იღებს თუ არა განათლების მინისტრი პასუხისმგებლობას საგანმანათლებლო სივრცეებში მიმდინარე ძალადობასა და ამ სივრცეებში მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ ?!
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1000977931635091/
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლისის თვეში დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე შეიცვლება საავტომობილო მოძრაობის სქემაც.
აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციების შედეგად, მოსკოვის ბირჟას (MOEX.MM) ევროსა და დოლარით ვაჭრობის გაჩერება მოუწია. ოთხშაბათს აშშ-მა გააფართოვა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და ჩამონათვალში შეიყვანა მოსკოვის ბირჟაც.
ვაშინგტონის მიერ შემზღუდავი ზომების გამოცხადებიდან ერთ საათში მოსკოვის ბირჟამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვაჭრობა და ანგარიშგება დოლარსა და ევროში შეჩერებულია.
MOEX-ზე დოლარი-რუბლით ვაჭრობა დღეში 1 მილიარდ რუბლს,
სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს.
დარღვევა I: ლევან ნუცუბიძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება.
57.55 კვ.მ ბინა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე
2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით (თანამესაკუთრე)
4000 კვ.მ მიწის ნაკ
აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ შემოიღო ახალი სანქციები, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ასკვნის, რომ “რუსეთი სამხედრო ეკონომიკად იქცა, რომელშიც რუსეთის მრეწველობის მთელი სპექტრიდან კომპანიებს საკუთარი წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო ძალისხმევებში”.
რუსეთის თავდაცვის სფეროდან სანქციები შეეხო კომპანიებს, რომლებიც სამხე
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინა კრედიტს 2024 წლის ბოლომდე მიიღებს.
გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ოფიციალურად „დიდი შვიდეულის“ 13-14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე დამტკიცდება, რის შემდეგაც ქვეყნებს მოუწევთ მისი განხორციელების ტექნიკური ასპექტების დადგენა.
შეგახსენებ
"ოცნებას" სურს, რაც ქვეყანაში ცუდი ხდება და თვითონ აფუჭებენ, სხვას დააბრალონ. "ოცნება" ცდილობს პასუხისმგებლობა გადააკისროს სხვას. ერთადერთი, რითიც არიან დაკავებულები, არის პოლიტიკური კორუფცია და ძალაუფლების როგორმე შენარჩუნება. მიზეზი, რატომ აღარ ვმონაწილეობთ სასესიო განხილვებში, არის ის, რომ "ოცნებამ" მთელ ამ პროცესს შინაარსი გამოაცალა და გახადა ფორმალური, ასე რომ არ მომხდარიყო ჩვენ იქ ვიქნებოდით.
მიშა დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: h
ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან - 11 ივნისამდე პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2023 წლის ჯამურ მონაცემს დაახლოებით 2 მილიონით აჭარბებს - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ მონაცემებშია საუბარი.
სებ-ის თანახმად, სავალუტო აუქციონზე აშშ დოლარით ვაჭრობის(გაყიდვის) დინამიკა ასეთია:
16 მაისი - 60 მლნ. დოლარი;
28 მაისი - 48.7 მლნ. დოლარი;
11 ივნისი - 60 მლნ. დოლარი.
2023 წლის განმავლობაში საქართველომ 166.750 მლნ დოლ
პოპულარული ინგლისური ჯგუფი Massive Attack საქართველოში დაგეგმილ კონცერტს აუქმებს. ამის შესახებ განცხადებას ჯგუფი სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.
„გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ საქართველოში ჩვენი შოუ 28 ივლისს, პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად.
