავია, როდისღა უნდა გაირკვეს ამ ქვეყანაზე რამე და საეროდ, ღირს კი რამეს გარკვევა, როცა ისე ბნელა, რომ ყველაფერი ნათელია?!” - დაასკვნის სტატიის ავტორი.

 

“გოგიჩაიშვილი და ალხაზიშვილი სააკაშვილის პირადი პატიმრები არიან”

 

“მოძრაობა 7 ნოემბრის” აქტივისტების, ლევან გოგიჩაიშვილისა და გიორგი ალხაზიშვილის ადვოკატებს საქმის გასაცნობად მოსამართლეები ათდღიან ვადას არ აძლევენ. ამის გამო გუშინ საქმეში ჩართულმა 11-მა ადვოკატმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს, ადვოკატების მოთხოვნით საქმეს კიდევ 8 ადვოკატი უნდა გასძღოლოდა, მაგრამ მათ მოსამართლემ საქმის გასაცნობად მხოლოდ სამდღიანი ვადა მისცა. როგორც ადვოკატები ამბობენ, ეს არ არის საკმარისი დრო 4-ტომიანი საქმის შესასწავლად. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან გოგიჩაიშვილს თავისუფლების 7 წლით, გიორგი ალხაზიშვილს კი 4 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამჟამად საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ არ აძლევს მოსამართლე ადკოკატებს საქმის გაცნობის დროს.

“ლევან გოგიჩაიშვილისა და გიორგი ალხაზიშვილის ადვოკატის, მალხაზ ჯანგირაშვილის თქმით, ეს მოსამართლეების მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ სასამართლოს პირველ ინსტანციაში საქმის გასაცნობად და დაცვის სიტყვის მოსამზადებლად მოსამართლემ მხოლოდ ორდღიანი ვადა მისცა და ისიც იმ დროს, როცა ამავე მოსამართლესთან სხვა სასამართლო პროცესი ჰქონდა დანიშნული. ჯანგირაშვილის თქმით, ეს არის კანონის უხეში დარღვევა და ამ საქმეს აუცილებლად გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციებში. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებს არ მიეცათ 4-ტომიანი საქმის შესწავლის საკმარისი დრო, ისინი მაინც ადასტურებენ წინა ადვოკატების მსგავსად, რომ საქმეში მრავალი დეტალი ბურუსითაა მოცული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვლადიმერ ნიკორაძე, რომელიც საქმეს ამჟამად უძღვება, ამბობს, რომ მასში ძალიან ბევრი დარღვევაა, თუმცა კონკრეტულად რა, ვერ იტყვის, რადგან ათასგვერდიანი საქმის შესასწავლად სამი დღე საკმარისი არ არის. ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი კი თვლის, რომ საქმეში მტკიცებულებების სრული მონტაჟია, რადგან რეალურად არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნიათ. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ლევან გოგიჩაიშვილი და გიორგი ალხაზიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომიდან. მსჯავრდებულების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ შეთითხნილი მტკიცებულებებით მოხდა მათი შუამდგომლობის უგულებელყოფა. ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, გუშინ მოსამართლეების მხრიდან უკანონობა ყველა ადვოკატმა გააპროტესტა და ლევან გოგიჩაიშვილს და გიორგი ალხაზიშვილს მთელი სხდომის განმავლობაში სახაზინო ადვოკატი იცავდა”, - დასძენს გამოცემა.

“ადვოკატების პარალელურად უსამართლობას ახალგაზრდა აქტივისტებიც აპროტესტებდნენ. როგორც “მოძრაობა 7 ნოემბრის” აქტივისტმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, მოსამართლეები კვლავ აგრძელებენ კანონის უგულებელყოფას და დღევანდელი ხელისუფლების ზეწოლით მოქმედებენ. “ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. აბსოლუტურად ყველა სხდომა ჩაივლის ხმაურით და ყოველთვის გავაპროტესტებთ მათ უსამართლობას”, - აცხადებს ჯაბა ჯიშკარიანი. მისი თქმით, გოგიჩაიშვილი და ალხაზიშვილი სააკაშვილის პირადი პატიმრები არიან და დასაჭერი არიან გურამ დონაძე, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი და დათა ახალაია. დაჩი ცაგურიას განცხადებით კი მათ სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვთ და ფორმალურ პროცედურას საქართველოში იმიტომ გადიან, რომ საქმე ევროსასამართლოში შეიტანონ. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის 50-მდე პოლიტპატიმარია”, - წერს სტატიის ავტორი.

 

გელა ნიკოლაიშვილი - “ხელისუფლებას ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სასამართლო პროცესის სტანდარტი”

 

“ამ პროექტზე უკვე მუშაობს იურისტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს კონკრეტულ საქმეებზე. დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მათ მუშაობა დაიწყეს. არსებობს ოფისი, რომელშიც არის როგორც ბრალდების მხარე, ისე მოსამართლე, ბატონი მინდია უგრეხელიძე, აპარატი, იურისტები, რომლებიც იღებენ საქმეებს. ეს არის ამ პროექტის შინაარსი, მაგრამ ამ პროექტს აქვს ფორმაც, რომლის ჩამობალიქექასა და შექმნაზეც იზრუნებს “მაესტრო”. თებერვლის ბოლოდან არის დაგეგმილის ამ ღია სასამართლო პროცესების გამართვა და პირდაპირ ეთევებში გადაცემა. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ჩვენი ინტენსიურად ვიმუშავებთ, აქტიურად ვამზადებთ საქმეებს სასამართლოსთვის”, - აცხადებს ადამიანის უფლებათა დამცველი გელა ნიკოლაიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჟვანიას მკვლელობის სასამართლო განხილვა პირდაპირ ეთერში მოხდება / ბარამიძეს ურჩევნია სიმართლე თქვას.

“საქმეები დაჯგუფებულია სხვადასხვა კატეგორიებად. რა თქმა უნდა, დასაშვებობის საკითხი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ ჩვენი სასამართლოს რეგლამენტს, იტ დაიწერება, რა საქმეები შეიძლება იყოს დასაშვები სასამართლოსთვის. ვინაიდან უამრავი უსამართლობაა მომხდარი ამ ქვეყანაში. კიდევ უფრო უამრავი ადამიანი თვლის, რომ უსამართლოდ მოექცნენ. შეიძლება ამ სასამართლოში ზღვა საქმეები წამოვიდეს. ბუნებრივია, ყველა სასამართლოზე ვერ გავა. ამიტომ დასაშვებობის საკითხი იქნება გადაწყვეტილი უახლოეს ხანებში. ამაზე თვითონ სასამართლოს აპარატი იმუშავებს, რომელი საქმე უნდა მიიღოს და შეისწავლოს და რომელი არა. შემდეგ ეს საქმეები დაჯგუფდება კატეგორიებად. მაგალითად, საქმეების ერთი კატეგორია იქნება, რომლებიც იქნება მტკიცებულებები იმის გასარკვევად, რამდენად არის დამნაშავე საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული რღვევის საკითხში. რა შეცდომები თუ დანაშაულობები ჩაიდინა მან ამ საქმეში - იქნება ეს აფხაზეთთან, კოდორთან თუ ცხინვალთან მიმართებაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილი.

“ჩვენ აქ მოწმეებს დავკითხავთ, გამოვიყენებთ: დოკუმენტებს, თვითმხილველების ჩვენებებს, ტალიავინის კომისიის დასკვნას, აგრეთვე საპარლამენტო ფაქტების დამდგენი კომისიის მასალებს. ასევე დავკითხავთ კონკრეტულ მოწმეებს. არის მეორე ჯგუფი საკითხებისა, რომელშიც გაერთიანდება კერძო საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები. უამრავი ჩამორთმევის ფაქტები: რესტორნები, ჭრელი აბანოები, სხავადასხვა ობიექტები. რა კანონდარღვევით მოხდა ამის ჩამორთმევა, ამის დოკუმენტები იქნება მოტანილი. ჩვენ ამას წარმოვაჩენთ - არა ყველა საქმეს, მაგრამ ტიპიურ დარღვევებს აუცილებლად... არის საქმეების მესამე ჯგუფი, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ ხელისუფლების უზურპაცია ანუ დარღვევები არჩევნების პერიოდში. აქ ჩვენ გამოვიყენებთ როგორც ეუთოს და სამართლიანი არჩევნების დასკვნას, ისე სხვადასხვა პარტიებიდან და დაინტერესებული ჯგუფებიდან მოწოდებულ დოკუმენტურ მასალას, როგორ ყალბდებოდა არჩევნები. ცალკე საქმეებად გაერთიანდება ქუჩაში ახალგაზრდების ჩახოცვებთან დაკავშირებული მასალები”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“თუ შაშიაშვილმა ეს მასალები გადმოგვცა, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით, რომ ეს საქმეც გამოვიძიოთ. როგორც ამბობენ, იმ ჩანაწერებში გია ბარამიძის ხმა ისმის. ვფიქრობ, გია ბარამიძის ინტერესებში იქნება, რომ თავად გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე და ჩვენება მისცეს. უფრო მეტიც, უნდა მოხდეს ხმის იდენტიფიკაცია, ჩატარდეს ექსპერტიზა. თუ იქ რაღაც დამონტაჟებულია, უნდა დადგინდეს. როგორც დაიწერა, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ არის მცდელობა, რომ პრემიერ-მინისტრის სიკვდილი გაზით გაგუდვას მიაწერონ. იქ ხდება გვამის გადატანა, გამძვრალი ფეხსაცმლის მოძებნა და ა.შ. იქ თითქოს ისმის გია ბარამიძის ხმა, რომელიც თითქოს ამბობს, ამ გვამს რას დაატარებთ წინ და უკან, სად არის ფეხსაცმელი. თუ ეს მართალია, თუ არსებობს ასეთი კასეტა და სასამართლომდე მოვიდა, ბარამიძის ინტერესებშია, თუ ეს არ არის მართალი, მოვიდეს და თქვას. დაადასტუროს ბარამიძემ თუ მართალია, ან სამართლომ დაადასტუროს, რომ ბარამიძე მართალია”, - დასძენს გელა ნიკოლაიშვილი.

“ეს პროექტი შეეცდება პასუხი გასცეს ყველა იმ ბრალდებაზე, რომელიც საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ არსებობს. როდესაც არ მუშაობს შუალობითი დემოკრატია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი ახორციელებს თავის ძალაუფლებას ინსტიტუციების საშუალებით, პარლამენტის, სასამართლოს. მაგრამ, როდესაც არის დასაბუთებული ვარაუდი და განმტკიცებული ფაქტები, რომ ხელისუფლებას უზურპირებული აქვს ძალაუფლება და ხალხის რეალური განწყობა არ არის ასახული წარმომადგენლობით ორგანოებში, მაშინ უკვე დგება საკითხი, რომ მუშაობა დაიწყოს არა შუალობითმა დემოკრატიამ, არამედ უშუალო დემოკრატიამ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხალხმა უშუალოდ გამოხატოს თავისი ნება. ხშირად ეს უშუალო დემოკრატია ისეცი კატასტროფული შედეგებით მთავრდება, როგორიც არის ლინჩის წესით გასამართლება, რევოლუციები, რაც არასასურველია”, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი და შეკითხვას - “შეიძლება რევოლუცია და ლინჩის წესით გასამართლება მიიღოს ამ ხელისუფლებამ?” - პასუხობს:

“არ ვიცი. ეს ძალიან არასასურველია. ვფიქრობ, ჩვენი სასამართლო პროცესი არის ამ შუალედური დემოკრატიის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მცდელობა. ცივილიზებული გზით გადაჭრა იმ კონფლიქტისა, რომელიც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არსებობს. ჩვენი სურვილია, საზოგადოებაში არსებული კითხვები და ბრალდებები ან დადასტურდეს, ან უარყოფილი იქნას. ხელისუფლებას ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სასამართლო პროცესის სტანდარტი. ეს უნდა იყოს საერთაგორისო დონის სასამართლო. მინდია უგრეხელიძე საერთაშორისო დონის მოსამართლეა. საბოლოო გადაწყვეტილებაც მას გამოაქვს.”

