პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ტურნირის ფინალში იასპარეზებს.
მაჭარაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა.
ამ დროისთვის, საქართველოს 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლ
აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, Stinger-ის ტიპის რაკეტებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს.
„აშშ ალიანსის 50-მდე წევრ ქვეყანასთან და პარტნიორთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინის მამაც დამცველებს, რუსეთის ა
რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა უკრაინის მოსაზღვრე სამ – კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოაცხადა.
უწყების ცნობით, ამის მიზეზი „უკრაინის მხრიდან დივერსიულ-ტერორისტული საფრთხის დონის ზრდაა“.
„მედუზა“ აღნიშნავს, რომ ამ რეჟიმის გამოცხადება ხელისუფლებას და ძალოვნებს კანონიერად აძლევს უფლებას, ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელონ, გააჩერონ ავტომობილები, გამორთონ კომუნიკაციის საშუალებები და აკონტროლონ სატელეფონი საუბრები.
უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე სუპერმარკეტზე განხორციელებულ თავდასხმას.
„ჩვენ ამ და სხვა ომის დანაშაულების გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარს ვუჭერთ. უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდ
ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუსთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მინდა ყველა ფეხზე წამოდგეთ, რათა წუთიერი დუმილი გამოვხატოთ, ვინაიდან ამ წუთებში თვითმფრინავი ჩამოვარდა ქალაქ ვინიედაში, სან-პაულუში, რომელშიც 58 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა და, როგორც ჩანს, ყველა დაიღუპა“, - განაცხადა ლულამ.
ბრაზილიის სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ჩამოვარდნისას თვითმფრინა
"დღეს ქართველი ხალხის არჩევანი არის დასაცავი და ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ ეს არჩევანი დავიცვათ."
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2871291963023253/
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ოქტომბრის არჩევნებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრისას სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდ
აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება, განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
შაჰინი აღნიშნავს, რომ სასიამოვნო იყო ვიზიტის პრეზიდენტთან შეხვედრით დაწყება და ამატებს: „მადლობელი ვარ მისი ურყევი ერთგულებით ევროატლანტიკური მომავლისადმი – ამბიციის, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს“.
„შაჰინისა და ტერნერის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას“ – პრეზიდენტი
9 აგვისტოს სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერ
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში იასპარეზებს.
ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის, თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი, რომელშიც ხვალ გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, დაახლოებით 21:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა დ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აშშ-დან ვიზიტით ჩამოსულ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საპარლამენტო არჩევნები, რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება.
„მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსდამი აშშ-ის ურყევ მხარდამჭერას“, – წერს ზურაბიშვილი.
9 აგვისტოს, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ე
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია 8 ბაობაბის გახმობაში ბიძინა ივანიშვილის ოპონენტებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათი “ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების” გამო პროვოცირებული სამართლებრივი პროცესების შედეგად კენიაში ხეებს ამოთხრილ მდგომარეობაში ყოფნა თითქმის ორი წლის განმავლობაში მოუწიათ, რამაც მოგვიანებით ისინი გაახმო.
სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები კენიაში მართლაც თითქმის 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა რეალურად ამის მიზეზი არა ივანიშვილის ქართველი ოპო
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი, საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს და კითხვები შოვის 2023 წლის სტიქიის კვლევის ახალი მასალების შესახებ დაუსვეს, რომელიც ინსტიტუტმა აგვისტოს დასაწყისში გაასაჯაროვა.
სატელიტური მონაცემების გაანალიზების შედეგად, ინსტიტუტი ამბობს, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამდელი მონაცემები განსხვავებულია წინა წლების მონაცემებისგან, რაც აჩვენებს, რომ სტიქიის კერა გამორჩეულად არასტაბილური იყო კლდეზვავის აქტიური ფაზის დ
რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემები The Moscow Times და „ვიორსტკა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათი ცნობით, კრემლთან დაკავშირებულმა კომპანიამ VK (ყოფილი Vkontakte) ახალი „ეროვნული მესენჯერის“ შექმნა დაიწყო, რათა WhatsApp-ი ჩაანაცვლოს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება უკვე შემოდგომაზე დაბლოკოს.
წყაროების ცნობით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი მესენჯერის შექმნა უკვე არსებული „ტამტამ“-ის საფუძველზე იგეგმება, რომელიც, თა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან ა
86 წლის ასაკში მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მათივე ცნობით, მსახიობს, 13 აგვისტოს თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
იპნ
რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და ყველაზე სწრაფი ბრიგადა - 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა - შეუერთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
„ვიდეოზე, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ასახულია T-64BV ან T-80BV ტანკი, UR-77 გამნაღმველი მანქანა, IMR-2 საინჟინრო მანქანა, BTR-80 და ამერიკული წარმოების Stryker-ის ჯავშანტრანსპორტიორები. კონტექსტიდან ირკვევა, რომ ვიდეო ასახავს რუსეთის პოზიციებზე უკრაინის სერიოზული შეტევის პირველ მომე
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მან გერგეტის სამების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „ჯავა კონსტრაქშენთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა.
სააგენტო მიზეზად შემსრულებელი კომპანიის მხრიდან არსებულ „მნიშვნელოვან დარღვევებს” ასახელებს. მათივე ცნობით, შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „ჯავა კონსტრაქშენს“, შორის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, მათი თანაავტორობით ჩატარებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში რეზიდენციებსა და მიწის ნაკვეთებს ფლობს.
გამოძიების თანახმად, საუბარია სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო) მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52,749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით.
დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ეწვევიან. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში.
პუბლიკა
იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილ
ჩვენი მიზანია ქვეყანაში განვახორციელოთ ცვლილებები.
გრძელვადიანი მშვიდობა უნდა შევქმნათ ამ ქვეყანაში, რომელიც დასავლელი პარტნიორების გარეშე შეუძლებელია.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2393082980887384/
ომი რუსეთმაც უნდა იგრძნოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ ჯარისკაცებს ქვეყნის პოციზიების დაცვისა და თავდაცვითი ამოცანების შესრულებისთვის.
„უკრაინელებს შეუძლიათ საკუთარი მიზნების მიღწევა და ეს ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ომში მიზნებისთვის მიგვეღწია. ჩვენს მიწაზე ომი რუსეთმა მოიტანა და უნდა იგრძნოს, თუ რა ჩაიდინა. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს მშვი
კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ რისლკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ბელოუსოვი თავის “ტელეგრამ” არხზე წერს.
“რეგიონის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კურსკის რეგიონის ხელმძღვანელობამ რეგიონის სასაზღვრო რაიონებიდან ნებაყოფლობითი ევაკუაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით, რომლებსაც რილსკის რაიონის ხელმძღვანელობა მიაწვდის”, - წერს ბელოუსოვი.
მისი თ