ოკუპირებულ ყირიმთან რუსეთის დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაიწყეს იმ კამარების დემონტაჟი, რომლებიც მიმდინარე თვის დასაწყისში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაზიანდა.
როგორც რადიო თავისუფლების პროექტ "კრიმ რეალიის" კორესპონდენტი იუწყება, მძიმე ტექნიკის მუშაობა დაზიანებულ მონაკვეთზე ქერჩის სანაპიროდანაც ჩანს.
რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქერჩის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქერჩის ხიდზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ოკუპირებული ყირიმის "კურატორ
საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს, როდესაც ამის საჭიროება იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მივიდეს.
როგორც კალაძე განმარტავს, თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება.
„კახა კალაძეს ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უკან არასდროს დაუხევია. როდესაც ახლად არჩეულ საკრებულოში
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება.
მისივე თქმით, აზერბაჯანს საქართველოში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
„რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება და ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გადავცდით ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვას. აზერბაიჯანს ინვესტირებული აქვს საქართველოში მნიშვნელოვანი თანხები და ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას.
„ხალხის ძალა“ ფართოვდება, დღეს მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა – ესენი არიან საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან, – ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მათივე თქმით, მოძრაობის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას.
როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, ამ დრომდე მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩართ
თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დღე დედაქალაქის ისტორიაში უმძიმესი და პირადად მისთვის, გამანადგურებელი იყო.
კალაძის თქმით, დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, გააგრძელოს საქმიანობა ისე, როგორც ეს ქალაქის განვითარებისთვისაა აუცილებელი.
„კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო იმ ტრაგედიას, რომელიც 11 დღის წინ დატრიალდა. უმძიმესი დღე დედაქალაქის ისტორიაში, უმძიმესი დღე ოჯახისთვის, პირ
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან 3.7 (ML) მანგიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 13:39 საათზე დაფიქსირდა.
მანამდე, წალკასთან, სოფელ მამიშლართან 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 13:20 საათზე დაფიქსირდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით მცდარია ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში შადრევანი დასრულებული არ იყო.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ადგილზე მიმდინარეობდა ტესტირება და შესაბამისი სამუშაოები.
„ტყუილია, თითქოს ვაკის პარკში შადრევანი დაუსრულებელი იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული იყო. მთელი ის პერიოდი, სანამ მე მივიდოდი ადგილზე, ტესტირება მიმდინარეობდა, სანათების გასწორება და ასე შემდეგ",- აღნიშნავს კალაძე.
ჟურნალისტის კითხვაზ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს უნიკალური ურთიერთობა და უნიკალური მეგობრობა აკავშირებთ.
როგორც მან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებას, უკრაინაში მიმდინარე ომს და სამშვიდობო პოლიტიკას.
მისი თქმით, რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს.
„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ვეხმაურებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნაბიჯი ძირს უთხრის სასამართლოს მიმართ სანდოობას და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და ბარიერია კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
იუსტიციის უმაღლეს საბჭო კონსტიტუციური ორგანოა და კანონით სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია. კანონის საპირისპიროდ, დღეს აღნიშნული ორგანო გადა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერში წერს, რომ მის ქვეყანას არ აქვს ე.წ. "ბინძური ბომბი" და რომ რუსეთი, შესაძლოა, თავად ემზადება მის ასაფეთქებლად.
"რუსული ტყუილი იმაზე, რომ თითქოს უკრაინა გეგმავს 'ბინძური ბომბის' გამოყენებას, იმდენადვე აბსურდულია, რამდენადაც სახიფათო", - წერს კულება. "პირველ რიგში, უკრაინა ერთგულია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა: ჩვენ 'ბინძური ბომბები' არც გვაქვს და არც ვაპირებთ მათ მოპოვებას. მეორე - რუსები ხშირად სხვებს ადანაშაულებენ ხ
რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თხოვნით გაიმართა მისი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის სატელეფონო საუბარი. პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა უარყო ნებისმიერი საბაბი რუსეთის მხრიდან ესკალაციისთვის და დაადასტურა კომუნიკაციის მნიშვნელობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის პირობებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შოიგუსა და ოსტინს შორის 23 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას განხილული იყო უკრაინაში არსებული სიტუაცია. რუსეთის ოფიციალურ შეტყობინ
ალიანსის თავდაცვის ოთხ მინისტრთან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, თურქეთი) გუშინდელი სატელეფონო საუბრით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, სავარაუდოდ, ცდილობს შეანელოს ან შეაჩეროს დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და შეასუსტოს ნატოს კავშირი, წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი(ISW).
ISW შოიგუს განცხადებებს აფასებს, როგორც რუსეთის ადრინდელი დაშინების პოლიტიკისა და საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებას უკრაინის ბრძოლის ველზე მოსკოვის სამხედრო წარუმატებლობის ფონზე.
