Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერონიკა ბილკოვა განმარტავს, რა განსხვავებაა „უცხოური აგენტების“ ორი ტიპის კანონმდებლობას შორის და რატომ განეკუთვნება ქართული კანონი რუსულ ჯგუფს. ბილკოვამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოზე დებატები გაიმართა. ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის ორი ტიპი, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთში ერევათ. „ერთი მიემართება სუბიექტებს, რომლებიც უცხოური აქტორის (ძალის) მითითებით ან კონტროლით მოქმედებენ. ეს იგივეა, რაც ლობიზმის კანონმდებლობა. ამერიკული Fara არის ასეთი კანონის მაგალითი. მეორე მხრივ, არის კანონები, რომლებიც მიემართება სუბიექტებს უბრალოდ იმის გამო, რომ ეს სუბიექტი იღებს დაფინანსების ნაწილს საზღვარგარეთიდან. ასეთი კანონები ამოქმედა მაგალითად რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში და კრიტიკულად იქნა შეფასებული ვენეციის კომისიისა და სხვადასხვა ევროპული სასამართლოების მიერ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩათვლით. ქართული კანონი ამ მეორე ტიპს განეკუთვნება“, — განაცხადა ბილკოვამ. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას ახდებს და შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან. „ეს კანონი უნდა გაუქმდეს ან არ უნდა იქნას მიღებული ვეტოს შემდეგ“, — განაცხადა ბილკოვამ. თუ საქართველოს აქვს მონაცემები, რომ მართლაც არიან სუბიექტები, რომლებიც უცხოური ძალის დირექტივით მოქმედებენ და ლობიზმის ქართული კანონმდებლობა არ არის სრულყოფილი, ბილკოვას თქმით, ვენეციის კომისიას შეუძლია, საქართველოს კანონმდებლობის დახვეწაში დაეხმაროს. ნეტგაზეთი
  3. „თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ,” – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა. ინფორმაციას X-ზე ჟურნალისტი ალექს რაფოღლუ ავრცელებს. ო’ბრაიენის თქმით, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები, „კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სტიგმატიზაციას სწორედ იმ ჯგუფების, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მოემზადოს მისი ევროპული და ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისთვის, ასევე ძალადობა მოქალაქეებზე, პარტნიორებს უჩენს კითხვას – „დაინტერესებულია თუ არა დღევანდელი ხელმძღვანელობა წინსვლისკენ”. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჟურნალისტთან აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს და ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში, თუმცა საქართველოს ნაბიჯები საპირისპიროა, შესაბამისად, მათი პოლიტიკა „ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ იცვლება. ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს იძულება, ო’ბრაიენი ამბობს, რომ არ არის. მას მაგალითად ფეხბურთის მატჩში მონაწილეობის სურვილი მოჰყავს. ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში 14 მაისს იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა მთავრობის წევრებთან, პრეზიდენტთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პუბლიკა
  4. „ერთხმად ვეუბნებით არას რუსულ რეჟიმს და ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც შეცვლის ქვეყნის დასავლურ კურსს და რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნებს”, – ქართული მუსიკალური სივრცეები, ფესტივალები და კოლექტივები საერთო განცხადებას ავრცელებენ. ხელმომწერები: 2702 Meetings (Kutaisi) / 303Hz / 4GB /ABSEA Radio (Batumi) /Ambient.ge / Aprili /Aqtushetii (Tusheti) / Arteria / Atoms Audio / Bassiani / Bjaminoli (Zugdidi) / Black Dog (Gudauri)/ Bloom Music / BUDE (Kutaisi)/ Café Gallery / CES / CES Records / .clime (Batumi) / Close Encounters Festival/აქტუალური მისუკოს ფესტივალი / Cultural and Creative Industries Union of Georgia / Dancing on Architecture / Decoder Festival / Dedaena Bar / Diaci Community / Didube Records / Drama Radio / Eau de Cologne / Fantastic Planet / Georgian Music Legacy Collection / Georgian Rave Community / GMI Right Management / Harbor – ჰარბორი/ House of Camora / HEKATE / Hydrash / INNERGATED /Jam Session Georgia by Sandro Nikoladze / Khidi / KIBE (Batumi) / Kick / Klara Bar / Komitete / Komorebi / krk (Mestia) / Leftbank / Leno Records / LTFR / Love Bar / Morevi Records / Mozaika / Mind Controlled Rectifier / Mtkvarze / Mutant Radio / Muzame / MZESUMZIRA / Narnari / Nips / Pluto’s Plan / Pluto’s Records / PROFESIO (Rustavi) / Record.ge / Reflector Club (Kutaisi) / Set Festival (Summer Set) / Secret Garden Moves (Batumi) / Sioni HiFi Soundsystem / Small Moves / Stockton Records / Street Poetry Records / Success Bar / Sync Music Academy / Tape Magazine / Tbili orgia / Tbilisi Open Air / Tela Festival / Tempo Radio / TES club / TKESHI Festival / Trade Union Musicians in Georgia/ TRANSFORMA / Traphouse / TREEBAL / Tsa Music / Twin Peaks (Mestia) / Vodkast Records / White Rabbit / Wings Of Desire / Zeche. Tbilisi / Zenaari პუბლიკა
  5. ბევრი ევროკომისარია და ხშირად ისინი უპასუხისმგებლო სისულელეს ამბობენ, რაც მწუხარებას იწვევს, - ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, სატელეფონო საუბარში მას ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა. „არ შემიძლია იმის კომენტირება, თუ რა თქვა რომელიღაცა ევროკომისარმა. იქ ბევრი ევროკომისარია, ისინი მუდამ იცვლებიან და რაღაც სისულელეებს ამბობენ. ხოლო თუ ეს ისეა, როგორც თქვენ თქვით, პოლიტიკური სისულელის გარდა ამას ვერაფერს დავარქმევ. ეს უბრალოდ განსარისხებელია. სამწუხაროდ, საშუალო რანგის ჩინოსნების უპასუხისმგებლობა, განსაკუთრებით აი ამ მიმართულებით, იზრდება, ჩვენც ხშირად გვხვდება ეს. ეს მხოლოდ მწუხარებას იწვევს," - განაცხადა პუტინმა. იპნ
  6. სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობა იქნებოდა პერსონალიზებული, - ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას. პარტია ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. პარტია „საქართველოსთვის“ შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვედრი იქნება მძიმე, ხოლო ფასი, რომლის გადახდაც მოუწევთ, დიდი. „ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა წყალს გაატანეთ ყველა მიღწევა, რაც ამ პარტიის მმართველობის წლებში იქნა მიღწეული. ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულის და ძალაუფლების დასაცავად მოქმედებს, ვერ დაგიცავთ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი რეაქციისგან და ქართველი ხალხის რისხვისგან, რომელიც თავისუფლებისთვის და ცივილიზებულ სახელმწიფოთა კავშირში ინტეგრაციისთვის იბრძვის. ვერც თქვენ შეძლებთ, ხელის გაშვერას მხოლოდ ივანიშვილისკენ. ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, გაიწვიოთ კანონი და უარი თქვათ ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე: ეს აღარ გეხებათ მხოლოდ თქვენ, ამ ყველაფრით თქვენ ჩვენი შვილების მომავალსაც უქმნით საფრთხეს და ანგრევთ ყველაფერს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა აშენა, რისთვისაც იბრძოლა, ხშირად საკუთარი შვილების სიცოცხლის ფასად და რასაც მიაღწია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ხვედრი იქნება მძიმე, ხოლო ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ იქნება დიდი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია“,- აღნიშნულია პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. ipn
  7. სენატორი ჯინ შაჰინი წერს, რომ მისი კანონპროექტი [„ქართველი ხალხის აქტი”] კიდევ ერთხელ დაადასტურებს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ. წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ შესაძლო ინიციირების პარალელურად, საქართველოსთან დაკავშირებული მსგავსი პროექტის ინიციატივის წარდგენა იგეგმება აშშ-ის სენატშიც. „ქართველი ხალხის აქტის“ ინიციატორები, რომელიც, ერთი მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს, მეორე მხრივ კი, ქართველი ხალხის მხარდაჭერას მოიცავს, სენატორები – ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არიან. კანონპროექტი შექმნის ჩარჩოს, რათა პასუხი აგონ იმ პირებმა, რომებიც პასუხისმგებელია კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის“ დაწინაურებასა, ან მისი მიღების ხელშეწყობაზე. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, „რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს“. publika