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120580.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Нани Брегвадзе: Политика и культура не связаны

 

Андрей Бабицкий

ПРАГА -- В России завершились гастроли Нани Брегвадзе. Главный редактор программы «Зеркало» Андрей Бабицкий беседует с певицей о судьбе грузинского артиста в Грузии и в России.

 

Бабицкий: Нани, скажите, вы что-то отвечаете своим критикам в Тбилиси или вообще не вступаете...

 

Брегвадзе: Нет-нет-нет. Это началось тогда, когда меня не было там. Но сейчас уже успокоилось. До каких пор должны меня ругать? И вы знаете, что мне обидно: я так люблю свой народ, свою землю, я всегда делаю так, чтобы с моей стороны все шло хорошо. Меня очень любят, очень уважают – и вдруг такое! Я ничего не хочу от них. Ничего. У меня был огромный, хороший концерт, на Новый год должны были они показать. Я сейчас обязательно попрошу, чтобы не было этого концерта. Я не хочу. У меня нет настроения, и еще раздражать свой народ я не хочу.

 

Бабицкий: Я хочу спросить, как отражается политическая вражда на судьбе артиста, который живет и чья артистическая жизнь как бы между двумя государствами распределена. Между Грузией и Россией.

 

Брегвадзе: Я этот вопрос оставляю открытым. Я ничего не понимаю. Почему такое отношение, когда я с ума схожу из-за своей родины. Эта политика и культура, я думаю, не связаны. Но сейчас получается, что связаны. Я в шоке просто, не могу ничего сказать. Как объяснить все это, когда я знаю, что я внутренне права. Что я обожаю свою родину. Что это такое? Я немножко не понимаю и ничего не хочу говорить. Пусть время пройдет и все поставит на свое место.

 

Бабицкий: Нани, скажите, год назад была война. Вас что-то в отношении к России, которая, насколько я понимаю, является тоже...

 

Брегвадзе: Вы знаете что, к политике у меня... Мне не нравится эта политика. Что бы ни было. Я за Грузию страшно переживаю, и мне не нравится ничего, что политики касается. Но народ абсолютно ни при чем. Обыкновенные люди, среди которых я вращаюсь, где выступаю... В принципе. Я очень давно не выступала. Год прошел, как я не выступала. Но надо тоже жить, правда? До Москвы у меня ни одного концерта не было. Афишных. Ни на одном канале я не выступала, несмотря на то, что много было предложений. Я знаю, что я делаю. Где-то куда-то, на Дальнем Востоке... Когда я вышла на сцену, весь зал встал на ноги. Мне неудобно говорить об этом, о себе, но ничего подобного я не ожидала от этих людей. Они в чем провинились? Почему я не должны была, допустим, к ним поехать? Они были так благодарны, так благодарили, и еще просили песню о Тбилиси, и «Сулико», грузинские песни я пела им, и какая-то грузинская часть была там публики и на Сахалине тоже, какая-то женщина молодая подошла. Я спросила, как она туда попала. А что делать, говорит, надо же кормить свою семью. Не потому что она не любит свою родину. А потому что есть какие-то моменты, когда ты уже ничего не можешь делать и уезжаешь куда-то. То же самое у меня. И кстати, все, кто занимается культурой, должны обязательно выезжать – а как иначе?

 

Бабицкий: То есть у вас сегодня нет ощущения, что ваш слушатель стал более враждебным – я имею в виду в России.

 

Брегвадзе: Абсолютно нет! Да вы что! У них такие лица, они плачут. Наоборот, я думаю, что это даже замечательная пропаганда. Когда я появляюсь и когда появляются люди, которые понятия не имеют, что случилось, в нашем лице они узнают, что это не так. Правду. Они любят нас. Народы друг друга любят. Это очень важно. Уважают. Не надо любить. Уважать надо. Я вообще человек, который ко всем относится нормально. Нет у меня вражды, я не просыпаюсь и не злюсь ни на кого. Они мне сделали очень больно. Очень. И всем приятно, когда кто-то что-то находит, чтобы о ком-нибудь плохое сказать. Вот что меня больше беспокоит. Как можно сейчас говорить... Да, я свою родину люблю, как, может, не многие любят. Когда где-то нахожусь, думаю, как люди живут без своей родины, без своей земли. Я так привязана к своей земле. Я не политикам пою, это просто моя работа.

http://www.ekhokavkaza.com/content/article/1896117.html

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 21.12.2009

21 / 12, 2009 11:46

 

• ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას წინ უკვე აღუდგნენ

• ჰამარბერგის ღია და ხელისუფლების ფარული კონტაქტები სეპარატისტებთან, არაპოლიტიკურ საკითხებზე

• თბილისში დღეს ხელისუფლებას 23% გაუხდა რეიტინგი, ოპოზიციას - 35%

• ცხინვალში ნაბრძოლი 58-ე არმიის ოფიცრების დიდი ნაწილი სომხეთში გადაჰყავთ

• მოწოდებები ინტელიგენტურად

 

ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას წინ უკვე აღუდგნენ

 

“ცნობილმა ფილოსოფოსმა, პროფესორმა მოისეი კოგანმაც კი აღიარა, რომ ქართველებს მერაბ ბერძენიშვილის სახით მსოფლიო ისტორიულ კულტურაში ერთ-ერთი დიდი მოქანდაკე-მონუმენტალისტი გვყავს. ჩვენ კი, რატომღაც მისი მარადიული ძეგლებისთვის ხელის ხლება გადავწყვიტეთ! “ხელისუფლებამ მემორიალი დაანგრია. ხელისუფლებამ ჩაიდინა გაუგონარი ბოროტება. ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, რადგან წარმოჩნდა მისი სიბეცე და ქვის ხანის აზროვნება. არც კი იციან, რას ამსხვრევენ. არც ის იციან, ამ ძეგლ-მემორიალს რა მხატვრული ღირებულება გააჩნია და რა რეზონანსი ჰქონდა. არც იციან, რომ საკუთარ შვილებს ძალადობა და სისასტიკე შთააგონეს...” - ეს სიტყვები თავად მემორიალის შემოქმედს ეკუთვნის”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით მერაბ ბერძენიშვილი: “ხელისუფლებამ საკუთარ შვილებს ძალადობა და სისასტიკე შთააგონა”.

“ქუთაისში აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე კორპუსებში მინები ჩაიმსხვრა და კარადების კარებიც გაიღო. ბევრს მიწისძვრაც ეგონა, მაგრამ შინ დარჩენილები უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმათთან შედარებით, ვინც პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილა და ქუჩაში უსაფრთხოების მიზნით გამოვიდა. ხალხი თავისი კორპუსების მახლობლად იყო შეყუჟული. იცოდნენ, რომ აფეთქების ტალღა ძლიერი იქნებოდა, მაგრამ იმას, რაც მოხდა, ვერც წარმოიდგენდნენ. ბეტონის ნამსხვრევები დაახლოებით 400-500 მეტრზე გადმოფრინდა და რამდენიმე კაცი დააშავა. მათ შორის ერთ მამაკაცს ხერხემალი დაუზიანდა”, - აღნიშნავს გამოცემა სტატიაში სათაურით სულსწრაფობის უდანაშაულო მსხვერპლი / ზედმეტი მუხტით აფეთქებულ “ბოროტებაზე გამარჯვება” და სამუდამოდ განადგურებული ოჯახი.

“სოსო ჯინჭარაძე (ნინოს მამა) გაოგნებული იყო. ალბათ, ბოლომდე არც ჰქონდა გააზრებული თავს დატეხილი ტრაგედია: - პოლიციელმა არ გამიშვა, რომ იქნებ ცოლი მაინც გადამერჩინა. სამსახურში ვიყავი, როცა გავიგე, რაც მოხდა და გამოვიქეცი. შუა გზაში დამატოვებინეს მანქანა. ვერ მივეშველე დროზე ჩემს ანგელოზებს, იქნებ ეკა მაინც მენახა ცოცხალი... ცოტა ხნის წინ სოსო ჯინჭარაძეს მამა გარდაეცვალა და რაჭაში რომ მიასვენებდნენ, ავარია მოხდა, რომლის დროსაც მისი დედა და და დაიღუპნენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“დაკავებულია ათამდე ადამიანი, გათავისუფლებულია იმერეთის გუბერნატორი და შეძრწუნებულია პრეზიდენტი, თუმცა არ იცვლება მთავარი - ქუთაისში პარლამენტის მშენებლობასა და გამარჯვების მემორიალის დემონტაჟს უდანაშაულო დედა-შვილი, მცირეწლოვანი ნინო ჯინჭარაძე და ეკა ცუცხვაშვილი შეეწირნენ... ასევე არ იცვლება ფაქტი, “ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას წინ ვერავინ დაუდგება” - ამბობს ქუთაისში პარლამენტის გადატანის ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ბობოხიძე, რომელიც ტრაგედიაში მოსახლეობის ბრალეულობაზეც ამახვილებს ყურადღებას”, - წერს გაზეთი “მთელი კვირა” სტატიაში სათაურით პარლამენტს შეწირულები / აკაკი ბობოხიძე: ~ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას წინ ვერავინ დაუდგება”.

“ავტოქარხნის დასახლებაში სამართალდამცავები 19 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე გამოჩნდნენ. ისინი აფრთხილებდნენ მემორიალის მიიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ მათ სასწრაფოთ დაეცალათ საცხოვრებელი სახლები. 16:00 საათზე “საქფეთქმრეწვმა” 27-მეტრიანი ბეტონის კონსტრუქცია (რაც “გამარჯვების მემორიალის” ერთკვირიანი დემონტაჟის შედეგად დარჩა) ააფეთქა. აფეთქებისას ბეტონის ნამტვრევები რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, საცხოვრებელი სახლების მიმართულებით გადაცვივდა. სწორედ ამან გამოიწვია იქ მცხოვრები მოსახლეობის დაშავება და მსხვერპლი... დაკავებულია ათი ადამიანი. დაკავებულთაგან უმეტესობა “საქფეთქმრეწვის” თანამშრომლები არიან, მათ შორის პასუხისმგებელი პირები”, - აღნიშნავს გამოცემა.

