Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროკავშირთან და 14 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი რუსული კანონის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებას, რომელშიც რუსული კანონია მოხსენიებულია, როგორც ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის ამსახველი კანონი, ხელს აწერენ: ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები, ასევე: ევროკავშირი, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, უკრაინა და გაერთიანებულმა სამეფო. მასში ნათქვამია: პუბლიკა
  3. ჩვენთვის მთავარია თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, ის ძალადობა და არეულობა, რომელსაც პროვოცირებს "ოცნება" და მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე, არჩვენებზე აქტიური ჩართულობით კი დავიცვათ თითოეული ჩვენგანის ხმა. ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მესტიის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/959547308913622/
  4. კანონი "ოცნებამ" მიღებამდე აამოქმედა, რაც გამოიხატა ძალადობაში, აგენტების იარლიყების მიწებებაში და ყველა იმ პროცესში, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება. გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/427498873226579/
  5. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საკანონმდებლო პლატფორმას იმისთვის, რომ ეს კანონი იქნეს გაუქმებული და ვეტოს განხილვისას აუცილებლად ვიქნებით პარლამენტის დარბაზში. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1101368121086950/
  6. Today
  7. ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ. საგრეო საქმეთა მინისტრები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირზე ევროპელი პოლიტიკსოების გამოჩენას მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა. “საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია და, როგორც ვხედავთ, ქართველი ხალხი ამას მხარს უჭერს, ასე რომ, ამაში ერთად ვართ. მარტონი არ არიან, ქართველი ხალხი მარტო არ არის,” - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ "ინტერპრესნიუსთან". საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. იპნ
  8. საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართეს. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა გლობალური ომის პარტიის შესახებ მმართველი პარტიის განცხადებებს. კერძოდ, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა მინისტრებს ჰკითხა: „დარწმუნებული ვარ, გსმენიათ ისტორიები გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც საქართველოს ითრევს ომში, რას ფიქრობთ ამაზე?”. აღნიშნულზე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორდის კოლბრუნიმ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს თავად არის პასუხი ამ კითხვაზე. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გლობალური ომის პარტიის შესახებ განცხადებებს „კრემლის ნარატივი” უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კი განაცხადა, რომ ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია. ჩვენი ვალდებულებაა მათ წინაშე, ვინც აფასებს თავისუფლებას, არის ბრძოლა ამ პარტიასთან და ამ ომში გამარჯვებაა”, – განაცხადა მან. პუბლიკა
  9. სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დირექტორი პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული. აღნიშნულ კომპანიაში დღეს პოლიცია შევიდა და მათ პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების ვერსიით, გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე იდაყვი და მუშტი სახის არეში ჩაარტყა პოლიციელს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს: გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დღეს, 15 მაისს სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა და მათ პავილიონში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც კომპანიის თანამშრომლები „ნეტგაზეთს“ ეუბნებიან, პოლიციას მათთვის არ განუმარტავს ჩხრეკის მიზეზი, მხოლოდ სასამართლოს ორდერი წარუდგინეს და უთხრეს, რომ ყველაფერს მოგვიანებით გაიგებდნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან კომპანიის დირექტორ გიორგი ოკმელაშვილს. მათი თქმით, ყველა თანამშრომელს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა, ჩხრეკას მხოლოდ კომპანიის ერთი წარმომადგენელი ესწრება. იმ დროს როცა პოლიცია პავილიონში შევიდა იქ რეკლამის გადაღება მიმდინარეობდა. თვითმხილველები „ნეტგაზეთთან“ აცხადებენ, რომ რეკლამაში 15-მდე ბავშვი მონაწილეობდა. ნეტგაზეთი
