Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. თბილისში დღეს აქცია და მარში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „თავისუფლების მარში“ გაიმართება და შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ (გულუას ქუჩა) გადაინაცვლებენ. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მშვენიერაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, პროტესტის მონაწილეები ყველა დაკავებულსა და დაზარალებულს სოლიდარობას გამოუცხადებენ. „დღევანდელი აქცია, არის შსს-მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანების სოლიდარობისთვის და მათ მიერ სასტიკად ნაცემი ადამიანებისთვის. ამიტომ, ამ მარშით გვინდა ჩვენ სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ. ბოლო კვირების განმავლობაში, ვინც აქციების დროს რაიმე სახის დაზიანება მიიღო ან და დაკავებულია, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ და იბრძოლებენ მათი უფლებების დასაცავად. ჩვენ, ასევე ვიზრუნებთ, რომ ამ ადამიანების მიმართ დაკისრებული უკანონო ჯარიმები იყოს გადახდილი, რომ ეს მათ ტვირთად არ დააწვეთ. დღევანდელი აქცია, რა თქმა უნდა, იქნება კვლავ არაძალადობრივი, კონკრეტული მესიჯებითა და გზავნილებით გაჯერებული. რაც შეეხება პროპაგანდას, ადამიანების რაღაც ნაწილში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შსს-სთან არ შეიძლება აქციის ჩატარება, მაგრამ ეს ასე არ არის. კანონით დაწესებულია დისტანცია - აქციასა და შსს-შენობას შორის, რომელიც 20 მეტრს შეადგენს, რომ ხელი არ შეეშალოს შსს-ს ფუნქციონირებას და ამ დისტანციას დავიცავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გვინდა მათ შევახსენოთ, შსს არის და იყო ის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც პოლიციელებს მართავს და სამწუხაროდ, ამ დღეებში კანონის მსახურებითა და საქართველოს მოქალაქეების დაცვის მსახურებით არ გამოირჩეოდა. ამიტომ, გვინდა მათ შევახსენოთ, რომ ისინი უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ოლიგარქს“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. თავისუფლების მოედნის პარალელურად, „სტუდენტური მოძრაობის“ წევრები შეკრებას რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე აანონსებენ. მათი ინფორმაციით, რუსთაველის მეტროსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მსვლელობით ასევე შეუერთდებიან „განათლების კოალიციის“ წევრები, რომლებიც დედაენის ბაღში 18:00 საათზე შეიკრიბებიან. ცნობისთვის, პროტესტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულმა და 14 მაისს, პლენარულ სხდომაზე მიღებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა გამოიწვია. სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სტუდენტები და მოქალაქეები მიღებულ კანონს რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ. იპნ
  3. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროკომისას ჯოზეფ ბორელის, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა: „არის შანსი, რომ ევროკავშირმაც დააწესოს აშშ-ის მსგავსი სამოგზაურო შეზღუდვები „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის? ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დასავლელ პარტნიორებთან ზომების გაერთიანება“, – წერს ის სოციალურ ქსელში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს სავიზო შეზღუდვების ახალ პოლიტიკას იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ახალ განცხადებაშია საუბარი – ვის შეეხება კონკრეტულად შეზღუდვა, სია ცნობილი არ არის. პუბლიკა
  4. ივანიშვილი და „ოცნება“ მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აღნიშნავს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სამწუხაროა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ, უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მისვლა. „უაღრესად სამწუხაროა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ, უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მივედით. ივანიშვილი და „ოცნება“ მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ივანიშვილის რეჟიმი ღია კონფრონტაციაში შევიდა საკუთარ ხალხთან და დაჟინებით ანგრევს საქართველოს მიერ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ათწლეულების განმავლობაში, დიდი ძალისხმევით მიღწეულ შედეგებს. ყველა, ვინც მონაწილეობს საქართველოს ევროპული მომავლის და დემოკრატიის განადგურების მცდელობაში, პირადად აგებს პასუხს. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მეგობრები ქართველი ხალხის მხარდამხარ დარჩებიან ავტორიტარიზმის, იზოლაციის და შეზღუდული სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - წერს გიორგი გახარია.