რვა პოლიტიკური პარტიის, ოცდარვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოების ათეულობის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი 18 დეკემბერს, საზოგადობის შეკრებაზე მიღებულ მიმართვას საქართველოს მოსახლეობისადმი, ქუთაისში “დიდების მემორიალის” დაგეგმილ აფეთქებასთან დაკავშირებით. “ეს გადაწყვეტილება ქვეყანას მომდევნო წელსვე 50 მილიონზე მეტი დაუჯდება და ამაზე მეტი შემდგომში ყოველწლიურად... ამ თანხით კი სულ 2-3 წლის განმავლობაში ქუთაისი შეიძლებოდა გამხდარიყო როგორც საუნივერსიტეტო და სტუდენტური, ასევე მძლავრი ეკონომიკური ცენტრი მოსახლეობის სრული დასაქმებით”, - ნათქვამია გაზეთ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებულ მიმართვის ტექსტში.

“1. არ უნდა დავუშვათ სისხლზე სახელისუფლებო შენობის მშენებლობა, მით უფრო, რომ თბილისში, ქუთაისში, საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში სახელისუფლებო შენობები საჭიროზე მეტია და დღეს ქვეყანას ბიზნესი და სამუშაო ადგილების შექმნა სჭირდება და არა სათადარიგო პარლამენტის მშენებლობა. 2. დაიწყოს დიდი მოძრაობა, “დიდების მემორიალის” აღდგენისთვის და, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ქუთაისის განვითარების გენერალურ გეგმით, მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისთვის, უდიდესი ისტორიის ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად, მძლავრ ეკონომიკურ ცენტრად გადაქცევისთვის... 5. მხარი დაუჭიროს ინიციატივას სახალხო კრების მოწვევის თაობაზე. სახალხო კრებაზე კონსტიტუციის ალტერნატიული ვარიანტის მიღებას და საქართველოს კონსტიტუციის რეფერენდუმის მიღებას”, - ამგვარია საორგანიზაციო კომიტეტის მიმართვის შინაარსი აფეთქების შემდეგ.

 

ჰამარბერგის ღია და ხელისუფლების ფარული კონტაქტები სეპარატისტებთან, არაპოლიტიკურ საკითხებზე

 

“ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმირ ლუკინი, პაატა ზაქარეიშვილი, ვახტანგ კომახიძე, მანანა მებუკე, თემურ შაშიაშვილი, გოჩა ძასოხოვი და თომას ჰამარბერგი! - ეს იმ ადამიანთა ნუსხაა, რომლებმაც 4 ნოემბერს “ოფიალური” ცხინვალის მიერ დაჭერილი ტირძნისელი მოზარდების გამოსახსნელად გარკვეული წილი გაიღეს. მართალია, აქედან ზოგიერთი მათგანი ბავშვების გათავისუფლებაში მარტო საკუთარ ღვაწლს ხედავს, მაგრამ ამ სიის ერთ-ერთი წარმომადგენელი პაატა ზაქარეიშვილი “მთელ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ჰამარბერგის დამსახურებაა”, - წერს გამოცემა სტატიაში სათაურის ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ჰამარბერგის დამსახურებაა!

“ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლებაში უდიდესი ღვაწლის მიუძღვის მხოლოდ და მხოლოდ ჰამარბერგს, რადგან ყველაფერი დაიძრა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა მიაღწია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ხუთი ეთნიკურად ოსი ადამიანი, პატიმრობიდან გათავისუფლებული, ცხინვალში ჩაიყვანა. როგორც კი საქართველოს წაართვეს ეს ხუთი უსინდისოდ დაპატიმრებული ადამიანი, ცხინვალმა მაშინვე გაათავისუფლა ორი ტირძნისელი მოზარდი, ორზე კი თქვა, რომ მერე გადაწყვეტდა მათ საკითხს. რომ არა ჰამარბერგის ძალისხმევით ამ ხუთი ეთნიკურად ოსი ადამიანის გათავისუფლება, ქართველი მოზარდების საკითხი დღემდე გადაწყვეტილი არ იქნებოდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამაზე რუსეთთან ნოღაიდელი მუშაობდა (მას მართლაც ჰქონდა საამისოდ კონტაქტები), მაგრამ პატიმრებთან ურთიერთობა ჰამარბერგის გარდა არავის ჰქონია. ჰამარბერგს რომ არ გაეთავისუფლებინა ქართული მხარისგან ეს ხუთი ოსი, ლუკინი კი არა, მთელი რუსეთი რომც ჩასულიყო, ქართველ ბავშვებს დღემდე არ გამოუშვებდნენ”, - აღნიშნავს გამოცემისთვის მიცემულ კომეტარში პაატა ზაქარეიშვილი.

“ქართველები დაპატიმრებული არიან ცხინვალის ციხეშიც და ოსები არიან საქართველოს ციხეებში... ხელისუფლებაში თვითონ ერიდებათ მტერთან ღია საუბრის, თორემ ჩუმად კულუარული მოლაპარაკებები სულ არის”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააკაშვილის ნებართვის გარეშე ცხინვალში ვერავინ შევა / ხელისუფლება რუსეთთან კულუარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გამოცემი კორესპონდენტის შეკითხვას - “ჩვენს ხელისუფლებას აქვს მოლაპარაკებები?” - მამუკა არეშიძე პასუხობს:

“რასაკვირველია აქვს. არ ვსაუბრობ პოლიტიკურ მოლაპაკებებზე, მაგრამ მოლაპარაკებები არის სხვადასხვა თემებზე. თუნდაც ის, რომ პატიმრების გასათავისუფლებლად ხელისუფლება გაჩერებული არ ყოფილა და მუშაობა მიმდინარეობდა იმავე დავით სანაკოევთან, რომელიც ცხინვალში ადამიანის უფლებების დაცვის სტრუქტურის ხელმძღვანელია. მასთან სულ იყო კონტქტები. კარგად ვიცი, რომ რამდენიმე შემთხვევა იყო, ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მიიყვანეს გასაცვლელად ადამიანი, მაგრამ იქიდან არ მოუყვანიათ. იგივეა აფხაზებთან დაკავშირებითაც. აქამდე არ შემეძლო მეთქვა, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ღორის გრიპი ვაქცინები აფხაზეთის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო, ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა... კონტაქტები, რასაკვირველია, არსებობს. მინდა, რომ ამ კონტაქტების შესახებ საზოგადობამ იცოდეს, რათა საზოგადოება აბსოლუტურ უიმეობაში არ იყოს. ვერ ვხვდები, ხელისუფლება ამას რატომ მალავს. ეს, პირიქით, მისთვის არის სასიკეთო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ყოველგვარი სეპარატიზმი მიუღებელია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას დათმობას არ ვაპირებთ. კონტაქტები უნდა იყოს, მეტიც, უნდა გაიზარდოს”.

“არც ერთი წუთით არ დავიჯერებ, რომ პაატა ზაქარეიშვილისა და ამ ჯგუფის ცხინვალში ჩასვლის შესახებ ხელისუფლებამ არ იცოდა. ჩიტი ვერ შეფრინდება ხელისუფლების ნებართვის გარეშე. უბრალოდ, ხელისუფლების განსაზღვრული წრეები უგვანოდ მოიქცნენ, როცა ზაქარეიშვილს თავის დაესხნენ მათ მიერ კონტროლირებუდი ტელევიზიების ჟურნალისტები. ძალიანაც კარგად იცოდნენ, რომ მიდიოდნენ და ალბათ, ნებაც დართეს”, - განმარტავს მამუკა არეშიძე.

“რუსეთი ცდილობს, მსოფლიოს აჩვენოს, რომ პრობლემა მხოლოდ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაშია. ყველა საერთაშორისო ფორუმზე რუსეთს ახსენებენ 6-პუნქტიან ხელშეკრულებას, რომელსაც არ ასრულებს. ამიტომაც პოლიტიკური აქცენტების სხვა საკითხზე გადატანას ცდილობენ და უნდათ მსოფლიოს დაანახონ, - ჩვენთვის დაბრკოლება მიხეილ სააკაშვილია, თორემ ქართველ ხალხთან, ექსპერტებთან, შემოქმედებით წრეებსა და საზოგადოებასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვსო... ეს ბავშვები ნოღაიდელმა გაათავისუფლა?! არა, ის ამას იბრალებს”, - აცხადებს პარლამენტის წევრი ხათუნა ოჩიაური გაზეთი “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პრეზიდენტი ურმით ხომ არ ივლის?!” / “საზოგადოებას მაშინ გამოეხატა აღშფოთება, როდესაც ქანდაკებები ქრებოდა და ბრინჯაოდ ადნობდნენ”.

“არავინ არის იმდენად გულუბრყვილო, რომ დაიჯეროს, მოსკოვში ქართველი ჟურნალისტები მხოლოდ აზრის გასაცვლელად მიიწვიესო. მედვედევთან ჟურნალისტების შეხვედრა რომ წინასწარ დაიგეგმებოდა, თქვენც მოგეხსენებათ... ორი თვის წინ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის საკითხებზე ორიენტირებული “ევრაზიის დიალოგის” შეკრებაზე ვიყავი თურქეთში. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მალხაზ გულაშვილი დავინახე, რადგან ის ჩვენი დელეგაციის წევრი არ იყო. დავინტერესდი და გავიგე, რომ მალხაზ გულაშვილი რუსეთის დელეგაციას წარმოადგენდა. ჩემს თურქ მეგობარს ვთხოვე, დელეგაციების წევრთა სიები ამოებეჭდა. მაქვს ის ფურცელი, სადაც მალხაზ გულაშვილი რუსეთის დელეგაციის წევრად ფიგურირებს. “ევრაზიის დიალოგის” შეკრებაზე გულაშვილი პოლიტიკური და ჩვენს ხელისუფლებაზე კრიტიკული განცხადებებით გამოვიდა. მეორე დღეს მისი საქციელი დაიგმო, ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და საიდან მოხვდა ეს ადამიანი ამ შეკრებაზეო. მერე თვითონ რუსებმა აღარ შემოუშვეს გულაშვილი დარბაზში”, - განმარტავს ხათუნა ოჩიაური.

 

თბილისში დღეს ხელისუფლებას 23% გაუხდა რეიტინგი, ოპოზიციას - 35%

 

“სოციალურ კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” მიერ გამოკითხულთა 72% ამბობს, რომ გაზაფხულზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა გამოცდილება უჩვენებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის განზრახვასა და მის აღსრულებას შორის კიდევ არსებობს განსაზღვრული ბარიერები. განზრახვა რომ ქცევად იქცეს, დამატებითი “სტიმულატორები” არის საჭირო. გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობას მიესალმება თბილისელი ამომრჩევლების 80%. ქუჩის პროტესტი აქტუალური აღარ არის: ამ ეტაპზე თბილისელი ამომრჩეველი მოითხოვს, ქუჩური რადიკალიზმის ალტერნატივა მოიძებნოს”, - აცხადებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი გაზეთ “მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მომავალ არჩევნებს თბილისში ხელისუფლების გამარჯვების ელფერი დაჰკრავს / “დღეს ხელისუფლების პოლიტიკური წონა აგვისტოს ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. მერობის კანდიდატთა სიაში კი, თბილისის მასშტაბით, გიგი უგულავაა”.

