ჩვენი ხმები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მოვახდინოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტიზაცია საპარლამენტო პროცესიდან.
არა უმრავლესობით, არამედ მცირე ხმებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესებზე.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1066077161432457/
ახალციხის მუნიციპალიტეტის 42 სოფელს სასმელი წყლით ულიცენზიო კომპანია უზრუნველყოფს, შესაბამისად არ ხდება წყლის ლაბორატორიულად შემოწმება, - ამის შესახებ აუდიტი თავის ბოლო დასკვნაში წერს.
დღეს, "გახარია საქართველოსთვის" სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელმა და დეპუტატობის კანდიდატთა სიის 20-ე ნომერმა, სოფიო ხორგუანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განმარტა, რომ საჭიროა მომავალმა პარლამენტმა შეიმუშაოს გეგმა, რომელიც დაარეგულირებს სასმელი წყლის მიწოდების საკითხს, რათა მოქალაქეებისთვის წყლის მიწოდებ
ჩვენი გუნდისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის არჩევნებისთვის მზადება და ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვა - ეს არის ჩვენთვის ერთადერთი კონტექსტი.
ანა ბუჩუკური., პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1488227171879299/
2022-2023 წლებში 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა. მათგან ბიჭია 8502 და გოგო – 6409. როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში, ყველაზე მეტმა მოსწავლემ სკოლა მეათე კლასში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
2022-2023 წლების ეს მონაცემი მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მონაცემებს, რომელიც 2013 წლიდან აღირიცხება.
აღნიშნულ რიცხვთან ახლოს არის მხოლოდ 2013-2014 წლების მონაცემი, როცა ორივე წლის ჯამში სკოლა 14 057-მა მოსწავლემ დატოვა.
სტ
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა სადაც კიდევ ერთხელ ისუაბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა დიასპორაზე და აღნიშნა, რომ ცესკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოების პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნების დღეს უბნებზე შეფერხება არ იყოს და მოქალაქეებმა ხმის მიცემა შეძლონ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაყალბების “მთავარი დამარცხება“ მობილიზაციაა.
„არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო და ბევრჯერ კიდევ გავიმეორებ, რომ მთავარი დამ
"რეგიონებს სასმელი წყლით არალიცენზირებული კომპანიები ამარაგებენ"- სოფიო ხორგუანი
Add Tag
"ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილს, ისევე როგორც საქართველოს სხვა ბევრ რაიონს, სასმელი წყლით არალიცენზირებული იურიდიული პირები ამარაგებენ" - ამის შესახებ, წერია სემეკის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის წერილში, რომელიც “გახარია საქართველოსთვის” რეგიონულმა კოორდინატორმა მიიღო.
ამაზე, სოფიო ხორგუანმა დღეს, ახალციხეში გამართულ
საქართველოს საკითხი ოქტომბერში ევროპარლამენტის და ევროკავშირის ლიდერების განხილვის დღის წესრიგშია, რაც ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, „არ არის კარგი ნიშანი“ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებში არსებულ შეშფოთებაზე მიუთითებს.
კერძოდ:
8-9 ოქტომბერს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები და რეზოლუციის მიღება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ;
საქართველოს საკითხი შეტანილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 14 ოქტომბრის შეხვედრის
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რას ეტყოდა მმართველ პარტიას იმაზე, რომ ისინი უკვე მეორედ იწყებენ მისი იმპიჩმენტის პროცედურას:
დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის მიმართ ხელახლა აღძრავენ იმპიჩმენტის პროცედურას.
მისი თქმით, მიზეზი პრეზიდენტის უნებართვო საგარეო ვიზიტებია, მათ შორის, გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე.
გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამბობს, რომ
მომავალ დღეებსა და კვირებში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო განიხილავს საქართველოს საკითხს, საქართველოში არსებულ მდგომარეობას, - ამის შესახებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე საპარლამენტო დებატები გაიმართება. სიტყვის წარმოსათქმელად მიწვეულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ვფიქრობ, მისი სახელით ერთ-ერთი ევროკომისარი გააკეთებს ამას. შემდეგ კვირას კი, 14 ოქტომბერს, გაიმართება ევროკავშირის საგრეო საქმეთა მ
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან.
„მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან. მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისკენ მათ სწრაფვაში“, - წერს სანდუ.
შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. სამართალდამცავები არიან მობილიზებულები „ევროპულ სკოლასთან“, ასევე მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლასთან. საკითხზე ინფორმირებულები არიან მოსწავლეების მშობლები.