  10. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაგმო პარლამენტის მიერ 14 მაისს მესამე მოსმენით რუსული კანონის მიღება და აღნიშნა, რომ კანონი საფრთხეს უქმნის მრავალწლიან პარტნიორობას აშშ-სა და საქართველოს შორის, რომელიც ადრეულ 90-იანებში დაიწყო. “მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში კენჭისყრას “უცხოური გავლენის” კანონპროექტის სასარგებლოდ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. საბოლოოდ კი გაართულებს საჭირო სერვისების მიწოდებას საქართველოს მოსახლეობისთვის. ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმ შედეგების გამო, რასაც ეს კანონი მოიტანს ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვან სამუშაოს სწევენ დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. აშშ მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავოს ესკალაციის საფრთხის შემცველი და ძალადობრივი მოქმედებებისგან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს იმ ინიციატივების აღსრულებას, რომლებიც ქართველების ყველაზე საჭირბოროტო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის მიმართული”, – ნათქვამია სამანტა პაუერის განცხადებაში. საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს. netgazeti
  11. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, საბოლოოდ არ მიიღონ რუსული კანონი და არ დაძლიოს ვეტო. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა მათ ფინანსურად არ ეხმარება, ამიტომ დამოკიდებული არიან უცხო ქვეყნების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებზე და მცირე საერთაშორისო გრანტებზე. ორგანიზაციების ხაზგასმით ამბობენ, რომ მათი ფინანსები გამჭვირვალეა. მათი თქმით, შემაშფოთებელია, რომ დაკისრებული საქმის შესრულებისა და ამ უმნიშვნელოვანესი სოციალური პრობლემების გადაჭრის ნაცვლად მთავრობა თავს ესხმის და დაღს ასვამს ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის მოსახლეობაზე. „ჩვენ, ხელისმომწერი არაკომერციული ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოში, მთავრობას მოვუწოდებთ, ძალაში არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (რომელსაც „რუსულ კანონად” მოიხსენიებენ). ჩვენ, ასევე, მოვითხოვთ გამჭვირვალობას ყველა მუნიციპალური თუ ეროვნული სახელმწიფო ინსტიტუტისგან, რომელიც ამ სექტორში მუშაობს. ბოლო ოცი წელია, ვერცერთმა მთავრობამ ვერ შექმნა ჰუმანური და ეფექტური პროგრამები ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველთა უზარმაზარ პოპულაციასთან გასამკლავებლად. მთავრობის მუდმივი მარცხის ფონზე ჩვენ, არაკომერციული ორგანიზაციები, დაუღალავად ვშრომობთ, რომ შევამსუბუქოთ ქუჩაში მცხოვრები ცხოველების ტანჯვა. ჩვენ არ ვიღებთ მხარდაჭერას მთავრობისგან. საქართველოში ძალიან რთულია ჩვენი საქმისთვის დაფინანსების სხვა წყაროების მოპოვება. ამიტომ, დამოკიდებული ვართ უცხო ქვეყნების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებზე და მცირე საერთაშორისო გრანტებზე. ჩვენთვის მიუღებელია, რომ ამის გამო უნდა დაგვესვას უცხოური გავლენი აგენტის დაღი. რასაც არ უნდა გვიმტკიცებდეს სამთავრობო პროპაგანდა, არაკომერციული ორგანიზაციების სექტორი გამჭვირვალეა. როგორც სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია, ეს ორგანიზაციებიც ვალდებული არიან, შეავსონ ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციები და შემოსავლების სამსახურის შესაბამის საიტებზე აღრიცხონ საკუთარი ხარჯი და შემოსავალი. ჩვენ, ასევე, ვიხდით დიდი ოდენობით გადასახადებს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სექტორი. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ ყველაფერს არ ცვლის. ის გამჭვირვალობას არ აუმჯობესებს. სანაცვლოდ, ეს კანონი ორგანიზაციებს დააკისრებს იმხელა ადმინისტრაციულ ხარჯს, რომ მოგვიწევს, შევწყვიტოთ მუშაობა. ამის საპირისპიროდ, ჩვენს სფეროში გაუმჭვირვალობის პრობლემა უკავშირდება სამთავრობო სექტორს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენს და როგორ ხარჯავენ მუნიციპალური პროგრამები მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის ჰუმანურად გადაჭრაში. ეს პროგრამები არაეფექტურია, ამასობაში კი დიდი ოდენობით იხარჯება გადასახადის გადამხდელთა ფული. გამჭვირვალე არაა, თუ ვინ, როგორ და რა რეგულაციებით მართავს რამდენიმე მუნიციპალურ თავშესაფარს, სადაც ცხოველები არ იღებენ საბაზისო საჭიროებებს, საკვებსა და ვეტერინარულ დახმარებას. ეს ორმაგი სტანდარტი მხოლოდ ჩვენს სექტორში არ არის. იგივე მდგომარეობაა ონკოპაციენტებზე, შშმ პირებზე, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებსა თუ უსახლკარო ადამიანებზე მზრუნველ ორგანიზაციებშიც. დღეს ეს ორგანიზაციები გასცემენ სერვისებს, რომლებსაც ვერ უზრუნველყოფს მთავრობა. ჩვენ ვმუშაობთ პრობლემებზე, რომლებიც მთავრობის სისტემატიური კრახის შედეგად ჩნდება. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მოსახლეობას, ამ კანონით კი მთავრობა უცხოური გავლენის აგენტებად გვაცხადებს. შემაშფოთებელია, რომ დაკისრებული საქმის შესრულებისა და ამ უმნიშვნელოვანესი სოციალური პრობლემების გადაჭრის ნაცვლად მთავრობა თავს ესხმის და დაღს ასვამს ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის მოსახლეობაზე. სოლიდარობას ვუცხადებთ სხვა არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც მთავრობა განუწყვეტლივ უტევს. მოვუწოდებთ თითოეულ ცხოველმოყვარულს, აიმაღლოს ხმა კანონის წინაშე, რომელიც არამხოლოდ ამორალურია, არამედ შეუძლებელს გახდის ჩვენს მუშაობას და უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს. მოვუწოდებთ ქალბატონ პრეზიდენტს, დაადოს ვეტო რუსულ კანონს. და მოვუწოდებთ მთავრობას, არ დაძლიოს ვეტო”, – ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები: Dog Organization Georgia (დოგ ორგანიზეიშენ გეორგია) Animal Project (პროექტი ცხოველებისთვის) Peteasy (ფეთიზი) ფისომოყვარულთა კლუბი თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება მიუსაფარ ცხოველთა კლუბი ცხოველთა უფლებების კომიტეტი Animal Rescue Georgia (ენიმალ რესქიუ ჯორჯია) ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის პუბლიკა
  12. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“- წერს პრეზიდენტი. იპნ
  13. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ კანონის მიღება ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე უარყოფითად აისახება. „ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მხარს უჭერს მის არჩევანს დემოკრატიის და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტების და ასევე მათი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული დაშინება, მუქარა და ფიზიკური ძალადობა მიუღებელია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ეს დოკუმენტირებული ქმედებები გამოიძიოს. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით მიანიჭა, რომ ქვეყანა განახორციელებდა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს რეკომენდებულ 9 ნაბიჯს. ეს ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ისევე როგორც მედიისთვის თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფას მოითხოვს. ისინი ასევე დეპოლარიზაციას და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას შეეხება. თუმცა, მიუხედავად ფართომასშტაბიანი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებებისა, საქართველოს მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება. ეს კანონი ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, იმის გათვალისწინებით, რომ შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებებია და სწორედ მათ ეფუძნება საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. ამ კანონის მიღება ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე უარყოფითად აისახება. არჩევანი თუ რა გზით გაგრძელდება სვლა, საქართველოს ხელშია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს კანონი, შეინარჩუნოს ევროკავშირის გზის ერთგულება და 9 ნაბიჯში ასახული აუცილებელი რეფორმები განახორციელოს. ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს ევროპული მომავლისკენ მისწრაფების მქონე საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  14. გერმანიის 30-წლიან დახმარებას საქართველოს მიმართ, ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ რას აკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. გარდა ამისა, პაპუაშვილი ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ გუშინ, თბილისში გამართული აქციის დროს სიტყვით გამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაზე კარგი ლუსტრაცია იყო [საქართველოში] უცხოური გავლენების“. „რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტს, გუშინ სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ, როდესაც უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრები და კომიტეტის თავმჯდომარეები ანტისამთავრობო მიტინგზე გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღეს. საერთო ჯამში, გუშინ პრემიერ-მინისტრმაც თქვა, ეს ყველაზე კარგი ლუსტრაცია იყო უცხოური გავლენების - უცხოელი აქტორები მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან" ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოდიოდნენ. მთელი წრეა შეკრული უცხოური გავლენის ცუდი მხარისა. წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბერლინში ჩავიდეს და საქართველოს ხელისუფლება გერმანიაში აფინანსებდეს „ენჯეოს“, მათ დემონსტრაცია მოაწყონ და სამხარაძე ბერლინში ჩავიდეს, დადგეს მათ გვერდით და სამთავრობო პარტიას კოშმარი უძახოს და ა.შ. რაც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, ან რაც ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, რომელმაც სახელმწიფოს ლამის კოშმარები ეძახა. წარმოგიდგენიათ, რა პასუხი ექნებოდა ნიკოლოზ სამხარაძეს, ის ვილნიუსში ან ბერლინში მიტინგზე, რომ გამოვიდეს და იმ „ენჯეოს“ ბედი რა იქნებოდა, რომელიც ასეთ მიტინგს მოაწყობდა და უცხოელ პოლიტიკოსებს ჩაიყვანდა (თავის დამფინანსებლებს) და მთავრობაზე ლამის თავდასხმის გამოსვლისთვის გამოიყენებდა ამას პოლიტიკოსი? ხომ აბსურდია? ეს რომ კითხოთ ჩვენ ევროპელ კოლეგებს, ხომ აბსურდია ეს სქემა და ამ აბსურდს ევროპელები საქართველოში სჩადიან, გუშინ რაც ვიხილეთ, რაც არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი. განცხადება, რომელიც მაიკლ როთისგან მოვისმინეთ, არის თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე. ეს არის ყველაზე სამწუხარო. იცით ჩემი განსაკუთრებული კავშირი გერმანულ დახმარებასთან საქართველოში. 30 -წლიანი დახმარებას გერმანიისა საქართველოს მიმართ, ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები. საქართველოში, როდესაც ჩამოდიან თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, ასევე, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, გერმანიას და მის სახელს საქართველოში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასოცირდება ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმაზე. აი, ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც სელფის გადაღების გამო შეუძლიათ გაწირონ საზოგადოება დაპისპირებისა და არეულობისთვის, აი, ასეთი პოლიტიკოსები არიან ისინი, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, რომ გავაიგივოთ ევროპასთან. ამიტომ საერთო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს, მათ შორის მათი პარტიების მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის განმარტებით, მას არ ახსოვს, რომ „ანტისამთავრობო მიტინგზე ოპოზიციას, როდისმე ეკადრა, რომ უცხოელი პოლიტიკოსები გამოეყვანა და „ენჯეოს“ ანტისამთავრობო მიტინგი ჩაეტარებინა და თან თავისი დონორი ქვეყნის წარმომადგენლები სიტყვით გამოეყვანა“. „რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის ამ ყველაფრის უკან დიდი ხანია, უბრალოდ იმალებიან, კადრებში არ ჩნდებიან, თუმცა ტროტუარებზე, ბუჩქებში და ხეების უკან ყოველთვის ისინი ტრიალებენ და ისინი მართავენ ამას. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი მთლიან ოპოზიციისგან არის მართული და ახლა, რა თქმა უნდა, რომ რაღაცნაირად სცენაზე გამოვიდნენ და ბენეფიტების მიწერა დაიწყონ. ეს მათ განზრახვებს აჩვენებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. იპნ