“ჩვენი ბოლო სოციოლოგიური კვლევის (რომელიც წლეულს ოქტომბერ-ნოემბრის მიჯნაზე მოეწყო) შედეგები, ფაქტობრივად, თანხვდება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ წარმოდგენილ ზოგიერთ ყველაზე “ცხელ” მაჩვენებელს. შედეგებს შორის აცდენა დასაშვები ცდომილების ფარგლებშია... ჯერჯერობით ამომრჩევლისთვის არ არსებობს მუხტი, რომელიც მას ქუჩაში გამოსვლის გადაწყვეტილებას მიაღებინებს. ეს შეიძლება მხოლოდ მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ან სოციალურმა კატაკლიზმებმა, ხელისუფლების მიერ დაშვებულმა საბედისწერო შეცდომებმა განაპირობოს (რისგანაც ხელისუფლება, ცხადია, დაზღვეული არ არის). კვლევები აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ მოახერხა, თავი დაეღწვია მისთვის უღრმესი საგაზაფხულო კრიზისისთვის. დღეს ხელისუფლების პოლიტიკური წონა აგვისტოს ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი თბილისში 23%-ია. 2009 წლის მაისში ხელისუფლებას 11%-იანი რეიტინგი ჰქონდა”, - განმარტავს იაგო კაჭკავიშვილი და დასძენს:

“ოპოზიციას კი (ვგულისხმობ არასაპარლამენტო ოპოზიციას) მხარდამჭერები შეუთხელდა: მის მხარდამჭერთა ხვედრითი წილი გაზაფხულზე (მაისის მონაცემებით) იყო, სულ მცირე, ყოველი მეორე თბილისელი ამომრჩეველი (52%). დღეს კი ამგვარი პოლიტიკური პრეფერენციის მქონეთა საარჩევნო წონა 35%-ია. ასე რომ, ხელისუფლება თავს აღწევს პოლიტიკურ კრიზისს, ხოლო ოპოზიცია ნელ-ნელა თმობს პოზიციებს. თუმცა ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის წაგებული ბრძოლა: 35% მეტია, ვიდრე 23%. თუკი 35% (ეს კი სხვადასხვა პარტიაში გაბნეული ხმებია) რაღაცნაირად მოიყრის თავს რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტში, არჩევნებზე ის მაინც აიღებს სახელისუფლებო პარტიასთან შედარებით მეტ ხმებს. ეს შესაძლებელია, თუმცა ძალიან ძნელად განსახორციელებელი სცენარია... პოლიტიკურ შეთანხმებას თუ მიაღწევენ, ეს იგივე პრაიმერია, ოღონდ - მისი გამართვის გარეშე. დღეს ამის რესურსს ვერ ვხედავ. როგორც უნდა მოახერხოს ალიანსმა, მაგალითად, ოპოზიციურ ძალებთან პოლიტიკური შეთანხმების მიწღევა, როცა ლეიბორისტული პარტია ალასანიას “მეორე მიშას” ეძახის, “ეროვნული ფორუმი” კი, მართალია, კბილებს არ ილესავს, მაგრამ არც ლოიალურია ალასანიასა და მისი ალიანსის მიმართ?.. საგულისხმოა ისიც, რომ თბილისელი ამომრჩევლები მერს ძირითადად სოციალური პრობლემების გადამჭრელის მნიშვნელობას ანიჭებენ”.

 

ცხინვალში ნაბრძოლი 58-ე არმიის ოფიცრების დიდი ნაწილი სომხეთში გადაჰყავთ

 

“მოსკოვში ევროპისა და აზიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა არაერთი ცნობილი რუსი ჟურნალისტი (ასევე უკრაინელი, შუააზიელი...), რომლებიც აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილ რუსულ სამხედრო დანაყოფებს მოჰყვებოდნენ სტატიებისა თუ სატელევიზიო სიუჟეტების მოსამზადებლად. არაოფიციალურ საუბრებში მათ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი გაიხსენეს, რომლებმაც გადამწყვეტი, საბედისწერო როლი ითამაშა ქართული მხარისთვის”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით “გვეშინოდა, რომ როკის გვირაბს ააფეთქებდით და ჯავას დაარტყამდით, თქვენ კი...”

“ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა გაიხსენა ომის პირველ საათებში თავისი საუბარი რამდენიმე რუს გენერალთან - “გვეშინოდა, რომ როკის გვირაბს ააფეთქებდით და ჯავას დაარტყამდით. თქვენ კი მთელი ძალები ცხინვალის ასაღებად გადაისროლეთ, ამაზე მეტ საჩუქარს ნამდვილად ვერ მოგვიძღვნიდით. ქართველებს როკის გვირაბი რომ აგეფეთქებინათ, ან იქიდან ერთადერთი გამოსასვლელი რთულად გასავლელი სერპანტინი რომ ჩაგეკეტათ, ჩვენი ჯავშანკოლონები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ და ცხინვალამდე ჩამოსაღწევად საათები კი არა, შეიძლება ერთი-ორი კვირაც დასჭირვებოდათ. ნამდვილად დარწმუნებული ვიყავით, რომ ცხინვალს გვერდს აუვლიდით და მთავარ შეტევას ჯავაზე განახორციელებდით, სადაც ომამდე ერთი წლით ადრე საიდუმლო სამხედრო საცავების მოწყობა დავიწყეთ იმ შემთხვევისთვის, თუ როკის გვირაბს ჩაგვიკეტავდით”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს:

“მოსკოვში ყოფნისას გავიგეთ, რომ რეფორმირების პროცესში მყოფი 58-ე არმიისა და, შესაბამისად, მასში შემავალი მე-19 მოტომსროლელი დივიზიის (ამ არმიის ბაზაზე ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე ცალკეული ბრიგადა ყალიბდება) იმ ოფიცრების დიდი ნაწილი, ვინც აგვისტოს ომის დროს რეალური საბრძოლო გამოცდილება მიიღო, სომხეთში გადაჰყავთ. ჯერ ძნელი სათქმელია, ამ ომგამოვლილი ოფიცრებით გაძლიერებული გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის დანაყოფების მთავარი მიზანი ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე იერიშის მიტანის მზადება იქნება, თუ ამ რუს ოფიცრებს მთიან ყარაბაღში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში გამოიყენებენ”.

“ავღანეთში ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის ISAF-ის ძალებში რომ უკვე გავგზავნეთ ერთი გაძლიერებული ასეული და გაისად გაზაფხულისთვის ასევე გაძლიერებულ ბატალიონს ვგზავნით, ალბათ უკვე ყველამ იცის. თუმცა ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე გამოვიდა ინიციატივით, რომ ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტშიც უნდა იმსახურონ”, - აღნიშნავს გამოცემა სტატიაში სათაურით ავღანეთისკენ - ჯერ ასეული, მერე ბატალიონი, ბოლოს - ბრიგადა?!

“ისე არ გამოგვივიდეს, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროების საერთო რაოდენობამ ბრიგადის დონეს გადააჭარბოს (როგორც ეს ერაყში იყო), არც NATO-ში მიგვიღონ და ვერც ჩვენი ბიჭების დროულად დაბრუნება მოვასწროთ ავღანეთიდან, თუკი სავარაუდო მოწინააღმდეგე განაახლებს სამხედრო აგრესიას ჩვენი სამშობლოს მთლიანად დასაპყრობად”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

 

მოწოდებები ინტელიგენტურად

 

“19 დეკემბერი. სასტუმრო “პრიმა ვერა”. ქართული ინტელიგენციის დიდი ნაწილი მართავს შეხვედრას საქართველოში ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობის გამო. ქვეყნის ბედზე შეწუხებულ მამულიშვილებს, რომლებიც ვერც საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და ვერც სხვისაზე, გადაუწყვეტიათ, ჩაფლავებულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეუძახონ და როგორმე გამოაღვიძონ. მართალია, ეს შეძახილება ხშირად ლანძღვა-გინებაში გადადის, მაგრამ ოპოზიციის ლიდერებმა უნდა აიტანონ, აბა, ვარდი, მიშას გარდა, უეკლოდ ვის მოუკრეფია? სამაგიეროდ ისინი მიხეილ სააკაშვილსაც თათხავენ და ამით იოხებენ გულს”, - წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა” სტატიაში სათაურით ექსკლუზიური რეპორტაჟი ინტელიგენციის სკანდალური შეხვედრიდან.

“აქ ჟურნალისტებს გვიცხადებენ, როც დარბაზი უნდა დავტოვოთ. უკვე აღარ გვიკვირს, ბოლო დროს მოდური გახდა ასეთი რაღაცები, ჯერ დიდი ამბით გვიწვევენ, ჩვენი კრება გააშუქეთო და მერე ქუჩაში გვყრიან. ამიტომ ჩაფიქრებული მაქვს, დღეს ამ “კანონს” არ დავემორჩილო... ყველა ჟურნალისტი გასულია დარბაზიდან, გარეთ იცდიან. მე შორიახლოს მდგარ სავარძელში ვჯდები და რაკი ყურადღებას არავინ მაქვს, ჩემთვის წყნარად ყველაფერს ვიწერ”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი და გამომსვლელთა სიტყვები მოჰყავს.

“რეზო ამაშუკელი: მე პირადად კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება ყოველგვარი არჩევნების, ყოველგვარი ამათთან ლაი-ლუის, შეხვედრების, პრაიმერია თუ რაღაცა ოხრობა, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ, არავითარ შემთხვევაში! ამათთან არჩევნებზე ლაპარაკი არ შეიძლება, ყველა ვარიანტში წაგებული გვაქ, ტყუილია ამაზე ლაპარაკი! ის, რომ ჩვენ ოპოზიციაზე ვილაპარაკოთ, შეთანხმდითო და ერთი ვინმე ავირჩიოთო, მე ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ! ისე, რასაც თქვენ გადაწყვიტავთ, თავიდან ბოლომდე თქვენ გვერდით ვდგავარ...

ნუკრი ქანთარია: რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა გრძნობთ, რომ ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა, მაგრამ არჩევნების ალტერნატივა რა გვაქვს დღევანდელ გარემოში? გაზაფხულზე, როცა დაუმორჩილებლობა იყო წმინდა ტექნიკის აბავი, ეს ჩაიშალა, ვიცით და ამაზე ნუღარ დავიწყებთ საუბარს. ერთადერთი, თუ ჩვენ გავერთიანდებით დღეს, არის ის, რომ იქნება არჩევნები ვაქციოთ ჩვენ საბაბად სწორედ “ბუნტის” ასაწევად და მერე დიდი “ბუნტის” გასაკეთებლად, რის გარეშეც ეს კაცი არ წავა. ამიტომ, როცა აქ ლაპარაკია ხაფანგზე, შესაძლებელია, ეს ხაფანგი მართლაც არის, მაგრამ თუ თავი გვაქ, პირიქით, ამ ხაფანგში ისინი უნდა გამოვამწყვდიოთ. მე მიმაჩნია, რომ ულტიმატუმების ენით ისედაც არეულ ოპოზიციას ნუ დაველაპარაკებით... 30-პროცენტიანი არჩევნები ჩვენ შეგვიძლით ვაქციოთ “ბუნტის” მიზეზად.