  5. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ორშაბათს, 27 მაისს, გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად წერია „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს განხილვა. პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში შესწორების შეტანა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და შეკითხვებს დასვამენ პარლამენტის წევრები. ამის შემდეგ კომიტეტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს უყრის, რომლის შედეგებისგან დამოუკიდებლად, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭს უყრიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს (ვეტოს), მისი ჩაგდების შემთხვევაში კი სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტისთვის კიდევ ერთ კენჭისყრაზე ხმის მიცემაა საჭირო (არანაკლებ 76 მომხრე) იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს (საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს). კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს დოკუმენტის ხელმოსაწერად. თუკი ამ ვადაში მან კანონს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ პრეზიდენტის ვეტოს პლენარულ სხდომაზე მომავალ (28-31 მაისის) სასესიო კვირაში წარადგენენ. პაპუაშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს. 23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა თქვა, რომ ვეტოს დაძლევის საკითხი პლენარულ სხდომაზე 28 მაისს განიხილება. ასევე ნახეთ დიახ, წაკითხული გვაქვს „აგენტების კანონი“ - დეტალურად, რა მოხდება, თუ ვეტოს დაძლევენ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო 18 მაისს დაადო. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს. საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს პროცედურის გამოყენებით კანონპროექტს მხოლოდ ერთი წინადადება დაამატა: „ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში.“ ასევე ნახეთ „კანონის გაუქმება არის უალტერნატივო“ - კიდევ რას ამბობს პრეზიდენტის ვეტო? ასევე ნახეთ მილერი: პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”. ასევე ნახეთ აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის. ასევე ნახეთ ბრიუსელში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მსჯელობენ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდების და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. radio tavisupleba
  6. თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი განაცხადა. დიპლომატიური უწყების პრეს-სპიკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე ვაშინგტონის შეშფოთების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ის მეგობრობაა, რაც ამერიკასა და საქართველოს ათწლეულებია აკავშირებს. „ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ ამ კანონით. ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ჩვენს ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომელსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ. სწორედ ამიტომ, როდესაც ვხედავთ ამის მსგავს უკან გადადგმულ ნაბიჯს, როცა ვხედავთ, რომ იღებენ კანონს, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ეფუძნება რუსეთში [არსებულ] კანონებს, რომელთა მხარდამჭერი მოქმედებებიც სწორედ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნებისგან გვინახავს, ეს ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაშფოთებს. სერიოზულად შეშფოთებული არაა მხოლოდ შეერთებული შტატები და არა მხოლოდ ევროპული საზოგადოების წევრები, არამედ უპირველესად, ქართველი ხალხი. ამას დაინახავთ, თუ შეხედავთ საქართველოს ქუჩებში ოპოზიციის, პროტესტის ნაკადს.... ყოველ ეჭვგარეშე, თუკი საქართველო გადადგამს ამ ნაბიჯს, თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე. ამას ექნება შედეგი სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და საბოლოოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე“, - განაცხადა მილერმა. იპნ
  7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ცოლს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. იპნ
  8. საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეხება. ამის შესახებ ეუთო/ოდირის დირექტორმა მატეო მეკაჩიმ თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა. მის განცხადებას ეუთოს პრესსამსახური ავრცელებს. “სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და შეკრების თავისუფლება ბევრი სხვა ადამიანის უფლების ფუნდამენტია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, მათ შორის არჩევნების დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის, ნებისმიერი ახალი მოთხოვნა გამართლებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან. ფართო კანონპროექტი, რომელიც ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც ფინანსურ დახმარებას იღებს საზღვარგარეთიდან, უცხოური ძალების ინტერესების წარმომადგენლად მონიშვნა ძირს უთხრის შეკრების თავისუფლების უფლებას”,- განაცხადა მეკაჩიმ. აღინიშნება, რომ თბილისში ვიზიტის დროს მატეო მეკაჩიმ შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, ისევე როგორც უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. იპნ