  15. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარ,ჰეი რუსული კანონის მიღებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ისინი ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი და გააგრძელოს მუშაობა 9 ნაბიჯში გაწერილ რეფორმებზე. დიდი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის უმრავლესობამ პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ. ევროკავშირმა ცხადად და განმეორებით განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს. ეს ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როცა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ნაწილისა და ევროკავშირის გაწევრების ნებისმიერი გზის ფარგლებში. ამ კანონის მიღება უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. არჩევანი წინსვლის გზაზე საქართველოს ხელშია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, შეინარჩუნოს ვალდებულება ევროკავშირის გზაზე და განახორციელოს 9 ნაბიჯში გაწერილი საჭირო რეფორმები”, – ნათქვამია განცხადებაში. მოგვიანებით ეს განცხადება სრულად გამოქვეყნდა ევროკომისიის ვებგვერდზეც. პუბლიკა
  16. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცახნა ამბობს, რომ რუსული კანონი სიმბოლოა არჩევანისა, რაც საქართველომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის უნდა გააკეთოს. ამის შესახებ ცახნამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე თქვა, რომელიც ესტონეთის, ლატვიის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შედგა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ესტონეთსა და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობაზე და აღნიშნა, რომ როგორც მეგობარი მეგობარს, ურჩევს საქართველოს, რომ არ გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას, რომელსაც ადგას. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა იმ შედეგებზე, რასაც ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღება გამოიწვევს – სანქციებს, იმ სარგებლის დაკარგვას, რაც აქამდე განხორციელებულმა რეფორმებმა და მეგობრების მხარდაჭერამ მოიტანა, როგორიცაა უვიზო მიმოსვლის გაუქმება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი თბილისში მყოფ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და მათთან ერთად ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვეტოს დადებით რუსულ კანონზე ის მოლაპარაკებებში ხელისუფლებასთან არ შევა. საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს. ნეტგაზეთი
  17. ანტისაოკუპაციო აქტივისტი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ ოთხჯერ სცემეს ნახევარი საათის განმავლობაში. ამასთან, ქაცარავა, რომელსაც ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციები ჩაუტარდა, ამბობს რომ სცემეს ხელთათმანებით, რომელსაც გამონაზარდები აქვს და ფაქტობრივად, ე.წ. კასტეტის ფუნქციას ასრულებს. “მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით. შემდეგ გადაიღეს სურათები და დამკვეთებს გადაუგზავნეს”, – ამბობს ქაცარავა და დასძენს, რომ ეს იყო შეკვეთილი ძალადობა და არა ადგილზე პოლიციელების თვითშემოქმედება. “თვალბუდის ძვალი არის ჩამტვრეული, ასევე ზედა ყბა არის ჩამტვრეული… მაქვს ტვინის შერყევა მძიმე ფორმის და ჰემატომები თავზე”, – ამბობს ქაცარავა. ქაცარავას ცოლი, სოფია ხაჭაპურიძე თავის მხრივ წერს, რომ მისი ქმარი სპეცრაზმელებმა ჯგუფურად სცემეს. “შავ მასაში შეთრევის შემდეგ წამით არ გაუჩერებიათ დათოს გინება. ურტყამდნენ თავიდანვე. ჭიჭინაძეზე ათრევის შემდეგ ჩააყენეს წრეში და დაესივნენ. შემდეგ შეაგდეს ფურგონში. წაართვეს მობილური, საფულე, პატარა ზურგჩანთა. ( ეს ცალკე ამბავია, კანონდარღვევა) ურტყამდნენ პარტია – პარტია, ლანძღვითა და გინებით. დათო მხოლოდ ერთობისკენ და