ზაზა პაპუაშვილი: სულ ერთი რაღაცა მიკვირს ხოლმე, ამდენი ადამიანი ვართ და ერთ კაცად ვერ გავერთიანდით. მუხტი აიწევაო, ეს არჩევნების წაგების შემთხვევაში კი არა, მანამდე უნდა იყოს, ყველაფრისთვის უნდა მოვემზადოთ. არც მე არა მაქვს ილუზია, რომ ასე იოლად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაღაცა შერკინება ხომ მოხდება, რაღაცა ჯახი ხომ მოხდება? 100 ათასი მოწამე რომ გამოდიოდა, ახლა გამოვიდეს 30 ათასი კაცი პირდაპირ საჩხუბრად! ამ ოპოზიციურ პარტიებთან ჩვენს არ გვაქვს სალოლიავო და ენის მოსაჩლექი, არ მაინტერესებს მაგათი პოლიტიკური შოვინიზმი, თუ ჩვენ გვინდა რომ ეს კაცი არ იყოს, უნდა ვიცოდე, რა პასუხისმგებლობა აქვთ. არ ვიცი, ეგება სამ კაცს უნდა ამის მოშორება და მარტო სამი კაცი გამოდის საჩხუბრად? ეგება 60 ათასი კაცი გამოვიდეს და კაცურად დავამთავროთ ეს ამბავი? ხალხი გაღიზიანებულიაო, მე არა ვარ გაღიზიანებული? ჩვენ იდიოტურ მდგომარეობაში ვართ, მეც გაღიზიანებული ვარ ამდენი არაფრის კეთებით! ბოლო-ბოლო, უნდა შევთანხმდეთ, მიდის საქმე ჯახამდე თუ არა?!

ნინელი ჭანკვეტაძე: მოდი ვაღიაროთ, ჩვენ ოპოზიცია გვჭირდება, მაგრამ მათ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენს პულსზე უნდა ეჭიროთ ხელი... ესენიც მოვლენ ხელისუფლებაში ადრე თუ გვიან და წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უარესიც დაგვმართონ. დასაკარგი აღარაფერი არა გვაქვს, დამთავრდა... საქართველოს საქმეა დამთავრებული, თბილისს უყურებენ რაიონებიც და ბუნებრივია, ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ძალიან გვჭირდება თბილისის მოგება, თუ ვერ მოვიგეთ, მაშინ გვჭირდება მათი მოგების არმიღება. არ უნდა დავმარცხდეთ, ჩვენი არ უნდა დავხაროთ თავი! თუ ოპოზიცია ისევ გადაუხვევს გზას, მაშინ ჩვენ თითო-თითო კაცი ვიბრძოლებთ ჯოხით და თოხით, მერე როგორც დამთავრდება, დამთავრდეს, მათი სკამების გამო არავინ აღარ გამოვა ქუჩაში!”

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120724.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2009

22 / 12, 2009 11:30

· პაატა ზაქარეიშვილი - “ხელისუფლებას ცხინვალში დატყვევებული მოზარდების გათავისუფლება არ აწყობდა”

· რას უნდა ნიშნავდეს თურქეთში ბაღაფშის ვიზიტი

· “რატომ ჩაიშალა საპროტესტო აქცია სააკაშვილის რეზიდენციასთან”

 

პაატა ზაქარეიშვილი - “ხელისუფლებას ცხინვალში დატყვევებული მოზარდების გათავისუფლება არ აწყობდა”

 

“ხელისუფლებას არ აწყობდა ამ ბავშვების გათავისუფლება, მას აწყობდა ამ ბავშვების გათავისუფლებაზე ლაპარაკი. ეს ამ ხელისუფლებას პირველად არ გაუკეთებია. ამიტომ აქ ახალი არაფერია. ეს ჯერ კიდევ 2007 წელს გალის რაიონში დავინახეთ, როცა 3 სტუდენტი იყო დაპატიმრებული... ჰამარბერგი არის მართლაც გმირი. რომ არა ჰამარბერგი, ბავშვები ვერ გათავისუფლდებოდნენ. მან შეძლო ძალისხმევა განეხორციელებინა ქართულ მხარეზე. იმიტომ რომ ქათულმა მხარემ უსინდისო, უპრეცედენტო რამ გააკეთა: დამალა 5 ეთნიკურად ოსი პირი, ტყვე. ეს ხალხი პოლიციის შენობაში დამალა. ჰამარბერგმა ეს ფაქტი გამოავლინა და წაართვა ქართული მხარეს ეს 5 ადამიანი და წაიყვანა ცხინვალში”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სანაკოევის ჩამოყვანა დიდი შეცდომა იყო / ხელისუფლებას ცხინვალში დატყვევებული მოზარდების გათავისუფლება არ აწყობდა.

“ვფიქრობ, ჩემი ცხინვალში ჩასვლა საჭირო იყო, რათა დამერწმუნებინა ოსი საზოგადოება იმაში, რომ მათი ტკივილი მესმოდა. მეც უკვე აღარ ვარ დარწმუნებული, რომ არ მალავს ეს ხელისუფლება ეთნიკურად ოს პირებს. ეს მანკიერი პრეცედენტი შექმნეს, შეიძლება სხვებსაც მალავდნენ. ამ ფონზე მე შევპირდი, რომ როგორც კი დანარჩენ ორ ბავშვს გაათავისუფლებთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი პრობლემები არ დაიკარგოს და ქართული პრესის მეშვეობით მუდმივად შევახსენებთ ქართულ საზოგადოებას, რომ ქართული მხარეა ვალშია ოსების წინაშე. ჩვენ დავეხმარეთ ჰამარბერგს, რათა მას მძიმე საუბარი არ ჰქონოდა მშობლებთან. უსაქმურმა ადამიანმა რაღაცით ხომ უნდა გაამართლოს, თვითონ რატომ არ გააკეთა ის, რაც ჰამარბერგმა და ჩვენ გავაკეთეთ. ამ უსაქმურებმა და მუქთახორებმა კონსტიტუცია მაინც წაიკითხონ. კონსტიტუციაში, კერძოდ, მეორე თავში პირდაპირ წერია, პააატა ზაქარეიშვილს უფლება აქვს წავიდეს ცხინვალში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ჩვენს ხელისუფლებას ხომ რეალობის შეცვლა არ შეუძლია. მას შეუძლია რეალობასთან ჩხუბი. ის ეჩხუბება რეალობას. ჩვენი ხელისუფლება არ ცნობს რა მათ, ამით ცნობს მათ. ანუ არა აქვთ რა კონტაქტი მათთან, ხელს უწყობს რუსეთის გავლენის გაფართოებას და გაძლიერებას. მე ეს ურთიერთობა არ დამიკარგავს. ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, თორემ ხალხებს შორის ურთიერთობა არ გაწყვეტილა. ჩვენი ხელისუფლება ხელს უშლის ხალხებს შორის ურთიერთობას ისეთი აღვირახსნილი ბაკქანალიით, რაც ახლა განახორციელეს ჩვენი ცხინვალში შესვლის გამო. მართლა, ცხინვალში რომ დადიხარ, საშინელებაა. ჩვენ სამართლიანად გამოვთქვამთ გულისტკივილის იმასთან დაკავშირებით რაც გორში მოხდა. გორში მომხდარი ნგრევები არც კი შეიძლება შეადარო ცხინვალის ნგრევებს. გორში განხორციელებული ნგრევები არის 5% იმ ნგრევებისა, რაც ქართულმა მხარემ ცხინვალში განახორციელა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ევაკუაცია მოხდა, მაგრამ ყველა ხომ არ გასულა? თვით ცხინვალიდან ფაქტობრივად ევაკუაცია არ ყოფილა. ევაკუაცია მოხდა ძირითადად ცხინვალის გარშემო სოფლებიდან. ანუ ბევრი ადამიანი ცხინვალში გადავიდა. რა თქმა უნდა, ქართული მხარის სისასტიკესა და რუსული მხარის კეთილშობილებაზე საუბრობენ. ისინი მადლიერებას გამოხატავენ რუსების მიმართ. ცალსახად ასე საუბრობს ყველა. ეს რეალობაა, რომელსაც ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ, კი არ უნდა ვეჩხუბოთ. ჩვენ ეს პოზიცია ნელ-ნელა უნდა შევცვალოთ”, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვას - “როგორ ფიქრობთ, სწორად გააცნობიერა თუ არა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შედეგები და გადაიდგა თუ არა დადებითი ნაბიჯები იგივე საერთაშორისო დონეზე?” - პასუხობს:

“არა, პირიქით. ვარდნა გრძელდება. ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება კატასტროფული სიჩქარით. ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაშია, ეს ვარდნა გაგრძელდება. რომელი ნაბიჯი უნდა გადადგას სააკაშვილმა დადებითი კუთხით, როცა ჯერ კიდევ აგრესიაზე ლაპარაკობს, ჯერ კიდევ მუქარის ენით ლაპარაკობს. სააკაშვილი ახლაც მხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს, ქართულ მხარისაზე კი არაფერს. თუ პასუხისმგებლობებს გავანაწილებთ, მე მგონია, რომ 60% ქართულ მხარეზეა, 40% - რუსულ მხარეზე. ქართული მხარე სწორად იქცეოდა 2006 წლის ზაფხულამდე. კოდორის მოვლენებამდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. სანაკოევის არჩევნებამდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. 2005-2006 წლები იყო ბრწყინვალე პერიოდი სამშვიდობო პროცესის წარმოების 15-წლიან პერიოდში, მაგრამ ამათ რატომღაც იჩქარეს. 2006 წლიდან კი ომისკენ სვლა დავიწყეთ. რუსეთმა კარგად გათვალა და ხაფანგი დაგვიგო ცხინვალში, რასაც დიდი წარმატებით წამოვეგეთ. დღეს ხელისუფლება არის გამწარებული, დაბოღმილი, ყველაფერში ცუდს ხედავს და ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან. ჩაკეტა საზღვრები”.

 

რას უნდა ნიშნავდეს თურქეთში ბაღაფშის ვიზიტი

 

“თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ფონდი ანკარას მოუწოდებს აფხაზეთთან ურთიერთობები განავითაროს. “თურქეთი აფხაზეთისთვის უნდა გაიხსნას”, - ნათქვამია ანკარაში დაფუძნებული თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ფონდის მიერ წინა კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში. კვლევაში საუბარია, რომ უნდა მოიხსნას ეკონომიკური მლოკადა და მოხდეს “შავი ზღვის აუზში აფხაზეთის ინტეგრაცია”. ნიშანდობლივია, რომ ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ ვრცელდება ცნობა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის თურქეთში ვიზიტის შესახებაც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ანკარამ აფხაზეთი იზოლაციიდან უნდა გამოიყვანოს - თურქული ფონდი.

“ეს ანგარიში ვიცი, წაკითხული მაქვს. მერე რა? ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ამ თურქულ ცენტრს ასე მიაჩნია. ოღონდ მიამატეთ ისიც, რომ ეს ყველაფერი არის თურქეთში მცხოვრები ჩერქეზული დიასპორის მოსაზრებები, რომელიც მაინცდამაინც არ ემთხვევა ოფიციალური თურქეთის მოსაზრებებს და ამ ინფორმაციაში არაფერი გასაკვირი არ არის. ვიცით ისიც, რომ ბაღაფში აპირებს ჩასვლას. მერე რა, რომ აპირებს? გააჩნია, ვისთან ჩადის, ვინ შეხვდება და ა.შ.”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი.