  8. თბილისში დღეს აქცია და მარში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „თავისუფლების მარში“ გაიმართება და შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ (გულუას ქუჩა) გადაინაცვლებენ. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მშვენიერაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, პროტესტის მონაწილეები ყველა დაკავებულსა და დაზარალებულს სოლიდარობას გამოუცხადებენ. „დღევანდელი აქცია, არის შსს-მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანების სოლიდარობისთვის და მათ მიერ სასტიკად ნაცემი ადამიანებისთვის. ამიტომ, ამ მარშით გვინდა ჩვენ სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ. ბოლო კვირების განმავლობაში, ვინც აქციების დროს რაიმე სახის დაზიანება მიიღო ან და დაკავებულია, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ და იბრძოლებენ მათი უფლებების დასაცავად. ჩვენ, ასევე ვიზრუნებთ, რომ ამ ადამიანების მიმართ დაკისრებული უკანონო ჯარიმები იყოს გადახდილი, რომ ეს მათ ტვირთად არ დააწვეთ. დღევანდელი აქცია, რა თქმა უნდა, იქნება კვლავ არაძალადობრივი, კონკრეტული მესიჯებითა და გზავნილებით გაჯერებული. რაც შეეხება პროპაგანდას, ადამიანების რაღაც ნაწილში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შსს-სთან არ შეიძლება აქციის ჩატარება, მაგრამ ეს ასე არ არის. კანონით დაწესებულია დისტანცია - აქციასა და შსს-შენობას შორის, რომელიც 20 მეტრს შეადგენს, რომ ხელი არ შეეშალოს შსს-ს ფუნქციონირებას და ამ დისტანციას დავიცავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გვინდა მათ შევახსენოთ, შსს არის და იყო ის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც პოლიციელებს მართავს და სამწუხაროდ, ამ დღეებში კანონის მსახურებითა და საქართველოს მოქალაქეების დაცვის მსახურებით არ გამოირჩეოდა. ამიტომ, გვინდა მათ შევახსენოთ, რომ ისინი უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ოლიგარქს“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. თავისუფლების მოედნის პარალელურად, „სტუდენტური მოძრაობის“ წევრები შეკრებას რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე აანონსებენ. მათი ინფორმაციით, რუსთაველის მეტროსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მსვლელობით ასევე შეუერთდებიან „განათლების კოალიციის“ წევრები, რომლებიც დედაენის ბაღში 18:00 საათზე შეიკრიბებიან. ცნობისთვის, პროტესტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულმა და 14 მაისს, პლენარულ სხდომაზე მიღებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა გამოიწვია. სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სტუდენტები და მოქალაქეები მიღებულ კანონს რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ. იპნ
  9. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროკომისას ჯოზეფ ბორელის, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა: „არის შანსი, რომ ევროკავშირმაც დააწესოს აშშ-ის მსგავსი სამოგზაურო შეზღუდვები „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის? ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დასავლელ პარტნიორებთან ზომების გაერთიანება“, – წერს ის სოციალურ ქსელში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს სავიზო შეზღუდვების ახალ პოლიტიკას იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ახალ განცხადებაშია საუბარი – ვის შეეხება კონკრეტულად შეზღუდვა, სია ცნობილი არ არის. პუბლიკა
  10. ივანიშვილი და „ოცნება“ მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აღნიშნავს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სამწუხაროა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ, უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მისვლა. „უაღრესად სამწუხაროა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ, უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მივედით. ივანიშვილი და „ოცნება“ მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ივანიშვილის რეჟიმი ღია კონფრონტაციაში შევიდა საკუთარ ხალხთან და დაჟინებით ანგრევს საქართველოს მიერ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ათწლეულების განმავლობაში, დიდი ძალისხმევით მიღწეულ შედეგებს. ყველა, ვინც მონაწილეობს საქართველოს ევროპული მომავლის და დემოკრატიის განადგურების მცდელობაში, პირადად აგებს პასუხს. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მეგობრები ქართველი ხალხის მხარდამხარ დარჩებიან ავტორიტარიზმის, იზოლაციის და შეზღუდული სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - წერს გიორგი გახარია.
