Jump to content
Planeta.Ge

Blogs

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ ვლადიმერ პუტინთან

„ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ ანალიზით, რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ექსპერტების მოსაზრებით, ასეთი პირდაპირი კონფრონტაცია აჩვენებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ წარმომადგენელს გავლენა აქვს რუსულ პოლიტიკაზე და ბრმად არ ემორჩილებიან პუტინს, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ევგენი პრიგოჟინსა და მის უზარმაზარ გავლენებზე. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიზის თანახმად, პრიგოჟინს უნიკალური მდგომარეობა უკავია, რომელი

კახა კალაძე - სპეციალურად მანიპულირებენ თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ქლორი ჩაყარეს - იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა მიზანმიმართული სიცრუე გაავრცელა

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე - რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც სწრაფი ტესტებით ყოველდღიურად ხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სპორტულ ცენტრ „იმედთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რომ „თითქოს ბავშვებმა აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს“ აუზის წყლის ტესტირება

პაატა ზაქარეიშვილი - ეს სკანდალი: "ვინაა პრეზიდენტი, ვინ ჰკითხავს მას?" ერჩივნათ იმ სკანდალს, რასაც ალიევისაგან მოისმენდა და იტყოდა - ალიევმა რაღაც მესიჯები ჩამოიტანა, რაც არ უნდოდათ, რომ ზედმეტ ადამიანს გაეგო

ეს სკანდალი - "ვინაა პრეზიდენტი, ვინ ჰკითხავს მას?" ერჩივნათ იმ სკანდალს, რასაც ზურაბიშვილი ალიევისაგან მოისმენდა და იტყოდა - აშკარად ჩანს, რომ არ უნდოდათ, პრეზიდენტს გაეგო, რაზე იქნებოდა საუბარი, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი შეაფასა, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო. მისივე თქმით, ილჰამ ალიევის ვიზიტი

„დღეს ლაზარეს სტიქარი ჩავაცვით...“ - მამა შალვა კეკელია ვაკის ტრაგედიას გადარჩენილებზე

13 ოქტომბრის, ვაკის პარკის ტრაგედიიდან ზუსტად 13 დღე გავიდა. მარიტას თანაკლასელები საკლასო ოთახებს უკვე დაუბრუნდნენ... სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში კი მათ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ეხმარება. „პრაიმტაიმთან“ მოძღვარი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პირველივე წუთებიდან იცის, რადგან შოკირებული ბავშვები ვაკის პარკიდან პირდაპირ მასთან, ტაძარში მისულან. მათ ითხოვეს, რომ მარიტას, ლაზარეს და ანდრიას გამოსაჯანმრთელებლად მამაოს ჯანმრთელობის პარაკლისი ა

კრემლის პროპაგანდისტი სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს

რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს. სიმონიანმა ეს ინფორმაცია ტელეგრამით გაავრცელა. კრემლის პროპაგანდისტი გამოეხმაურა რუსეთის დუმის დეპუტატის, „მრავალი წლის განმავლობაში სომხეთის გააფთრებული მხარდამჭერის“, კონსტანტინ ზატულინისთვის სომხეთში ჩასვლის აკრძალვას. სიმონიანი წერს, რომ ზატულინს ჩასვლა აუკრძალა „სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა“ და დასძენს: „სხვათა შორის, მეც“.   რუსეთის

ბრიტანეთის ახალი პრემიერი: ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვიქნებით

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, უფლებამოსილების ოფიციალურად შესრულების დაწყებიდან რამდენიმე საათში ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. სუნაკმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს შეუძლიათ ჰქონდეთ დიდი ბრიტანეთის უცვლელი სოლიდარობის და მხარდაჭერის იმედი. „ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვიქნებით“, - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.   უკრაინის შემდგომი დახმარება იყო ერთ-

უკრაინის გენშტაბი: შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან. გენერალური შტაბის განცხადებით, მოწინააღმდეგე ცდილობს დროებით დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებას, ცალკეულ მონაკვეთებზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეკავებას და შეტევას ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით. უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა და რამდენიმე ადგილზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტები ქალაქის ელექტროსადგურში და ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, დაღუპულია ორი სამოქალაქო პირი, სამი კი დაშავებულია.   ავტორი - თამთა რუხა

პენტაგონის სპიკერი - აშშ-ის თავდაცვის უწყება ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება, ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული ან „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა გააკეთა. „ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიმჩნევია არანაირი ნიშანი, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის ან „ბინძური“ ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, ან განზრახული აქვს რომ გამოიყენოს“, – განაცხადა რაიდერმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები სიტუაციის განვითარებას ყურადღები

ენტონი ბლინკენი - იენს სტოლტენბერგთან საუბრისას დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიერ ე.წ ბინძური ბომბის გამოყენების შესახებ ტყუილს უწოდებს. „დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სე

ვოლოდიმირ ზელენსკი დნიპროზე განხორციელებულ იერიშზე - არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი

მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. მისი თქმით, უკრაინის პასუხი იქნება სამართლიანი და გარდაუვალი. „ყოველდღე ვებრძვით ტერორისტებს. ვინც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებს, ანადგურებს უკრაინელების სიცოცხლეს და ბედს. დღეს მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული.