“უახლოეს მომავალში ბაღაფშის შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას პარტიის “ჩვენ თვითონ” ლიდერი პაატა დავითაია ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს, რათა სეპარატისტების ლიდერებს საზღვარგარეთ გადაადგილების საშუალება არ ჰქონდეთ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართულ მხარეს ამ ვიზიტის ოფიციალური დადასტურება არ აქვს. მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, თბილისი იმედოვნებს, რომ “ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ქართული მხარე დეტალური ინფორმაციის მიღებას საქართველოში თურქეთის ელჩისგან აპირებს”. როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, მართალია, ეს არ არის ოფიციალური ანკარას პოზიცია, მაგრამ როდესაც მსგავსი კვლევა და თან ასეთ “ხმამაღალი წინადადებებით” ასე საჯაროდ ვრცელდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის უკან რაღაც ინტერესები დგას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ლაპარაკია იმაზე, რომ დაიწყოს ვაჭრობა ან ამან ლეგალური ფორმები მიიღოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. ჩვენ ვაჭრობის წინააღმდეგნი არ ვართ, უბრალოდ, ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისი ფორმები. ამისთვის იხილეთ ჩვენი სტრატეგია კონფლიქტთან მიმართებაში. მინდა გითხრათ, რომ ისინი ცალკე ვაჭრობას ვერ დაიწყებენ, თუ არ იქნა ამაზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობა და შესაბამისი მექანიზმები. ჩვენ ამ მექანიზმებზე ვფიქრობთ და არა მარტო თურქეთთან მიმართებაში, არამედ ზოგადად, მაგრამ ამ ორ საკითხს ერთმანეთს ნუ გადააბამთ”, - დასძენს თემურ იაკობაშვილი.

“ვინაიდან ეს ამბავი ინფორმაციის რანგში დატრიალდა, ე.ი. ამის უკან რაღაც მოტივი აუცილებლად დგას. თუკი ჩავთვლით, რომ თურქეთის მიზანია სატრანზიტო სივრცის მონოპოლისტი თავად იყოს, მაშინ მან, ბუნებრივია, გავლენა უნდა მოიპოვოს კავკასიაში. ერთი ნაბიჯი უკვე გადადგა სომხეთისკენ. ახლა ანალოგიური ნაბიჯები შეიძლება გადადგას აფხაზეთის მიმართულებით. შემოდის კონფლიქტების მომგვარებლად და როგორც მომგვარებელი იწყებს პირდაპირ დიალოგს იმ მხარესთან, რომელიც კონფლიქტის ყველა მწვავე მხარეა - ერთგან სომხეთი, მეორეგან სეპარატისტები. ამის პრეტენზია ანკარას გაუჩნდა აგვისტოს ომის შემდგომ. როგორი იქნება მისი სტრატეგია, არავინ იცის, მაგრამ ჯერჯერობით გადადგმული ნაბიჯები დაახლოებით ისეთივეა, როგორიც რუსეთის იყო. ანუ იმ სტრუქტურებთან, ერთეულებთან ურთიერთობის დაჭერას ცდილობს, რომლებიც ამჟამად რუსულ პოლიტიკას ატარებენ - ეს ერის აფხაზეთი და სომხეთი. ამის იქით რა დგას - გაატარებს დასავლეთის პოლიტიკას თუ პირიქით, რუსეთის პოლიტიკას შეუწყობს ხელს, ეს ჯერჯერობით უცნობია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში თურქეთში არაოფიციალური ვიზიტით ჩადის. ე.წ. პრეზიდენტი მოკრძალებულ ინაუგურაციას გეგმავს. ინაუგურაციის შემდეგ კი ოფიციალურ და არაოფიციალურ ვიზიტებს გეგმავს. პირველი, რატომღაც, თურქეთი აღმოჩნდა. თურქეთი საქართველოს მეგობარ სახელმწიფოთა რიცხვში შედის და გაუგებარია, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან ასეთ ღია კონტაქტებზე რატომ მიდის”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ბაღაფში თურქეთში მიდის / თურქეთის ელჩს განმარტებების კეთება მოუწევს.

“აქამდეც რამდენჯერმე გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია, თუმცა არასოდეს არ შეესაბამებოდა ასეთი ინფორმაცია სიმართლეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ რომ ყველა ზომა წინასწარ მივიღოთ და ჩვენი ოფიციალური პოზიცია კიდევ ერთხელ ცნობილი იყოს, თურქეთის ელჩს საქართველოში ვთხოვთ, რომ გვესტუმროს ამ საკითხთან დაკავშირებით და მათი პოზიცია გაგვაცნოს. უფრო სწორად, გაგვაცნოს, რა დგას ასეთი ინფორმაციის უკან”, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ნინო კალანდაძემ. საქართველოს ხელისუფლება თურქეთის მიმართ დიპლომატიურ ტონს ინარჩუნებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რატომ ჩაიშალა საპროტესტო აქცია სააკაშვილის რეზიდენციასთან”

 

“მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღის აღნიშვნა ოპოზიცია წინასწარ დაგეგმა და “ალიასაც” შეატყობინა, რომ პროტესტის გამოსახატავად 21 დეკემბერს ავლაბრის რეზიდენციასთან აპირებდნენ მისვლას. საიუბილეო დღეს მეტროს სადგურ “ავლაბრიდან” უნდა დაძრულიყვნენ რეზიდენციისკენ. აქცია 2 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა უკვე 2 საათი ხდებოდა და დაახლოებით 10 ადამიანზე მეტი, იქ არავინ მოსულა”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით რატომ ჩაიშალა საპროტესტო აქცია სააკაშვილის რეზიდენციასთან?

“აქციის ორგანიზატორი დავით ლილუაშვილი მაინც იმედიანად იყო, ცოტა იგვიანებენ, მაგრამ მოვლენო. მისი თქმით, ამ აქციაში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდული ორგანიზაციები “შემოგვიერთდით” და “სამართლიანობის ინსტიტუტი”, ასევე დაპატიმრებულ სამხედრო პირთა მხარდამჭერი კომიტეტი, ჟურნალისტთა კავშირი “ობიექტივი”, “ქართული აკადემია - ზნეობრივი ფრონტი” და ა.შ. ლილუაშვილის თქმით, საზოგადოებამ პერმანენტულ რეჟიმში უნდა ამხილოს და შეახსენოს ხელისუფლებას მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომ თავი კომფორტულად არ იგრძნოს. ლილუაშვილის ნათქვამმა, რატომღაც ხუმრობის ხასიათზე დამაყენა (მთელი ზაფხული ატარა ამ ოპოზიციამ აქციები, მაგრამ შედეგი?) და კიდევ კითხვას ვაგებებ: ანუ ამ შეხსენებების შემდეგ მიშა დღეს რესტორანში აღარ წავა “ტრაურს” მოაწყობს?” - წერს სტატიის ავტორი.

“დრო გადიოდა და პროტესტანტი ხალხი მაინც არ ჩანდა. ლილუაშვილმა გვითხრა, რომ ზოგი პირდაპირ რეზიდენციასთან მივიდოდა. ამიტომ ჩვენც იქით გავეშურეთ. აღმოჩნდა, რომ იქაც მხოლოდ ჟურნალისტები ვიყავით. ცოტა ხანში იქაურობა მამაკაცებით სავსე “ბეემვეებითა” და “ჯიპებით” აივსო. მანქანაში ისხდნენ და დამცინავი სახეებით ჩვენსკენ იყურებოდნენ. სიმართლე ითქვას, ნამდვილად დასაცინი სიტუაცია იყო, მხოლოდ ჟურნალისტები ვიდექით და არც ერთმა წესიერად არ ვიცოდით, ვინ და როდის მოვიდოდა. ცოტა ხანში იქაც ლილუაშვილი და ის “სასტავი” გამოჩნდა, რომელიც ცოტა ხნის მეტროსთან დავტოვეთ. ცოტა ხანში უკვე შეწუხებული მივდივარ ლილუაშვილთან და ვეკითხები, ბოლოს და ბოლოს მოდის ვინმე თუ ქარის წისქვილების ამუშავებას ველოდებით-მეთქი? ამჯერად “მაესტროსა” და “კავკასიას” ვუცდით, ერთს კასეტა დაავიწყდა და მიბრუნდა, მეორე კი გზაშიაო. ისე, ძალიან გამკვირვებია ამ ოპოზიციის - “მაესტრო” და “კავკასია” თუ 3 საათზე დაიბარეს, “ალია” 1 საათზე და 30 წუთზე რატომ მიიყვანეს იქ. თუ ჩვენ ისეთი ხელსაწამოსაკრავები ვგონივართ, რომ ყველას იქით უნდა ველოდოთ?” - დასძენს სტატიის ავტორი.

“მოკლედ, როგორც იყო, ამ 10-კაციანმა ჯგუფმა ერთი გაძვალტყავებული მეგაფონით საპროტესტო აქცია დაიწყო. ისეთ დაბალ ხმაზე საუბრობდა სამი ე.წ. სიტყვაში გამომსვლელი, წინ ვიდექი და არაფერი მესმოდა და აბა, მიშა რამის გამგონი იყო? შემდეგ ექსპერტი ნოდარ ეფრემიძე გამოიყვანეს და კიდევ ერთი ქალბატონი, რომელმაც თავისთვის დაიჩურჩულა - მიშა, წადიო. ეს იყო და ეს. ამ საცოდაობის შემყურე პატრულის მანქანები ნელ-ნელა გაიპარნენ. დაცვის წევრებს კიდევ პირზე ღიმილი არ მოსცილებიათ. ყველაფერი 10 წუთში დასრულდა, ჩვენ კიდევ საათზე მეტი გვალოდინეს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი

“ბოლოს, ცხადია, ლილუაშვილთან მივედი და ვკითხე: წეღან იმდენი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოთვალეთ ამ აქციის მონაწილეებში და სად არის ეს ხალხი, რატომ არ მოვიდნენ-მეთქი? - უბრალოდ, მოხდა ისე, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილი ზოგი ქუთაისში წავიდა და ნაწილმაც ოპერატიულ რეჟიმში გადავწყვიტეთ აქ მოსვლა. ვფიქრობ, რამდენიმე ადამიანის დასაბუთებული პოზიციის დაფიქსირებაც მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, როცა ქვეყანაში არის ავტორიტარული რეჟიმი, მშვიდობიან ბრძოლაც სამოქალაქო გმირობის ტოლფასია და აქედან გამომდინარე, 200 ადამიანი მოვიდოდა თუ 2 კაცი, დიდი მნიშვნელობა არ აქვსო - იყო პასუხი. აქვს თუ არა მნიშვნელობა, მკითხველმა გადაწყვიტოს. რედაქციისკენ მიმავალი, გზაში საკუთარ თავზე ვბრაზობდი - გრანტის აღებისთვის შეიძლება ამ ყველაფერს მართლაც არ ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ მაინც ნუ გვაკარგვინებენ ფუჭად დროს. ჩვენც გრანტებზე კი არ ვმუშაობთ”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120877.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქუთაისში H1N1 ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

22 / 12, 2009 16:26

 

ქუთაისში H1N1 ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

29 წლის ელენე ბერელიძე ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში დღეს დილით გადაიყვანეს. იგი ვანის რაიონის სოფელ შუამთიდან არის.

პაციენტი ქუთაისში ვირუსის სიმპტომებით 18 დეკემბერს გადაიყვანეს. პირველად იმერეთის სამხარეო ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა სიტუაციის დამძიმების შემდეგ დღეს ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს გულსისხლძარღვთა უკმარისობა განუვითარდა.