საერთო მტრის, ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებდა მათი ბილწსიტყვაობის ფონზე. ასევე იღებდნენ ტელეფონით ამ პროცესს. განსაკუთრებული გადაღება მოუწყვეს ცხვირის გატეხის და დასისხლიანების შემდეგ, თავი ააწევინეს რომ კადრში კარგად გამოჩენილიყო მისი დაზიანებები. თითქოს ანგარიშის ჩასაბარებლად უნდოდათ ეს კადრები. ესა აღარაა ძალის გადამეტება! კვალიფიკაცია უნდა იყოს წამება-არასათანადო მოპყრობა! სტრასბურგი წინაა, აუცილებლად! ბოლოს თავისიანს დაუძახია, კაი, ახლა გეყოფაო… პატრულს გადაუსვეს, წაიყვანეს სამგორის ,,შუშებში”. იქიდან სასწრაფომ წაიყვანა ინგოროყვას კლინიკაში”, – წერს სოფია ხაჭაპურიძე. ქაცარავას დაკავება პირდაპირ ეთერში გადასცა არაერთმა ტელეარხმა, სადაც ჩანს, რუსთაველის გამზირზე, პოლიციელთა კორდონისგან მოშორებით მდგარს როგორ მისცვივდნენ პოლიციელები და შეათრიეს კორდონს მიღმა. მას დაკავების მომენტში სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა. ქაცარავა არ არის ერთადერთი აქტივისტი, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტების განმავლობაში სცემეს პოლიციელებმა აქციაზე ან ნიღბიანმა ე.წ. ტიტუშკებმა სახლებთან ჩასაფრების შემდეგ. ნეტგაზეთი
  18. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს, - ასე ეხმაურება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას. როგორც ის აღნიშნავს, მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს. „საქართველოს პარტნიორების რჩევების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ძალიან სამწუხაროა. ეს ქვეყანას ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს“, - წერს ჰანკე ბრუინს სლოტი X-ზე. იპნ
  19. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს, - ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კიდევ უფრო აშორებს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს“, - წერს ნატო-ს პრესსპიკერი X-ზე.
  20. ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, მარგუს ცაჰკნა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „რთულ დროს შეგიძლია შენი მეგობრების იმედი გქონდეს,” - წერს ცაჰკნა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც მას გარდა სახული არიან ლიეტუველი კოლეგა გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლატვიელი კოლეგა ბაიბა ბრაჟე და ისლანდიელი კოლეგა ტორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი. "ჩამოვედით თბილისში, სადაც მიმდინარეობს კიდევ ერთი ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის," - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი. იპნ
  21. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პირმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უარყოფითად შეაფასა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღება. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, თუ ეს კანონი ძალაში შევა, აშშ იძულებული იქნება, გადააფასოს ურთიერთობები საქართველოსთან. საქართველოს პარლამენტმა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს. ნეტგაზეთი
  22. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მათ რუსული კანონი, მისი საწინააღმდეგო პროტესტი და საქართველოს ევროპული გზის პერსპექტივა განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს აუხსნა, რომ „ვეტოს დადებით არ შევა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში”. მისივე განცხადებით, რუსული კანონის მიღება არის საქართველოს წარსულში დაბრუნების მცდელობა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლელ მეგობრებთან ისაუბრა იმ ევროპულ პლატფორმაზე, „რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა, მუშაობს”. თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კიდევ ერთხელ გაიმეორა დასავლური ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ რუსული კანონი საქართველოს დააშორებს NATO-სა და ევროკავშირს. 2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა III მოსმენით დაამტკიცა რუსული კანონი. პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, თუმცა, მოტივირებული შენიშვნების გარეშე. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული. პუბლიკა