  11. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ორშაბათს, 27 მაისს, გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად წერია „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს განხილვა. პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში შესწორების შეტანა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და შეკითხვებს დასვამენ პარლამენტის წევრები. ამის შემდეგ კომიტეტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს უყრის, რომლის შედეგებისგან დამოუკიდებლად, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭს უყრიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს (ვეტოს), მისი ჩაგდების შემთხვევაში კი სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტისთვის კიდევ ერთ კენჭისყრაზე ხმის მიცემაა საჭირო (არანაკლებ 76 მომხრე) იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს (საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს). კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს დოკუმენტის ხელმოსაწერად. თუკი ამ ვადაში მან კანონს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ პრეზიდენტის ვეტოს პლენარულ სხდომაზე მომავალ (28-31 მაისის) სასესიო კვირაში წარადგენენ. პაპუაშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს. 23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა თქვა, რომ ვეტოს დაძლევის საკითხი პლენარულ სხდომაზე 28 მაისს განიხილება. ასევე ნახეთ დიახ, წაკითხული გვაქვს „აგენტების კანონი“ - დეტალურად, რა მოხდება, თუ ვეტოს დაძლევენ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო 18 მაისს დაადო. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს. საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს პროცედურის გამოყენებით კანონპროექტს მხოლოდ ერთი წინადადება დაამატა: „ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში.“ ასევე ნახეთ „კანონის გაუქმება არის უალტერნატივო“ - კიდევ რას ამბობს პრეზიდენტის ვეტო? ასევე ნახეთ მილერი: პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”. ასევე ნახეთ აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის. ასევე ნახეთ ბრიუსელში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მსჯელობენ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდების და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. radio tavisupleba
  12. თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი განაცხადა. დიპლომატიური უწყების პრეს-სპიკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე ვაშინგტონის შეშფოთების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ის მეგობრობაა, რაც ამერიკასა და საქართველოს ათწლეულებია აკავშირებს. „ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ ამ კანონით. ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ჩვენს ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომელსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ. სწორედ ამიტომ, როდესაც ვხედავთ ამის მსგავს უკან გადადგმულ ნაბიჯს, როცა ვხედავთ, რომ იღებენ კანონს, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ეფუძნება რუსეთში [არსებულ] კანონებს, რომელთა მხარდამჭერი მოქმედებებიც სწორედ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნებისგან გვინახავს, ეს ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაშფოთებს. სერიოზულად შეშფოთებული არაა მხოლოდ შეერთებული შტატები და არა მხოლოდ ევროპული საზოგადოების წევრები, არამედ უპირველესად, ქართველი ხალხი. ამას დაინახავთ, თუ შეხედავთ საქართველოს ქუჩებში ოპოზიციის, პროტესტის ნაკადს.... ყოველ ეჭვგარეშე, თუკი საქართველო გადადგამს ამ ნაბიჯს, თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე. ამას ექნება შედეგი სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და საბოლოოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე“, - განაცხადა მილერმა. იპნ
  13. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ცოლს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. იპნ
  14. საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეხება. ამის შესახებ ეუთო/ოდირის დირექტორმა მატეო მეკაჩიმ თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა. მის განცხადებას ეუთოს პრესსამსახური ავრცელებს. “სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და შეკრების თავისუფლება ბევრი სხვა ადამიანის უფლების ფუნდამენტია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, მათ შორის არჩევნების დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის, ნებისმიერი ახალი მოთხოვნა გამართლებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან. ფართო კანონპროექტი, რომელიც ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც ფინანსურ დახმარებას იღებს საზღვარგარეთიდან, უცხოური ძალების ინტერესების წარმომადგენლად მონიშვნა ძირს უთხრის შეკრების თავისუფლების უფლებას”,- განაცხადა მეკაჩიმ. აღინიშნება, რომ თბილისში ვიზიტის დროს მატეო მეკაჩიმ შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, ისევე როგორც უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. იპნ