  9. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. ენტონი ბლინკენი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. "დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, თავიანთი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადახედვისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას”, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  10. სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის“ კანონი, რომელიც ჩაახშობს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელებას, მოახდენს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზებას, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებაზე. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს წინააღმდეგობა კანონის მიმართ, ჩვენ ვნახეთ მშვიდობიანი განსხვავებული აზრის ჩასახშობად დაშინებისა და ძალადობის აშკარა ნიშნები. როგორც „ეროვნული უსაფრთხოების კანონი“, ასევე რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური უთანხმოების ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს - რაც ასახულია მის კონსტიტუციაში - ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში. ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. „აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიის მიმართ ხანგრძლივი და ფუნდამენტურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ნებისმიერი, ვინც ძირს გამოუთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში - მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მის განმავლობაში და შემდეგ - შეიძლება აღმოჩნდეს ამ პოლიტიკის მიხედვით, შეუსაბამო აშშ-ის ვიზის მისაღებად და აეკრძალოს შეერთებულ შტატებში გამგზავრება. ეს შეზღუდვები შესაძლოა შეეხოთ ამ პირთა უშუალო ოჯახის წევრებსაც. დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, თავიანთი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადახედვისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას”. სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ემორჩილება „იმიგრაციისა და ეროვნული აქტის“ 212 (a)(3)(C) პუნქტს და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს განახორციელოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკური პირებისთვის, იქნება ეს ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, ისევე როგორც ასეთი პირების ოჯახის წევრები, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, მათ შორის ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, რათა ხელი შეუშალონ სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელებას“, -აღნიშნულია განცხადებაში. ჯერჯერობით უცნობია, ინდივიდების სია, რომლებზეც შეზღუდვები გავრცელდება. იპნ
  11. დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი X-ზე წერს. „როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა. ჩვენ, შეერთებული შტატები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი“, - აცხადებს ბასი. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, შეზღუდვები ასევე გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზე. ასევე ბლინკენის განცხადების თანახმად, აშშ იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იპნ
  12. Yesterday
  13. ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ვარჰეი წუხილს გამოთქვამს, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული. კერძოდ, როგორც ვარჰეი აცხადებს, სლოვაკეთის ტრაგიკული შემთხვევა საქართველოს პრემიერთან საუბარში მოყვანილ იქნა მაგალითად, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოაგდოება პოლარიზაციის მაღალმა დონემ თუნდაც ევროპაში. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული. როგორც ევროკომისარი, რომელიც სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ჩემი პოზიციისთვის შესაბამისი ქვეყნების მთავრობების ოფიციალურ პირებთან მუდმივ კონტაქტში ვარ, ვინაიდან, საკომუნიკაციო ხაზები ყოველთვის ღია უნდა იყოს პოლიტიკური აზრების პირდაპირი გაცვლისთვის. საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, დიდ ძალისხმევას ვდებდი იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა არ მიეღოთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირისკენ გზას. ქართული საზოგადოების ძლიერი პროევროპული სენტიმენტების სრულიად გააზრებით, ჩემი სატელეფონო საუბრის დროს საჭიროდ ჩავთვალე პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც უფრო გაღრმავებულ პოლარიზაციამდე და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარებამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ მიიყვანოს საზოგადოება, თუნდაც ევროპაში. კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ სრულიად ამოიღეს კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებას ისეთი ფორმით წარუდგინეს, რომელიც ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულ არასწორ ინტერპრეტაციას გამოიწვევს. კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, არ მიიღონ ეს კანონი. ამას ასევე ვითხოვ როგორც საქართველოს კარგად ცნობილი და პატივცემული მეგობარი. ვაგრძელებ საქართველოს ევროპული მომავლისკენ მუშაობის მხარდაჭერას”, - წერს ვარჰეი. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა. „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. ipn
  14. საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. შოთაძის განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. მისი თქმით, ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა. "მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით. მეხუთე წელი მიდის, რაც საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მიკავია, ხოლო ზოგადად საჯარო სამსახურში 2005 წლიდან ვმუშაობ. ჩემთვის უდიდესი პატივია ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ვამაყობ იმ წვლილით, რაც ჩემს კოლეგებთან ერთად ამ წლების განმავლობაში შევიტანეთ პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმების კუთხით პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაძლიერება, რის შედეგადაც საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან გარდაიქმნა დამოუკიდებელ ინსტიტუციად. შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელიც ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატებს, ასევე იბარებს გენერალური პროკურორის საქმიანობის ანგარიშს. ეს ანგარიშები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამდენად ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს დეტალური ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია ინსტიტუციის გამჭვირვალობის კუთხით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული რეფორმები, კონკრეტულად კი პროკურორების და გამომძიებლების სპეციალიზაცია. სწორედ სპეციალიზაცია გახდა მნიშვნელოვანი წარმატების წინაპირობა მთელი რიგი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაში, მაგალითად ტრანსნაციონალური დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ქალთა მიმართ და სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს ხელშესახები შედეგები, რასაც მოწმობს ევროჯასტის ფარგლებში, სხვადასხვა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად თბილისში ჩატარებული არაერთი წარმატებული ოპერაცია, რაც არაერთხელ გახდა ევროჯასტის მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნის და შექების საგანი. რა თქმა უნდა, ეს შედეგები და მიღწევები რომლებზეც კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო და რომლებიც დეტალურად არის ასახული ჩემს ანგარიშებში არ იქნებოდა, რომ არა პროკურატურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და ყოველდღიური თავდადება. დიდი მადლობა მათ ამ მონდომებისთვის, გვერდში დგომისთვის. მადლობა ჩემს კოლეგებს არაერთი წარმატებული პროექტისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას პროკურატურის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  15. აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, სასანქციო კანონპროექტს სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატი) და ჯიმ რიში (რესპუბლიკელი) წარადგენენ, იგი მიმართული იქნება საქართველოს უმაღლესი დონის პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ევროკავშირისკენ გზისთვის ძირის გამოთხრაში. “ქართველი ხალხის კანონი” (Georgian People’s Act) 23 მაისს იქნება წარდგენილი. კერძოდ, Politico წერს, რომ სენატის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოგზაურო აკრძალვებს და სხვა სანქციებს ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან “ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლისთვის” და “კორუფციისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და უცხოური აგენტების კანონის წინ წაწევისთვის ან მისი მიღებისთვის ხელშეწყობაში”. კანონპროექტი ასევე მოითხოვს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის პერმანენტულ შეჩერებას, რომლის საშუალებითაც ქვეყნები ერთად მუშაობდნენ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე. Politico-ს თანახმად, “ქართული ოცნების” ოფიციალური პირების სამიზნეში ამოღების გარდა, ორპარტიული კანონპროექტი, ასევე, მოითხოვს მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას “საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდაჭერაზე” და ქვეყანაში “მავნე უცხოურ გავლენებზე” კვლევების დაწყებაზე. იპნ
  16. ლევან გოგიჩაიშვილი- გენერალური პროკურორის გადადგომაზე, გაერთიანებებზე და კობახიძის განცხადებაზე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1109037237020891/
  17. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მზად არის იმისათვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს და ამას ძალიან კარგად ხედავს ივანიშვილი. ინსტიტუციების ხელში ჩაგდებით, თავისი თოჯინების გამოცვლით, ვადების განახლებით, თითქოს ამით მიაღწევს სასურველ შედეგს, მაგრამ ვერ მიაღწევს, იმიტომ, რომ ამას აჩვენებს კვლევები, საზოგადოებრივი პროტესტი და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ივანიშვის ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის არას. ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/476040451485956/
  18. “ოცნება” გადაიქცა კოშმარულ ზღაპრად, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ებრძვის და აშინებს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, იმ დონეზე არიან უკვე ევროპელები, რომ მათ ესეთი ბოროტი ზღაპრებით ვერ შეაშინებ. ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7287986694662654/
  19. გამარჯობა, ქართული კომპანიები მითხარით რა რომლებიც უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით მუშაობენ
  20. გამარჯობა, თელმიკოს გადასახადს რომელი საიტიდან იხდით ხოლმე?
  21. გამარჯობა, რომელი ბანკიდან ჯობია ავტო სესხის აღება, სადაა შედარებით დაბალი პროცენტი?
  22. გამარჯობა, რომელ ქართულ სამშენებლო კომპანიას აქვს დასრულებული ბინები ჭავჭავაძეზე?
  23. მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, თუ გაქვთ მცირე ბიზნესი და გჭირდებათ საბუღალტრო სერვისი ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ ants.ge-ის
  24. გამარჯობა სად შეიძლება დავდო განცხადება? ვაქირავებ ბინებს დღიურად ბათუმში
  25. Last week
  26. ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე წერს. მისი თქმით, „იგი რუსული კანონია!“ „ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია და დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. იგი რუსული კანონია!“, - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი. შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს. ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. იპნ
  27. MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა, ამის შესახებ რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს კანონპროექტზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა. კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში. კანონპროექტში ჩახედული წყაროს ცნობით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება - მათ შორის სანქციებსა და რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენის საკითხებზე - შესაძლოა მალე გამოცხადდეს MEGOBARI Act-ის მიღების შემთხვევაში. "ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს 'უცხოური აგენტების' კანონპროექტით". წყარო რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ვაშინგტონში ეუბნება, რომ შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც "ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია." ასევე ნახეთ „ოცნებას“ არ სურს, იყოს ვაშინგტონის MEGOBARI რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, აშშ-ის სანქციები ცალკეულ ადამიანებსა და მათ მიერ კონტროლირებად კომპანიებს უკრძალავს აშშ-ის მოქალაქეებთან საქმის დაჭერას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებსა და მათ კომპანიებს უკრძალავს, აწარმოონ ფინანსური ოპერაციები ამერიკულ დოლარში - ყველაზე ფართო სარგებლობის ვალუტაში. წყაროს თქმით, სანქციები მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია და საბანკო კრედიტები და დეპოზიტები დოლარშია გაცემული. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს წახალისებებს, მათ შორის სავაჭრო შეზღუდვების შემცირებას, გამარტივებულ სავიზო რეჟიმსა და ეკონომიკურ მხარდაჭერას. 20 მაისს ორ ამერიკულ გამოცემაში - „პოლიტიკოსა“ (Politico) და „ჰილში“ (The Hill) - გამოქვეყნდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესს მიმდინარე კვირაში წარედგინება კანონპროექტი - MEGOBARI აქტი. კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act) კანონპროექტი სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა შეიტანა წარმომადგენელთა პალატაში. ასევე ნახეთ ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებისთვის კონგრესმენი ვილსონი კანონპროექტს წარადგენს მსგავსი შინაარსის აქტის შეტანას ელიან კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც. ჯო ვილსონის კანონპროექტი ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა კონგრესმენი ადასტურებს, რომ შინაარსი ისეთია, როგორზეც მედია წერს. კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და ჯოხს“ - მოიცავს სამხედრო დახმარებას და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც და სანქციებსა და ურთიერთობების ძირფესვიან გადახედვასაც. შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი - MEGOBARI - „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება. „ქართული ოცნება“ აქტის მიღების პერსპექტივას „ძალზე ბუნდოვანს“ უწოდებს, წინმსწრებად ამბობს უარს „აგენტების კანონის“ გაწვევასა და უკან დახევაზე, შტატებს კი შანტაჟში ადანაშაულებს და ეუბნება: „საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს.“ „აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". სამივე მოსმენით მიღებული "აგენტების კანონი", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. რადიო თავისუფლება
  28. თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი. საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი. ჩვენ ომიც გამოგვივლია და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ის დამოკიდებულება, რასაც საქართველო უკანასკნელი კვირებისა და თვეების განმავლობაში ხედავს, არ არის მეგობრობა და არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. „საქართველო იყო პირველი ქვეყანა, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, სადაც გამოვიდა ხალხი და გააკეთა თავისი გასაკეთებელი და სხვა ქვეყნებმაც გადადგან ნაბიჯი და გააკეთონ თავისი გასაკეთებელი. არაერთი ომი გამოგვივლია და საერთაშორისო მისიებში მიგვიღია მონაწილეობა, არაფერზე უკან არ დაგვიხევია, მაგრამ ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში, ეს არ არის მეგობრობა, ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობები და ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს. რომ გამოდიოდით, თქვე დალოცვილებო და მოგვიწოდებდით სანქციებს მიუერთდითო, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო, ამ ყველაფერს გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო, ეს მოგონილი ხომ არ არის, თქვენ არ იყავით, რომ მოგვიწოდებდით ამ ყველაფერს? თქვენ არ იყავით სააკაშვილის გამოშვებას რომ ითხოვდით და გვეუბნებოდით, თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, ესე იგი ევროპულ ღირებულებებს ვშორდებოდით თითქოს? ეს არის დემოკრატია, ეს არის ევროპულობა ? თქვენ ხართ პირველები, ვინც დისკრედიტაციას უწევთ ევროპას და ევროპულ მომავალს, თქვენი განცხადებებით. რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთ ქვეყნის, ანტისამთავრობო მიტინგზე რომ გამოვიდა, ეს არის ნორმალური? ეს არის ჩვენი თავმოყვარეობა? აბა ერთი ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში გაეკეთებინათ, რა ბედი ეწეოდა იმ საგარეო საქმეთა მინისტრს! თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და თქვენს ქვეყანაში მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით და დაანებეთ თავი. ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა და მშვიდობის შენარჩუნება, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები, გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობა. ამისთვის საქართველო მზად არის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომ ახლა ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცის ინტერესებისთვის და აქ იგივე ვითარება და მდგომარეობა იყოს, რაც უკრაინაში ხდება, არ გამოვა ეს, მეგობრებო! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და ვიცით, რამხელა უბედურება შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ომმა. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები და დღესაც უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ 2008 წლის ომის შემდეგ. აღარ გვინდა არც თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, თქვენც გიფრთხილდებით. რა თქმა უნდა, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ ამ ქვეყნის ინტერესს, მაგრამ იცოდეთ ყველამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიმეგობროთ, მზად ვართ იმისთვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები იყოს და პარტნიორობა იყოს. დაგვანახეთ, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით და ვიმეორებ, რომ, რა თქმა უნდა, ამ კანონის საჭიროებაც არ იქნება.“- განაცხადა კახა კალაძემ. იპნ
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...