ამასთან, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში H1N1 ვირუსით ფეხმძიმე სოფიკო იოსელიანიც დაიღუპა. იგი წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბიდან ქუთაისში 21 დეკემბერს გადაიყვანეს და დედათა და ბავშვთა სამედიცინო კლინიკაში მოათავსეს. იოსელიანი მანამდე 5 დღე სახლში მკურნალობდა. 18 წლის პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. სამწუხაროდ, ვერც მისი და ვერც ნაყოფის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, შოთა ცანავამ აცნობა, 29 წლის მამაკაცი ზუგდიდან ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ ცენტრშია გადმოყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ცანავას თქმით, დღეისთვის H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 823 შემთხვევაა გამოვლენილი.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის მხრიდან სტაციონარების მიმართვის ტენდენცია კლებისკენ მიდის, თუმცა გართულებული შემთხვევების კლება ამის პარალელურად არ მოხდება.

ცანავა მოუწოდებს მაღალი რისკის მქონე პაციენტებს, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

23 / 12, 2009 11:28

 

·

 

თავდაცვის სამინისტრომ 150 ოფიცერი გაათავისუფლა

 

“თავდაცვის სამინისტროდან 150 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაათავისუფლეს. ნაწილი ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, ნაწილი კიდევ სხვა ქვედანაყოფებიდან არის გაშვებული. ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ახალაიას უწყებაში ამბობენ, რომ სამინისტროში კადრების ოპტიმიზაციისა და მონაცემთა ახალი ბაზის შედგენის პროცესი მიმდინარეობს. გათავისუფლებულმა სამხედროებმა დახმარებისთვის ა/ო “ასოციაცია სამართალი და თავისუფლების” ოფისს მიმართეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით თავდაცვიდან 150 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაუშვეს / “როგორც ვიცი, სამხედროების საქმეების გადახედვა მიმდინარეობს. თავიანთ საქმეებში ჩაიხედონ, რა”.

“სამხედროები პირად საუბარში აცხადებენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ტესტირების შედეგები დაუსახელეს. თუმცა ამბობენ, რომ მათთვის არავის უთქვამს, სამინისტროში ტესტირება რომ მიმდინარეობდა. მათივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში დაწყებულია იმ სამხედროების პირადი საქმეების შესწავლა, რომლებისთვის მიუღებელი იყო მმართველობის ის სტილი, რომელსაც უწყებაში თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ატარებენ. “ავსებულია სამინისტრო შსს-სა და ციხის თანამშრომლებით. გასაგებია, რომ ყველა მინისტრს მოჰყავს თავისი კადრი, მაგრამ შსს-ს მუშაკმა, მერწმუნეთ, არ იცის, როგორ უნდა უხელმძღვანელოს ამა თუ იმ ქვედანაყოფს. ჩვენი ინფორმაციით, კადრების შევსება მოხდება სწორედ შსს-ს თანამშრომლებით”, - უთხრა გამოცემას ვიცე-პოლკოვნიკმა, რომელიც ზუსტად ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან.

“ოქრუაშვილის პერიოდიდან დაიწყო სამხედროების გაშვება სამსახურიდან და მერე პოლიციელებით ხდებოდა მათი ჩანაცვლება... ინფორმაცია მაქვს, რომ უნდათ საკუთარი ხალხით ჩანაცვლება. როგორც ვიცი, სამხედროების საქმეების გადახედვა მიმდინარეობს. თავიანთ საქმეებში ჩაიხედონ, რა. კადრების დეპარტამენტმა ზეპირად უნდა იცოდეს, პირად საქმეში ვის რა უწერია. მაგრამ ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი და მეტი არაფერი”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე.

“როგორც ვიცი, გათავისუფლებული არიან როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ოფიცრები. თავდაცვის სამინისტრომ უნდა ახსნას, რა ხდება და პასუხი უნდა აგოს იმაზე, თუ რატომ აკეთებს ამას. ეს პროცესი ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის დროს მოწყობილ წმენდას, არადა დღეს კვალიციფიცრი კადრების დეფიციტია”, - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში ა/ო “ასოციაცია სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელი, ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.

 

“რეზონანსი” 23 / 12, 2009

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქუთაისში ე.წ. ღორის გრიპით უკვე მესამე პაციენტი გარდაიცვალა

 

23 / 12, 2009 11:53

 

ქუთაისში ე.წ. ღორის გრიპით უკვე მესამე პაციენტი გარდაიცვალა.

ქუთაისში მცხოვრებ 29 წლის სოფიო მაჭარაშვილს H1N1-ის დიაგნოზი ექიმებმა სამი დღის წინ დაუსვეს. იგი ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ექიმების განცხადებით, პაციენტი სტაციონარში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს და დღემდე სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ქუთაისში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ კი საქართველოში H1N1 ვირუსით 8 ადამიანია დაღუპული.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რიჩარდ ლუგარი ობამას ადმინისტრაციასა და ევროპელ მოკავშირეებს საქართველოს გადაიარაღების საკითხის განხილვას სთხოვს

23 / 12, 2009 11:08

 

ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი ობამას ადმინისტრაციასა და ევროპელ მოკავშირეებს საქართველოს გადაიარაღების საკითხის განხილვას სთხოვს. ამის შესახებ სააგენტო “Associated press” იუწყება.

ლუგარი საკუთარ ანგარიშში აცხადებს, რომ საქართველოს სამხედრო დაუცველობამ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, კავკასიაში არასტაბილურობა გამოიწვიოს.

რესპუბლიკელი სენატორი აშშ-ს ადმინისტრაციას სთხოვს, ნატო-ს ფარგლებში სტრატეგია შეიმუშავოს, რომელიც დაიცავს ბალანსს უსაფრთხოების კუთხით საქართველოს საჭიროებებსა და ნატო-რუსეთის ურთიერთობებს შორის.

რიჩარდ ლუგარის შეფასებით, საქართველოს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის განადგურებამ ქვეყანა მოსალოდნელი საფრთხეების წინაშე დაუცველი დატოვა. ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ არსებულმა ვითარებამ შესაძლოა, დესტაბილიზაციამდე მიიყვანოს.

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კადიროვი: დასავლეთი აჯანყებულებს რუსეთის დაშლისთვის იყენებს

 

 

გუდერმესი, რუსეთი – ”რუსეთს სამხედრო სტრატეგია იმისთვის სჭირდება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის განადგურების მიზნით ჩრდილოეთ-კავკასიაში არეულობების ორგანიზებას ახდენენ” – Reuters-თან ინტევრიუში განაცხადა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა

ყოფილმა მებრძოლმა, 33 წლის რამზან კადიროვმა, რომელიც კრემლის მტკიცე მოკავშირედ იქცა, განაცხადა რომ აშშ-ს მოკავშირე საქართველოს შარშანდელი თავდასხმა სამხრეთ-ოსეთზე, დასავლური შეთქმულების ნაწილია, რომელსაც მთელი კავკასიის რეგიონის დაპყრობა სურს.

 

”თუკი ისინი კავკასიაზე კონტროლს მოიპოვებენ, შესაძლებელი გახდება იმის თქმა, რომ მათ კონტროლი მთელ რუსეთზე მოიპოვეს, რადგან კავკასია ჩვენი მთავარი საყრდენია“ – განაცხადა კადიროვმა.

 

კადიროვთან ინტერვიუ ჩვენ ქალაქ გუდერმესის გარეუბანში, მის ეგზოტიკურ რეზიდენციაში ჩავწერეთ. გუდერმესი ახლოსაა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოსთან. კომპლექსი შედგება ზოოპარკის, კადიროვის ცხენების საჯირითო მოედნისა და ორი მოოქროვილი ლომისგან, რომლებიც რეზიდენციაში შესასვლელს იცავენ. აქვეა ხელოვნური მთა, რომელიც ღამით სხვადასხვაფრად ნათდება.

 

”რუსეთის სახელმწიფოს აუცილებლად სჭირდება სტრატეგიის შემუშავება. ის შეტევაზე უნდა გადავიდეს“ – სთქვა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა.

 

”… საქართველო, სამხრეთ-ოსეთი, უკრაინა, ეს ყველაფერი გაგრძელდება და გაგრძელდება. ეს რუსეთის საიდუმლო სენია. რატომ უნდა ვიტანჯებოდეთ მუდმივად, როდესაც შეიძლება ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა? ჩვენ ვართ ზესახელმწიფო, გვაქვს ყველაფერი – არმია, ტექნიკა. ჩვენ შეტევა უნდა წამოვიწყოთ“.

 

კადიროვის მამა აჰმედი აჯანყებულებს მეთაურობდა, მაგრამ 1999 წელს, როდესაც მეორე ჩეჩნური ომი დაიწყო, ის თავის შვილთან ერთად მოსკოვის მხარეს გადავიდა. 2003 წელს აჰმედ კადიროვი პრეზიდენტი გახდა, მაგრამ მეორე წელს ტერაქტის დროს ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

 

2007 წელს ის რამზანმა შეცვალა. მან ჩაახშო აჯანყებულთა მოძრაობა, აღადგინა დანგრეული რესპუბლიკა და შემოიღო ისლამური მმართველობა.

 

ინტერვიუს დროს კადიროვი შეეცადა უარეყო უფლებადამცველი ჯგუფების ბრალდებები, რომ ის დაკავშირებულია აქტივისტების, ჟურნალისტების და ოპოზიციონერების მკვლელობებთან, როგორც რუსეთში ასევე უცხოეთში.

 

კადიროვს მუქი ლურჯი ფერის, რალფ ლორენის ხავერდით გაწყობილი პიჯაკი ეცვა, თმა და წვერი კარგად ჰქონდა დავარცხნილი. ხშირად იღიმოდა, მაგრამ განსაკუთრებით აღეგზნო, როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ იღუპებოდა მისი ამდენი ოპონენტი ძალადობრივი სიკვდილით სახლში და საზღვარგარეთ.

 

უფლებადამცველი ორგანიზაციები მას ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას, აქტივისტ ნატალია ესტემიროვას, ავსტრიასა და თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერების, ასევე დაპირისპირებული ჩეჩნური კლანების ლიდერების (რომლებიც მოსკოვსა და დუბაიში დახვრიტეს) მკვლელობებს უკავშირებენ.

 

კადიროვს, რომელსაც შავ ტანსაცმელში და ნიღბებში (რომლებზეც კადიროვის ინიციალებია) გამოწყობილი შეიარაღებული მებრძოლები იცავენ, ამბობს რომ ის პირადად ეხმარებოდა ამ მკვლელობების მსხვერპლთ და მათ ოჯახებს და ის მათი მტერი არ არის.

 

”მე არავის მოკვლა არ მინდა. ვის ვებრძოდი? ტერორისტებს. ვის ვიცავდი? მთელ რუსეთს, რომ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ ადამიანებს… მშვიდად ეცხოვრათ. ისინი მე ქალებისა და ბავშვების მკლელობებში მადანაშაულებენ. ეს ტყუილია“ – ამბობს იგი.

 

კადიროვმა უარყო ისლამისტურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობა იმის თაობაზე, რომ 27 ნოემბრის ტერაქტის უკან, როდესაც მატარებელი მოსკოვი-სანკტ-პეტერბურგი აფეთქდა და რომლის დროსაც 26 ადამიანი დაიღუპა, ჩეჩენი მებრძოლების გაქცეული ლიდერი დოკუ უმაროვი დგას. მისი თქმით უმაროვი მთებში, გამოქვაბულში ცხოვრობს და მომხდარზე წარმოდგენა არა აქვს.