  15. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. ენტონი ბლინკენი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. "დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, თავიანთი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადახედვისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას”, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  16. სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის“ კანონი, რომელიც ჩაახშობს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელებას, მოახდენს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზებას, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებაზე. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს წინააღმდეგობა კანონის მიმართ, ჩვენ ვნახეთ მშვიდობიანი განსხვავებული აზრის ჩასახშობად დაშინებისა და ძალადობის აშკარა ნიშნები. როგორც „ეროვნული უსაფრთხოების კანონი“, ასევე რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური უთანხმოების ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს - რაც ასახულია მის კონსტიტუციაში - ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში. ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. „აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიის მიმართ ხანგრძლივი და ფუნდამენტურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ნებისმიერი, ვინც ძირს გამოუთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში - მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მის განმავლობაში და შემდეგ - შეიძლება აღმოჩნდეს ამ პოლიტიკის მიხედვით, შეუსაბამო აშშ-ის ვიზის მისაღებად და აეკრძალოს შეერთებულ შტატებში გამგზავრება. ეს შეზღუდვები შესაძლოა შეეხოთ ამ პირთა უშუალო ოჯახის წევრებსაც. დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, თავიანთი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადახედვისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას”. სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ემორჩილება „იმიგრაციისა და ეროვნული აქტის“ 212 (a)(3)(C) პუნქტს და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს განახორციელოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკური პირებისთვის, იქნება ეს ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, ისევე როგორც ასეთი პირების ოჯახის წევრები, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, მათ შორის ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, რათა ხელი შეუშალონ სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელებას“, -აღნიშნულია განცხადებაში. ჯერჯერობით უცნობია, ინდივიდების სია, რომლებზეც შეზღუდვები გავრცელდება. იპნ
  17. დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი X-ზე წერს. „როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა. ჩვენ, შეერთებული შტატები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი“, - აცხადებს ბასი. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, შეზღუდვები ასევე გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზე. ასევე ბლინკენის განცხადების თანახმად, აშშ იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იპნ
  18. Yesterday
  19. ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ვარჰეი წუხილს გამოთქვამს, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული. კერძოდ, როგორც ვარჰეი აცხადებს, სლოვაკეთის ტრაგიკული შემთხვევა საქართველოს პრემიერთან საუბარში მოყვანილ იქნა მაგალითად, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოაგდოება პოლარიზაციის მაღალმა დონემ თუნდაც ევროპაში. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული. როგორც ევროკომისარი, რომელიც სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ჩემი პოზიციისთვის შესაბამისი ქვეყნების მთავრობების ოფიციალურ პირებთან მუდმივ კონტაქტში ვარ, ვინაიდან, საკომუნიკაციო ხაზები ყოველთვის ღია უნდა იყოს პოლიტიკური აზრების პირდაპირი გაცვლისთვის. საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, დიდ ძალისხმევას ვდებდი იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა არ მიეღოთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირისკენ გზას. ქართული საზოგადოების ძლიერი პროევროპული სენტიმენტების სრულიად გააზრებით, ჩემი სატელეფონო საუბრის დროს საჭიროდ ჩავთვალე პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც უფრო გაღრმავებულ პოლარიზაციამდე და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარებამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ მიიყვანოს საზოგადოება, თუნდაც ევროპაში. კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ სრულიად ამოიღეს კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებას ისეთი ფორმით წარუდგინეს, რომელიც ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულ არასწორ ინტერპრეტაციას გამოიწვევს. კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, არ მიიღონ ეს კანონი. ამას ასევე ვითხოვ როგორც საქართველოს კარგად ცნობილი და პატივცემული მეგობარი. ვაგრძელებ საქართველოს ევროპული მომავლისკენ მუშაობის მხარდაჭერას”, - წერს ვარჰეი. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა. „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. ipn