"თ
კრემლის საერთაშორისო, პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა გამოაცხადა, რომ „მოცემულ მომენტში თანამშრომლობას აჩერებს“ არხის რუსულენოვანი მაუწყებლობის ხელმძღვანელ ანტონ კრასოვსკისთან. 20 ოქტომბერს, კრასოვსკიმ თავის საავტორო პროგრამაში, მწერალ სერგეი ლუკიანენკოსთან საუბრისას განაცხადა, რომ მდინარეში უნდა ჩაძირო ან ცოცხლად დაწვა უკრაინელი ბავშვები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
კრასოვსკის გამონათქვამს სიმონიანმა „ს
მოსკოვის მიერ დანიშნული ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლება ქალაქში დარჩენილ მამაკაცებს ადგილობრივ "სახალხო ლაშქარში" გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.
მანამდე საოკუპაციო რეჟიმმა ხერსონის უკრაინის რეგიონში დაიწყო ადგილობრივი მილიციის ფორმირება და განაცხადა, რომ ქალაქში დარჩენილ ყველა მამაკაცს, რომელიც ამჟამად ევაკუაციის შესახებ ბრძანებ ამოქმედებას ელოდება, შეუძლია შეუერთდეს სახალხო ლაშქარს, თუ ისინი არ დატოვებენ ქალაქს. 24 ოქტომბერს ტელეგრამში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში საოკუპაციო ხელისუფლება აცხადე
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე არ გამორიცხავს, რომ კლინიკების მიმართ, რომლებმაც კოვიდის პერიოდში დასაქმებულებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არ ჩაურიცხეს, გამოძიება დაიწყოს.
როგორც ფერაძემ პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ამ ეტაპზე კლინიკების მიმართ პრევენციული მექანიზმები ამოქმედდა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, თუმცა, თუ საბოლოო ჯამში კლინიკები დასაქმებულებს თანხებს არ ჩაურიცხავ
„ოცნება" საფუძველს ამზადებს, რომ კანდიდატის სტატუსი თუ არ გვექნება, მის ვერ მიღებაში დაადანაშაულოს ყველა, მათ შორის, ევროკავშირი და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სტრუქტურა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის წერილს, რომლითაც მან ევროსაბჭოს პრეზიდენტს ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერის თაობაზე მიმართა.
დაუშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი რ
სასამართლო აუცილებლად იქნება ერთ-ერთი პირველი, რის გამოც ჩვენ ვერ შევასრულებთ რეკომენდაციებს და ჩვენ, ქვეყანას, დეკემბერში გვექნება მარცხი, რაც პირველ რიგში იქნება ივანიშვილის და „ოცნების“ პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ფართოვდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებულია პროექტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ ყველა იმ დანაშაულზე გავრცელდება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის ნებისმიერი მ
ისრაელმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სასარგებლოა ირანული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“, უკრაინის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ახლა რეგულარულად ანადგურებენ „შაჰედ-136“-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების 70 პროცენტზე მეტს, რომელიც რუსეთმა ირანისგან აგვისტოში შეისყიდა. უკრაინამ პირველი ასეთი თვითმ
„არეანაპოლი“ ახალ დეტალებს ავრცელებს იტალიურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, ქართელ ფეხბურთელს ევროპის ხუთი ტოპ-კლუბი იწვევს და გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პირველი ნაბიჯი გადადგა და მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
„ნეაპოლიტანური კლუბი მზად არის, 21 წლის ქართველს არაჩვეულებრივი სტარტის შემდეგ კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. „ნაპოლის“ უკვე აქვს მკაფიო წინადადება და ჩემპიონატის დაწყებიდან მხო
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
„სად მივყავართ „ენმ“-ის ლიდერების ლიანდაგს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 07.10.2022 წელს გავრცელდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ანა წითლიძისა და ლევან ბეჟაშვილის განცხადებები.
ანა წითლიძე: „თოფურიძე იმალება, საერთოდ არ არის ქვეყანაში, ჩამოვიდეს და პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც რეალურად არსებობს მის
თურქეთმა სრულად აითვისა რუსეთის მეთოდები. ის ნათლად აცხადებს, „ფრთხილად იყავით, თუ არ გსურთ, გახდეთ შემდეგი უკრაინა“, – ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
„საბერძნეთსა და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ, რადგან ორივე ქვეყანას აღმოსავლეთის საზღვრებზე დიდი, აგრესიული მეზობელი ჰყავს. ორივე მეზობელი ამტკიცებს, რომ ჩვენი ტერიტორიები არასწორად იყო შექმნილი წარსულში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებისგან“, – განაცხადა საბერძნეთის ს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილზე ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს.
„ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, მოგმართოთ N2463-ე რეზოლუციის („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“) თაობაზე, რომლის შესახებ დებატები 2022 წლის სესიაზე