 

”დღეს ისინი (მებრძოლები) ცოტანი დარჩნენ“ – აცხადებს კადიროვი – ”წელს ჩვენ უამრავი ტერორისტი გავანადგურეთ (ჩეჩნეთის მეზობელ რესპუბლიკებში) ინგუშეთში, დაღესტანში და თავად ჩეჩნეთშიც“.

 

კითხვაზე, თუ რამდენი აჯანყებული მებრძოლი დარჩა, კადიროვი ამბობს – “მე რომ ვიცოდე, რამდენი დარჩა და სად, მათ დიდი ხნის წინ გავანადგურებდი“.კადიროვის თქმით, დარჩენილი ბოევიკები დასავლეთის ფულის და იარაღის წყალობით განაგრძობენ მოქმედებას.

 

”მათ დასავლეთი აფინანსებს. ამას მე ოფიციალურად ვამბობ: მათ უკან დგანან ისინი, ვინც საბჭოთა კავშირი დაშალა, ვისაც რუსეთის ფედერაციის დაშლა სურს“.

 

პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუშის მმართველობის დროს არსებული დაძაბულობის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობების ”გადატვირთვის“ წინადადებით გამოვიდა და კადიროვი აცხადებს, რომ ვაშინგტონისთვის კარგი იქნება, თუკი შეერთებული შტატები რუსეთთან უფრო მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებს.

 

”ხოლო თუკი ეს ასე არ მოხდება, ჩვენ ძალიან ძლიერი, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი გვყავს. მსოფლიო არენაზე მას ბადალი არ ჰყავს“ – დასძინა მან.

 

გასულ კვირას ჩაწერილი ერთსაათიანი ინტერვიუს დროს, კადიროვმა რუსეთის პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი რამდენჯერმე ახსენა, მაგრამ არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი.

 

ის ცდილობდა ზომიერი და მოკრძალებული, ასევე კრემლის მიმართ ლოიალური გამოჩენილიყო და კატეგორიულად უარყო ვარაუდი, რომ მას შეუძლია მთელ კავკასიას თავს მოახვიოს საკუთარი გავლენა, როგორც ამას ზოგიერთი რუსული საინფორმაციო საშუალება იუწყება. მან ის განცხადებებიც უარყო, თითქოს 2011 წელს, ვადის ამოწურვის შემდეგ ჩეჩნეთის პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა იყრის კენჭს.

 

კადიროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობა რთულია და მას სურს მეტი დრო დაუთმოს ბავშვებს და ისლამის შესწავლას. მის ოფიციალურ რეზიდენციაში უზარმაზარი კერძო მეჩეთია, რომელიც მთავარი შენობის კიბიდან მოსჩანს.

 

„სამოთხეში მოსახვედრად მუდმივი შრომაა საჭირო. მე მინდა სამოთხეში მოხვედრა, ამიტომ შევეცდები უფრო მეტი ვილოცო“ – სთქვა მან.

23.12.2009 foreignpress.ge

 

 

 

კადიროვი: დასავლეთი აჯანყებულებს რუსეთის დაშლისთვის იყენებს

 

 

გუდერმესი, რუსეთი – ”რუსეთს სამხედრო სტრატეგია იმისთვის სჭირდება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის განადგურების მიზნით ჩრდილოეთ-კავკასიაში არეულობების ორგანიზებას ახდენენ” – Reuters-თან ინტევრიუში განაცხადა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა

ყოფილმა მებრძოლმა, 33 წლის რამზან კადიროვმა, რომელიც კრემლის მტკიცე მოკავშირედ იქცა, განაცხადა რომ აშშ-ს მოკავშირე საქართველოს შარშანდელი თავდასხმა სამხრეთ-ოსეთზე, დასავლური შეთქმულების ნაწილია, რომელსაც მთელი კავკასიის რეგიონის დაპყრობა სურს.

 

”თუკი ისინი კავკასიაზე კონტროლს მოიპოვებენ, შესაძლებელი გახდება იმის თქმა, რომ მათ კონტროლი მთელ რუსეთზე მოიპოვეს, რადგან კავკასია ჩვენი მთავარი საყრდენია“ – განაცხადა კადიროვმა.

 

კადიროვთან ინტერვიუ ჩვენ ქალაქ გუდერმესის გარეუბანში, მის ეგზოტიკურ რეზიდენციაში ჩავწერეთ. გუდერმესი ახლოსაა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოსთან. კომპლექსი შედგება ზოოპარკის, კადიროვის ცხენების საჯირითო მოედნისა და ორი მოოქროვილი ლომისგან, რომლებიც რეზიდენციაში შესასვლელს იცავენ. აქვეა ხელოვნური მთა, რომელიც ღამით სხვადასხვაფრად ნათდება.

 

”რუსეთის სახელმწიფოს აუცილებლად სჭირდება სტრატეგიის შემუშავება. ის შეტევაზე უნდა გადავიდეს“ – სთქვა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა.

 

”… საქართველო, სამხრეთ-ოსეთი, უკრაინა, ეს ყველაფერი გაგრძელდება და გაგრძელდება. ეს რუსეთის საიდუმლო სენია. რატომ უნდა ვიტანჯებოდეთ მუდმივად, როდესაც შეიძლება ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა? ჩვენ ვართ ზესახელმწიფო, გვაქვს ყველაფერი – არმია, ტექნიკა. ჩვენ შეტევა უნდა წამოვიწყოთ“.

 

კადიროვის მამა აჰმედი აჯანყებულებს მეთაურობდა, მაგრამ 1999 წელს, როდესაც მეორე ჩეჩნური ომი დაიწყო, ის თავის შვილთან ერთად მოსკოვის მხარეს გადავიდა. 2003 წელს აჰმედ კადიროვი პრეზიდენტი გახდა, მაგრამ მეორე წელს ტერაქტის დროს ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

 

2007 წელს ის რამზანმა შეცვალა. მან ჩაახშო აჯანყებულთა მოძრაობა, აღადგინა დანგრეული რესპუბლიკა და შემოიღო ისლამური მმართველობა.

 

ინტერვიუს დროს კადიროვი შეეცადა უარეყო უფლებადამცველი ჯგუფების ბრალდებები, რომ ის დაკავშირებულია აქტივისტების, ჟურნალისტების და ოპოზიციონერების მკვლელობებთან, როგორც რუსეთში ასევე უცხოეთში.

 

კადიროვს მუქი ლურჯი ფერის, რალფ ლორენის ხავერდით გაწყობილი პიჯაკი ეცვა, თმა და წვერი კარგად ჰქონდა დავარცხნილი. ხშირად იღიმოდა, მაგრამ განსაკუთრებით აღეგზნო, როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ იღუპებოდა მისი ამდენი ოპონენტი ძალადობრივი სიკვდილით სახლში და საზღვარგარეთ.

 

უფლებადამცველი ორგანიზაციები მას ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას, აქტივისტ ნატალია ესტემიროვას, ავსტრიასა და თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერების, ასევე დაპირისპირებული ჩეჩნური კლანების ლიდერების (რომლებიც მოსკოვსა და დუბაიში დახვრიტეს) მკვლელობებს უკავშირებენ.

 

კადიროვს, რომელსაც შავ ტანსაცმელში და ნიღბებში (რომლებზეც კადიროვის ინიციალებია) გამოწყობილი შეიარაღებული მებრძოლები იცავენ, ამბობს რომ ის პირადად ეხმარებოდა ამ მკვლელობების მსხვერპლთ და მათ ოჯახებს და ის მათი მტერი არ არის.

 

”მე არავის მოკვლა არ მინდა. ვის ვებრძოდი? ტერორისტებს. ვის ვიცავდი? მთელ რუსეთს, რომ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ ადამიანებს… მშვიდად ეცხოვრათ. ისინი მე ქალებისა და ბავშვების მკლელობებში მადანაშაულებენ. ეს ტყუილია“ – ამბობს იგი.

 

კადიროვმა უარყო ისლამისტურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობა იმის თაობაზე, რომ 27 ნოემბრის ტერაქტის უკან, როდესაც მატარებელი მოსკოვი-სანკტ-პეტერბურგი აფეთქდა და რომლის დროსაც 26 ადამიანი დაიღუპა, ჩეჩენი მებრძოლების გაქცეული ლიდერი დოკუ უმაროვი დგას. მისი თქმით უმაროვი მთებში, გამოქვაბულში ცხოვრობს და მომხდარზე წარმოდგენა არა აქვს.

 

”დღეს ისინი (მებრძოლები) ცოტანი დარჩნენ“ – აცხადებს კადიროვი – ”წელს ჩვენ უამრავი ტერორისტი გავანადგურეთ (ჩეჩნეთის მეზობელ რესპუბლიკებში) ინგუშეთში, დაღესტანში და თავად ჩეჩნეთშიც“.

 

კითხვაზე, თუ რამდენი აჯანყებული მებრძოლი დარჩა, კადიროვი ამბობს – “მე რომ ვიცოდე, რამდენი დარჩა და სად, მათ დიდი ხნის წინ გავანადგურებდი“.კადიროვის თქმით, დარჩენილი ბოევიკები დასავლეთის ფულის და იარაღის წყალობით განაგრძობენ მოქმედებას.

 

”მათ დასავლეთი აფინანსებს. ამას მე ოფიციალურად ვამბობ: მათ უკან დგანან ისინი, ვინც საბჭოთა კავშირი დაშალა, ვისაც რუსეთის ფედერაციის დაშლა სურს“.

 

პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუშის მმართველობის დროს არსებული დაძაბულობის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობების ”გადატვირთვის“ წინადადებით გამოვიდა და კადიროვი აცხადებს, რომ ვაშინგტონისთვის კარგი იქნება, თუკი შეერთებული შტატები რუსეთთან უფრო მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებს.

 

”ხოლო თუკი ეს ასე არ მოხდება, ჩვენ ძალიან ძლიერი, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი გვყავს. მსოფლიო არენაზე მას ბადალი არ ჰყავს“ – დასძინა მან.

 

გასულ კვირას ჩაწერილი ერთსაათიანი ინტერვიუს დროს, კადიროვმა რუსეთის პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი რამდენჯერმე ახსენა, მაგრამ არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი.

 

ის ცდილობდა ზომიერი და მოკრძალებული, ასევე კრემლის მიმართ ლოიალური გამოჩენილიყო და კატეგორიულად უარყო ვარაუდი, რომ მას შეუძლია მთელ კავკასიას თავს მოახვიოს საკუთარი გავლენა, როგორც ამას ზოგიერთი რუსული საინფორმაციო საშუალება იუწყება. მან ის განცხადებებიც უარყო, თითქოს 2011 წელს, ვადის ამოწურვის შემდეგ ჩეჩნეთის პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა იყრის კენჭს.

 

კადიროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობა რთულია და მას სურს მეტი დრო დაუთმოს ბავშვებს და ისლამის შესწავლას. მის ოფიციალურ რეზიდენციაში უზარმაზარი კერძო მეჩეთია, რომელიც მთავარი შენობის კიბიდან მოსჩანს.

 

„სამოთხეში მოსახვედრად მუდმივი შრომაა საჭირო. მე მინდა სამოთხეში მოხვედრა, ამიტომ შევეცდები უფრო მეტი ვილოცო“ – სთქვა მან.

23.12.2009 foreignpress.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...