  23. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ბოიკოტს, მაშინ, როცა ეს აუცილებელი და საჭირო იქნება, ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს და ვეტოს ინტერესებს საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ის პოლიტიკური ძალები და პარტიებიც შემოგვიერთდებიან საქართველოს პარლამენტში ვეტოს და საქართველოს პრეზიდენტის დასაცავად, რომლებმაც ბოიკოტზე ისაუბრეს." გიორჰი ჰახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  24. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აშინებდა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მობრუნებით, ეს იყო მისი არაერთგზის გამოყენებული ტაქტიკა, თვითონ იქცა ამ რეჟიმის მსგავს გაგრძელებად და ხალხი, რომელიც აშინებდა მოქალაქეებს ომის რიტორიკით, სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს ჩვენს საზოგადოებაში. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/987154829794861/
  25. Yesterday
  26. მე წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება განსხვავდება უკრაინისგან, თუმცა მეთოდები მსგავსია, ის, თუ როგორ იქცევა რუსეთი. “ძალიან მსგავსი მეთოდებია [უკრაინასთან], ვინაიდან, ასე იქცევა რუსეთი და ასე იქცევიან ის მთავრობები, რომლებიც რუსეთთან ახლოვდებიან, მაგრამ ძალიან განსხვავებულ ვითარებებში ვართ. ჩვენი მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, მსგავსი პროტესტები გავიარეთ, უფრო შორს ვართ გზაზე. აქ არის მოსახლეობა, რომელმაც ბევრი გამოსაცდელი გაიარა, და წინააღმდეგობა გაუწია ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციით. გვაქვს არჩევნები, მე წინ გავუძღვები პრო-ევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პრო-დასავლური და პრო-ევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები. ვინაიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ ძალიან ზრდასრული სამოქალაქო საზოგადოება გვყავს, ძალიან ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ხალხი გვყავს, რასაც სამი კვირის განმავლობაში აჩვენებენ - თუ რამდენად ზრდასრულია მოსახლეობა აქ და რამდენად ერთგულნი არიან შეინარჩუნონ თავიანთი ევროპული გზა, ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე, რაც ხშირად ხდება რიგ ქვეყნებში”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  27. "დღევანდელი ხელისუფლება საკონსტიტუციო ჩარჩოდან დიდი ხანია გასულია, რაც გამოიხატა თუნდაც ამ კანონის მიღებით. ეს არის მცდელობა პირველ რიგში საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების. , ჩვენ ყველაზე მძიმე შედეგებისთისაც უნდა მოვემზადოთ. ის რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავიცვავთ ქვეყნის ევროინტეგრაციას და ამასთან ერთად, შევძლებთ და თავიდან ავარიდებთ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება. ის გაბრაზება, რასაც დღეს თბილისის ქუჩებში ვხედავთ, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. ამ ადამიანებს აქვთ გაბრაზების უფლება და მე მიჭირს დღეს მათ მოვუწოდო ზომიერებისკენ. ემოციები უნდა ვმართოთ და უნდა ვიყოთ თავდაჯერებულები, იმიტომ, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქის გაბრაზება დღეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. არაადეკვატური ადამიანების შესახებ კომენტარების გაკეთებას აზრი არ აქვს, მარტივი მიზეზის გამო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება ვეტოს პირობებში, რა თქმა უნდა, ვეტოს ეტაპზე ქვეყანა ამ კანონისგან უნდა დავიცვათ, მაგრამ ეფექტი ამ კანონის მიღების ქვეყანამ უკვე მიიღო, ქვეყანა უკვე დაზიანდა, ეს კანონი ჯერ დღეს დაამტკიცეს, მაგრამ გუშინ, გუშინწინ და კიდევ უფრო ადრე "ოცნება" ამ კანონს ფაქტობრივად უკვე ახორციელებდა, როდესაც ძალადობდნენ ახალგაზრდებზე აბსოლუტურად უმიზეზოდ ქუჩაში... ამიტომ „ოცნება“ ახლა იმისთვის, რომ ბუნდოვანება დატოვოს, უბრალოდ იტყუება. ეს არის მიდგომა, რომელსაც ისინი ხშირად იყენებენ, ძალიან კარგად ვიცი ეს როგორ ხდება. ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ ხვალ რა დავალებას მიიღებენ, იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს აკეთებს, ამიტომ აქ რაიმე გონიერი ან ადეკვატური ანალიზის რესურსი აღარ არსებობს. აქ ერთადერთი გამოსავალია ამ კანონის გაწვევა, ამ კანონის უკან წაღება, გამოსვლა საქართველოს მოქალაქეების წინ და თქმა, რომ - ბოდიში, შეგვეშალა. ბოდიში მოუხადონ იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ასე ექცევიან. ქართულ პოლიტიკაში ფულის და მევახშეობის დრო უნდა დასრულდეს, სხვანაირად ჩვენ ყოველთვის ვიქნებით დამოკიდებული ოლიგარქებზე ან იმ ადამიანებზე, რომლებსაც უნდათ, რომ სხვა ოლიგარქი ჩაანაცვლონ და უფრო კეთილი ოლიგარქები გახდნენ. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანას მივცეთ იმის შესაძლბელობა, რომ გააკეთოს სწორი და რაც მთავარია, სამართლიანი არჩევანი. ყველამ თავის ფინანსურ დავებს თვითონ მიხედოს, სახელმწიფოს ფინანსურ დავებში ნუ რევენ, განსაკუთრებით ისეთ ფინანსურ დავებს, რომელიც წარმოიშვა როდესაც ისინი კერძო პირები და ბიზნესმენები იყვნენ. არჩევნები არის ჩემი ღრმა რწმენით ყველაზე სწორი და ერთადერთი სამართლიანი გზა იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც უკვე დასრულებულია, საბოლოოდ გავისტუმროთ. მესმის, რომ არჩევნებამდე ჯერ კიედვ 5 თვეა დარჩენილი, მაგრამ მერწმუნეთ, ის გულწრფელი გაბრაზება და ენერგია ახალგაზრდების, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებშია, არჩევნებამდე კი არა, საქართველოს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებამდეც გაგრძელდება, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს უკვე ესმით, რომ ისინი ევროპელები არიან, ისინი ფასეულობებით, ღირებულებებით ევროპელები არიან და ვიღაც ცდილობს ისინი დააბრუნოს ყველაზე ბნელ პოსტსაბჭოთა ეპოქაში. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ბოიკოტს, მაშინ, როცა ეს აუცილებელი და საჭირო იქნება, ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს და ვეტოს ინტერესებს საქართველოს პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ის პოლიტიკური ძალები და პარტიები, რომლებმაც ბოიკოტზე ისაუბრეს, ისინი შემოგვიერთდებიან საქართველოს პარლამენტში ვეტოს და საქართველოს პრეზიდენტის დასაცავად. დღეს ყველა ჩვენგანისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეროვნული დონის ამოცანაა დავიცვათ ჩვენი შვილების ევროპული მომავალი, იმ შვილების, რომლებიც დღეს უკვე ევროპელები არიან და საქართველოს ქუჩებში დგანან. "ოცნება" გახდა ის ძალა, რომელსაც ვერ წარმოუდგენია როგორ შეიძლება მართო ქვეყანა ისე, თუ სრულად არ აკონტროლებ პარლამენტს, თუ არ გაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მაშინ, როდესაც ხედავ, რომ შენ უბრალოდ აღარ გაქვს ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ატყუებ შენს მოქალაქეებს, თავს ესხმი და ძალადობ მათზე, მაშინ, როდესაც ხვდები, რომ შენი ლეგიტიმაცია აღარ არის საკმარისი, იმისითვის, რომ ერთპიროვნულად მართო ქვეყანა, მერე გამოგყავს პოლიცია ქუჩებში, სპეციალური დანიშნულების ძალები და აპირისპირებ ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეებს პოლიციასთან. მე არ მოგიწოდებთ თქვენ ფორმიან ადამიანებს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ასეთ დავალებებს, მე მოგიწოდებთ, ემსახუროთ და დაიცვათ პირველ რიგში თქვენი სახელმწიფოს და თქვენი მოქალაქეების ინტერესი, ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოება." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/800763495329079/
  28. გმირთა მოედანზე დააკავეს მომიტინგეები, რომლებმაც გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ არაერთი მოქალაქე ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომობილებში და წაიყვანა. გმირთა მოედანზე ათეულობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე რჩება ანტირუსული აქციის მონაწილეთა ნაწილი. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გმირთა მოედანზე დაკავებების შესახებ, რუსთაველზე შეკრებილთა ნაწილი ამ მიმართულებით დაიძრა. ვიდეო: ტვ პირველი ნეტგაზეთი
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...