Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს - მტერს ბახმუტის მიმართულებით შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია


უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა თითქმის ყველა დრონი გაანადგურეს, თუმცა არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანდა და განადგურდა კერძო საცხოვრებელ შენობებში და სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ უწყებაში.

გენშტაბის ცნობით, საერთო ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 64 საჰაერო დარტყმა და ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 88-ჯერ გახსნეს.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგეს ბახმუტის მიმართულებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია. ავდიივკას მიმართულებით, რუსებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ჩრდილოეთის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. კუპიანსკის მიმართულებით კი წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ხარკოვის ოლქის მასიუტოვკას დასავლეთით და ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვკის მიმართულებით.

„მარინკას მიმართულებით, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის ყველა შეტევა ქალაქ მარინკას მიდამოებში, აგრეთვე პობედას და ნოვომიხაილოვკას დასახლებების მიმართულებით“, - აცხადებენ უწყებაში.

გენშტაბის ცნობით, რუსული ძალების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა მიაყენა მტრის პერსონალის და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ტერიტორიებს და ასევე მის საზენიტო სარაკეტო სისტემას დაარტყა.

„გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა Shahed-ის ტიპის 32 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა 3 სამეთაურო პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ტერიტორიას, 4 საარტილერიო დანადგარს, საზენიტო სარაკეტო სისტემას და საწვავი და საპოხი მასალების 3 საცავს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

პალიტრანიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...