როდის აღდგება სასწავლო პროცესი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე მუშაობას დაასრულებენ.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებიდან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვ
ჩემი ფუნქცია არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი და რომელს არა - ეს იქნება აშკარა ჩარევა. ეს არის ის, რასაც მე არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია ვუთხრა ყველას ხმამაღლა და გარკვევით, რა ეხმარება საქართველოს მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და რეალურად რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც
სადამკვირვებლო კოალიციის - „ჩემი ხმა“ წარმომადგენლის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, კოალიცია 20 ოქტომბერს, თბილისში მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აორგანიზებს.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მარშთან დაკავშირებით კოალიცია წერილობით მიმართავს თბილისის მერიას და დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.
„უპირველეს, ყოვლისა აღვნიშნავთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ თავმჯდომარე ორგანიზაციის მიმართ მიღებული უკანონო გ
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის სამივე სახეობით: მეტროპოლიტენით, მიკროავტობუსითა და ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ჯამში, 79 883 ჯარიმაა გამოწერილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 1 597 660 ლარს შეადგენს.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2024 წელს, ყველაზე მეტი - 58 844 ჯარიმა ავტობუსით უბილეთო
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ ხელახლა აღძრავენ იმპიჩმენტის პროცედურას. ბრიფინგზე მან ისაუბრა მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე, მათ შორის გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე. გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩებს და ბოლო პერიოდში ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 2023 წელსაც დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.
არსებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის დღეს რამდენიმე შეხვედრაა ჩანიშნული, მათ შორის პარტია „გახარია საქართველოსთვისა“ და კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებთან.
არსებული ინფორმაციით, 8 ოქტომბერს შედგება შეხვედრები „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ჩემთვის სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს დაპირება კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნების“ სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნება“, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრო
"თუ ხელისუფლებაში დარჩა "ოცნება", საქართველოსთვის ევროპული გაერთიანების კარი იქნება დაკეტილი, რაც პირდაპირ და ღიად გვითხრეს, ამიტომ ნუ გავაკეთებთ დარჩენილ 2-3 კვირაში იმას, რომ "ოცნებას" გავამარჯვებინოთ, რომელიც უკვე დამარცხებულია ისედაც. ეს არის ჩემთვის მთავარია ამოცანა. თან ისე დავამრცხოთ, რომ "ნაცები" ვერ დაბრუნდნენ უკან. ქარტიასაც ამ მიზეზით მოვაწერეთ ხელი."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
"გახარიას კვირა"
დღეს დასავლეთი თავად გვეუბნება, რომ კარი ღიაა და გელოდებით, მაგრამ “ოცნება” კეტავს ამ კარს.
ეს შესაძლებლობების ფანჯარა არის ძალიან მკაფიო და ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/998776841934717
დღეს, ორგანიზაცია "ახალგაზრდები საქართველოსთვის" შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა წარმოადგინეს გუნდის პროგრამული ხედვა-" ახალგაზრდების ჩართულობა რეგიონის წინსვლასა და პოლიტიკაში".
კონფერენციას ესწრებოდნენ რეგიონის ახალგაზრდა დელეგატები, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები და სამოქალაქო სექტორი.
ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თუ გსურს მონაწილეობა მიიღო შენი ქალაქისა და რეგიონის განვითარებაში, მაშინ შემოგვიერთდი პარტია "გახარია საქართველოსთვის" სამცხე-ჯავახეთის ორგანიზაციაში.
შეავსე აპლიკაცია მითითებულ ბმულზე
https://forms.gle/nvSxHDtGuGcJSPPP8
25 "გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა
პროგრამა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე : https://forgeo.ge/ka
ვიდეო: https://www.facebook.com/61565348820977/videos/1502509127128200
"გპირდებით, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ამერიკას, ევროპასაც დაელაპარაკება და რუსეთთან დალაპარაკების შესაძლებლობაც გვექნება. ოღონდ ისე კი არა ესენი ("ქართული ოცნება") ბოდიშით რო იწყებენ ლაპარაკს, არაფერი დაგიშავებია, შენ ხარ ოკუპირებული, შენ წაგართვეს ტერიტორიები, შენ მოგიწყეს ეთნიკური წმენდა და ბოდიშით იწყებ. თან არ ხსნი ამ ბოდიშს ვის უხდი და რატომ. მერე გამოდიხარ და სოხუმის დაცემის დღეს შენ ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას. ამბობ ომი ჩვენ დავიწყეთ და ამიტომ გვიპასუხა რუსეთმაო - ეს არის ღალატი."