  20. საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. შოთაძის განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. მისი თქმით, ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა. "მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით. მეხუთე წელი მიდის, რაც საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მიკავია, ხოლო ზოგადად საჯარო სამსახურში 2005 წლიდან ვმუშაობ. ჩემთვის უდიდესი პატივია ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ვამაყობ იმ წვლილით, რაც ჩემს კოლეგებთან ერთად ამ წლების განმავლობაში შევიტანეთ პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმების კუთხით პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაძლიერება, რის შედეგადაც საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან გარდაიქმნა დამოუკიდებელ ინსტიტუციად. შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელიც ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატებს, ასევე იბარებს გენერალური პროკურორის საქმიანობის ანგარიშს. ეს ანგარიშები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამდენად ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს დეტალური ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია ინსტიტუციის გამჭვირვალობის კუთხით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული რეფორმები, კონკრეტულად კი პროკურორების და გამომძიებლების სპეციალიზაცია. სწორედ სპეციალიზაცია გახდა მნიშვნელოვანი წარმატების წინაპირობა მთელი რიგი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაში, მაგალითად ტრანსნაციონალური დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ქალთა მიმართ და სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს ხელშესახები შედეგები, რასაც მოწმობს ევროჯასტის ფარგლებში, სხვადასხვა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად თბილისში ჩატარებული არაერთი წარმატებული ოპერაცია, რაც არაერთხელ გახდა ევროჯასტის მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნის და შექების საგანი. რა თქმა უნდა, ეს შედეგები და მიღწევები რომლებზეც კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო და რომლებიც დეტალურად არის ასახული ჩემს ანგარიშებში არ იქნებოდა, რომ არა პროკურატურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და ყოველდღიური თავდადება. დიდი მადლობა მათ ამ მონდომებისთვის, გვერდში დგომისთვის. მადლობა ჩემს კოლეგებს არაერთი წარმატებული პროექტისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას პროკურატურის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  21. აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, სასანქციო კანონპროექტს სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატი) და ჯიმ რიში (რესპუბლიკელი) წარადგენენ, იგი მიმართული იქნება საქართველოს უმაღლესი დონის პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ევროკავშირისკენ გზისთვის ძირის გამოთხრაში. “ქართველი ხალხის კანონი” (Georgian People’s Act) 23 მაისს იქნება წარდგენილი. კერძოდ, Politico წერს, რომ სენატის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოგზაურო აკრძალვებს და სხვა სანქციებს ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან “ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლისთვის” და “კორუფციისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და უცხოური აგენტების კანონის წინ წაწევისთვის ან მისი მიღებისთვის ხელშეწყობაში”. კანონპროექტი ასევე მოითხოვს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის პერმანენტულ შეჩერებას, რომლის საშუალებითაც ქვეყნები ერთად მუშაობდნენ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე. Politico-ს თანახმად, “ქართული ოცნების” ოფიციალური პირების სამიზნეში ამოღების გარდა, ორპარტიული კანონპროექტი, ასევე, მოითხოვს მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას “საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდაჭერაზე” და ქვეყანაში “მავნე უცხოურ გავლენებზე” კვლევების დაწყებაზე. იპნ
  22. ლევან გოგიჩაიშვილი- გენერალური პროკურორის გადადგომაზე, გაერთიანებებზე და კობახიძის განცხადებაზე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1109037237020891/
  23. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მზად არის იმისათვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს და ამას ძალიან კარგად ხედავს ივანიშვილი. ინსტიტუციების ხელში ჩაგდებით, თავისი თოჯინების გამოცვლით, ვადების განახლებით, თითქოს ამით მიაღწევს სასურველ შედეგს, მაგრამ ვერ მიაღწევს, იმიტომ, რომ ამას აჩვენებს კვლევები, საზოგადოებრივი პროტესტი და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ივანიშვის ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის არას. ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/476040451485956/
  24. “ოცნება” გადაიქცა კოშმარულ ზღაპრად, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ებრძვის და აშინებს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, იმ დონეზე არიან უკვე ევროპელები, რომ მათ ესეთი ბოროტი ზღაპრებით ვერ შეაშინებ. ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7287986694662654/
  25. გამარჯობა, ქართული კომპანიები მითხარით რა რომლებიც უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით მუშაობენ
  26. გამარჯობა, თელმიკოს გადასახადს რომელი საიტიდან იხდით ხოლმე?
  27. გამარჯობა, რომელი ბანკიდან ჯობია ავტო სესხის აღება, სადაა შედარებით დაბალი პროცენტი?
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...