ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა! , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებისადმი მიმართვაში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი ელჩებს, მიმართავს, რომ ისინი შუაგულ ევროპაში ისმენენ ტყუილებს, რომ თურმე საქართველოს ევროპული გზა გრძელდება, პარტნიორების განცხადებების მიუხედავად და რომ, თურმე საქართველო 2030 წელს მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას. პარალელურად პრეზიდენტის თქმით
„ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა!“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებისადმი მიმართვაში განაცხადა.
პუბლიკა
მიმდინარე წლის 5 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან ჯამში 9.559 მლრდ ლარი შევიდა, საიდანაც 31.2% მოქალაქეების მიერ გადახდილ გადასახადებზე მოდის.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში ფიზიკური პირების გადასახადებიდან სახელმწიფო ხაზინაში 2.982 მლრდ ლარი შევიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში 2.529 მლრდ ლარი.
ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში 2.982 მლრდ ლარი საშემოსავლო გადასახადზე მოდის, 34.032 მლნ ლარი მ
მოლდოვამ ხელი მოაწერა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე განკარგულებას. ინფორმაცია ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. შემდეგი ეტაპი, რაც სამთავრობათშორისო კონფერენციას მოიცავს, 25 ივნისს დაიწყება.
7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის
სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ერევანი უერთდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციებს და მოწოდებულია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ.
„კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი არის საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უპირველესი საკითხი, რომელიც მოითხოვს მოგვარებას. სომხეთის რესპუბლიკა კატეგორიულად უა
მოქალაქის, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ განუცხადეს, პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ცნობისთვის, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული მამაკაცი ლიანდაგებიდან საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.
იპნ
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“შეთანხმება გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, ინდივიდუალური და სექტორული ზომების ძლიერ კომპლექტზე, რომელმაც ძირი უნდა გამოუთხაროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ძალისხმევებს.
ის სამიზნეში იღებს: სამხედრო-სამრეწველო თავდაცვით კომპლექსს; ფინანსურ სერვისებს; ენერგეტიკის სფეროს; სანქციებისთვის გვერდის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით, გამოქვეყნდა ბრძანება საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და დანამატებს.
მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო დაანგარიშდება შემდეგი კ
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ეროვნული თავდაცვის უმაღლეს საბჭოზე თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ გამოაცხადა.
სხდომაზე იოჰანისმა აღნიშნა, რომ გასული კვირის ბოლოს მან ნატოს მოკავშირეებს თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ შეატყობინა. მან, ასევე, სთხოვა საბჭოს წევრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურის შესახე
ჩვენ მაქსიმალურად გამჭირვალეები და ტრანსფარანტულები ვიყავით ყოველთვის ამ საკითხთან მიმართებით.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიორგი გახარია იყო პირველი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გამოძიების შეკითხვებს გასცა პასუხი. ამას სჭირდება გამბედაობა, ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას სიმართლე, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი თანამდებობის პირი თავის სტატუსს ამოეფარებოდა, მაგრამ გიორგი გახარიას ეს არ გაუკეთებია.
პირველი შემთხვევა იყო ასეთი ტიპის საპროტესტო აქ
20 ივნისის ტრაგიკულ მოვლენებს, პოლიტიკური მხარეები იყენებენ, მათი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და არავის ობიექტური ჭეშმარიტება არ აინტერესებს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/808614914319056/
რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი მასიური იერიშების შედეგად უკრაინაში ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესებისა და რეგიონისთვის, მათ შორის რუმინეთის უსაფრთხოებისთ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი ამხილა, მათ შორის 2 მამაკაცი და 3 ქალი. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც კონკრეტული საქმეების დეტალებზეა საუბარი.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტებზე, მხილებულია 30 წლის ქალი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან, ბრალდებული ქალი ქორწინებაში იმყო
დღევანდელ ეპიზოდში პატია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ქეთი ბაკარაძე და ჯანდაცვის ექსპერტი ზაზა წერეთელი (Corus International-ის პროგრამების დირექტორი; შიდსის ორგანიზაციების საერთაშორისო საბჭოს ICASO დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) საუბრობენ იმ შედეგებზე, რომელიც „რუსული კანონის“ მიღებით პირდაპირ აისახება საქართველოს ჯანდაცვის სისტემასა და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე
13-19 ივნისს პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრები ვიკა ფილფანი და თამარ ხვედელიანი პროექტის “ქალთა წარმომადგენლობა და გავლენა პოლიტიკაში” ფარგლებში იმყოფებოდნენ დანიაში, ქალაქ კოპენჰაგენში, სადაც გამართეს შეხვედრები ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან.
ვიზიტის დროს გუნდის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკოსთა დემოკრატიის ფესტივალში, რომელიც 2011 წლიდან ბორნჰოლმის კუნძულზე ყოველწლიურად ტარდება.
ისინი ასევე დაესწრნენ დ
ჩვენ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რა რისკის წინაშეც დავდექით 90-იან წლებში, ჩვენი უგუნური ხელისუფლების გადამკიდე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს დრო რამდენი ხანი გაგრძელდება? მოვახერხებთ, თუ არა არჩევნების შემდეგ ამ მოჯადოებული წრის გარღვევას?
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1024025282775597/
ჩვენი მიზანია, არჩევნების შემდეგ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა, რადგან ეს არის პირდაპირი ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/429039446707762/
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს – გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ.
უზენაეს სასამართლოში 3 ვაკანტური თანამდებობაა.
ვინ არიან კანდიდატები?
ბადრი შონია ამ ეტაპზე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. ის ე.წ. კლანთან დაკავშირებული მოსამართლეა. ცნობილია მის მიერ მიღებული არაერთი გახმაურებული გადაწყვეტილება, მათ შორის, „ბირჟა მაფიის“ საქმე – რეპერებს სწორ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიზო უბილავა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასაუბრებაზე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არავითარი კლანი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის თქმით, უსაფუძვლოა ბრალდებები იმის შესახებ, რომ სისტემაში გავლენიანი გუნდი არსებობს, რომელიც სასამართლოს აკონტროლებს:
„არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს რას უწოდებენ კლანს. არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლოში. ჩემთვ
წიწამურთან, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) და 306-ე (საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე) მუხლებით მიმდინარეობს.
მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა და თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება.
„ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერ
იტალიის დედაქალაქ რომში სამართალდამცველებმა 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ქალის მიმართ სქესობრივი ძალადობა.
ახალგაზრდა ქალის თანახმად, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც კაცი აედევნა, კომუნალურ სამრეცხაო ოთახში მოულოდნელად დაესხა თავს და მასზე იძალადა.
პოლიციამ, მსხვერპლის მონაყოლის შესაბამისად, სათვალთვალო კამერების დათვალიერების შემდეგ ბრალდებული მალევე დააკავა.
ამჟამად მიმდინარეობს სამართლებრივი დევნის პროცედურები.
netgazeti