დაუნინგ სთრითი რიში სუნაკისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბარზე - ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია პუტინის ბარბაროსულ რეჟიმზე ზეწოლა გაგრძელდეს ეკონომიკური სანქციების გზით

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სამშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურეს განსაკუთრებული ურთიერთობა აშშ-სა და ბრიტანეთს შორის და განაცხადეს, რომ ისინი ერთად იმუშავებენ გლობალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. „ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის და რუსეთისთვის, აგრესიის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

ოლექსი რეზნიკოვი - ოკუპანტები ხერსონის დატოვებას ვერ შეძლებენ, მდინარე დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს ვაკონტროლებთ

უკრაინელი ჯარისკაცები ხერსონში, მდინარე დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს აკონტროლებენ, ამიტომ ოკუპანტები ვერ შეძლებენ ქალაქიდან გასვლას, როგორც ეს მოხდა იზიუმში, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტებისთვის ხერსონში დარჩენა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ქუჩის ბრძოლების გამართვა სიცოცხლისთვის საშიშია, გაქცევის გზები არ იქნება. „დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსები ქუჩის ბრძოლების გამართვას შეძლებენ, იმიტომ, რომ ეს არ არის საუკეთესო ვარია

ვოლოდიმირ ზელენსკი - წელს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ

ევროკავშირში შესასვლელად რეკომენდაციებს უკრაინა წლის ბოლომდე შეასრულებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან კიევში გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შტაინმაიერთად შეხვედრაზე მათ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებიც განიხილეს. “უკვე ამ წელს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში წევრობას ეხება”, - განაცხადა ზელენსკიმ. კერძოდ, უკრაინამ შვიდი რ

გერმანიის პრეზიდენტი - საჭიროა სამართლიანი მშვიდობა - მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შეიძლება ახალი ომი გამოიწვიოს

გერმანია უკრაინას MARS II ზალპური ცეცხლის კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას, ოთხ ჰაუბიცას გადასცემს და გააგრძელებს საჰაერდო თავდაცვის სისტემების მიწოდებას. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა. “მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ მალე გადაცემულ იქნება MARS II-ის ორი სისტემა და ასევე ოთხი ჩვენი Panzerhaubitze 2000 ჰაუბიცა. შემდგომ დღეებში ისინი გადეცემა უკრაინას”, - აღნიშნა შტაინმაიერმა.

გვრიტიშვილი: სასამართლო ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ გადადის თავდასხმით რეჟიმზე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მეორე ვადით არჩეულმა მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. როგორც მან განაცხადა, სასამართლო ხელისუფლება თავდასხმით რეჟიმზე გადადის. „გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს „ჭეშმარიტებას“, სხვა დანარჩენი, ყველა, განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. გეკითხებით, სად არის კლანი? სასამართლოშია კლანი თუ არასამთავრობო სექტორში? მტკიცებულებებით ვამხელთ ყველა სუბიექტს, მიუხე

მედია - ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს

29-30 ნოემბერს ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან მიწვეულები. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს. კერძოდ, რუმინული მედია აღნიშნავს, რომ ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა ასევე მიწვეულნი არიან ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ოთხ სესიად იქნება დაყოფილი, რომლებიც საუბარი შეეხება მადრიდში გამართუ

ოლექსი დანილოვი კადიროვს - დატოვე უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლე, ვიდრე გვიან არ არის - თუ რუსეთი არ განადგურდება, ისევ დაბრუნდება ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად

დატოვე უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლე, ვიდრე გვიან არ არის - ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ რუსეთმა მეორედ არ აღგავოს ქალაქი ჯოხარი (გროზნო) პირისაგან მიწისა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, თუ რუსეთი არ განადგურდება, ის დაბრუნდება ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად. „თუ რუსეთის ფედერაცია არ განადგურდება, ისინი ისევ დაბრუნდებიან ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად. არ

ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია

უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტის დროს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს. კერძოდ, საჰაერო განგაში ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ კორიუკივკაში გერმანიის პრეზიდენტის მედიასთან საუბრის დროს გაისმა. ამის შედეგად, გამოცემის ინფორმაციით, შტაინმაიერს სამოქალაქო მოსახლეობასთან “სპონტანური საუბარი” ბომბსაცავში მოუწია. დღეს მოგვიანებით, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენ

ზურაბ აზარაშვილი - 1-ელი ნოემბრიდან DRG მეთოდოლოგიით, საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ

1-ელი ნოემბრიდან DRG მეთოდოლოგიით საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია სხვა ქვეყნებშიც არის დანერგილი. „დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეხ

ზურაბ აზარაშვილი კითხვაზე, რატომ ვერ დაინახა მთავრობამ ალიევისა და ზურაბიშვილის შეხვედრის აუცილებლობა - იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი

იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კითხვას, რატომ ვერ დაინახა მთავრობამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის აუცილებლობა. „ასეთი დონის შეხვედრებზე პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული იმის მიხედვით ხდება სტუმრების დაპატიჟებაც და შეხვედრების გამართვაც. ალბათ აქედან გამომდინარე იყო, რომ არ ესწრ

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრი გახდა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 17-მა დეპუტატმა ერთხმად, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, აირჩია თავმჯდომარედ მმართველი გუნდის წარმომადგენელი საბა ოდიშარია. კენჭისყრამდე საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციამ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 12-მა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან 4-მა წევრმა. მიზეზად თქვეს, რომ არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას სხდომაში, რომლის მიზანიც მხოლოდ თანამდებობების გადანაწილება და არა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვ

ნენსი პელოსი - ყირიმი უკრაინაა, ჩვენ ყველა ვდებთ პირობას, რომ ვიდგებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით საბოლოო გამარჯვებამდე

ჩვენ ვუერთდებით დიდი შვიდეულის, ნატო-ს, ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს თავისუფალი მსოფლიოს ერთიანობის უტყუარ გზავნილში, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ყირიმი უკრაინაა და ასამბლეის მონაწილეები დებენ პირობას, რომ იდგებიან უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. „ჩემთვის
×
×
  • შექმენი...