Jump to content
Planeta.Ge

Blogs

პრეზიდენტი - ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას, რომლის გარეშე სრულიად დაუცველი ვრჩებით - ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს

ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს - მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის CDC-ის მიერ საქართველოში პროგრამების შეჩერებას. პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში

მედია - რუსეთში YouTube-ი აღარ იხსნება

რუსეთის ტერიტორიაზე YouTube-ის საიტი და აპლიკაცია აღარ იხსნება, - ინფორმაციას Meduza ავრცელებს. გამოცემა საიტებისა და სერვისების მუშაობის მონიტორინგის საიტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვიდეო ჰოსტინგის მუშაობასთან დაკავშირებით, მოსკოვის დროით 11:20 საათისთვის, 5 ათასზე მეტი საჩივარი დაფიქსირდა. საჩივრების უმეტესობა კი, 21 პროცენტი, მოსკოვიდან იყო. Downdetector-ის სერვისის მასალების თანახმად, YouTube-ის მუშაობის შეფერხება სხვა ქვეყნებში არ დაფიქსირებულა. Meduza-ს ინფორმაციით, რუსეთში,

ბექა ლილუაშვილი - 2008 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებული სპეკულაციები ერთი რამისკენაა მიმართული - სურთ, გადასინჯონ ფაქტები და საზოგადოებაში არსებული განწყობა, თუ ვინ დაიწყო ომი

2008 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებული სპეკულაციები მხოლოდ ერთი რამისკენ არის მიმართული - სურთ, გადასინჯონ ფაქტები და საზოგადოებაში არსებული განწყობა, თუ ვინ დაიწყო ომი, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, საერთაშორისო დოკუმენტებით დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო და რუსეთი არის ოკუპანტი. ლილუაშვილი იმასაც ამბობს, რომ ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლამდე ბევრად უფრო ად

გიორგი გახარია - 16 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ შევძელით და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი

16 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ შევძელით და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს "პირველ რიგში, ქართველი სამხედროების და საქართველოს რიგითი მოქალქეების გმირული თავდადების ხარჯზე" მოხდა. ასევე, ჩვენი ნამდვილი მეგობრების და მოკავშირეების უდიდესი ძალისხმევის შედეგად. "დღეს, როდესაც რუსეთმა გაიმეორა ფართომასშტაბიანი სამხედრ

ბათუმში გვიან ღამით სროლა იყო, დაჭრილია სამი ადამიანი

ბათუმში გუშინ, გვიან ღამით სროლა იყო, დაჭრილია სამი ადამიანი. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. „ფორმულა” მომხდარზე წერს, რომ შემთხვევა რესტორან ვარციხის მარანთან მოხდა და არსებული ინფორმაციით, სამივე დაჭრილი რესტორნის თანამშრომელია. publika

,,ოცნების” წევრების პოსტები აგვისტოს ომზე რუსეთის ხსენების გარეშე

პრემიერმა, თბილისის მერმა, უმრავლესობის ლიდერებმა აგვისტოს ომზე, ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით პოსტები დღეს, 8 აგვისტოს გამოაქვეყნეს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ facebook-ზე გამოქვეყნა ფოტო – 16 წელი აგვისტოს ომიდან – აღწერის გარეშე. ასევე, მხოლოდ ფოტო გააზიარა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. რაც შეეხება, კახა კალაძეს, მის პოსტში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება, არც წელს არის ნახსენები სიტყვა რუსეთი. ცნობისთვის, კალაძემ რუსეთი არც აგვისტოს ომზე გამოქვ

ბლინკენი აგვისტოს ომზე: გვახსოვს [ომში] მოკლულები და იძულებით გადაადგილებული პირები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, აგვისტოს ომის 16 წლის თავზე განცხადებას ავრცელებს. „დღეს 16 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. გვახსოვს ომში მოკლულები და იძულებით გადაადგილებული პირები. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. აშშ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქცამია ბლინკენის განცხადებაში. publika  

პიტერ სტანო კურსკში განვითარებულ მოვლენებზე - უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი

უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის, დაარტყას აგრესორს მის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. „ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის ლეგიტიმური უფლების მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან თავდაცვისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობებში“, - განაცხადა სტანომ. შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამ

მეთიუ მილერი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე - უკრაინა აშშ-ის პოლიტიკას არ არღვევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს უკრაინისგან კურსკის ოლქში რაიმე ოპერაციის შესახებ წინასწარი შეტყობინება არ მიუღია. ”ეს არის ომი, რომელშიც ისინი იბრძვიან. ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებებს და კონსულტაციას ვუწევთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ ტაქტიკას, როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ დარტყმებს, ამასთან დაკავშირებით მათთან ხან გვაქვს კომუნიკაცია, ხან - არა. მათთვის მიზანშეწონილია, თავად მიიღონ ეს გადაწყვეტილებები, ”- აღნიშნა მილერმა

საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები

საქართველო განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მიზნად ისახავს, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა

რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გამოაცხადა. “რეგიონის ტერიტორიაზე მტრული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის 7 აგვისტოდან საგანგებო ვითარების გამოცხადების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება”, - წერს გუბერნატორი “ტელეგრამის” პირად არხზე. სმირნოვის თქმით, რეგიონის სასაზღვრო რაიონებში მძიმე ოპერატიული ვითარება რჩება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსე

საფრანგეთის საგარეო უწყება - საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან თექვსმეტი წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,- ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები. „საფრანგეთი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული სე

პრეზიდენტი - როდის მიმართა კულტურის მინისტრმა იუნესკოს, რომ დაცული იყოს ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში, სად არის შერიგების მინისტრი? - არ შეიძლება, არ გაგახსენოთ ისიც, რომ ერგნეთი მთლიანად აღდგენილია „უცხოური აგენტების“ ფულით

მაინტერესებს, ბოლოს როდის მიმართა ჩვენმა კულტურის მინისტრმა იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში - სად არის შერიგების მინისტრი? რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერგნეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ოკუპაცია არ არის მოცემულობა და ამის არც დავიწყება შეიძლება და არც შეგუება. საუბრის ბოლოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა

უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს

უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 16 წელი შესრულდა, რომლის შედეგადაც, ასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია განხორციელდა. რუსულმა ოკუპაციამ აღნიშნ

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები ქალბატონ ლია ჩლაჩიძესთან აგვისტოს ომის მუზეუმში ერგნეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

2008 წლის რუსული აგრესიიდან 16 წელი გავიდა. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები ქალბატონ ლია ჩლაჩიძესთან აგვისტოს ომის მუზეუმში ერგნეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.   "ქალბატონმა ლიამ დღევანდელობას მთელი სიმძაფრით შემოუნახა რუსული აგრესიის უმძიმესი ადამიანური ტრაგედიის ისტორიები. გასაოცარია მისი გმირობა და პატრიოტიზმი, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს იმედს აძლევს. ქალები ქმნიან თანამედროვე გმირობის ისტორიას და ქმნიან ერთიანი მშვიდობიანი საქა

ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” - LIVE ჩართვა ემიგრანტი ქალებისთვის

დღეს, 20:00 საათზე, ტატა ხვედელიანისა და ნათია მეზვრიშვილის  LIVE ჩართვა ემიგრანტი ქალებისთვის. საუბარი შეეხება 2024 წლის არჩევნებს, ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობას, ასევე იმ შესაძლებლობებს, რასაც ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” გთავაზობთ.  LIVE იქნება აქ: https://www.facebook.com/profile.php?id=100095185000871&mibextid=LQQJ4d https://www.facebook.com/100095185000871/videos/1212962713186895  

რამდენი ვიდეოკამერაა საქართველოში და როგორ ნაწილდება რეგიონების მიხედვით

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საგზაო უსაფრთხოების მიზნით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა მოქმედებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2024 წლის 30 ივნისის მონაცემებით საქართველოში ჯამში 7 784 ვიდეოკამერაა ერთიან ქსელში ჩართული. აქედან, 5 428 ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 2 356 - ნომრების ამომცნობი. შსს-ის ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი კონტროლი თბილისზე ხორციელდება, სადაც კამერების 34% მოდის. კერძოდ, დედაქალაქში 2 636 კამერაა განთავსებული, აქედან 2 250 ზოგადი ხედვის, ხოლო

აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი - აზერბაიჯანული მედია

აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს აზერბაიჯანიდან გამოქცეული ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში გასულ კვირას დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობაშია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, აფგან სადიგოვის დაკავება აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი

ცაჰკნა: ესტონეთი არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. 2008 წლის 7 აგვისტოს  რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა. 2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება

ბორჯომის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

მეორე დღეა ბორჯომის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, კლიმატური პირობების გამო, გუშინ, 6 აგვისტოს წყალი აიმღვრა, რის გამოც მიწოდება შეაჩერეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის წყალი უკვე გაშვებულია ქსელში და დღის ბოლომდე, ეტაპობრივად აღდგება მთელი ქალაქის მასშტაბით. კომპანიის განცხადებით, შეფერხების განმავლობაში მოსახლეობას წყალი ცისტერნების საშუალებით მიეწოდებოდა. ნეტგაზეთი

ეუთო-ში აშშ-ის მისია - ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს სრულად ვუჭერთ

რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას ვგმობთ, ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს სრულად ვუჭერთ, - ამის შესახებ განცხადებას ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის შეერთებული შტატების მისია ავრცელებს. „რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას ვგმობთ. რუსეთის მიერ საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაცია,

ბრიტანეთის საელჩო - დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს

დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს,- ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, განმარტავენ, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. „დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპუ

აშშ-ის საელჩო - გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა - აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს-რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, განმარტავენ, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „დღეს რუსეთ
×
×
  • შექმენი...