ცემა, დაპატიმრე
2023 წელს სხვადასხვა აქტორების მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობას, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე სუს-ის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, აღნიშნული მცდელობების გასანეიტრალებლად სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, გატარდა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება, რითაც საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გან
ხელისუფლებას, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს და გავსებულია უპრინციპო პოლიტიკოსებით, რომლებიც ყველა გარიგებაში საკუთარი ხეირის პოვნას ფიქრობენ და არ აინტერესებთ სახელმწიფო ინტერესები, მათთან არავინ დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობას.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=457137497016488
თავდასხმები არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ეს ქმედებები ერთი- ერთშია წინა ხელისუფლებასთან და შემსრულებლებიც იგივე ჰყავთ. “ოცნების” დღევანდელი სახეები პირველ ოქტომბერს იდგნენ სააკაშვილისათვის ხმის მისაცემად. ივანიშვილმა "ოცნებიდან" ყველა გაწია და დატოვა მხოლოდ ნაცები
ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არჩევნები არის დასაცავი ძალიან სერიოზული ძალადობისგან და გაყალბებისგან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
დღეს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მათ სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, გაწეული საქმისთვის და უთხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მოახერხეს და მსოფლიოს აჩვენეს, რომ „საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ევროპული და ქართული.
დღეს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა პასუხი გასცა შეკითხვას ქართულ ჯართან დაკავშირებით, რა დროსაც აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება „ქართველი ჯარის არნახული შეურაცხყოფაა“.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ჯარს სჭირდება გაძლიერება, რაშიც ქვეყნის მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, არმიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზი
ფოტო: სალომე სიმონია
ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ინფორმაციით, საპროტესტო კარავში თავს დაესხნენ.
მოძრაობის ცნობით, საღამოს 11 საათისთვის კარავში სანადირო თოფით და დანებით მივიდა ორი ადამიანი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ბალდის კანიონში დაგეგმილი მშენებლობის ინვესტორი კომპანიის ვიდეოში გამოჩდნენ.
აქტივისტი ცოტნე თვარაძის ინფორმაციით, კარავში აქტივისტებმა მოახერხეს სიტუაციის განეიტრალება და შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუ
არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული, სანამ ქვეყანამ, დემოკრატიულად არ გასცა პასუხი არჩევნებში, თუ როგორი მომავალი უნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, ახალგაზრდის კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვები, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს, კერძო პირებსა და მათი ოჯახის
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრა
ქალბატონი სალომე თუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მისასალმებელი ფაქტი იქნება - ჩვენგან მას აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფისთვის აკეთებს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" "ქართულ ქარტიაში" აღნიშნული რეფორმების გეგმას სრულად იზიარებს.
"მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როდესაც მეკითხებით ქალბატონი სალომეს პრეზ
ჩვენ ვნახეთ რომ ძალადობაში ჩართულები არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. ივანიშვილი და მისი "ოცნება" ხალხის წინააღმდეგ იყენებს სახელმწიფო უწყებებს, როგორც ინსტრუმენტს. ამ ყველაფერში ჩართულები არიან ეგრედწოდებული ზონდერ ჯგუფები, რომლებიც ადამინებზე ძალადობენ.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1649316099148499/
ირაკლი კობახიძეს დღეს საკუთარი დანგრეული რეპუტაციის გარდა, არაფერი ჩაუტანია გერმანიაში.
დღეს სამი მნიშვნელოვანი ამოცანაა:
ერთი - არჩევნებზე მოქალაქეების მობილიზება, მეორე - ხმების დაცვა, რაშიც ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ გადამწყვეტი მნიშვნელობა, მესამე - პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ბარიერს გადალახავენ და მათი ხმები არ დაიკარგება.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebo
ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გააგრძელებს მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად.
„ძვირფასო კოლეგებო, ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და მტკიცე მეგობრუ
რიიგიკოგუმ (ესტონეთის პარლამენტმა) მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
ინფორმაციის თანახმად, რიიგიკოგუს 44 წევრის მიერ წარდგენილი განცხადების: „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“ მიღებას მხარი რიიგიკოგუს 57-მა წევრმა მხარი დაუჭირა დ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე მმართველობის წესებს, რის გამოც წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (ღია მმართველობა ს